შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობები(ნაწილი 10)


15-12-2016, 22:27
ავტორი ანტა
ნანახია 1 458

-აუუუ გოგოებო გამოდით თორე უთქვენოდ ძაან მოწყენილობაა-კარების მეორე მხრიდან გამოგვძახა ბექამ
-ჰოო მოვდივართ.არ დაგაცლიან რა ესენი არაფერს.-ჩაუბუზღუნა ნინიმ და ნელა წამოიმართა. სასტუმრო ოთახში შესულებს ანდრია გულზე ხელებგადაჯვარედინებული დაგვხვდა.
-გვანცა გაიცანი,ჩემი ძმაკაცები, ანას დედა და გოგოები რომ გაიცანი ფაქტია.
-არა შენ შეგითანხმებს როდის გვეჭორავება გოგოებს-ენა გამოუყო ნინიმ და გვანცას ამოეფარა. ანდრიამ ისე ამოისუნთქა მივხვდი გაიფიქრა ამას არაფერი ეშველებაო.
-მოეშვეთ ერთმანეთის კბენას, ხომ არ გშიათ?-თეთრი მანდილი "ააფრიალა" დედაჩემმა.
-აუ ძალიაან-ამოთქვა ბექამ და იმ წამსვე მისმა მუცწლმა იღრიალა. ამაზე ყველას გაგვეცინა. ქალები სამზარეულოსკენ დავიძარით და ბიჭები მარტონი დავტოვეთ. ყველამ საქმე დავინაწილეთ, ნინი სალათს აკდთებდა, მე მაგიდას ვაწყობდი, დედა საჭმელს აცხელებდა, მარიამი და გვანცასთვის გასაკეთებელი აღარაფერი იყო და წუწუნებდნენ ჩვენც გვინდა დაგეხმაროთო. ამ დროს ოთახში პატარა ალექსანდრე შემობაჯბაჯდა.
-დედიტო, სეილება დღეს აქ დავლცეთ?-ლეკვის თვალებით ამოხედა მარიამს, და სანამ იგი რამეს იტყოდა მე დავასწარი.
-როგორ არ შეიძლება, თუ გინდა სულ ჩემთან იყავი.-ძლიერად ვაკოცე ლოყაზე, მან კი ამოიკისკისა.
-სუუულ?
-ხოო სულ.
-მერე დედიკო არ მოგენატრება?-ჩაიმუხლა მარიამი
-სენ ალ დალცები? მასინ არც მე ალ მინდა.-ჩუმად ამოისლუკუნა.მე და მარიამი ერთდროულად ჩავეხუტეთ, ლამის მოვგუდეთ საწყალი ბავშვი.
-კარგი დავრჩეთ.
-იეეეს-ერთად ვთქვით მე და ალექსიმ. -წავალ ბიჭებს ვეტყვი.გახარებულები ბიჭებთან გავედით.
-დღეს თბილ ლოგინებს დაემშვიდობეთ ყველა, აქ რჩებით .- სიტყვით გამოვედი.
-მაგარია გავერთობით.- გაიცინა ბექამ.
-წამო გარეთ რაღაც მაქვს შემოსატანი.უცნობმა წელზე ხელი მომხვია და გარეთ გამიყვანა. უკვე დაღამებულიყო, გარეთ ღამის სურნელი იდგა.სიცივისგან ჟრუანტელმა დამიარა. ალექსანდრემ თავისი გრძელი მკლავები მომხვია და მიმიხუტა.სიცივე უკვალოდ გაქრა.
-იცი, მომენატრე.
-ვიცი,მეც მომენატრე.-მივხვდი რა მაკლდა მთელი ეს დრო,რა არ მასვენებდა ეს ჩახუტება იყო, ჩახუტება იმასთან ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს.
-ერთხელ ვეღარ მოვითმენ, ყველაფერს მივაგდებ და აქ წამოვალ.
-ნუ სულელობ, ერთ კვირაში გამოცდები მაქ. აი ნახავ, კარგად ჩავაბარებ,და მერე ისეთ სასწავლებელში ვისწავლიშენთან ახლოს რომ ვიყო.
- იცოდე კარგად მოემზადე, კარგ უნიში სწავლა ადვილი არა.
-არც ახლა ვაკლებ სწავლას.
-კიი უკვე გნახე როგორ სწავლობ.-ჩუმად ჩაიფხუკუნა.
-უბრალოდ დაღლილი ვიყავი.
-ხო კარგი, კარგი რაღაც სასუსნავები ვიყიდეთ და მოდი შევიტანოთ.-ნელა მომაშორა ხელები და ისევ სიცივისგან დამაჟრიალა. ოთხი გატენილი პარკი გადმოუღო ერთო მე მომცა სამი თვითონ წამოიღო.მივხვდი რომ ეს უბრალოდ მიზეზი იყო რომ ჩემთან მარტო ყოფილიყო.სახლში შეხულებს ყველა სამძარეულოში დაგვხვდა.
-კიდევ კარგი თორე ვიფიქრეთ რომ ანა მოიტაცე და წახვედი-წამოიძახა დემეტრემ და მარიამისგან მუჯლიგუნიც მიიღო.
-არა რაღაცეები შემოვიტანეთ- უბრალო, მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა უცნობმა და პარკები დაალაგა.ბოლოს ყველანი ოთახებში გავნაწილდით, დემეტრე დიდი წუწუნის შემდეგ ძლივს დავეთანხმე რომ მარიამს ჩემთან დაეძინა.გოგოებმა იმდენი ვიჭორავეთ ღამის სამ საათზე ძლივს დავიძინეთ.

