შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრო (სრულად)


13-12-2016, 22:01
ავტორი once upon
ნანახია 15 967

სანდრო
მაღვიძარის ხმა, რამდენიმე მზის სხივი და თავს კერკეტი კაკალივით წევს საწოლიდან. არანაიარად არ იმჩნევს არც ძილის სურვილს და არც თბილ ლოგინზე დამოკიდებულებას, უცებ უცებ იცვამს და სასწრაფოდ გადის სახლიდან.
ბიჭებმა გასაგებად უთხრეს, რომ მარჯანიშვილის მეტროს გავლით, ის სკოლისკენ ზუსტად მაშინ ჩავა, როცა ცხრა საათს დააკლდება 15 წუთი, რაც მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საკუთარი სკოლა ნაკლებად აინტერესებს და საკუთარი სახლიდანაც ზუსტად 15 წუთში აღმოჩნდება მისაღწევ ადგილას, თუ საჭირო დროს გაიღვიძებს. სულ ერთი წუთით მაინც რომ დაიგვიანოს, მეტროსთან მდებარე ჩასახვევში მხოლოდ ერთ კი არა, ორ გოგონას დაინახავს და ორი გოგონა ნამდვილად არ აწყობს. ამიტომ, ნაბიჯებს უჩქარებს და ცდილობს საჭირო გოგონა 1 წუთით ადრე დაიმარტოხელოს და შეძლოს, გაიცნოს.
საკუთარ თავზეც ეცინება, ასე რამ გამაგიჟაო.
1 კვირის წინ ჩამოვიდა თბილისში და ჩამოსვლის დღესვე დაინახა პირველად. მონატრებულ მეგობრებთან ერთად ბარში იჯდა და რაღაცაზე იცინოდა, როცა ერთ-ერთ მათგანს ტელეფონზე დაურეკეს. გოგოს ხმამ სიცილით უთხრა რაღაც, ლუკასაც გაეცინა და უკან მიიხედა, სადაც მანაც დაინახა წაბლისფერთმიანი გოგონა, რომელიც რამდენიმე გოგოსთან ერთად, მაგიდასთან იჯდა და ხმამაღლა კისკისებდა.
ლუკამ ერთი წუთითო და მისკენ წავიდა, თვითონ კი თვალი არ მოუშორებია გოგონასთვის, ისე გადაუჩურჩულა გვერდით მჯდომს, ის ვინარისო.
-ლილია. - თქვა ბიჭმა მხიარულად.
-მშვენივრად მიხვდი რაც გკითხე. - უთხრა უხეშად, მაგრამ გონებაში უკვე დაიწყო ლილის სახელის გამეორება, დამარცვლა, არევა და შემდეგ ასე, თავიდან.
ლილი,
ლილი,
ლი-ლი,
ლ-ი-ლ-ი.
-ლილი ფაღავა, ჩვენი მეგობარია. ის გოგოა, რომ ცეკვავს. შანსი არაა ნახსენები არ გვქონდეს, რაც მაგასთან ერთად დრო გვიტარებია. უმაგრესი ბავშვია, მაგრამ ბავშვია და პატარაა სანდრო, მიხვდი? - უთხრა მაგრამ ნიკამაც იცოდა რომ აზრი არ ჰქონდა და სანდრომაც, რომელიც უკვე იქექებოდა მოგონებებში და ვერაფერს პოულობდა.
-არ გიხსენებიათ არასდროს, დამამახსოვრდებოდა. - ღიმილით თქვა ბიჭმა.
შემდეგ გაიგო რომ ლილი ბალერინა იყო, 16 წლის, ძალიან უყვარდა ცის ყურება და დიდი სამეგობრო ჰყავდა, რომლის საპატიო წევრებსაც მისი საუკეთესო მეგობრები შეადგენდნენ.
ამაზე უკეთესი რა უნდა იყოსო, ჩაიხითხითა და ლუკას მოსმენა გააგრძელა.
ლილი მარჯანიშვილზე ცხოვრობდა და სკოლაში წასასვლელად მეტრო უნდა გაევლო, სადაც ხვდებოდა ელენე ბარამიძეს, რომელიც ლილიზე არანაკლებ ძვირფასი იყო ბიჭებისთვის და სანამ სკოლიდან არ გამოვიდოდა და ისევ მეტროს არ გაუვლიდა, იქამდე ვერ შეძლებდა სანდრო მასთან საუბარს.
ისიც იფიქრა სახლთან ხომ არ დავხვდეო, მაგრამ იცოდა რომ ასე შეაშინებდა და არ უნდოდა, გიჟი ფსიქოფატი გამოჩენილიყო ამ ძალიან საყვარელი გოგოს თვალში.
9-ს რომ 15 ეკლდა უკვე იქ იდგა. საათმა ერთი წუთით რომ გადაიწია და გოგონა ვერ შენიშნა, გაუკვირდა. დაინახა ქვედა ქუჩიდან როგორ გააგრძელა გზა მარტო ქერათმიანმა ფიგურამ და გადაწყვიტა, რომ ლილი იმ დღეს სკოლაში არ წავიდოდა.
"კიდევ ერთი უაზრო დღეო." - შეიკურთხა და სახლისკენ დაბრუნდა.
***
ბიჭებთან ერთად ლიანდაგებთან იჯდა, რაღაცაზე იცინოდნენ როცა კორპუსიდან ჩამომავალი ძალიან ნაცნობი ფიგურა დაინახა.
-ეს ის გოგო არაა? - თვალები გაუფართოვდა.
-ჰო, ლილია. - ჩახითხითა ლუკამ. - მე გაგაცნო თუ შენით იზავ?
-მე თვითონ, მე თვითონ! - სიცილით თქვა. თითქოს სხეულში ადრენალინი მოაწვა, არ იცოდა რა ანერვიულებდა. გოგოს არც პირველად ეცნობოდა და დარწმუნებული იყო, არც უკანასკნელად.
წამოდგა და ნელა წავიდა გოგონასკნენ.
როცა შენიშნა რომ არც მარტო იყო და არც ნელა მიდიოდა, უკნიდან დაუყვირა.
-ლილი!
სიტყვა მოსწყდა თუ არა მის ბაგეებს, ინანა. ასე არ უნდა მეთქვაო, დაიწყო. ეგონა აღარც მოიხედავდა და უხერხულად იღიმოდა, როცა გვერდით მდგომმა გოგონამ მხარზე გაკრა ხელი და მისკენ მიახედა.
გაიღრიჭა და წარბები აწია.
გოგონამ უცებვე მიიხედა. მან კი მხრები ჩამოუშვა.
"რა გემართებაო." - შეუძახა თავის თავს და ნაბიჯები უფრო დიდი სიჩქარით აუწყო ერთმანეთს.
-ლილი! - დაიძახა კიდევ ერთხელ.
გოგონა ორი წამით გაჩერდა, მიიხედა და შემდეგ ისევ გააგრძელა გზა.
-კარგი რა, დამელოდე! - უთხრა სიცილით. საკუთარ სისულელეზეც ეცინებოდა, მაგრამ რა ექნა. 1 კვირა ელოდებოდა ამ შანსს და ახლა ხომ ვეღარ გაუშვებდა.
ლილი გაჩერდა, გაოცებული და გახარებული ბიჭი კი მასთან წამში გაჩნდა.
გოგონებს რაღაც გადაუჩურჩულა და მას ოდნავ წარბშეკულმა, ღიმილით შეხედა.
სანდრომ გაიფიქრა, ახლოდან უფრო ლამაზი ყოფილაო და გაიბადრა.
-წავედით? - ჰკითხა და ხელი გადახვია. მისი სახის გამომეტყველებაზე კი სიცილი აუტყდა.
-სად წავედით? - წარბები შეკრა გოგონამ და ხელი მოიშორა.
სანდრომ თავი გააქნია და ღიმილით უთხრა:
-სახლამდე უნდა მიგაცილო, მერე მეორე დღეს კორპუსთან დაგხვდე და გაგიღიმო, შეიძლება ყვავილიც მეჭიროს ხელში, მაგრამ იქამდე გზაში უნდა გკითხო, რომელი ყვავილი გიყვარს. შეიძლება შემდეგ ნომრებიც გავცვალოთ, დილით მოგწერ, როგორ ხარ-თქო, შენ პასუხს არ გამცემ, მაგრამ ბევრჯერ რომ მოგწერ, მოგბეზრდება და მიპასუხებ, კარგადო, ძალიან მოკლედ. მერე შენ მნახავ შენს მეგობრებთან ერთად და მიხვდები რომ შენი საუკეთესო მეგობრები, ჩემი საუკეთესო მეგობრებიც არიან. მერე ჩემზე რაღაცეებს გააკრკვევ, ამ დროს მე შენზე ყველაფერი მეცოდინება და ასე... 2 წლის შემდეგ ძალიან მაგრად გეყვარები, ამაზე მუშაობას დღეიდან ვიწყებთ. აბა, ლილი, არ წავედით? უკვე გვიანია, მომავალი სიდედრი ხომ არ უნდა გავაბრაზო.
ლილი გაჩერდა, ოდნავ უკან დაიხია და პირი დააღო შემდეგ კი ძალიან ხმამაღლა აუტყდა სიცილი. წელში მოიხარა და კისკისი გააგრძელა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ სანდრო არ ხუმრობდა და გასწორდა.
-არ წავედით? - სერიოზულად უთხრა ბიჭმა. გოგომ გზისკენ გაიხედა, დაინახა მისი დაქალები რომ აღარ ჩანდნენ და ნაბიჯი აუწყო.
სანდროს გაეღიმა, აი ეს მაინც გამომივიდაო, ძლივს შეუთვალა საკუთარ თავს და ლილის გახედა.
ლილის, რომელიც უხერხულად იღიმოდა,
ლილის, რომელსაც ლოყებზე ლამაზად ჰქონდა გაფანტული ჭორფლები,
ლილის, რომლის მუქი შოკოლადისფერი თვალებიც ერთ ადგილზე წამით არ ჩერდებოდნენ და ხან რას აშტერდებოდნენ, ხან-რას.
ლილის, რომელიც სანდროს აზრით ლამაზი იყო,
ძალიან, ძალიან ლამაზი იყო.
-ჰო და, რომელი ყვავილი გიყვარს? - ჰკითხა სიცილით გზაში.
-არ მიყვარს ყვავილები, ჩაგეშალა გეგმა. - უთხრა გოგონამ სიცილით.
-ნუ გეშინია, ყველას უყვარს შოკოლადი, ეგ მანც გეყვარება. - თქვა სანდრომ ნიშნისმოგებით.
-არც ეგ! - სიცილი დაიწყო ლილიმ, თმა სახეზე ჩამოეყარა. ბიჭს თითის წვერები აეწვა, ისე მოუნდა თმა ხელით გადაეწია.
-გგონია გამომიჭირე? არანაირად! რამეს მოვიფიქრებ. - გამოაცხადა სიცილით და უცებ გადაკოცნა. უკვე მის კორპუსთან იდგნენ.
-რა გქვია? - იკითხა წარბშეკრულმა ლილიმ. თითქოს ახლა გააცნობიერა, სახელი არ უთქვამსო.
-ჟოზეფი, ლილი, სასიამოვნოა. - მიაძახა სიცილით. გაიგონა გოგოს სიცილის ხმაც, შემდეგ მან უკან დაიხია და სადარბაზოში გაუჩინარდა...
სანდრო უაზრო კმაყოფილებით აღვსილი დაუყვა ქუჩას, თან კი ლუკას სწერდა მესიჯს, მეღირსა, გავეცანიო.
***
საოცარი რამეა ცხოვრება.
აი სულ არაფრისგან ჩნდები და შემდეგ სულ არაფრად იქცევი მაგრამ გზაში ამდენ რამეს ასწრებ.
მაგრამ ბოლოს მაინც ის გტკივა რაც ვერ მოასწარი,
რაც უნდა მოგესწრო მაგრამ არ გამოვიდა.
რაც არ უნდა გამოვიდეს.
შაბათი დილა იყო, ლუკასგან იცოდა რომ ლილის რეპეტიცია ჰქონდა 10 საათზე და 10-ის ნახევარზე ჩამოდიოდა სახლიდან. ჰო და ხელში ლიქიორ მომარჯვებული ელოდა კორპუსთან.
რომ ჰკითხა ბიჭებს, რა უყვარსო და რომ გაიგო, ყვავილებს, შოკოლადსა და ნებისმიერ ტკბილეულს, ერთი ბოთლი ლიქიორი ერჩივნა, სიცილი აუტყდა. კი ეტყობოდა, არანორმალური რომ იყო, მაგრამ ლიქიორი რად უნდაო, ვერ გაიგო.
მიუხედავად ამისა, მაინც იყიდა ფრანგული ლიქიორი და ახლა გოგონას კორპუსთან მოუთმენლად სცემდა ბოლთას.
"მგონი ეღირსა!" - გაიფიქრა როდესაც ნაბიჯების ხმა გაიგონა და შემდეგ სადარბაზოდან გამომავალი, კულულებიანი გოგონაც დაინახა.
ყურსასმენები ეკეთა, მომღიმარი სახით ჩაშტერებოდა ტელეფონს და გზას ღიღინით აგრძელებდა, სანამ სანდრო შენიშნა და თვალები გაუფართოვდა.
ბიჭმა ხელში ბოთლი შეათამაშა და გაიღიმა, ლილიმ ყურსასმენები მოხსნა და წარბშეკრული წამოვიდა მისკენ.
რომ მიუახლოვდა და დაინახა, ხელში რაც ეჭირა, თავიდან პირი დააღო, ბოთლი აიღო, დააკვირდა და შემდეგ ისტერიული სიცილი აუტყდა.
-ვაიმე, არ არსებობს, ვინ გითხრა? - ხტოტინებდა და თან ძალიან ცდილობდა წონასწორობის შეკავებას. სანდრო კი მომღიმარი გაჰყურებდა, თითქოს ვერ ხვდებოდა სასაცილო რა იყო, თუმცა არსებული სიტუაცია ძალიან დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა.
-ხომ გითხარი, კავშირები მაქვს-თქო. - თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთხელ გაუღიმა.
-ღმერთო, არ ხარ ნორმალური! - უთხრა გაოცებულმა.
-მე არ ვარ ნორმალური? - წარბები შეკრა სანდრომ. - 16 წლის ბავშვს შოკოლადებსა და ყვავილებს ლიქიორი გირჩევნია!
-კარგი, გავიგეთ რომ იცი ჩემი სახელი, ასაკი, მისამართი, ინტერესები და ასე შემდეგ მაგრამ ვინც ეგ ყველაფერი გითხრა, ის არ თქვა, ბავშვის რომ არაფერი მცხია? - წარბი აწია ლილიმ.
-მირჩევნია ფაქტებზე დატყრდნობით ამაზე თავად ვიმსჯელო! - სათნო ღიმილით უთხრა სანდრომ. გოგონამ ლიქიორი ჩანთაში ჩადო.
-ძალიან რომ არ მიყვარდეს არ გამოგართმევდი. - თვალი ჩაუკრა სიცილით. - და რაც ფაქტებს შეეხება, სულ რაღაც 5 წუთი რომ გაატარო ჩემთან ერთად, დარწმუნდები რომ ბავშვი არ ვარ, არანაირად! შეიძლება 50 წლისაც ვიყო შინაგანად, ისეთი აზრები მაწუხებს ხანდახან.
-ჰო და რა ჯობია 5 წუთს? - გაეცინა სანდროს და ხელი გაუწოდა. - ვიცი რომ რეპეტიციაზე მიდიხარ.
-და არის რამე რაც არ იცი? - თვალები გადაატრიალა ლილიმ, ბიჭის ხელს უბრალოდ დახედა და ფეხი აუწყო.
-თუ შენ ფიქრობ რომ სახელის, გვარის, ასაკისა და საკონტაქტო ინფორმაციის ცოდნა რამეს ნიშნავს, ძალიან ცდები.
-სულ არაფერი ხომ მაინც არ არის? აი მაგალითად მე წარმოდგენა არ მაქვს თუ ვინ ხარ, რა გინდა ან უფრო კონკრეტულად, ჩემგან რა გინდა, მაგრამ ფაქტი, რომ იმ ადამიანებს იცნობ, რომლებსაც მე, ოდნავ მამშვიდებს და მოგყვები.
-უბრალოდ კი არ ვიცნობ, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან! - გაიბადრა სანდრო.
-ნიკა, ლუკა, საბა, ლაშა და გიორგი? - წარბი აწია ლილიმ. - ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან ეგენი!
-ოჰო, - ჩაეღიმა სანდროს. - დარწმუნებული ვარ იმის ნახევარიც არ გაქვს გადატანილი იმათთან ერთად, რაც მე! - გოგოს გაღიზიანებას ცდილობდა სანდრო.
-დავნინძლავდეთ, გინდა? - თვალები გაუფართოვდა გოგონას. - გამორიცხულია უბრალოდ, მაგათი გაზრდილი ვარ!
-გაზრდილი არ ხარ, ჯერ კიდევ იზრდები. - თქვა სანდრომ და მის სახეზე სიცილი აუყუდა. ლოყები აწითლებოდა და მუშტები შეეკრა. - და რომ იცოდე, ერთხელაც არ უხსენებიხარ, არც-ერთს!
-სხვათაშორის არც შენ! - წარბი აწია გოგონამ. - და ამდენ ხანს სად იყავი, თუ შენი საუკეთესო მეგობრები იყვნენ?
-6 წელი არ ვიყავი თბილისში. - თქვა სანდრომ,წასვლის მიზეზი გაახსენდა და ხასიათი მოეშალა.
-აბა სად? ამერიკაში? ევროპაში? ახლა უნდა გვქონდეს გასტროლი საფრანგეთში, ისე მიხარია!
-მერე ამბობ ბავშვი არ ვარო. - სიცილი დაიწყო სანდრომ. - 2 წლის ბავშვივით ყვები, თითქოს შოკოლადის სახეობებზე საუბრობ.
-რა ვქნა, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. - ტუჩები გაბუსა ლილიმ. - და კითხვაზე არ გიპასუხია, სხვათაშორის.
-საფრანგეთში ვარ ნამყოფი. მაგრამ არ მიცხოვრია ის ექვსი წელი მანდ.
-ვიცოდი, ვიცოდი! ფრანგული იცი, არა? - გაუხარდა გოგონას.
-როგორ მიხვდი?
-ჩემს სახელს ამბობ სხვანაირად. ლილი საფრანგეთში ბევრს ქვია, ფრანგებს ზოგადად ყველასგან განსხვავებული აქცენტი აქვთ, მაგრამ ამ სახელს ამბობენ სხვანაირად. შენ ამბობ ძალიან მაგრად. - სანდროს გაოცების დასამალად გაღიმება მოუხდა.
-ჰო და ისღა დაგვრჩენია ხშირად შევხვდეთ რომ ბევრჯერ დაგიძახო. - ხელები გაშალა სანდრომ სიცილით.
-მასხარა ხარ და მაინც არ მითხარი სად იყავი ის 6 წელი. - თავი გააქნია ლილიმ. უკვე "ბალეტის სკოლის" წინ იდგნენ.
-მერე რა, მთავარია ჩემი სახელი იცი. - უთხრა სიცილით, როცა გაახსენდა რომ უთხრა, ჟოზეფი მქვიაო.
-სამ წამში გავარკვევ. - თვალი ჩაუკრა გოგონამ. - მანამდე კი, ჟოზეფ, დავნინძლავდით რომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან ბიჭები?
-ჩემებიც არიან და დავნინძლავდეთ, წააგებ. - მხრები აიჩეჩა სანდრომ.
-კარგი, რაზე?
-თუ მე წავაგებ ჩემზე და იმ 6 წელზე მოგიყვები, თუ შენ წააგებ, მანდ შემოგყვები და ვნახავ როგორ ცეკვავ.
-არა მაგაზე ისედაც მომიყვები, უბრალოდ 1 ნებისმიერი სურვილი მექნება შენთან, გინდა? - იკითხა ლილიმ და წარბების ქვემოდან ამოხედა.
-კარგი, კარგი მინდა. - გაეღიმა ბიჭს.
-7-ზე ისედაც უნდა ავსულიყავით ლუკასთან, წამოხვალ?
-ისედაც მოვდიოდი, მაგრამ შენი ეს ნაბიჯი იმ უამრავში პირველია, რომლის ბოლოსაც აბა გამოიცანი რა არის? - სიცილით იკითხა სანდრომ.
-2 დღის გაცნობილი ბიჭი უკვე ცოლობაზე რომ მელაპარაკები, არ ვიცი რა დონის თავხედი უნდა იყო, მოკლედ! - ხელოვნურად იუხეშა ლილიმ, სანდროს კი სიცილი აუტყდა, კულული გაუსწორა და შეხვედრამდეო, მიაძახა.
-შეხვედრამდე. - ოდნავ ჩაეღიმა ნერვებმოშლილ ლილის.

***
არ იცოდა სანდრომ, რა იყო ასე ბავშვურად გახარება რაღაცის.
იმის, რომ ვიღაცას რაღაცაზე დანინძლავე.
იმის, რომ ვიღაცას შენზე რაღაცეები აინტერესებს.
იმის, რომ თბილისში ჩამოსულს, აქ ასეთი ვიღაც დახვდა.
ისეთი ვიღაც, რომელიც უკვე, გაუაზრებლად მაგრამ ძალიან, ძალიან აზრიანად და ძალიან, ძალიან მოსწონს.
ლუკასთან რომ მივიდა, 7 ახალი შესრულებული იყო, მაგრამ ხალხი იქ უკვე ირეოდა. ძალიან სასიამოვნო სიტუაცია იყო, ოდნავ უბერავდა ქარი, მაგრამ არ ციოდა და სახლის უკანა, ძალიან დიდ ეზოში, მაგიდასთან, სავარძლებზე იყო მოკალათებული თინეიჯერთა მოზრდილი ჯგუფი.
ბიჭები კარტს თამაშობდნენ, ნელა მიუახლოვდა და ლილის ძებნაში გადაათვალიერა გოგონები, მაგრამ ის ვერსად დაინახა. იმედდაკარგული ჩაეშვა ერთ-ერთ სავარძელში. ფიქრობდა, არადა მითხრა, მოდიო და ახლა თვითონ აღარ მოდისო.
-ჰოდა, მოკლედ გოგოებო ეს არის სახელგანთქმული სანდრო! - სიცილით თქვა ნიკამ და გოგონები მისკენ მიახედა.
-კარგი გავწითლდები ახლა. - სახეზე ხელები სიცილით აიფარა სანდრომ.
-მე მეცნობი. - თქვა ელენემ. ბიჭს სიცილი აუტყდა, მეტროსთან რომ იდგა ხოლმე, ხშირად ხედავდა.
-მე არა. - თქვა როცა ძლივს ამოისუნთქა.
-ჰო და ეს არის ელენე, ეს-სალომე, ეს-ანა და...
-და ერთადერთი და განუმეორებელი და ეგეთი კარგი რაღაცეები, ანუ მე. - სიცილით თქვა ლილიმ. მაგიდას გადახედა და სანდროს გვერდით ჩაესვენა.
-მერე კიდევ იტყვის ბავშვი არ ვარო. - ოდნავ ჩაეღიმა სანდროს და მას შეხედა.
-ყველა შენნარი ვერ იქნება, ჟოზეფ! - ცინიკურად გაიღიმა ლილიმ.
-აბა სანდრო ქვიაო? - წარბები შეკრა ელენემ.
-როგორ მომატუე, ნწ-ნწ-ნწ! - თავი გააქნია ლილიმ მოჩვენებითი იმედგაცრუებით,
-ტრაგედია დატრიალებულა, ლილი, ტრაგედია. - გაეცინა გიორგის. - ჰა, გინდათ ჯოკერი ?
-ჯოკერის ხსენებაზე ცუდად ვხდები, კარგით რა. - გააპროტესტა სალომემ.
-ჰო, მეც. - უაზროდ დათანხმა ლილი. - და ლუკა, თქვენ და ჟოზეფი საუკეთესო მეგობრები ხართ?
-ჰო, მერე?
-ჰო და თქვენ და ლილიც ხომ ხართ საუკეთესო მეგობრები? - ახლა სანდრომ იკითხა.
-რამდენი წლის ხართ, ტო? - წარბები შეკრა ნიკამ.
-აუ უპასუხე! - გააპროტესტა ლილიმ.
-კი, საუკეთესო მეგობრები ვართ სულ ყველანი "ვაფშე". - სიცილით თქვა ბიჭმა. სანდრომ და ლილიმ ერთმანეთს წარბშეკრულებმა გადახედეს.
-კაი რა, რანაირად როცა 6 წელია არ გინახავთ ეს?
-ამას სახელი აქვს, ლილი, გული მეტკინა! - ხულზე ხელი მიიჭირა სანდრომ დრამატულად. ლილიმ თვალები გადაატრიალა თუმცა ოდნავ მაინც გაუღიმა.
-აუ ლილი კაი რა, 16 წლის გოგოს ამდენი რაღაც გესმის და ეგ ვერ გაგიგია? რაღაცეები არის უბრალოდ, ჩვენ სიყვარულში თუ ეჯიბრებით ერთმანეთს, კარგად გქონიათ საქმე. - სიცილით თქვა ნიკამ.
ლილიმ თავი გააქნია და სავარძლის კიდეს მიეყუდა.
-ანუ ვინ მოიგო? - იკითხა და სანდროს გახედა.
-ტექნიკურად არავინ, მაგრამ უფრო ორივემ, ჰო და 1-1 სურვილი გვქონდეს ერთმანეთთან, თუ გინდა.
-რაღაც მწარე მომიფიქრე და მაგიტო გინდა, ხო? - თვალები დააწვრილა გოგომ.
-შენ თვითონ არ ამბობ, ცოლად მოყვანაზე მელაპარაკებიო? ხო და თუ მაგაზე გალაპარაკები, რამე მწარეს გაგიჩალიჩებ? - გულწრფელად იკითხა სანდრომ.
-რა ვიცი, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ლილიმ, შემდეგ კი გაიღრიჭა და უთხრა: - ჰო კარგი, იყოს 1-1 სურვილი.
-შესანიშნავია, მილედი! - გაიღრიჭა სანდრო და მის გვერდით, სავარძელზე გადაწვა.
***
რომ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, გოგოებმა სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთო და მიუხედავად იმისა რომ სანდროს ეს უდიდეს სისულელედ მიაჩნდა, მოუხდა, ეთამაშა.
-აი ჟოზეფ, ვინ არის ბავშვი. - უთხრა ლილიმ, რომელიც მის მოპირდაპირედ გადამჯდარიყო.
მას ოდნავ ჩაეღიმა და წარბები აწია.
-რადგან ეს თამაში არ გინდა, დიდი კი არ ხარ.
-აუ, ცოტა გადავახვიოთ და საიდან იცნობთ ერთმანეთს? - იკითხა სალომემ.
-შენი უბნიდან, სალომე. - სიცილით თქვა ლილიმ. - ჰო და ჰა, ვთამაშობთ თუ არა?
-ვთამაშობთ, ვთამაშობთ. - თქვა გიორგიმ და ბოთლი დაატრიალა.
-ლილი ეკითხება ლუკას! - წამოიყვირა სალომემ.
-სიმართლე თუ მოქმედება? - წარბები აათამაშა ლილიმ.
-უცებ გამახსენდა ბოლო დროს რა დავაშავე, შენ თავს ვფიცავარ, ისე მიყურებ. - სიცილით თქვა ლუკამ. - მოქმედება.
-მოკლედ... - ხულიგნური ღიმილით დაიწყო ლილიმ. - აუ რავი, ნინას გამოვართმევ კოსმეტიკას, მაკიაჟს გაგიკეთებ და ფეისბუქის პროფილზე დაიყენე ნახევარი საათი. - ლუკამ სახეში ხელები შემოირტყა, გარშემო კი სიცილი ატყდა. სანდროს კი ლილის მიმიკებზე უფრო ეცინებოდა, ვიდრე ლუკას სასიკვდილო განაჩენზე.
კარგა ხანი უაზროდ თამაშობდნენ, სანდრო არც-ერთხელ მოხვედრილა.
-ერთიც და წავედი, ამაფეთქა დედაჩემმა. - თქვა ლილიმ და ბოთლი დაატრიალა, უკვე კარგა ხნის შეღამებული იყო.
-მე და შენ! - თქვა და სიცილით შეხედა.
ზუსტად ეს მინდოდაო, გაიფიქრა სანდრომ და ჰკითხა:
-სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე. - თქვა ლილიმ.
რა ვკითხო, რა ვკითხოო და პირველი რაც მოაფიქრდა, ის ჰკითხა.
-შემდეგ რეპეტიცია როდის გაქვს?
-ხვალ, 8 საათზე, დილის. - ირონიულად უთხრა გოგონამ.
-ტყუილები არ შეიძლება, ხო იცი? - წარბი აწია სანდრომ.
-მართლა 8-ზე მეწყება და რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა ლილიმ. - მერე ფიზიკა მაქვს და მერე მათემატიკა.
-ანუ პრობლემა არ იქნება ხო, რო შემოგყვე და სურვილი გითხრა? - ღიმილით თქვა სანდრომ. თითქოს საერთოდ არ აშინებდა კვირა დილით ადგომა და ყინვაში ლილის ლოდინი.
-და მე თუ სურვილად იმას გეტყვი, არ შემოხვიდე თქო? - წარბი აწია ლილიმ.
-მაშინ ჩემი სურვილი შესრულებულად არ ჩაითვლება და შუა ქუჩაში გაცეკვებ.
-დავნინძლავდეთ რომ არ ვიცეკვებ?
-მაშინ რამდენიმე სურვილი დამემატება და მოიცადე, როგორ ამბობენ ბავშები? "ფუფლო" იქნები. - გაიღრიჭა ბიჭი. ლილი გაწითლდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
-რა აუტანელი ვიღაც ხარ, სად იპოვეთ ეს? - თვალები გადაატრიალა ლილიმ.
ბიჭებმა ჩაიხითხითეს, სანაპიროზე, სანაპიროზეო.
ლილიმ ვერ გაიგო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. უნდა წავიდე და წამოდგა.
წავედით გავაცილოთო, დაიძახა გიორგიმ და ყველა აიყარა.
სალომემ თქვა, აი სანდროც გაიგებს, ლილი სად ცხოვრობსო. ირონიულად თქვა ლილიმ, ისედაც მშვენივრად იცის, ამათი წყალობითო და ბიჭებზე ანიშნა. ჩაიხითხითეს და ერთმანეთს გადახედეს. სანდრო კი ოდნავ მოშორებთ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიაბიჯებდა.
-როგორი ჩანხარ შორიდან, იცი? - ჰკითხა ლილიმ და გვერდით ამოუდგა.
-როგორი, აბა? - ოდნავ გაეღიმა.
-როგორი და... - ლილიმ ტუჩები მოკუმა და თვალები გარემოს მოატარა. - ნუ გოგოების თვალით გითხრა ჯერ, ბიჭების თუ უბრალო გამვლელის?
-შენი თვალით მითხარი, ლილი, შენით. - წარბები აწია სანდრომ და თბილად გაუღიმა. ბავშვებს რამდენიმე ნაბიჯით ჩამოშორდნენ და ერთმანეთთან ახლოს მიაბიჯებდნენ.
-ჩემი თვალით იდიოტი კლოუნი ხარ მაგრამ ღრმა, ამოცნობა გჭირდება. - თქვა გოგონამ. - სხვა გოგოები იფიქრებენ რომ სიმპატიური და ძალიან "დარქ" ტიპი ხარ, - სიმპატიურზე სანდროს თვალები გაუფართოვდა და სიცილი წასკდა.
-სიმპატიურიო? ცოტა სწრაფად ხომ არ მიდიხარ, ლილი?
-ჩემი სახელი ყოველ წამს უნდა იმეორო, არა? - თავი გააქნია გოგონამ.
-კი, იმიტომ რომ ყოველ თქმაზე, წამით გიშეშდება თვალები, რაღაცნაირად იღიმი, სიამოვნებისგან ალბათ, უნებურად იკიდებ თმაზე ხელს, ან მარჯვენა ხელის საჩვენებელ და შუა თითებს ფრთხილად იტრებ მარცხენა ხელის მტენავანზე. იმიტომ, რომ მოგწონს, ლილი, ასე არაა? - კმაყოფილის ღიმილით უთხრა ბიჭმა.
ლილი დაიბნა, არ მოელოდა რომ ასე უსირცხვილოდ წაასწრებდნენ ფაქტზე და ოდნავ აწითლდა.
-ადამიანების ეგრე დაკვირვება უზრდელობაა, იცი?
-უზრდელობა მაშინაა, როცა ამჩნევენ, რომ აკვირდები. შენ კი არცერთხელ არ შეგიმჩნევია და მერწმუნე, ვერც შეამჩნევ.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ ზედმეტად ხარ დაკავებული იმით, რომ არ მიყურო, იმის შესამჩნევად, რომ მე გიყურებ. - ლილი ისევ აწითლდა. შუბლზე ნაწოლები გაუჩნდა.
-სად წავიდნენ? - წარბები შეკრა გოგონამ როდესაც გარშემო მეგობრები ვერ დაინახა.
-სად და სახლში, გგონია მე ვერ მიგაცილებ?
-რა გაგვიჩალიჩეს, აზრზე ხარ? - წარბი აწია გაბრაზებულმა.
-გაგვიჩალიჩეს არა, გაგიჩალიჩეს. - სიცილი აუტყდა სანდროს. - ჰა, ან მე ან კიდევ მარტო სიარული.
-მშვენივრად იცი რომელს ავირჩევ. - გამოაჯავრა გოგონამ.
-ზუსტად მაგიტომაც არ ვაპირებდი პასუხის გათვალისწინებას. - გაეცინა და თვალის კუთხიდან გახედა ლილის წაბშეკრულ ფიგურას.
-კარგი ეხლა, სულ არაფერს ვჯობივარ. - უთხრა ცოტა ხნის შემდეგ.
-და საერთოდ რა არის არაფერი? - წამოიძახა ლილიმ.
-ყველაფერი არა და მეორე. - უთხრა სანდრომ მხრების აჩეჩვით.
ლილი წამით გაჩერდა, მერე კი ისევ აუტყდა კისკისი.
-ვერ ხარ შენ, ხო?
-აუ, რა-ვი, იმდენჯერ მითხარი, კარგად რო ვყოფილიყავი, ვერ ვიქნებოდი მაინც.
-ღმერთო, როგორ გაკლია! - თქვა და ისევ აუწყო ფეხი.
-ღერთო, როგორ მაკლია! - გააჯავრა სანდრომაც სიცილით.
მალე აღმოჩნდნენ ლილის კორპუსთან. ორივე ფეხს ითრევდა, თითქმის მთელი გზა ჩუმად იყვნენ, მაგრამ მაინც არ უნდოდათ დაშორება.
-ანუ, 8-ზე ჰო?
-ჰო, 8-ზე. - თავი დაუქნია ლილიმ.
-და არ მეღადავები, ხო?
-გეღადავო რა პონტია, 15 წლის კი არ ვარ. - სანდრომ სიცილი დაიწყო,
-არა, 16-ის ხარ. - ლილი რომ მიხვდა, მასაც გაეცინა.
-კარგი გავიგეთ რომ ბევრი რამე იცი, მაგრამ ის არ გეცოდინება, ყველაზე უცნაური რა მიყვარს! - ოდნავ ჩაეღიმა გოგონას.
-ლიქიორის სიყვარულზე უცნაური? - წარბები შეკრა სანდრომ და ცას მიაშტერდა. მერე კი უცებ თქვა: - ცის ყურება გეყვარება!
-ვაიმე გითხრეს ხო? არ არსებობს, გითხრეს? ეგეც გითხრეს, უნამუსოებმა? - პირი დააღო გოგონამ.
-არა, ეგ არ უთქვამთ, გავარტყი. - გაიღრიჭა ბიჭი და შემდეგ ისევ აუტყდა სიცილი. ლილიმ ხუმრობით გაკრა მხარი.
-წავედი... - თქვა მაგრამ ადგილიდან არ დამძრალა.
-ჰო...
-მართლა მოხვალ? - გაეცინა ლილის.
-ჰო, მოვალ.
-მართლა, მართლა? - წარბი აწია გოგონამ.
-მართლა, მართლა. - ისევ დაუქნია თავი სანდრომ და ლილის შეხედა, რომელიც სადარბაზოში შევიდა და მალე სიბნელეში გაუჩინარდა.
***
ნახევრად მძინარე იდგა ლილის კორპუსთან ზუსტად 8 საათზე. მთელი სხეული სტეხდა, ვერ ხვდებოდა საიდან გაცივდა, მაგრამ ფაქტი იყო რომ კარგად არ იყო და საწოლში წოლაზე მეტად მხოლოდ გოგონას ცეკვის ნახვა უნდოდა, ამიტომ მის კორპუსთან, დილაუთენია იყინებოდა.
ლილის ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, სახეზე ხელოვნური ღიმილი აიკრა და გაუღიმა. მან წარბები შეკრა, გაუკვირდა, ნამდვილად არ ეგონა, მართლა იქ თუ დახვდებოდა სანდრო.
-კარგად ხარ? - ჰკითხა წარბშეკრულმა.
-ჰო, რა იყო? - იკითხა სანდრომ არადა ისე აკანკალებდა, სადაც იყო წაიქცეოდა.
-გაფითრებული ხარ და აშკარად ძლივს დგახარ ფეხზე.
-კარგი, ეგრე ძალიანაც არ მეტყობა. - თავი ჩახარა ბიჭმა.
-დიახაც, გეტყობა. და რომ იცოდე, - თქვა ლილიმ და შუბლზე ხელი დაადო. - იწვი. დროზე სახლში!
-როგორ? - თავი მოიყრუა სანდრომ.
-სიცხე გაქვს მაგრამ ყრუ არ ხარ, სახლში მეთქი! გპირდები სხვა დროს ვიცეკვებ და განახებ, ოღონდ ცუდად ხარ, არც უნდა მოსულიყავი, გაუბერე?
-აუ, ხო დაგპირდი. - თავი ჩახარა ბიჭმა.
-ჰო და პირობა შეასრულე, მოხვედი, წადი ახლა. ანდა ვინმეს დავურეკავ და გაგაცილებენ, გინდა?
-წამო, გაგაცილებ იქით ვცხოვრობ მაინც. - ოდნავ გაეღიმა სანდროს. მიუხედავად იმისა რომ სხვა დროს ამას გააპროტესტებდა, ძალიან მოსწონდა რომ ლილი მასზე ოდნავ, შეუმჩნევლად მაგრამ მაინც ზრუნავდა და ახლა ურჩობის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
-ვაიმე, როგორ უბერავ... - თავი გააქნია გოგონამ. - სად გადაგეყარე, არ მესმის.
-შენ კი არა, მე გადაგეყარე ლილი. - ოდნავ გაეცინა სანდროს, ხელები ქურთუკში ჩაიწყო დაღიმილით გახედა გოგონას თმაგაშლილ, თხელ ფიგურას.
-მაინც არ მესმის ესე კარგად ჩემს სახელს როგორ ამბობ.
-ერთხელ აუცილებლად მოგიყვები!
-ერთხელ? - თვალები მოჭუტა გოგონამ. - ეგ იგივეა, რაც „ოდესმე“ და ორივე მათგანი ზედმეტად განზოგადებული, უფორმო და უმიზეზო ფორმებია იმისა, რაც ან მოხდება, ან არა, მიუხედავად იმისა რომ თითოეული მათგანის თქმისას, ერთგვარ პირობას ვდებთ, რომ რაღაცას აუცილებლად გავაკეთებთ.
-ღმერთო, საიდან მოგდის ასეთი აზრები, 16 წლის გოგოს? - სერიოზულად დააღო პირი სანდრომ. ლილის კისკისი აუტყდა.
-ხომ ვამბობდი, ბავშვი არ ვარ თქო? აი, ხომ გჯერა ნელ-ნელა.
-რადგან ერთ-ორ ჭკვიანურ ფრაზას ამბობ, დიდი კი არ ხარ! - გაეცინა, შემდეგ კი ხველება აუტყდა..
-ვაიმე, რა დღეში ხარ, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ გავბრაზდები... - სახე დაბრიცა გოგონამ. - სად ცხოვრობ, მოდი მიგიყვან მე, კარგი? თორე სადღაცას დავარდები, გული მიგრძნობს.
-და რო დააგვიანებ ცეკვაზე?
-რა დროს ცეკვაა, არაუშავს! - თქვა გოგონამ და ხელკავი გაუკეთა. - მიდი, მითხარი სად უნდა წავიდეთ.
სანდრომ გზა მიასწავლა და ოდნავ დაეყრდნო. ერთი მხრივ ძალიან არ მოსწონდა რომ გოგონას სახლში მიჰყავდა მაშინ როცა თავად უნდა გაჰყოლოდა ბალეტზე, მაგრამ იგივე ფაქტი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
ლამაზი სახლის წინ გაჩერდნენ, რომელსაც წინ პატარა, ყვავილებით მორთული ეზო და გისოსებიანი კარები ჰქონდა. ლილის გაეღიმა, რა ლამაზი ადგილიაო, უთხრა და თან დააყოლა, იმედია მალე გამოჯანმრთელდებიო.
-აბა რა! - გაეცინა სანდროს. - მადლობა და ბოდიში, დაგპირდი და...
-ახლა რაღაცას შემოგარტყავ! - თქვა გოგონამ და თვალები გააფართოვა. სანდროს სიცილი წასკდა და უთხრა, კარგი, კარგი, ნახვამდისო და ლილისგანაც რომ მიიღო ღიმილით ნათქვამი ნახვამდის, მხოლოდ შემდეგღა შევიდა სახლში.
-ლილი, ლილი, მოვედი! - გასძახა ბებიამისს, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა და ოთახისკენ წავიდა. ფანჯრიდან ჯერ კიდევ არჩევდა მისი ლილის ძალიან გამხდარ გამოსახულებას, გადაწყვიტა, აუცილებლად ვკითხავ რატომაა ასე უსაშველოდ გამხდარიო და საწოლს დაენარცხა. ახლა ძილზე მეტად, აღარაფერი უნდოდა...
***
ბიჭები სიცილით მოკვდნენ, ისე როგორ გაცივდი ლილისაც რომ შეეცოდეო, ეს რა დაგემართა, რამხელა ტრაგედიააო, ხარხარებდნენ და მაინც, მთელი 3 დღე, როცა ის ლოგინში იწვა და სიცხეში იწვოდა, გვერდიდან არ მოშორებიან. უკვირდა სანდროს, დამცინით, ჭკუაზე არ ხართ და მაინც გვერდით მიზიხართო, მაგრამ იცოდა რომ თვითონაც იგივეს გააკეთებდა მათთვის და ჩუმდებოდა.
მისი ფანჯრებიდან კარგად ჩანდა სახლის ეზო, რომელშიც რამდენიმე უზარმაზარი მუხის ხე იდგა და ნელ-ნელა აკვირდებოდა, როგორ იცვლიდნენ მათი ფოთლები ფერებს ან როგორ ირხეოდნენ ქარის გამოქროლებისას.
ნელ-ნელა, უფრო და უფრო, წინაზე ოდნავ მეტად ცივდებოდა თბილისი და ზამთრის გაყინულ აბდაუბდაში ეხვეოდა, რომლიდანაც გამოსავალს ყველა ვერ პოულობდა...

-რამდენი ხანია გიცნობ და ესე პირველად გხედავ. - უთხრა სიცილით ლუკამ, გოგონების სკოლის წინ რომ იყინებოდნენ. - მართლა გიყვარს?

-მიყვარს? - ოდნავ გაეცინა სანდროს და თვალები ცაას ააბყრო. გონებაში წარმოიდგინა როგორ უყურებდა ხოლმე ლილი დილაობით ცას და უნებურად გაეღიმა. - არა, ჯერ არა.

-აბა აქ რას აკეთებ? - წარბები შეკრა ნიკამ. სანდროს თვალები ცისთვის არ მოუშორებია, ისე უთხა, შეყვარებაზე ვმუშაობო.

სიცილი აუტყდათ ბიჭებს, მიუხედავად იმისა რომ იცოდნენ, სანდროზე მაგარს ლილი სავარაუდოდ ვერავის გადაეყრებოდა, იცოდნენ ორივეს ხასიათი და ხვდებოდნენ, რომ ოდნავ მაინც უნდა ჩარეულიყვნენ იმ პირადში, რომელიც დარწმუნებულები იყვნენ, მათი მიხედვის გარეშე, თავდაყირა დადგებდოა.

მეშვიდე გაკვეთილის ზარი რომ დაირეკა, ძლივს გამოლაგდნენ გოგონები კლასებიდან. სანდრომ მაშინვე იპოვა სასურველი და ღიმილით გახედა მის ქურთუკსა და მოკლე კაბაში გამოყობილ, თმაგაშლილ ფიგურას, რომელიც ხმამაღლა კისკისებდა, სანამ ის არ შეამჩნია. შემდეგ გოგონებს რაღაც გადაუჩურჩულა და ბიჭებისკენ გაახედა. როგორც იქნა, მიუახლოვდნენ.

-ღმერთო, გაუბერე? - ჰკითხა სანდრო მოახლოებისთანავე.

-გაგიმარჯოს, ჟოზეფ, მეც არამიშავს! - უთხრა წარბაწევით გოგონამ.

-ამ სიცივეში კაბას რომ იცვამ ადამიანი ის გაინტერესებს ვიღაც მოგიკითხავს თუ არა?

-დიახ, ეგ სულ მაინტერესებს. - თავი ჩახარა გოგომ.

-აბა, სად წავიდეთ? - გაიღრიჭა საბა.

-მე საფრანგეთში, თქვენ რა ვიცი. - ამოთქვა ლილიმ.

-სად? - წამოიძახა ლაშამ. - რა გინდა გოგო საფრანგეთში?

-დაიწყო ხო ისევ დედაშენმა? - თქვა გიორგიმ თავის გაქნევით.

-ჩამოვალ 3 დღეში კომაში არ ჩავარდეთ. - გაეცინა გოგონას. - გასტროლია.

-უჰ, დავწყნარდი. - გაეცინა ლუკას და გოგოს ხელი გადახვია. - ხო და სად მივდივართო, რა თქვით?

-მე ვთქვი, საფრანგეთში-თქო, თქვენ სადაც გინდთ. - თქვა გოგონამ.

-მერე ახლა მიდიხარ საფრანგეთში? - პირველად ამოიღო ხმა სანდრომ.

-არა, ღამით მაგრამ საქმეები მაქვს. - ისე უთხრა ლილიმ, მისთვის არც შეუხედავს.

-მოიცადე, გაბრაზდი? - წარბები შეკრა ბიჭმა და ოდნავ გვერდით გაიყვანა.

-არა, რაზე უნდა გავბრაზებულიყავი? - ჰკითხა გოგონამ და წარბებს ქვემოდან ამოხედა, თან კი ხელები გადაიჯვარედინა.

-იმაზე რომ გამარჯობა არ გითხარი. - თავი გადააქნია სანდრომ.

-ა, ჰო. მაგაზე? 2 წუთს მეწყინა, გამიარა. - გაეღიმა გოგონას. - არ ვარ ხასიათზე უბრალოდ.

-და რატომ?

-ხანდახან უფიქრდები და ხვდები რომ არაფერს არ აქვს აზრი და ცუდ ხასიათზე უაზროდ დგები, ამასაც არ აქვს აზრი მაგრამ.. დაივიწყე, ვერ გაიგებ. - კიდევ ერთხელ გაიღიმა ლილიმ და გოგონებს დაეწია.

***

იმ ღამით, ლუკასთან იყო სანდრო სხვა ბიჭებთან ერთად. ჯოკერს თამაშობდნენ და უაზროდ იცინოდნენ, სანდრო უნებურად იყო ცუდ ხასიათზე და არც უსმენდა სხვებს, თავისთვის იჯდა და უაზროდ უყურებდა ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას.

-წავედი აბა, მე. - თქვა და ისე გავიდა, არც მოუსმენია ბიჭების „საით, ტო?“-სა და „ხვალ გნახავთ“-სთვის.

გაუაზრებლად გაუარა მარჯანიშვილის მეტრო და ლილის კორპუსთან ისე მოულოდნელად აღმოჩნდა, თავის თავის გაუკვირდა. მეექვსე სართულის ფანჯრიდან სინათლე ჩანდა, ფარდა ნახევრად იყო გადაწეული და ხედავდა ოთახში მოსიარულე ფიგურის ჩრდილს. ნერვიულად დადიოდა ოთახში.

წარმოდგენა არ ჰქონდა იქ რას აკეთებდა, მაგრამ ისიც იცოდა, მანამ ვერ წავიდოდა, სანამ არ ნახავდა.

სამი სიგარეტი ჩაწვა, სანამ ლილი და სავარაუდოდ დედამისი, დაბლა ჩამოვიდნენ და მათ წინ ფარებანთებული მანქანა გაჩერდა. გოგონამ ის რომ შეამჩნია, სახე წამიერად შეეცვალა და დედამისს გადაუჩურჩულა, ორი წამი და მოვალო.

-რა გინდა სანდრო ახლა აქ? - ჰკითხა და ტუჩები მაგრად მოკუმა, თითქოს ღიმილის შეკავებას ცდილობდა.

-დამიჯერებ რომ არ ვიცი?

-კარგი... მაშინ მალე მონახე რამე მიზეზი, რომ ისეთ რაღაცეებზე არ ვიფიქრო, რაზე ფიქრიც კი მინდა, მაგრამ საჭირო არ არის და...

-პირველად მიდიხარ პარიზში? - უცებ მონახა გამოსავალი.

-ჰო.

-ცის ყურება რომ გიყვარს, მართალია, ხო? - ოდნავ გაეცინა ბიჭს.

-მართალია. - გაეღიმა ლილისაც.

-მზის ჩასვლა ნახე, როგორმე, საოცრებაა.

-ესეიგი ამისთვის მოხვედი? - წარბი აწია გოგონამ.

-არა, მაგრამ შენ გჭირდებოდა მიზეზი. - გაეცინა სანდროსაც.

-ლილი, დავაგვიანებთ! - დაიძახა გოგონას დედამ.

-წარმატებები. - გაუღიმა სანდრომ.

-მადლობა.

-ახლა წესით უნდა გადაგკოცნო. - თქვა უხერხულობის პიკში მყოფმა სანდრომ და ლილი რომ წამოიწია და თვითონ გადაკოცნა, სიცილი აუტყდა, უნებური.

-ჰო, ესეც წავა. ნახვამდის.

-ნახვამდის. - საბოლოოდ გაუღიმა ლილიმ, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და წამში გაუჩინარდა...

მანამდე იდგა სანდრო იქ, სანამ თავს ძალა არ დაატანა რომ წამოსულიყო. მისმა არსების რაღაც ნაწილმა იცოდა, რომ არ შეიძლებოდა იმ გოგოს სახლთან დგომა, რომელიც იქ მაინც არ იყო, მეორე ნაწილს კი ძალიან, ძალიან უნდოდა იქ მანამდე ყოფნა, სანამ ლილი არ დაბრუნდებოდა.

***

მეორე დღეს ბიჭებთან რომ მივიდა, გოგონებიც იქ იყვნენ. ლეპტოპი ედოთ წინ და ყველანი ეკრანს უყურებდნენ. ახლოს რომ მივიდა, დაინახა რასაც უყურებდნენ.

ლილი სავარჯიშო დარბაზის მაგვრად ადგილას იდგა, რამდენიმე გოგონას გარემოცვაში, საცეკვაო ტანსამელი ეცვა, ღია ცისფერი, თითქმის თეთრი, მოკლე კაბა და პუანტები. მუსიკას ტანს ოდნავ აყოლებდა და ხმამაღლა იცინოდა.

-უყურეთ, ცოცხალი ვარ, არ მომკლეს ფრანგებმა. - სანდრომ უნებურად გაიხედა ფანჯრისკენ, საიდანაც შენობებს შორის, ბუნდოვნად ჩანდა ეიფელი.

გაახსენდა პარიზში ყოფნისას როგორ დარწმუნდა რომ ეიფელის კოშკი ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანდა და იმ დროზე გაეღიმა. რეალობას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, როცა ბიჭებმა შენიშნეს და უთხრეს, მოდი, მოდიო.

-ჟოზეფ! - გაეცინა ლილის და ლეპტოპთან ჩაიმუხლა. - მართალი იყავი ცაზე, საოცრებაა.

-ჩასვლა ნახე? - გაიღრიჭა სანდრო და ლუკას და საბას შორის ჩაჯდა.

-არა, ამოსვლა. - გაეცინა გოგონას. - მაგრამ ჩასვლასაც ვნახავ დღეს, გპირდები.

-არა, ლილი ვიცით რომ შებყრობილია ამ ცის ფერებით, შენ რაღა დაგემართა ბიჭო? - წარბშეკრულმა ჰკითხა სალომემ.

-ლილი ვიდეო გადაიღე ძალიან გთხოვ და ანახე რაც დამემართა!

-აუცილებლად! - მტკიცედ თქვა გოგონამ, შემდეგ ორივეს გაეცინა.

***

ლილის ჩამოსვლის დღეს, ყველა აეროპორტში იყო, გოგონამ ისინი რომ დაინახა, ბედნიერი გამოეყო თავის დასს და სირბილით წამოვიდა მეგობრებისკენ.

სანდრომ თვალები დახუჭა და გაიბადრა, როდესაც ლილი მასაც გადაეხვია, წარმოუდგენლად სასიამოვნოდ გრძნობდა თავს, იმით რომ იცოდა, ამიერიდან ნებისმიერ დროს ნახავდა და არ დასჭირდებოდა სულ ლუკასთან სირბილი, რათა მისთვის სკაიპში მაინც მოეკრა თვალი.

მოგვიანებით, იმ დღეს გოგონა მაინც დაიმარტოხელა ლუკას სახლის აივანზე და ის ჰკითხა, რაც დიდი ხანი იყო აინტერესებდა.

ცაზე ლაპარაკს რომ იწყებდა, ლილის მოუსვენრად მოთამაშე თვალები ენთებოდა, ლოყები კი ოდნავ უწითლდებოდა. გააზრებულად თუ გაუაზრებლად, სულ იღიმოდა და წარმოუდგენლად, წარმოუდგენლად ბედნიერი და ლამაზი იყო იმ წამს სანდროსთვის.

-საოცარია, არანორმალურად ლამაზი, წარმოდგიდგენია? - გაეცინა გოგონას. - ნელ-ნელა რომ იცვლის ფერებს, ლურჯი მუქდება, შემდეგ მასში სტაფილოსფერი იდღაბნება, საიდანღაც წითლდება, მერე ათასი, ათასი ტონი ჩნდება და ეიფელი რომ ინთება... ღმერთო, ეს ისაა რისი ყურებაც მგონი არასდროს მომბეზრდება.

-ჰო, იმიტომ რომ ერთმანეთის მსგავსი არც ერთი მზის ჩასვლა არ არის. - გაეღიმა სანდროსაც, მოაჯირს მიეყრდნო და ლილის თვალებგაბრწყინებულ გამოსახულებას ირიბად გახედა.

-პარიზი, პარიზია, რაც არ უნდა ძალიან არ მოგწონდეს, მაინც მოგწონს. აი ნიუ-იორკი სულ სხვაა, იქიდანაც სულ სხვა ფერთა გამა აქვს მზის ჩასვლას. რაღაცნაირი, უფრო ხასხასა ფერებია. თუ ქალაქებს ფერებად წარმოიდგენ, პარიზი ოდნავ გადღაბნილი წითელია, ნიუ-იორკი კი...

-ლურჯი. - ერთხმად თქვეს და შემდეგ სიცილი აუტყდათ.

-იქაც ხარ ნამყოფი? - ჰკითხა ლილიმ და მის მოპირდაპირედ მიეყრდნო კედელს.

-ძალიან ბევგან ვარ ნამყოფი, ლილი. - ოდნავ სევდიანად გაიცინა სანდრომ, განათებულ თბილისს გახედა და თითქმის გაურკვევლად ამოიჩურჩულა: - ნეტავ კარგი მიზეზით ყოფილიყო...

-მე და შენ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი უნდა ვილაპარაკოთ! - დაასკვნა გოგონამ, მიუხედავად იმისა რომ თავადაც შენიშნა ბიჭის უეცარი გასევდიანება.

-კარგია რომ შენც მიხვდი! - წარბები აწია სანდრომაც.

***

დღეები უსწრაფესად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და დრო არანორმალურად სწრაფად გადიოდა, სანდროს კი, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ძალიან ენატრებოდა ძველი სახლი, მაინც უჩნდებოდა იმის შეგრძნება რომ თბილისში გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

სწორი იყო არა მხოლოდ მისი დის, არამედ მთელი ოჯახისთვის და ზოგადად, საკუთარი თავისთვისაც.

ალბათ სადღაც კიდევ რამდენიმე ადამიანის და ბალერინა გოგოსთვისაც, მაგრამ სანდრო ამაზე ფიქრზე დროს აღარ კარგავდა. მუდმივად ეღიმებოდა ლილის ათამაშებული თვალების დანახვისას.

თავისდაუნებურად ამჩნევდა მასზე რაღაცეებს. ერთი შეხედვით უბრალოდ უყურებდა, მაგრამ გოგოს ყველა მოძრაობას, თვალის თითოეულ დახამხამებას ამჩნევდა და მიუხედავად იმისა რომ ამისთვის დიდი დრო არ ჰქონდა, გრძნობდა, რომ ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომელიც ლილის უკვე ძალიან, ძალიან კარგად იცნობდა.
***
შაბათი შუა დღე იყო, შემოდგომის ცივი ქარი სხვადასხვა ფერებად აჭრელებულ ფოთლებს აქეთ-იქით ატრიალებდა და ყველას უცნაურ შეგრძნებას უქმნიდა, ზამთრის მოახლოება რაღაც კარგის, სასიამოვნოს დასასრულს ნიშნავდა, უნებური მარტოობით იმოსებოდა არემარე.

თაფლისფერთმიანი ბიჭი ბალეტის სკოლის წინ სცემდა ბოლთას, თან სიამოვნებდა ხმელი ფოთლების გაჭ....ტისას გაგონილი ხმა და უიმედოდ იყურებოდა შენობისკენ, რომლის კარიც, ვერაფრით გაიღო.

არადა ხომ იცოდა, რომ ვარჯიში 5-ზე უმთავრდებოდა! კიდევ ერთხელ გაიფიქრა, ლუკას კაცი არ უნდა ენოდოსო, როცა შენობიდან მომღიმარი ლილი რამდენიმე გოგონასთან ერთად, კულულების ქნევით გამოვიდა. ბიჭი რომ შენიშნა წამით შეეტყო გაკვირვება, შემდეგ გოგონებს რაღაც გადაუჩურჩულა, დაემშვიდობა და მისკენ წამოვიდა.

-სანდრო, არ უნდა მიკვირდეს, არა? - უთხრა წარბაწევით და ხელები გადაიჯვარედინა. რამდენიმე შეხვედრის წინ, ძლივს გადაწყვიტეს რომ ბიჭს ჟოზეფი კი არა, სანდრო ერქვა და ამის აღსანიშნავად, სანდრომ მოითხოვა, მისთვის სახელით მიემართათ. ლილი ამ მოთხოვნას პირნათლად ასრულებდა.

-მაინც უცნაურად ისმის სანდრო და არა ჟოზეფი! - გაეცინა ბიჭს. - და არა, რა თქმა უნდა, არ უნდა გიკვირდეს!

-რა გინდა აქ?

-სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ.

ლილის გაეცინა, ერთად დაუყვნენ ნარინჯისფერ ქუჩას.

-გახსოვს, რომ მითხარი, ერთხელ მოგიყვები ლილის ასე როგორ ვამბობო?

-მახსოვს, რა თქმა უნდა. ხომ გითხარი, ერთხელ-თქო. - ოდნავ გაეღიმა სანდროს.

-არ დადგა ეგ „ერთხელ“?

-ჯერ არა. წამოდი, ყავა დავლიოთ, კარგი?

-არ იცი რა გავაკეთოთ და მაგიტომ მეუბნები ხო? - თვალები მოჭუტა გოგონამ.

-მე იმიტომ მოვედი რომ შენთან მესაუბრა და მე შემიძლია აქაც ვიდრე 24 საათი და გესაუბრო, უბრალოდ ისევ საშინლად თხლად გაცვია და ქუჩაში დგომით გაიყინები.

-არ გავიყინები. - ხმაში სიცილი შეეპარა გოგონას.

-როგორ არა, შეხედე, - უთხრა და ფრთხილად მისწვდა მის გაყინულ ხელს. - სულ გაყინულხარ. წავედით სადმე, დროზე! - უთხრა და ოდნავ უფრო მოუჭირა გოგონას ხელს, თავისი. იგრძნო როგორ დაიმუხტა და ოდნავ დააჟრიალა სიამოვნებისგან.

პირველივე შემხვედრ კაფეში შევიდნენ და ყავა შეუკვეთეს.

-ლილი, როგორი სიყვარულის გჯერა? - ჰკითხა კარგა ხნიანი დუმილის შემდეგ სანდრომ. გოგონამ წარბები ჩვეულად შეკრა, შემდეგ კი ბიჭის მომღიმარი სახის დანახვისას, ოდნავ მოეშვა და სახეზე ოდნავ მუქი ტონის წითელი დაედო.

-კითხვას ვერ მივხვდი-თქო, რომ გითხრა, არ დამიჯერებ, არა?

-არა, რა თქმა უნდა. - წარბები აწია სანდრომ.

-როგორის და... - ჩაფიქრდა გოგონა, დიდი თვალები გარემოს წამში მოატარა და შემდეგ უჩვეულოდ ხმადაბლა თქვა. - ახსნას რომ ვერ უძებნი, ისეთის.

-და ეგ როგორია? - გაეცინა ბიჭს.
-ფაქტიურად იგივენაირის, რომ ვიბადებით და მაინც უნდა მოვკვდეთ. რომ ვერ ხსნი რატომ აკეთებ იმას, რაც დამთავრებდება, რაც სამუდამო არ იქნება, მაგრამ მაინც გიყვარს. ვერ გაიგებ ალბათ, არც მე მესმის, უბრალოდ ასე ყველაზე მაგარი მგონია. რომ ვერ ძებნი...
-რაიმე კონკრეტულ მიზეზს, მაგრამ არ შეგიძლია შეჩერდე, არა? - თვალებში სინათლე ჩაუდგა სანდროსაც.

-ჰო, ვერ ჩერდები. - ამოიბურტყუნა გოგონამ და სახე მაღალყელიან მაისურში ჩამალა...

***
-რა უცნაურად იცვლება, არა დრო? - ჰკითხა ლილიმ ერთხელ, ლუკასგან რომ მოდიოდნენ.
-რაზე ამბობ? - დაიბნა სანდრო.
-აი იმაზე, რომ ასე მგონია გუშინ დაგინახე სალომეს სახლთან, ჩემს სახელს რომ გაჰკიოდი გიჟივით. დღეს კი უბრალოდ რაღაცეების წარმოდგენა ისე არ შემიძლია, როგორც მანამდე იყო.
-ნეტავ არ მესმოდეს. - ავად ჩაიცინა ბიჭმა...
***
ახალი წელი ახლოვდებოდა, ლილის რომ მოუწია კონკურსზე წასვლა, მოსკოვში. გაგიჟდნენ ბავშვები, ახალი წელია, რამე უბრალო დღე ხომ არა, სულ დადიხარ მაგ კონკურსებზე, ერთხელ რომ წახვიდე არაფერი მოგივაო. ლილი ყველა არსებული საშუალებით ცდილობდა მათვის აეხსნა, რომ ეს მის კარიერაზე ძალიან დიდ როლს ითამაშებდა და სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა. შემდეგ ბაშვები ისევ რომ თქვეს, ბალეტი ჩვენზე მეტად გიყვარსო, ლილი აცრემლებული თვალებით გამოვარდა სახლიდან.
წამიერად მიჰყვა სანდრო და ქუჩის ბოლოსკენ, ძლივს წამოეწია.
-რა გინდა სანდრო? - ჰკითხა და ქვემოდან ამოხედა. - მიდი, მხოლოდ შენ არ გითქვამს არაფერი. - სანდრომ ქუთუთოები ერთმანეთს დააჭირა, შემდეგ კი ხელები გოგონას მხრებზე დააწყო.
-შეწყვიტე ტირილი. - ლილიმ წარბები შეკრა, შემდეგ კი მოეშვა და თვალები დახარა.
-რა აზრი აქვს? - უნებურად გადმოუვარდა ერთი ცრემლი.
სანდრომ მზერა აარიდა.
-ვერ გიყურებ, არ შემიძლია. - თავი გააქნია ბიჭმა.
-არ მესმის შენი.
-მე მესმის შენი. - უთხრა სანდრომ. - მესმის რატომ მიდიხარ.
-ჩემი თავის მე არ მესმის, სანდრო. - ღიმილით ჩახარა ლილიმ თავი.
-ცუდი დრო რომ დაემთხვა, შენი ბრალი არაა.
-შემიძლია არ წავიდე. - სიმწარის ღიმილით ახედა ლილიმ. - შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მომავალზე, ან მომავლის რაღაც მინიმალურ ნაწილზე და ახალი წელი მეგობრებთან ერთად გავატარო... - გოგონას სიტყვებს ხანგრძილივი დუმილი მოყვა.
შემდეგ ხმა ისევ თვითონ ამოიღო.
-გქონია ისეთი შეგრძნება რომ შეცდომას უშვებ, მაგრამ გრძნობ რომ გამოსწორების თავი არ გაქვს? - სანდრომ წამიერად ამოიხედა და თავი დაუქნია.
-პრობლემა ყველაში რომ ვეძიოთ, ლილი, თავზე დაგვათენდება. - თქვა ბოლოს. - წამო, გაგაცილებ. წადი და მაგრად იცეკვე, გაუხარდებათ მერე. თავიდან არა, მაგრამ შეეჩვევიან, მიხვდებიან, გაიაზრებენ. სადღაც მტყუანს მაინც დაგტოვებენ, მაგრამ შეგირიგდებიან. - ლილიმ ჩახრილი თავი წამოწია და ძლივს შესამჩნევი ღიმილი და ანთებული თვალები ბიჭს გაუშტერა.
-რატომ არ გაბრაზდი სანდრო?
-მოდი უბრალოდ ვთვათ, რომ ახალ წელს ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანსაც მოუწია სახლიდან წასვლა. წავედით ახლა?
-წავედით, წავედით... - თქვა გოგონამ და ბიჭს ფეხი აუწყო.
***
ხანდახან ნამდვილად ფიქრობდა რომ ის სამყარო, რომელშიც ცხოვრობდა და რომელის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რეალური არანაირად არ იყო. შემდეგ ისიც ახსენდებოდა, მის ამ თითქოს იდეალურ სამყაროში, რამდენი შავი ხვრელი და დიდი პრობლემა იყო და აქაობას უბრუნდებოდა.
ცხოვრება ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის არასრულფასოვანი იყო, მიუხედავად იდეალური მონაკვეთებისა, კარგად აწყობილი წინადადებისა და იდეალურად შედგენილი გრაფიკებისა.
მიუხედავად ყველა ფრისა, თბილისის ცაზე, მზის ჩასვლისას.
ყველაფრისა...
ახალი წელი მალე გადაივიწყეს, ლილი პირველ იანვარს უკვე თბილისში იყო, თავს დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ის დაძაბულობა, რომელიც მასსა და მეგობრებს შორის გაჩნდა, სწრაფად გაეფანტა.
ღიმილით გაჰყურებდა სანდრო, ლილის მოძრავ ფიგურას, ლუკას მისაღებში, დივანზე გადაწოლილი, გალეშილი ბავშვების წინაშე, არეულად რომ უწყობდა ნაბიჯებს ერთმანეთს და ულოგიკოდ ეღიმებოდა, ტელეფონზე რომ დაურეკეს.
შემდეგ წამში აირია ყველაფერი, ის მინაკადრული სამყარო, რომელშიც თავი ბოლო დროს გამოიმწყვდია, თავზე დაემხო და რეალობის პირისპირ, გაშეშებული აღმოჩნდა.
"სადაა? რესპუბლიკურში? მოვდივარ დედა, ნუ ნერვიულობ." - უძახოდა ტელეფონს და აკანკალებული ხელებით, ქურთუკის მოხურვას ცდილობდა.
-ყველაფერი კარგადაა სანდრო? - ჰკითხა ელენემ.
-ისევ ისაა, ჰო? - გოგონას ხმა დარჩდილა საბამ და უცებ წამოდგა ფეხზე.
-ჰო... ცუდადაა. - ამოთქვა ბიჭმა, წამით მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს, არეულად მოავლო თვალი ოთახს. გოგონების ანერვიულებულ, პირდაღებულ სახეებსა და ბიჭების მოკუმულ ტუჩებს. შემდეგ კარგად დააკვირდა ლილის, რომელიც შუა ოთახში, ხელებდაშვებული იდგა და ქვედა ტუჩს ნერვიულად იკვნეტდა.
-წადი და წამოვალთ. - მაშინვე თქვა ლუკამ. თვითონ უცებ გავარდა სახლიდან და საავადმყოფოსკენ წავიდა. ისევ ყველაზე უარესის მოლოდინში.
თავიდან...
თავიდან...
თავიდან...
თვალწინ წარმოუდგა ფაქტიურად საავადმყოფოში გატარებული ბავშვობა და გული მოეწურა ფერმიხდილი გოგონას ლურჯად მოლაპლაპე თვალების გახსენებაზე. ათასი, მილიარდი ალტერნატიული რეალობა წარმოიდგინა, სადაც ის კი არა, თავად იყო ავად და მას კი არა, თვითონ უწევდა იმ საშინელების გადალახვა, რომელსაც პატარა გოგონა დიდი ხანი იყო იტანდა.
"კიდევ ერთხელ... თავიდან... გავუძლებთ, გავუძლებთ, გავუძლებთ." - უმეორებდა საკუთარ თავს.
სანამ საავადმყოფომდე მივიდა, გულისცემა სრულიად გაუქრა. მესამე სართულის დერეფანში აცრემლებულ თვალებიანი დედა და კედელზე უიმედოდ თავმიდებული ბებია რომ დაინახა, წამით ეგონა სამყარო გასკდებოდა და მასაც და მის საშინელ, ავადმყოფობით მოცულ ისტორიასაც შიგნით ჩაიტანდა, მაგრამ დედამისი მისკენ სირბილით წამოვიდა, ხელები მოხვია და სლუკუნით უთხრა:
-კიდევ ერთი შეტევა დაემართა... ცუდადაა ძალიან, რეანიმაცია ჩაუტარეს... სანდრო, აღარ ვიცი როგორ გამოვძვრებით, დე, ახლა აღარ ვიცი... - სანდრო გაშეშებული უყურებდა მასზე დაბალი დედის აცრემლებულ ფიგურას და გული უფრო და უფრო ეწურებოდა.
ვერაფერი თქვა, სიცოცხლის ნიშანწყალი თითქოს სრულიად დაკარგა. ამასაც გავუძლებთო, მაინც ფიქრობდა მაგრამ საკუთარი სიტყვების უკვე თვითონაც აღარ სჯეროდა.
ცოტა ხანში ექიმი გამოვიდა, ლიზა ხუციშვილის ახლობლები რომლები ხართო, იკითხა და უცებ ძალა მომატებული სანდრო პირდაპირ მისკენ გაიწია.
-მდგომარეობა სტაბილურია, პალატაში გადავიყვანთ, მალე გაიღვიძებს.
-მოიცადეთ, ისევ ვერ გაიგეთ შეტევა რამ გამოიწვია? - იკითხა უხეშად.
-ის გავიგეთ რომ ყოველი შეტევის შედეგად გული უსუსტდება, ძალიან ვწუხვარ... - ამოთქვა წაბლისფერთმიანმა ქალმა.
-წუხხართ?! - ხმას უნებურად აუწია სანდრომ. - წუხხართ?! ექიმები რისთვის ხართ? იმისთვის რომ ადამიანი განკურნოთ და არა იმისთვის რომ პაციენტების ოჯახებს ბოდიშები უხადოთ!
-უკაცრავად ექიმო! - უცებ ჩადგა მათ შორის ლუკა და სანდრო გვერდით გაიყვანა. - შენ საერთოდ ჯანმრთელად ხარ?
-კი, ლუკა, სამწუხაროდ მე ვარ ჯანმრთელად და ჩემი პატარა და არა! - თქვა ჩამწყდარი ხმით. უნებურად აერია თავში ყველაფერი. ძალიან იყო დაღლილი ექიმებით, საავადმყოფოებით, ტყუილი იმედებით, უშედეგო გამოკვლევებით... გამუდმებით ლიზას ცრემლიანი თვალების ყურებით...
-გამოძვრება რა, რამენაირად... ამდენს გაუძლო, კიდევ გაუძლებს. - ეჩურჩულებოდა ლუკა და ხელებს მხრებზე მაგრად უჭერდა. - ხო იცი, შენზე ძალიან არავინ უყვარს, შენ რო გნახოს გატეხილი, მერე თვითონაც გატყდება.. - თავჩახრილი ისმენდა სანდრო და ძალიან ცდილობდა გაეაზრებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. უაზროდ მიესვენა მოსაცდელში სკამს. აზრზე რომ მოვიდა და გარშემო ბიჭები დაინახა, მხოლოდ მაშინღა იკითხა.
-სხვებიც აქ არიან?
-ლილი არ არის. - უთხრა ლაშამ. - თავი გაიგიჟა, მაგრამ ხო იცი ადრეა წასასვლელი ვარჯიშზე და..
-ვიცი, ვიცი, კარგია. - უთხრა და გაუღიმა, გულში კი მიუხედავად ამ საგიჟეთისა, ლილისთვის თვალის მოკვრას, მაინც ნატრობდა...
***
გოგონა რამდენიმე საათში უკვე პალატაში იყო, სანდრო კი მის გვერდით-სავარძელში. ექიმებმა უთხრეს, მთელი ღამე ეძინება, არ არის საჭირო დარჩენაო, მაგრამ მას წასვლა ვერაფრით აიძულეს.
უკვე ჩაძინებას იწყებდა, ტელეფონის მესიჯმა რომ გამოაფხიზლა. ეკრანზე ნაცნობი სახელის დანახვისთანავე გახსნა შეტყობინება და ტექსტი ღიმილით გადაიკითხა.
"ჟოზეფ, ყველაფერი კარგადაა?"
"იმაზე ცუდად არა, ვიდრე ადრე იყო :D" - მიწერა უცებ და ძალიან სასიამოვნოდ მოეჩვენა არსებული სიტუაცია.
ლილის ღამის სამ საათზე ვახსოვარო, კმაყოფილმა შეუთვალა საკუთარ თავს და შემდეგ შეტყობინებას ჩახედა.
"კიდევ კარგი. რომ დაგირეკეს ისე გახდი, ძალიან შემეშინდა."
სანდროს კიდევ ერთმა სიამოვნების ტალღამ დაარტყა, სავარძელში უკეთ მოიკუნტა და თავი რბილ მატერიას დააყრდნო.
"ლილიან, რატომ გღვიძავს ამ დროს?"
"რადგან იცი რომ ლილიანი მქვია, ყოველ წამს კი არ უნდა დამიძახო :D"
"თუ გგონია კითხვას თავი აარიდე, ცდები! ;)"
თვალები დახუჭა და ლილის აწითლებული ლოყები და აწეული წარბები წარმოიდგინა მესიჯის წაკითვისას. მიხვდა, რომ გამოიჭირა და მომავალმა პასუხმა, კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მიანიჭა.
"რა ვქნა რამე მოვიფიქრო, სანამ რაღაცეებზე იფიქრებ?"
"ერთ საიდუმლოს გეტყვი და შენით გადაწყვიტე, კარგი?"
"კარგი."
"Nights were mainly made for saying things that you can't say tomorrow days." - ღიღინით მისწერა სიმღერის ტექსტი და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.
"მეც მომწონს არქტიკული მაიმუნები *-*"
ბიჭს ისევ გაეცინა, როგორ არიდებს აღიარებას თავსო და ახალი მესიჯის მიწერას აპირებდა, რომ მოუვიდა:
"ვნერვიულობდი."
სანდრომ სახე გაბადრა.
"მადლობა, რომ მითხარი. დაიძინე, გვიანია."
"შენ არ დაიძინებ, არა?"
"არა. :D"
"ხვალამდე."
"ძილინებისა... <3 "
თვალები დახუჭა და ისევ წარმოიდგინა ლილის რეაქცია მესიჯის წაკითვის დროს. ჩაბნელებულ ოთახში მწოლიარე აწეწილ თმიანი, საწოლში მოკუნტული გოგონა, რომელსაც ხელში ტელეფონი უჭირავს, კითხულობს და რამდენიმე წამს გულის "სმაილს" უყურებს, შემდეგ ოდნავ ეღიმება, საკუთარ თავს ფიქრის უფლებას არ აძლევს, მაგრამ ჯადოქრობებითა და ზღაპრებით სავსე სამყარო იზიდავს და უნებურად, გაუზრებლად ეფიქრება უამრავ რამეზე, უამრავ კარგ რამეზე, რომელთაგან თითოეული ბედნიერებას ანიჭებს, რადგან თითოეული მათგანი უკავშირდება ოდნავ მას, ოდნავ კი სანდროს და შემდეგ ზოზინით, ნელი ნაბიჯით, გაბადრული მიუყვება გზას სიზმრებისკენ...
წარმოდგენა უფრო დიდ კომფორტს ანიჭებს სანდროს და მისთვის ზედმეტად პატარა სარწეველა სკამზეც კი კარგად გრძნობს თავს, საავადმყოფოს ფარდაგაწეული ფანჯრიდან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებს და სადღაც, ხუთი, ათი, ოცი წლის შემდეგ, სჯერა, რომ იდეალურ სამყაროს ნაწილი ოდესმე თავადაც გახდება.
***
მომავალი რამდენიმე დღე ძალიან რთული იყო სანდროს მთელი ოჯახისთვის. ლიზა ჩვეულებვრივზე სუსტად იყო და ეს ყველა მათგანს უდიდეს ტკივილს ანიჭებდა.
მომხდარის მეორე დღეს, ბედობას, ისევ მხოლოდ სანდრო იყო ახლახან ჩაძინებულ დასთან პალატაში. უძილობისგან ჩაშავებულ თვალებს აქეთ-იქით უაზროდ აცეცებდა და თითებს სავარზლის საყრდენებზე ათამაშებდა. კარზე კაკუნი რომ გაიგონა, მექანიკურად თქვა, შემოდითო.
-შეიძლება არაა ყველაზე ხელსაყრელი დრო მაგრამ.. - თქვა გოგონას დაბალმა, ნაცნობმა ხმამ და სანდრომ ღიმილით მიიხედა კართან მდგომი, ყვავილებმომარჯვებული ლილისკენ.
-მოდი. - უთხრა და ყვავილების გამოსართმევად წამოიწია.
-ბავშვები ადრე იყვნენ, მაგრამ ხომ იცი, ვარჯიში...
-მესმის, ლილი. - გაუღიმა და ყვავილები ლარნაკში ჩააწყო. - დაჯექი.
გოგონა უხერხულად ჩამოჯდა დივანზე.
-ერთადერთი, რაც არ მესმის, ისაა ასეთი არაადამიანური რეჟიმით როგორ ცხოვრობ. - კიდევ ერთხელ გაიღიმა სანდრომ და მის გვერდით ჩამოჯდა.
გოგომ მხრები აიჩეჩა და მზერა საწოლს გაუსწორა.
-ძალიან გგავს.
-მგონი ერთადერთი, რითიც არ მგავს, თვალები და დაავადებაა. - უხერხულად გაეცინა სანდროს.
-სანდრო არ ხარ ვალდებული ამაზე ილაპარაკო...
-მინდა, ლილი. - უთხრა და არეულ, სევდიან შოკოლადისფერ თვალებში ჩახედა. - 6 წლის იყო გულის შეტევა რომ დაემართა, მე - 11-ის. კარგად მახსოვს, ზუსტად ახალი წლის დღეები იყო, ერთ წამს რაღაცაზე ძალიან ხმამაღლა კისკისებდა, მეორე წამს კი გულზე ჰქონდა ხელი მიჭერილი და კედელს ეყრდნობოდა წონასწორობის შესანარჩუნებლად. მაშინვე გააქანეს საავადმყოფოში, ვერავინ იჯერებდა, რომ ლიზას დაავადება უბრალოდ არ არსებობდა. არსად არ იყო, წარმოდგენია? არც ერთ კვლევაში, არც-ერთ დოკუმენტში. მსოფლიოში ათობით ადამიანს თუ ჰქონია და ისინიც ისე მალე გარდაცვლილან, წამალი არავის უძებნია. - სანდროს საკუთარი თავის უკვირდა, ეს ისტორია აქამდე არავისთვის მოეყოლა მაგრამ გრძნობდა, რომ ყალბი ღიმილისა და თავის შეიმედების მიღმა გაჩენილი ღრმა შავი უფსკრულის ამოვსება იყო საჭირო და ლილიზე უკეთეს ვარიანტს ვერც კი ინატრებდა. - გაინტერესებდა რატომ ვმოგზაურობდი ამდენს. ლონდონი, ნიუ-იორკი, ბერლინი, პარიზი, ვაშინგტონი, ტოკიო და კიდევ ღმერთმა იცის, რამდენი არ მახსენდება.
-მაგიტომ ვერ ნახულობდი ბიჭებს ამდენ ხანს? - იკითხა ლილიმ.
-ჰო. ნახევარი მსოფლიო შემოვიარე რამის და დაავადების განკურნების საშუალება არ არსებობს. გამაყუჩებლებით და კონსულტაციებით, ფაქტიურად საავადმყოფოში ცხოვრებით 9 წელი გავქაჩეთ, მაგრამ ახლა... ახლა აღარ ვიცი, ლილი. არ აქვს აზრი აქ ვიქნებით, ტოკიოში თუ პარიზში, იმიტომ რომ სადაც გავიხედავ, ყველგან საკუთარი თავის უმაქნისობას ვიგრძნობ, რადგან ჩემს პატარა დას ვერაფრით ვეხმარები.
-დარწმუნებული ვარ რომ მისთვის საუკეთესო ძმა ხარ. - გაუღიმა ლილიმ და ხელი ფრთხილად გადახვია.
-საკუთარ თავს ვუმეორებ ყველაფერი კარგად იქნება-თქო, მაგრამ რა იქნება კარგად, აღარც ვიცი უკვე... - ლილიმ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, როდესაც პალატის კარი გაიღო და ორივე გამხდარი, საშუალო ასაკის ქალისკენ მიბრუნდნენ.
-უი, სან, მეგონა მარტო იყავი. - თქვა ქალმა და გასასველელად გაბრუნდა, სანდროს ხმამ რომ შეაჩერა.
-იყავი დედა, გაიცანი, ეს ლილია. - ბიჭმა ქალს ოდნავ აწითლებული, მომღიმარი გოგონა წარუდგინა. გოგონამ ქალის გამოწვდილ ხელს, მაშინვე მიაგება თავისი.
-სასიამოვნოა, ლილი, როგორც იქნა! ძალიან ბევრი მსმენია. - ოდნავ გაეღიმა და შემდეგ ისევ სანდროს გადახედა. - სან, ორი წუთი გარეთ მოიცდი?
-ჰო, რა თქმა უნდა. - თქვა წარბშეკრულმა სანდრომ და ზურკს უკან კარი მიხურა.
-შვილო, თქვენ ურთიერთობას თქვენ ვერ არკვევთ, მე როგორ გავარკვიო მაგრამ თუ ვინმეს დაუჯერებს ახლა, შენ ხარ. წაიყვანე სახლში გეხვეწები, არ უძინია ორი ღამეა. - მიუხედავად დახურული კარისა, მაინც თავისუფლად გაიგონა სანდრომ დედამისის სიტყვები და რამის შებრუნდა და უთხრა, ტანკით ვერ გამიყვან აქედანო, ლილის ხმაც რომ გაიგონა.
-რა თქმა უნდა, აუცილებლად. - შემდეგ კიდევ გაიგო რამდენიმე სიტყვა, "ძალიან ვწუხვარ" და "იმედია მალე გამოჯანმრთელდება", ან რაიმე ასეთი. რომ გამოვიდა, არც დააცადა რამის თქმა, ისე აჯახა.
-ლილი არსად არ მივდივარ.
-გეგონოს! - წარბი აწია გოგონამ და მხარში ხელი ჩაავლო.
-კარგი რა, ჩემი ხელით გათრევას აპირებ? ისეთი გამხდარი ხარ საკუთარ ტანს რომ ათრევ ეგ მიკვირს.
-ნუ მესწერვები გეხვეწები. - თვალები გადაატრიალა ლილიმ. - წამოდი, თორემ დედას ვფიცავარ აქ ვიდგები მთელი ღამე.
-ლილი ვერ დავტოვებ! - დამარცვლით უთხრა ბიჭმა. გოგონამ თავი ისევ გააქნია, შემდეგ კი ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, ბიჭის ხელი თავისაში მოიქცია და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით უთხრა:
-გთხოვ, უნდა დაისვენო. რამდენიმე საათი, ჩემით გაგაღვიძებ გპირდები.
სანდრო თვალებში უყურებდა გრძნობდა გოგოს ნათქვამი სიტყვების უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც ისეთ საშინელ სიამოვნებას ანიჭებდა, ყველაზე საშინელ დროშიც კი თავს კარგად გრძნობდა. თავი დაუქნია, მხოლოდ რამდენიმე საათითო და სახლში გაყვა.
-მართლა დარჩები? - ჰკითხა სახლში რომ შევიდნენ.
-კი. - ოდნავ გაეღიმა ლილის.
ბიჭი საძინებლისკენ წავიდა და სადა, მუქი ლურჯ ოთახში გოგონას შეუძღვა.
-9-ზე გამაღვიძე, კარგი?
-სანდრო 4 საათიანი ძილი ვის ყოფნის? - წარბები შეკრა გოგონამ.
-უფრო გვიან სახლში ვერ დაგაბრუნებ, თან ლიზამ რომ გაიღვიძოს...
-ჩემი სახლში წასვლა პრობლემა არ არის, ლიზამ რომ გაიღვიძოს, დედაშენი იქაა. დაწექი. - სანდრომ გოგონას მბრძანებლურ ტონს ყურადღება არ მიაქცია, საბანი გადაწია და შიგნით შეწვა.
-10-ის ნახევარზე მაშინ, კარგი? - უთხრა და მისკენ შემობრუნდა.
-10-ზე ადრე არ გაგაღვიძებ, რომ მომკლა.
-და შენ რა უნდა გააკეთო?
-რა-ვი, აქ ვიქნები. - უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა..
-მელაპარაკე, კარგი? - ამოთქვა სანდრომ და საბანში კარგად გაეხვა.
-კარგი მაგრამ სცადე დაიძინო. - გაუღიმა გოგონამ, საწოლის კიდეს მიეყრდნო და ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად, რითმულად დაიწყო ბიჭის თმასთან თამაში...
***
დღეები ისევ ჩვეულად მიჰყვა დღეებს.
იმდენად სწრაფად, რომ დროის გასააზრებლად უნდა გაჩერებულიყავი და კალენდარს გაშტერებული მიჩერებოდი, ხომ არ მეჩვენება, მართლაც ამდენი დრო როგორ გავიდაო.
სანდორთვის დრო რამდენიმე წამით უფრო სწრაფად გავიდა, ვიდრე სხვებისთვის.
ლიზას ავადმყოფობას უამრავი მოსაგვარებელი საქმე და უნივერსიტეტის ახალი სემესტრი მოჰყვა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად, ერთ დიდ ადგილს იკავებდა სანდროს მოუცლელობის თაროზე და ისიც თავიდან ფეხებამდე იყო გადაშვებული მასში.
ზამთრის სუსხი ნელ-ნელა უკან იწევდა და გზას გაზაფხულის იმ სასიამოვნო სურნელს უთმობდა, რომელიც ჯერ რთული შესამჩნევი, მაგრამ მაინც მონატრებული და არანორმალურად სასიამოვნო იყო.
დრო არავის არ უტოვდა არსად წასასვლელ ადგილს...
"ხომ გითხარი, კი-თქო რა გჭირს? :D" - ეკრანი განათდა თუ არა მესიჯი გადაიკითხა და სასიამოვნოდ გაახსენდა, როგორ არ გააღვიძა ლილიმ საღამოს ათ საათზე, მეტიც, რომ გაიღვიძა, შესანიშნავად მოჩანდა ფანჯრებიდან ცის მოთეთრო სიცისფრე, რომელიც არანაირად არ ახასიათებდა ღამეს. სანამ ძალიან გაბრაზებას მოასწრებდა, გოგონას დატოვებული ბარათი იპოვა და წარბშეკრულმა გახსნა. "სანამ მომკლავ, ისედაც უნდა მიმხვდარიყავი რომ ასე ადრე არ გაგაღვიძებდი, შენით ვერ მოიფიქრებდი რომ ძილი გჭირდებოდა, ჰო და მე მომიხდა. ბალეტის მერე გნახავ - ლილი."
მიუხედავად იმისა რომ ამის აღიარება ძალიან არ უნდოდა, გოგონა მართალი იყო და მალევე მოლბა, მაგრამ შანსს არ უშვებდა ხელიდან მისთვის "გმირობა" შეეხსენებინა და ოდნავ ნერვებიც მოეშალა.
"რა მჭირს და მახსოვს ბოლოს რომ გენდე რა მომივიდა. :D" - მიწერა და ლექტორს ინტერესით სავსე მზერა მიაბყრო, მიუხედავად იმისა რომ იმ წამს არანაირად არ იყო ლექციაზე.
"ნუ გადამაყოლე, გეხვეწები. ბალეტის მერე მოხვალ?"
"ჰო. 6-ზე ამთავრებ არა?"
"ჩემზე კარგად იცი ჩემი განრიგი :D"
"კარგი უნდა წავიდე ლილი, გნახავ."
ბოლო დროს სულ იმაზე ფიქრობდა რომ ლილის მისი სახელის შესახებ მოყოლაზე დაპირდა, ეს დაპირება კი ვერა და ვერ აასრულა. ახლა კი იდეალური შანსი ეძლეოდა, გაზაფხულის პირველი დღე ყველასთვის უცნაურად სასიამოვნო გრძნობებს აღვივებდა.
ლექციიდან რომ გამოვიდა სხვა აუდიტორიიდან გამომავალი საბა დაინახა და ხელი სიცილით დაუქნია. მიუხედავად იმისა რომ ბიჭებთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაინც ძალიან უხაროდა რომ ექვს წლიანმა გადაკარგვამ მათ ურთიერთობას დიდი ვერაფერი დააკლო და ყველაფერთან ერთად, მისი მეგობრების სიას სალომე, ელენე, ანა და ლილიც დაემატნენ, ეს უკანასკნელი კი მისთვის არანაირად, არანაირად არ წარმოადგენდა მეგობარს.
ზუსტად ექვს საათზე იდგა "ბალეტის სკოლის" წინ. გაუკვირდა ამჯერად რომ არ ალოდინა ლილიმ და დროზე გამოჩნდა. კულულების ქნევითა და უნებური სიცილით მიუახლოვდა და გადაკოცნა.
-ახლა რას იტყვი, შეიძლება ჩემი ნდობა? - ჰკიტხა წარბაწევით. სანდროს სახეზე ღიმილი გადაეფინა და მხიარულად უთხრა:
-სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მის. - შემდეგ ხელი სასაცილოდ აიქნია და ლილის გაუყარა. ერთად დაუყვნენ ქუჩას.
-სად მივდივართ?
-ჩემთან, რაღაც უნდა გაჩვენო.
ეზოში რომ შევიდნენ, ლურჯად აციმციმებული იების დანახვაზე, ლილის გაოცების შეძახილი აღმოხდა.
-ღმერთო, უკვე აყვავდნენ იები?
-ლილი სასწაულებს ახდენს. - გაეცინა სანდროს და მხრით კარის ჩარჩოს მიეყუდა.
-რა..? - წარბშეკრულმა გამოხედა გოგონამ.
-ბებიაჩემსაც ლილი ქვია, ლილი. - გაიღრიჭა სანდრო. - შემოდი გაიყინები. - უთხრა და კარებს მოშორდა, გოგონას შესვლა რომ შესძლებოდა.
-რა მაგარია, ამიტომ ამბობ ხოლმე ჩემს სახელს ასე საოცრად? - გაუღიმა გოგონამ.
-კი და არა. - გაეცინა სანდროს. - ყავას დალევ? - გოგონამ თავი დაუქნია და იქვე, სავარძელზე ჩამოჯდა.
-ლიზა აქ არ არის?
-არა ბათუმში წავიდნენ. ლიზას იქ ყოფნა უფრო მოსწონს, თან მკურნალობის იქიდან გაგრძელებაც შეუძლიათ. მგონი ჩემი და მოგეწონა, არა?
-ძალიან საყვარელია და ძალიან გგავს. - გაეღიმა ლილის.
-ახლახანს "ნამიოკით" მანიშნე რომ საყვარელი ვარ. - ჩაეღიმა სანდროს. - მშვენიერია, მადლობა ლილი.
-მე ეგ არ მითქვამს! - გააპროტესტა გოგონამ.
-კარგი არ უარყო, ვიცი რომ ეგრე ფიქრობ. ზოგადად არასდროს მომწონდა ადამიანებს ერთმანეთთან საუბარში რაიმე კომპლექსი რომ ექმნებოდათ, ჰო და აი, მე შემიძლია ვაღიარო რომ ძალიან ლამაზი ხარ, მერე რა თუ ფიქრობ რომ საყვარელი ვარ. მართალი ვარ? - ლილის სიცილი აუტყდა, შემდეგ რომ მიხვდა რომ სანდრო არ აყვა, გაჩერდა და უთხრა, კარგი, კარგი, მართალი ხარო.
-ნახე, - უთხრა ბიჭმა და დიდი, ცისფერი წიგნი აჩვენა. ზედ ზღაპრები, მითები და ლეგენდები ეწერა.
-ეს რა არის? - წარბები შეკრა გოგონამ და სქელ ყდას ხელი ფრთხილად გადაუსვა. წიგნი ძალიან ძველი ჩანდა, მაგრამ საკმაოდ კარგად იყო მოვლილი.
-ეს წიგნი ჩემი გვარის უდიდესი რელიქვიაა. - ღიმილით დაიწყო სანდრომ. - ჩემმა დიდმა, დიდმა ბაბუამ შექმნა. ნახე, - წიგნი გადაშალა და გოგონას უამრავი, ულამაზესი ნახატი დაანახა. - თავის ხელით მოხატა. ლილი, შენი სახელის მნიშნველობა იცი?
-ადრე ვეძებდი, მხოლოდ ის ვიცი რომ ყვავილის სახელია.
-ლილი ანუ ლილიანი, ლათინური სახელია და რაღაც წმინდას, ძალიან ლამაზს ნიშნავს. - ლილი გაოცებული უსმენდა დივანზე მოკალათებულ, გაღიმებულ სანდროს, რომელსაც აშკარად ძალიან სიამოვნებდა ამ ამბის მოყოლა.
-შენს სახელთან დაკავშირებით ათასი ლეგენდა დადის, ერთ-ერთი და ვფიქრობ ყველაზე რეალურიც, ხუციშვილებთანაა კავშირი, ეს მე ვარ. - გაეცინა. - ჩემი ოჯახის წევრები უძველესი დროიდან მოგზაურობენ, დაავადება რომელიც ლიზას სჭირს გენეტიკურია და ოჯახში მყოფი ბავშვებიდან ერთ-ერთს მაინც აღმოაჩნდება ხოლმე. წამლისა თუ განკურნების ძიებაში იყო ჩემი დიდი, დიდი, დიდი, დიდი ბაბუაც, როდესაც შენიშნა რომ მისი დის ჯანმრთელობა უფრო და უფრო უარესებოდა, მსოფლიოს შემოსავლელად წავიდა. განკურნების საშუალება ვერა, მაგრამ ერთი უდიდესი საჩუქარი მაინც იპოვაო, ამბობენ. საფრანგეთში ყოფნისას, ულამაზეს ექიმს გადააწყდა, მისმა სილამაზემ დედამიწაზე არსებული ყველაფერი დაავიწყა და ყველა ფერი უფრო ხასხასად, უფრო ახლებურად ეჩვენაო. საწრაფოდ ჩამოიყვანა საქართველოში და რამდენიმე თვეში იქორწინეს. ამბობენ, ალექსანდრე, - ლილის სახელის გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა და ლოყები ოდნავ აუწითლდა. - მისი სატრფოს სახელს განსხვავებულად, ჯადოსნურად და საოცრად ლამაზად ამბობდაო. ერთი "ლილი" და ქალი გაღიმებული, ნასიამოვნები ინაბებოდა და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც წყნარდებოდაო. ვერავინ იგებდა ალექსანდრე ამას როგორ ახერხებდა, თავად ლილისაც ბევრჯერ უკითხავს, მას კი ღიმილით უთქვამს, ერთხელ აუცილებლად გეტყვიო. საიდუმლო სიკვდილის წინ გაანდო, უთხრა: - სანდრომ წიგნს ჩახედა და ფრაზა ამოიკითხა. - "ჩემო ძვირფასო, მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ბევრი ენა, ბევრი კულტურა ვიცი. ყველა ენას თავის აქცენტი, თავის გამოსათქმელი ფორმულა აქვს, თუ ყველას ერთად შეართებ, ზუსტად ჩემნაირ ლილის მიიღებ."
გარდაცვალების წინ კიდევ ის დაუბარებია, დედამიწაზე ყველა ლილი ლამაზია, ჩემი შთამომავლებიდან თითოეულს ყველა იპოვის და მათი ლილი მათ ზუსტად ისევე გააბედნიერებს, როგორ მე გამაბედნიერა ჩემმაო. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ალექსანდრედან მოყოლებულმა, ყველა ჩემმა წინაპარმა იპოვა საკუთარი ლილი. - გაეღიმა. - მე კი გიპოვე შენ.
გოგონას თვალებში ცრემლი ჩასდგომოსა და უზომოდ გაბადრული უყურებდა ბიჭის გამოსახულებას.
ვერცერთი მათგანი ვერ ინატრებდა იმ წამს სხვა ადგილას ყოფნას.
-და ამ წამს პირველად ვიგრძენი სიხარული, რომ ლილი დამარქვეს. - გაეცინა გოგონას.
დიდხანს ისხდნენ და წიგნს ათვალიერებდნენ. ჯადოსნობის, მითების, ლეგენდებისა და ზღაპრების სამყაროში ჩაძირულებს დარჩენილი რეალობა ავიწყდებოდათ და ძალიან, ძალიან უხაროდათ რომ წლების წინ, სადღაც, ერთმა ალექსანდრემ ერთი ლილი იპოვა...
***

-სანდრო წასვლა არ გინდა?
-სად წასვლა ლილი?
-ადგომა და ნაბიჯის გადადგმა. გამოძრავება, არ გინდა?
-თუ გეტყვი არა-თქო, რას იზამ?
-გავბრაზდები რადგან მე ძალიან მინდა, რომ ჩემსავით ფიქრობდე.
-და თუ იმას გეტყვი რომ შენ გამო არ მინდა წასვლა?
-მაშინ გეტყვი ჩემთან ერთად წამოდი-თქო, თუ გაგიადვილდება. დაღლილი ვარ უმოძრაობით ჟოზეფ, თანამედროვეობის კოშმარი ხდება იმდენად გაუბედურებულია ამჟამინდელი რეალობა.
-არანორმალური ხარ, ლილი.
-იმიტომ რომ "ეშმაკის ბორბალზე" ვზივარ და ამაზე ვფიქრობ? - ჩაიქირქილა გოგონამ.
გაზაფხული იწურებოდა და საშინლად ცხელოდა. მუქ მწვანედ შეფერილ ხეებზე ფოთლები უბრალოდ, თავიანთთვისაც კი არ მოძრაობდნენ. თითქოს დაგუბებული იყო ცხელი და შემხუთავი ჰაერი ერთ ადგილას და გაფანტვას ვერ ახერხებდა. ლილის ეგონა იხრჩობოდა, სანდრო კი კარგად ხალისობდა. თვალის კუთხიდან გაჰყურებდა მხრებზე კულულებდყრილ კოპებშეკრულ გოგონას, რომელსაც მარჯვენა ხელი მისთვის ჰწონდა ჩაჭიდული და მარცხენას ინიავებდა. საიდან მოსდის ამდენი აზრები, სიცხე ცუდად მოქმედებს ამაზეო ფიქრობდა და ყოველ წამოსროლილ შინაარსიან ფრაზაზე თავს უქნევდა.
-უი, ხომ იცი სეზონის დახურვასთან დაკავშირებით გრანდიოზული კონკურსი რომ იქნება თბილისში? მთავარ პარტიას მე ვიცეკვებ, არც კი მჯერა! ხომ იქ იქნები?
სანდრო წამიერად დასევდიანდა. ლიზას მდგომარეობა სტაბილური კი იყო, მაგრამ ანალიზების ჩატარება სჭირდებოდა და ბათუმში წასვლა უწევდა.
კარგა ხნის წინ მიეჩვია რომ მის დას მამა არ ჰყავდა, რომელიც ასეთ რთულ სიტუაციებში გვერდით დაუდგებოდა და ეს საქმე თავად ითავა.
პატარა იყო მამამისი რომ გარდაიცვალა. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად საგვარეულო დაავადებამ მაინც იმსხვერპლა. თავს საშინლად გრძნობდა, მომხდარს დაერთო იმის აღმოჩენაც რომ ამით ლიზაც იყო დაავადებული და 11 წლის ბავშვს, თავზე დაექცა მზრუნველი, თბილი ოჯახი, რომლითაც ასე ამაყობდა...
-ლილი, ბათუმში წასვლა მიწევს. - თქვა საბოლოოდ და გოგონად ოდნავ გახსნილ ბაგეებს და დასერიოზულებულ სახეს მიაშტერდა.
-ცუდადაა, სანდრო, ლიზა? - ჰკითხა უზომოდ შეწუხებულმა.
-ისევ ისეა, ანალიზები უნდა გავუკეთოთ უბრალოდ და იქ უნდა ვიყო.
-გასაგებია, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. - ოდნავ ჩაეღიმა გოგონას.
ვერც კი გაიაზრა რომ ბორბალი უკვე მიწისკენ დახრილიყო და მალე ჩამოსვლაც მოუხდათ. ბევრი დრო ისეც არ ჰქონდა, გამოცდა ეწყებოდა და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო უნივერსიტეტში. ლილი დიდი ხანი იყო არ ენახა და 15 წუთიან გასეირნებაზეც იყო თანახმა, ოღონდ ცოტა ხნით მასთან ყოფილიყო.
-წარმატებები, მომწერე რას იზამ. - გადაკოცნა გოგონამ წასვლის წინ.
-და იმ რაღაცეებზე არ მეტყვი, რაც არ უნდა თქვა მაგრამ ძალიან დამეხმარება? - ხულიგნურად გაიღიმა სანდროს და გოგონამ საჩვენებელი თითი რომ დაუქნია, რანაირად იქცევიო, მერეღა დასერიოზულდა. - ჯანდაბას, ამჯერად გამოძვრები. - გაუცინა და ხელი დაუქნია, შემდეგ კი უნივერსიტეტისკენ წავიდა.

