შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობები (ნაწილი 9)


8-12-2016, 19:50
ავტორი ანტა
ნანახია 1 377

-აუუუ გოგოებო გამოდით თორე უთქვენოდ ძაან მოწყენილობაა-კარების მეორე მხრიდან გამოგვძახა ბექამ
-ჰოო მოვდივართ.არ დაგაცლიან რა ესენი არაფერს.-ჩაუბუზღუნა ნინიმ და ნელა წამოიმართა. სასტუმრო ოთახში შესულებს ანდრია გულზე ხელებგადაჯვარედინებული დაგვხვდა.
-გვანცა გაიცანი,ჩემი ძმაკაცები, ანას დედა და გოგოები რომ გაიცანი ფაქტია.
-არა შენ შეგითანხმებს როდის გვეჭორავება გოგოებს-ენა გამოუყო ნინიმ და გვანცას ამოეფარა. ანდრიამ ისე ამოისუნთქა მივხვდი გაიფიქრა ამას არაფერი ეშველებაო.
-მოეშვეთ ერთმანეთის კბენას, ხომ არ გშიათ?-თეთრი მანდილი "ააფრიალა" დედაჩემმა.
-აუ ძალიაან-ამოთქვა ბექამ და იმ წამსვე მისმა მუცწლმა იღრიალა. ამაზე ყველას გაგვეცინა ქალები სამზარეულოსკენ დავიძარით და ბიჭები მარტონი დავტოვეთ. ყველამ საქმე დავინაწილეთ, ნინი სალათს აკდთებდა, მე მაგიდას ვაწყობდი,დედა კარტოფილს თლიდა, მარიამი და გვანცასთვის გასაკეთებელი აღარაფერი იყო და წუწუნებდნენ ჩვენც გვინდა დაგეხმაროთო.ამ დროს ოთახში პატარა ალექსანდრე შემობაჯბაჯდა.
-დედიტო, სეილება დღეს აქ დავლცეთ?-ლეკვის თვალებიტ ამოხედა მარიამს, სანამ რამეს იტყოდა მე დავასწარი.
-როგორ არ შეიძლება, თუ გინდა სულ ჩემთან იყავი.-ძლიერად ვაკოცე ლოყაზე, მან კი ამოიკისკისა.
-სუუულ?
-ხოო სულ.
-მერე დედიკო არ მოგენატრება?
-სენ ალ დალცები? მასინ არც მე ალ მინდა.-ჩუმად ამოისლუკუნა.მე და მარიამი ერთდროულად ჩავეხუტეთ, ლამის მოვგუდეთ საწყალი ბავშვი.
-კარგი დავრჩეთ.
-იეეეს-ერთად ვთქვით მე და ალექსიმ. -წავალ ბიჭებს ვეტყვი.მე და ალექსანდრე ბიჭებთან გავედით
-დღეს თბილ ლოგინებს დაემშვიდობეთ ყველა, აქ დარჩებით დღეს.- სიტყვით გამოვედი.
-მაგარია გავერთობით.-ხელები მიარტყეს ტყუპებმა ერთმანეთს.
-წამო გარეთ რაღაც მაქვს შემოსატანი.უცნობმა წელზე ხელი მომხვია და გარეთ გამიყვანა. უკვე დაღამებულიყო, გარეთ ღამის სურნელი იდგა.სიცივისგან ჟრუანტელმა დამიარა. ალექსანდრემ თავისი გრძელი მკლავები მკმხვია და მიმიხუტა.სიცივე უკვალოდ გაქრა.
-იცი, მომენატრე.
-ვიცი,მეც მომენატრე.-მივხვდი რა მაკლდა მთელი ეს დრო,რა არ მასვენებდა ეს ჩახუტება იყო, ჩახუტება იმასთან ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს.
-ერტხელ ვეღარ მოვითმენ ყველაფერს მივაგდებ და აქ წამოვალ.
-ნუ სულელობ, ერთ კვირაში გამოცდები მაქ.აი ნახავ, კარგად ჩავაბარებ,და მერე ისეთ სასწავლებელში ჩავაბარებ შენთან ახლოს რომ ვიყო.
-მაშინ იცოდე კარგად მოემზადე, კარგ უნიში სწავლა ადვილი არა.
-არც ახლა ვაკლებ სწავლას.
-კიი უკვე გნახე როგორ სწავლობ.-ჩუმად ჩაიფხუკუნა.
-უბრალოდ დაღლილი ვიყავი.
-ხო კარგი, კარგი რაღაც სასუსნავები ვიყიდეთ და მოდი შევიტანოთ.-ნელა მომაშორა ხელები და ისევ სიცივისგან დამაჟრიალა. ოთხი გატენილი პარკი გადმოუღო ერთო მე მომცა სამი თვითონ წამოიღო.მივხვდი რომ ეს უბრალოდ მიზეზი იყო რომ ჩემთან მარტო ყოფილიყო.სახლში შეხულებს ყველა სამძარეულოში დაგვხვდა.
-კიდევ კარგი თორე ვიფიქრეთ რომ ანა მოიტაცე და წახვედი-წამოიძახა დემეტრემ და მარიამისგან მუჯლიგუნიც მიიღო.
-არა რაღაცეები შემოვიტანეთ- უბრალოთ მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა უცნობმა და პარკები დაალაგა.ბოლოს ყველანი ოთახებში გავნაწილდით, დემეტრე დიდი წუწუნის შემდეგ ძლივს დავეთანხმე რომ მარიამს ჩემთან დაეძინა.გოგოებმა იმდენი ვიჭორავეთ ღამის სამ საათზე ძლივს დავიძინეთ. დილოთ კი ვიღაცის ღრიალმა გაგვაღვიძა



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგი იყი გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი ანტა

თაკოთაკო
კარგი იყი გააგრძელე


დიდი სტიმულია შენი თითოეული კომენტარი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent