შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 7


7-12-2016, 23:51
ავტორი mariia
ნანახია 1 645

ეს კოცნა სულ სხვა იყო...სულ სხვა გრძნობები მოიტანა...აღმაფრენა,სიხარული,გაოცება,შიშიც კი. უფრო მეტი უნდა ჩემს სხეულს,სულს და გონებას. მთლიანად სურს ეს ადამიანი. ვერც კი ვხდები როდის და როგორ მოვასწარი მასზე ასე დამოკიდებულება. ისეთი ჯიუტი ვარ საკუთარ თავთან გამოტყდომაც კი მიჭირს,რომ მომწონს. თუმცა ეს უბრალოდ მოწონება არაა. უფრო მეტია. მის გაბუშტულ რბილ ტუჩებს ვწყდები. ამოსუნთქვის საშუალება მეძლევა შუბლს ჩემსას ადებს და მიღიმის. ეს არ არის ის ღიმილი ყოველთვის, რომ ემეტებოდა ჩემთვის. სხვაა. თითქოს ამ ღიმილით მთელი ემოცია გამოხატა. ცერა თითს ჩემს ტუჩებზე ატარებს, შემდეგ ლოყაზე გადააქვს ხელით ნაზად მეფერება. მთელს სხეულში ისევ მივლის ცეცხლის ბურთულა. თვალები დამეხუჭა ისევ თავისით და ვცდილობ დავტკბეე მისი თითების თამაშით ჩემს სახეზე. სიმყუდროვეს ჩანთაში აწკრიალებული ტელეფონი არღვევს.
- ნერვებს მიშლის უკვე ეს ხმა- ჩემზე დაყრდნობილი ჩურჩულებს თან ღიმილს ვგრძნობ მის ხმაში.
- უნდა ვუპასუხო. დედა იქნება და ნერვიულობს ეტყობა - მეც ჩურჩულით ვამბობ მის გაბუსხულ ტუჩებთან. უკან ვიწევი და ვდგები. სარკიდან ვამჩნევ როგორ მომაცილებს მისი მზერა. ტელეფონს ჩანთიდან ვიღებ. მართლაც დედაა. სასწრაფოდ ვპასუხობ.
- ჰანა კარგად ხარ? რატომ არ მიპასუხე ამდენ ხანს? - ნერვიულად მიაყარა ერთმანეთს სათქმელი.
- ნუ გეშინია კარგად ვარ. - თავს უხერხულად ვიფხან ყურს უკან.- ხმა არ მესმოდა. - ურცხვად ვიტყუები და ტუჩის კუთხეს ვკბენ დასჯის მიზნით. სარკიდან ვხედავ როგორ ჩაიცინა ჩემს სიტყვებზე ჯონგინმა. ფეხზე დგება და ჩემსკენ მოდის.მე კიდე დედასთან ლაპარაკს განვაგრძობ - ან რა უნდა დამმართნოდა დე ხომ იცოდი,რომ ჯონგინთან ვიყავი. სხვათაშორის თავად გამომიშვი.-მისი ამოსუნთქვის ხმა მესმის მეორე მხრიდან.
- რო არ მიპასუხე იმდენი რამე ვიფიქრე ერთად- შეწუხებულმა ჩაილაპარაკა. უცებ უკნიდან ხელების შემოხვევა ვიგრძენი.წინ მუცელზე მჭიდროდ შემომეწყო. ნიკაპი მხარზე ჩამომადო. თვალები დახუჭა და განაბულმა ღმად სუნთქვა დაიწყო.მიჭირდა ასეთ მდგომარეობაში საუბარი მითუმეტეს დედასთან.ვეცადე ხელები შემეშვებინა,თუმცა ჯონგინი ჩემს გაშვებას არ აპირებდა. ამიტომ რამენაირად ასე უნდა მელაპარაკა.
- რა გინდოდა დე? რამე მოხდა?
- მინდოდა მეთქვა, რომ საღამოსკენ სახლში კაბებს მოიტანენ თქვენთვის. მეც კომპანიიდან პირდაპირ სახლში წამოვალ. - ხმაში უკვე სიბრაზე და შიში ერთიანად გამქრალიყო.
- კარგი დე საღამომდე-ტელეფონი გამითიშა.
- როგორც ჩანს გრანდიოზული წვეულებაა იქნება - ჩემზე ჩამოკიდებული ბურტყუნებს.
- როგორც ჩანს.- უკმაყოფილოდ ვბურტყუნებ.
- ახლა რა არ მოგწონს?- სიცილით მეკითხება და წინ სარკეში შემომცქერის. - ცეკვა პრობლემას არ წარმოადგენს - კმაყოფილი წარმოთქვამს ამ სიტყვებს. თუმცა უცებ სახე უსერიოზულდება.- იცოდე არავის ეცეკვები ჩემს გარდა- მე კიდევ მეცინება.
- ერთი კოცნა არ ნიშნავს იმას,რომ მიმითითო რა გავაკეთო,როგორ და ვისთან- აშკარად უკმაყოფილოა ჩემი ამ პასუხით,თუმცა არც არავისთან ვაპირებდი ცეკვას. უბრალოდ რატომღაც მისი გაბრაზება მომინდა. - თან პრობლემა ეს არ არის. პრობლემა ის გოგოა ჩემს სახლში.
- მეგონა გეცოდებოდა- გაკვირვებული შემომყურებს.
- ასეც იყო სანამ არ მითხრა, რომ იმ ავარიისას მეც უნდა მომკვდარიყავი მამაჩემთან ერთად.- ჩემს სიტყვებზე თვალებში სიბრაზისგან ნაპერწკლები ენთება.
- როგორ ბედავს?!- კბილებიდან გამოცრა და მთელი სხეულით მომშორდა. მისკენ შევბრუნდი. მომუშტულ ხელებზე მოვუჭირე ხელები.
- მეც ზედმეტი მომივიდა მასთან. რაღაც მხრივ შეიძლება გაგება თუ რას გრძნობს. მისი თქმის არ იყოს ცხოვრება დავუნგრიე და ყველაფერი წავართვი.- თვალებს დაბლაა ვხრი. ისევ მეცოდება, მაგრამ ამავე დროს სიბრაზეც მივლის.ორივე ხელს სახეზე მადებს და მისკენ მაწევინებს თავს.
- შენ იქ ხარ სადაც უნდა იყო. გეყოფა მისი შეცოდება - მიღიმის და შუბლზე მკოცნის. ღმერთო რა თბილია. სრულიად მავიწყებს ყველაფერს. წელზე ხელებს ვაჭდობ და გულ-მკერდზე ვეკრობი. ისიც მთელი ძალით მიხუტებს.
****
კომპანიიდან ისევ ჯივონმა წამომიყვანა.როგორც ჩანს დედამ ჩემს პირად დაცვად დააყენა. თუმცა ეს არ მაბრაზებს. ნამდვილად იცის დედამ ჯივონთან თავს ცუდად არ ვიგრძნობ. პირიქით,თან ის იმ მცირედში შედის ვინც ბავშვობაში მიცნობდა.
შესასვლელთან ვდგავარ. ვფიქრობ შევიდე თუ არა? საკუთარ სახლში. აქამდე თუ ასე ძალიან მინდოდა აქ ყოფნა ახლა იმ "ჰანას" გამო ვყოყმანობ. ჯანდაბა როგორ არ მომწონს, როცა მას ჩემს სახელს ვეძახი. მაინც როდიდან დამეწყო ამ გოგოს ათვალწუნება? ვეკითხები ჩემს თავს და ისიც პასუხს სწრაფადვე მცემს. " მას შემდეგ რაც ჯონგინს შეეხო!"
- ჰუუუ... - ღმად ჩავისუნთქე და კარები შევაღე. დერეფნის გავლის შემდეგ დიდ ოთახში შევედი. როგორც დედამ თქვა კაბები უკვე მოტანილი აქვთ. დედა სავარძელში ზის და გაღიმებული იყურება. მეორე მხარეს კი "ჰანა" ზის მოხდენილად. ტანზე მომდგარი წითელი ფერის მოკლე კაბა აცვიაა. შემიძლია ვთქვა ზედმეტად მოკლეც კი. მისი არც ისე გრძელი მოყავიფრო თმა ლამაზად დავარცხნილი და ცალ ყურზე გადაწეული აქვს. ფეხზე შესაფერისი მაღლები აცვიაა და ფეხი ლამაზად აქვს გადადებული. გონებაში ჩემდა უნებურად შევადარე ჩემი და მისი გარეგანი გამოსახულება. ჩემი შესვლით ყურადღებას ვიპყრობ და ამ უაზრო ფიქრებიდანაც გამოვდივარ.