***

-ლილი, ყველაზე მეტად ხანდახან იცი რა გინდა ადამიანს? - აჯახა როგორც კი დაურეკა. სანაპიროზე იყო, ქვიშაზე დააბიჯებდა და ფეხებში ქვიშა ეყრებოდა. მზე ცოტა ხნის ჩასული იყო მაგრამ ცაზე ოდნავ შესამჩნევი წყვდიადი და სინათლის ხაზებიც ერთდროულად ჩანდა. უცნაურად დასევდიანებული პირდაპირ გაჰყურებდა ჰორიზონტს და ცდილობდა გაეგო როგორ შეიძლებოდა ცა ასე შერწყმოდა ზღვას, მაშინ როცა არც კი ეხებოდა.
-რა? - ჰკითხა გოგონას გადაღლილმა ხმამ. მიხვდა ალბათ ვარჯიშობდაო მაგრამ თავი ცუდად არ უგრძვნია, საჭიროზე მეტად გრძნობდა სევდას, ტკივილსა და უიმედობას იმისთვის რომ სხვაზე, თუნდაც ლილის ცხოვრებაზე ეფიქრა, როცა საშინლად სჭირდებოდა. იცოდა რომ ძალიან ეგოისტურად იქცეოდა მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შეეძლო. ქარი ქროდა, ზღვაზე ასობით პატარა ტალღა წარმოიქმნებოდა და შემდეგ ისევ ქრებოდა, მას კი ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ჰაერთან ერთად საწამლავს ისუნთქავდა, რომელიც ფილტვებს უკეტდა და ნაბიჯის გადადგმის ძალასაც უკარგავდა.
-გინდა რომ ხელი გაიწვდინო ბათუმიდან და ვიღაცამ საპასუხოდ თბილისიდან ჩაგჭიდოს. იცი როგორ გინდა? გიჟდები. - მოგუდული ხმით საუბრობდა, თითქოს საბოლოოდ სჯეროდა რომ იხრჩობოდა. ლილის რამდენიმე წამიანი პაუზა ჰქონდა, ცა კი უფრო და უფრო იწყებდა შემუქებას.
-როგორ... - დაიწყო გოგონამ, მის გარშემო ხმაური მიწყდა. იფიქრა ალბათ სხვა ოთახში გავიდაო.
-არა, - გააწყვეტინა. - არ მკითხო როგორ ხარო, ძალიან გთხოვ, ყველაზე ბანალური კითხვაა და ყველაზე ბანალური პასუხი მოსდევს, რომელიც ათიდან 8 შემთხვევაში არის მარაზმით შეკრული ტყუილი, რომელსაც ყველა იჯერებს, მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში ყველამ იცის, კითხვაც დიდი იდიოტობაა და მას მოყოლებული პასუხიც. - გოგონას ისევ ჰქონდა პაუზა, ამჯერად არ დააცადა და ისევ თვითონ გააგრძელა საუბარი. - ჰო, აი უბრალოდ გინდა რომ არსებობდეს პორტალი, რომელშიც ვიღაც ხელს გაყობს და შენსას ჩაჭიდებს, გაგრძნობინებს რომ არსებობ, რომ ვიღაცას სჭირდები. რომ უბრალოდ იმისთვის კი არ დაიბადე, რომ ვიღაცას მიხედო, რომელიც მაინც მოკვდება. უბრალოდ იმიტომ ხარ, რომ ვიღაცას, ნამდვილად სჭირდები და ის ვიღაც იცოცხლებს. ლილი, შენ ხომ იცოცხლებ? - ბოლო სიტყვებში უზარმაზარი ვედრება გაერია, მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა არ გამოეჩინა. ლილიმ ოდნავ ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით უპასუხა.
-ლიზაც იცოცხლებს სანდრო. - ბიჭს ირონიულად გაეცინა, ქარმა ისევ დაუბერა და შარვლის ტოტები დაუსველდა. საერთოდ არ უგრძვნია, იმდენად იყო გართული სიცილით.
-საკუთარ სიცოცხლეს გავიღებ, რომ იცოცხლოს, მაგრამ ვერ იცოცხლებს, ლილი. დიდი ხნის წინ გავიგე, ფაქტიურად შევეგუე კიდეც. უბრალოდ ის მტკივა, რომ ჩემს ამდენ გალეულ წელს, მნიშვნელობა არ ექნება. რადგან ჩემი შვილი იგივე რაღაცით იქნება დაავადებული და მე მომიწევს ვუყურო, როგორ კვდება. შემდეგ მას ეყოლება ჩემნაირი ძმა, რომელიც ინატრებს რომ ეს დაავადება თავად ჰქონდეს, მაგრამ ვერაფერს შეძლებს, რადგან მიდი და ან ძმა, აუცილებლად მოკვდება, მან რაც არ უნდა გააკეთოს. - სანდრო ფიქრობდა რომ ზედმეტს ამბობდა, იმაზე მეტად ანახევდა საკუთარ მეს ვინმეს, ვიდრე ეს ოდესმე გაკეთებინა მაგრამ ბოლო დროს სიჩმეში ყოფნამ იმდენად დაღალა, სჭირდებოდა ვიღაცას მართლაც გამოეწვდინა ხელი და ჩაეჭიდა, მიუხედავად იმისა ეს შესაძლებელი იყო თუ არა. - ლილი იცოცხლებ? - ჰკითხა კიდევ ერთხელ.
-შენ იცოცხლებ? - ჰკითხა გოგონამ აკანკალებული ხმით და სანდრო ხვდებოდა რომ ის ტირილს აპირებდა. იმდენად იყო გაბრუებული, რომ ვერაფრით უთხრა არ იტიროო.
-არ ვიცი თუ მენდომება.
-ჩემი ხათრით არ გენდომება? - ლილი უკვე ტიროდა. სანდრო კი გაშეშებული მიშტერებოდა ჰორიზონტს.
-შენი ხათრით ყოველთვის მენდომება, მაგრამ სხვების ხათრიც მაქვს. - თქვა მშრალად.
-და სხვებს არ უნდათ რომ იცოცხლო, სანდრო? - გოგონა ხმას ნელ-ნელა უწევდა.
-განგებას არ უნდა რომ ნორმალური ცხოვრება მქონდეს, ლილი. - ისევ გაეცინა ბიჭს. - განგებას არ უნდა, რომ ვიცოცხლო.
-და განგების რატომ გჯერა საერთოდ? იმის უნდა გჯეროდეს, რასაც ხედავ. მე ხომ მხედავ? ჩემი ხომ გესმის? ხომ გჯერა?
-შენი ყველაზე მეტად მჯერა, მაგრამ არ მინდა რომ შენ გჯეროდეს ჩემი.
-რატომ სანდრო? - სლუკუნებდა გოგონა.
-იმიტომ რომ მე ვერ გავძლებ ლილი.
-დაგეხმარები!
-საჭიროზე ახლოს მოხვალ და მერე ვეღარც შენ გაძლებ. პატარა ხარ, ცოდო ხარ.
-შენი ბრალია! - წამოიყვირა გოგონამ. - შენ მოხვედი ჩემთან, ხელი ჩამჭიდე და საჭიროზე ახლოს წამიყვანე. აი მაგის მერე, შენი გადასაწყვეტი აღაფერია, იმიტომ რომ შეიძლება 16 წლის ვარ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება შემიძლია და მივიღე! - სანდრომ თვალები ოდნავ მოჭუტა, შემდეგ კი ქვიშაზე დაჯდა.
-მინდოდა რომ ვიღაცას ჩემთვის უხილავი ხელი ჩაეჭიდა და პირველი შენ გამახსენდი. - უთხრა მშვიდად, მიუხედავად იმისა რომ იცოდა, საერთოდ ალოგიკური იყო მათ საუბართან ამის ხსენება.
-კმაყოფილი არ უნდა იყო. - უთხრა ლილიმ ოდნავ დამშვიდებულად.
-შენ ძალიან კარგი ხარ ლილი.
-შენც კარგი ხარ! - დაიჟინა გოგონამ.
-მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, მაგრამ შენთვის კარგი იმიტომ ვარ რომ შენნაირი ვარ ბევრ რამეში და რაღაცეები სხვებზე კარგად მესმის. შენ ლაპარაკი გიყვარს, მე-მოსმენა. მეტი არაფერია. - უთხრა და იცოდა რომ გულს ტკენდა, ამის გაკეთება არ უნდოდა, უბრალოდ სიმართლეს ამბობდა და დარწმუნებული იყო, არ ცდებოდა. ლილისაც უნდა გაეგო როგორი ეგოისტი იყო, მიუხედავად იმისა რომ სჭირდებოდა.
ლილი ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა.
-მეტი არაფერია? - იკითხა ხმაჩამწყდარმა გოგონამ.
-აი, ხომ ხედავ? გატირე და ყველაფერს მოგაცდინე, იმიტომ რომ მჭირდებოდა. მე დავიცალე, შენ აივსე. მერე მე ავივსები ჩემი თავისადმი სიძუვილით, ამ დროს შენ უკვე შეძულებული გეყოლები და აღარასდროს იტყვი, რომ კარგი ვარ.
-რაც გინდა ის თქვი, არ მაინტერესებს. - თქვა გოგონამ. - რაღაც მოხდა და ავარდი, ცუდად ხარ? ვინ არის კარგად სანდრო? კარგი ხარ, თუ გინდა გამლანძღე, დებილი ბავშვი მეძახე მაგრამ იმას ვერ შეცვლი რომ კარგი ხარ! - ყვიროდა. სანდროს ოდნავ გაეღიმა, თვალები დახუჭა და ქვიშაზე გადაწვა. ნელ-ნელა ჩნდებოდნენ ვარსკვლავები.
-ლილი ღამდება. - უთხრა ღიმილით.
-მე ვერ დავინახე, სანდრო, მადლობა! - უთხრა ირონიულად.
-დაფიქრდი და მერე მომისმინე.
-Nights were mainly made for saying things that you can't say tomorrow day. - წაიმღერა გოგონამ.
-მითხარი რომ არ მოკვდები. - უთხრა და იცოდა, რომ ლილის დადებითი პასუხი საცოცხლოდ სჭირდებოდა. ჯერ კიდევ გრძნობდა ჩასუნთქულ საწამლავს და იცოდა, რომ გოგონა ამ საწამლავს გაფანტავდა. ოდნავ რომ ეცადა, უბრალოდ რომ ეთქვა...
-ჯერ მითხარი რომ განგება გკიდია! - მკაცრად თქვა ლილიმ.
-პირველი მე ვიყავი, გთხოვ. - ხმა დაუთბა სანდროს. - ღამეა.
-ლოგიკურად ყველანი მოვკვდებით ერთ დღეს და ის რომ გიხრა, რომ არ მოვკვდები, აბსურდია. ერთადერთი იმას გპირდები, რომ სანამ შენ განგების აზრი არ გაინტერესებ და ცოცხლობ, მეც ვიცოცხლებ.
-მპირდები?
-გპირდები. - უთხრა ლილიმ. იცოდა რომ იღიმოდა, თავადაც ეღიმებოდა.
-აზრი შევიცვალე.
-რაზე?
-ადამიანი კი არ გჭირდება ბათუმიდან რომ გაიწვდინო ხელი და თბილისიდან ჩაგჭიდოს. ლილი გჭირდება. ყველას თავისი უნდა ჰყავდეს, ყველას ლილი არ ერქმევა, მაგრამ სხვები რაში გვაინტერესებს, არა? შენ ლილი გქვია.
-და...
-და მჭირდები. - თქვა ღიმილით. იგრძნო რომ ლილისაც რაღაც მოეშვა და მასაც გაეფანტა ფილტვებიდან უხილავი საწამლავი. გოგონას კისკისი რომ გაიგონა, ბევრად უკეთ გახდა.
ცა უფრო და უფრო მუქდებოდა, მასზე კი უფრო და უფრო უკეთ ჩანდნენ ვარსკვლავები. თვითონ კი ლილის გაბმულ ტიტინს უსმენდა და უცნაურად დამშვიდებულ ზღვასაც გაჰყურებდა. უნებურად მოცემულ იმედს გრძნობდა. მხოლოდ ლიზასთვის, ან მისთვის კი არა. მთელი კაცობრიობისთვის.
ყველასთვის, ვისაც უნდოდა ერთ ადგილას გაეწვდინა ხელი და ვიღაცას, მეორე ადგილიდან ჩაეჭიდა...
***
-სანდროს რომ ლილი უყვარს, ეგრე მე არ ვიცი. არ ეუბნება, საერთოდ არსად ამბობს მაგრამ ყოველი გამოხედვით აგრძნობინებს რომ გიჟდება. აი, იმ უბრალო გაგიჟებით კი არ გიჟდება, ერთხელ რო მოგივლის და მერე გაქრება, ისეთით ერთხელ რომ გარეკავ და მერე სულ გარეკილში ხარ. სანდროს ლილი რომ უყვარს, ეგრე არ უყვარდებათ დღეს, აღარ უყვარდებათ უკვე. - ამბობდა სრულიად არანორმალურ მდგომარეობაში მყოფი, ლუკას სახლში გაშლილ სუფრასთან მჯდომი, მთვრალი სალომე და გადაწითლებულ ლილისა და უხერხულობისგან გაღრეჭილ სანდროს მზერით გულებს ესროდა. - ლილის დაბადების დღეა და ლილის დღეა ზოგადად, ყველა სადღეგრძელო ლილიზე უნდა იყოს მაგრამ ლილი ვისაც უყვარს ყველაზე მეტად, აუცილებლად აღსანიშნავია ისიც! - გაიბადრა გოგონა. სუფრაზე უკვე ყველა ხარხარებდა სანდროსა და ლილის უხერხულობისგან. თითქოს პირველად მოესმა ფრაზა "ლილი უყვარხარ სანდროს", ისე იყო აწითლებული, უნებურად კისკისებდა და ასე ეგონა მალე გასკდებოდა.
სანდროც არ იყო უკეთესად, მშვენივრად იცოდა რომ გრძნობებს არ მალავდა და მათ დამალვას საერთოდ არ ცდილობდა, უბრალოდ რაღაცას ხმამაღლა რომ იტყვი, ვეღარ შეცვლი, აი უბრალო გამოხატულებებს კი რასაც უნდოდა იმას დაარმქევდა.
გაუმარჯოს, გაუმარჯოსო, დაიწყეს ბავშვებმა და ცოტა ხნის შემდეგ, სანდრო ადგა მაგიდიდან.
მზერა ესროლა თუ არა ლილის, მიხვდა და ისიც წამოდგა.
ეზოში გამოვიდნენ და ერთმანეთის საპირისპიროდ დადგნენ კედელთან.
სიცილი დაიწყო სანდრომ, იმდენად ეუხერხულებოდა ის სიტუაცია გაქცევა უნდოდა და იმდენად ბედნიერი იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ენატრა ამაზე მეტი.
გადაწითლებული ლილი აქეთ-იქით ათამაშებდა თვალებს, ბიჭს კი არაფრით უყურებდა.
სიცილი დაიწყო მერე ლილიმაც, სანდროს მზერა რომ იგრძნო და ნერვიულობისგან თმა გადაიწია ყურს უკან.
არადა, არაფერი რომ არ იყო იმ სიტუაციაში ცუდი, ორივემ იცოდა. უბრალოდ ვერ ამბობდნენ ვერაფერს...
-ლილი, - ჩვეული აქცენტით თქვა სანდრომ ცოტა ხნის შემდეგ. გოგონამ წამწამებს ქვემოდან ამოხედა და მექანიკურად დაიწყო ტუჩის კვნეტა.
-არ არის ხო ის თემა სალაპარაკო? - ჰკითხა გადამოწმების მიზნით. გოგონამ ტუჩის კვნეტა შეწყვიტა, სახე დაუსერიოზულდა, თუმცა თვალებში მაინც დარჩნენ აცეკვებული ჭინკები. თავი უცებ დაუქნია.
-შოკის მომგვრელი სიახლე რომ არ ყოფილა, ხო იცი. - უთხრა შემდე.
-რაღაცეებს სანამ ხმამაღლა არ იტყვი, რეალური მნიშვნელობა არ ენიჭება.
-მაგრამ, რაღაცეებს უთქმელად უფრო აქვთ "მუღამი".
-ჰო, აი იმ თემას მაგალითად. - ისევ გაეცინა ბიჭს.
-ვინმეს რომ ეთქვა, ჩემი პერსპექტივიდან იგივე, გაგიკვირდებოდა? არა. რატომ უნდა გამიკვირდეს მე?
-ჰო, არ უნდა გაგიკვირდეს.
სერიოზულად უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში ცოტა ხანს და შემდეგ ისეთი ხარხარი აუტყდათ, ერთმანეთს მიყუდნენ წონასწორობის შესაკავებლად.
-არ გეტყვი ეგრე არასდროს. - უთხრა სანდრომ.
-ეგრე როგორ?
-პირდაპირ. მაგ ბანალურ სიტყვას არ ვიტყვი.
-არცაა საჭირო, მორჩა. მე ვიცი, შენ იცი. თქმა რად უნდა?
-ხო, არ უნდა. - გაეღიმა ბიჭს, სახიდან თმა გადაუწია ლილის და შემდეგ ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
იმ დღის მერე ცოტა უფრო ნათლად გამოჩნდა რეალობა,
რომელშიც არ ამბობდნენ,
მაგრამ უსაზღვროდ ბევრს გრძნობდნენ,
გამოჩენით.
***
უცბად მიილია ზაფხული,
გამოცდები რომ ჩააბარეს, იმის მერე ერთმანეთის გარეშე სახლებიდან არ გასულან,
ძალიან მაგრად იყვნენ, ხან-თბილისში, ხან-ბათუმში სანდროსთან, ხან-სვანეთში სალომესთან ან სურამში-საბასთან.
ის დღეები იყო, ყველას ძალიან კარგად რომ დაამახსოვრდა.
ის დღეები, რომელთა გამეორებაზეც სულ იოცნებდნენ.
დღეები რომლებიც ზოგისთვის ორჯერ ხდება,
ზოგისთვის ერთხელ,
მხოლოდ ერთხელ...
***
სკოლის დაწყებამდე 1 დღე იყო,
ლილი ახალი გამოსული იყო ბალეტიდან და ნელ-ნელა მოსეირნობდნენ, ტელეფონმა რომ დაურეკა.
რამდენიმე "ჰო" და "კარგი" ამოთქვა და მოშლილი სახით შეხედა სანდროს.
-რა მოხდა?
-დედაჩემის ფრანგი, ხო იცი. სახლშია ჩემთან და თუ არ მოხვალო, მარიამ, გაგაშვილებო და სანდროიც წამოიყოლეო. - სანდროს ოდნავ გაეცინა და ხელი გადახვია.
-არ მითხრა ვნერვიულობო.
-როგორ შეიძლება არ ვინერვიულო! არაა ისეთი რაღაც, დედას "ბოიფრენდს" რომ ხვდები, სერიოზულია ის კაცი, ზედმეტად ოღონდ, მონაყოლიდან ძალიან არ მომწონს და ყველაზე უხერხული რაღაც იქნება, ჩემი და მაგის შეხვედრა.
მე ხომ იქ ვიქნები, რა გჭირსო, უთხრა და სახლისკენ წავიდნენ.
საბოლოოდ, პირველივე ნათქვამი სიტყვიდან მოეხსნა ლილის დაძაბულობაც და ნერვიულობაც და მის გულში დიდი ადგილი გაჩნდა ჯორჯისთვის.
-ერთად ხართ, ბავშვებო? - იკითხა სუფთა ქართულით. სანდრომ და ლილიმ ერთმანეთს სიცილით გადახედეს.
-ეგ გამარკვევინა, ჯორჯ და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. - მწარედ თქვა მარიამ და ღიმილიანი მზერა ესროლა ქალიშვილს.
-C'est magnifique! - წამოიძახა ჯორჯმა და შემდეგ სიცილი დაიწყო. - ყველაზე მაგარი ურთიერთობაა ეგ, ოღონდ რაღაც დროით, აი ჩემხელა რომ იქნები და იტყვი, ერთად არ ვართო, სწორედ არ გამოგივა, დებილობაა. - ყველას გაეცინა, მერე კიდევ ბევრჯერ გაიხენეს ის ფრაზა, მარტო ლილიმ და სანრომაც და ყველამ, ერთადაც...
***
-როგორ ჩაიარა, ლილი, რა ქენი? - მიახალა ტელეფონი როგორც კი აიღო.
-ძალიან მაგრად, - აღტაცებული ყვებოდა გოგონა. - სასწაული რაღაცაა აპლოდისმენტები, ნარკოტიკივითაა, რაღაცასავით, რომელსაც იღებ და მეტი გინდა. - უცებ წარმოუდგა თვალწინ ბათუმის სანაპიროზე მჯდომი, გაღიმებული ლილი, მთვარეს რომ შესცქერის, ტელეფონი ხელში უჭირავს და საყვარლად ტიტინებს.
-სანდროა? - იკითხა იქით ნაცნობმა ხმამ და მან უცებ ამოიღო ხმა:
-რატომ მეცნობა ეგ ხმა?
-იმიტომ რომ ნახევარი საათის წინ გესმოდა. - კისკისით თქვა ლიზამ.
-ლილი, ჩემთან რა გინდა? - იკითხა და საშინლად მოუნდა თვითონაც ბათუმში ყოფილიყო.
-ისე ნუ მეკითხები თითქოს უდიდესი ცოდვა ჩავიდინე. - გაეცინა გოგონას. - და შენთან არა, ლილისთან და ლიზასთან ვარ.
-ლილიც გაიცანი? - წამოიძახა სანდრომ.
-დიახ, ჟოზეფ, ხომ არ გშურს?
-ვერ წარმოიდგენ, როგორ. - გულწფელად უთხრა და ფანჯრიდან თბილისს გადახედა. თვალები დახუჭა და ინატრა რომ შენობების ნაცვლად მის წინ ზღვა ყოფილიყო, მის უკან კი საწოლში მწოლიარე ფერწასული ლიზა და გვერდით, გმაგაჩეჩილი, მომღიმარი ლილი. - რაზე ლაპარაკობთ, მლანძღავთ?
-არა, როგორ გეკადრება! - გააპროტესტა ლიზამ. - როგორ გვიყვარხარ, ხო იცი, ორივეს. მეც და ლილისაც. - სანდროს ჩაეღიმა მისი დის წინდახედულობაზე და კმაყოფილებით აღვსილმა უთხრა:
-მეც მიყვარხარ, ლიზა.
-ლილი მოხიე შენი აზრით?
-არ მოვუხევივარ, - თქვა ლილიმ და სანდროს ძალიან გაუხარდა, გოგონა რომ მიუხვდა. - ეგრე ვერ იტყვის.
-ათიანი ლილიან. - გაიბადრა ბიჭი.
ძალიან ბევრი ილაპარაკეს სამივემ.
უსაზღვროდ ბედნიერი იყო, მისი ორი საყვარელი ადამიანი ერთმანეთს ასე კარგად რომ უგებდა.
თვალებს ხუჭავდა წარმოიდგენდა რომ იქ იყო,
ცოტა ხანს რომ გამოუვიდოდა, ბედნიერებისგან იბადრებოდა,
ხვდებოდა რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ ლიზას წამლის ძიება, საავადმყოფოები და სხვადასხვა ქვეყნები არ იყო.
ბედნიერება ბევრად პატარა რაღაცეებით შეიცნობოდა,
ძალიან, ძალიან ბევრად პატარა რაღაცეებით.
პატარა ქალაქით,
პატარა გოგოთი,
ცოტა ბალეტით,
ბევრი საუბრით და
რამდენიმე გრამი ლილითი.
***
ამინდმა არევა რომ დაიწყო,
ლიზას ჯანმრთელობაც მიყვა,
გვერდიგვერდ დადგნენ და აირივნენ,
კარგა ხანს არც შეცვლილან.
იღიმებოდა ლიზა, რა იყო, პირველად ხომ არ მომდის რამე ესეთიო.
გულის შეტევა რომ ემარღება 15 წლის ბავშვს, თან მესამედ, იმის მერე რა უნდა გახარებოდა, აზრზე არ იყო სანდრო.
-რა გავაკეთო, რა გავაკეთო, რა გავაკეთო! - უყვიროდა მამამისის საფლავს. - თავი რომ მოვიკლა, კარგად იქნება? არ იქნება! - ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. - შენ ხო მოკვდი, მამა, მითხარი, კარგია მანდ? ადგილს გავუცვლი და მე წამოვალ, ოღონდ მითხარი... - ძალა გამოეცალა და მუხლებზე დაეცა.
ექიმს 15 წუთის ნათქვამი ჰქონდა მისთვის, ასე თუ გაგრძელდა 1 წლის სიცოცხლეც არ აქვს, ლიზასო.
სუნთქვა შეეკვრა, იმხელა ბრაზმა მოიცვა, ერთადერთი რაც მოიფიქრა ამ ყველაფრის მამამისზე გადაბრალება იყო.
-შენ წახვედი და მანდ მაგრად ხარ, ხო? - ისევ გააგრძელა ყვირილი, მიუხედავად იმისა რომ ხმა ჩახლეჩვოდა. - აქ ვინც დაგვტოვე იმათმა რა ვქნათ? მითხარი რა გავაკეთო...
ვიღაცის ხელი რომ იგრძნო მხარზე და უკან მიიხედა, ძალიან გაუხარდა რომ ლუკა იყო და არა ლილი, ან ვინმე სხვა.
არ უნდოდა სხვებს განადგურებული ენახათ...
არ უნდოდა სხვებს განადგურებული ენახათ...
-დაწყნარდი და წამოდი სახლში ლილი გელოდება. ეგრე არ წახვიდე საავადმყოფოში, გესმის?
თავი მექანიკურად დაუქნია. შარვლიდან ტალახი ჩამოიბერტყა, ცრემლები მოიწმინდა და მანქანისკენ წავიდა.
სახლის კარი როგორც კი შეაღო, თავი უფრო სუსტად იგრძნო და ლილის უცებვე რომ არ გადაეხვია მისთვის ხელი აუცილებლად წაიქცეოდა.
-აღარ ვიცი, ლილი... - ამოისლუკუნა. - აღარ...
-წამოდი, დაჯექი. - თბილად უთხრა გოგონამ და დივნისკენ უბიძგა.
-ყველაფერი კარგად იქნებაო, არ მითხრა, სისულელეა. რა იქნება კარგად... რა უნდა იყოს კარგად... ერთი წელიო, ლილი, ერთი.
-ჩშშ... - სახიდან თმა გადაუწია გოგონამ და ჩაი მიაწოდა. - დალიე.
რამდენიმე ყლუპი ძალით დალია და ჭიქა მაგიდაზე დადო. ოდნავ მოეშვა და თვალები ისევ აუცრემლიანდა.
-ყველა გამოსავალი მომეჭრა. აი, ყველა...
-მათ ხომ თქვეს, თუ არაფერი გამოჩნდაო, რამე იქნება, სანდრო, რამე იქნება. - ჩურჩულით ეუბნებოდა ლილი და თმაზე რითმულად უსვამდა ხელს.
-და რომ არ იყოს? - თვალებში შეხედა გოგონას. - 15 წლის ბავშვი როგორ დავმარხო, ლილი?!
ვეღაფერი რომ ვერ უთხრა, ხელები გაიწვდინა და ჩაეხუტა. სანდრომ მის თმაში ჩარგო და შამპუნისა და სუნამოს სუნი ერთიანად შეისუნთქა. ოდნავ დაწყნარდა...
-მე მჯერა, რომ თუ საკმარისად იქნები დარწმუნებული, რომ ამაზე კარგიც არსებობს, ამაზე კარგი იქნება. აუცილებლად იქნება... - ამოილუღლუღა ლილიმ.
-მართლა გჯერა?
-კი და თუ ძალიან ეცდები, შენც დაიჯერებ. რაც არ უნდა იყოს, შენნაირი ძმის ყოლა ყველაზე მაგარი რაღაცაა, რაც შეიძლება დამართნოდა. ამის ხათრით...
-მადლობა, ლილი. მერამდენედ გადამარჩინა. - უთხრა ცოტა ხნის შემდეგ.
ბრაზი გაუქრა,
უიმედობაც,
ძალიან სცადა ოდნავ პოზიტიურად შეეხედა არსებულისთვის და ამ პოზიტიურობამ ძალიან ბევჯერ უშველა.
ის ერთი წელი, რომლის შემდეგაც ლიზა უნდა გარდაცვლილიყო, შესანიშნავი გამოდგა,
იმ ერთი წლის შემდეგ, გოგონა ისევ კარგად იყო...
***
ივნისი, 2014

-ლიზა, ყურსასმენებში მოუსმინე მაგ საზიზღრობას, თორე გაგაგდებ სახლიდან! - უთხრა ქალმა საწოლზე გადაწოლილ გოგონას.

გააპროტესტა, როგორ გეკადრება, ლილისაც უყვარს ეს სიმღერაო.

-მერე რა თუ ლილის უყვარს? - დოინჯი შემოირტყა ქალმა.

-რაც ლილის უყვარს ის ავტომატურად სანდროსაც უყვარს. ანუ ორის ხმა ერთის წინააღმდეგ და არაფერს არ გავთიშავ.

-მოგიგო, ლილი, მოგიგო. - სიცილით უთხრა სანდრომ.

-ჰო და ლილიზე გამახსენდა, სადაა? აღარ ჩანს.

-გამოცდები აქვს, მოვიყვან რო დალაგდება.

-თუ არადა და მოვიტაცოთ! - გაიჭრიღა ლიზა.

-მიბრუნდი ეხლა, ლიზა! - მკაცრად თქვა სანდრომ და ლეპტოპს მიუბრუნდა.

-რა გინდა, მართალს ამბობს ბავშვი, დანიშნული კი გყავს და.

-დანიშნული მყავს? - წამოიყვირა სანდრომ და ლეპტოპი დახურა. - რას ნიშნავს დანიშნული მყავს?

-ეგ ლურჯი ძაფები რომ გაქვთ ხელზე ორივეს. ლიზამ თქვა, დანიშნაო.

სანდროს თვალწინ წარმოუდგა ლილის მეთვრამეტე დაბადების დღე, ფანჯარასთან მდგომი ლილი.

ჩუმად მიუახლოვდა და ხელზე ლურჯი ძაფი ფრთხილად გაუკეთა,

ლილიმ რომ მოიხედა, მას საუბარი უკვე ჰქონდა დაწყებული.

-პატარა ხარ, ბეჭედი რომ გაგიკეთო, ცულით გამომეკიდებიან. - გაეცინა. - შენ ხო იცი ლილი, ხო იცი ყველაფერი, რასაც ვერ ვამბობ, რაც არ უნდა ვთქვა, შენ ხო იცი?

-ვიცი, ვიცი... - უპასუხა გაუაზრებლად.

-ჰო და ეგ ყველაფერი წარმოიდგინე, ფრთხილად გადაუსვა თმაზე ხელი და გაუღიმა. - წარმოიდგინე და თან დარწმუნდი, რომ ყველაზე პატარა რაღაცაც კი, რომელიც ჩემზე და შენზე, ჩვენზე ან შენზე და ჩემზე, ცალ-ცალკე გიფიქრია, სიმართლეა და ძალიან გთხოვ, გაიღიმე, იმიტომ რომ ვაპირებ ეს უშნო ძაფი მთელი სიცოცხლე ხელით გატარებინო. - ლილის გაეღიმა, სანდრომ საუბარი გააგრძელა. - იმის ნიშნად, რომ ჯერ პატარა ხარ ბეჭდისთვის, მე კი შეიძლება ვერ მოვიცადო, სანამ გაიზრდები. - თავი დაუქნია, თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ბიჭმა ძალიან მაგრად აკოცა შუბლზე, შემდეგ კი ხელები მოხვია და ჩაეხუტა.

გახსენებაზეც გაეღიმა, თავი გააქნია, რა სისულელეა, არ დამინიშნავსო და საბას მესიჯი რომ მიიღო, სახლიდან მალევე გავიდა.

***

ისევ თავიდან.

სააბაზანოში ნაპოვნი გონწასული ლიზა.

ექიმები,

საავადმყოფო.

გაგიჟება...

ერთი,

ორი,

სამი.

ექიმი: მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რეაქცია: თავშეკავებული გაგიჟება.

ექიმი: ამჯერად მდგომარეობიდან გამოსვლის შანსი უფრო ნაკლებია.

რეაქცია: თავშეუკავებელი გაგიჟება.

ექიმი: რეანიმაციაში კიდევ რამდენიმე დღე უნდა დარჩეს.

რეაქცია: ყვირილი.

ექიმი: თქვენი და იგივენაირი ვერასდროს იქნება.

რეაქცია: გაქცევა.

საავადმყოფოს ეზოში იჯდა, დანარჩენებთან ერთად. სახეზე არაფერი ეწერა, გაშეშებული ჰქონდა მზერა ერთ ადგილას და არ ინძრეოდა.

-არადა დღეს დილით მწერდა, ლილი უნდა მოვიტაცოთ სანდროსთვისო. - ამოთქვა ლუკამ. ლილიმ წარბები შეკრა, თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევია, სანდროს ყურებით ისეთი განადგურებული იყო, გამოძრავების თავიც არ ჰქონდა.

როგორ სტკიოდა მისი ასე ყურება...

ზუსტად იცოდა რას გრძნობდა და თავად ეხლიჩებოდა კანი, მისი ტკივილისგან.

თავადაც ვეღარ უყურებდა ვეღარაფერს კარგი თვალით...

სამი დღე იყო ლიზა პალატაში, სანამ ექიმი ახალი ამბით არ დაბრუნდა.
სანდრო და დედამისი ცალკე გაიყავანა და მათ გოგონას რენტგენის ფოტოები უჩვენა.
-ეს შავი ხაზები გულზე იმ დაავადების შედეგია, რომელიც ლიზას აქვს.
-ხაზები ყველგანაა. - თქვა სანდრომ.
-მართალია, ამის გამო, გულის ფუნქციონირება უფრო და უფრო იკლებს. ახლა ლიზა აპარატზეა შეერთებული, რა წამსაც აპარატი გაითიშება, გოგონას გული სამ წუთში გაჩერდება და ის ოთხ წუთში... - სანდროს სახე გაუქვავდა და დედამისს ხელი ჩასჭიდა. - მაგრამ არსებობს გამოსავალი. ამდენი ხნის შემდეგ, თქვენი 10 წლიანი ბრძოლის შემდეგ... დონორთა საერთაშორისო სიაში შევიყვანთ და მისი მდგომარეობის გამო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე იქნება. რა წამსაც მისთვის გული გამოჩნდება, იმ წამსვე ჩავატარებთ ტრანსპლანტაციას და გოგონას

დაგიბრუნებთ. ვიცი, ზედმეტად არარეალურად ჟღერს, თუმცა პირობას გაძლევთ რომ თუ გული გამოჩნდება ლიზა ერთ წელს კი არა, ოთხმოც წელსაც იცოცხლებს.

თვალები დახუჭა.

ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.

წარმოუდგენელი იყო ის რაც ესმოდა,

რაღაც სასწაულს გავდა.

იმედს, რომელიც ყველაზე ბნელ ადგილებში ჩნდებოდა,

და ყველაზე მკაფიოდ ანათებდა.

ესმოდა ის, რის მოსმენაზეც ოცნებობდა.

რაც ხანდახან ელანდებოდა კიდეც, რომ გაიგონა.

ლიზა გადარჩება.

ლიზა იცოცხლებს.

ლიზას ლამაზი ცხოვრება ექნება.

ლიზა უნივერსიტეტში წავა.

ლიზა ბევრს იმოგზაურებს.

ლიზა გათხოვდება.

ლიზას შვილები ეყოლება.

ლიზა ბედნიერი იქნება.

ამდენი ტანჯვის შემდეგ,

ამდენი ტკივილის შემდეგ...

დედამისს ცრემლები წამოუვიდა, ბედნიერებისგან ჩაიკეცა. ხელები მჭიდროდ მოხვია და უსწრაფესად მიღებული უმნიშვნელოვანესი ინფორმაციისგან მიღებული გაბრუების გარღვევა სცადა.

-ხომ გითხარი, ხომ გითხარი იმედი არსებობს-თქო. - ბედნიერების ცრემლები მოსდიოდა ლილის. - რა მატირებს, სანდრო, გავგიჟდი. ხომ გეუბნებოდი.

-მადლობა რო არ შემეშვი. - გაუღიმა სანდრომ.

-ნუ მეუბნები ეგეთ სისულელეებს, გეხვეწები. - თვალები გადაატრიალა გოგონამ.

-შენ რო არა, სად ვიქნებოდი აზრზე არ ვარ, მართლა.

-გეყოფა თორე ფეისბუქზე დაგიპოსტავ და "ყველაზე საყვარლებს" დაგითაგავ.

-კარგი, მოვრჩი. - გაეცინა და ხელი გადახვია.

***

-ტრანსპლანტაციის სია რამდენ ადამიანს მოიცავს? - ჰკითხა სანდრომ ექიმს.

-საქართველოში მყოფ ყველა ადამიანს, რომელსაც გულის და ფილტვების გადანერგვა სჭირდება. სიმძიმის მიხედვით ადგილებად არიან გადანაწილებული. მაგალითად, ახლა ლიზა მეთორმეტე ადგილზეა, ის მეთორმეტე გამოჩენილ გულს მიიღებს მაგრამ თუ მისი მდგომარეობა დამძიმდა, უფრო მაღლა გადაინაცვლებს და მისი ჯერიც უფრო მალე დადგება. მიხვდი?

ბიჭმა თავი დაუქნია.

რა საშინელებაა ინატრო რომ 12 ადამიანი მოკვდეს იმისთვის რომ ერთ-ერთის გული შენ საყვარელ ადამიანს გადაუნარგონ.

რა საშინელებაა ვიღაცის გადარჩენა, ვიღაცის სიკვდილის ფასად რომ ხდება.
რა საშინელებაა ეს არსებობა, რომელსაც ცხოვრების არაფერი სცხია.
რა საშინელებაა...
***
ივლისი
-აი, ყველაზე ღადაობა იცი რა იქნება? - იკითხა სანდრომ. შუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო, ის და ლილი ლუკასგან მოსეირნობდნენ და სისულელეებზე საუბროდნენ.
-რა?
-რა და ლიზას გადაუნერგონ გული, ერთი ამბებია, განიკურნა და ორი თვის მერე აღმოჩნდეს რომ მეც მაქვს მაგ დაავადების გენი და "ვიბრიდები." - ლილის სახე წაეშალა და მხარში მაგრად ჩაარტყა მუშტი.
-უბერავ არა? - შეუბღვირა.
-ჰო, ვუბერავ. არ მინდა ეგეთი სიკვდილი. ცუდად ყოფნისგან, ლოგინში. სხვანაირი სიკვდილი მინდა, აი ისეთი, რაღაც მაგარს რო ნიშნავს, რო იცი რო შენი სიკვდილი ვიღაცის სიცოცხლეა, ვიღაც მაგრად იქნება, მიუხედავად იმისა რომ შენ აღარ ხარ.
-და იმაზე რას იტყვი ვინც აღარ იქნება, შენ შენი გმირული სიკვდილით რომ მიკვდები? რა ეგოისტი ხარ, სანდრო, ჯანდაბა! - გაბრაზდა ლილი.
-ხო კარგი, ისეთი სახე მიიღე შემეცოდე. არ მოვკვდები. - გაიღრიჭა.
-რამე მოწიეთ, შენ და ბიჭებმა და შენ მეტი მოგივიდა თუ...? - თვალები დააწვრილა ლილიმ.
-თუ. - სიცილით უთხრა და თმები აუჩეჩა.
მთელი გზა ლილის ბუზღუნს ისმენდა.
***

3 აგვისტო

რა უფერული დღეა,

და რა ბნელი მთვარეა.

იმიტომ რომ დღეს სანდროს დაბადების დღეა,

და ლიზა ისევ ცუდადაა.

12 საათზე ჩუმად აიპარნენ ლიზას პალატაში და ნახევრად მძინარე სანდროს უეცარი სიურპირიზი მოუწყეს.

აღტაცება ძალიან არ გამოუხატავს, არც მათ უხმაურიათ, არ უნდოდათ ლიზა გაეღვიძებინათ.

ყველამ ჩურჩულით უთხრა გილოცავო,

ყველა ჩუმად გადაეხვია.

ყველამ ლიზა და ცოტა ლილიც უსურვა.

მეორე დღეს ძალიან უნდოდათ დალევა მაგრამ ვერ მოახერხეს,

ლიზა ისე ცუდად იყო, თვალებს ძლივს ახელდა...
***
-ახლა ლიზა სიაში მეხუთეა, მასთან ერთად არის ნიკა ლეჟავა, ნახე, სანდრო, - უთხრა ექიმმა და პლანშეტზე მიუთითა. ლიზა ხუციშვილის გასწვრივ ნიკა ლეჟავა იყო, ფილტვებით.

-ეს იმას ნიშნავს რომ ლიზა გულს მიიღებს, ის ბიჭი კი ფილტვებს? ერთი ადამაინისას?

-ჰო, თუ რომელიმეს მდგომარეობა არ დამძიმდა. სხვათაშორის ნიკა აქ გადმოიყვანეს, თუ ყველაფერი მოგვარდება, ორივეს ოჯახები ძალიან გაიხარებთ.

-იმედია... - ამოილუღლუღა ბიჭმა და მინის მიღმა მისი დის მძინარე გამოსახულებას გახედა...
***
-სანდრო, მიხედე, გეხვეწები. - ეუბნებოდა მარია, საფრანგეთში წასვლამდე. ეჩიჩინებოდა ლილისაც, წამომყევი, წამომყევიო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. არ დავტოვებ მე სანდროსო გაიძახოდა და მილიმეტრით არ მოვშორდები საქართველოსო, იჟინებდა.

-ცხრამეტი წლის ვარ, დედა, მოხედვა არ მჭირდება! - მოუთმენლად ამბობდა ლილი.

-როგორ არ გჭირდება. - ეცინებოდა სანდროს. - ლიზასავით მივხედავ, მარია, გპირდები.

-ლიზასავით მივხედავო? ერთად მეგონეთ მე თქვენ! - გაოცდა ქალი.

-ერთად ვართ, დედა, წადი დააგვიანებ. - კბილებში გამოსცრა ლილიმ.

სიცილი აუტყდა სანდროს. ძლივს გაუშვეს მარია აეროპორტში, არაფრით მიდიოდა, რას ქვია ლიზასავითო.

-გადამრევს ეს ქალი. - დანანებით ამომბობდა ლილი, დედამისი რომ მოიშორა.

-არადა მისი ასლი იქნები 20 წლის მერე.

-ეჰ, ვიცი. - ამოთქვა გოგომ.

***
25 აგვისტოს დაურეკა შევიდა სანდროს ტელეფონზე ზარი, რომელმაც გააღვიძა და სულ არია.

დონორი გამოჩნდა, ლიზას გული გზაშიაო.

საავადმყოფოში სულ სირბილით წავიდა.

ლიზა ბედნიერების ცრემლებით უყურებდა ყველაფერს, თუმცა იმდენად სუსტად იყო, ვერ ლაპარაკობდა.

-გილოცავ, ძმაო, შენი დაც გადარჩება და ჩემი ძმაკაციც, ძაან მაგარია! - უთხრა დერეფანში ბიჭმა. გაეღიმა და ხელი ჩამოართვა, მეც გილოცავო და ბავშვებთან ერთად, მოსაცდელში დაბრუნდა.

ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი...

ჯერ დაურეკეს და დონორი გამოჩნდაო,

მერე ის ბიჭი, რომ მიულოცა.

მერე ლიზას რენტგენზე გამოჩნდა რომ ფილტვებიც ავად ჰქონდა და აუცილებლად თუ არ გადაუნერგავდნენ, ყველაფერი დამთავრდებოდა.

მერე საჭირო გახდა ნიკა ლეჟავას ფილტვების ლიზასთვის გადანერგვა.

ამ პატარა, თუმცა დიდმა განსხვავებამ რელობასა და ფანტაზიას შორის, უამრავი რამ შეცვალა.

უამრავი ადამიანის ცხოვრებას რადიკალური დაღი დაასვა.

რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა,

და ყველაფერი, ყველაფერი არია.
-ლიზას ოპერაციამ წარმარებით ჩაიარა, რამდენიმე საათში გაიღვიძებს. - თქვა ექიმმა, სადრომ სახეზე ხელები აიფარა. არ სჯეროდა რომ მისი სიტყვები რეალური იყო, რომ ეს ყველაფერი მართლაც რჩებოდა...
-ანა, ნიკა ლეჟავა...? - დაეწია სანდრო საოპერაციოსკენ შებრუნებულ ექიმს.
ქალმა დანანებით გააქნია თავი.
-ნიკა ლეჟავა ნახევარი საათის წინ გარდაიცვალა.
მიუხედავად ლიზას გამო გამოწვეული უდიდესი ბედნიერებისა, ძალიან სადევდიანდა.
შუა ღამე იყო, კაფეტერიისკენ მარტო მიდიოდა, ვიღაც მხრებში რომ სწვდა და კედელს მიაჯახა. რომ შეხედა, ის ბიჭი იცნო, რომ მიულოცა.
-აი შენ და შენ ბო* დას, ხო? - გამოსცრა კბილებში, სანდრომ შეწინააღმდეგება სცადა, თუნცა გაშმაგებული მოწინააღმდეგე ბევრად ძლიერი ჩანდა. - დედას მოგი***ვთ, ისე უნდა გაწამოთ როგორც მე ვეწამები ეხლა. აი ისე უნდა გაგამწაროთ, რო მეხვეწოთ, ნიკას გზაზე წამიყვანეო. აი, ისეთ კოშმარში ხართ, ყოველ ღამე რომ ესიზმრებათ და შიშისგან კანკალებენ. აზრზე არ ხართ, ვის აახიეთ ფილტვები. ძალიან მაგრად დაგერხათ, აი ძალიან მაგრად.
-შეიძლება ვწუხვარ, მაგრამ აზრზე არ ხარ როგორ მუშაობს ეგ სისტემა. იმ წამს ჩემს დას უფრო სჭირდებოდა ეგ ფილტვები, ვიდრე შენს ძმაკაცს და ვინც იმსახურებდა, იმან მიიღო. ეგრეა და სუ ყველა რო მოგვკლა, ვერ შეცვლი! - ამოთქვა სანდრომ და ბიჭი ხელის კვრით მოიშორა.
-! - დაიწყვირა, მუშტი კედელს მიარტყა და საავადმყოფოდან გავარდა.
***
იცოდა რაც მოხდებოდა.
მართალია რომ ამბობენ, გრძნობენ ასეთ რამეებსო.
გრძნობენ რომ რასაც ხედავენ, ნელ-ნელა გაქრება.
გრძნობენ რომ ახლა არიან და მერე აღარ იქნებიან.
თავიდან, იმით დაიწყო ყველაფერი რომ ლილის უფრო ძლიერად უჭერდა მკლავებს ჩახუტებისას,
უფრო უჭირდა სახლიდან გასვლა,
უფრო დიდხანს ესაუბრებოდა გამოჯანმრთელებულ ლიზას.
უფრო თბილად ექცეოდა დედას და ბებიას.
ძალიან უჭირდა ამ აზრთან შეგუება, მაგრამ იცოდა რომ გარდაუვალი იყო.
გარდაუვალ რაღაცეებთან ერთი ბიჭი კი უძლური.
უბრალოდ უძლური.
***
უცნაურად გათენდა ის დღე, დილიდანვე ლილისთან წავიდა ბალეტზე და კარის ღრიჭოდან უყურა მას ვარჯიშისას.
კმაყოფილების ღიმილით ეღიმებოდა მის დანახვაზე,
ამაყობდა ასეთი რომ იყო.
თითის წვერზე დგებოდა, ტრიალებდა და მაყურებლებსაც წრეზე ატრიალებდა.
ვარჯიშს რომ მორჩა, ერთად გამოვიდნენ ქუჩაში.
-ლილი, გახსოვს რომ გითხარი, იმ სიტყვას არ გეტყვი-თქო?
-კი, მახსოვს, რა მოხდა? - გაეცინა გოგონას.
-არცერთხელ არ მოგნდომებია, რომ მეთქვა?
-არა, იმიტომ რომ არასდროს დავეჭვებულვარ.
-მართლა? - გაიბადრა სანდრო.
-კი სანდრო, არ უნდა იყვირო, მიყვარხარო. ვგრძნობ.
გაიღიჭა სანდრო და ისე ჩაეხუტა, ძვლების ხმა გაიგონა. სიცილი დაიწყეს, არ უნდოდა გაშვება.
-ყველა ხუციშვილს თავის ლილი ხო ყავს, მაგრამ ჩემზე მაგარი არავის. - გაუღიმა.
-ხო და ყველა ლილის თავის ხუციშვილი ხო ყავს? ჩემზე მაგარი ალბათ ყავდა ერთი-ორს, მაგრამ შენნაირი არავის და შენ მეტი მე არავინ მინდა.
გაეციანათ, წავედი მე სახლშიო, სანდრომ და ლილიმ რომ უთხრა, რომ მიხვალ დამირეკეო, უცებ დაუქნია თავი.
სპოილერი:
სანდრო სახლამდე არ მისულა.
სპოილერი: ლილის უბანს გამცდარიც არ იყო, უცებ რომ მოხდა რაღაც.
სპოილერი: იმ რაღაცის მეტი სანდროს აღარაფერი დამართნია.
იმდენად სწრაფად დაარტყეს დანა სამ ადგილას, წესიერად ვერც იგრძნო ვერაფერი, მხოლოდ ის რომ წონასწორობა დაკარგა და მის გარშემო ხალხი შეიკრიბა.
შემდეგ სისხლი შენიშნა და გულთან ოდნავი წვა იგრძნო.
შემდეგ არსაიდან გამოჩნდნენ საბა, ლუკა, ლაშა და ელენე.
შემდეგ ლილის ხმა გაისმა.
მისი შეშლილი სახე რომ დაინახა, ძირს მგდომმა, მაშინღა იგრძნო სულის გამწვრილებელი, მომაკვდავი ტირილი, ოღონდ თავისი არა, ლილის თვალებიდან გამომავალი.
მისი თავი კალთაში ჩაიდო და ცრემლები წამოუვიდა.
თვითონ ძლივს გაეღიმა.
-ცოტა მოითმინე, სან, სასრაფო მოვა. - იცოდა რომ სისულელე იყო. იცოდა რომ რამდენიმე წამი ჰქონდა დარჩენილი და ძალიან, ძალიან უხაროდა რომ მისი საყვარელი ადამიანის ხელებში კვდებოდა.
-მოითმინე, ხო? ჩემი ხათრით, სანდრო, მალე მოვა. - ისეთი დარწმუნებული იყო, წამით თვითონაც დაიჯერა.
ლილის შოკოლადისფერ თვალებს შეხედა, აცრემლებულ თვალებს, რომლებიც დანახვის წამიდან უყვარდა.
უხაროდა რომ სულელური სიკვდილი არ ჰქონდა და მისი სიკვდილი ლიზას სიცოცხლეს ნიშნავდა.
რომ სადღაც გაიმარჯვა, ცხოვრებას მოუგო.
იმ 22 წელში, რომელიც იცხოვრა, ბევრი რამ ნახა.
უამრავი ტკივილი, უამრავი ახალი სამყარო.
უამრავჯერ დაიწყო ახალი ცხოვრება, რომელიც ამდენჯერვე დაენგრა, მაგრამ ბედნიერება იპოვა.
ლილის თვალებში უკვე ბათუმის ზღვას ხედავდა,
გაეღიმა და თავს ძალა დაატანა...
მთელი ენერგია მოიკრიბა და ძლივს უთხრა:
-წავედი, ლილი.
ისე შთანთა ზღვამ, გოგონას კივილი არ გაუგონია.
არც მისი ჩახუტება უგრძვნია, უსულოდ დარჩენილს.
ბოლომდე ვერ იგრძნო მისი ტკივილი.
სულის შემძველი, სუნთქვის შემკველი,
გამგუდავი,
ტკივილი რომელიც სულს გიკლავს, მაგრამ სხეულს გიტოვებს და გეუბნება, იცოცხლეო.
ტკივილი რომელიც გონებას გიკეტავს, იმდენად დიდ ეგოისტად გაქცევს, რომ ყველაფერს წირავ, ოღონდ ვიღაცას დაეწიო.
სანდროს არ უნახავს, როგორ სცადა ლილიმ თვითმკლელობა ორი თვის მანძილზე, ყოველდღე.
სანდროს არ გაუგია მისი ღრიალი, კოშმარს რომ ნახავდა, სადაც ის კვდებოდა.
სანდრო არ მომკვდარა ლილისთან ერთად.
ლილი თავისთვის კვდებოდა,
ლპებოდა,
ჭკნებოდა,
ოღონდ სიცოცხლეში.
სანდროს არ დაუნახავს, როგორ წავიდა ლილი პარიზში, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა.
არ დაუნახავს, მაგრამ ყველაფერს გრძნობდა,
გრძნობდა რომ ოდესმე დალაგდებოდა.
რომ ლილიც გადაივლიდა და ალბათ თვითონაც.
იცოდა, რომ იმედი ყველაზე ბნელ გვირაბშიც ბჟუტავდა სინათლისფრად.
მაგრამ დარწმებული იყო, რომ ორივესთვის, მისთვისაც და ლილისთვისაც,
ღამე ვერ დადგებოდა ისეთი რამის გახსენების გარეშე, რომლის გახსენებაც დღისით არ შეიძლებოდა.
სადაც არ უნდა ყოფილიყო,
რამდენ ნაწილადაც არ უნდა დაშლილიყო,
ყოველთვის უყურებდა იქიდან, სადაც იყო და ინატრებდა, რომ ლილიც გრძნობდა, მის იქ ყოფნას.
ამოუხსნელს, მაგრამ რეალურს.

დასასრული

***

ვისაც "ლილი" წაკითხული გაქვთ, ალბათ მიხვდით რომ ლილის და სანდროს ისტორიაა ლილის პარიზში წასვლამდე.

იმედი მაქვს მოგეწონათ. ♥



№1  offline წევრი Flash

Es istoria da kidev "lili" mwerali.com ze ido tavebad ori tvis win da... aq saidan gachnda?

 


№2  offline წევრი Tay194

ძალიან კარგია <3

 


№3 სტუმარი A

ღმერთო ეს რა იყო.... აუ ამდენი რზმის შემდეგ ასე დასრულება? არ მეგონა ამ ბედნიერებას თუ ვერ შეიგძნობდა. არ იმსახურებდა ხიკვდილს.... ცრემლები ვეღარ შევიკავე....

 


№4  offline წევრი marqetele

რას მერჩოდი რატომ მატირე?((( ძალიანნ მომეწონა <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი once upon

Didi madloba ❤❤❤

 


№6 სტუმარი Ketis

Au gvatireeeeee ra iko ese rato gaimete es sandroo sheewira kvelapers mokled ra

 


№7 სტუმარი Guest კოკი

amm .. dzaaan dzaaan momewonaa tumcaaa sevdianii daaa tkivilitt upro savse vidreee bednierebit dasiyvarulitt orrive tanabari iyo albad magramm sevda uproo dzlevdaa siyvaruls da bednierebass... anu ess romeligaca istoriis wina nawilia? da amiss mere iwyeba is istoria ?? gagrdzelebaa amis asevtqvatt xo mgoni?? vxedavdi adree am saxelwodebit"lili" istoriass tumca ar wamikitxavss dasrulebas velodii da mere gadamaviwydaa ... rac sheexeba am istoriass momewona bolomdee daa bevric vitireee ... usamartloa cxovrebaaa

 


№8  offline ახალბედა მწერალი once upon

Guest კოკი
amm .. dzaaan dzaaan momewonaa tumcaaa sevdianii daaa tkivilitt upro savse vidreee bednierebit dasiyvarulitt orrive tanabari iyo albad magramm sevda uproo dzlevdaa siyvaruls da bednierebass... anu ess romeligaca istoriis wina nawilia? da amiss mere iwyeba is istoria ?? gagrdzelebaa amis asevtqvatt xo mgoni?? vxedavdi adree am saxelwodebit"lili" istoriass tumca ar wamikitxavss dasrulebas velodii da mere gadamaviwydaa ... rac sheexeba am istoriass momewona bolomdee daa bevric vitireee ... usamartloa cxovrebaaa

დიახ, "ლილის" წინა ნაწილია. მადლობა heart_eyes

 


№9  offline წევრი NniNna

მაქვს ლილი წაკითხული და მახსოვს მაშინაც ვიტირე ძალიან..ისე როგორც ეხლა..საშინელებააა საყვარელი ადამიანის ასე დაკარგვა..სიკვდილით,როცა იცი უკვე აღარ კიარა ვეღარ დაბრუნდება,არავინ არუნდა გამოსცადოს ეგგ..კიდევ წავიკითხავ ლილის!! :(:(:(:(:( რა ცუდ ხასიათზე დავდექი ://

 


№10  offline წევრი შამხათი

ლილი წაკითხული მაქვს და გეტყვი, რომ მაშინ მთლიანად დამშალა მაგ ისტორიამ. ახლაც იგივე განვიცადე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი დასასრული, ძალიან მძიმე იყო...

 


№11  offline წევრი NiniG-1

Lilic da sandro gushin wavikitxe isedac ver viyavi xasiatze mteli dge metireboda shemdeg wavikitxe da martla gulamde movide es istoria ragac saswaulia. Ar vici shen dawere tu vinme sxva magram dzalian dzalian magaria ❤❤❤

 


№12  offline ახალბედა მწერალი once upon

NiniG-1
Lilic da sandro gushin wavikitxe isedac ver viyavi xasiatze mteli dge metireboda shemdeg wavikitxe da martla gulamde movide es istoria ragac saswaulia. Ar vici shen dawere tu vinme sxva magram dzalian dzalian magaria ❤❤❤

რა თქმა უნდა ჩემი დაწერილია. დიდი მადლობა ❤❤

 


№13 სტუმარი Qeti

რას მერჩოდი? ან ამ ბიჭს რას ერჩოდი? გავსკდი ტირილით სუნთქვს შემეკრა.

 


№14  offline წევრი lilearchvadze:)

ღმერთო მიშველე! ამ ისტორიაზე რამდენჯერ უნდა ვიტირო? ჯერ სანდროს არ ვიცნობდი კარგად ისე ვგლოვობდი მის დაღუპვას"ლილი"ში, ამ ისტორიამ კიგამანადგურა! თავიდან ვერ ვიჯერებდი კიდეც, რომ ეს ის სანდრო იყო და ის ლილიანი!

 


№15  offline წევრი ლეტი

არ მიმაჩნია რომ სწორი დასასრულია და ვაპროტესტებ!! ლიზა ჯვდებოდა მთელი ცხოვრება და ამით გაუბედურებულ დედას მეორე შვილი.გამოეცალა ხელიდან, შეუგუებელი თან. ისედაც მტანჯველ რეალობაში კიდევ ამ ტკივილის დამატება გვინდა როცა განსატვირთად შემოვდივართ?? კი უბადლოდაა დაწერილი, ყველა გრძნობა ტრიალებს, მაგრამ კარგი რა!

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოწონება არ ჰქვია ამას,ეს მართლაც სასწაულია.,,ლილი" წაკითხული მაქვს და გამიხარდა ეს ისტორია რომ დაწერე.გული დამეწვა ისე მეტკინა სანდრო და ლილი.
--------------------
ლანა

 


№17  offline მოდერი წითური გოგონა

სწორედ 13-ში დასადები თავი იყო
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№18  offline წევრი Abigail

სიტყვებიც კი ზედმეტია...ძალიან მიჭირს მოთხრობის არჩევა ამ გვერდზე, ბევრი არ არის კარგად დაწერილი, მაგრამ მინდა ვთქვა რომ "სანდრომ" მოლოდინს ნამდვილად დაგააჭარბა. სიმართლე რომ ვთქვა, გამიკვირდა რომ არ ვიტირე. ძალიან სენტიმენტალუტი ადამიანი ვარ და თუ ტირილს დავიწყებ ვეღარ ვჩერდები ხოლმე, ალბათ შოკის ბრალი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი ამას, მართლა კარგ დასასრულს ველოდი იმ ყველაფრის შემდეგ რაც სანდრომ გადაიტანა.
საუკეთესო იყო! ❤️

 


№19  offline წევრი idm.4

Saocari istoriaa ♡♡♡

 


№20 სტუმარი Guest ელენე

Flash
Es istoria da kidev "lili" mwerali.com ze ido tavebad ori tvis win da... aq saidan gachnda?

დალინკე რა

 


№21 სტუმარი Guest baby girl

შენი გმირები თუ არა მკითხველი მაინც შეიცოდე მოვკვდი ადამიანს არ ვგავარ ცრემლები ვერ შევიკავე sob sob sob sob sob sob

 


№22  offline ახალბედა მწერალი once upon

Guest baby girl
შენი გმირები თუ არა მკითხველი მაინც შეიცოდე მოვკვდი ადამიანს არ ვგავარ ცრემლები ვერ შევიკავე sob sob sob sob sob sob

მადლობა და ბოდიში ატირებისთვის :დ <3

 


№23  offline წევრი Hela

საოცრებაააა

 


№24  offline მოდერი Eleniko13

არ არსებობს.
არ მჯერა.
გავაფრენ,
გავგიჯდები და
წავალ საერთოდ აქედან.
ქვეყნიდან,
სამყაროდან,
გალაქტიკიდან, რავიცი.

ლილიზე ვწერ.
ლილიზე, რომლის სახელსაც
ისე წარმოთქვამენ,
რომ გიჟდება ლილი.

მართლა ტრავმირებული ვარ,
გული მტკივა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№25  offline წევრი Gotham

Mtkiva es istoria
Mtkiva lili da sandro
Ar sheidzleba ase !!!

 


№26 სტუმარი ჭორიკანა

მოვკვდი ტირილით ლამის. ჯანდაბა რეალურს გავს ( ყველა ისტორიას ხომ არ აქვს კეთილი დასასრული(ძალიან ლამაზია ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent