მოუხერხებელი გამომძიებელი 14
-სოფია, ჩემს შეყვარებული სახელი გითხრა?-მეუბნება ჩემი უმცროსი ძამიკო. -მითხარი აბა!-თმაზე ვეფერები. -შენ გამოიცანი!-ენას მიყოფს. -კარგი!-ცალთვალს ვჭუტავ.-ნინი? -არაა!-უარყოფს ლუკა. -ანა?-ერთ-ერთ სახელს ვირჩევ. -არა! ლიზიკო!-იმორცხვება ლუკა. -არ გამაცნობ?-მეცინება მე. -გაგაცნობ!-მთანხმდება ის. -მართლა? კარგი ბიჭი ხარ!-ვიცინი და ნამცხვარს ვჭამ. -ცოლად, რომ მოვიყვან გაგაცნობ!-იჭიმება ლუკა. -დიდი ბიჭი, რომ გახდები, მაქამდე რა მოიცდის?!-მეცინება მის ბავშვობაზე. -მაშინ არ გაგაცნობ!-მეუბნება და სათამაშოს იღებს. *** დღს კვირაა და სამსახურში არ მივდივარ. ,,Facebook"-ში შევდივარ და შემოსულ ხალხს ვათვალიერებ: თიკო ნატროშვილი, ნიკა მესაბლიშვილი, ანი ავალიანი, ლაშა ამილახვარი... მასზე ფიქრს ვიწყებ და ლაშას მესიჯიც იხსნება: -,,რას შვები?" -არაფერს, შენ?" -,,ხუთ საათზე დაბლა იყავი!" -,,რატომ"? -,,ნინიას გაგაცნობ, არ გინდა?" -,,რატომაც არა!"-ვწერ და ლაშაც გადის სოციალურ ქსელიდან. *** გარდერობიდან მწვანე კაბას ვიღებ და ტანზე ვირგებ. რა სასაცილოა არა? ვისზეც ვეჭვიანობდი, ის გოგო უნდა გავიცნო. თუმცა სიტვყვა ეჭვიანობა, იმ ეტაპისთვის ხმამაღალია. უბრალოდ, გამოძიებას სჭირდებოდა! ტუჩსაცხს ვისვემ და სარკეში კმაყოფილი ვიყურები. მობილურზე მესიჯი მომდის: ,,ჩამოდი!" საძინებილდან გავდივარ და დედას ვემშვიდობები: -დედიკო, მე მივიდვარ!-ვეუბნები დედას. -სად მიდიხარ?-მეკითხება მადონა. -რომ მოვალ გპირდები ყველაფერს მოგიყვები!-წყალს ვსვამ და გარეთ გამოვდივარ. კიბეებზე ნელა ჩავდივარ და ლაშას მანქანას ვხედავ. -როგორ ხარ?-მათვალიერებს ლაშა. -კარგად, შენ?-ბეჭედს თითზე ვათამაშებ. -ავიდეთ?-მეკითხება ლაშა. თავს ვუქნევ და კიბეებზე ავდივართ. პირველ სართულზე, მარჯვენა კარზე ზარს რეკავს და წითური გოგონა კარს გვიღებს: -გამარჯობა! მობრძანდით!-გევრდზე იწევა გოგონა. -სოფია, ეს ნინიაა, ჩემი ძმაკაცის და! ნინია ეს კი სოფიო!-გვაცნობს ერთმანეთს. -სასიამოვნოა!-ვუღიმით ერთმანეთს. -მოხვედით? როგორ ხართ?-ოთახიდან გამოდის ბიჭი, რომელიც სავარაუდოთ ლაშას ძმაკაცია. -თაზო!-ხელს მიწვდის. -სოფია!-ხელს ვართმევ მეც. მისაღებ ოთახში შევყავართ და ყველაფერი თანამედროვეთაა მოწყობილი. ნინია ძალიან მომეწონა, მხიარული გოგოა! ამის თქმა შემიძლია, თაზოზეც! -წავალ, ნამცხვარს და ყავას მოვიტან!-დგება ნინია. -მოგეხმარები!-ნინიას მივყვები სამზარეულოში. -კარგია, ახლოდან, რომ გავიცანით!-იცინის ნინია.-აქამდეც შევხვედრივართ, მაგრამ არ გავცნობივართ ერთმანეთს.-ამბობს და თან ყავას ამზადებს. -ხო, მხოლოდ წითური სახელით გიცნობდი!-მეცინება მეც. -წამოდი, შევიდეთ!-მიღიმის და წინ მიდის. -თქვენს ქორწილში მე უნდა ვიცეკვო!-იძახის ნინიას ძმა. მე კი მის ნათქვამზე ვიმორცხვები და სავარაუდოთ ვწითლდები. -შენი ცეკვა ცნობილია, მოინგრევ კისერს!-იცინის ნინია.-ჩემს დაბადების დღეზე, მთვრალი, რომ ცეკვავდა ჯერ ხომ წაიქცა და რამის ხელი მოიტეხა, მერე კი ოფიციანტს დაეჯახა და სინზე დალაგებული რაღაცეები სულ ზედ შეაყარა.-ამბის გახსენებისას იცინის ნინია. -ჩვენს ქორწილში, მეჯვარე თავს შეირცხვენს თავისი ცეკვით.-სიცილში ლაშაც ყვება. ჩვენს ქორწილშიო? თვალებს დაბლა ვხრი დამორცხვების ნიშნად. -კარგი რა, რას იმორცხვები!-იცინის თაზო. ლაშა ჩემსკენ იხედება და შეუმჩნევლად თვალს მიკრავს. მეღიმება და ყავის ფინჯანს ხელში ვიღებ. *** -სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა!-ვეუბნები თაზოს და ნინიას. -ჩვენთვისაც!-იძახის ნინია. -კარგად!-ემშვიდობება ლაშა. -კიდევ, მოდით ხოლმე! ოღონ ცალკე არა, ლაშა! სოფიასთან ერთად!-გვეუბნება თაზო. კიბეებზე ჩავდივართ და ლაშას მანქანასტან ვდგებით: -ჩაჯექი, შეგცივა!-კარებს მირებს ლაშა. ვჯდები და ისიც მძღოლის ადგილს იკავებს. -სასამართლოზე, ცოტა ვნერვიულობ!-ვამბობ მე. -არაფერია, სანერვიულო! ადვოკატი ყველაფერს დაამტკიცებს და თან შენც არ ხარ დამნაშავე!-მამშვიდებს ლაშა. მხარზე თავს ვადებ და თვალებს ვხუჭავ. -ჩვენი ქორწილიო?-მეცინება მის ნათქვამ სიტყვაზე. -ხო, რა არ შეიძლება?!-მეუბნება ლაშა და სიმღერას რთავს. *** -დედა, მოვედი!-ვეუბნები სამზარეულოში მყოფ მადონას. -ხომ, არ დაგავიწყდა, რომ მოსაყოლი გაქვს რაღაც-რაღაცეები!-მეუბნება და სკამზე მსვავს. -მოგიყვები!-ლოყაზე ვკოცნი. -გისმენ!-ეცინება დედას. -დე, მაშინ, რომ ფეხი ვიტკინე და ბიჭმა მომიყვანა, ხომ გახსოვს?-ვეუბნები დედას. -როგორ არ მახსოვს, შენი უფროსი!-იკვირვებს დედა. -ხოდა მაგასთან ერთად ვიყავი, თავისი მეგობრები გამაცნო!-ვუღიმი მადონას. -ის ხომ შენი უფროსია?-გულუპრყვილოდ კითხულობს დედა. -ხო, უფროსიც არის!-მეცინება მე. -და ასევე შეყვარებულიც!-მეღიმება და თავს ვხრი. -შენი უფროსია, სოფია!-ცოტა მიბრაზდება დედა. -დედა, წყალი მინდა!-თვალების ფშვნეტით გამოვიდა მარიამი და წყლის ჭიქა აიღო. -მე დასაძინებლად მივდივარ!-ვკოცნი ჩემს დას. საწოლზე ვწვები და ვარსკვლავებს გავყურებ. როგორ აბედნიერებს ეს ყველაფერი ადამიანს! სამყაროზე აზრს გაცვლევინებს და შეუძლია ყოველ წამს გაღიმებდეს! ----------------------------------------------------- მოგეწონათ? მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ sopikos, kikos, bibos, happy-ის lili-ის, gvancis, A, ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომელიც ამ საიტზე არ არი სდარეგისტრილებული და საერთოდ ყველას ვინც კიტხულობთ და მაფასებთ. მაპატიეთ ვინც გამომრჩით. ამ მოთხრობას ბევრი გამოხმაურება აქვს და ძალაინ მახარებს. თუმცა წინა თავზე ბიბოს ველოდებოდი ,მაგრამ... ყველანი ძალიან მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.