შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელები #6


16-12-2016, 20:19
ავტორი Nia kvaratskhelia:)
ნანახია 2 094

ვკანკალებ
კარის მიჯახუნების ხმაა
ვიღაც მიახლოვდება და მარხევს
თავს ვწევ და ლურჯ ფორმაში გამოწყობილ კაცს ვუსწორებ თვალს.
პოლიციელია
ანუ ?
პოლიციამ ?
თითქმის ?
რა მაგარია !
-მოქალაქევ, კარგად ხართ?
-რა ხდება ?_ვიკითხე ჯერ კიდევ გაოგნებულმა.
-გამატარეთ! გამატარეთ! დედაა, ეს ჩემი თანოა?!
არა!
არააააააააააა!
ოღონდაც დეიდაჩემი არა!
-ქალბატონო, დაწყნარდით_ ხელები გამიშვა კაცმა.
-დეიდა ? (!)
ხალხის ბრბო უფრო ვ და გვიახლოვდებოდა.
კაცმა მოკლედ ამიხსნა, რომ მანქანა მოსცურებია და დიდი ბოდიშიც მომიხადა, ახლა ჩემი სიკვდილი კიარა, დეიდაჩემი გამოცხადება უფრო მაღელვებდა...
სახლში მომიწია წასვლა, რათქმაუნდა დეიდაჩემთან,ირინასთან ერთად.
აი ირინა როგორ ქალი იყო იცით ?
ყველაფერში პრობლემას რომ ხედავდა და არაფერი კარგის დანახვა არ შეეძლო, სულ ქოთქოთებდა.
ეს თავისი გამოხტომებიც უკვე მოსაბეზრებელი ხდებოდა...
იმ დღესაც შემიჭამა ტვინი, ბოლოს მიმკითხავა კიდეც :))
1 დღე დარჩა, სახლიდან არ გავსულვარ, სიმართლე გითხრათ სულ ჩემს ტელეფონს უყურებდა,ალბათ ამოწმებდა თაყვანისმცემელი ხომ არ გამომჩენია :))
მერე ისიც წავიდა, სოფელში ვბრუნდებიო პირდაპირო,მაგრამ ხომ ვიცოდი, ნინოს საფლავზე აპირებდა გასვლას...

***
ჯაყ-ჯაყ
დავიღალე
ისევ უაზრო ჯაყ-ჯაყი
ყვითელი ავტობუსი, მოსაბეზრებელი კონტროლიორი, პაპასკირის დამსახურებით...
მანქანა მათხოვეო დამადგა 7ის ნახევარზე
ტატამ გაუფუჭია მისი :))

-ვაიმეე, თქვენ ის ხართ ? ძალიან მიყვარს თქვენი გოგო
როგორ შეუძლია ამ ქალს ეს აფერისტობა ?
ჩხუბი
ჩხუბი
ყვირილი, ჩაჯინება და უზნეობა
ელემენტარული ხომ შეიძლება არ ჩავუჯინდეთ ერთმანეთს და გავუგოთ ?! მაგრამ არა,ეს ხომ თბილისია...
როგორ მინდა შუაზე გავწიწკნო ეს ქალი, ჯერ ტონით და მერე საქციელებით.
მერე მოგიყვებით რამოხდა, ახლა უნდა ჩავიდე...

***
-ანაა, მოვედი_ სახლში მისულმა მიქაბერიძემ გასძახა ცოლს.
-მერე რა ?_ უკმეხად უპასუხა ქერა გოგომ და თვალი აარიდა.
-არიცი რა ? არიცი?
-აუ დამშვიდდი რა, რომ მოხვედი მერე რა ? დროშები ავწიოთ თუ ჰიმნი შევასრულოთ ? საერთოდ რატომ ვარ შენი ცოლი (!?)_ბოლო სიტყვები ჩუმად უნდოდა ეთქვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გაიგო.
-რატომ ხარ ჩემი ცოლი ?! მე მეკითხები ანა ამას ? მე ? შეგახსენებ,შენ თვითონ ჩამიხტი ლოგინში და მხოლოდ ამ ბავშვის გამო მოგიყვანე ცოლად!
-რატომ მექცევი ასე კოტე _ ამოიკნავლა გოგომ.
-ანა, ეხლა ნუ ამჭრი! მე წავედი,დღეს სახლში შეიძლება არ მოვიდე, ანდაც შენ რატომ გეუბნები_ ჯიქურ გაუსწორა თვალები თვალებაწყლიანებულ ცოლს და ქურთუკი მოიცვა.
-რატომ ვერ მოხვალ ერთი ? თუ ისევ ძაღლივით უნდა უდარაჯო იმ შენ ვიკას!
-მის სახელს შენ,შენ... შენ ნუ ახსენებ!
ერთი იღრიალა და სახლიდან გამოვარდა.

მერე ვეღარ მოითმინა, მანქანა ჩიხში შეიყვანა და გადმოვიდა.
კედელს მიეყუდა და
იქვე ჩაიკეცა
ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩაირგო
ჩაიკეცა და თავში ხელებს იხლიდა
კედელს ურტყამდა უკვე დასისხლიანებულ მუშტებს
-დავიღალე...დავიღალე...დავიღალე_ბურტყუნებდა თავისთვის.
-შენი ბრალია, შენი ბრალია, შენი ბრალია, ხო გაიგე ? შენი !!! ამის დედაშევ**ი...
სტკიოდა
საშინლად სტკიოდა
იცით როგორ ?
ჭრილობაზე მარილს რომ მოგაყრიან და აგეწვება, სპირტის წვეთები რომ დაგეცემათ და რომ იღმუილებ სიმწარისგან,გადატყავებულ ფეხს ბეტონს რომ გაუხახუნებ
აი ეგრე
აი ეგრე სტკიოდა
უბრალოდ არ სჩანდა
არ სჩანდა არა, უ'ბრალოდ გრძნობდა და სტკიოდა
სრულიად უ'ბრალოდ
უ'ბრალოდ...

***
მთაწმინდაზე ვარ
ამჯერად, ახლა მარტო
ვზივარ და ვსუნთქავ აქაურ ჰაერს
ვუყურებ განათებულ თბილისს
და მაინც რამდენ რაღაცას იტევს ქალაქი
არ დაიღალა ?
არ დაიღალა ყველაფრით ? აღარ ?
კიდევ უძლებს
კიდევ გვიძლებს...

ნაბიჯების ხმაა
ვიღაც მიახლოვდება
ნელა მოდის
არ ჩქარობს
გვერდით მიჯდება და მეც თავს ვატრიალებ
გული ბაგაბუგს იწყებს დანახვისას
ბაგ-ბუგ
ბაგ-ბუგ
რატომ ?
-ჩემი სახელი და გვარი გეცოდინება_იწყებს დიალოგს ბანძურად.
-თანანო
-რა ბანძურად დავიწყე ხო ?_ ჩაეცინა
აშკარად ჩემს აზრებს კითხულობს !
-არაუშავს_ გავიცინე.
-იცი შენი მეგობრებისგან განსხვავებით სხვა ხარ.
-რატომ მითხარი ეგ ? ალბათ ბიჭები იგულისხმე
-ალბათ რა არასწორად იცი ყველაფერი_ ისევ ჩაეცინა.
მაგიჟებს!
-არაფერი, მხოლოდ ვიცი რომ არ ეხატები არცერთს გულზე, ნუ ხო კაი დათუნას ისე არა როგორც დანარჩენებს...
-შენ ?
-მე ? მე არ გიცნობ
-მაგრამ მალე გამიცნობ ხომ ?_ქვემოდან ამომხედა
გაჩერდეს!
აღარაფერი მითქვამს
ანდაც რა იყო სათქმელი ?
შეიძლება იყო,მაგრამ იმ დროს ჩემი გულის ბაგა-ბუგის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი.
-სამ საათში გერმანიაში მივფრინავ და მერე მოგინახულებ.
-განა არის აუცილებელი ?
-როგორც გინდა ისე მიიღე,ჩემთვის სულერთია უკვე _ცალყბად გაიღიმა და აორთქლდა.

***
-ზედმეტად კაი ტიპი მეჩვენება_ სიგარეტი გააბოლა ვიკამ.
ლინდაც აქაა :)) ტატასთან ყოფილან იამანიძე და მისი სიხარულიც და ტატამ ესეც წამოიყვანა, ვიკას დარეკილზე.
ხო, გითხარით ? მოწევა დაიწყო კრემისფერმა და ჯერაც არ გვეუბნება რატომ :))
-მე კიდე ისეთი რაღაც უნდა გითხრა ვერ დაიჯერებ_ აწკუმუტუნდა ტატა.
-თქვი_ დავინტერესდი მე
-მოკლედ მგონი ორსულად ვარ
ტყუილად მეგონა,პირველზე რომ ამბობდა რამეს.
ორსულადო ?!
-ვაიმეე, რა საყვარლობაა_ლოყაზე მიიდო ხელი ლინდამ. ჩემი სიფაათი ალბათ წარმოიდგინეთ:)
-გაიკეთე ტესტი ?
-არა და არც მინდა
-გეშინია იმედი კიდევ არ გაგიცრუვდეს ხომ ?_თვალი ძლივს ავარიდე ტატიანას მუცელს.
-კიდევ ?! რას ნიშნავს კიდევ ?_ გაოცდასავით მაისურაძე.
-ერთხელ ტესტმა მოგვატყუა არისო და ექიმმა 1 კვირის მერე არაო, მერე მართლა დაორსულდა და 6 თვეში მოეშალა_უემოციოდ ჩამოუკარკლა ვიკამ.
ტატას ცრემლები მაინც აკაიფდნენ შუქზე, არაფერი შეგვიმჩნევია ლინდას თუ არ ჩავთვლით.
სიმართლე გითხრათ, ეს გოგო ძალიან აფერისტია მგონი.
მერე ბიჭებიც მოვიდნენ. იამანიძის დანახვისას გულში უსიამოვნოდ გამკრა რაღაცამ.
-თანო, შენ რაშვები? ანაკი როგორაა ? ეგ ოხერი, გახსოვთ როგორ მომისროლა, ეხლაც მტკივა ზურგი_წინა ზაფხულის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა პაპასკირმა.
-აუ მომიყევით რააა_ისევ აწკუმტუნა ლინდა.
-მოკლედ თორნიკემ გააბრაზა თანო, თან სკოლაში ვიყავით რა, მერე ეს არ ურიგდებოდა და პაპასკირმა ვსო ანაკის მოვიტაცებო და მერე შემირიგდებიო, ხოდა შეაჯდა ეს დებილიც თან უნაგიროდ,აჩუო და ცხენიც რო ახტა, კი მოისროლა და აარტყმევინა თავი ლამპაზე, იმდენი ვიცინეთ ლამის ჩავიფსით _სიცილით ყვებოდა ბიკო.
-თან მერე რო კაცობდა არ მტკივა არაფერიო, ჩვენ ხო კაი ბაზარი არაა სიფათებით ვიყავით არადა ვიცოდით მაგრა ჰქონდა დანძრეული, ბოლოს ვეღარ გაუძლო და კი გავაქანეთ საავადმყოფოში ღამის 4 საათზე_ ხელი გადამხვია თორნიკემ და მიმიხუტა.
ისე მიჭერდა ვეღარ ამოვყავი თავი.
ვერ მივხვდი რატომ აკეთებდა ამას ?!
სიჩუმემ დაისადგურა, ყველა გაჩუმდა.
მე ისევ გაურკვევლობაში ვიყავი.
-ეეე იდიოტო, ძლივს ვსუნთქავ გამიშვი_ ვფართხალებდი, მერე გამიშვა.
ჩემს უკან რაღაცას ან ვიღაცას უყურებდნენ გოგოები, ბიჭები უბრალოდ არ იმჩნივდნენ არაფერს.
ტატამ თვალებით მანიშნა არ გაიხედოო, არ გამიხედავს
არადა ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა ვინ იყო
ყველა მე მიყურებდა, მეც არვიცოდი თავი სად წამეღო
ნეტავ ვინ იყო ?!
-საპირფარეშოში გავალ_ვეღარ მოვითმინე.
ძლივს შევბრუნდი, აი თურმე რატომ იყურებოდნენ ასე
რათქმაუნდა აშკარა იყო, მთაწმინდის "ამბავი"
ან მაკონტროლებდნენ ან ლინდამ წამოაყრანტალა, რომელიც ვაბშე აზრზე არ იყო არაფრის
დამინახა
გაიცინა და ისევ თავის ძმაკაცებისკენ შებრუნდა
მეც შეუჩერებლად საპირფარეშოში წავედი.
ერთ ადგილას ვწრიალებდი
მერე გამოვედი
აღარც შემიხედავს, არადა ვიცოდი თვითონ გამაყოლა თვალი
მეწვოდა ზურგი
თქვენ თვითონაც მიხვდებით რატომ :)
მერე ვეღარ ვიყავით ისე მხიარულად
მალევე დავიშალეთ.
ჩემი საშინელი დაჯინებით მარტო წამოვედი სახლში.
გავაფრთხილე არავინ გამომყვება და არავინ მითვალთვალებთსთქო, რა პონტიამეთქი ვაბშე ხმას არ გაგცემთ არავისთქო, იმათამ იცოდნენ ჩემი გაბრაზების ამბავი ამიტომ შემეშვნენ.
შორტებში შემცივდა და სვლას ავუჩქარე
იცით, რატომ მივდიოდი ნელა ? მინდოდა ის გამოჩენილიყო, საშინლად მინდოდა და ველოდი კიდევაც.
მერე ?
მესიჯი მომივიდა
"ნაბიჯებს კიდევ უფრო აუჩქარე, ვბრაზდები ესეთ დროს მარტო რომ დაბოდიალობ"

____
რავი აბა, მოგწონთ ?
თქვენი კომენტარებზე შეყვარებული კატუ'ნია ^^



№1  offline წევრი isterichka123

ვაი აი დზან მაგარია ცუდიხხარ ცუდი ნუაგვიან ტორე მოგკლავ მალე დადე მალე შემდეგი თავი

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

isterichka123
ვაი აი დზან მაგარია ცუდიხხარ ცუდი ნუაგვიან ტორე მოგკლავ მალე დადე მალე შემდეგი თავი

Madlobis meti rametkimis ^^

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ადრე დადება გინდათ მარა მე კომენტარები მინდა :((( სტიმულს მაძლევს და მუზაც მოფრინავს ^__^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent