შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 2)


5-12-2016, 20:31
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 187

ანი უკვე ორი დღეა არ გველაპარაკება მე და ლიზას. მას შემდეგ რაც ვაიძულეთ გივიკოს ჩახუტებოდა. დამიჯერეთ არაა სასიამოვნო როცა ყოფილს ეხუტები, მაშინ როცა აღარც კი მეგობრობთ. მაგრამ წაგებული სურვილი, წაგებული სურვილი იყო, თან ნიკასგან გადართვა მჭირდებოდა.
მაგრამ ახლა, როცა ის ისევ წინ მიდგას, სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ვფიქრობ მის ლურჯ, დანისლულ თვალებზე, და ყველაფერ იმაზე რაც ღიმილის უკან იმალება. მახსოვს ერთხელ, მაშინ როცა მელაპარაკებოდა მითხრა რომ მასზე არ ვიცით არაფერი და რომ ის ამას საჭიროდ არც თვლიდა.
"მარი მორჩი მიშტერებებს." ლიზა გაბაზებული მიყურებს და მეც თავს ვუქნევ. "ზარი ხო დაირეკა, კიდე აქ რატომ არიან?"
"მოიც, ვიკითხავ." ვუღიმი და გიოსკენ მივდივარ.
გიო საბასათან ერთად დგას და რაღაცაზე ლაპარაკობს. როა მხედავს ჩუმდება და გაკვირვებული სახით მიყურებს. სკოლაში მასთან მარტო მაშინ ვლაპარაკობ როცა გადაუფებელი საქმე მაქვს ხოლმე. ისე აქ სხვანაირად ჭორაობის საგანი ხდები.
"გცალია?" ვეკითხები და ისიც თავს მიქნევს. ალბათ ფიქრობს რომ რამე საშინელი მოხდა. ჩემთან ერთად გვერდზე გამოდის და დიდი, მწვანე თვალებით მაკვირდება. გიოს როცა ვუყურებ ყოველთვის იოს მახსენებს ვინი პუჰიდან.
"მოხდა რამე?" მეკითხება აღელვებულუ ხმით და თავს ვაქნევ.
"აქ რატომ ხართ?" ვეკითხები ჩუმი ხმით. "გაკვეთილი დაიწყო!"
"ცდება." მეუბნება მხრების აჩეჩვით და ისევ საბასთან მიდის. მე კიდევ გაშეშებული ერთ ადგილას მიყინული ვდგავარ. ისინიც აქ იქნებიან, მთელი 45 წუთი მასთან ერთად მომიწევს ყოფნა. სასწრაფოდ ლიზასკენ მივდივარ და ყველაფერს ვეუბნები, ისიც შეწუხებული სახით მიყურებს. იცის, როგორ ცუდადაც მოქმედებს ნიკას ახლოს ყოფნა ჩემზე.
"მოხდა რამე?" გაბრაზებული ანა გვერდზე მიჯდება და დაკვირვებით მიყურებს. როცა ლიზა ვითარებას აცნობს ის იღიმის." კაი დაიკიდე რა." როგორ მეზიზღება ეს სამი სიტყვა. 'კაი დაიკიდე რა' რომ შემეძლოს დაკიდება ასე ხომ არ ვიქნებოდი.
"აუუ მარ! შენ გეძებდი." გაკვვებული ვიყურები ხმის წყაროსკენ და სიგარეტის სუნად აყროლებულ ნიკას ვაწყდები. ახლოს მოდის, გადამკოცნის და მესალმება." როგორ ხარ?" მეკითხება და კატის თვალებიან ქუდს, რომელიც ძლივს გაბიკეთე წესიერად ფერებას უწყებს." მაგარი ქუდია."
"რა გინდა ნიკა?" თვალების ტრიალით ვეკითხები. იმის და მიუხეავად რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული, მას ამას არასდროს არ ვანახებ. "მორჩი მლიქვნელობას და თქვი." მეზიზღება როცა მლიქვნელობას იწყებს, ამით ხომ ის ცრუ იმედს მისახავს.
"აუ, მოსაწევად უნდა გავიდეთ რა და ვინმე თუ წამოვა ჩვენკენ ზარი გამოუშვიბკარგი?" მეკითხება ლეკვის თვალებით და მეც თავს ვუქნევ.
გამარჯვებული სახით მიღიმის და შენობის უკან უჩინარდება.



_________________
ხელოუ... ვიცი რომ პატარა თავია და ცოტა სულელურიც, მაგრამ ნამდილ ამბავზეა დაფუძნებული და ვცდილობ რომ რეალური ისტორიის მიხედვით იყოს. (რათქმაუნდა მაიმც ვალამაზებ და ვცვლი რაღაცეებს, მაგრამ მაიმც...) და ეჭვი მაქვს მალე მომიწევს წარმოსახვით სამყაროში გადასვლა, რადგან საკმაოდ ძნელია ნამდვილ ამბავზე წერა



№1  offline წევრი M^d G1rl

კარგი იქნებაა დიალოგებს თუ გამოყობ (") ეს ნიშანი კისხვაგან გამოიყენე

ისტორიას რაცშეეხება ვერ გეტყვი მომწონსთუ არა... თავები გაზარდე რადგან ძაან პატარაა საიტზე.. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent