ჩემი სკოლა
თითქოს ჩვეულებრივი დღეა არა?თითქოს ვიღაც უცნობი ბავშვი მივდივარ სკოლაში სხვებივით. მე მათ ვაკვირდები ღიმილიან სახეზე და ვუყურებ მათ ნაბიჯებს სკოლაში რომ მიიჩქარის. უფროსებისგან მესმის ხოლმე ნეტავ სკოლის პერიოდში დამაბრუნაო(კადრი უფროსი როგორ უყურებს ბავშვებს) ისევ ზურგზე კადრი. მე კი არ ვიცი რატომ იზიდავს ასე ხალხს სკოლა. არ გეგონოთ ზარმაცი ვარ ან დღეს დავალება არ მეწეროს,არც გაკვეთილებზე ყოფნა არ მღლის მითუმეტეს როცა ჩემი მასწავლებელი გაუთავებლად საუბრობს. საქმე სულ სხვა რაღაცაშია და მე დღეს ვბედავ ამ ყველაფერზე საუბარს(კამერა წინიდან ჩალურჯებულ თვალზე)ხო მართლა მე გუგა ვარ და დღეს შელამაზებული ვარ სახლში იციან თითქოს სკოლაში ცელქობის გამო მომივიდა ეს გაფრთხილებული ვიყავი რომ ასე მეთქვა. ვისგან?ჰაჰ ჩემს სკოლაში ჩემი თანატოლები და უფროსკლასელები ძალიან ბევრს ერთობიან.(ერთი სათვალეებიან ბიჭს აბურთავებენ)ჩემი თითო ნაბიჯი სკოლისკენ მათ გართობასთან მაახლოვებს. ამ გართობას ვერც მე ვახწევ თავს,მაქსიმალურად ვცდილობ დასვენებაზე ჩემს კლასელებს არ გავეკარო ამიტომ ძირითადად დროს კლასში ვატარებ მერხზე თავ ჩაქინდრული ხანდახან ფანჯარაში გავიხედავ ხოლმე ვიცი რომ ასეთ გარემოცვაში დიდხანს ვერ გავძლებ და მუდმივი დაძაბულობისგან უფრო და უფრო უტაქტო ვხდები შუა ფიქრში ვარ ხოლმე როდესაც....(მერხიდან ძალით წამოაგდებენ კედელთან მიაგდებენ შემეგ ერთი ორს მიარტყამენ მუცელში და ძირს დააგდებენ (რამდენიმე კარდრი ძირს რომ აგდია კედელზე მიყუდრბული) ამ ბიჭებისგან გამიგია,რომლებიც ქუჩურის ცოდნას იბრალებენ,რომ თუ 2 ერთს ურტყამს ახვრობაა მაგრამ როდესაც თავად აკეთებენ იგივეს მაშინ ყველაფერი მოსულია. ალბათ იკითხავთ თუ რატომ არ ვეწინააღმდეგები ჰაჰ.. ისინი უფრო მეტი მოვლენ იმ პრეტენზიით გამამტყუნებენ რომ ქუჩის ბიჭს ხელი შევუბრუნე... ვიცი ეს ყველაფერი უკვე შიშში და სიმხდალეში გადამდის და ეს უფრო მტკენს გულს ვიდრე მათი დარტყმა,ო თქვენ არ იცით როგორ მღრღინს ხოლმე შურისძიების წყურვილი 1000 სასაკლაოს მოვიფიქრებ ხოლმე მათთვის,მაგრამ ვხვდები რომ ამის შესრულების შანსი მათ უფრო აქვთ ახლა ვიდრე მე. ვიცი ჩემი სიტყვები ბევრს მოგხვდათ გულზე და იტყვით რომ ჩემს ადგილზე სიკვდილს ამჯობინებდით ასეთ გარემოცვაში ყოფნას ან მთელ მსოფლიოს შეყრიდი და თავს არავის დააჩაგვრინებდი ეს ილუზიაა თანატოლო ,რომელსაც მეგობრებთან ყოფნისას იქმნი და ასეთი ადამიანები ვერასდროს გაიგებთ იმას რასაც მე განვიცდი,რადგან თქვენთვის არავის უწოდებია გულისამრევი,არავინ მოგმართავთ მხოლოდ უწმაწური სიტყვებით,არავინ გცემთ ყოველდღე ჯგუფურად და არავინ გართმევთ ფულს,რომლითაც საჭმელი უნდა გეყიდა ჰაჰა.. და ისინი,ვისაც თავი ქუჩის გაგებით და ცოდნით მოაქვთ სიცილით უყურებენ ამ ყველაფერს და ამბობენ "საღოლ ბრატ კარგი გაიზრდები" ერთხელ სწორეთ ასეთმა ადამიანმა გამომგლიჯა ლუკმა პირიდან და უნდა გენახათ როგორ როგორ ჭამდა როდესაც მირბოდა სხვას ეომ არ შეემჩნია. მასწავლებლები ყველაფერს უყურებენ და ისინიც ამ ბავშვებივით იქცევიან,ნიშანს იმიტომ არ უწერენ რომ ის ბავშვები ლამაზები არ არიან,სულ უყვირიან და თავიანთ სახლებში დაგროვილ ზიზღს სწორედ ასეთ ბავშვებზე ანთხევენ. გავიქცე მინდა სადღაც შორს,რაც უფრო ვუყურებ ამ ქაოსს სკოლაში მით უფრო მინდა გავიქცე მაგრამ წასასვლელი არსად არის,რამდენჯერ ვიჩოქები ხატებთან და ვტირი იქნებ ღმერთმა მაინც მიშველოს. ოთახში ვიკეტები ხოლმე და ვიხსენებ სიტყვებს,რასაც მეუბნებიან:შენ არაფერი ხარ,გულსმირევ,არ მიყვარხარ,ცხოვრებაში ვერაფერს მიახწევ,არ გეღირსება არავისგან სითბო და კიდევ რამდენიმე უწმაწური სიტყვა..ეს სიტყვები ნელნელა ჩემში ჯდება და მართლა ვემსგავსები იმ ყველაფერს,რასაც ჩემი კლასელები მეძახიან...დღითი დღე ვნადგურდები და ვხვდები ფსიქიკურადაც ვიშლები ამდენი დარტყმისგან.სახლშიც არაფერს ვამბობ რადგან აზრი არ აქვს ეს მათთვის ბავშვური თამაშია მაგრამ ის კი არ იციან რომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.ოოო იცით რამდენჯერ დამიდია ვენებტმთან სამართებელი და ვცადე მაგრამ ვერ გავბედე არ მინდა უიმედო ჯოჯოხეთი მაგრამ ვხვდები რომ აქაც ვეღარ გავჩერდები დიდხანს.თითოეულ მათგამს სურს იყოს განსხვავებული,მაგრამ ხედავთ როგორ ექცევიან განსხვავებულს?მე ბევრი რამე მასწავლა ამ ყველაფერმა და ნაადრევად დამაბერა,ის წლები მერთმევა რომელიც ღიმილში და ხალისში უნდა გავატარო.გეუბნებიან რომ შენზე მეტი იციან იმიტომ რომ შენ ჩუმად ხარ და ყველა მათი ფიქრი ზეპირად იცი.რა მოხდებოდა რომ მივეღე,რაც არ ვიცოდი ესწავლებინათ და თუ გამოსასწორებელი ვიყავი დამხმარებოდნენ მაგრამ უკვე გვიანია. და გგონიათ მხოლოდ მე ვარ ასეთი არა,ჩვენ ბევრნი ვართ და ბევრი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და თვითმკვლელობამდეც მიჰყავთ დახმარება გვჭირდება მაგრამ რატომღაც ამაზე თვალს ყველა ხუჭავს შენც თუ იგივეს განიცდი აიმაღლე ხმა შენი მომავლისთვის და ნუ დაემსგავსები მათ. LEON. ეს არის ჩემი ახალი ფილმის სცენარი,რომლის მიხედვითაც მალე მოკლემეტრაჟიან ფილმს გადავიღებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.