შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 3)


9-12-2016, 22:04
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 065

ყოველ ჯერზე როცა მოსაწევად გადის და მე ახლომახლოს მხედავს მოდის და იგივე ფრაზას მიმეორებს. მეც იდიოტივით ვთანხმდები. არ ვიცი ასე რატო მემართება როცა მას ვხედავ, მაგრამ ყოველ ჯერზე პეპლები ფრენას იწყებენ მუცელში და ნერვიული ვხდები. მისი ყოველი შეხება, თუდაც ქუდზე ჟრუანტელს მგვრის და გაღიმებას მანდომებს.
ახლაც, როცა ჩემ წინ დგას და მის დანისლულ ცისფერ თვალებში ვიყურები, ისეთი გრძნობა მიჩნდება თითქოს ჩემ გარშემო სამყარო გაქრობას იწყებს. მხოლოდ მას ვხედავ და მის მომაბეზრებელ ღიმილს. ვუყურებ და ვერ ვხვდები რა მომწონს მასში. ვიცი როგორიცაა, მაგრამ ჩემ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ. გული არ მემორჩილება და მის სიყვარულს მაიძულებს.
-რა გინდა?-ვეკითხები ცივი ხმით და თვალს წამითაც არ ვაშორებ. იმის და მიუხედავად რომ ძალიან მომწონს/მიყვარს, მას არასდროს არ ვაძლევ იმის შესაძლებლობას ამის ეჭვი მაინც რომ ქონდეს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ყველაფერი ან ძალიან ცივად ან დამცინავად ან სასაცილოდ შემოვატრიალო. და მინდა ვთქვა რომ ხშირად გამომდის კიდევაც.
-ამმ.-ხელს თმაზე ისვამს და ნერვიულად ათვალიერებს გარემოს. -სიგარეტი არ გექნება?-თავს უბამს კითხვას და ლეკვის თვალებით მიყურებს.
-არა.-თავს ვაქნევ და გვერდზე ვიყურები. სრული იდიოტია! მე მეკითხება სიგარეტი მაქვს თუ არა, ამ დროს ყველამ იცის როგოი დამოკიდებულებაც მაქვს ამ დამხრჩობის მიმართ.
-კაი.-თავს მიქნევს და მშორდება. გაკვირვებული ვუყურებ მის ზირგს და მაინტერესებს რა ეტაკა. ასეთი განერვიულებული ადრე არასდროს არ მინახავს.


;ნიკა


ყოველ ჯერზე როცა მარის ველაპარკები თავს უცნაურად ვგრძობ. არადა, ასე უამრავ გოგოსთან მივსულვარ სალაპარაკოდ ან რაღაცის სათხოვნად, მაგრამ მასთან უბრალოდ ლაპარაკიც არ შემიძლია. როცა ვხედავ ნერვიულობას ვიწყებ.
არადა ვიცი რომ მოვწონვარ. არადა მას ამის არაფერი არ ეტყობა, მისი ყინულივით ხმაც სხვა რაღაცაზე მეტყველებს ხოლმე. მაგრამ გიოს თუ დავუჯერებთ მასეა. გიოს კი მარი არ მოატყუებდა. ვერც ვხვდები რატომ უთხრა, ალბათ ეგონა რომ არ მეტყოდა.
-რა გჭირს?-საბა მხარზე ხელს მირტყამს და გვერდზე მიჯდება.-მოხდა რამე? უცნაურად გამოიყურები.-აღელვებული ჩანს, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. ჩვენ სამეგობრიში ყველამ იცის მარის შესახებ, და უნდა ვაღიარო ხშირად ღადაობის საგანიც კია. მაგრამ მე სხვა მომწონს. მას ელენე ქვია, დიდი ლურჯი თვალები და გრძელი ქერა თმა აქვს. მის იდეალურ ტანზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
-არაფერი, პროსტა მოწევა მინდა.-უდარდელი ხმიტ ვეუბნები საბას და ისიც თავს მიქნევს. ფეხზე დგება და მეც მივყვები.
-წამო, გიოს ექნება.-ამას ხმამაღლა იძახის და გიოსკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით მიდის. მე მისი ზურგის ყურებას თავს ვამებებ და მარისკენ ვიხედები, რომელიც ანას ელაპარაკება. როგორ უნდა დავიჯერო მისი საქციელის შემხედვარე რომ არ ვძულვარ?
მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ ეს დიდად არც მადარდებს, მთავარია ყურადღებას აქცევდეს ვინმე არ წამოვიდეს ჩვენკენ სანამ ვეწევით.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ ცოტა უყო გააგრძელე და გაზარდე რა თავები გთხოვ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent