შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 4)


10-12-2016, 00:03
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 834

მეზიზღება! მეზიზღება მისი ცისფერი თვალები, მომღიმარი სახე და მისი მუდამ თანმსდევი სიგარეტის სურნელი. მეზიზღება თვითონ ნიკა ჯაყელი. მაგრამ ყველამ იცის რომ მასე არაა. ვგრძნობ რომ სიმართლე თვითონაც იცის, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ არ იცოდეს.
-მარი!-ლიზა ალბათ მეათეჯერ მეძახის და ხელს სახის წინ აქნევს.-შეგიძლია ყურადღება მომაქციო?
-კი, რა იყო?-ვეკითხები შეცბუნებული ხმით. ხშირად ყოფილა როცა ყურადღება მეფანტებოდა და ფიქრებში ვიკარგებოდი, მაგრამ ასეთი გაბრაზებული ამაზე ლიზა არასდროს არ ყოფილა.
-მისმენდი მაინც?-მეკითხება გაბრაზებუკი ხმით, მე კი დამნაშავის სახით თავს ვუქნევ. -კარგი, მოკლედ მაშინ თავიდან დავიწყებ.-ლიზა ანას უყურებს და ისიც თავს უქნევს. რვებული სახით ვუყურებ ჯერ ერთს და მერე მეორეს. -ჩვენი აზრით დროა ნიკა დაივიწყო. უბრალოდ შეხედე! -მის მზერას თვალს ვაყოლებ და ვხედავ ნიკას, რომელიც საბას რაღაცას ეუბნება.
-წამო, გიოს ექნება.-საბა მოულოდნელად გიოს ეუბნება და გიოსკენ მიდის. ეჭვი მაქვს საუბარი ისევ სიგარეტზეა.
-გვისმენ?-ანა მობეზრებული ხმით მეკითხება და მიყურებს. მისკ მზერა მაიძულებს მისკენ გავიხედო და გავუღიმო.
-კი.-ვეუბნები ყველაზე კეთილი და დამაჯერებელი ღიმილით.-მაგრამ მასე ადვილადაც არაა საქმე.
ჩუმად ვეუბნები და ანასგან რაც შეიძლება შორს ვიყურები, რომ მისი მკვლელი მზერისთვის გაძლება არ მომიწიოს.
პირველი რასაც ვხედავ მისი მზერაა, რომელიც შიგნიდან მწვავს. როცა ხვდება რომ მისი მზერა შევამჩნიე გვერდზე ისე იყურება, თითქოს ორი წამის წინ თვალებით ჩემ კოცონზე დანთებას არ ლამობდა. მაინც ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან. ზუსტად ვიცი რომ მისთვის არფერი არ დამიშავებია.
-ნუ აშტერდები!-ლიზა გაბრაზებული მეუბნება, მაგრამ მაინც ეღიმება.-ძნელია იმის დაჯერება რომ ყინულის დედოფალს ვიღაც უყვარს.-მის ნათქვამზე სამივეს გვეცინება და მათი დახმარებით ვახერხებ ტვინის სხვა რამეზე გადართვას.
-ამ შაბათს რას აპირებთ?-მოულოდნელად კითხულობს ანა და თვალები ენთება. მისი ასეთი გამოხედვა, ყოველთვის ცუდად მთავრდება. მახსოვს ბოლოს როცა ასე გამოიხედა ორი დღე ვერ დავდიოდი, რადგან მაიძულა ყინულზე მესრიალა, რაც ჩემი ყინულზე ჩახუტებით დამთავრდა.
-ძილს.-მე და ლიზა ერთად ვპასუხობთ შეშინებული ტონით.
-კაი, რა გინდა?-ლიზა ჩემზე ადრე ტყდება და ეკითხება ანას, რომელიც ამ კითხვის გამგონე სიხარულით ლამის ცეკვას იწყებს.
-არ გინდათ კინოში წავიდეთ?- კითხულობს უცოდველი სახით. გაკვირვებული თავს ვუქნევ, ასეთი კარგი რაღაც ანას დიდი ხანია არ შემოუთავაზებია.
-რაზე?-ვეკითხები და ვუღიმი.
-ჯადოსნური არსებები და სად ვიპოოთ ისინი!-ბოლო ხმაზე ყვირის და ყველა ჩვენკენ იყურება.
-ანი, შენი საშველი არ იქნება.- ვეუბნები სიცილნარევ ხმით და თავს ვაქნევ.


>>>>>>>>>>ნიკა<<<<<<<<<<<<

-ჯადოსნური არსებები და სად ვიპოვოთ ისინი!- ბოლო ხმაზე ყვირის ანა და ყველა მისკენ ვიყურებით. მარი პასუხად რაღაცას ეუბნება და თავს აქნევს, მაგრამ მაინც ვამჩნევ ღიმილს მის სახეზე. არასოდეს არ მინახავს ასე იღიმოდეს. საერთოდ არ მინახავს მომღიმარი, უფრო სწორად კი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის.
-აშტერდები?-გვერდზე საბა მიდგება და სიცილნარევი ხმით მეკითხება.-რა იყო, შენც ხომ არ მოგწონს? -ამის თქმიდას სიცილს ვეღარ იკავებს და ხარხარს იწყებს. ახლა ანადან ყვალას მზერა ჩვენკენ ინაცვლებს, მარიამის და ანასიც კი.
ჩემ დანახვისას მარის ღიმილი უქრება და ისევ ისეთი ცივი გამოხედვით ეცვლება. ვერ ვხვდები რას ვუშავებ. ალბათ გიოს რაღაც შეეშალა და მარის კი არ მოვწონვარ, არამედ ვძულვარ.
შეუძლებელია, ადამიანს რომელიც მოგწონს ან გიყვარს ასე ცივად უყურო.
-საბა, იქნებ მოკეტო.-გაბრაზებული ხმით ვეუბმები და მუჯლუგუნს ვურტყამ. -არ მაქვს შენი ნერვები!
-რა იყო, შეყვარებულ ბიჭს გული ხომ არ ატკინეს?-სიცილს უმატებს საბა და გადაბჟირებამდე ცოტა უკლია.
-ნუ ნერვიულობ.ვეუბნები ჩუმი, გაბრაზებული ხმით და ვცდილობ ყვირილზე არ გადავიდე.-მასეც არ გამჭირვებია, მარიამი რომ მომეწონოს. -მარისკენ ვიყურები და ისეთი გრძნობა მიჩნდება თითქოს გაიო ჩემი ნათქვამი, როცა მის ტკივილით სავსე გამოხედვას ვაწყდები.
-აუ, ერთი იდეა მაქვს.-საბა იწყებს და ბოროტი ღიმილით ხან ჩემკენ იყურება ხან მარისკენ. -კინოში მივდივართ!-პირს ვაღებ რომ გავაპროტესტო, მაგრამ საბა არ მაცლის.-პროტსტი არ მიიღება! ხვალ, გიო გასრკვევს მარი როდის მიდის და ჩვენც წავალთ. თუ გინდა შეგვიძლია სხვა ფილმი ვნახოთ.- იმედის ნაპერწკალი მიჩნდება, მაგრამ იწამსვე ქრება როცა საბას ღიმილს ვამჩნევ.-მაგრამ ვერ შეგპირდები რომ სხვა ფილმის სეანსზე შევალთ.
მაგარია, ეჭვი მაქვს ხვალინდელი დღე ძალიან, ძალიან გრძელი იქნება.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

მომეწონა გააგრძელე ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent