"hopeless" (თავი 4)
ნიკაზე კარგი ბიჭი მგონი მსოფლიოში არ არსებობს! დილით კარებზე მომიკაკუნა გამოდი ვისადილოთო. გავედი და ისეთი გემრიელი საჭმლები დამახვედრა მეტი რომ არ შეიძლება!: -დღეს ჩემი მეგობრები მოვლენ, გაგაცნონ, მაქედან მარტო ალექსანდრეს და ელენეს იცნობ , მაგრამ სხვებიც კარგები არიან -იმედია ჩემი ტანსაცმლები ნიკამ დღეს დილით მოიტანა. დრო მალე გავიდა , მოსაღამოვდა მალე ნიკას მეგობრები მოვიდოდნენ ამიტომ ოთახში შევედი და შევეცადე ლამაზად ჩამეცვა: შავი მოკლე მოტკეცილი კაბა, იმავე ფერის მაღლები, თხელი შავი ჟაკეტი , თმები მაღლა ავიწიე და მჩოლკა ჩამოვიყარე. სარკეში ჩემ თავს მე თვითონაც გაოცებულმა შევხედე, ასეთი ლამაზი არასდროს ვყოფილვარ. გავედი და ნიკას გაოცებულმა შევხედე ძალიან კარგად გამოიყურებოდა . კარებზე ზარი გაისმა , ნიკას მეგობრები შემოვიდნენ, და რათქმაუნდა გეგა და ნინაც ისინიც ხომ უნდა გაეცნო ნიკას?. ყველას თბილად მივესალმე . ნიკას ძალიან მაგარი მეგობრები ჰყოლია , მე მეგონა დამიწყებდნენ ნაკლების ძებნას, მაგრამ ისინი ძალიან კარგები არიან. მთელ საღამოს მხიარულად ვატარებდი. მოწევა მომინდა, მაგრამ მე ხომ ვთქვი, რომ თავს დავანებებდი. დიდ ხანს ვიცადე, მაგრამ ვეღარ მოვითმინე სიგარეტი ავიღე და აივანზე გავედი. ნიავი ძალიან მსიამოვნებდა, ჩემს წინ გადაშლილ ულამაზეს ხედს ვუყურებდი, ხელისგულივით მოჩანდა მთაწმინდა. ცოტახანში ნიკა გამოვიდა: -აბა რას იტყვი? -ძალიან კარგები არიან, ყველა მხიარულია. -ხო , სულ გვერდში მიდგანან შიგნით შევბრუნდით. უი დაგაბნიეთ, დამავიწყდა მეთქვა , რომ ნიკა ალექსანდრეს მეგობარი აღმოჩნდა: -ანო იმ დღეს ისე გაქრი არც ველოდით, როდის მოასწარით ერთმანეთის შეყვარება?- მკითხა ალექსანდრემ ნიკას გადავხედე, ვანიშნე სიმართლის თქმას აპირებ თუ ტყუილი ვთქვა თქო, მეგობრებს გახედა და რომ ნახა ასეთი ბედნიერები იყვნენ არ მოუნდა მათი დათრგუნვა ამიტომ მანიშნა ტყუილი თქვიო: -არ არის ძალიან დიდი ხანი -კაცმა რომ გკითხოს არავინ მოგწონდა და! წიგნზე რას შვები? -უი ხო სულ დამავიწყდა თქმა , დღეს დავრეკე და ჩემი წიგნი გავაუქმე გეგას, ნინას და ალექსანდრეს კინაღამ თვალები გადმოვარდათ: -რამდენი ხანი წერდი გააფრინე შეენ? -გაგიჟდა ნინა ნიკაც ვერ მიხვდა რატომ გავაუქმე წიგნი, ან საერთოდ რა წიგნი. -ხო ნინა , ეს წიგნი გავაუქმე თორემ კიდევ ვწერ, დაწყნარდი -ამჯერად რას არქმევ? -ამჯერად არც სახელს ვიტყვი და არც მის შინაარსს. -რაზე წერ არ გვეტყვი?-განაწყენდა გეგა -არა! ჯერ არც კი მომიფიქრებია, რომ დავასრულებ ყველას წაგაკითხავთ.-ვიცრუე მე სინამდვილეში წიგნი იმიტომ გავაუქმე რედაქციაში, რომ ახალი აზრი მომივიდა, ცხოვრებამ ნიკას შემახვედრა და სულ რამოდენიმე წუთში დავქორწინდი! ხოდა გადავწყვიტე დავწერო მოთხრობა გოგონაზე რომელსაც ზუსტად ჩემნაირი ბიჭი შეხვდა და ასე მოულოდნელად დაქორწინდა, მოკლედ ვფიქრობ არაჩვეულებრივი გამოვა. ბავშვები წავიდნენ . მე დივანზე მოვიკალათე, ნიკაც გვერდით მომიჯდა და ფილმი ჩავრთეთ. კარგია როდესაც მარტო შენ და შენი "ქმარი" ხართ ერთად . ნიკა სამზარეულოში გავიდა და ცოტახანში პოპკორნით ხელში დაბრუნდა თან ხელს ფორთოხლის წვენები უმშვენებდა. ნიკა გვერდზე მომიჯდა და ასე დავიწყეთ ფილმის ყურება, აი სწორედ ამ მომენტში ვინატრე, რომ სულ , ყოველდღე ასე ყოფილიყო. ნიკა ნამდვილად კარგი ბიჭია მომწონს, მაგრამ არ მიყვარს...ჯერ: -ნიკა მე და შენ ცოლ-ქმარი სამუდამოდ უნდა ვიყოთ? -რავი თუ არ მოგბეზრდები მაშინ კი -მე არ მომბეზრდები, სიყვარული არ მოვიდა და... -მოვა - რა იცი? -რა მიხვედრა უნდა? შენი აზრით რატომ შენ? -რავი იქნებ უბრალოდ ვიზუალურად მოგეწონე? -ვიზუალურადაც ყველაზე ლამაზი ხარ, მაგრამ მე შენ იმიტომ დაგისვი ის 2 ყველა გოგოსთვის საოცნებო კითხვა რომ , რაღაცნაირად მივხვდი ასეთი კარგი იქნებოდი -შენც ძალიან კარგი ხარ, მართლა.-გავუღიმე ძალიან თბილად არა ეს ბიჭი მართლა საოცარია! მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბიჭი შემხვდა და ძალიანაც მომწონს ის. რა იქნება რომ მას შევუყვარდე და მეც ძალიან შემიყვარდეს ის? ალბათ მასაც მოვწონვარ.... მოკლედ მგონი მაკლია! ფილმს არ ვუყურებ ახლა მე! - გავიფიქრე და ფილმის ყურება განვაგრძე. არვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ როცა გავიღვიძე ნიკაზე მედო თავი ნიკას კი ჩემ თავზე ედო თავი და მე ამ წამს მართლა ბედნიერი ვიყავი, და მე უბრალოდ განვაგრძე ძილი, რადგან ალბათ უბრალოდ არ მინდოდა ეს ყველაფერი დამთავრებულიყო.... აბა რას იტყვით ბავშვებო? არ მინდა 3 დღეში შევაყვარო ერთმანეთი და ვთქვა სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი მეთქი! ვფიქრობ ეს მოთხრობა დიდი იქნება, მაგრამ არცერთი თავი არ იქნება ისეთი ერთი ნათელი წერტილი მაინც რომ არ ჰქონდეს! მიყვარხართ ძალიან ვინც კითხულობთ და ვისაც მოგწონთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.