- ჰანა - დედა მეძახის და მის გვერდით მითითებს დავჯდე. ჩემი სახელის გაგებისას მაღაზიიდან მოსული გოგონები ერთმანეთს გაურკვევლად შეჰყურებენ. ერთი ტყუილი და რამდენი გაუგებრობაა! ვერ ვიტან იმას ვინც ეს გააკეთა. მე კი ჯერ კიდევ არ ვიცი ეს ვინ ქნა. - შენი ჯერია აირჩიო კაბა?- ხელით წინ დადებულ რამდენიმე კაბაზე მითითებს. მზერა მასზე გადამაქვს. მაინტერესებს უკვე შეარჩია თუ არა კაბა.
- მე უკვე ავირჩიე - თითქოს ჩემს ფიქრებს ხვდება.კმაყოფილი იღიმება. ისე იქცევა თითქოს გუშინ ჩვენს შორის არაფერი არ მომხდარიყოს. კეთილი დის როლი მოირგო. თან თვალით მოშორებით ლამაზად დადებულ შავი ფერის კაბაზე მანიშნებს. ერთი შეხედვით ძალიან ლამაზია. ამავედროს მის სიმოკლესაც ვამჩნევ. მზერას ისევ დაწყობილ კაბებს ვუბრუნებ. ყველა ერთი მეორეზე ლამაზია. არჩევანის გაკეთებაც კი მიჭირს.
- აი ის იყო- ლურჯი ფერის კაბას ვადებ ხელს. წელზე მომდგარი და შემდეგ ბოლომდე გაშვებულია.
- მეც მომწონს - მიღიმის და თავზე მკოცნის. შემდეგ მათ უბრუნდება და სთხოვს შესაფერისი ფეხსაცმელიც გადმოდონ იმ კაბასთან ერთად.
- დე ოთახში ავალ კარგი? - ვცდილობ მათგან შეუმჩნევლად ვილაპარაკო. ისიც თავს მიქნევს და მიღიმის.
- ვახშამზე გელოდები- მის ხელს ვწვდები და ვკოცნი. მთელი გრძნობით ვუღიმი და იქაურობას ვტოვებ.
ოთახში შესული საწოლზე ვენარცხები და ჭერს გავყურებ. ნერვების მოშლელ ფიქრებს თავიდან ვიცილებ. მხოლოდდამხოლოდ სასიამოვნო მრჩება.თვალბს ვხუჭავ და თითქოს ისევ ვგრძნობ მისი ტუჩების სიმხურვალეს. სხეულში ერთიანად მივლის სასიამოვნო ჟრუანტელი. ხელი ტუჩებთან მიმაქვს დანაზად მასზე ვატარებ. პატარა ბავშვივით მიხარია და ლამის საწოლზე ხტუნვას ვიწყებ. ბალიში ახლოს მომაქვს დაა ვიხუტებ. ჯერ სულ რამდენიმე საათი გავიდა და ვგრძნობ როგორ მენატრება. მისი ბუზღუნა ხმა,მუქი ფერი კანი და მეტყველი თვალები. ბალიშს ხელს ვუშვებ და ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ. მისივე ხელით ჩაწერილ ნომერს ვკრეფ. დედაჩემის შემდეგ პირველია ვინც ჩემს წიგნაკში წერია. სახელზე მეცინება "ჯონგინი



№1  offline წევრი davinna

uhh mikvars esistoria magram unda mogklas kacma aseti patara tavi roa :d male dadee shemdegi

 


№2  offline წევრი mariia

davinna
uhh mikvars esistoria magram unda mogklas kacma aseti patara tavi roa :d male dadee shemdegi

:დდდ რა ვქნაა დიდი არაღ გამოვიდაა დდ <3მადლობაა ამ სიყვარულისთვის ^_^ <3 heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent