შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 7


16-12-2016, 22:51
ავტორი katiusha
ნანახია 6 756

ქალაქამდე ხმა არ ამოუღია ბექაურს.იჯდა ჩუმად მანქანის წინა სავარძელზე, თავი მანქანის მინაზე ჰქონდა მიდებული და სადღაც უსასრულობას მიშტერებოდა.. რაც უფრო უახლოვდებოდნენ თბილისს სიცხე მით უფრო მატულობდა და ოფლი ასხავდა სახეზე. წინა დღეს აშკარად ბევრის დალევა მოუწია. დიდი ხანია ასე უგონოდ არ დამთვრალა
-ცუდად ხომ არ ხარ?-ფანჯარას ჩავუწევ.-უთხრა დათამ
-კარგს იზავ თორემ უკვე ვეღარ ვსუნთქვა.
-რა იყო ბიჭო ასეთ ადგილზე სად იყავი რომ არაფერს მიყვები.
-ზემოთ ვიყავი სოფელში ასული. სოფოს სანახავად. იქ კი ახალგაზრდები ქეიფობდნენ და მეც მიმიპატიჟეს სუფრასთან. მერე დალევა დავიწყეთ და მეტი არაფერი ამხსოვს.
-აჰაა,-ჩაეცინა დათას,-ესეგი იმ გოგოს დამსახურებაა ეს ყველაფერი. მოიცა იმიტომ ხარ ცუდად რომ ბევრი დალიე თუ იმიტომ რომ პირველად იგრძენი ქალისგან ასეთი წინააღმდეგობა და შენ ჭკუაზე ვერ გაერთე მასთან?
-რა სისულეებს ამბობ?მეორედ ასეთი რაღაც აღარ თქვა. მითუმეტეს მასზე. ბევრი დავლიე უბრალოდ და ამიტომ ვარ ცუდად.-შეუღრინა რეზომ
-კარგი კარგი. შენ მართლა შეყვარებული ხარ ჩემო რეზიკო.-ჩაეღიმა მას .-დარჩი დღეს სახლში, შეხვედრაზე მე წავალ, თორემ ასეთს ვერ გიყურებ და იმ უცხოელ პარტნიორებსაც გადარევ.
-მერე მარტო წახვალ შენ?
-პირველად ხომ არ მომიწევს?თუ რამე პრობლემა იყო დაგირეკავ, მაგრამ არა მგონია ცუდად დასრულდეს. ყველაფერი კარგად ჩაივლის.
-კარგი მაშინ მე ჩემების სახლთან დამტოვე. .
-სანამ მივალთ მომიყევი რამე, მე ხომ შენი მეგობარი ვარ.
-რა მოგიყვე?მოსაყოლი არაფერია.
-ვითომ?უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები რატომ გადაირიე იმ გოგოზე? ან ასეთი რა გააკეთა რომ შენი ყურადღება მიიქცია.
-არაფერი რომ არ გაუკეთებია იმიტომაც დავინტერესდი მისით. რაღაცნაირი მოკრძალებული და მორიდებულია. ვიცი რაღაც აწუხებს, ინტუცია მკარნახობს რომ წარსულში რაღაც სერიოზული შეემთხვა და აქ იმიტომაა. აბა ისე ქალაქიდან ასეთ მიყრუებულ სოფელში ვინ გადმოვა საცხოვრებლად?ვინ მიატოვებს აქაურობას?
-ბიჭო იქნებ რამე დანაშაული ჩაიდინა და იქ იმალება.
-არ ხარ შენ ნორმალური.-გაეცინა რეზოს.-შენ რა მართლა გგონია რომ რამეს დააშავებ და სადმე დაიმალები?მართლმასაჯულებას რომ დაემალო სინდისის ქეჯნას ვერ გაექცევი. სინანული ყველგან გაგყვება, დანაშაულის გრძნობა არ მოგასვენებს და ეს ყველა კანონზე მაღლა დგას.
-ეგ მართალია.-დათამ მანქანა გააჩერა.-მოვედით.
-კარგი წავედი მე და დამირეკე როგორც კი შეხვედრა დასრულდება. რეზომ სპორტულ ჩანთას ხელი დასტაცა და მანქანიდან გადავიდა. დათას ხელი დაუქნია და დაემშვიდობა. მერე ღრმად ჩაისუნთქა ქალაქის ცხელი ჰაერი და უზარმაზარი ორსართულიანი სახლის კარი მძიმედ შეაღო....

სოფო თავის ტკივილმა გააღვიძა. საათს დახედა. თორმეტი ხდებოდა. მობილურს დასწვდა და ზეზვას გადაურეკა.
-როგორ ხარ ?
-კარგად სოფო. შენ?
-საშინლად.თავი მტკივა. სად ხარ შენ?რომ ამოხვალ ჩემთან რამე ცივი გაზიანი წამოიღე.
-უკვე ვიყავი და მოგიტანე. ახლა არ მცალია ბოდიში საქმეზე გავრბივარ, რეზომ დამირეკა.
-ბექაურმა დაგირეკა?რა საქმე გაქვს შენ მასთან?-გაუკვირდა სოფოს
-არაფერი ისეთი. მამას საქმეზე უნდა დამელაპარაოს.-იცრუა ზეზვამ იმიტომ კი არა რომ სოფოს მოტყუება უნდოდა. პირიქით სწორედ მან შეამჩნია პირველმა რომ გოგოს და ბიჭს შორის რაღაც ხდებოდა და რადგან ორივე ძალიან უყვარდა გადაწყვიტა ხელი შეეწყო მათი დაახლოებისთვისაც.
-კარგი. რომ მორჩები მერე ჩემთან გელოდები. მუშებს შენ მიხედე დღეს.
-განა დღეს დასვენება არ გამოაცხადე?-გაეცინა ბიჭს
-როდის?
-წუხელ.არც შენ გახსოვს არაფერი?
-ნწ.-თავი გააქნია სოფომ.
-მოკლედ დღეს დასვენების დღე გამოაცხადე და შენი წუხანდელი გმირობების ამბები მობილურში გაქვს.-აუხსნა ბიჭმა .-წავედი ეხლა და შეგეხმიანები მოგვიანებით.
სოფომ მობილურში ფოტოები მოიძია და საკუთარი თავის ძალიან შერცხვა. რას იფიქრებდა ის უცხო კაცი?უცხო აბა რა არის?მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი. ზოგ ფოტოში კისერზეა ჩამოკიდებული. ზოგ ფოტოში კი ჩახუტებული. არა ეს რა არის?მანქანის საბარგულზე დგას და ცეკვავს?ჯერ გაბრაზდა საკუთარ თავზე მერე კი გულიანად გადაიხარხარა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ასეთი დღე ვერ გაიხსენა. აშკარად დადებითად მოქმედებდა მის გვერდით ბექაურის ყოფნა.....

*****************
"საავადმყოფო მეგობართა ერთად დატოვა. გრილი საღამო იყო და ფეხით გაუყვნენ ქუჩას.თან საუბრობდნენ და წუხანდელ შემთხვევას განიხილავდნენ.
-გვეყო სამსხურზე საუბარი და ახლა შენზე და ზაზაზე მომიყევი. გააწყვეტინა თამუნამ
-რავიცი რა მოგიყვე. ერთად კარგად ვართ. არ მეგონა თუ შემიყვარდებოდა ასე ვინმე, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი ხდება.-გაეღიმა სოფოს.
-ესეგი კარგი ადამიანია?მაინც ეჭვი მეპარება მაგ ბიჭში და მომკალი თუ გინდა.
-კარგი რაა. ნუ ამუქებ ყველაფერს, ყველაფერი კარგად იქნება.უკვე ექვსი თვე გავიდა და ერთად ვართ ისევ, თან უფრო და უფრო მიმტკიცებს სიყვარულს.
-ღმერთმა ქნას რომ მე ვცდებოდე.
-ამასწინათ თავისი მეგობრები გამაცნო. კარგი დრო გავატარეთ ერთად. ყველა მომეწონა.
-ხო ისე მოგეწონა რომ აღფრთოვანებას ვერ მალავ.-ირონია გაურია თამუნამ.-ეგ ხმაში არ გეტყობა.
-კარგი ვაღიარებ რომ რაღაც ისე ვერ იყო რიგზე როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც კარგი დრო გავატრეთ.
-არ მომწონს მე ეს ამბავი და ფრთხილად იყავი მაინც რაა. ხანდახან საკუთარ თავსაც ვერ ენდობი ბოლომდე . არ დაგავიწყდეს სიბნელეში საკუთარი ჩრდილიც კი გტოვებს
-დღეს რა მჭევრმეტყველების ხასიათზე ხარ მეგობარო. -გაეცინა სოფოს..-იქნებ ჯობია შენ თავზე იფიქრო და შენც გაიჩინო ვიღაც.
-შენ ჩემზე ნუ დარდობ, გამოჩნდება ვინმე.გაეცინა თამოსაც.
მეგობრები ერთმანეთს სოფოს სახლთან დაემშვიდობნენ. თამუნამ გზა გააგრძელა სოფო კი სადარბაზოში გაუჩინარდა. ჭამის თავი არ ჰქონდა. პირდაპირ საძინებელს მიაშურა და მალე ჩაეძინა. შუაღამისას ტელეფონის ხმამ გააღვიძა. არც დაუხედია ისე უპასუხა.
-სოფ სიხარულო მაპატიე ასე გვია რომ გირეკავ, მაგრამ უნდა მიშველო.-მოესმა ზაზას შეშფოთებული და ტკვილიანი ხმა.
-რა მოხდა ზაზა?-გამოფხიზლდა მაშინვე
-საავადმყოფოში ვარ შენთან. ჩემი ძმა მოჰყვა ავარიაში და არ ვიცი გადარჩება თუ არა. ოპერაციას უკეთებენ და არაფერს გვეუბნებიან ექიმები,-მიაყარა მან. ატირებას არაფერი უკლდა
-მალე მოვალ. დამშვიდდი.
სოფომ ტელეფონი საწოლზე დააგდო. წამოხტა, სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა. ღამის სამი საათი იყო და ტაქსის გაჩერება გაუჭირდა. თუმცა მაინც გააჩერა და სწრაფად უკარნახა მძღოლს მისამართი.
მოსაცდელში შორიდანვე დაინახა ზაზა და მისი ახლობლები. მის მშობლებს არ იცნობდა და წამით შეყოვნდა მაგრამ მერე ძალა მოიკრიბა და კარი შეაღო. ბიჭმა მაშინვე მოიხედა კარის გაღების ხმაზე და მისკენ გაექანა. ხელები ძლიერად მოხვია და ჩაიხუტა. ხმას არ იღებდა. მისი გვერდში დგომა უნდოდა,უნდოდა ახლა მისი სითბო ეგრძნო.
-დამშვიდდი კარგი. ყველაფერი კარგად იქნება. ეჩურჩულებოდა სოფო.
-ამას ვერ გადავიტან. მას რომ რამე დაემართოს...
-არაფერი მოუვა. გადარჩება, გააწყვეტინა სოფომ.-წავალ ახლა ამბებს გავიგებ და მოვალ მალე. შენ კი გამაგრდი. შეხედე შენ მშობლებს ახლა უნდათ გვერდში დგომა.-სოფო ბიჭს მოშორდა და თვალბში ჩახედა. ლოყაზე მიეფერა.-დამშვიდდი კარგი? ხომ გჯერა ჩემი?
მან თავი დაუქნია. გოგო მოტრიალდა და საავადმყოფოს დერეფანში გაუჩინარდა....
მზე რომ ამოვიდა მაშინ გამოჩნდა სოფო ექიმთან ერთად. გადაღლილი სახე ჰქონდა. უხერხულობას გრძნობდა რაც უფრო უახლოვდებოდა მათ. მითუმეტეს მისი მშობლების წინაშე. მაგრამ ძალა მოიკრიბა და ზაზას გვერდით ამოუდგა. ცუმად ჩაჰკიდა ხელი და ძლიერად მოუწირა.
-ყველაფერი კარგადაა,-უჩურჩულა ბიჭს...."



ის დღეები რაც ქალაქში დაჰყო ბექაურმა ერთფეროვნად იქცა მისთვის. გული იქით მიუწევდა სადაც სოფო იყო. მოღუშული დადიოდა და უპასუხოდ ტოვებდ მამის კითხვებს რა ხდებოდა მის თავს. ბოლოს კაცმა დაასკვნა რომ ეტყობა შვილის თავს რაღაც სერიოზული ხდებოდა და თავი დაანება მას.
რეზო უხალისოდ ფურცლავდა საბუთებს და თავს ძალას ატანდა რომ როგორმე მუშაობა გაეგრძელებინა. დროდადრო სოფოზე ფიქრები გაიტაცებდა,მერე მუშაობას თავს ანებებდა და მობილურში ფოტოებს ათვალიერებდა. სახე გაებადრებოდა იმ სიგიჟეების ყურებით რაც იმ დღეს ჩაიდინეს. თუმცა ეს მხოლოდ ფოტოებით. ისე არაფერი არ ახსოვდა. ამაოდ ძაბავდა გონებას.
-ეჰ რა საყვარელი გოგო ხარ. ჭკუიდან გადამიყვანე და შენ კი არაფერს იმჩნევ.-ჩაილაპარაკა თავისთთვის.-ასე გამოშტერებული და უმოქმედოდ როდემდე უნდა ვიყო. დროა მოქმედებაზე გადავიდე... ნომერი აკრიფა და დალოდა როდის უპასუხებდნენ...

სოფო სათბურში მუშებთან ერთად მუშაობდა. თავს რაღაცნაირად გრძნობდა. თითქოს შინაგანად დამშვიდებულიყო. ბოლო რამდენიმე დღე წარსული აღარ გახსენებია და თითქოს შვება იგრძნო. ეს საოცრად კარგი იყო. ბოლოს ასეთი მშვიდი რამდენიმე წლის უკან იყო. მაშინ არც დიდი იყო და აღარც ბავშვი ერქვა. ..
მუშაობა მობილურის ზარმა შეაწყვეტინა. შეტყობინება გახსნა. უცხო ნომერი იყო და ძალიან გაუკვირდა რადგან მისი ნომერი რამდენიმე ადამიანმა იცოდა მხოლოდ. შეტყობინება უყურადღებოდ დატოვა და მუშაობა განაგრძო. მთელი დღე მოსდიოდა შეტყობინებები უცნაური თუმცა სასიმოვნო ტექსტებით. უნებურად გული აუფორიაქდა და შინაგანად დაიძაბა. ერთხანს გაიფიქრა წარსული ხომ არ ბრუნდებაო, მაგრამ ეს იმ დასაწყისს არ ჰგავდა.. ბოლოს დაიღალა გაურკვევლობით და საღამოს როცა მარტო დარჩა, ეზოში ჰამაკში ჩაჯდა. გაბრაზებულმა აკრიფა ნომერი და საჩხუბრად მოემზადა, მაგრამ როგორც კი უპასუხეს ხმა ვეღარ ამოიღო. მაშინვე იცნო ბექაურის მხიარული და ბოხი ხმა და შეცბა.
-დიდხანს აპირებ ასე ბავშვურად გაგრძელებას?-მოიკრიბა ძალა და ჰკითხა თითქოს გაბრაზებულმა.
-შენ დიდხანს აპირებ ასე გაგრძელებას და ბუტიაობას?
-მე არ გებუტები.
-არც მე ვბავშვობ.-არ ჩამორჩა ბიჭი
-კი ბავშვობ. თინეიჯერი ბიჭივით იქცევი. მე რომ არ დამერეკა არც მეტყოდი ვინ იყავი.
-სხვათაშორის პასუხი არ გაგიცია და როგორ გეტყოდი?-ახლა რეზოს ეწყინა
-არ მეცალა. თავის დაძვრენა სცადა სოფომ.-შენსავით თავისუფალი და მოცლილი არ ვარ.
-ეგ საიდან დაასკვენი რომ მე უსაქმური ვარ? ცდები ჩემო კარგო.
-კარგი მოვრჩეთ და საქმეზე გადადი. რა გინდა?
-შენთან შეხვედრა.
-რატომ?
-ძალიან გიყვარს კითხვების დასმა იცი?
-არა, არ ვიცი.
-სასაცილო ხარ.... სასაცილო და საყვარელი. დიდი გოგო ბავშვივით გულიბრყვილო..
-ეგ ვიცი და სწორედ მაგან დამღუპა ერთ დროს. მაგან დამმარხა ცოცხლად რომ ყველა ადამიანი კარგი მეგონა.
-ასე არაა დამიჯერე. სანამ ცოცხალი ხარ და სანამ ცოცხლობ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ყველაფრის დაწყება შეიძლება თავიდან.
-და თუ არ გამოდის?
-დამიჯერე გამოვა ადრე თუ გვიან. ეს ჩვენ გვეჩქარება, თორემ ისე ყველაფერს თავის დრო აქვს. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს და ყველას აგებს პასუხს ცოდვებისთვის. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა დაგვიშავა?მთავარი იცი რა არის ჩემო კარგო?
-რაა?-სოფო დაბნეული იყო, ასე ზაზასთან არასოდეს უსაუბრია.
-მთავარი ისაა რომ თუ წარსულში რაღაც ისე არ გამოვიდა როგორც გვინდოდა, ამის გამო უარი არ უნდა ვთქვათ მომავალზე. რომელიც შეიძლება ისეთი იყოს რომ წარსული დაგვავიწყოს.
-მერწმუნე ხანდახან არის რაღაცეები რაც არასოდეს დაგავიწყდება.
-შეიძლება....ეგ ეგრეა. არის ვიღაცეები ან რაღაცეები რასაც და ვისაც ჩვენს გულში პატარა ადგილი ყოველთვის ექნება. მთავარია სულის სიმშვიდე და ბედნიერება მოვიპოვოთ
-გააჩნია რას ეძახი შენ ბედნიერებას. ჩემთვის ბედნირება აქაურობაა. ეს ხალხი და ეს ყველაფერი რაც მაქვს.
-სრულყოფილ ბედნიერებას მაშინ მიაღწევ როცა შეგიყვარდება. სერიოზული ხმით უთხრა ბექაურმა და გაჩუმდა მისი პასუხის მოლოდინში.
-შენ სულ ასეთი მრავალფარდოვანი სიტყვებით საუბრობ?-გაეცინა სოფოს.
-დამიჯერებ თვითონაც არ ვიცოდი. მას შემდეგ აღმოვაჩინე რაც შენ გაგიცანი.-აჰყვა ბიჭიც.სხვათაშორის მინდა გკითხო გახსოვს იმ დღის დასასრული?
სოფომ გულიანად გადაიკისკისა და ბექაურიც აიყოლია.
-კი და მინდა გითხრა რომ ძალიან მცხვენია. ასე დიდი ხანია არ მიმხიარულია. ან რა მომივიდა იმ დღეს. იმდენი რატომ დავლიე არ ვიცი
-დამიჯერე სამარცხვინო არაფერია. ასეთი რა ხდება. თან მარტო შენ ხომ არ იყავი ასე?მეც აგყევი. აღიარე რომ ერთად კარგი დრო გავატარეთ?
-ვაღიარებ ასეთი დრო დიდი ხანია არ გამიტარებია. მაგრამ იმედია ფოტოებს არავის აჩვენებ?
-არა ეს ჩვენი საიდუმლო იყოს ოღონდ ერთი პირობით.ჩემთან ერთად რესტორანში წამოხვალ ან გაისეირნებ.შენ გადაწყვიტე.
-ფაქტების გამოყენება კარგად შეგძლებია.-ჩაეცინა სოფოს.
-როცა სხვა გზა არაა და ჯიუტ გოგოს გადაეყრები...ახლა თბილისში ვარ რამდნეიმე დღეში დავბრუნდები და გნახავ. მაშინ გადავწყვიტოთ კარგი?მანამდე კი დაგირეკავ ხოლმე?
-მე რომ დაკავებული ვარ?
-საღამოს დაგირეკავ და გპირდები დიდხანს არ მოგაცდენ.
-კარგი. დაეთანხმა მცირე ხნიანი ყოყმანის შემდეგ სოფო.-
-აბა შენ იცი. წავალ ეხლა საქმეებს მივხედავ და ვეცდები მალე ჩამოვიდე. ღამე მშვიდობის სოფო
-დროებით. დაემშვიდობა გოგო და ტელეფონი გათიშა. ჰამაკში კომფორტულად მოკალათდა და ჩაფიქრდა.რატომ უხაროდა ასე ეს ყველაფერი?რატომ იყო რომ მასთან საუბარი სიამოვნებდა. თითქოს ამშვიდებდა. მას რამდენჯერმე შეხვდა და სულის სიმშვიდეს ანიჭებდა . გული შეშინებული ჩიტივით უფართხალებდა. ნუთუ ბედნიერებამ მასაც მიაკითხა? პირველად მის ცხოვრებაში შეიძლებოდა რაღაც ახალი და კარგი დაწყებულიყო თუ მეორედ?რომელი იყო უფრო კარგი?ამას ვეღარ ანსხვავებდა მაგრამ აღიარებდა რომ ეს უკვე გააძრებული იყო. წარსული კი ისეთივე გაუაზრებელი როგორიც მისი დასასრული...ჩაეღიმა და ტელეფონში უკვე მერამდნედ შეუდგა იმ დღევანდელი ფოტოების დათვალიერებას.
..წარსული... საშინელი წარსული...ნუთუ უკვალოდ არასოდეს გაქრებოდა?ნუთუ ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა და თავს არ დაანებებდა? იქნებ მოეხერხებინა ბექაურს და დაევიწყებინა ყველფერი. მაგრამ რა რეაქცია ექნებოდა როცა გაიგებდა ყველაფერს?არადა აუცილებლად ეტყოდა სოფო? მას არ მოატყუებდა. ერთდოულად შეეპყრო სიხარულს და შიშს. რისი ეშინოდა?ეშინოდა რომ იგივე არ განმეორებულიყო და ვერც ამ რაღაც ახალზე უარის თქმას ბედავდა...

"სოფო და ზაზა კაფეში ისხდნენ და საუბრობდნენ. ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ. გოგო დღეს განსხვავებულად ლამაზად გამოიყურებოდა .
-შენ რომ არა არ ვიცი იმ დღეს რა მოხდებოდა. ალბათ გავგიჟდებოდი. ჩემი თილისმა ხარ.
-ისეთი არაფერი მოხდარა და არაფერი ჩამიდენია. ეს ჩემი მოვალეობა იყო. ბოლოს დაბოლოს მე ექიმი ვარ და ფიცი მაქვს დადებული..
-არა ასე არაა. შენ მართლა ძალიან განსვავებული და საყვარელი ხარ. ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ და შენ რომ შეგხვდი. შენი დახმარებით გადარჩა ჩემი ძმა და შენი დახმარებით ისევ გაივლის ფეხზე.
-ძალიან მიხარია მეც.ოპერაციამ კარგად რომ ჩაიარა. ძალიან ვნერვიულობდი. მე ხომ კარგად ვიცოდი როგორ რთულად იყო საქმე და ვერ გეუბნებოდით სანამ ყველაფერი კარგად არ დასრულდა. თან შენი მშობლები რომ დავინახე თავი უხერხულად ვიგრძენი და ძალიან შემრცხვა.
-სულელო.. გაეცინა ზაზას.-რისი შეგრცხვა?ხომ გაიცანი და ნახე რომ მათაც ძალიან მოეწონე. დედამ ისიც კი მითხრა რა კარგი გოგოა მალე მოიყვანე ცოლადო
-რაა?გაოცდა გოგო?
-ხო სოფო. მგონი დროა რომ ერთმანეთის მშობლები გავიცნოთ და მათ შენი ხელი ვთხოვო?
გოგო დაბნეული უყურებდა შეყვარებულს და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-უკვე რამდენიმე თვეა ასე წინ და უკან დავდივართ ხან კაფეებში. ხან კინოში ,რესტორნებში პიკნიკებზე მეგობრებთან ერთად. საღამოს კი რომ გემშვოდობები და სახლში მარტო ვბრუნდები ვეღარ ვუძლებ. ჩენი გული შენთან რჩება.
-ხომ არ ვჩქაროობთ ზაზა?
-არა ჩემო პატარა. ვეღარ ვითმენ უკვე. მინდა ჩემი გახდე და ჩემი გერქვას. დაელაპარაკე შენებს. მე ჩემებს დაველაპარაკები და ნიშნობის დღე დავთქვათ.
-ამაზე დიდი ხანია ვოცნებოდი. ბავშვობის ოცნება იყო რომ თეთრი სქორწინო კაბა ჩამეცვა და ულამაზესი ქორწილი მქონოდა.
-ხოდა ყველაფერი გექნება ჩემო საყვარელო. ბიჭმა სახე დაუჭირა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა გაახრებულ და ბედნიერ გოგოს..."

-შვილო გაცივდები. სახლში შემოდი გვიანია უკვე,-ფიქრებიდან მარო ბებოს ხმამ გამოიყვნა რომელიც აივანზე იდგა და მას ეძახდა.
-მოვდივარ ბებო. ვერც კი გავიგე დრო როგორ გამეპარა.
-ისევ წარსულზე ფიქრობდი და თავს იტანჯავდი?არ გეყო ეს თვითგვემა?-უსაყვედურა მოხუცმა
-არა ბებო წარსული არაფერ შუაშია, ახლა მომავალზე ვფიქრობდი.-გაუღიმა სოფომ და კიბეს აიყვა.
-აი შე ეშმაკო. როგორ აგიციმციმდა ეგ თვალები. აბა მომიყევი რა მოხდა.
-არაფერი ბებო. უბრალოდ რაღაცნაირად სიმშვიდე ვიგრძენი და თავისუფლება. სულის თავისუფლება. კარგი შეგრძნება ყოფილა. სოფომ ქალს ხელი მოხვია და სახლისკინ დაიძრნენ.
-ამას რას ვეღირსე ღმერთო. ხელეი მაღლა აღაპყრო ქალმა და უფალს მადლობა გადაუხადა .
-მადლობა უფალო რომ ჩემი ლოცვა შეისმინე და ეს გოგო გონს მოიყვანე. ახლა ერთი კარგო ბიჭიც გამოუგზავნე და მასზე დარდისგან დავისვენებ.
-ეგ უკვე ზედმეტი იქნება ბებპოო,-გაეცინა ბებოს.-ერთი კარგი ბიჭი მგონი უკვე გამომიგზავნა. სოფო სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონს ჩაუჯდა.
-რაო?-თვალები გააფართოვა ქალმა.-ვიცოდი. აი ნამდვილა ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. მადლობ უფალო, მადლობ ყველაფრითვის. აბა არ მეტყვი ვინ არის?
-არა.-თავი გაუქნია სოფომ ეშმაკურად და საძინებლ ოთახში გაუჩინარდა რომ რეზოს შეტყობინებისთვის ეპასუხა.
-ღმერთო გვიშველე--ჩაილაპარაკა ქალმა და თვითონაც დასაძინებლად წავიდა...


მაპატიეთ ჩემი ძვირფასებო რომ დავაგვიანე. უბრალოდ ძველი პროფილი დამებლოკა და ვეღარ შემოვდიოდი. ახალ ან ნიკით ვიქნები და ვეცდები მალე მოგაწოდოთ ყველა თავი. :(



№1 სტუმარი lizazu

აუ როგორ ველოდებოდი ამ ისტორიას. აღარ დააგვიანო რა გთხოვ.

 


№2  offline წევრი katiusha

არააა აღარ დავაგვიანებ

 


№3 სტუმარი Guest nita

როგორ ველოდებოდი და როგორ გამახარე. kissing_heart kissing_heart მაგარი გოგო ხარ შენ

 


№4  offline წევრი nininininininin

1 და 6 მდე თავდები სად ვნახოოო??? sob sob

 


№5  offline წევრი katiusha

საიტზე დევს ოგონდ სხვა ნიკით ადრე იმით შემოვდიოდი და დამებლოკა მერე

ამავე საიტზე დევს კატო წიკლაურის სახელით. დამებლოკა და იქ ვეღარ სემოვდივარ

 


№6 სტუმარი მარიი

ვერ ვნახე რა ცუდიაა????

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

წინათავებიი როგორ ვნახოო ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent