ორი მძიმედ დაავადებული კაცი
ორი მძიმედ დაავადებული კაცი იწვა ერთ საავადმყოფოში. ერთ კაცს დართეს დაჯდომის უფლება მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რომ ასეთი პოზა დახმარებოდა ფილტვებიდან სითხის გამოდენას. მისი საწოლი იდგა ერთადერთ ფანჯარასთან პალატაში. მაგრამ მეორე კაცი იძულებული იყო მთელი დღეები გაეტარებინა მწოლიარე მდგომარეობაში საწოლში. ორნი სულ მუდამ საუბრობდნენ. ლაპარაკობდნენ თავიანთ ოჯახებზე, სახლებზე, სამსახურზე, ჯარზე, ბოლოს სად გაატარეს შვებულება და ა.შ. ყოველ შუადღეს, როცა ფანჯარასთან მწოლიარე კაცს შეეძლო წამოჯდომა, ის უყვებოდა თავის მეზობელს ყველაფერს, რასაც კი ხედავდა გარეთ. ეს მეზობელი, რომელიც ფანჯრისგან შორს იყო მხოლოდ იმ ერთი საათისათვის ცოცხლობდა, როცა მის სამყაროს ფანჯარასთან მყოფი ამდიდრებდა და აფერადებდა თავისი მონაყოლით. ფანჯარა გადაჰყურებდა პარკს და ლამაზ ტბას. გედები და ბატები წყალში ჭყუმპალაობდნენ, ბავშვები კი პატარა გემებს წყალზე ათამაშებდნენ. ცოტახანში შეყვარებულმა წყვილმა ჩაისერნა; გოგოს სხვადასხვა ყვავილისგან შემდგარი თაიგული ეჭირა. შორს კი ულამაზესი ჰორიზონტი მოჩანდა. როდესაც კაცი ფანჯარასთან ყვებოდა ამ ყველაფერს დეტალებში, მეორეს ისღა დარჩენოდა, რომ დაეხუჭა თვალები და წარმოედგინა ეს ყველაფერი. ერთხელ შუადღისას, კაცმა ფანჯარასთან აღწერა აღლუმი, რომელიც თითქმის ფანჯრისქვეშ გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორეს აღლუმის ხმა არ ესმოდა, ის ხედავდა ამ ყველაფერს თავის წარმოსახვაში, როცა ფანჯარასთან მყოფი უყვებოდა ამ ყველაფერს. გავიდა დღეები, თვეები. ერთ დილას, ექთანი მოვიდა და მოუტანა წყალი დასაბანად; მან აღმოაჩინა უსიცოცხლო სხეული ფანჯარასთან. ის ძილში წყნარად გარდაიცვალა. დაღონებულმა ექთანმა დაუძახა საავადმყოფოს პერსონალს, რომ წაეღოთ სხეული. როგორც კი ხელსაყრელი დრო დადგა , მეორე კაცმა იკითხა, თუ შეეძლო მას შეეცვალა ადგილი და გადასულიყო ფანჯარასთან. ექთანმა დიდი სიამოვნებით შეუცვალა ადგილი და როგორც კი დარწმუნდა, რომ კაცი კომფორტულად იყო, გავიდა. ნელ-ნელა კაცმა ტკივილებით მოახერხა წამოჯდომა, რომ საკუთარი თვალებით ენახა როგორია სამყარო გარეთ. მან თავი მიატრიალა და დაინახა ცარიელი კედელი. კაცმა იკითხა, როგორ მოხდა, რომ მისი გარდაცვლილი მეზობელი აღწერდა სილამაზეს, ხოლო რეალურად გარეთ დგას კედელი. ექთანმა უპასუხა, რომ პირველი კაცი იყო ბრმა და ამ კედელსაც კი ვერ ხედავდა. მან დაამატა, “შესაძლოა, მას თქვენი გამხნევება უნდოდა.” ეპილოგი: უსასრულო ბედნიერებაა, სხვები გააბედნიერო მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა. მწუხარების გაზიარება მხოლოდ ანახევრებს მას, ხოლო ბედნიერება გაორმაგდება მისი გაზიარებისას. თუ გინდა იგრძნო თავი როგორც მდიდარი, დააფასე ყველაფერი რაც გაქვს – ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.