შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 12 (დასასრული)


16-12-2016, 01:48
ავტორი mariia
ნანახია 2 366

ახლში პატარა გვეყოლება და სრულიად შეცვლის აქაურობას რაც კიდევ უფრო მახარებს ჯონგინის შემოთავაზების შემდეგ. მე და დედა სერას სახლში მოყვანით ძალიან გახარებულები ვართ. ბიძია არ იმჩნევს თუმცა ვიცი მასაც უხარია. რაც შეეხება ბეჭედეს უკვე არსებულს ჩემს თითზე შეუმჩნეველი არც დედას დარჩენია და არც ბიძიას. როგორც ყოველთვის უკმაყოფილო სახით ბურდღუნებდა ბიძია და ცდილობდა მიზეზების მილიონობით ჩამონათვალიდან ერთერთის წყალობით მაინც გადაეფიქრებინა,თუმცა დედა იმდენად გახარებული იყო ჩემი ბედნიერებით მას ხმას არ აღებინებდა.
სახლში სერა შემოგვყავს მე და დედას. პატარა გაოცებული ათვალიერებს იქაურობას.
- მე აქ უნდა ვიცხოვრო?-გაკვირვებული ჯერ დედას უყურებს შემდეგ მე.
- აჰამ - თავს ვუქნევთ ორივე. - გპირდები აქ მოგეწონება. შენ ამ სახლის პატარა პრინცესა იქნები მე კი შენი უფროსი და (ონნი).- ვუღიმი და მასაც ეცინება.
- ანუ უფროსი და მეყოლება?-მეც თავს სწრაფად ვუქნევ.შემდეგ დედასკენ იხედება. ის კი მის წინ იმუხლება და მკლავებზე ხელებს კიდებს.
- არ არის პატარავ აუცილებელი დედა დამიძახო.მე არ მინდა შენი დედიკო შევცვალო უბრალოდ მინდა აქ თავს კარგად გრძნობდე. თუ გინდა დეიდა დამიძახე- პატარა ლოყებზე კოცნის გოგონას.
- დედიკოს არ ეწყინება თუ დედას დაგიძახებ.მე დედასავით მიყვარხართ- პატარა უღიმის და დედას ეხუტება. ის კი ბედნიერებისგან ტირის.
- ახლა კი პატარავ წამომყევი შენი ოთახი ვნახოთ.- მეორე სართულზე აგვყავს. ჩემი ყოფილი ოთახი ოდნავ განვაახლეთ და პატარასთვის შესაფერისი გავხადეთ. საწოლზე კი ჩემი საყვარელი დათუჩა ბილი დავდეთ იმედი მაქვს მასაც ისევე მოეწონება და შეუყვარდება როგორც მე.
- ეს დათუჩაც ჩემიაა?- სიხარულისგან თვალები უბრწყინდება.
- კი შენ გჩუქნი. იმედია ჩემსავით შეგვიყვარდება.- პატარა უკვე გულიანად ათვალიერებს ბილის და გულში იხუტებს რაც კიდევ უფრო მახარებს.
- ონნი რა ქვია მას?- რა სასიამოვნო მოსასმენია როცა უცებ ვიღაცის უფროსი და ხდები.
- მას ბილი ქვია- თმას ყურს უკან ვიფხან უხერხულად მგონია,რომ არ მოეწონება მაგრამ პირიქით. სერა ბედნიერი იხუტებს ბილის და ოთახში მხიარულად დარბის. მისი ბედნიერებით აციმციმებული თვალების დანახვისას მე და დედაც ვხარობთ და კიდევ უფრო მიხარია ეს გადაწყვეტილება.
- დედა უნდა წავიდე- მისკენ ვბრუნდები.
- კარგი წადი. მომავალი სიძე მომიკითხე- მხიარულად ცალ თვალს მიკრავს მე კი სიცილი მიტყდება. უთქმელად ხვდება ყველაფერს, თუმცა დასამალიც არაფერია.ჯერ დედას ვემშვიდობები შემდეგი სერას და სახლს ვტოვებ. ამჯერად მარტო მე.ამ ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ კომპანიის წამოწევით და ჯონგინის მონატრებით არ ვიყავი დაკავებული.ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მალე ავითვისე მანქანის ტარება და გუშინ ტარების უფლებაც მოვიპოვე. ახლა კი თავდაჯერებული ამაყად მივდივარ საკუთარი მანქანით ბიჭების სახლში. მანქანას შორიახლოს ვაჩერებ და როგორც ჯონგინს ჩვევია ისე ვინიღბები.სახლამდე ქურდივით ვიპარები და სწარაფად შევდივარ სახლში.მათი ხმები ერთმანეთში ირევა.მისაღებში ცოტახნით კუთხეს ვეფარები და მათი ყურებით ვტკბები.ჩანიოლი და სეჰუნი ერთმანეთს თამაშში ეჯიბრებიან. ლეი,ჩენი და დიო ახალ კომპოზიციაზე მუშაობენ კუთხეში თავისთვის და სულაც არ უშლით ხელს ორი ცელქი ბავშვი,რომელებმაც ოთახი კინკლაობით გააყრუეს.სამზარეულოდან სერიოზული სახით სუჰო გამოდის ჩანიოლის და სეჰუნის მიმართულებით მიემართება და გაბრაზებული სახით იწყებს
- მორჩით თამაშს დღეს ჭურჭელს თქვენ რეცხავთ- უკმაყოფილოდ ახედეს ბიჭებმა.შემდეგ ერთმანეთს გადახედეს.
- შენ რეცხავ მე ვამშრალებ- ჩანიოლმა მხიარულად წამოიყვირა.
- კიდევ რა გინდა? - ცალი წარბი აუწია სეჰუნმა.- ვითამაშოთ ვინც წააგებს ის რეცხავს.ვინც მოიგებს ამშრალებს.- ორივემ ხელები მოამზადეს
-ქაი,ბაი,ბუ!(ჯეირანის პონტია)- წამოიყვირა ჩანიოლმა და მალევე სიხარულით ყვირილი ატეხა.- აჰა ხომ გითხარი.აზრი არ ქონდა.
- შემდეგში მე მოვიგებ- ენა გამოუყო სეჰუნმა.სუჰო კი მათი შემყურე თავს დანანებით აქნევდა.თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა.
- როგორ მომნატრებია თქვენი კინკლაობები- ოთახში შევდივარ და ყველას ყურადღება ჩემზე გადმოაქვს. სახე ებადრებათ. სათითაოდ ყველას ვეხვევი.
- რძალო ჩვენც მოგვენატრე- სუჰო თბილად მიკრავს გულში.
- დანარჩენი სად არიან?-ოთახს ხელთავიდან ვავლებ თვალს.
- დანარჩენი თუ ჯონგინი? -წარბების თამაშით მეკითხება ჩანიოლი.
-რა თქმა უნდა ჯერ მე ვაინტერესებ-ზურგს უკან ჩემი ბიჭის ბოხი ხმა მესმის და სწრაფად მისკენ ვტრიალდები.შიუმინთან ერთად დგას. როგორც ჩანს მთელი მაღაზია წამოიღეეს.
- ჰეი რძალო- შიუმინიც მესალმება და ჯონგინის მკლავებში ვინაცვლებ.დიდიხნის უნახავივით დააცხრა ჩემს ტუჩებს უკნიდან კი ბიჭების ჟრიამული ატყდა.
- ბარემ განმარტოვდით ოთახში - სიცილით მოგვაძახა სეჰუნმა.მის ნათქმამზე მეც გამეცინა და ჯონგინის ტუჩებს მოვწყდი.
- იცოდე შენს დახმარებას გადავიფიქრებ- ჩემს სიტყვებზე პირი უცებ დაკეტა და უხილავი კლიტით ჩაკეტა,თან ბონუსად ღიმილიც მოაყოლა. ყველას სიცილი აგვიტყდა.
ყველა იმ საქმეს დაუბრუნდა რაც ევალებოდათ. ჩენმა ჯონგინს პარკები გამოართვა.მე კი უფრო კარგად მოვთავსდი ცოტახნით მის მკლავებში.
- მანქანა გარეთ დგას და ჯივონი სად არის?
- გაგიკვირდება და არ არის- სიცილით ვჩურჩულებ მის ყურთან.
- არ მითხრა რომ... - ცალ წარბ აწეულმა შემომხედა.
- დიახაც - ფართოდ გავეკრიჭე. ჯიბიდან მართვის მოწმობა ამოვიღე და თვალწინ ავუფრიალე.- შემდეგ წვიმიან დღეს,როცა სასეირნოდ წავალთ თავისუფლად შემეძლება მძღოლის მოვალეობა ვიკისრო.- ჩემს სიტყვებზე ნელნელა იღიმება და ისევ მწვდება ტუჩებზე.
- რძალო აბა დაგეხამარებიო?-მესმის სეჰუნის გაბუსხული ხმა.ჯონგინს ვცილდები და სამზარეულოსკენ მივდივარ.
ყველაფრის მომთავრების შემდეგ მისაღებში მოკალათებული ჩემს მიერ მომზადებულ ყავას მიირთმევენ,რომელიც მინამ მასწავლა და მართლაც არაჩვეულებრივად გამომდის. მთელი სხეულით ვყავარ მიკრული ჯონგინ და თითქოს თავმომწონედ იყურება.ყველაფერი კარგად არის. სრულ ბედნიერებამდე ჩვენთან ერთად მყოფი ბექიონი გვაკლია. რაც მოვედი არ მინახავს.
- ბექიონი სად არის?-ვკითხულობ და თითქოს ყველა იძაბება.-რა ხდება?-მათი სახეებით ვასკვნი,რომ რაღაც მოხდა.
- დილით გავიდა. სავარაუდოდ თეიონი უნდა ენახა - ყველას ეცვლება გამომეტყველება.
- იჩხუბეს? - კიდევ უფრო ვინტერესდები.თუმცა პასუხად მხოლოდ მხრების აჩეჩვას ვიღებ.
- რძალო მეჯვარე ვინ გეყოლება? - ჩანიოლმა თემა შეცვალა და მხიარულად აათამაშა წარბები.
-არავინ მყავს- ბუზღუნით ვამბობ. აქამდე ამაზე არც მიფიქრია.
- უსამართლობაა ჯონგინს 8 ვყავართ და შენ არავინ- თანაგრძნობა გამომიცხადა სუჰომ.
- აბა ჩვენ ვინ ვართ? -წამოიყვირა სეჰუნმა.- დღევანდელი დახმარებისთვის მზად ვარ შენი მეჯვარის რიგებში ჩავეწერო რძალო- ამას ისეთი სახით ამბობდა რომ ყველას სიცილი აგვიტყდა.
- ყველა ჰანას მხარეს ნუ გადახვალთ- წაიბუზღუნა ჯონგინმა,თან კიდევ უფრო მიმიკრა მკერდზე.
- ნუ გეშინია ძმაო მე არ მიგატოვებ-ჩენმა მხარზე ხელი დაარტყა.
- არც ჩვენ- ერთად წარმოთქვეს სუჰომ,ლეიმ და დიომ.
- მაპატიე მაგრამ მე ჰანას მეჯვარე ვიქნები- ხელები აწია შიუმინმა.
- ისევე როგორც მე - გააჟღერა ჩანიოლმა.
-არათანასწორობაა - ვხითხითებ ჯონგინის მკლავებში.
- მართალია სამი ოთხზე ვართ- მეთანხმება ლეიც.შემოსასვლელი კარების ხმა ისმის,რომელიც ხმაურით იხურება. ჰორიზონტზე ბექიონი ჩნდება.
- ბექიონ იქნები ჩემი მეჯვარე?-მხიარულად გადამაქვს მასზე მზერა.იმდენად მიხარია მისი დანახვაა გვიან ვამჩნევს სახეზე აღბეჭდილ სიბრაზეს.ის კი ვითომც არაფერი გვერდს გვაქცევს და ზევით სართულზე არბის.სახეზე აშკარად სიბრაზის მილიონობით ელფერი ედო.თავი დამნაშავედ ვიგრძენი არ უნდა მეკითხა. - ჯონგინ... - თვალებში ვუყურებ ის კი უთქმელად ხვდება რისი თქმა მინდა.
- წადი პატარავ- შუბლზე მკოცნის და ხელს მიშვებს.
ბექიონის ოთახთან ვდგავარ. შიგნიდან რაღაცის მსხვრევის ხმა ისმის.კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ.
- ბექიონ შეიძლება?-მინდა შემიშვას და დაველაპარაკო თუმცა არა.
- ჰანა გთხოვ არ შემოხვიდე. მარტო მინდა ყოფნა.- მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვები გულს მტკენს უკან ვიხევ და დაბლა ჩავდივარ.კიბეებზე ლეი მეგებება.
- თქვა რამე?-ისიც შეწუხებული მეკითხება.
- არაა.- თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად.
- შევეცდები მე დავამშვიდო- მხარზე ხელს მადებს და ზემოთ ადის. ჯონგინი მიახლოვდება და ხელებს მხვევს.
- არ ინერვიულო ყველა მასთან ვართ და არ მივატოვებთ- სიყვარულით სავსე შემომყურებს.
- ჩემი წასვლის დროა-კოცნას ვიპარავ მისი ტუჩებიდან.მას კი ეღიმება.კარებისკენ მივდივარ ისიც მომყვება. ხელს მიჭერს და მაჩერებს.
- გაგიყვან - ახლა თვითონ ცდილობს კოცნის მოპარვას.
- მე თვითონ წავალ შენ კი ბექიონს მიხედე- უკმაყოფილოდ იბუსხება. მე კი მის გაბუსხულ ლოყაზე ვკოცნი.
- ფრთხილად იარე- ყურთან ჩურჩულით მეუბნება.
- აუცილებლად. მიყვარხარ ჯონგინ!- არაფრის თქმის საშუალებას აღარ ვაძლევ მხიარულად ვეცლები და ხელის ქნევით მანქანისკენ მივდივარ. სახლს ვცილდები უკანა ხედვის სარკეში კი მის გაბრწყინებულ სიყვარულით სავსე სახეს ვუყურებ.მთელ სხეულში სითბო მივლის. სახეზე ღიმილისგან კუნთები მეჭიმება. უკვე აღარ ჩანს თუმცა მე მაინც გაბადრული სახით ვიყურები ამჯერად მთელი ყურადღებით წინ.
ცენტრალურ ტრასაზე გავდივარ.რადიოში მათი სიმღერა გადის ბოლო ხმაზე ვუწევ და მარჯვნივ ვუხვევ. რამდენიმე მილის შემდეგ წითელ ნიშანთან ვჩერდები. რადიოდან ჯონგინის ხმა ისმის მეღიმება და თან გზას ვუყურებ ველოდები,როდის აინთება მწვანე.წინ ვიხრები და მაღლა ვუყურებ.თუმცა წინიდან მანქანის შუქი თვალებში მანათებს.ვერაფრის დანახვას ვეღარ ვახერხებ. ერთადერთი რასაც ვხედავ ჩემს წინ სულ უფრო და უფრო მოახლოებული მანქანის შუქია. ბოლო შეგრძნება კი მწვავე ტკივილია. ტკივილი არამიწიერი. ტკივილი,რომელსაც მხოლოდ ხორცით არ შევიგრძნობ. ტკივილი,რომელიც მაიძულებს ყველა ტკბილ-მწარე მომენტები თვალწინ წამის მეასედში გამირბინოს.ბოლოს ჯონგინის თბილი მომღიმარი სახე მიდგას. ვგრძნობ მეც ვიღიმი. ვგრძნობ როგორ ჩამომდის მომღიმარ სახეზე ცრემლები. ილუზიაა,მაგრამ იმასაც ვგრძნობ როგორ მწმენდს ხელით ჩამოსულ ცრემლებს და ისევ თბილად იღიმის. ბოლოჯერ ვუყურებ და თვალები თავისით მეხუჭება.
*****
ვერ ვხდები აქ როგორ აღმოვჩნდი. საავადმყოფოს დერეფანში დავბორიალობ. საერთოდ რა მინდა აქ ვერც იმას ვხვდები. ბოლოს აუტანელი ტკივილი და მისი მომღიმარი სახე მახსოვს. ახლა კი ამდენი უცხო სახე დადის ჩემს გარეშემო და არავინ ყურადღებას არ მაქცევს.
-ჯონგინ გაჩერდი!- მესმის ზურგს უკან ბიჭების ხმა.
-ჯონგინ - მათკენ მხიარულად ვიხედები. ძლივს. ამდენი უცხო სახიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელი. მისი სახის დანახვაზე სახეზე ღიმილი მაშრება. ასეთი არასდროს მინახავს. სრულიად წაშლილია. თითქოს რობოტივით დაგიპნოზებული მოიწევს წინ.- საყვარელო რა გჭირს?-მისკენ მივდივარ. ვჩერდები და მინდა სახეზე შევეხო,მაგრამ ვერ ვახერხებ და წამის მეასედში ჩემში გადის. საშინელი ტკივილი ისადგურებს ჩემს შიგნით. მკერდზე ხელს ვიდებ. ღმერთო როგორ მტკივა.მე სული ვარ,რომელსაც ვერავინ ამჩნევს. ახლა გასაგებია. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. ადგილზე ვიკეცები და ხმამაღლაა ვტირი.თუმცა არავის ესმის.
დერეფნის ბოლოში საოპერაციოსთან ბიჭების ხმა მესმის, რომელებიც ცდილობენ ჯონგინი დააწყნარონ.ცრემლებს ვიწმენდ და მათკენ მივდივარ. სკამზე ზის იდაყვით მუხლებს ეყრდნობა და თავი ხელებში აქვს ჩარგული.მის წინ ვიმუხლები ხელებს ვკიდებ,მაგრამ ვერ გრძნობს.
- ჰანა არ დამტოვო გთხოვ... ჰანა...- ბუტბუტებს თავისთვის. არავის ესმის ისევე როგორც ჩემი,მაგრამ მისი მე მესმის.
- აქ ვარ ჯონგინ...- ცრემლები ისევ გადმოდიან თვალებიდან. ხელებით ნაზად ვეხები მის თმებს და ვეფერები. კარების გაღებისას გამოსულ ექიმს ყველა ერთდროულად ესევა. ჯონგინიც სწრაფად მეცლება და მასთან მიდის. მავედრებელი მზერით უყურებს. ყველაფერი კარგის მოლოდინში. თუმცა ამაოდ.
- ვწუხვარ - მთელი უემოციურობით პასუხობს ექიმი.
- წუხარ??-ცრის კბილებიდან. და საყელოში ავლებს ხელებს. -მაშინ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მის გადასარჩენად.
- ჯონგინ გაჩერდი.გეყოფა- ცდილობენ მასავით დამწუხრებული ბიჭებმა ხელები შეაშვებინონ ექიმზე. ძლივს ხელებს უშვებს და მოწყვეტით ეცემა მუხლებზე.
- უნდა გადარჩეს.ცოლად უნდა გამომყვეს. ჩვენ უკვე ყველაფერი დავგეგმეთ. მასთან ერთად იმდენი გეგმა მაქვს. - კიდევ უფრო მტკივნეულია მისი ამ დგომარებაში ნახვა.
- ყველაფერი გავაკეთე. ახლა მისი ჯერია.ქალბატონს შეატყობინეთ მეცხრე პალატაშიაა ცუდად გახდა-სუჰო დადებითად თავს უქნევს.ექიმი ეცლება და გადის."დედა"წარმოვთქვამ ჩემთვის,მაგრამ ვერ მივდივარ. არ შემიძლია ჯონგინის ასეთ მდგომარეობაში დატოვება.
- წამოსვლისას ვერც კი მოვასწარი მეთქვა რომ მიყვარს- ხელები სახეზე აიფარა და ცდილობდა მოგუდულად ეღრიალა. ვეხუტები და მასთან ერთად ვტირი. მინდა ვაგრძნობინო,რომ იქ ვარ მაგრამ არ გამომდის.
აქ მე მარტო ვარ. სული, რომელსაც თავისი საყვარელი ადამიანის გამხნევებაც კი არ შემიძლია.
*****
როგორი გრძნობა უნდა ქონდეს,როცა შენს სხეულს დაჰყურებ და ხედავ შენი საყვარელი ადამიანების ტანჯვას. ყოველდღე და ყოველწამს ხელმეორედ კვდები.ვერაფერს აკეთებ მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად. ველაპარაკები,ვეხევევი,ვკოცნი,ვტირი,ვყვირი მაგრამ მათ არ ესმით. პალატიდან ფანჯარაში ვიყურები. ყურში აპარატის გაუთავებელი წრიპინი ჩამესმის და ჩემი სხეულის ხელოვნური სუნთქვა. აქაურობა საავადმყოფოს პალატას კიარაა ორანჟერიას გავს. ყველა სათითაოდ მოდის და მოაქვს ყვავილები ყოველდღე და ახალთახალი. პალატის კარი იღება. ზღურბლზე ბექიონს ვხედავ ყვავილებით ხელში. ყველაზე იშვიათად ის მოდის.მთელი ოთხი თვის განმავლობაში ეს მესამედ მოსვლაა. გაუბედავად შემოდის და იკავებს საწოლთან ადგილს. ხელს ყვავილების ძირს აწვალებს და თავი ჩაღუნული აქვს.
- ჩვენი ბოლო შეხვედრისას ძალიან უხეში ვიყავი. ეს კი მიზეზი გახდა იმისა,რომ შენთან მოსვლას ვერ ვბედავდი. მაპატიე, რომ ასეთი უხეში ვიყავი შენთან. - თვალიდან ცრემლი უვარდება.ხელით უცებ იწმენდს და იღიმის.მასთან ერთად მეც ცრემლები მომდის და თან ვიღიმი რამის თქმას აზრი არ აქვს. უბრალოდ ვდგავარ და ვუსმენ. ისევ თავს ხრის და ხმადაბლა იწყებს- იცი მე და თეიონი ისევ დავშორდით და როგორც ჩანს სამუდამოდაც.ვფიქრობ ჩემს თავში ვიპოვი ძალას,რომ უკან აღარ მივბრუნდე...- მომღიმარ სახეს იღებს უცებ-ნახე ყვავილები მოგიტანე.არ ვიცი ესენი გიყვარს თუ არა,თუმცა ვაღიარებ მე არ მიყიდია.- თავისივე ნათქვამზე ორივეს გვეცინება-გაგიკვირდება და საავადმყოფოსთან შეკრებილმა ფანებმა გამომატანეს შენთან.არადა მათი რეაქციის გვეშინოდა შენი და ჯონგინის გამო,მაგრამ როგორც ჩანს ჯონგინის ტკივილმა გატეხა ისინი.სხვათაშორის შენზე ცუდი არაფერი იწერება.მთელი ფანდომი ერთად ლოცულობენ შენი გამოჯამრთელებისთვის.მზად არიან მიგიღონ...ჯანდაბა ჰანა როდემდე უნდა იყო ასე?-უცებ სიბრაზისგან ანთებული თვალებიდან ისევ იღვრება ცრემლები.- გახსოვს ბოლოს მითხარი ჩემი მეჯვარე თუ იქნებიო...ვიქნები ოღონდ გაიღვიძე კარგი? ჯონგინს ასე ნუ დატოვებ...მან ყველაფერი დატოვა და მთელ დღეებს აქ შენთან ატარებს.ახლაც ძლივს გავაგდეთ სახლში გამოსაცვლელად. ეშინია.ეშინია,რომ ისე წახვალ დამშვიდობებას ვერ მოასწრებს შენთან. ეშინია,რომ თუ წავა დაბრუნებისას აქ აღარ დახვდები. ყველაზე ძალიან ცხოვრებაში შენი დაკარგვის ეშინოდა და ახლაც ასეა.
- ვიცი- ცრემლები ყელში ბურთივით მაწვება.
- ამას ნუ გაუკეთებ ჯონგინს გთხოვ. იბრძოლე მისთვის.ან დედაშენს როგორ უკეთებ ამას? ხომ იცი ვერ გადაიტანს. ვერც დედა და ვერც ჯონგინი.გთხოვ გაიღვიძე ძილის გუდა... - ბოლოს ტირილ-სიცილით ამბობს ჩემსკენ იხრება ლოყაზე მკოცნის.ყვავილებს ერთერთ ლარნაკში ტოვებს და გადის.
პალატიდან გამოვდივარ. ყველა შემსვლელი მთხოვს გავიღვიძო ეს კი ჩემს ძალებს აღემატება. ვიბძოლო? როგორ? არ შემიძლია.ცრემლები მახრჩობს. საავადმყოფოს ვარ მიჯაჭვული აქაურობას ვერ ვშორდები. დერეფანში მივაბიჯებ. წინ ჯონგინი მეგებება მაშინდელივით. გვერდით არ ვიწევი უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ველოდები როდის გაივლის ჩემში. კიდევ ერთი მტკივნეული და თან სასიამოვნო გავლა ჩემში. მე ასე ვცდილობ შევიგრნო ის.მისი ტკივილი ჩემში გადმოდის. მთლიანად თითოეული უჯრედით შევიგრნობ მის ტანჯვას. ეს წამები ბედნიერებასაც მანიჭებს და უსაზღვრო ტკივილსაც. პალატაში შედის. მე კი მისი ხმა მესმის.
-როგორ ხარ პატარავ. ცოტახნით გავედი და უკვე მომენატრე.-ცდილობს გაიღიმოს და ისე მომესალმოს. მის ხმაში იგრძნობა ყველაფერი რასაც ის ამ წამს განიცდის. ასე შორიდანაც კი ვგრძნობ მისი ხელების სითბოს ჩემს ხელზე და ტუჩებს ლოყაზე. სახეს მისი ცრემლი მისველებს ინსტიქტურად ხელს იმ ადგილას ვისვამ. ყველაფერს ვგრძნობ რასაც აკეთებს და რასაც გრძნობს.გული საშინლად მეკუმშება.თითქოს შიგნიდან ხელს უჭერენ რაც შეიძლება ძლიერად და ცდილობენ ბოლო წვეთი სისხლი გამოწოვონ.
მოპირდაპირე მხარეს საავადმყოფოში არსებული პატარა ეკლესია მხვდება თვალში.ყოველთვის ვხედავდი იქ მყოფ დედას. გაუბედავად შევდივარ შიგნით. საკურთხევლის წინ მუხლებზე ვეცემი. თავს ვერ ვაკონტროლებ ცრემლები ისევ მომდის.
-ღმერთო არ ვიცი საიდან დავიწყო.ლოცვა არ ვიცი. გაბრაზებული ვიყავი ყველა იმ უბედურების გამო რაც მემართებოდა და როცა ბედნიერი ვიყავი დამავიწყდი.ყველაფრის ღირსი ვარ და არ შემიძლია რამე გთხოვო. მაგრამ თუ ვერ გავიღვიძებ ახლავე წამიყვანე რადგან აღარ შემიძლია მათი ასე ყურება. ვიცი არ ვარ ღირსი ჩემი თხოვნა ყურად იღო,მაგრამ გთხოვ ჩემს საყვარელ ადამიანს მიეცი ძალა უჩემობას გაუძლონ. - ცრემლებს ვიწმენდ და ვდგები. უფლის მოწყალების იმედი მაქვს, რომ აქ დაამთავრებს ჩემს ტანჯვას. გასასვლელისკენ რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ. გულში ტკივილს ვგრძნობ ოღონდ განსხვავდება. ჩემი სხეული სხვა მდგომარეობაში გადადის და მე ამას ვგრძნობ.ფეხის თრევით გავდივარ ისევ უკან და კარებთანვე ვჩერდები.
- ექიმს დაუძახეთ- შეშლილი სახით პალატიდან გამოდის ჯონგინი და ისევ უკან ბრუნდება. წამებში კი ექიმი თავისი ამალით პალატაში შედის. სხეულზე ნემსებივით ჩხვლეტას ვგრძნობ. ყურში კი გამაყრუებელი წრუპუნა ხმა ერთიანმა გაბმულმა ხმამ შეცვლა. სახე ისევ მისველდება საკუთარი ცრემლებით.ვიღიმი და ტაძრისკენ ვიხედები სადაც წუთი წინ დაჩოქილი ვცდილობდი ჩემებურად ლოცვას. "მადლობა ღმერთო" ვჩურჩულებ ჩემთვის თუმცა ვიცი მას ესმის. ერთადერთი იყო ვისაც ჩემი ხმა მივაწვდინე. ყურში ისევ გაბმული წრიპინა ხმა ისმის. ხელები წინ გამომაქვს. თითქმის აღარც ჩანს.ჩემი პალატიდან ჯონგინს ძალით აგდებენ.მე კი მისი ნახვის ბოლო შესაძლებლობა მეცემა სანამ გავქრები."მიყვარხარ ჯონგინ"მტკივა მაგრამ ვიცი მას უფრო ტკივა. სიტყვები ისევე ქრება, როგორც ჩემი გამოსახულება.
******
ჯონგინი
ტკივილი, რომელსაც იმ წუთებში განვიცდიდი ძნელია სიტყვებით გადმოვცე. მზად ვიყავი ჩემი სიცოცხლე დაუფიქრებლად გამეცვალა მისთვის. აპარატზე სწორ ხაზს გაშეშებული ვუყურებდი. რასაც ვფიქრობდი და ვფრუტრუნებდი რამდენიმე სსიტყვა იყო." არ მიმატოვო პატარავ გთხოვ" გაფუჭებული კასეტასავით ამ სიტყვებს ვიმეორებდი. ამაზე ფიქრის დროსაც იგივეს განვიცდი და საშინელი სევდა მიპყრობს. მადლობა ღმერთს,რომ ახლა ჩემს მკლავებში ნებივრობს და შემიძლია მისით ისევ დავტკბე. ახლა კიდევ უფრო მიჭირს მისი სადმე გაშვება და კიდევ უფრო მაშინებს უმისობა.
ის უკვე ჩემია. ოფიციალურად ჩემი. ხალხისა და უფლის წინაშე. თაფლობის თვეს მისივე კუნძულზე ვატარებთ.იმ კუნძულზე სადაც ერთმანეთს პირველად შევხვდით და სადაც მე ის თავდავიწყებით შემიყვარდა. ორივე პლაჟზე ვწევართ.ზუსტად იმ ადგილზე ჰანას რომ უყვარს და თითქმის ყოველღამე აქ იძინებდა მე კი არ ვშორდებოდი.ზუსტად ეს ადგილია მოწმე იმისა თუ როგორ მოვიპარე გაუბედავად მისგან პირველი კოცნა. მახსენდება ჩემი ყოყმანი და მეცინება.
მზის სხივებს ვეფიცხებით. მჭიდროდ მეკვრის მკერდზე და ღმად სუნთქავს. მე კი მის თმებზე თამაშით ვერთობი. იშმუშნება და ნახევარად მძინარე მზერით მომღიმარი ჩემსკენ იხედება.
- ძილისგუდამ გაიღვიძა-ტუჩებზე ნაზად ვეხები.
- ჩემი პრინცი კი როგორც ყოველთვის მზადაა ჩემი კოცნისთვის- იწევა და უკეთესად მკოცნის. სწრაფი მოძრაობით ჩემს ქვევით მკლავებში ვიქცევ. მისი ხითხითი ჩემი საყვარელი ჟღერადობაა.სახეზე ღიმილი მეკვრება. მისი ტუჩებისკენ მივიწევ.უცებ თითით მაჩერებს.
- ჯონგინ მშია- ტუჩები ებუსხება. ახლა კიდევ უფრო მინდა ვაკოცო და ასეც ვიქცევი.
- სულ როგორ შეიძლება გშიოდეს?-კიდევ უფრო იბუსხება. მე კი სიცილს თავს ვერ ვანებებ. -რას შეჭამ? ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს სხვადასხვა სახის ხილი და თევზი-მეთვითონვე მეცინება ისევ მის უკმაყოფილოდ მომზირალ და აწკეპილ ცხვირზე.
- შოკოლადი მინდა- წარმოთქმისას ტუჩებს ილოკავს.
- ეგ საჭმელი არაა- სიცილს ვეღარ ვიკავებ. - თან არც გვაქვს.
- როგორ არა ჩანთაში მიდევს -კმაყოფილი მიღიმის და თვალებს მიფახურებს.ვკოცნი და ხის სახლისკენ მივდივარ. ჩანთას ვხსნი და მეცინება.- აშკარად მომზადებულია წამოსული.-სანაპიროზე ვბრუნდები. ჩემი მსუნაგი გოგო ტალღებთან მოთამაშე მხვდება.ვუახლოვდები.უკნიდან ხელებს მაგრად ვხვევ და ვიხუტებ.შოკოლადს ვაწვდი და ისიც გემრიელად მიირთმევს.მის სურნელს ვსუნთქავ და ვერ ვძღები. კიდევ უფრო ლამაზი და სურნელოვანი ხდება. მე კიდევ ყოველდღე და ყოველი დანახვისას ხელთავიდან მიყვარდება.ჩემსკენ ბრუნდება და კისერზე მეხვევა.
- მინდა შენ დაგემსავსოს -ცხვირს ცხვირზე მიხახუნებს და ტუჩებს ეხება თუმცა არ მკოცნის. მიწვევს მაღიზიანებს რაც კიდევ უფრო მომწონს.ჩემი ველური გოგო.
-და თუ გოგო იქნება მინდა შენ გგავდეს- ტუჩებზე თითს ვუსვავ და ჩემდაუნებურად ტუჩებს ვილოკავ.- თუმცა იმედია შენსავით არ გასუქდება- სულაც არ არის მსუქანი. ეს ნორმალურიც არის,მაგრამ მიყვარს როცა ასე ვაბრაზებ. ძალიან საყვარელია ამ დროს.
- ვინ არის მსუქანი? მე??...- მცილდება სწრაფად იხრება და წყლის წვეთებს მასხავს. მეც იგივეს ვაკეთებ. ჰანა კი წივილ-კივილით მიუყვება სანაპიროს.მე კი ჩემს საყვარელ საქმიანობას ვაკეთებ ჩემს ცოლს მივსდევ.ჩემი პატარას მომავალ დედას.

ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობდით და კომენტარებს მიტოვებდით <3 იმედი მაქვს მთლიანობაში ესეც მოგეწონებათ :*



№1  offline წევრი davinna

Vaine dzalian magari iko..guli mimweura hannas mdgomareobaze,magram vitsodi kai-s ar datovebdi ase..dzalian dzalian magari iko da velodebi akhal istorias imedia male dabrundebii <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო როგორი გასატყეპი ხარ.რამდენი მატირე,მეგონა ჩვენი ჰანა მოკვდენოდა,მაგრამ ბოლოს გამახარე რომ ასე გემრიელად და კარგად დაამთავრე.მალე დაგვიბრუნდი საყვარელო
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი mariia

davinna
Vaine dzalian magari iko..guli mimweura hannas mdgomareobaze,magram vitsodi kai-s ar datovebdi ase..dzalian dzalian magari iko da velodebi akhal istorias imedia male dabrundebii <3

^^ ხანდახან ვფიქრობდი დაეტოვებინა ასე მაგრამ ვერ გავიმეტე :დდ ისევე როგორც please be mine-ში ვერ გავიმეტე ბოლომდე სიკვდილისთვის და გავაგრძელე:დდე მადლობა, რომ კითხულობდი <3

La-Na
ოო როგორი გასატყეპი ხარ.რამდენი მატირე,მეგონა ჩვენი ჰანა მოკვდენოდა,მაგრამ ბოლოს გამახარე რომ ასე გემრიელად და კარგად დაამთავრე.მალე დაგვიბრუნდი საყვარელო

მინდოდა ემოციურობა და მიხარია თუ გამოვიდა ^^ <3 მადლობა შენ რომ კითხულობდი <3 ვეცდები ახალი მალე შემოგთავაზოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent