შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (22)


9-12-2016, 22:35
ავტორი სატი
ნანახია 1 946

ჯეიკმა ნინა რაღაც მიტოვებულ ადგილას მიიყვანა და ქუჩაში მაიგდო, შემდეგ სურათი გადაუღო პრესაში დასადებად და გაიქცა. დაჩისთან შეხვედრას სულ რაღაც წამებით აცდა, დაჩი მივარდა ნინას და ხელში აიყვანა.
-ნინა, როდემდე უნდა გდიო ყველგან-დაჩიმ უცებ ჩასვა ნინა მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანა.გზაში რამოდენიმეჯერ კინაღამ გაიტანა ხე, ადამიანი, მანქანა,კატა... მაგრამ ეს ყველაფერი იმის გამო რომ ნინა დროზე მიეყვანა საავადმყოფოში, მისვლისთანავე ნინა მანქანიდან ხელში აყვანილი გადმოიყვანა და ყვირილი დაიწყო , დახმარებას ითხოვდა. ექიმები მაშინვე საკაცით მივარდა.
-რა მოხდა?-იკითხა ერთ-ერთმა თან ნინას რეანიმაციისკენ მიარბენინებდნენ.
-მემგონი პერედოზი აქვს, ზუსტად არ ვიცი.
-სახელი?... უკაცრავად სახელი? დროზე გვითხარით?-დაჩი იმდენად ნერვიულობდა რომ ლამის თვითონ გახდა ცუდად.
-ნინა, ნინა ქვია-დაჩის სახეზე ფერი არ ედო, წამით დაეცა კიდეც მაგრამ გული არ წასვლია, მაგრამ ექიმები მასაც მივარდნენ და მიუხედავად დაჩის წინააღმდეგობისა ის მაინც პალატაში გაიყვანეს, რადგან იქ მამამისი მუშაობდა. მამამისს ჯონი ერქვა. ის მაშინვე დაჩის პალატაში შევიდა, დაჩი იმდენად სუსტად იყო რომ ვერც მოახერხა შეწინააღმდეგება როცა ლოგინში დააწვინეს.
-როგორ ხარ?
-აჰ, მეტყობა რომ კარგად?-ძლივს გაიცინა დაჩიმ.
-რა მოხდა?-ჯონი უფრო ახლოს მივიდა და დაჩის მედკარტა აიღო ხელში და წაიკითხა.
-მანდ ბავშობის ალბომი არ არის, მარტო ჩემი ალერგიების სიას გაიგებ, რაც უნდა იცოდე ამ 10წლის განმალობაში უნდა გაგეგო, თუმდაც ბელისთვის მიგექცია ცოტა ყურადღება მაინც მე თუ არა.
-დაჩი, შენ კარგად იცი მიზეზები თუ რატომ გავშორდი დედაშენს, ის იყო დამნაშავე და ჩემგან მონსტრს ნუ აკეთებ.
-ნუ გეშინია არც დედა არის ანგელოზი, ერთი მეორეზე უარესები ხართ.
-მემგონი სერიოზული არაფერია, ანალიზებიდან გამომდინარე ჰემოგლობინი გაქვს დაბალი,დილით არ ისაუზმე? ან შუადღეს არ ისადილე?
-როცა მშია მხოლოდ მაშინ ვჭამ.
-ეს არ არის ნორმალური, დედაშენს უნდა დაველაპარაკო.
-და როდიდან გადაწყვიტე ჩემზე ზრუნვა? 2წუთის უკან თუ როცა გული წამივიდა? თუ როცა დავიბადე? მემგონი სწორი პასუხი ბ არის ხო?
-დაჩი, სარკაზმის გარეშე.
-ღმერთო ჩემო უბრალოდ გული წამივიდა, კი არ მოვმკვდარვარ, არ მინდა აქ წოლა, ნინა როგორაა?
-არ ვიცით, ჯერ რეანიმაციაშია.
-და ჩემთან ლაპარაკის მაგივრად ნინასთან რომ მიხვიდე არა?
-ნინასთან საუკეთესო ექიმები მუშაობენ, მერის შვილს არაფერი არ დაუშავდება.
-პერედოზი აქვს? თუ რა ხდება?
-პერედოზი აქვს, სხვადასხვა სახის ნარკოტიკები გაურიეს რაღაც ალკოჰოლურ სასმელში და რთულია მისი გადარჩენა.
-რა? რას ქვია რთულია? პერედოზისგან რამდენი გადაურჩენიათ.
-პერედოზი ნიშნავს რომ ზედმეტად...
-ვიცი რას ნიშნავს პერედოზი მაგრამ აუცილებლად სიკვდილს არ ნიშნავს!
-დაჩი, მემგონი ჯობს დაწყნარდე.
-დავწყნარდე? დავწყნარდე? სულ გააფრინე ხო? ნინა რო მოკვდეს ამას არ გაპატიებ გესმის?-დაჩი საწოლიდან წამოხტა და ჯონს სახეში მუშტი გაარტყა და რტყმას გააგრძელებდა ექიმები რომ არ შემოვარდნილიყვნენ და დამამშვიდებლები რომ არ გაეკეთებინათ დაჩისთვის.
-ექიმო ვილსონ კარგად ხართ?
-კარგად ვარ-ჯონი წამოდგა და ოთახიდან გავიდა, დაჩის კი ჩაეძინა.
***
ცოტახანში კი ნინა გამოფხიზლდა, გვერდით ჯერ არავინ ყავდა. წამოდგომა სცადა მაგრამ თავის ტკივილმა შეუშალა, ხმის ამოღებაც ვერ შეძლო იმდენად სუსტად იყო, მილიონ აპარატზე ყავდათ შეერთებული, ხელები სულ დაჩხვლეტილი, ჯერ მხოლოდ გადასხმის გამო და მერე ანალიზების გამო. ნინამ ხელი ოდნავ გაწია და ღილაკს დააჭირა ხელი, რის შემდეგაც ექიმები შევიდნენ ნინას პალატაში.
-ნინა? როგორ ხარ?-ერთ-ერთმა ექიმმა სახელით მიმართა.
-რა მოხდა?
-არაფერი არ გახსოვს? სად იყავი ბოლოს?-დაჩის მამა კითხვებს უსვამდა ნინას.
-მე.. ვიყავი.. სახლში, მეტი არაფერ არ მახოსვს.
- რაიმე სახის ნარკოტიკები მიიღეთ?
-არა. არანაირი ნარკოტიკი.
-ასე ჩანს თქვენს სისხლის ანალიზში, ნინა ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ.
-არ მინდა მე თქვენი დახმარება, არ ვარ ნარკომანი!-საწყლად ამოიხავლა ნინამ.
-ნინა, ყველაფერი კარგად იქნება, საუკეთესო რეაბილიტაციის ცენტრში წაგიყვანთ, სადაც დაგეხმარებიან,მაგრამ ჯერ თქვენ მშობლებს უნდა დავუკავშირდეთ, თქვენ მონაცემებში ელენე და ნიკა წერია. მათ დავუკავშირდეთ?
-არა! არა, მერს. მამაჩემს, ჯორჯ როუზვუდს.
-რათქმაუნდა, დაწყნარდით მისის როუზვუდ-ისევ ჯონი დაელაპარაკა ნინას-როგორ გრძნობთ თავს?
-თავი მტკივა, სუსტად ვარ და ამდენი აპარატურა, გადასხმის პეპელა ხელებს მტკენენ-ნინამ მოხსნა სცადა მაგრამ ექიმმა შეაჩერა.
-არა, მალე ჩვენთვითონ მოგხსნით, ნინა თქვენი დიდი დოზა გქონდათ მიღებული ნარკოტიკების და ამიტომ გაგვირთულდა თქვენი გადარჩენა. დღეს და ხვალ აქ დარჩებით და შემდეგ კი ... თქვენი მშობლები გადაწყვეტენ ამას, ეხლა კი დაისვენეთ-ექიმები ოთახიდან გავიდნენ.
-არა.. არ არსებობს, მე ნარკომანი არ ვარ, მე ნარკომანი არ ვარ-ნინას ხელები ნერვიულობისგან უთრთოდა. ოთახში დაჩი შეიპარა.
-ნინა, როგორ ხარ?
-მე ნარკომანი არ ვარ, მე ნარკომანი არ ვარ-ნინა ერთი და იგივეს იმეორებდა და ხელები უკანკალებდა. დაჩი მივიდა გვერდით ჩამოუჯდა და ნინა მიიყუდა, შემდეგ კი ხელები დაუკავა.
-კარგად იქნები, ნინა არ ინერვიულო.
-მე ნარკომანი არ ვარ-ერთი და იგივეს იმეორებდა.
-არ ხარ ნარკომანი, ნუ ნერვიულობ. ნინა დაწყნარდი.
ნინა ვერაფრით წყნარდებოდა და ისევ ექიმის გამოძახება გახდა საჭირო და მასაც როგორც დაჩის დამამშვიდებელი გაუკეთეს,რის შემდეგაც დაჩიც პალატაში დააბრუნეს. ნინას მშობლები მალევე მივიდნენ საავადმყოფოში და ნინასთან გაატარეს ლამის მთელი ღამე.
-ნინა, ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულო.
ნინა კი უბრალოდ ერთ წერტილს მიჩერებოდა და არაფერს ამბობდა, ვერაფერს იხსენებდა და ვერც ამტკიცებდა იმას რომ ნარკომანი არ იყო. აქედან გამომდინარე ყველას ეგონა რომ ნინამ მართლაც მიიღო ნარკოტიკები და ამის საფიქრალად ჰქონდათ საბაბი. მათ ეგონათ რომ ნინამ ეს იმ სირთულეების გამო გააკეთა რაც მის თავს ხდებოდა. მაგალითად სასამართლო, რატისთან დაშორება, მის მშობლებთან დაშორება, ერეკლე რომ ენატრებოდა, ესტერის ცდა მის მოტაცებაზე. ღამით როცა მის მშობლებს ჩაეძინათ ნინამ ხელებიდან ყველაფერი მოიხსნა, აპარატურების ჩათვლით და მან გაქცევა სცადა. კარი გამოაღო და მთელი სიმწრით გაიქცა სანამ დაჩიმ არ დაიჭირა. ნინა ატირდა რადგან ვერ ითავისუფლებდა თავს.
-გეხვეწები ეს ყველაფერი დამთავრდეს, აღარ მინდა დამთავრდეს... დამთავრდეს-ცხარე ცრემლებით ტიროდა ნინა და დაჩისგან თავის დაღწევას ცდილობდა. დაჩიმ ნინა საავადმყოფოს სალოცავში წაიყვანა. იქ რიგ-რიგად იყო სკამები დაწყობილი და წინ ორი დიდი მაგიდა იყო სადაც სანთლებს ანთებდნენ. დაჩიმ ნინა იქვე დასვა და მის წინ ჩაიმუხლა.
-დაჩი, ხომ ვიცი რომ შენც არ გინდა აქ ყოფნა, წამო ერთად გავიქცეთ, გთხოვ წავიდეთ. შენ ხომ გკიდია ესეთი რაღაცეები-მაინც ვერ ჩერდებოდა ნინა.
-არა.
-რა?
-ნინა, მაპატიე მაგრამ არა. თუ მართლა ავად ხარ როგორც ექიმები ამბობენ შენ სერიოზული დახმარება გჭირდება, მაპატიე ნინა.
ნინამ ტირილს უმატა და თავი ხელებში ჩარგო.
-გთხოვ ოთახში არ დამაბრუნო, მე ნარკომანი არ ვარ.
-რათქმაუნდა არ ხარ და არც იქნები.
-არა, შენ არ გჯერა ჩემი! არავის არ ჯერა-დაჩიმ უკვე აღარ იცოდა რა ექნა, ექიმებისთვის რომ დაეძახა ამის გამო ნინა კიდე უფრო შეიზიზღებდა, დაჩის გული უკვდებოდა როცა მას ესეთ მდგომარეობაში ხედავადა და ვერც ეხმარებოდა.
***
ვიცი პატარა თავი იყო მაგრამ ამის წინაც ხო დავდე ერთი :* :-P. უცებ მომაწვა მუზა და დავწერე კიდევ ერთი თავი. სამწუხაროდ 3-4თავში ვამთავრებ ამ ისტორიას.



№1  offline წევრი LSD

Kargi iko velo shemdegs bevrs agar vilaparakeb warmatebebi ❤️❤️

 


№2  offline მოდერი სატი

LSD
Kargi iko velo shemdegs bevrs agar vilaparakeb warmatebebi ❤️❤️

მადლობა ❤️❤️
--------------------
a.m&m.i

 


№3  offline წევრი Mziako...

Kargi iyo.warmatebebi imedia am istoriis dasrulebis shemdeg kidev shemogvtavazeb axal da saintereso istorias :-* da kidev vimedovneb happy end-it dasruldeba :-* :-* :-* ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი nininininininin

როის დაიდება შემდეგი თავი??? heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent