შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყე +16 III


17-12-2016, 00:55
ავტორი mi ra
ნანახია 1 659

ერთმანეთის სხეულებს ისე მძაფრად ვეკვრით რომ რთულია თავი შეიკავო,რთულია ასეთი მამაკაცის წინ უბრალოდ იდგე და მცირედ ურთიერთობაზეც არ იფიქრო.თვალებ დაბინდული აზრზე მოვდივარ და პატარა ბავშვივით ვაფახუნებ,ბენი სხეულებს აშორებს ერთმანეთისგან და განზე დგება,სწორედ ისე როგორც მე ნიკთან მოვიქეცი.
ცოტა მეუხერხულება კიდეც ჩემი ამგვარი საქციელი,მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო.ვიშმუშნები და გვერდს ისე ვუვლი თითქოს უცხო იყოს,წყლიდან ნაპირისკენ მივიწევ და სულ აღარ ვნერვიულობ იმაზე რომ შიშველს დამინახავს.ქვაზე დალაგებულ ტანსაცმელს ვიცვამ და ადგილიდან ვიძურწები,დრო და დრო უკან ვაპარებ თვალს მაგრამ ჯერ მისი კვალი არ მოჩანს,როგორც ჩანს ახლა ის ნებივრობს კამკამა წყალში.კარავში მისვლის თანავე მესმის ბიჭების ხმა,როგორც ჩანს ლეშს მოათრევენ.მხრებზე ჰყავს მოგდებული ნიკს ირემი და ძლივს მოღოღავს ორი ფეხით,დაღლილ დაქანცული ცეცხლთან ნივთივით აგდებს დასისხლიანებულს და ძირს ჯდება.როგორც ჩანს სიცივემ შეაწუხა,ხელებს უშვერს ცეცხლს და გათბობას ცდილობს.ვუახლოვდები და გარდაცვლილ ცხოველს ზევიდან დავყურებ,ახლა პირუტყვებს ჩვენ მეტად ვგავართ,მაგრამ ვერაფერს შევცვლით,შიმშილის საკითხია.
საზღვარზე მზრუნველი მეორე დანაყოფი კი ხეებს კარგად ასუფთავებს,ერთმანეთზე ალაგებენ და აგროვებენ.
-სარა ! -მესმის ლუსის შეწუხებული ხმა,ვტრიალდები უკან და დაფეთებულს თვალს თვალში ვუყრი
-რა ხდება?
-ჯორჯი არ გინახავს?-ცოტა ხანს გონება მეთიშება,აქეთ-იქით ვიწყებ ყურებას და ჯორჯის ძებნას მაგრამ,ის არსაიდან მოჩანს.
-არა,რა ხდება ?
-ვერსად ვპოულობთ,ვნერვიულობ ძალიან-თვალებში წყალი უდგება და ცოტაც სლუკუნსაც მოაყოლებს სიტყვებს.
-აქვე იქნება-მშვიდად ვეუბნები და ჩამოყრილ თმას უკან ვილაგებ,თუმცა ცოტა ოდენი ეჭვი ჩემს სიტყვებშიც არის
-რას ლაპარაკობ სარა ? სულელები ხომ არ ვართ?
-კარგი .. მოვძებნოთ ერთად-ვუღიმი და ვიმედოვნებ რომ ყველაფერი კარგად არის.
გაშლილ კარავში თას ვყოფ და სქელ ძირიან ფეხსაცმელებს ციღებ,რომელიც გზაში ვატარე ამდენ ხანს,ვიცვამ და მზად ყოფნაში ლუსისღა ველი.
ის ორ ბიჭთან ერთად მოდის,
როგორც ყოველთვის თავს იზღვევს რამე რომ მოხდეს.
ხმის ამოუღებლად მიიწევს ჩემს წინ და მეც მას ვედევნები უკან,გზაში სემიც გვეწევა და გვერდით მიმშვენებს ადგილს.
-შენც მოდიხარ?-მხარზე ხელს ვადებ
-კი ჯორჯი ჩემთვის ძვირფასია-მოკლედ მანიშნებს რომ ჩემთან შედარებით დიდი ხათრი აქვს მისი,ყურადღებას აღარ ვაქცევ და წინ ვიწყებ ყურებას.შუა გულ ტყეში ვიჭრებუთ,ჩირაღდნებით ხელში ნამდვილ მაძიებლებს ვგავართ.სიცივე უფრო მეტად იმატებს,მოშიშველუბი მხრები მეყინება და ხელებს ვიფარებ,მახსენდება საზარელი საღამო და მეშინია,ამ ძებნის პერიოდში რაიმე ხიფათს არ შევეფეთოთ.ყველა ჩუმად აგრხელებს გზას,თითქოს დუმილმა დაამუნჯა ყველა,მხოლოდ მე ერთი კი ხმის ამოაღებას ვერ ვბედავ.
-ჩუ..-ჯერი ჩერდება და საჩვენებელ თითს ღმართავს.ჩირაღდანს აქეთ იქით იქნევს და თავს აქიცინებს
-რა ხდება?-წინ ლუსი მიიწევს და მის გვერდით დგება
-გესმით?-ყველა წამიერად იძაბება.ვცდილობ მოვისმინო მკვლელ ტყეში რაიმე,მაგრამ არაფერი მომდის ყურებამდე-ხმა იქიდან მოდის-უშიშრად იხედება უკან და მარჯვნივ მიიწევს.ჩვენ უპატრონო კვატებივით მივჩანჩალებთ.ახლა ხმა მეც მესმის,რაც მეტ მანძილს გავდივართ მით მძაფრდება და საყურადღებო ხდება.როგორც ჩანს ჯერი არ ცდებოდა,აღშფოთებულები მდინარეს ვუახლვდებით,მეორე მხარეს ნაპირია,ჩაბნელებული და საშიში.
-მე გადავალ პირველი,ლუსი შენ მე შემაჯექი ზურგზე გადაგიყვან-ჯერი ჩირაღდანს სემს უწვდის,ლუსი ახტება და მდინარეზე ძლივძლიობით გადიან,ცოტა ხანს სიჩუმეა,შენდეგ ხმას ოღებებ როგორც იქნა
-გადმოვედით!!-ახლა მე სემი და ჯოზეფი დავრჩით
-რომელიღაცა ისევე ჩამაფრინდებით როგორც ეს ლუსიმ და ჯერიმ გააკეთეს,მეორე მკლავში ჩამეჭიდებით და ერთ ჩირაღდანს წამოიღებთ,თქვენ გადაწვიტეთ პოზიციები-მე და სემი ერთმანეთს ვუსწორებთ თვალს.ხელს ვუწვდი და ჩორაღდანს ვართმევ,ჩემზე ბევრად გალეულია და მეშინია მდინარის დინებამ არ გაიტაცოს,თორემ ორმაგი სანერვიულო გაგვიჩნდება..
ვექაჩები ხელზე ჯოზეფს,მდინარის ცივი შხეფებუ ბეჭებზე მეხეთქება და სუნთქვას წამებში მიკრავს.ვცდილოვ სავწყნარდე და არ ავყვე ემოციებს,ჩირაღდანს მეტად ვუჭერ ხელს რომ არ გამივარდეს ხელიდან,წვალება წვალებით კი მეორე ნაპირს ვადგებით.
მეორე ნაპირი მეტად სხვანაირი ჩანს ერთი შეხედვით,შიგნით რა გველოდება უცნობია.
სველები კანკალით ვაგრძელებთ გზას,ჯორჯის ძებნა მეტისმეტად რთული აღმოჩნდა ჩვენთვის.
ხმა ცოტა ხანს წყდება,შემდეგ ისევ მეორდება
-ჯორჯის ხმაა ეს-გაფაციცებით ვამბობ და მივრბივარ წინ,გზას ვუნათებ ჩემ უკან მდგომთ.ხმა
კვლავ წყდება,მაგრამ მაინც ვხვდები რომელ მხარეს უნდა წავიდე.შუაში გადახდნილი ბალახებია,თითქოს სპეციალურად აქვთ გაკეთებულიო,ხეები ჩამწკრივებულია ერთმანეთის მიყოლებით.მივუყვებით ბილიკს და უეცრად სინათლე მერის თვალს,როგორც ჩანს აქ ცხოვრობენ..ერთმანეთს გაოცებულები ვაშტერდებით,შემდეგ კი სინათლეში ვიჭრებით,შუა გულში დიდი მუხის ხეა,ზედ კი ჯორჯია აკრული.პირდ ვაღებ გაოცებისგან და გული გამალებით მიწყებს ფეთქვას,ამ წამს სასაკლაოზე ამოვყავით თავი
-ცოცხალია?-ჩურჩულით მეკითხება სემი და გვერდით მიდგება,ხმას არ ვცემ და ხისკებ მივიწევ.სქელი თოკები არც ისე ძლიერად აქვს მოჭერილი წელზე,ვეჭვდები და თვალს ვაყოლებ,სამაგიეროდ კი ხელის გულებით კარგად არის მიმაგრებული ზედ..
-ღმერთო ჩემო-ლუსი გვერდზე მწევს და ჯორჯს ხელებს უსვამს-ცოცხალია -ცხვირთან გაშეშებულ თითებს ძირს უშვებს და მუხლებზე ეცემა.ემოციების გამოხატვა მიჭირს,არ ვიცი ამ სიტუაციაში დღემდე არ ვყოფილვარ
-რითი არის მიჭედებული?-ჯერი ჩირაღდანს მართმევს და ჯორჯისკენ მიდის,ლარგად აკვირდება და გაოცებას ვერ მალავს-სხვათა შორის ლურსმნებია-გონწასულ ჯორჯს ხელის გულზე ნაზად ეხება,რწმუნდება რომ გრძნობა არ აქვს და ჩირაღდანს აცლა ლუდის აწვდის,ისიც უნათებს და ხელის გულში ჩასობილ ლურსმანს ჯორჯს მთელი ძალით ავლის..განწირული ხმით იწყებს ყვირილს ჯორჯი,სახე ეშმნება ტკივილისგან მაგრამ მეორე ხელს ისევე სასტიკას უნთავისუფლებს ჯერი და თუკზე დაკიდებულს ახლა ექაჩება თავისკენ.გონება გათიშულები მისკენ მივრბივართ და ვეშველებით,მალევე ვანთავისუფლებთ ტყვეობიდან და მიწაზე ვაწვენთ
-აქ რას აკეთებთ? წადით,თავს უშველეთ-ლუღლუღებს ძალამიხდილი ჯორჯი
-ვინები არიან?-თავზე ხელის სმით ვეკითხები და ვგრძნობ როგორ ვარდება სიჩუმე ჩვენ შორის,შეშუნებული ვიღაცის მოახლოვებას ვგრძნობ,შემდეგ კეფაში ძლიერ დარტყმას განვიცდი და უგონოდ ვენარცხები ძირს.
თვალებს ხეზე მიმაგრებული ვახელ,ძირს ვზივარ,რაც ყველაზე მთავარია ხელები მთელი მაქვს
-აქ ხართ ვინმე?-ყვირილს ვიწყებ გააფთრებული და თოკების შეხსნას ვლამობ
-აქ ვართ სარა-მესმის სემის წკრიალა და დაბალი ხმა
-როგორ ხართ?
-როგორც შენ
-დაინახეთ ვინმემ მათი სახე?-თავს ვატრიალებ და რომელიღაცას დანახვას ვცდილობ
-კი-ახლა ლუსის ხმა მოისმა
-როგორი იყო?
-შავი იყო,როგორც ჩანს ტალახის გამო არა-ახველებს და მესმის მისი ქოშინის ხმა
-რამე გტკივა?
-თავიდან სისხლი მდის,მგონი გატეხილი მაქვს-ნერვები კიდევ უფრო მეშლება
-ჯორჯი?
-ჯორჯი ჩვენდა საბედნიეროდ აქაა-სიჩუმე ვარდება კვლავ.
ვხედავ ჩემკენ მომავალ მამაკაცს,ზედ რაღაც ნაჭრები აქვს შემოხვეული,ისედაც შავ სახეზე შავი მური უსვია,ხელში მბასრი ძვალი უჭირავს და მაჩერდება.ფეხს ფეხზე მახებს და უკან იხევს
-ვინ ხარ?-ვიწყებ ყვირილს მაგრამ ჩუმად დგას თავად.როგორც ჩანს ან ჩვენი ენა არ ესმის,ან ესმის და თავს იყრუებს.ჩემკენ იხრება და ძვალს სახეზე მისვამს,საშინლად მყრალი სურნელი ასდის მის ხელს,სახეს ვმანჭავ და თვალებს ძლიერ ვხუჭავ



№1 სტუმარი Guest Tea

ასე მგონია შიმშილის თამაშებს ვუყურებ

 


№2  offline წევრი marqetele

ცოტა არიყოს შემეშინდება. მართალია მეც შიმშილის თამაშებს ვამსგავსებ ,თუმცა იმედი მაქვს არ გავს :დდ ველი შემდეგ თავს და ასე ძაან არ დამზაფრო თუ შეიძლება :დდ <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი mi ra

:დდ არ მაქვს ნანახი შიმშილის თამაშები მაგრამ იმედი მაქვს ცალკე რასაც ვწერ ეს მოგეწონებათ :*

 


№4 სტუმარი Guest Londa dm

არ ჰგავს შიმშილის თამაშებს, ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი M^d G1rl

Shimshilis tamashebis ragitxrat magram aseuls vamsgavseb momentebshi :ddd siujeti momwons da velodebi ganvitarebas❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი mi ra

Guest Londa dm
არ ჰგავს შიმშილის თამაშებს, ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს

M^d G1rl
Shimshilis tamashebis ragitxrat magram aseuls vamsgavseb momentebshi :ddd siujeti momwons da velodebi ganvitarebas❤


მიხარია რომმოგწონთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent