ტყე +16 II
ვერ ვხვდები რა უნდა ან რატომ ცდილობს რომ გამასულელოს როგორც ქალი,აქამდე ჩემდამი ყურადღება არ გადმოუტანია,ახლა კი უეცრად მის შეხებას ვინსახურებ,მეეჭვება კიდეც და ასეთივე დაკვირვებით ვუყურებ მასაც.ამბობენ ადამიანს ყველაზე მართალი თვალები აქვსო,ხოდა მეც ჩემს ინტუიციას და მის თვალებს ვენდობი მაგრამ მათში არც ისე დიდ ერთგულებას ვხედავ. გაოგნებული ნიკი თვალს არ მაცილებს,ჩემამდე მისთვის უარი არასდროს არავის არ უთქვამს და ალბად ამაზე ცხარობს კიდეც გულის სიღრმეში.მე კი ვგრძნობ როგორ მიდუღს ძარღვებში სისხლი,ამერვიულებული ვერ ვმალავ ემოციებს და ვწითლდები ერთიანად სახეზე, მარჯვენა ფეხს ვაქანავებ -რატომ გააკეთე ეს?-მეკითხება და გააფთრებული მაკვირდება ალბად პირველი ვარ რომელმაც უარი უთხრა მცირედ სიახლოვეზე -რას გულისხმობ-ისე ვეკითხები თითქოს არ ვიცოდე რასაც მიპასუხებს. ჩემკენ მოიწევს ისევ მაგრამ მე განზეეგავდივარ,ცოტა ხანს შეშდება და დგება ფეხზე,ისე მიდის უკან რომ იტყვასაც არ ამბობს. მარტო დარჩენი ახლა ძლივსღა ვიოკებ გრძმობებს და ცპტათო ვმანობ კოდეც ჩემ საქციელს.. გასაცოდავებული ახალგაზრდების ხმა გამუდმებით ჩამესმის ყურებში და სევდა მემატება,უკან ვიხედები და ვუყურებ მომღიმარ,მოთამაშე და მოცეკვავე ჩემნაირ ადამიანებს. -ეშმაკმაც დაგლახროს,გემი იყო თუ ხის ტოტი-ვმწარდები და ვიწყევლები,რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ გემის მძღოლის ბრალია ახლა აქ როკ ვართ გაჭედილები.თავად კი მოკვდა მაგრამ მე მაინც ვერ ვპატიობ დაუდევბრობას,კიდევ მისნაირად ოცი ჩვენნაირი მოკვდა,რომ გამოვაკლოთ ბენის ორი ნამუშევარი სამი. კიდევ რამდენი მოგვაკლდება შიმშილის და სიცივის გამო ჯერ კიდევ უცნობია.ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო და მეც ვერევი ახალგაზრდებში. ნუ იკითხავთ რა სასაცილოდ გვაქვს ყველაფერო მოწყობილი. გართობასა და თამაშში მეც ვერევი მათთან ერთად და ცოტა ხანს მავიწყდება პრობლემები,ისიც კი რომ უკაცრიელ ადგილას ვართ. ბენი შემოდის შუა გულში და ხელში უკავია პლასტმასის ორი ჭიქა,ჰაერში წევს და იცინის სულელოვით -ვის უნდა დალევა?-ყვირის ბოლო ხმაზე,ყველა გაოცებული შევყურებთ მას. ახლა ის თუ უბრალო წყალს გვთავაზობს დასაცინიც კია ! მეც მეტი რა მინდა? მისკენ მივიწევ და კმაყოფილი სახით ვართმევ ჭიქას,ვიყუდებ და ერთი ამოსუნთქვით ვცლი.... თვალებს ვახელ და გაოცებული ავყურებ ჩემზე მაღალ შავგვრემან ბენს -ეს....-სიტყვებს ერთმანეთს ვაბამ -რა იყო გეგონა სასაცილოდ ავიგდებდი თავს?-მიღიმის და მეორე ჭიქას თავად ცლის.დარცხვენილი ხმას ვერ ვიღებ და ვაკვირდები მის მოქმედებებს-აბა ჩემო ხალხო ! მე სასმელი ვნახე ტყეში მდგარ მიტოვებულ რკინის მანქანაში-ახლაღა ვხვდები რაშიც არის საქმე და სად იყო მთელი საღამო დაკარგული. ცოტა ხანს მეც მინდა თავი დავკარგო,შუა გულში მდგარი ბენს ვუახლოვდები და ფეხის წვერებზე ვიწევი -კიდევ თუ შეიძლება-ყურში ხმადაბლა ვეუბნები და ჭიქას ცხვირწინ ვუჩერებ.იცინის და ხელიდან მაცლის ისიც,გაოგნებული ახალგაზრდები ჯერ ვერ ერკვევიან რაშია საქმე,როცა ხედავ მესამე სავსე ჭოქასაც აჟიოტაჟს ტეხენ და ბენს ევედრებიან. მე სასმელს ისე ვსვამ თითქოს მსოფლიოს უდიდესი ლოთი კაცი ვიყო,მაგრამ სულ არ მადარდებს რას იტყვიან ჩემზე. ჩემსავით შეზარხოშებული ლუსი მიახლოვდება და მხარზე ხელს მადებს -სარა წარმოიდგენ ამ წამს რა მოხდა?-აღფრთოვანებული ჩამყვირის ყურებში -რა მოხდა?-ბარბაცით ვუთანაბრდები და ვუცინი -ამ წამს ნიკი იყო ჩვენს კარავში-სახელი ნიკოს გაგება და ტანში ჟრუანტელის დავლა ჩემთვის ერთია. -ნიკი?-გაოგნებული ვშეშდები -ხო სარა,მომწონხარო და....-ლამისაა მისი მონაყოლის გამო გავითხლაშო მიწაზე -და? -და მაკოცა-ახლა ნამდვილად ბოლო წვეთია ჩემთვის ამის მსომენა.ძალით ვუღიმი ლუსის და აქეთ-იქით ვიყურები,ნიკი ბიჭებში არის გარეული და ბენს უდგას გვერდით.სამწუხაროა ნიკის შეძულება ამ წამსვე რომ არ შემიძლია,გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობ რომ ჩემ ჯინაზე გააკეთა ყოველივე ეს. ბარბაცით მივდივარ ბიჭებისკენ და ლუსის ვშორდები,ისიც სიმთვრალის გამო დიდ ყურადღებას არ მაქცევს და თავისუფლად შემიძლია ნაბიჯის გადადგმა. სიცილით მივდივარ ბენამდე და თავს გულზე ვადებ,ქვევიდან ზევით ისე ვუყურებ როგორც მეპატრონეს ახედავდა საბრალო სიამის მშიერი კნუტი.ჩემი დანახვისთანავე გარცინა და ხელი მხარზე შემომხვია -ბევრი დაგილევია-მიცილებს ნაზად და ხელში მიტაცებს,თვალს უმნიშვბელოდ ვაპარებ ნიკისკენ რომელიც მკვლელის თვალებით აკვირდება ბენს და მეც ნასიამოვნები ვეკვრი სხრულზე მას.ვანაკამდე მივყავად და შიგნით წვალებით მტენის-დაისვენე თორემ სისულელეს ჩაიდენ შენი ამბავი რომ ვიცი-მეუბნება და საბანს მაფარებს,მე კი ხელზე ვებღაუჭები და ვაჩერებ,გულწრფელად მინდა მისი დარჩემა მაგრამ რატომ ცერ გამიგია -დარჩი...-გაკვირვებული იყურება ჩემი მიმართულებით-გთხოვ.. -კარგი-მთანხმდება და ჩემმგვერდით წვება,ხელს ჩემ თავქვეშ აქცევს და მეც მის მკლავებში ვლულავ თვალებს. ნახევრად მძინარე ვიწყებ ლუღლუღს -სასმელი მართლა იქ იპოვნე? -ტყუილი არაფერში მჭირდება-მის სახეს ვერ ვხედავ მაგრამ ვხვდები რომ აუცილებლად იცინის ახლა -სად არის ეგ ადგილი? -ტყეშია სადაც შენ არ მიგედგომება ფეხი -და რატომ?-ვინტერესდები უფრო -საშიშია-ფეხზე დგება და თავს საბანზე მადებინებს.ისე გადის ბანაკიდან ვერც ვხვდები ამას და მეც ძილს მივყავარ... ცოტა ხანში საშინელი კივილის ხმა მაღვიძებს,თითქოს ვიღაც დაჭრილია და შველას ითხოვს. სასმლის გამო თავი საშინლად მტკივა,კარავის ელვას ვხსნი და ჯერ თავს ვყოფ,ყველაფერი განადგურებულია. ჩვენი საგზალის ნახევარი,საკვები ხორცი საერთოდ აღარ მოჩანს ჰორიზონტზე.შეშინებული ვხტები კარავიდან და გავრბივარ გარეთ,როვორც ჩანს ყველა აზრზეა მოსული, ფხიზლები ჩანან -რა ხდება?-შეშინებული ვირევი მათში და შუა გულში მოქცეულ დანიელას ვაჩერდები -დაიშალეთ-შორიდან ნიკი ყვირის და ყველა წამებში იშლება.ზუსტად ნახევარ წამში მარტო მე და დანიელა ვრჩებით,რა ხდება ჯერაც ვერ ვარკვევ იქამდე სანამ ხეებიდან გამოტყორცნილ მშვილდისარს არ ვამჩნევ.ცხვირწინ ისე მიქროლებს როგორც რაკეტა,ვშეშდები და ხელს ვავლებ დანიელას -დაჭრილი ხარ? ვინები არიან?-კითხვებს ვაყრი ისედაც მოსუატებულს -კი დაჭრილი ვარ,ვიღაცის მოღერიებული დანა მომხვდა ფეხში,არ ვიცი ვინები არიან ან რა უნდათ,მაგრამ აშკარად კარგი არ უნდა უნდოდეთ-თვალებიდან სიმწრის ცრემლები სცვივა,კიდევ ერთი ისარი მიქრის ჩემს თვალწინ და ახლა ვაანალიზებ რომ უსტად ის დროა,რომ ვუშველოთ ყველამ ერთმანეთს. დანიელას ხელს ვავლებ და ძლოერად ვაყენებ ფეხზე,ისიც მეჭიდება და კისერზე მეკიდება. ალიაქოთია,ცეცხლი ჯერ კიდევ ანთია რაც კარგია,ყველაფერი ჩანს ჯერ. ერთვნეთში ირევა ყველა და გაქცევას ცდილობენ,უეცრად კი უკნიდან ნიკი მკიდებს ხელს და დანიელას მაცლის მკლავებიდან -გამოადგი ფეხი-ატაცებულს მიარბენინებს და გარბის,მეც უკაბ მივსდევ. -რა ხდება ნიკ?-ქოშინით ვეკითხები ისე რომ სვლას არ ვანელებთ -ვიღაც შემოგვესია,არ ვიცი რა უნდათ ან საიდან არიან,ამ ტყეში მარტონი არ ვართ-ახლა შიში უფრო მიტაცება. ამდენი ხნის მანძილზე ვიღაც განუწყვეტლივ გვაკვირდებოდა ასე გამოდის. ტყის შუა გულში მივრბივართ ყველა და ვერთიანდებით,აქ ჩერდება ისრების სროლა. -სარა-შორისან გამორბის ჯორჯი და მეხვევა.მეც უარს არ ვამბობ ნუგეშზე -ჯორჯ? -რამე დაგიშავდა?-ხელებს სახეზე შეშინებული მისვამს -არა დამშვიდდი -ახალი ადგილი უნდა მოვძებნოთ-ამბობს და გონებაში ბენის სიტყვები მიტივტივდება. -მოიცადე-ხელით გვერდზე ვწევ -რა მოხდა? -მაცადე-ბენს ვერსად ვხედავ,ახლაღა ვხვდები რომ მის გარეშე სუსტები ვართ.ვნანობ ყველაფერს რაც ვუთხარი და შეშინებული დავეძებ ხალხში -სარა-მაიკაზე მეხვევიან ბავშვები -ბავშვებო როგორ ხართ-ვიკუზები და გულში ვიკრავ ორივეს ერთად-ბენი სად არის არ დაგინახავთ? -ბენი ბოლოშია,სემს ელაპარაკება-ბავშვებს ვეცლები ხელებიდან და გავრბივარ სემიაკენ.ბენი მართლაც იქ მხვდება -ბენ-ტრიალდება და ჩემი დანახვა თითქოს აბედნიერებს -გისმენ -ვინები იყვნენ? -როგორც ჩანს აქ მცხოვრები ადამიანები არიან,ცხოველები ისრებს ვერ დაგვიშენდნენ -მაგას მეც ვხვდები -მაშინ ნუღარ მეკითხები!-მიყვირის და ხელებს მიშლის განერვიულებული,რაღაცას გამალებით ითვლის -სად წავალთ ახლა? -არ ვიცი სარა მაცადე დავითვალო ხალხი -იქნებ იქ წავსულიყავუთ საიდაბაც სასმელი მოიტანე?-წინ გაშვერილი ხელი უშეშდება და სახით ჩემკენ ტრიალდება -საშიშია -კი მაგრამ რა ადგილია ეგეთი? -საშიშია და დამთავრდა ლაპარაკი სარა -არა ბენ,საფრთხეში ვართ და ვალდებულები ვართ ხალხს ვუშველოთ გესმის? საზღვარს გავავლებთ-ხმას არ იღებს ცოტა ხანს -კარგი კარგი...ხალხო-იწყებს მიმართვას-ახლა კარავებისკენ დავიძრათ-ვიღაც აწყვეტინებს ლაპარაკს -რაო? კარავებიო? მანდ ვინღა გაბედავს მისვლას? -ჩვენ !-უმკაცრებს ნიკი და ისიც ჩვენკენ მოიწევს.ჩემ თვალში პრინცია მომავალი ცხენზე ამხედრებული -ნიკ გაგიჟდი?-ლუსი მოსდევს უკან და აჩერებს,ყველა წარმოდგენა მიქრება წამებში -ლუსი მართალია ბენი,სხვაგან უნდა წავიდეთ,ხელცარიელები ვერ ვაწავლთ-მხრებს იჩეჩავს და გვერდით მიდგება.აღელვებული ლუსი ეპარება და მხრებზე ეკიდება,თავმობეზრებული მეორე მხარესსგადავდივარ და ბენს ვეფარები,ისიც ჩემკენ იხრება -ძალიანაც ნუ შეიმჩნევ მის დაკარგვას-მიღიმის და სწორდება...ყურადღებას არ ვაცევ.. ხალხი კარვებისკენ მიიწევს,ნახევარი კი ტყის გულში რჩება,მეც ხალხს ვერევი რადგან კარავშის აჭირო ნივთები მეგულება. მალევე კარვებთან ვყოფთ თავს,ყველა ვუშლებთ ჩვენ ჩვენ კარვებში ვიკარგებით.საბედნიეროდ ყველაფერი კარგად სრულდება და ისევ სახსალამათები ვბრუნდებით უკან.ახლა კი იმ გასაიდუმლოებული ადგილისკენ ვიწყებთ სვლას. ჩემ წინ ნიკი და ლუსი ერთმანეთში გადაკვანძულები მიდიან,ლუსი მეგობარია ჩემი და არ მშურს მაგრამ გული მწყდება რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი მასთანაა -წეღან უპასუხოდ დამტოვე-ისევ ბენი მიმშვენებს გვერდს -რა გინდა ბენ? -გგონია ვერ ვხედავ? -რას უნდა ხედავდე? -ნიკს როგორც აჩერდები-ზურგზე მოკიდებულ ზურგჩანთან ისწორებს -სისულელეა და შემეშვი -მოგწონს?-ისე მეკითხება თითქოს უნდა ჩაწყდეს რაღაც -კი..მგონი კი ..დანიელა სად არის ? -ბიჭებს მიყავთ დამშვიდდი-მაწყნარებს და ჩერდება.მე კი გზას ვაგრძელებ,მინდა გავხედო უკან ჩანორჩენილს მაგრამ არაფრის დიდებით არ ვატრიალებ თავს. მალევე დანიშნულების ადგილამდე მივდივართ,მშვენიერი ადგილია.გაშლილი ადგილი სადაც ცეცხლიც დაინთება და შემოსაზღვრაც შეგვეძლება ტერიტორიის. ყველა ყრის ჩანთბს ძირს და დაღლილები სხდებიან.ვუყურებ და ვერ ვიჯერებ,ცოტა ხნის წინ ვიღაცას უნდოდა ჩვენი მოკვლა.. არ მესმის არაფერი თუმცა,შიშის დრო აღარ მაქვს. ძირს ვჯდები და აღმართულ ვეებერთელა ხეებს ვაშტერდები.ულამაზესია აქაურობა თუმცაღა მკაცრი და დაუნდობელი. ფეხზე ვდგები და იმ რკინის მანქანას ვეძებ რომელზედაც ვებმა ილაპარაკა,მივდივარ და კარებს უპრობლემოდ ვხსნი. არ ვიცი ამხელა მანქაბის არსევობა თუ შესაძლებელია,მაგრამ აშკარად უზარმაზარია და შეიძლება გამოვიყენოთ რაიმეში. შიგნით შევდივარ და ვათვალიერებ ყველაფერს,როგორც ჩანს სახლუს მსგავსი რამაა,სინათლეც კია შიგნით,მაგუდა და პატარა მაცივარი.დასატენი გაზი,კარადა რონელსაც ვუახლოვდები და წამებში ვხსნი. შიგნით ტანსაცმელია რომელიც გამოგვადგება,ხელს ვავლებ და გარეთ გამაქვს -ეს რა არის?-სემი მიახლვდება და მაცლის ნახევარს ხელებიდან -მანქანაში იყო,დავურიგოთ ყველას-თავს მიქნევს და ანაწილებს ჩემთან ერთად -ჩემი ძმა მოგწონს?-თემა სხვა რამეზე გადააქვს -ნიკი?-ისე ვეკითხები თითქოს სხვა ძმაც ყავდეს -სხვა ძმა არ მყავს მგონი-მიღიმის და თვალს თვალში მიყრის -საიდან მოიტანე? -იქიდან რომ დაგინახეთ ერთად -ხეზე რომ ვისხედით?-ახლა მე ვუწყებ დაკითხვას -კი სწორედ მანდ -რა სისულელეა უბრალოდ ვუსხედით -შენი მოქმედებები სხვას ანტკიცებს -გაჩერდი სემ,ყველა მაგას ჩამჩიჩინებთ -ყველა ?-ტანსაცმლის გადანაწილებას ამთავრებს და ხელებს მუხლებზე იწყობს -ბენი და შენ..-სიცილს იწყებს და ფეხზე დგება -მოდით გოგონებო ჯერ თქვენ-ტანსაცმელს არიგებს და მე ვაწვდი..სემის წინაშე თავი დამცირებულად ვიგრძენი.. -მალე გათენდება-ნიკი სემთან მიდის და ამოწმებს -ხო..-სემიც უგემურად პასუხობს ძმას -რამე ხდება სარა?-ჩემკენ გადმოდის და წინ მიდგება,სემი დარიგებუი ფინიასავით ვგცილდება და თავისი წილი მიაქვს თან.მე კი ნიკის წინ პატარა ბავშვივით ვდგავარ,ვცდილობ თავი ავარიდო მაგრამ ამაოდ -ახლა უნდა წავიდეთ-მეუბნება და ტრიალდება -სად?-ჩემი კითხვა აფერხებს -საჭმელი ხომ გვინდა? ძილის დრო არ გვაქვს,ბიჭებმა ხეების მოზიდვა დაიწყეს -ხეების? -კი საზღვარა ვაწესებთ -ძალიან კარგი..-ვუღიმი ძალით -ნაწყენი ხარ?-მიახლოვდება და სახეზე მახებს ხელს -რატომ ? -მარტო რომ დაგტოვე -არა მაგაზე არა -აბა რაზე, ლუსისთან რომ ვარ? -ნიკ,არ მინდა გული ატკინო,უვრალოდ ამის თქმა მინდა-მხარზე ხელს ვადებ და მეგობრული თვალებით ვუყურებ -რას გულისხმობ? -ვიცი ყველაფერი -რა რომ ვაკოცე? -კი -მერე რამე ნნიშვნელობა აქვს ამას?-მაბჟირდება.აშკარად იმის მოსმენა უნდა რომ მომწონს მაგრამ ვჩუმდები -არანაირი-ვპასუხობ მოკლედ და გვერდს ვუვლი. ბიჭების ნახევარი საჭმლის მოსატანად არის,ნახევარ ხალხს სძინავს,ვისაც არ სძინავს ჩემთვის არ სცალიათ. ახლა სწორედ საუკეთესო დროა რომ წყალი გავივლო სხეულზე,ტანსაცმელი გამოვიცვალო და გავსუფთავდე მთლიანად. მდინარისკენ მივდივარ,არც ისე შორსაა ჩვენია დგილიდან და ცეცხლის მცხუნვარება მომდევს თან სინათლესთან ერთად. მდინარესთან ვჩერდები,დიდ ქვაზე გახდილ ტანსაცმელს ვალაგებ და გახდას ვიწყებ იმის რაც ზედ მაცვია.არც ისეთი თბილი ღამეა,ამიტომ წყალიც ყინულიბით ცივი იქნება ვიცი. ტანსაცმელს რომელიც გავიხადე ვყრი მიწაზე და შიშველი შევდივარ წყალში,სიცივისგან ერთიანად მაყრის სხეულზე წინწკლები მაგრამ გასანეიტრალებლად უცბად ვხტები შიგნით და მლევე წყლის სიცივეს ვეღარ ვგრძნობ.უფრო მეტიც,თითქოს ადუღებუკ წყალში ვბანაობდე.თვალს აღმართული კლდისკენ ვაპარებ,მაინტერესებს როგორ შეიძლება ასეთი სილამაზე სხვებისგან იყოს დამალული? სხეულზე ხელის შეხებას ვგრძნობ,შეშინებული ვტრიალდები და გაშტერებული ვრჩები.ჩემს წინ ბენი დგას,მთლიანად ჩაცმული მაგრამ დასველებული. -აქ რას აკეთებ მეგონა შენც წახვედი-ხელებს ვიფარებ და სულ მავიწყდება რომ სიბნელეა,თანაც წყალში ვარ ნცრებმდე ჩამალული და უხერხულად არაფერი არ მიჩანს. -შენ?-კითხვას მიტრიალებს -ვერ ხედავ? -ახლა კი -შეტრიალდი -ჯიუტად ვეუბნები და თვალებს ვუბრიალებ -რატომ? არ ჩანს არაფერი -შეტრიალდი თქო ბენ! -კარგი-ტრიალდება და ჩემკენ ზურგით დგება. ცოტა ხანს ვჩერდები და ვაკვირდები მის მამაკაცურ მხრებს,თავს ვაქნევ და წლიდან ასვლას ვიწყე-გხედავ-იწყებს სიცილს და დარცხვენილი ისევ წყალში ვბრუნდები -დახუჭე თვალები!-ვუყვირი -წავალ-მეუბნება მაგრამ ისევ მინდა შევაჩერო როგორც დღეს კარავში ყოფნისას შევაჩერე -სად?-ვეკითხები და ხელს ვკიდებ -სად წავალ? ხეებს გავასუფთავებ საზღვარს გავაკეთებ -არ გინდა-მისკენ მივიწევ და სულ ახლოს ვდგავარ-ტანსაცმლით ხარ?-ვიცინი -შიშველი აჯობებდა შემოსვლა? -არა უბრალოდ... -რამდენიმე წამის წინ გრცხვენოდა ჩემი-ნიშნის მოგებით მეყბნება და თავს გვერდზე წევს-წავალ შენ მოწესრიგდი-ხელს მაშვებინებს მაგრამ კიდევ ვიჭერ -არა -რა ხდება სარა?-მკაცრად ნეკითხება -არაფერი არ დამტოვო უბრალოდ...-ხელს ვუშვებ-მეშინია -რისი გეშინია? აქვე ხარ-მხრებზე ხელებს მახებს და წამიერად ჯრუანტელი მივლის არ ვიცი რა მემართება,გაირება თუ რა არის მაგრამ აშკარად სულელივით ვიქცევი ვაანალიზებ. უფრო ვუახლოვდები და სხეულით ვეხები-სარა შიშველი ხარ და ჩაიცვი გთხოვ -ხელებს ვერ მიშვებს ვერც თვითონ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.