შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედის შუქი / light of hope თავი 1


12-12-2016, 02:51
ავტორი ანობანო
ნანახია 1 986

დილით 6 საათზე გამეღვიძა, ცოტა არიყოს ციოდა,ჯერ კიდევ არიყო გათენებული
ბექას გადავხედე,როგორც ყოველთვის საბანი თავზე წაეფარებინა და ისე ეძინა
ზოგჯერეშინია არ გაიგუდოს, თავი მტკიოდა ალბათ იმიტომ,რომ ძალიან ცოტა ხანს
მეძინა,მამას ჟაკეტი მოვიცვიი და ელვა შესაკრავი ბოლომდე ავწოე,მოკლე შორტები ამოვიცვი, ხელების ცეცებით ძვლივს ვიპოვე საწოლის ქვეშ შეყრილი კედები,
კაპიუშონი წამოვიფარე პოპო ავიღე და ფეხაკრებით გავედი ოთახიდან,კარი ჩუმად
მოვიხურე არმინდოდა ბექას გაეღვიძა,სანაპიროზე გავედი,ჯერ 7ის ნახევარი იყო
ამიტომ მარტოები ვიყავით მე და ზღვა,როგორ მამშვიდებს... სხვა სამყაროში
გადავყავარ,ჩემს გარშემო ყველაფერი ქრება,თითქოს მისი ენა მესმის და მასაც ესმის
ჩემი განცდები, ზოგჯერ მგონია რომ ის მამაა
რომ დავკარგე მაშინ მივხვდი რამდენს ნიშნავდა ის ჩემთვს,ერთადერდი ადამიანია
რომლის დავიწყებასაც ვერასდროს შევძლებ
ცხოვრებამ ცუდი გაკვეთილი ჩამიტარა და დამსაჯა რომ ტკივილის ატანა მესწავლა
2009 წლის 23 ნოემბერი
-მარი დღეს თაკუნასთან ვიკრიბებით ბავშვები, უშენოდ ხომ იცი არგამოვა
უარს არმივიღებ აუცილებლად უნდა წამოხვიდე კარგად გავერთობით
-ამოისუნთქე ეკა, არვიცი მამა მომაკითცავს სახლში მისვლამდე ვეცდები დავითანხმო
-ხო და ძალიან კარგი, იცოდე მაშინვე მომწერე
ამდროს ზარიც დაირეკა, ოთახი ბავშვებით გაივსო და მეც ჩემს კუთვნილ ადგილს
დავუბრუნდი,
იმ დღეს დრო ძალიან სწრაფად გადიოდა
ჩანთა ავიღე და ჩვეულებისამებრ მე და ეკა ოთახიდან ბოლოები გავედით
-დღეს რას იცმევ?
- არვიცი ეკუშ რამეს მოვიფიქრებ
ბოლო სიტყვა ძვლივს წარმოვთქვი, ერთ ადგილას გავშეშდი, ალბათ დებილი ბავშვის
სახე მქონდა მზერა გამიშტერდა კიბეზე ბიჭებთან მეტად ერეკლეზე
ეკა მომიახლოვდა და თითქოს ერეკლეს არგაეგო ჩუმად მითხრა
-ისიც იქნება დღეს
-რაა? რაზე საუბრობ?
-ერეკლე ქარქაშაძეზეე
-კარგი უნდა წავიდე მოვიდოდა მამა უკვე
ეკასთან საუბარს თავი ავარიდე,არვიცი რატომ მრცხვენია მასთან იმის აღიარება
რომ ერეკლე მომწონს, გარეთ გავედი და თვალებით მამას მანქანას დავუწყე ძებნა
აი ისიც, მისკენ წავედი და მამას გვერდი სავარძელში მოვკალათდი, ჯერ მამას
მოვეხვიე შემდეგ გავსწორდი და ღვედი შევიკარი, ჩანთა უკანა სავარძელზე გადავდე
ჩემი უსაყვარლესი სიმღერა იყო ჩართული "every breath you take"
მამა გზას უყურებდა ერთი ხელი საფეთქელთან მიედო ალბათ თავი ტკიოდა
დუმილი მე დავარღვიე
- მაა
-რაიყო ჩემო ფერიავ
თბილი ხმით მითხრა ისე რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს
-რაღაც მინდა გთხოვო
- გისმენ საყვარელო
-დღეს თაკუნასთან ვიკრიბებით გოგოები,დედამისიც სახლი იქნება (ეს რათქმაუნდა
მოვიტყუე)გთხოვ წავალ რა
საცოდავი ლეკვი ხომ გინახიათ? აი წვიმაში სულ სველი მშიერი რომ ელოდება როდის
გაუღებს პატრონი კარებს, ზუსტად ეგრე გამოვიყირებოდი მე
მან უბრალოდ ტუჩის კითხე ჩატეხა და ჩაიღიმა, რაც თანხმობას ნიშნავდა
მაგრამ დასტურის მოლოდინში მე ისევ იგივე მდგომარეობაში ვიყავი
-კარგი, მაგრამ მე მოგაკითხავ
თავი ვეღარ შევიკავე და მამას ლოყაზე ვაკოცე, ცოტაც და ალბათ ავცეკვდებოდი
-მადლობა მაა ძაან მიყვარხარ
მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე რომ ეკასთვის მიმეწერაა
-ჩემო ფერიავ, მამას ყველაზე მეტად უყვარხარ
ამ სიტყვებს ისე ამბობდა ავტომატიურაფ ილექებოდა ჩემს გონებაში
-შენ ჩემი მეფე ხარ მაა ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარები
ეკას სმს გავუგზავნე და მინას თავი მივწერე, ვუყურებდი გვერდი მომავალი მანქანებს
დრო და დრო მამასკენ ვაპარებდი მზერას, მისი თვალები იმდენად ღრმა იყო
იმდენად თბილი, თითქოს ვცდილობდი მისი ყოველი ნაკვთი შემესწავლა და კარგად
დამემახსოვრებინა,
მანქანა კორპუსთან შეაჩერა, მესამეზე ვცხოვრობდით, ლიფტი თითქმის უოველთვის
გაფუჭებული იყო მაგრამ იმდღეს გაგვიმართლა, სახლში შესვლისთანავე ჩანთა ძირს დავაგდე ქურთუკი კი სავარძელზე
-სადილს გავამზადებ და ერთად მივირთვათ
-კარგი
ჩემს ოთახში შევედი, პოპო ჩემს მაგიდაზე იდო, რატომღაც ოთახში შესვლისთანავე
თვალში მომხვდა,ეს სათამაში არმიყვარს ან რადროს ესაა
კარადა გამოვაღე და ქექვა დავიწყე, ბოლოს საკუთარი თავი დავარწმუნე რომ წვეულებაზე არმივდიოდი და შესაბამისად უნდა ჩამეცვა
ცისფერი შორტები, თეთრი მაისური, ცისფერი უმკლავო მოსაცმელი და თეთრი სუპერსთარები გამოვიღე,
-მარიამ გამოდი მზადაა უკვე
სამზარეულოში გავედი მმმ მამას საფირმო ომლეტი
მაგიდას მივუსხედით, ჩემი წილი გადმოვიღე და წვრნიც დავისხი
-მამა როგორც ყოველთვის უგემრიელესია
პირგამოტენილმა ძვლივს მივახვედრე რას ვეუბნებოდი
- ჯერ გადაყლაპე
სიცილიის შეკავება ძალიან უჭირდა
- ასეთი როგორ გამოგდის?
- შენთვის ძალიან ვინდებ
სწრფად ვჭამდი რომ მალე წავსულიყავით ამიტომ მალევე მოვრჩი
-მე გავემზადები და წავიდეთ
მალევე მოვწესრიგდიი, თმა მაღლა ავიწიე და სამაჯურიც არდამვიწყებია
დედა გვიანობამდე არმოვიდოდა სამსახურიდან ამიტომ მისთვის არდანირეკია
სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი ტელეფონი ავიღე და მისაღებში გავედი
-ჩემო ფერიავ, როგორ გაიზარდე, დალამაზდი ალბათ მალე გამითხოვდები კიდეც
დანანებით მითხრა მამამ და გულზე მიმიხუტა
-ასე ნუ ამბობ ! მე შენ ვერდაგტოვებ
გავიბუსხე და მაგრად მოვხვიე წელზე ხელები
40 წუთში თაკოს სახლთან შეაჩერა მანქანა
- თუ რამე იცოდე დამირეკე, 8 საათისთვის გამოგივლი
საათს დავხედე ჯერ 6 იყო ამიტომ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
- ახლა კი წადი
შუბლზე მაკოცა, მეც სწრაფად გადავედი მანქანიდან, თაკო მეექვსე სართულზე
ცცოვრობს ავედი თუარა დიდ ცისფერ კარზე დავაკაკუნე საკმაოდ ძლიერად
სიმღერების ხმა გარეთ გამოდიოდა, ამიტონ არ გამკვირვებია კარის გაღებას რომ დააგვიანდა, მაგრამ გაიღი თუარა ადგილზე გავშეშდი, კარი არცმეტი არცნაკლები
ერეკლე ქარქაშიძემ გამიღო,მის დანახვაზე ჩემდაუნებურად გამეღიმა, ერთი კარგად ამათვალიერა მერე ზურგი მაქცია და ბავშვებს შეერია, მისი მოქმედებიდან გამომდინარე ვიფიქრე რომ საშინლად გამოვიყურებოდი, შიგნით შევედი და კარი დავხურე, ხალხმრავლობა ნამდვილად იყო
ჩვენი კლასელები, თაკოს მეგობრები, სალომეს კლასელებიც , სალომე თაკოს უფროსი დაა, ერეკლეც მისი კლასელია, ვცდილობდი ეკა მეპოვნა, ძვლივს დავინახე
ლუდს სვამდა ვიღაც ჩემთვის და ეჭვიმაქვს მისთვისაც უცნობ გოგოებთან ერთად
დამინახა თუარა დაიყვირა ჩემსკენ წამოვიდა
-მაა რიი აამ
ხელები მხრებზე მომხვია როგორც ჩანს ნასვამის არა არა უფრო მთვრალი
-ეკა ფრთხილად თავი შეიკავე
ვცდილობდი დამეჭირა და თავი შემემაგრებინა რომ ორივე იატაკზე არ ავღმოვჩენილიყავით, ნამდვილად არვიქნებოდით სასიამოვნო სანახავი
- უნდა ვიცეკვო ეს სიმღერა მიყვარს
-იქნებ არგინდა
მაგრამ ვერაფრით გადავაფიქღებინე ცეკვა დაიწყო
- მარიამ როგორ ხარ? მიხარია რომ მოხვედი
მითხრა ღიმილიანი სახით თაკომ და ხელი მომკიდა
- წამოდი
მეც უსიტყოდ გავყევი, გვერდით ოთახში შევედით სადაც ჩვენი კლასელი ნიკა, გიო და კიდევ ვიღაც გოგო საწოლზე ისხდნენ, ჩვენც შევუერთდით
ვსაუბრობდით, ცოტას სვამდნენ, გვერდით ოთახის ღრეობას ნამდვილად ჯობდა
თუმცა თავს უხერხულად ვგრძნობდი და ავდექი
-რამე მოხდა?
-არა ნიკუშ ჰაერზე გავალ უბრალოდ
-მიდიხარ უკვე?
მკითხა გიომ რომელმაც ჩვენი საუბარი აშკარად ვერგაიგო
- არა აივანზე გავალ
ძვლივს გავედი აივანზე, ციოდა მაგრამ აქ ყოფნა მერჩივნა,დავინახე როგორ შემოვარდა ოთახში 3 ქალბატონი რომლებიც სალომეს რაღაცას ეკამათებოდნენ
ალბათ მეზობლები, მიკვირს აქამდე რატომ არმოხდა ეს
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე რომ მამასთვის დამერეკა
-აქ რა გინდა ცივა გარეთ
გვერდით მომიდგა და ჰორიზონტს გაუსწორა თვალი,ერეკლე დავინახე თუარა
ჩემს გვერდით მდგომი ტელეფონი მაშინვე ჯიბეში
ჩავაბრუნე
