როცა სინათლე ქრება თვალებიდან 7 თავი
-ნიკუშ რა გჭირს სახეზე? რას გავხარ- სიცილით კვდება სანდრო, ლამის იატაკზე გაწვეს, -ალერგიამ მომცა შაქარზე, რა გჭირს ტოო ეგრე უნდა მეგობრობა, გენერვიულა მაინც, არ შეიძლება მასე -შ-შ-შაქარიიი, როგორ მოახერხე, რამდენი ტონა შეჭამე, მოიცა ამოვისუნთქო, ვინ გაგიჩალიჩა? -მაგას ეპატიება, მაგრამ მე რისი ნიკა ბუსხრიკიძე ვარ რომ ყველაფერი უპასუხოდ დავტოვო-ბოროტი ღიმილი დამთამაშებს სახეზე, ეხლა ჩემი დროა -გასაგებია მაშინ ვინც იქნებოდა ----------------------------------------------------------------------------------- -ხო ანი, სამსახურის მერე გამოგივლი, უკვე ვამთავრებ, გამოვიცვლი და მოვალ -კაატ არაფერი არ გითხრა გუშინდელის მერე?? -არა გოგო მეც გამიკვირდა არადა უნდა გენახა რას დაემსგავსა, ცოტა არ იყოს შემეცოდა -შეგეცოდა??? მეტის ღირსი იყო -გიჯოოო, რა მკაცრი ხარრრ -მოდი მალე რააა, გიჯოს განახებ -კაი კაი პატარა სათავსოს ვაღებ, მოიცა ფეხები თეთრი რატო მაქვს, ფქვილიიი?? სათავსოში რა ფქვილი ჩამიყარა -როგორ?-მაგარია არაა, ძაან ლოგიკური კითხვა გამიჩნდა არაა, ჯანდაბა ტანსაცმელი სულ ფქვილიანია, წავედი გავბერტყო, შემოვტრიალდი და ბრახვანი გავადინე, ხო გაგიგიათ კედელზე შპალიერივით აგაკრავო, ეხლა იატაკზე ვარ აკრული შპალიერივით, წებო წაუსვააა??? აი თურმე რატო არაფერი უთქვამს მთელი დღე, ბიჭი დაკავებული იყო თურმე... -ჩიტო გაები მახეში -მახეში განახებ, ეხლა როგორ ავდგე-საწყლად ამოვიკნავლე თავის აუწევლად -ნუ რავი თუ ძაან მთხოვ ტანსაცმელს მოგცემ და ფეხსაცმელსაც მაგრამ, ხო იცი ყველაფერი შენს სიტყვებზეა დამოკიდებული ჩემს თავში სასწორზე ვწონდი, ეხლა დავიმცირო თავი და მერე სამაგიერო გადავუხადო თუ თავმოყვარეობა არ დავთმო, ჯანდაბას ყველაფერი, ჯობია ეხლა დავცირდე -გთხოვ -როგორ?? რამე თქვი? -ძალიან გთხოვ რომ დამეხმარო -რაღაც წრფელი სიტყვები არ ჩანს, არ მომწონს შენი თხოვნა, თU მეტს ვერაფერს მეტყვი წავედი-უკვე კარებს იკეტავდა -მოიცა მოიცა -აბა გისმენ, არ დაგავიწყდეს წრფელი სიტყვები და დამაჯერებელი იყოს -აჰ, ძვირფასო ბატონო ნიკოლოზ, პატივს თუ დამდებთ და დამეხმარებით ამ გაჭირვების დროს, უმორჩილესად გთხოვთ თქვენი კატერინა -გასგებია-შოთასავით ჩაფიქრდა- უნდა დავფიქრდე -რამდენიც გინდათ ბატონო-ეს ბოლო ხაზგასმით ვუთხარი -კაი, შენს სასარგებლოდ გადმოიხარა ჩემი გონება, მაგრამ შეიძლება სხვა დროს ასე არ გაგიმართლოს ----------------------------------------------------------------------------------- ძლივს მოვწესრიგდი, რესტორანი დავკეტე და უკვე უნდა გავდგომოდი გზას, რომ საშინლად დაიქუხა, რა საშინელი ამინდია, ქარი, წვიმა, ჭექა და ქუხილი, ეს ისეთი ქარია რომ მე კი არა სპილოსაც გააქროლებს, მანქანამ ჩამიქროლა. რატომღაც უკან ბრუნდება, ჯაშუშებზე კინო მგონია, შავი მანქანა, დაბურული მინებით ჩემს ფეხებთან გაჩერდა, ნელ-ნელა მინა ჩამოიწია და სიურპრიზიი, გაკრეჭილი ნიკა მხვდება, მთელი სცენარი გააფუჭა რაა -ასეთ ამინდში როგორ წახვალ სახლში იმედია როგორმე დავითანხმო რომ გამაცილოს, კიდევ ერთხელ თავის დამცირება მომიწევს უკვე გული მიგძნობ -ხოოო, ძაან ცუდი ამინდია, ნეტავი ვინმე მომაკითხავდეს და წამიყვანდეს -კაი ოცნებაა, სანამ შენი რაინდო მოვა თეთრ რაშზე ამხედრებული აჰა ქოლგა -ქოლგაა?? -ხო დასველდები ისე, კაი წავედი მე მეჩქარება ისე გააქროლა მანქანა რომ დამასველა,ისედაც უკვე ნახევრად დასველებული, ამდენს არ გაპატიებ, მოიცა გათენდეს ხვალ ახალი დღე, ეჰ მეკიდე გავუდგე გზას, ნახევრად სველიი, რა გინდა მელოდია მაინც მაქვს, ფეხების ჭყაპონის ხმა. იდე დაიგრუხუნა გული წინდებში დავტოვე, ჩემს ყვრილზე რომ არაფერი ვთქვათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.