მივიწყებულთა კუნძული 6
ჯონგინის გასვლის შემდეგ ვერ ვისვენებ.ლამის კისერი მომწყდეს იმ მხარეს ყურებით და ველოდები რა წამს დაბრუნდება. არადა ალბათ ორიოდე წუთიც არ არის გასული. გოგონას, რომელსაც ცოტახნისწინ მთელ ჩემს ცხოვრებას ვუთმობდი,ახლა კი ისიც არ მინდა ჯონგინთან ახლოს იდგეს. "ჰანა გონს მოდი!" მკარნახობს შინაგანი მე. თავს უმნიშვნელოდ ვაქნევ. -საყვარელო -მუხლზე ხელს მადებს დედა. -თქვენთვის საუზმე გავამზადე.- მიღიმის და მზერას ბექიონს უბრუნებს,რომელიც ჩაწითლებული თვალებით მომღიმარი შემოგვყურებს.- მეორე... - გავალ მოვიყვან- სათქმელს არ ვასრულებინებ უცებ ვხტები დივნიდან. მომღიმარი ორივეს შევცქერი. ბექიონის ეშმაკური ღიმილი მაბნევს. მათ ვშორდები და გასასვლელი დერეფნისკენ მივდივარ. დერეფნის ბოლოს კარებთან მათ ლანდს ვხედავ. არ ვიცი რატომ მაგრამ კედელს ვეფარები და ჭორიკანა მეზობელივით ყურს ვუგდებ. - დიდიხანი აპირებ ტირილს?-აშკარად ჯონგინის ხმაა. ცალი თვალით მათკენ ვიხედები. - აიღე და მოიწმინდე ოქროს ცრემლები - ხელით ცხვირსახოცს აწვდის. ის კი ჯერ ხელზე უყურებს, შემდეგ კი სახეში. - ასე ნუ მელაპარაკები- გოგონას ხმაში გაღიზიანება იგრძნობა. - ასე ველაპარაკები ყველას ვინც იმსახურებს - თვალს უკრავს. ცხვირსახოციანი ხელი კი ისევ გაწვდილი აქვს. - ქედმაღალი ბრძანდებით კიმ ჯონგინ- მის ხმაში სიბრაზე აღარ იგრძნობა. სახეზე ღიმილმაც კი გადაკრა. - სამაგიეროდ მატყუარა და ორგული არ ვარ. - ჯანდაბა აღარ მინდა მათი მოსმენა. კედელს ვშორდები და მათი თვალთახედვის არეში შევდივარ. - ჯო...- ხმადაბლა ვიწყებ და მაშინვე მისწყდება ხმა. "ჰანამ" აშკარად დამინახა თუმცა ისე იქცევა ვითომც არაფერი. - მადლობა ცხვირსახოცისთვის. - მალევე ამბობს სანამ ჯონგინი ჩემსკენ გამოიხედება. სწრაფად იწევა მისკენ და ეხვევა. არც კი მჯერა. სულ არ მიმჩნევს. თუმცა აშკარაა ცალი თვალით მე მიყურებს და ამოწმებს ვხედავ თუ არა სცენას. - უკაცრავად ხელს გიშლით,მაგრამ - ჩემს ხმაზე ისე ცდილობს ჯონგინს მოცილდეს ვითომ ახლა შემამჩნია პირველად.- ჯონგინ დედა გკითხულობს- ვამატებ და უკან ვბრუნდები. იმ ადგილს ვცილდები. ვბრაზობ. ჩემზე,იმ ვითომ ჰანაზე და თვით ბატონ ჯონგინზე.- მადლობელია ცხვირსახოცისთვის- მის ნათქვამს ვაჯავრებ და ალბათ სახეც დამეჭყანა. უცებ გვერდით ფხუკუნს ვგრძნობ. მისკენ ვიხედები. ჯონგინი დამეწია და გვერდით მომყვება,თან სახეზე ღიმილი ფართოდ აქვს გადაკრული.- რა გაცინებს?- ვჩერდები და მისკენ ვიხედები.ისიც ჩერდება. - საერთოდ ბედნიერებისგან იცინიან ხოლმე-ზემოდან დამყურებს და თან ისევ ეს სიცილი. - ბედნიერი ხარ?- თვალებს ვჭუტავ.და ისე გავყურებ. - აჰამ ძალიან- თავს აქნევს მხიარულად და გზას აგრძელებს. ლამის ავფეთქდე სიბრაზისგან. თვალებს ვატრიალებ. ბედნიერია ბიჭი. რატომაც არაა?! უკან მივყვები. მადლობა ჩემს მუქ კანის ფერს სიბრაზისგან აწითლებული ლოყები არ გამოჩნდება. მისულებს უკვე სამზარეულოში გაშლილ სუფრასთან გველოდებიან. ბექიონი დედას რაღაცას უყვება და ორივეს ეცინება. - სად ხართ ამდენ ხანს? - გვიწყრება ბექიონი მოჩვენებითად. - დაიკარგა და ვიპოვე - უმნიშვნელოდ ვამბობ ბექიონის მიმართ,თან ჯონგინზე ვანიშნებ. დედას გვერდით ვჯდები და სუფრას ვუყურებ. ვამჩნევ ჩემს წინ როგორ იკავებს ადგილს. - საყვარელო - დედა მხარზე ხელს მადებს. მეც მისკენ მომღიმარი ვიხედები. - მინდა ზეგ საღამოს წვეულებაა გავმართო და ყველას გავაცნობ შენს თავს. - არ გინდა დედა- უცებ ხელებს ვიქნევ უარყოფითად. - უარს არ მივიღებ. მითუმეტეს შენი დაბადების დღეა- გაბრწყინებული თვალებით მიყურებს. - ვაუუ- ბექიონი სიხარულისგან სკამზე შეხტა.მეც მისი რეაქციით გახალისებულმა გავხედე. ჯონგინი თავდახრილი ომლეტს მიირთმევს,თან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება.- აქამდე რატომ არ გვითხარი?- მსაყვედურობს ბექიონი. - რავიცი გადამავიწყდა. იმდენი რამე მოხდა.-მხრებს ვიჩეჩავ. - სამაგიეროდ დედას ახსოვს - ჩემს აწეწილ თმებს ეფერება. ღმერთო რა სასიამოვნოა. ლამის ჩამომეძინოს. როცა დაძინებისას ვჭირვეულობდი მაშინვე ეს ხერხი ჭრიდა.- ბიჭებო თქვენც ხომ მოხვალთ? - რა თქმა უნდა - მხიარულად პასუხობს ისევ ბექიონი. - ოღონდ ჩვენ ცოტათი ბევრი ვართ- ხელით ცოტას იმიტაციას აკეთებს. ამაზე ყველას გვეცინება. - ყველას გეპატიჟებით.თქვენ ჩემი გოგონას მეგობრები ხართ. თან ვფიქრობ ცეკვისთვის მეწყვილეც ეყოლება. აქ თითქმის ყველა ხანში შესული იქნება- დედა იცინის და ბექიონიც ყვება. მე კი ცხვირი ვპიხავ და მემანჭება ამ აზრზე,რომ უნდა ვიცეკვო. - რატომ ხარ უკმაყოფილო? -წინიდან ჯონგინის ხმა მესმის. მათთან ერთად მეც გაოცებული გავყურებ. ჩემს დაბნეულობას ხვდება და აგრძელებს. - როცა რამე არ მოგწონს ან უკმაყოფილო ხარ ცხვირს აი ასე აკეთებ- ცდილობს მომბაძოს და ცხვირს მაღლა პრიხავს, თან ოდნავ ემანჭება. - მართლია - მხიარულად ამატებს დედა.- პატარაობაში სულ ასე აკეთებდა როცა სათამაშო არ მოსწონდა,ან რამეს გაფუჭებისას წავასწრებდი და ვუბრაზდებოდი. - ისეთ არაფერს ვაშავებდი- ვბუზღუნებ ჩემთვის. - აუცილებლია წვეულებაზე ვიცეკვო? - მავედრებელი თვალებით გავყურებ დედას. - აუცილებლი არაა მაგრამ ეს ხომ წვეულებაა და თან შენი დაბადების დღის. - სახე ექუფრება. - რატომა პრობლემა ცეკვა? - წარბი ზევით აუდის ბექიონს. - არ ვიცი და იმიტომ. - ვუჭრი უცებ. - ცეკვის მასწავლებელი ვისთანაც დაგვყავდა არ მოწონდა და ცეკვაც ვერ ისწავლა. - სამაგიეროდ ახლა ეყოლება გადასარევი მასწავლებელი -გვერდით ბრუნდება და ჯონგინს მხარზე ხელს ურტყავს.- ხომ ასწავლი რამდენიმე ილეთს?- ლეკვის თვალებით შეჰყურებს ბექიონი. - თუ პატარა ქალბატონს სურს- ჯონგინს მზერა ჩემზე გადმოაქვს. ჯერ კიდევ ჩემში დარჩენილი გაბრაზება თავს მახსენებს. - არ...- სანამ მკაცრ უარს ვიტყვი. დედა მასწრებს და ეთანხმება. - რა თქმა უნდა სურს- ხელს ხელზე მკიდებს და წინ მჯდომს უღიმის. ისიც ასეთივე მზერით პასუხობს. მე კი ჯერ ბექიონს ვუყურებ მზერით " მოგკლავ" და მერე ჯონგინს "მოღალატე". *** ბიჭები წავიდნენ. ხვალისთვის კი ცეკვის მასტერმა გაკვეთილისთვის კომპანიის სტუდიაში დამიბარა. წასვლის წინ თავისი მასწავლებელის იმიჯით კმაყოფილმა ღიმილი შეაგება ჩემ ცხვირის აბზუებას. სახლის თითოეულ კუთხეს ვათვალიერებ. თვალწინ უამრავი მოგონება ცოცხლდება. ყველა და ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა. დედას ირგვლივ ისევ ძველი მოსამსახურეები ტრიალებენ. სხვანაირად არც ველოდი. ყოველთვის ამბობდა,რომ ისინი ოჯახის წევრები იყვნენ. ყველა თბილად შემხვდა. ცოტა ვიხალისე კიდევაც. ჩემი რამდენიმე სიცელქე გავიხსენეთ. იმ ოთახისკენ მივდივარ,რომელიც პატარაობისას ჩემი იყო. თან ფიქრებში აქ ჩემი შემცველი მეჭიმება. დილის შემდეგ აღარ მინახავს. ოთახის კარებს ვაღებ. სახე მინათდება. სკამიც კი არ არის გადაადგილებული. ისევ ისეა როგორც მახსოვს. - არ ფიქრობ, რომ ამ ნივთებისთვის უკვე გაიზარდე?- ხმაზე უკან ვიხედები. კარებთან მიყუდებული შემომცქერის და ირონიული სიცილი დასთამაშებს. - ამას იმიტომ ამბობ,რომ შენთვის არაფრის მომცემია. მე კი თითოეულ ნივთთან მოგონებები მაკავშირებს. - ვცდილობ არ შემეტყოს ის რასაც მის მიმართ განვიცდი. მეცოდებოდა. დილის შემდეგ კი მისი გველური ქცევების გამო ვეღარ ვიტან. - მოგონებები - ამბობს და მწარედ იცინის.- და რა მერე? იმ წლებს გიბრუნებს რაც აქედან შორს გაატარე? თუ მამაშენს აცოცხლებს? -მის სიტყვებზე მუშტს ვკრავ. ხელის გულში ფრჩხილები მერჭობა. - ჩამოხვედი და მთელი ცხოვრება თავზე დამენგრა. რატომ ვერ დარჩი იქ ან საერთოდ რატომ არ მოკვდი მამაშენთან ერთად? - გამწარებული ამბობს ამას. ჩემთვის კი ეს ბოლო წვეთი იყო.მისკენ დიდი სისწრაფით მივდივარ. ცალ ხელს ყელში უჭერ. გამძვინვარებული ცხოველივით ვსუნთქავ. - მეორედ კიდევ ახსენებ მამაჩემს და ვერ გადამირჩები - ხელს უფრო და უფრო ვუჭერ ის კი თავისი ხელებით ცდილობს ჩემი ხელიდან თავი დაიხსნას. ვხედავ როგორ წითლდება, მაგრამ არ მინდა გაშვება. შინაგანი ხმა მომყვირის,რომ ეს არასწორია. წამით იქვე მდგარ სარკეში ჩემს ანარეკლს ვაწყდები. არა მარტო ვსუნთქავდი ცხოველივით, არამედ გამოვიყურებოდი კიდევაც. ხელს ვუშვებ. ის კი იქვე იკეცება. - სანამ რამეს იტყვი გაიხსენე,რომ ჰანა შენ კი არა მე ვარ!