დილით ვიღაცის ღრიალმა გაგვაღვიძა. ოთახიდან სწრაფად გავვარდით და დავინახეთ როგორ მისდევდა დემეტრე ბექას.
-ბექააააააა!!! გადაგხსნი შუაზე იცოდეე!!!-მალევე შევამჩნიეთ მისი წელს ზემოთ შეშველი, სმაილებით დაფარული სხეული. ამაზე ყველამ ბევრი ვიცინეთ. ამ დროს ყვითელ კაბა ჩაცუმული საბა გამოვიდა რომელსაც ტუჩებზე პომადა ჰქონდა მოთხვრილი და გაკვირვებული იყურებოდა. მას უკან ალექსანდრე მოჰყვა.მას ვერაფერი შევამჩნიეთ უცნაური.მაგრამ როდესაც ჩემკენ ჩასახუტებლად გამოიწია მისი ხელები დავინახე. უნებლიედ გამეცინა.ვერ მიხვდა რაზე ვიცინოდი და ხელებზე დავახედე. ფრჩხილებზე ძალიან გრძელი ყვავილებით მოხატული, ხელოვნური ფრჩხილები ჰქონდა დახატული. კიდევ უფრო გადავბჟირდი როცა უცნობის ფეხის ფრჩხილებზეც მსგავსი ფრჩხილები დავინახე. მაგრამ სიცილი არ მაცალეს კიდევ ერთი ღრიალი გაისმა. სააბაზონდან კარედ შეჭრილი მწვანე თმიანი რეზი გამოვარდა. რომელიც თავიდან თმების მოგლეჯვას ცდილობდა.რეზი გოგოებს უკან ამოგვეფარა. ბუჭები კი ელოდებოდნენ "ბუნაგიდან" როდის გამოვიდოდა თავს რომ დასხმოდნენ.
- ვიხუმრეთ გავიცინეთ. ახლა გვითხარი როგორ მოვიშოროთ ესენი.- თქვა საბამ.
-უბრალოდ გაიხადე- ვუთხარი საბას ისე თითქოს 2 წლის ბავშვს ვეუბნებოდი.
-მაგდენი ვიცი, მაგრამ მიწებებულია ჩემზეე!-განწირულად თქვა საბამ
-ყველაფერს საღამომდე დაელოდეთ და მერე რო დაიბანთ დაგცილდებათ.
-და რა საღამომდე ასე ვიყოთ?!
-რავი რა უჭირს.-ბიჭებმა ერთი კიდეგამოიწიეს და ბექა კიდევ უფრო დაპატარავდა ჩვენ უკან.
-კაი ჩხუბით რას უშველით, თან ყოველთვის ისე იქცევიტ თითქოს ეს არასდროს გაგიკეთებიათ.-თქვა მარიმ და სამზარეულოსკენ წავიდა.- ყავა ვისაც გინდათ წამოდით, აიქნია ხელები.ბიჭები კი ბუზღუნით უკან გაყვნენ.

მაპატიეთ დაგვიანებისთვის გამოცდები და მთელი ამბები, საერთოდ ვერ ვიცლი რომ შემოვიდე მადლობა რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი nininininininin

გამარჯობა ძალიან საინტერესო ისტორიაა შემდეგ თავს როდის დადებთ?

 


№2  offline წევრი ghghg

nininininininin
გამარჯობა ძალიან საინტერესო ისტორიაა შემდეგ თავს როდის დადებთ?

მგონი აღარ დებს ჩემო კარგო გული არგ აიტეხხოოო თავიდან მეც გულიდამწყდა

 


№3  offline წევრი ანტა

ghghg
nininininininin
გამარჯობა ძალიან საინტერესო ისტორიაა შემდეგ თავს როდის დადებთ?

მგონი აღარ დებს ჩემო კარგო გული არგ აიტეხხოოო თავიდან მეც გულიდამწყდა



არაფერიც არ გაიტეხოთ გული ხვალ დავდებ შემდეგს უბრალოდ პრობლემები მაქვს და ფაქტიურად აქ შემოსვლას ლამის ვერ ვახერხებ როგორც კი შევძლებ ახალ თავს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent