ყველგან გამოგყვები (დასასრული)
-ეხლა მოიცა, რას ქვია ვერასდროს გნახავ, უცებ არ მიყვარდე რა-ძლივს იკავებდა თავს ნინა რომ ან ყვირილი ან ტირილი არ დაეწყო. დაჩი ამას ხვდებოდა და უფრო აწვებოდა,თუ ადამიანურობას ნინა დაიბრუნებდა ის აუცილებლად დარჩებოდა რეაბილიტაციის ცენტრში. -გაგახსენო წეღან შენ არ მაკოცე? -ხელს ხომ არ გიშლით-საუბარში ისევ დაჩის დედა ჩაერთო. -ღმერთო ჩემო! დედა ორი წუთი დაგვტოვე. -ორი წუთი-მკაცრად წარმოთქვა დედამისმა და გავიდა. -და რა გგონია ეხლა ჩამეხუტები მე დაგიბრუნდები ისეთი როგორც ვიყავი? ის კოცნა წამიერი სისუსტე იყო, ძველი მე ცდილობდა გამორღვევას მაგრამ მაშინვე გაჩერდა. მე აღარ ვიქნები ისეთივე როგორიც ვიყავი. მე დავბრუნდები საქართველოში ნიკასთან და ელენესთან ერთად და დიდი იმედი მაქვს ამ 3თვეს დავივიწყებ. -და ეს გამოსავალია? გაიქცევი? ნინა ლაჩარი ხარ, გესმის? გოგო რომელიც ჩამოვიდა იყო სიმამაცით ცნობილი. ნინა რომელსაც მე ვიცნობდი არასდროს დატოვებდა მის ახლობლებს გასაჭირში, მან პატიებაც იცოდა. შენ ხარ ეგ გოგო პროსტა რატომღაც მოგწონს დეპრესიული თხის როლის თამაში. ნინა აღარავის ეცოდები მალე შენ ახლობლებსაც აღარ ეყვარები თუ ესე გააგრძელებ მოქცევას, ისინიც აღარ გაპატიებენ. მე არ უნდა ვიყო ის ადამიანი ვინც შენ ლექციებს ჩაგიტარებს. -რას იტყვი დედაშენზე? შენც ეგრე იქცევი? რანაირად ელაპარაკები? -რათქმაუნდა, ეს შენი სტილია. სხვა თემაზე საუბრის გადატანა. დედაჩემი შენ არ გეხება, მე ჩემი მიზეზი მაქვს, ანა ვერ შეედრება დედაჩემს. ანა მასთან შედარებით ანგელოზია. -ანგელოზი რომელმაც დამტოვა მხოლოდ იმიტომ რომ კლუბებში სიარული უნდოდა. ეზარებოდა ჩემი მოვლა. -და მართლა ეგრე გგონია?!! გოგო?!!! აზრზე მოდი-დაჩიმ შეაჯანჯღარა ნინა და სავარძელზე დააგდო. შემდეგ მის წინ ჩაიკუზა და ნინას ორივე ხელი დაუკავა. -მოკლედ, მომისმინე კარგად!-ისევ შეაჯანჯღარა-დროზე გამოფხიზლდი, ნუ თამაშობ მსხვერპლის როლს! გესმის?!!! აღარავის ეცოდები ნინა!-აჯანჯღარებდა და არ ეშვებოდა ნინას და სწორსაც აკეთებდა რადგან ყველაფერი გამოსდიოდა. ნი. დაჩი გაჩერდა და თვალებში ჩახედა, ელოდებოდა რაიმე რეაქციას, ესე გაგრძელდა ცოტახნით და შემდეგნინასაც უკვე ყელში ამოუვიდა წყნარად ყოფნა და დაჩის სახეში გაარტყა, ჩაიკეცა და ცრემლები წამოუვიდა. დაჩიმ ამოისუნთქა და ორი წუთის შემდეგ ნინას გვერდით ჩამოუჯდა და მიიხუტა. -ძლივს. ნინ, ეს სიტყვები მართლა არ მიგულისხმია-დაჩი ძლიერად იხუტებდა ნინას და ცდილობდა რომ დაეწყნარებინა. -ყველაფერი გავაფუჭე-ცხარე ცრემლებით ტიროდა ნინა-ჯორჯთან და ანასთან ვერ დავრჩები, დავკარგავ ჰეილის, მეგობრებს... ნათესავებს-ნინა ვერ ჩერდებოდა, ხელები გაუოფლიანდა, თვალებში დაუბნელდა, ცოტაც და გაითიშებოდა მაგრამ დედამიწაზე ისევ დაჩიმ დააბრუნა. მან ნინა მისკენ მიიზიდა და აკოცა. შემდეგ კი დაჩის დედა შემოვიდა. -იმ ტყლაშუნის ხმებიდან გამომდინარე რომლებიც მესმოდა გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ. -როგორ იცი ნერვების მოშლა ხოლმე დედა, ნინა შენთან ერთად არსად წამოვა. ისევე როგორც მე. -დაჩი, შენ ამას ინანებ! რამე რომ დაგჭირდეს ჩემთან აღარ მოხვიდე. -ისედაც არ მოვდიოდი ხოლმე, არ მესმის ისეთმა ანგელოზივით ადამიანმა როგორიც ანაა რა იპოვა შენში ისეთი თვისება რაც მეგობარს უნდა ჰქონდეს. ამ სიტყვების გაგონებაზე დაჩის დედა სიმწრით გავარდა ოთახიდან. -რა ხდება ისეთი თქვენს შორის? -ის ანტილოპაა და მე პინგვინი. -ანუ? -დაიკიდე, მერე აგიხსნი. ჯერ ეს ორი დღე გადავიტანოთ. -კიდე ხედავ ანტილოპას? -არა, ეხა ლამაზ თხას ვხედავ-გაეცინა დაჩის. -ცხოველებზე ნუ ხუმრობ ეგრე!-მხარი გაკრა დაჩის ნინამ. -წამო თორე მოძებნას დაგვიწყებენ. -როგორ მაინტერესებს პრესაში რას დაწერენ როცა გაიგებენ რომ აქ ვარ. -ვერ გაიგებნე, ჯორჯმა ყველა ჟურნალისტს პირობა მიცა რომ ვინც რამეს ამის შესახებ დაპოსტავდა ქალაქიდან გააძევებდა. -ჰმ... ერთი სული მაქვს როდის გამოგვიშვებენ აქედან. -მოიცადე, ჯერ რაღაცა უნდა გაიასნო. ჩემი შეყვარებულობა რთული საკითხია ნინიკო. -ნინიკო აღარ დამიძახო. -აღარ შემაწყვეტინო, არავის არ გაეკარები, არავინ გაგეკარება, არავისთან არ უნდა დაგინახო, ჩემი ეჭვიანობა ძვირად დაგიჯდება ლამაზო, ჩადს კითხე. -რაში უნდა დამჭირდეს შენი ეჭვიანობა? -მე უბრალოდ გავაიასნე, თორე იზამ და შენი აჯობებს. -ეხლა ჩემი წესები მოისმინე! -შენთვის სიტყვით გამოსვლის უფლება არ მოუციათ-პირზე ააფარა დაჩიმ ხელი და ოთხიდან გაიყვანა. *** ორი დღე ზედმეტად მალე გავიდა. დაჩი და ნინა დილით ადრე თვითონ წამოვიდნენ რეაბილიტაციის ცენტრიდან და პირველი სადაც მივიდნენ მერის სახლი იყო. ნინა შიგნით სირბილით შევიდა და მაშინვე მის მშობლებს ჩაეხუტა. ჯორჯი გახევებული და გაკვირვებული იყო ერთდროულად. -ნინა, გამოგიშვეს? -კი... მაპატიეთ! ძაან გთხოვთ... ვიცი საშინლად ვიქცეოდი და რთული ასატანი ვიყავი. -აღარ გააგრძელო, ჩვენც ცუდად მოვიქეცით დე, უნდა დაგვეჯერებინა შენთვის. ყველამ აგო პასუხი უკვე, ესტერი ციხეშია, ევა გამოსასწორებელ სკოლაში გაგზავნეს. -და... როდის მივდივარ საქართველოში. -ნუ... მემგონი... აღარ მიდიხარ!!-ერთხმად თქვეს ჯორჯმა და ანამ. -რააა?!!! არ არსებობს. -მოსამართლემ თქვა თუ შენი მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდოდა, დეპრესიიდან გამოხვიდოდი, დამტკიცდებოდა რომ ნარკოტიკები შენი ბრალი არ იყო, ამასთან ერთად იმას მიექცია ყურადღება რომ კარგად სწავლობდი აქ, ყოველშემთხვევაში მილიონჯერ უკეთესად ვიდრე საქართველოში, ამ შემთხვევაში მეურვეობა ჩვენი იქნებოდა. ოღონდ თვეში ორჯერ მოვიდოდა სოციალური მუშაკი რომელიც შეგვამოწმებდა. ამასთან ერთად კვირაში ერთხელ უნდა იარო ფსიქოლოგთან და სანამ რამეს იკითხავ კი მასთან ლაპარაკი აუცილებელია. -კარგი დებილი ფსიქოლოგს გადავიტან. მოიცადე და ელენე და ნიკა სად არიან? -საქართველოში. -მე არ დამემშვიდობნენ? -ნინა, როგორც კი სასწავლო წელი დამთავრდება ჩაგიყვანთ და ნახავ მათ აუცილებლად. დაჩი რატომ დგახარ მანდ? შემოდი-შეიპატიჟა ჯორჯმა. -ჰეილი სადაა? -ბაღში. -ბაღში? რა სეიყავნეთ? რატოოოო.... ცოდოაა? -რატოა ცოდო. -იმიტო რო... დილას ადრე უნდა ადგეს. -ეგ ისედაც დგებოდა ხოლმე ადრე. -კაიი... დეეე, მაა შეილება ეხლა ბავშვებთან წავიდე? რო ვნახო ყველა. -ხო... რატომაც არა? ფული გინდა?-დაიბნა ჯორჯი და საფულე ამოიღო. -არა, მაქვს, რო ჩამირიცხე პირველად აქ რომ ჩმოვედი კიდე მაქვს. -სად არის ნინა და ვინ ხარ შენ?-გაეცინა ანას. -აი ამ ადამიანს კითხეთ ეგ-ნინამ დაჩის გადახედა, მისკენ წავიდა და აკოცა. -ვოუუუ.... მოიცა, აბა ტუჩები გამოწიე მაქედან... აა... ანა ამას შენ მიხედე... მე შეხვედრა მაქვს-ჯორჯი ოთახიდან გავიდა. -ესე იგი... ნინას დაბრუნებას შენ უნდა გიმადლოდე... მადლობა დაჩი. -რთული არ იყო. ჩვენ წავალთ. -კარგი, დაჩი თათია მომიკითხე(დაჩის დედა იგულისხმა). -აუცილებლად-დაჩიმ ნინას გადახვია ხელი და გაიყვანა სახლიდან. -მისმინე რა უნდა ქნა ეხლა? შეგიშვებს დედაშენი სახლში? -რას ქვია შემიშვებს, ხო არ გამაგდებს და თუ გამაგდებს კიდეც ფული მაქვს და ცალკე ვიცხოვრებ პროსტა ბელა მეცოდება, ბავშვმა დედა რა არი არ იცის, 4ის არის და გამზრდელების გარდა არავინ იცის. არც ბაღი, არც სხვა ბავშვები, მეც არ მაქ დრო რო გამყავდეს სადმე ხშირად. -წამო ეხლა გავუაროთ ბელას. -და ნარკომან ჩაკთან და ჯეიმსთან გავართო? გააფრინე? -არა, არ მოწევენ ბელას თანდასწრებით. -გააფრინე? ბელა მაგ სასტავში წასაყვანია? შენ ჰეილის წაიყვანდი? -გოგოებში კი, იმათთან გამიტყდებოდა პროსტა იმიტო რომ მობეზრდებოდათ. -მაგაზე ვლაპარაკობ ზუსტად. -კაი, ცოდოა ბელაა. -საღამოს გავიყვან. -აუუუ, დაჩი!! არ უნდა გამაცნო ბავშვი წესიერად? -კაი, ნუ წუწუნებ. ჯანდაბას, აქვეა მაინც-დაჩი და ნინა უცებ შევიდნენ სახლში და ბელას ოთახში ავიდნენ. ბელა საწოლზე იჯდა და ხელში რაღაც სურათი და სიგარეტი ეკავა. დაჩი მაშინვე მივარდა ბელას და ხელიდან გამოგლიჯა სიგარეტი, შემდეგ უხეშად აიყვანა ხელში ისე რომ ვერც შეამჩნია ბელას რომ ატკინა ხელი. -ეს სად აიღე?!!-სიგარეტზე მიუთითა დაჩიმ. ბელას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. -ძიძა წავიდა... და... მე მამას ოთახში... -აღარ გაბედო მეორეჯერ იქ შესვლა გესმის?!-დაჩის ხმამ მთელ სახლში დაიჭექა, ბელაც არ ჩამორჩა ძმას და ბოლო ხმაზე დაიწყო ტირილი. -რას აკეთებ შე ველურო გააფრინე? დაჩიმ ბელა საწოლზე დასვა და მის წინ ჩაიმუხლა, მის პატარა ხელებს მოკიდა ხელები და ჩაეხუტა. -მაპატიე ბელ, არ მინდოდა. უბრალოდ ეს ცუდი რამეა და მეორეჯერ მამას ოთახში არ შეხვიდე კაი?-ბავშვი ტირილს აგრძელებდა-ჯანდაბა რისთვის უხდიან ამ ძიძებს ამხელა ფულს!! რეი! რეი!-დაცვას ეძახდა დაჩი და ის მაშინვე ზევით გაჩნდა-სად ჯანდაბაშია ბელას ძიძა? -მისის ედმუნდი 1საათის უკან წავიდა, ბავშვი მზარეულს დაუტოვა, რაღაცას ბურტყუნებდა მემგონი თათიაზე იყო გაბრაზებული. თათიამ უსაყვედურა ბავშვს კარგად ვერ მიზრდიო და ისიც გაბრაზდა. -მერე რეი მზარეული სად ჯანდაბაშია!!!!! -დაჩი გეყო, ბავშვს აშინებ-ნინა ბავშვს მიუჯდა გვერდით და მიიხუტა. -დ*** შ****. ყველა სათითაოდ დასათხოვები ხართ! თავისუფალი ხარ რეი-დაჩიმ გაუშვა საცოდავი დაცვა რომელიც არაფერ შუაში არ იყო ბელას აღზრდასთან. -ბელა არ იტირო. ბელა ნელ-ნელა წყნარდებოდა, დაჩიმ მხოლოდ შემდეგ შეამჩნია რომ სიგარეტის გარდა ფოტო ჰქონდა ხელში რომელსაც ეხუტებოდა ტირილის დროს და თან ჩაკეცლი იყო. დაჩიც მიუჯდა და ხელში აიყვანა. -მაპატიე ბელა, ყველაფერს ვფიცავარ აქედან დროზე წაგიყვან. მე და შენ გადავალთ საცხოვრებლად სხვაგან, ხო ბელ? აღარანაირი ძიძა არ დაგჭირდება. არ იტირო ბელა. -მარტო მე და შენ?-ამოისლუკუნა ბელამ. -ხო. -დედა?-აწითლებული სახით ახედა ბავშვმა დაჩის, მას ისეთი სახე ჰქონდა რომ დაჩი ლამის თვითონ ატირდა. -დედა... როცა მოგენატრება მაშინ ნახავ. -კარგი. -მორჩა, წამო ეხლა გავისეირნოთ, ბიძია ჩაკი, ჯეიმსი და ჩადი ვნახოთ. -დაჩი-ჩუმად ჩაჩურჩულა ბელამ ყურში-ჩაკს რო ცუდი სუნი ადის?-ბელა ალკოჰოლის სუნზე ლაპარაკობდა. -დუხს დაისხამს-გაეცინა დაჩის შემდეგ ნინასთან ერთად წავიდა ბავშვებთან. ბავშვები ჩადთან შეიკრიბნენ ეზოში. ბარბეკიუ ჰქონდათ გამართული, მაგრამ ბევრი არავინ იყო დაპატიჟებული. ჩადი, ჩაკი, ჯეიმსი, როზალი და სამანტა. ბელა ყველამ კარგად მიიღო, სამანტა ყველგან დაათრევდა საწყალ ბავშვს და რაღაც თამაშებს ეთამაშებოდა. როზალი და ნინა კი ეზოს მეორე მხარეს იჯდნენ და ეწეოდნენ. -მოკლედ რჩები ხო? -კი, სულ. -მერე? -რა მერე? -დაჩი დებილო. -არაფერი, ერთად ვართ. -კაია, ნარკოლოგიურში როგორ მოხვდა? -შენ საიდან იცი? -ჩაკმა მითხრა. -მოიტყუა ვითომ კაიფში იყო. -უყვარხარ ბ***დ. -რეებს ბოდავ ვევასები მარა სიყვარულით არ ვუყვარვარ. -აუ აბა სულ იმისთვის დაწვებოდა რეაბილიტაციის ცენტრში ვინც პროსტა ევასება. ნინა დაჩის ყველაზე მაგარი რეპუტაციაა აქვს მთელ როუზვუდში, მიუხედავად იმისა რომ სიმართლეში ის ისეთივეა როგორიც ყველა ამას არ აჩვენებს. სახალხოდ არ აბოლებს პლანს და ბარებში არ ითხლიშება იქამდე რომ ჯერ ფული მოპარონ და მერე გააღვიძონ. -აუ არ ვიცი ხოდა თვითონ მითხრას. -ნათქვამი აქვს მემგონი ბევრჯერ. -ჯანდაბა... მაგაში მართალი ხარ. -დააა... შენ მემგონი სერიოზულად კაიფში ხარ. -ანუ მე დებილმა... მე დებილმა ვერ მოვწვი იმდენი... ამას ვუყვარვარ და მე... -ხო შენ ხარ დებილი და დაჩის უყვარხარ. დაჩი უკნიდან მოეპარა ნინას და წელზე შემოხვია ხელები. -ჩემი ანტილოპა. -ანტილოპაო?-გადაბჟირდა როზალი. -არ იკითხო, გრძელი ისტორიაა-გააჩერა ნინამ. -როზალი დაგვტოვე. -ჩათვალე რომ აქ არ ვარ-როზალი ადგილიდან არ დაძრულა. -როზ, სამამდე ვითვლი მერე შენთითონ იცი რა გელის-დაჩიმ ისე ბოროტულად გაიღიმა რომ თვით ნინასაც შეეშინდა, ხოლო როზალი კი წამში გაქრა იქიდან. -დაჩი... ეხლა მივხვდი რა დებილი ვარ. -ანუ დღეს ბევრს მივაღწიეთ? -თ რატო? მე მივაღწიე ბევრს. კაი მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს როზალიმ ამიხილა დღეს თვალები სიმართლეზე. მოკლედ რომ დავაკვირდი რამდენჯერ გითქვამს რომ გიყვარვარ და მე არ მიპასუხია. -და? -და... დაჩი... მე დებილი ვარ. -ეგ არ უნდა გეთქვა. -ნუ ხო... დაჩი... აუ ესე შეკვეთით არ შემილია. დაჩიმ ნინას აკოცა. -ესე? -მეც მიყვარხარ-გაიღიმა ნინამ და მერე თვითონ აკოცა დაჩის. ამასობაში ჟრიამული ატყდა და მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ დაჩი და ნინა რომ ყველა მათ უყურებდა და ტაშს უკრავდა. ისინი ფრანებს ამზადებდნენ გასაშვებად და თან ნინას და დაჩის უღებდნენ ფოტოებს. შემდეგ ისინიც შეუერთდნენ მათ და მთელი ღამე ერთად გაატარეს, ბელაც მათთან ერთად იყო. ნინამ 3-4თვის განმალობაში იმდენი რამ გადაიტანა რასაც ბევრი ვერ შეძლებდა. მან იპოვა სიყვარული და მშობლები. ამასთან ერთად ნამდვილი მეგობრები, რათქმაუნდა დარტყმულები მაგრამ... რას ვიზამთ. როგორც თინეიჯერს რათქმაუდნა მოდიოდა კამათი მშობლებთან, მაგასაც მოესწრო ჯორჯი რომელსაც ნინას პატარაობაში უნდოდა დაბრუნება. დაჩიმ პროცესი წამოიწყო სასამართლოში და ბელაზე მეურვეობის მოპოვება სცადა, მიუხედავად დედამისის მობოდიშებისა და თხოვნისა რომ ბელა არ წაერთმია მისთვის . დაჩის არ ჯეროდა იმისი რომ თათია გამოსწორდა და ამიტომ ართმევდა ბელას მას. რაც შეეხება ნიკას და ელენეს, ისინი საშინლად დამწუხრებულები იყვნენ და პატარა ერეკლეც ვერ იტანდა მისი დის გარეშე ყოფნას, მაგრამ ნინა ხშირად ჩადიოდა საქართველოში და ძველ მეგობრებსაც ნახულობდა. შემდეგ იმდენი იჩალიჩეს დაჩიმ და ნინამ რომ გიორგი დაითანხმეს ცოტახნით მაინც გაცვლით პროგრამაზე როუზვუდში. შემდეგ ისე მოხდა როგორც ყველა ისტორიაში, ზღაპარში თუ მოთხრობაში ხდება.... დაჩი და ნინა დაქორწინდნენ იმის შემდეგ რაც ნინამ სკოლა დაამთავრა. **** არ ვიცი რა გამომივიდა მაგრამ დავამთავრე და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. შეიძლება ცოტა ნაჩქარევად განვავითარე ყველაფერი მაგრამ ძალიან იწელებოდა უკვე. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.