- ვცრი კბილებიდან. ხველება უტყდება და ძნელად სუნთქვას. პასუხსაც ვერ მცემს.კარებისკენ მივდივარ, თუმცა ვჩერდები და ისევ ვუბრუნდები. - სახელი შეარჩიე შენთვის. არ მინდა ვინმეს ჩემში ეშლებოდე- საკმაოდ მკაცრად გამომდის მასთან ლაპარაკი. ქვევიდან გაბრაზებული შემომყურებს, თან ახველებს და ყელზე ხელს ისმენს. სანამ ოთახს დავტოვებ ვუღიმი. ჩემი თავით კმაყოფილი დერეფანში მივაბიჯებ. ჯანდაბა. სულაც არ მინდოდა ასე წარმემართა ჩვენი ურთიერთობა. ყველაფერი მისმა ენამ გააფუჭაა, მე ხომ პატივს ვცემდი დედაჩემის გახარებისთვის და სიყვარულისთვის. თუმცა როგორც ჩანს ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც მეგონა. მართლია ბიძია არ შეიძლება ყველასთან კეთილი სამარიტელი იყო. **** საშინელი ღამე მქონდა. ჯერ ახალ საწოლს ძლივს შევეჩვიე.ახლა კიდევ აქ. პირველად ყოველთვის მიჭირს დაძინება როცა ადგილს ვიცვლი. არც ჩემი დათუჩა მყავდა გვერდით. დილით დედას მზრუნველობამ ხასიათზე მომიყვანა. თავი მოვიწესრიგე და ჩემთვის უკვე ნაყიდი ტანსაცმელიდან ავარჩიე.შარვალი,მაისური და ბოტასები. საუზმეზე ცეკვის გაკვეთილი მომახარა და მითხრა, რომ ჯივონი მიმიყვანდა. თვალები ავატრიალე,თუმცა სხვა რა გზაა. ცეკვა დედის ხათრით. როგორც მაშინ უკანა შესასვლელიდან შევდივარ. ალბათ დაცვა გაფრთხილებულია რადგან უპრობლემოდ მიშვებენ. სართულსაც კი მეუბნებიან რომელზე ავიდე. მითითებულ სართულზე მოხვედრისას დერეფანში მივაბიჯებ დაბნეული და ჯონგინის სამყოფელს ვეძებ. რამდენიმე ნაბიჯს კიდევ ვდგავ. ოდნავ შეღებული ოთახიდან მუსიკის ხმა ისმის. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.ვცდილობ გავიგო ვინ არის. ადგილზე ვშეშდები. პირველად ვხედავ მის ცეკვავს. როგორ მოქნილად, თავისუფალად და გრძნობით ცეკვავს. ყბა მივარდება გაოცებისგან. მთელ სხეულში დენი მივლის. - ჰანააა!- სეჰუნის ყვირილს გამოვყავარ და წინ ვიხედები. - სეჰუნ როგორ ხარ? -ერთმანეთს ვუცინით თუმცა ის ამას არ კმაყოფილდება და მეხუტება. - მხოლოდ ერთი დღე არ მინახიხარ და როგორ მომენატრე.-უკან იწევა და მკლავებში ხელებს მავლებს. ეს ცანცარა ბავშვი მიყვარს. ძალიან თბილია. საერთოდ რომელი არაა ასეთი?! გაბადრული სახით ვუყურებ. უცებ წარბებს კრავს - რა გჭირს? - რაზე მეკითხები? - მართალი ვერ ვხდები რას მეკითხება. - საშინლად დაღლილად გამოიყურები. თვალებიც კი ჩაწითლებული გაქვს- თითს თვალებთან მიტრიალებს. - კარგი გეყოფა - სიცილით თითს ძირს ვაწევინებ.- უბრალოდ ადგილი შევიცვალე. ახალი გარემო, ახალი საწოლი - მხრებს ვიჩეჩავ. - და კიდევ ჩემი სთამაშოც დამავიწყდა. ამიტომ მჭირს ეს- ახლა ჩემს თითს ვატრიალებ სახესთან. - თუ ლაპარაკს მორჩით იქნებ დავიწყოთ - გვერდიდან ჯონგინის ხმა გვესმის და ორივე მოულოდნელობისგან ლამის ერთმანეთს ვახტებით. - ჯანდაბა შემეშინდა- გულზე ხელს ვიდებ და გაბრაზებულ სახეს ვიღებ. - მეც ლამის გული გამიხეთქე. ჩემს სათუთ გულს ეგ უნდა?- როგორც ყოველთვის ეცანცარება სეჰუნი ჯონგინს. მისი ცანცარი ორივეს გვაცინებს. - სეჰუნ ერთი წუთით - შორიდან ისმის ვიღაცის ხმა. აშკარად არვიცნობ.თავის დაქნევით ანიშნებს თანხმობას. - ნუ იქნები ძალიან მკაცრი - სიცილით ეუბნება ჯონგინს და გვშორდება. სიცილით აცილებს მიავალ სეჰუნს. უცებ მიბრუნდება და ხელით ოთახში შესვალზე მანიშნებს. მეც მორჩილად შევდივარ სარკეებით მოცულ ოთახში. **** თავიდან სახალისოც კი მეჩვენებოდა ჩემი ცოდვილობა ილეთების შესასრულებლად. ხან გულიანად დამცინოდა,ხანაც კოპებ შეკრული შემომყურებდა. ყველაფერი მაშინ გართულდა როცა ცალი ხელი წელზე მომხვია და ახლოს მიმიზიდა. რობოტივით მის მითითებებს მივყვებოდი. - მარჯვენა ხელი მხარზე დამადე- ისე ამბობს თვალს წამითაც არ ახამხამებს და პირდაპირ თვალებში მიყურებს. - აჰამ-ვადებ მეც ხელს.თუმცა უკვე ერთი სული მაქვს მოვშორდე. -ეს ხელი მომეცი- მარცხენა ხელს თავისაში იქცევს. ალბათ გადავიღალე. მთელი სხეული სიმხურვალისგან ლამის დაიფერფლოს.- ორი ნაბიჯი უკან ერთი გვერდით - ძალიან ახლოს სახესთან ჩურჩულებს. თვალები თავისით მეხუჭება და სხეულში ჟრუანტელი მივლის. თავს დაბლა ვხრი და ვცდილობ თვალები გავახილო და ისე გავაკეთო როგორც თქვა. ორი უკან ერთი გვერდით. ჯანდაბა. მხოლოდდამხოლოდ ჩემნაირ მოუხერხებელს შეიძლება აებლანდოს ფეხები ერთმანეთში. მკლავებით მიჭერს რო არ წავიქცე. სახე ისევ აწეული მაქვს და ისევ მის გაუტეხელ მზერას შევყურებ. მეჩვენება? არაა! ნამდვილად უციმციმებს თვალები. - ფეხებს ნუ უყურებ. მხოლოდ მე მიყურე თვალებში და უბრალოდ ჩემს ნაბიჯებს მიყევი. - აჰამ- თავს სწრაფად ვაქნევ. როგორი ადვილი სათქმელია. მხოლოდ მას ვუყურო. ისედაც არავინაა აქ მისკენ რომ გავიხედო და ჩემი აჩქარებული გული ოდნავ მაინც დავამშვიდო. მართლა მხოლოდ მას ვუყურებ. მის თვალებს. გაბრწყინებულ თვალებს და მათში ვიძირები. მართლა მის ნაბიჯებს მივყვები.ვერც კი შევამჩნიე როგორ აეწყო ცეკვა.მზერა ჩემდა უნებურად ტუჩებისკენ მეპარება. მის კოცნაზე ოცნებაში ვიჭერ ჩემს თავს. თავს ვაქნევ უმნიშვნელოდ. ჯანდაბა. აწყობილი ცეკვა წამში ირევა. ისევ ვიხლართები. ისევ მეჭიდება და ჩემთან ერთად იატაკზე ეცემა. ჩემს ქვევით როგორ მოექცა ვერც კი მივხვდი. ხელები მაგრად აქვს მოხვეული და მე მის სხეულზე ვარ მიწეპებული. ხელებს მკერდზე ვადებ და თავს ოდნავ ვწევ მეტის საშუალებას არც მაძლევს. ალბათ ჩემი წარმოსახვაა ან ცეკვისგან ისე დაიღალა ხელის გულით შევიგრძნობ მისი გულის სწრაფად ძგერას. თვალები დახუჭული აქვს და სახეზე ღიმილი აკრავს. - კარგად ხარ?- შეშფოთებული ვეუბნები. - კი- თავს აქნევს თან ისევ არ მიშვებს. - შენ?- ისევ იმ მდგომარეობაში მყოფი მეკითხება. -მგონი კი- ვამბობ მეც ენის ბორძიკით. ვცდილობ მისი ხელებიდან თავი დავიხსნა. ისიც მიშვებს.თვალებს ახელს და მიყურებს როგორ ვეცლები მის სხეულს. ცოტა არ იყოს უხერხულად ვგრძნობ თავს ისე ვწევარ ზევიდან. ჯანდაბა ისევ ეს ფიქრები. გვერდით ვჩოჩდები და იატაკზე ვჯდები. თან ვცდილობ აჩქარებული სუნთქვა შეუმჩნევლად დავალაგო. ჯონგინიც იწევა და ჩემსავით გვერდით ჯდება. - ჰანა- ამბობს ისე გრძნობით,რომ ერთიანად მცრის სხეულში. - რა?- თავს მისკენ ვაბრუნებ. მისი ხელი უცებ ჩემს სახესთან ჩნდება. ჩემს ურჩ თმას მარჯვენა მხარეს ყურზე მიწევს მომღიმარი სახით. თითქოს ეს პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებდეს. ცერა თითით ლოყაზე მეფერება. თვალები მეხუჭება და თავიც გვერდით მეხრება. თითქოს მთლიანად მისი მონა გავხდი და თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ხელს უკან კისერში აცურებს. მის სუნთქვაას ტუჩებთან ვგრძნობ. მთელ სხეულში ისევ ერთიანად იწყებს ცეცხლის ბურთულა მოვლას. ველოდები როდის მაკოცებს. ჯანდაბა ისე მინდა ეს შეიძლება გავგიჟდე. ის კი რატომღაც წელავს. ცხვირი ლოყასთან მოაქვს და ზედ მისვამს. ცხელი სუნთქვის კვალს ტოვებს. შემდეგ ისევ ტუჩებს უბრუნდება. ოთახში ტელეფონის გამაყრუებელი ხმა ისმის. თითქოს გონს მოვდივარ. თვალებს ვახელ და ისიც ჩემსავით გახშირებულად სუნთქვას. თვალებში ცეცხლი უკიდია. ჩემს ჩანთაში არსებული ტელეფონი კი არ ჩერდება. ასადგომად ვიწევი,თუმცა მაჩერებს. ისევ იმ მდგომარეობაში ვჯდები იატაკზე. ორივე ხელით უფრო ახლოს მაჩოჩებს და მის ფეხებს შორის ვექცევი. ახლა ორივე ხელებს კისერზე მადებს და ცერა თითით ყურთან ნაზად თამაშობს. სახე ისევ ახლოს მოაქვს. - არ უპასუხო- ამბობს ზედ ჩემს ტუჩებთან. ძალა საერთოდ აღარ მყოფნის. ვჩერდები. თვალებს ვხუჭავ. წამებში ჩემს ტუჩებს ნაზად ეხება. ხელები თავისით მიიწევს მისი კისრისკენ და თმებში ვაცურებ. ოფლით გაჭღენთილ თმას თითებში ვიქცევ და ოდნავ ვექაჩები. - აუჩ- ჩურჩულით ამბობს ზედ ტუჩებთან. ვგრძნობ როგორ იღიმება. მეც მეპარება ღიმილი სახეზე. კიდევ ერთხელ ეწაფება ჩემს ტუჩებს. ამჯერად უფრო მკაცრი და მომთხოვნია. მეც მის მოთხოვნას ვყვები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.