- უბრალოდ აქ მირჩევნია ყოფნა
- აჰა გასაგებია ანუ სიტუაცია არმოგწონს
თავი ჩავღუნე , ხმას ვერ ვიღებდი ან რაუნდა მეთქვა?
სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი აშკარად გავწითლდი
დარწმუნებული ვარ ჩემი გულისხმა მთელი ქუჩაში ესმოდა
- ძალიან გიხდება ცისფერი
ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამაბნია მადლობაც კი ვერ ვუთხარი
- მგონი გცივა ხო?
- არა კარგად ვარ. შენ რატომ ხარ აქ? ძვლივს მოვუყარე სიტყვებს თავი
-დაგინახე და... სიმართლე გითხრა აქ შენსგამო ვდგავარ, დავინახე როგორ გამოხვედი
გამიღიმა და ჩემსკენ შემობრუნდა
აი აქ კი მზად ვიყავი მისგამო მეექვსედან გადავმხტარიყავი,ვერ გადმოგცემთ რა ხდებოდა ჩემში, გაოცებული ვუყურებდი
- შიგნით შევიდეთ?
- არა მამას დავურეკავ მომაკითხავს, სახლში მირჩევნია წასვლა
ძვლივს ამოვინურტყუნე, თუმცა დარწმუნებული არვარ რომ გაიგო
- კარგი მაშინ დროებით
ლოყაზე ნაზად მაკოცა და შიგნით შევიდა
მეკი გახევებული ემოციებისგან გათიშული კიდევ რამდენიმე წუთი მომხდარს ვიაზრებდი
ვერ ვიჯერებდი რომ ეს რეალობა იყო
მამას დავურეკე, ნანახი მალევე მომაკითხა
მინდოდა ერეკლეს დავმშვიდობებოდი, მაგრამ არსად ჩანდა, სახლი დავტოვე
და ლიფტით ქვემოთ ჩავედი, მამა აღელვებული ჩანდა, მაგრამ არაფერი მიკითხავს
ამჯერად უკანა სავარძელზე მოვთავსდი, არმინდოდა მამას ჩემი გაწითლებული სახე შეემჩნია, არცერთი ვიღებდით ხმას, გამიკვირდა არაფერი რომ არმკითხა
საზურგეს მიყრდნობილი ფიქრების მორევში გადავეშვი, ამსამყაროს გამოვეთიშე
ვფიქრობდი მომხდარზე
ფიქრებიდან მამას ყვირილმა გამომიყვანა, დაძაბულმა წამოვწიე თავი, ასეთი მამა არასდროს მენახა როგორც საუბრიდან გავიგე
ტელეფონით დედაჩემს უყვიროდა
-ნინა გეყოფაა! ეს შენი საქმე არარის!ჯამდაბა ნუყვირი! მოკეტე ამის დედაც!
მამამ ხელი რომელიც საჭეზე ედო წამით შუბლზე მოისვა
და ამ წამის მეასედში
ძლიერი დარტყმა...არაამქვეყნიური ხმაური...სირენის ხმა...გათიშვა


ესეც პირველი თავი .
შემდეგი თავი ბევრად
უფრო საინტერესო იქნება



№1 სტუმარი Guest nawka

მე მომეწონა ძაან დავინტერესდი და მაინტერესებს შემდეი თავი ველოდები მოუთბენლადდდ.კარგადა და საინტერესდ წერ. წარმატებები!!!

 


№2 სტუმარი Guest ანანო

Madloba magram daxmareba mchirdebaa
shegidzliat fb - ze momwerot?

 


№3  offline წევრი ანობანო

Guest nawka
მე მომეწონა ძაან დავინტერესდი და მაინტერესებს შემდეი თავი ველოდები მოუთბენლადდდ.კარგადა და საინტერესდ წერ. წარმატებები!!!

მადლობა
--------------------
ანოსია

 


ვაიმეეეე, საოცრებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent