შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონტესის მოჩვენება (4)


17-12-2016, 09:36
ავტორი ki si
ნანახია 1 574

დამიანე მონტესს ბოლოს რომ შევხვდი მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა მაგრამ შიში არ შემსუსტებია. მისი არ ნახვის პერიოდში არ მინახავს არც ჯონი და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი 15 დღე გავატარე, ამგვარად მიიწურა ივლისი და ჩვენი შინ დაბრუნება ერთი თვით უფრო მოახლოვდა. რამდენადაც შინ დაბრუნება მიხაროდა იმდენად მიმძიმდა ამ ადგილის დატოვება.
როგორც იქნა აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს მამა და ჯონი შერიგდა და ჯონიმაც თეატრში დამპატიჟა მისი მეგობარი მწერლის პიესის ჩვენებაზე. მე არ მინდოდა 3 საათი ჯდომა და სისულელის ყურება მაგრამ მაინც დავთანხმდე და მერე გამიხარდა კიდევაც რომ ეს გავაკეთე რადგან სპეკტაკლი ძალიან მომეწონა, თუმცა მთელი ბედნიერი განცდები გაქრა როცა გამხდარი ბიჭი შემოვიდა ლოჟაში და „ჩემი ძველი ნაცნობის წერილი“ გადმომცა „მის მეიერ,-ეწერა წერილში,-დამდეთ პატივი და მაგ ბიჭს ჩემს ლოჟაში გამოყევით არ მინდა მარტო იყოთ მთელი სპეკტაკლის მანძილზე“ გაუგონარი თვხედობა-ჩვილაპარაკე
-რამოხდა ნელი?
-არაფერი ჯონი აქ ჩემი ძველი მეგობარია და მთხოვა ამოდი მინახულე თორემ სპეკტაკლის მერე მივდივარო,-ვიცრუე უნიჭოდ
-კარგი ნელი წადი მე ხელს არ შეგიშლი გარეთ შევხვდეთ,- ჯონის ღიმილით გადავუსვი ხელი მხარზე
ბიჭი ისე სწრაფად მირბოდა კიბეებიზე ძლივს დავეწიე მან ლოჟის კარი მომიხურა
-მიხარია თქვენი ნახვა ელენ,-მონტესი არ მობრუნებულა
-ნეტავ შემეძლოს იგივეს თქმა
-ისიც კარგია რომ ამის სურვილი გაქვთ,-მის გვერდით დავჯექი და სცენას მივაშტერდი
-რატომ მომიხმეთ?
-რატომ მოხვედით?
-იმიტომ რომ სხავა შემთხვევაშე ეს ძვირად დამიჯდებოდა
-ნელი მე არ მინდა ტირანის სახელი დავიმკვიდრო თქვენში
-გვიანია
-ხო მართლა როგორ დაისვენეთ იმ დღეების მანძილზე რაც არ მინახიხართ?
-კიბეებმა ერთბაშდ დამღალა სერ,-გაიცინა და ხელით მანიშნა წყვილისკენ რომელიც გაფაციცებით და შიშით გვადევნებდა თვალს
-მშვენიერია ახლა საჭორაო თემაც აქვთ
-რას გულისხმობთ რა გგონით მონტესის მოჩვენება ვინმეს მისცემს უფლებას მის რჩეულზე იჭორაოს?
-მე თქვენი რჩეული ვარ?-დავინტერესდი
-აქამდე ვერ მიხვდით ამას?-გამომცდელად შემომხედა. ოოჰ, ეს თვალები მისი შავი უცნაურად ძვირფასი თვალები თანაც იმდენად საშიში რომ ვერ ვბედავდი დიდხანს მეცქირა მისთვის.
-და მაინც არ გითქვამთ რატომ დამიძახეთ
-მინდოდა თქვენთნ ერთად მეყურებინა სანახაობისთვის ხომ გითხარით უკვე
-მე მეგობართნ ერთდ ვიყავი
-ვიცი მაგრამ შეხედეთ,-მის გაწვდილ თითს თვალი გავაყოლე. იქ ჯონი და კეროლი მოჩანდა
-სერ თქვენ თვადა მირჩიეთ სხავისთეფშში ნუ იყურებიო
-მახსოვს ნელი, მახსოვს,-ნერვიული ტალღა სწრაფად გავრცელდა მთელს სახეულში და ვიგრძენი რომ დავიძაბე ბრაზისაგან
-და მაინც სერ თქვენ მე მთავარ კითხვაზე არ მცემთ პასუხს,-დაინტერესდა,-რა გინდათ ჩემგან?
-ეს ჩემი საქმეა
-რომელიც მეც მეხება,-წამოვიყვირე
-ნელი არაა კარგი იდეა თქვენი ველურობის გამოჩენა ასე ხომ ჩემს აზრს ზენობიას შესახებ უფრო ამტკიცებთ
-თქვენ კი ჰადესი ხართ სერ, დიახ სწორედ რომ ჰადესი
-ხო მე ჰადესი ვარ შენ კი ნელი ეროსმა ისარი გტყორცნა და ახლა გაიარის გარდა არავის დანახვა არ შეგიძლია, იმიტომაა რომ ჩემს სიყვარულს ვერ ხედავთ
-ეს იმიტომ რომ თქვენ არ გინდათ რომ მე....,-მისი ბოლო სიტყვები გვიან გავიგონე
-რა თქვით?-ხმა ჩმიწყდა
-არაფერი ნელი ალბათ გაიარის ხმაში ჩემის ჟღერა იკარგება. დამტოვეთ, გაეთრიეთ აქედან,-დაიღრიალა და კარი გამიღო
-მშვენიერია კარგად ბრძანდებოდეთ,-სწრაფი ნაბიჯით გამოვემართე და იქვე ცხენი დავიქირავე რომელსაც ვაიძულე წასულიყო რაც ძალა და ღონე ჰქონდა. არ მადარდებდა რომ მე არ ვიყავრი „უბრალო მაწასნწალა“ და არ მქონდა უფლება ჩემი გრძნობები სახალხოდ გამომეხატა მე ვიწვოდი ბრაზისაგან და ეს ცეცხლი სასწრაფოდ უნდა ჩმექრო თორემ ყველაფერს გადავწვავდი რაც გზად დამხვდებოდა მერე კი ამ ცეცხლისაგან დამწვარ ადგილებს ვეღარაფერი აღადგენდა.
უკან მივიხედე დავინახე რომ ვიღაც მომდევდა მაგრამ ეს არ იყო არც ჯონი და არც დამიანე ის ვინც მომდევდა დამეწია და ცხენიდან ჩამომათრია
-ხელი გამიშვი,-მის ხელებში გავიბრძოლე და ძირს მოვადინე ზღართანი
-როგორც იტყვით მის,-ცხენიდან ჩამოხტა და თავი დამიკრა
-შენღა მაკლდი ვინ ჯანდაბა ხარ?-ჩავისისინე
-ესეც კარგად აღზრდილი ლედი. მე აქაურობის პრინცი გახლავართ და მინდა სახვლში მიგაცილოთ
-არმინდა მადლობა სახლშ არ მივდიოდი
-არა მის მე როდი ვაპირებდი თქვენს სახლშ მიმეცილებინეთ, მე მსურდა ჩემი სახლი მეჩვენებინა თქვენთვის,-მაშინვე მივხვი რასაც მეუბნებოდა და ნერწყვი გადავყლაპე
-ახლავე მომაშორე შენი ბინძური ხელები,-ჭუჭყიან ხელზე ვუკბინე და მან სიმწრიასაგან გამიშვა მაგრამ ისვე დამიჭირა რაშიც ჩემი ძვირფასი დალალები დაეხმარა
-არა მემ ახლა ვეღარაფერი გიშველით,-კედელზე მიმანარცხა და ამაზრზენად დამყნოსა,-გონი წამერთვა თუმცა ახლა არც ამის დრო იყო და არც ადგილი ასე რომ ისევ დავუბრუნდი დედამიწას
-კრისტიან ახლავე გაუშვი,-დამიანეს ხმა გავიგონე მაგრამ თვალების გახელა ვერ გავრისკე
-მახინჯო შენ რა სარდაფიდან ამოხვედი? წადი და ისევ დაბრუნდი უკან მე შენზე გაცილებით კარგად გამოვიყურები და მან ეს იცის,-სახეზე გადამატარა ხელი
-კრისტიან არ გამაბრაზო,-დამიანე კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და ამის მისახვედრად არ მჭირდებოდა თვალების გახელა
-ოოჰ, როგორ მეშინია გესმის მის? ბიძია დამიანე ბრაზდება
-მე გაგფრთხილე,-თვალები რომ გავახილე დამიანეს კრისტიანი საყელოთი ეჭირა და მის დახრჩობას ცდილობდა. ისეთი გაბრაზებული ვიყავი რომ მისი გადარჩენა არც მიცდია თვალები დავხუჭე და კედელს მივეკარი.
-ნელი,-დამიანე ჩემს წინ მუხლებზე იდგა როცა შევხედე კრისტიანი არსად ჩანდა და გულზე მომეშვა რომ არ მოუკლავს,-მაპატიე ჩემი ბრალია
-მე არასოდეს ცხოვრებაში არასოდეს არ შემშინებია ასე,-ავტირდი და შევხედე ცდილობდა თავლევში ჩამოყრილი თმები მოეშორებინა
-ვიცი, ვიცი და გემუდარები მაპატიე მე, მხოლოდ მე ვარ დამნაშვე ამაში
-არა არა ეს ჩემი სიველურის ბრალია
-იქნებ ასეც იყოს,-ხელები მომხვია მხრებზე და ისეთი ძალით მიმიკრა მკერდზე მეგონა გავიგუდებოდი მაგრამ არაფერი მითქვამს რადგან მის მკლავებში თავი დაცულად ვიგრძენი.
-დამიანე
-გისმენ
- შენს მოსასხამზე სისხლია?-სისხლი კრისტიანის ვერ იქნებოდა რადგან დამიანე მის დახრჩობას ხელით ცდილობდა
-ჰო,-ხმა შეცვლილი ჰქონა
-ვისი?-სასწრაფოდ მოვიშორე და მის მუცელზე ჭრილობა დავინახე რომელიც ხელით ეჭირა
-დაჭრილი ხარ,-შევიცხარე
-ჰო მეც ვიგრძენი
-ექიმთნ უნდა წავიდეთ,-გაიცინა თუმცა უჭირდა
-შენ რომ ექიმი იყო მიიღებდი მონტესის მოჩვენებას?
-აბა რა უნდა გააკეთო?
-დამშვიდდი და სახლში წადი კარგი? აი,-ხელი გაიშვირა,-შენი ცხენი იქაა მე კარგად ვიქნები
-მპირდები?-მხოლოდ გამიცინა და იქამდე წამოვიდა ჩემთნ ერთდ სანამ სახლის გზას დავადგებოდი
მთელი საღამო ნერვიულობასა და ფრჩხილების ჭამაშ გავატარე. ახლაი ჩაძინებული ვიყავი როცა გულის გამაწყალებელი მგლის ყმუილი გავიგონე. თავიდან ვერ მივხვდეი რა ხდებოდა ჩემს თავს მაგრამ მერე გამახსენდა რომ დამიანეს მოშინაურებული მგელი ჰყავდა.
მართალი აღმოვჩნდი ეს შეიძლება აფსურდად მოგეჩვენოთ მაგრამ ცხოველი ჩემს ფანჯარასთნ იდგა და ყმუოდა. სასწრაფოდ ჩავედი მასთან და იმ მხარეს წავედი საითაც ჩემი ხალათი მიჰქონდა რომელიც კბილებში ჰქონდა მოქცეული. ცხოველმა კბილით გამოსწია ძლივს შესამჩნევი ბერკეტი და სახლის კედელი რომელშიც ვცხოვრობდი გაიღო. ნაილი ისევ აგრძელებდა ჩემს წაყვანას და საბოლოოდ მე მოვხვდი სანთლებით განათეულ ოთახში რომლის შუაშიც საწოლი იდგა თეთრი ფარდა გადავწიე და ვიღაც უცნობი ადამიანი დავინახე.
-ნაილი ეს რა ჩაიდინე,-როგორც კი სიტყვები დასცდა მის ბაგეს მაშინვე ვიცანი დამიანე და გულზე მომეშვა
-ახლა გძულვარ არა?
-არა უარესს ველოდი,-ვთქვი მხნედ და გადასაფარებელი დაგავწი რომ მისი ჭრილობა გამეწმინდა
-არაა საჭირო,-ხელი დამიჭირა
-დამიანე გეყოფა სიცხისაგან იწვი,-თვალები დავქაჩე და ხელი გავაწევინე
-ნელი გეყოფა
-მისმინე მოდი დაისვენე და ძალებს ნუ ხარჯავ კარგი?-გაბრაზებულმა დახუჭა თავლები . გამეცინა მის ბავშურ საქციელზე და ჭრილობის დამუშავება დავიწყე
კაცი რომელიც ახალა მისუსტებული იწვა ჩემს წინ არ ჰგავდა დამიანე მონტესს რომელსაც მე ვიცნობდი, მიზეზი კი იყო ის რომ მას არ ეცავ შავი სამოსი და ნიღაბიც ოთახის კუთხეში ეგდო. მუცელზე ჭრილობის დამუშავებას რომ მოვრჩი შევახვე და მისი ოფლინა მკედის გაწმენდა დავიწყე აქ მას სამი ზოლი ჰქონდა რომელიც ყელს მიუყვებოდა შუბლამდე ორივე თვალის გახელა შეეძლო მაგრამ მარჯვენა დაზიანებული თავლის გახელისას კანი ეჭიმებოდა სახეზე. მე არ მჭირდებოდა იმის ახსნა რომ ეს ხანძრის შედეგი იყო. სახიდან თმა გადავუწიე და ყურს უკან გავუსწორე მან არ მომცა უფლება ხელი მომეშორებინა მისთვის და მეც მის საწოლზე ჩამოვჯექი
-შენ მე ბოლოს მომიღებ ნელი
-ნუ თუ მართლა?-თვალები გაახილა და შემომხედა
-მართლა ნელი შენ საშინელი არსება ხარ, ყველაზე საშინელი იმათ შორის ვინც მინახავს იმიტომ რომ ვერ ვუძლებ შენს სიახლოვეს და მე სხვადროს არასოდეს მიგრძვნია მსგავსი რამ რასაც მაშინ ვგრძნობ როცა გაიართან ერთდ გხედავ
-მე.....
-ხო ნელი მე ვეჭვიანობ,-მწარედ ჩიცინა,-მაგრამ ახლა მიხარია რადგან შენ მე მიზიხარ საწოლთნ და არა მას. მე რომ თუნდაც 8 წლით ახალგაზრდა ვიყო ერთ წამსაც არ დავფიქრდებოდი წაგიყვანდი აქედან ისე შორს რომ ვერასოდეს მოეგნოთ შენთვის და გაიძულებდი მხოლოდ ჩემთვის გეცოცხლა,-ამას რომ ამბობდა მკერდი სწრაფად უმოძრავებდა და და თან თვალები ჰქონდა დახუჭული, ჩემს ხელს ისვამდა სახეზე
-სად წამიყვანდი?
-აქედან შორს წაგიყვანდი ნელი
-კონკრეტულად?
-აქ ერთი მთაა საგვარეულო მიუვალი და იქ ყოველთვის თოვლია,-დამიკონკრეტა
-მერე იქ არ ცივა?
-ჩემი სითბო საკმარისი იქნებოდა ორივესათვის იქ მე არ ვიქნებოდი მონტესის უსახური მოჩვენება
-შენ არ ხარ მონტესის მოჩვენება
-ეს შენთვის
-კიდევ ვისთვის გინდა რომ არ იყო?
-ჩემთვის ისიც საკმარისდი რომ შენ არ გძულვარ
-დამიანე უნდა დაისვენო კარგი?-სუსტად გამოიყურებოდა
-შენ წახვალ?
-არა მე აქ ვიქნები სულ ერთია მაინც ვერ დავიძინებ როცა მეცოდინება რომ აქ სიცხისაგან იწვი
-კარგი მოდი შენ საწოლზე დაიძნე,-ადგომა დააპირა მე ავფეთქდი
-შენ რა დამცინი ახლავე დაუბრუნდი შენს ადგილს მე იატაკზეც დავიძინებ,-ბალიშები დავაწყვე მიწაზე და დავჯექი
-თუ ვირთხებთან ერთად გინდა ძილი კარგი,-მხრები აიჩეჩა და გადასაფარებელი გადაიფარა
-ძალიან სასაცილოა,-ყველა სანთელი ჩავაქრე ერთის გარდა რადგან შემეშინდა რომ თუ მე ან მას რამე დასჭირდებოდა ასანთს ვერ მივაგნებდი. თანაც აქ მოშინაურებული მგელი და ვირთხები იყო.
დამიანე მშვიდად სუნთქავდა მე კი ყოველ ჩქამს ვაქცევდი ყურადღებას
-დამიანე,-დავიწყე ხმის კანკალით
-რამოხდა,-ჩაიცინა იცოდა რაც მაინტერესებდ
-აქ მართლა არიან ვირთხები?
-მეგონა ველურ მის მეიერს არაფრის ეშინოდა
-არაა სასაცილო შეიძლება მოვკვდე თუ მიკბენენ
-კარგი მოდი აქ,-ეს რა გავაკეთე რატომ არ გავაჩერებ ენას ჯანდაბა,-ნელი არ ვხუმრობ თუ გინდა მე დავწვები მიწაზე მაგრამ უფლებას ვერ მოგცემ მანდ დაიძინო
-ვერც შენ დაიძინებ აქ საშიშა საერთოდ საშიშია შენი ვირთხებიან ოთახში ყოფნა,-თავში ახალი იდეა მომივიდა,-მორჩა ადგომა ხომ შეგიძია?
-პიკნიკისათვის ცუდი დრო აარჩიე
-არა პიკნიკზე არ მივდივართ ადექი დარწმუნებული ვარ გვირაბები ყველგან გაქვა
-მერე სად აპირებ ჩემს წაყვანას შენი მშბლების ოთახში?-უცნაურად გამიღიმა
-არა ჩემს ოთახში,-ბავშვურად დავეჭყანე
-აი თურმე რა, შენს ოთხში რომ შეგეტყუებინე არ იყო საჭირო საზიზღარ კრისტიანს ჩავარდნოდი კლანჭებში
-დამიანე არ გამაბრაზო,-მიუხედავად იმისა რომ სიარული უჭირდა გზაში ერთხელაც არ დაუწუწუნი და მე მართალი აღმოვჩნდი მისი გვირაბებით ნებისმიერ ოთახში შეიძლებოდა შესვლა
-ესეც ასე,-ასე არასოდეს გამხარებია ჩემი ოთახის ნახვა,-აი აქ არ მეშინია იატაკზე დაძნება
-გეყოფა ნელი მე არ შეგჭამ მოდი აქ არც კი გავინძრევი, გპირდები ოღონდ იატაკზე არ დაიძინო,-ცოტახანს შევყოვნდი მაგრამ მერე გადავწყვიტე რომ საწოლის კუთხეში დავწოლილიყავი და ვინაიდან ჩემი საწოლი ყველაზე დიდი იყო ამ სახლში პრობლემა არ იქნებოდა
-ხედავ შენს შეჭმას არ ვაპირებ,-იმ ერთადერთი სანთლის შქზე მისი ღიმილით გაბრწყინებული სახე დავინახე
-დმაიანე რაღაც უნდა გკითხო შეიძლება?
-რათქმაუნდა
-რატომ გააჩინე ხანძარი?
-ნელი ამ საქმეშ მეც ისეთივე უბრალო ვარ როგორიც შენ და გპირდები ერთ დღეს აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს
-კარგი,-მიუხედავად იმისა რომ დამპირდა ხელებს მისვამდა ღაწვებსა და თმაზე. ასეც ვიცოდი რომ მოჩვენების ნდობა არ შიძლებოდა
-მეც უნდა გკითხო,- ჩემი თითებით თამაშობდა,-რატომ მაინცადამაინც გაიარი?
-მე ჯონი ისე მიყვარს როგორც უბრალოდ მეგობარი სულ ესაა,-რატომღაც ამოიკვნესა და მივხვდი რამდენად ახლოს მოვიდა ჩემთან
-დამიანე რას ნიშნავს ეს?
-ნელი შენ რა არასოდეს გქონია სიცხე? მცივა
-მე ახლავე გადასაფარებელს მოვიტან ,-უფლება არ მომცა ავმდგარიყავი და საწოლზე ჩამომჯდარს იმდენად ძიერდა მომქაჩა ხელზე რომ ისევ საწოლზე დავეგდე
-გეყოფა დაიძინე თუ დამჭირდება რამე მე თვითონ ავიღებ. ეს ჩემი ოთახი იყო ცნობისათვის
-აი თურმე რატომ იყო ასეთი არეული და მტვრიანი
-რათქმაუნდა ვინ გაბედავს დამიანე მონტესის აჩრდილის ოთახის დალაგებას
-მე ხომ გავბედე?
-შენ იმდენად თვხედი ხარ მონტესის გულში ჩავარდნაც გაბედე
-და ახლა სამაგიეროს ვიმკი
-ნამდვილად ასეა,-ამ სიტყვებთნ მე მისი ტუჩები ვიგრძენი ჩემსაზე და გავშეშდი
ის დღეები რაც დამიანეს გამოსაჯანმრთელებლად დასჭრდა მე თითქმის ოთახში გავატარე და დიდი ძალაისხმევა დამჭირდა რომ ლუსი ოთახსი არ შემეშვა.
-მის თქვენ რა რაეს მალავთ?-მკითხა ერთხელ მშობლების გასაგონად
-ლუსი რამე ხომ არ მოგელანდა?-ვკითხე უტაქტოდ
-არა მის მინდოდა ოთახი დამელაგებინა მაგრამ კარი ჩკეტილი დამიხვდა მისტერ მალკოლმს ვთხოვე სათადარიგო გასაღები მაგრამ მითხრა რომ შენ შენი დაკარგე და გამოართვი
-ჰო ასეც იყო,-მხრები ავიჩეჩე,-რამე პრობლემაა რომ ოთახი ჩემი დავალაგო ხოლმე?
-კი მაგრამ ნელი შენ არც ჩვენთნ ერთად აღარ დადიხარ სასეირნოდ,-ჩაერია კრისტინა
-მომისმინეთ მე ვხატავ და არ მინა ვინმე ჩემს ნახატებში იქექებოდეს გთხოვთ მე პირადი სივრცე მჭირდება რომ ვისუნთქო
-კი მაგრამ ნელი სუნთქვაში ხვრინვამდე მისულ ხმამაღლ სუნთქვას გულისხმობ?-დედაჩემს არასოდეს შემოუხედავს ჩემს ოთახში თუ ამის საჭიროება არ იყო ახლა რატომ ლაპარაკობს საერთოდ?
-ეს არაა ხვენა,-ვთქვი გაბრაზებულმა. საქმე იმაშია იყო რომ დამიანეს კვამლისაგან რაღაც დაუზიანდა და რადგან სუნთქვა უჭირდა რამდენიმეჯერმე წამოჯდებოდა და ქშენით სუნთქავდა
-დაანებეთ თავი რატომ არ აცდით მშვიდად კითხვას,-მამამ დამიცვა მე კოცნა გავუგზავნე
-მადლობა მამა
-იქნებ ჯონ გაიარისათვის გასაგზავნი წერილების წერაში ათენებ ნელი?-დედაჩემს ზედმეტი მოსდიოდა მაგრამ ამას ვერასოდეს გრძნობდა
-ჰო დედა სწორედ ამას ვაკეთებ და იცი ეს არაა თქვენი საქმე მაპატიეთ მაგრამ მე საკმაოდ დიდი ვარ იმისათვის რომ ვინმეს კარნახი დამჭირდეს რა ჩავწერო წერილში
-კარგი რაა ნელი დარჩი,-წამოვდექი და კიბეებისკებ ავიღე გეზი
-ჩემთან ერთად რომ გინდოდათ ყოფნა ამაზე მაშნ უნდა გეფიქრათ ნერვებს რომ მიშლიდით. თქვენის ნებართვით მე წავალ და დავიძინებ
-ნელი დარჩი რაღაც უნდა გითხრათ ყველას
-მამა ეს მნიშვნელოვანია?
-კი ნელი მნიშვნელოვანია,-ჩამოვჯექი,-ჩვენმა გარე ბიძაშვილებმა მამაჩემის მხრიდან მომწერეს თურმე მეზობელ ქალაქში ცხოვრობენ და სურთ მთელი ოჯახი ვეწვიოთ. მე მას ვუთხარი რომ 10 აგვისტოს ვეწვეოდით და რამდენიმე დღით დავრჩებოდით
-რაა ხვალ უნდა წავიდეთ,-შევიცხადე რადგან ვიცოდი უარის თქმის უფლება არ მქონდა
-ხო ნელი და შენც მოდიხარ მერსლოუებს ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავთ და ერთი სული აქვთ გაგიცნონ
-კარგი მამა ხვალ დილით მზად ვიქნები წასავლელად,-კიბეები სასწრაფოდ ავირბინე და ყელიდან გასაღები ჩმოვიგლიჯე რომ კარო გამეღო
-ნელი ასე ხომ სახლს დაანგრევ,-თქვა დამიანელ როცა კარი მივაბრახუნე
-მაპატიე
-რამოხდა არ გინდა ნათესავების ნახვა?
-გვისმენდი არა?
-ეჭვი გეპარებოდა?-ისე გეიკვირავ თითქოს უჩვეულო არაფეი იყო
-უბრალლოდ იმედი მქონდა,-ამოვიბლუკუნე
-მაპატიე იმდეი თუ გაგიცრუე
-მე არ მინდა წასვლა,-წამოდგა და გაიცინა
-რატომ?
-იმიტომ რომ ჯონის ვერ დავტოვებ
-რამდენი ხანით მიდიიხართ,-გულგრილად დაუბრუნდა თავის ადგილს
-სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მამამ აქედან წასვლა ნოემბრამდე გადაიფიქრა
-ეს კარგია როცა დაბრუნდები ბევრი დრო გექნება ჯონისთან სალაპარაკოდ იმას თუ არ ჩავთვლით რომ შეიძლება რომელიმე ბიძაშვილს გამოკრა ხელი
-აუტანელი ხარ დამიანე მონტეს გასაგებია?
-ჰო გასაგებია,-სანამ მე ვდუდღუნებდი ის ადგა და მოვიდა
-ნელი რატომ არ გინდა წასვლა?
-მეშნია,-ვაღიარე ან რა მქონდა დამიანესთან დასამალი
-რისი გეშინა ნელი?-თვალებში დაჟინებით მიყურებდა და იღიმებოდა
-მარტო დარჩენის,-ამოვიბლუკუნე
-მეგონა უშიშარი იყავი ნელი
-ზუსტად მაგრამ მივეჩვიე შენთნ ჩხუბს
-აი თურმე რაა
-ჰო ზუსტად ახლა კი დაიძნე მე უნდა დავხატო
-მოიცა, მოიცა ეს რაიყო? მე შენზე უფროსი ვარ ასე რომ ბრძანებებს მე გავცემ
-მართლა
-ჰო მე 39-ს ვარ, შენ 24-ს ასე რომ
-რაა ვის ატყუებ დარწმუნებული ვარ 55 ის მაინც იქნები
-ეს რა გაუგონარი შეურაძხყოფაა
-რა ასე არაა?
-ნელი
-რაიყო
-ხო კარგი,-დანებდა ბოლოს,-მე 40ს ვარ შენ 24ს
-ხო ასე სჯობს
-კარგი წავალ დავიძინებ ხვალ შენს წასვლამდე მოვალ კარგი?
-კარგი,-სინამდვილიშე დამიანე მხოლოდ ორი ღამით დარჩა თავის მიწის ზედა ოთახში და იმ ორი ღამის მანძილზე ერთი წამითაც ვერ მოვახერხე დაძინება რადგან სიცხისაგან იწვოდა. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მესამე დღეს ფეხზე წამომდგარიყო და გამოეცხადებინა რომ მიდიოდა. მიუხედავად იმისა რომ მთელს დღეს ჩემთნ ერეთად ატარებდა და ნერვების კიბოს მმართებდა ეს ის ერთი კვირა იყო, როცა მე გამოვეთიშე ცხოვერბას ჩემს ირგვლივ და არ დაგიმალავთ ეს გადასარევი იყო.
ღამე ჩემოდნების ჩლაგებაში და ბუზღუნში გავატარე და დილით ჩაწითლებული თვალებით ჩვედი ქვევით.მგზავრობა დამღლელი იყო მაგრამ მე ეტლის ფანჯრიდან ვხედავდი როგორ მიგავაცილა შავებში გამოწყობილმა მხედარმა და მან დილით წერილიც დამიტოვა „გაიარზე მე ვიზრუნებ, წამოვიდოდი მაგრამ მონტესის მოჩვენება x-ს ეკუთვნის თავს მიხედე და კიდევ არ დაგავიწყდეს რომ ...“
-მამაიკო როგოი ხალხია ჩვენი ბიძაშვილები?
-მათ არც მე ვიცნობ კრისტი მაგრამ მგონი ცუდი ხალხი არაა
-კი მაგრამ საიდან გაიგეს ჩვენი აქ ყოფნა?
-ამას შენს დას უმადლოდე რომელიც თავის ნებაზე დარბის მოპარული ცხენით
-ცხენი არ მომიპარავს,-გავღიზიანდი,-მხოლოდ ვითხოვე და საერთოდ ჯონის ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონდა და ვერ ვიგებ თქვენ რატომ განიცდით ამას
-ხო მამიკო მიგიხვდი,-ამოიოხრა კრისტინამ
-ჯონის რომ არ დავემშვიდობეთ
-დარწმუნებული ვარ ნელიმ მოიბოდიშა ამისთვის და მისწერა ჯონის გრძელი გამოსათხოვარი წერილი
-კრისტინა,-ვთქვი ღიმილით,-გინდა გადავხტე?
-ნელი,-დედა გაჯავრდა
-რამოხდა?
-გეყოფა,-მხრები ავიჩეჩე და ისევ ვცადე მხედრის დანახვა მაგრამ სულ ტყუილად
ჩვენი ბიძაშვილების სახლი არაფრით ჩამორჩებოდა გარეგნულად მონტესების სახლს მაგრამ აქ არ იყო ისეთი სიმყუდროვე როგოც მონტესების კოშკშ მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო მდიდრულად იყო მორთული. მოკლედ ასე: ჩვენ გავჩერდით დიდი ქვითკირით ნაშენები სახლის წინ რომლის წინაც გველოდა ნათესავების დიდი ოჯახი
-ედგრ,-მიეგება მამას მისი სიმაღლის და ჩვეულებრივი შესახედაობის კაცი
-მეისონ,-მამამ საპასუხოდ ხელი გაუწოდა და ბიძაშვილის გაწვდილი ხელი ძლიერდა დაიჭირა მერე გადაეხვივნენ ერთმანეთს ამის შემდეგ დედამ გაიმეორა იგივე მეისონის მეუღლესთან და ჩემი რიგიც დადგა
-ოოჰ, ცნობილი მის მეიერი მიხარია შენი გაცნობა ნელი,- მეისონმა გულში ჩამიკრა და რადგან მე არ მქონდა მიზეზი არ მომწონებოდა კაცი გულთბილად გავუღიმე. შემდეგი მისი ცოლი იყო მისისი სელენა იყო საშუალო სიმაღლის, ქერა ქალი რომელსაც იმ წამს ყვავილებინი კაბა ეცავ რომელიც უხდებოდა მის თეთრ სახეს და ოდნავ პუტკუნა სხეულს რომელიც ძალიან უხდებოდა მეისონს იდელური გარეგნობის ქალი შეერჩია.
ლიდია იყო დედის გარეგნობის გოგონა რომელმაც დიდი სიამოვნებით მიმიღო თავისი დებისაგან განსხვავებით უფროს გოგონას კლარა ერქვა და მარგარეტის მსგავსად მამას ჰგავდა გარეგნულად.
კარგი ახლა ბიძაშვილი ბიჭები გავიცნოთ რომლებმაც დამიანესაგან დიდი ყურადღება დაიმსახურეს უფროსი ეს იყო ჰარი, რომლის დანახვის შემდეგაც სიცილი ამიტყდა და ეს მეისონის უკბილო ხუმრობას დავაბრალე. ჰარი იყო 16 წლის უსაშველოდ გამხდარი მაგრამ საყავარელი მაღალუი ბიჭი რომელმაც ხელი გამომტაცა და მეამბორა. რაც შეეხება მის ძმას ნილს მისაგან განსხვავებით უკეთ გამოიყურებოდა
-კარგი ჩაი მზადაა წამობრძანდით,-სელენამ დიდი სიამოვნებით მიგვიპატიჟა სახლში და ჩვენც შევედით. ბიძია მერილმა ჩვენმა მეეტლემ რომელიც სახლიდან წამოვიყვანეთ ლუსისა და სხვა დამხმარეებთან ერთად ჩემოდნების ჩამოტანა დაიწყო
-მოგეხმარებით,-მივედი მე მასთან და ყველაზე დიდ დედას ჩემოდანს დავავლე ხელი
-არა ნელი რას აკეთებ რას იფიქრებენ თქვენი ნათესავები
-კარგი რა ძია მერილ რაც უნდა იუს თქვან,-მოხუცს თვალი ჩვაუკარი და ჩემოდანი წავიღე
-მის ნელი რას სჩადით ახლავე მომეცით,-თავი გამოიდო ჰარიმ
-კარგი,-ბევი არ ვახვეწნინე და დედას მძიმე ჩემოდანი მივეცი
-ჩვენ დავმეგობრდებით,-ლიდიამ თვალი ჩამიკრა და ჩემი ოთახისაკენ ამიძღვა ჩაის შემდეგ
-იმედეია,-გავუღიმე მე,-იცი დიდი არ მაინტერესებს ოთახი მოდი ეზო დამათვალიერებინე კარგი
-რათქმაუნდა,-გოგონა სიხარულით აენთო,-როგორ მინდოდა რომ ჩემი დებივით ბებრი შინაბერასავით მოსაწყენი არ ყოფილიყავი
-მიხარია
-იცი შენზე რომ გავიგე ხომ იცი ჭორები რომ მონტესის მოჩვენებასთან ერთდ იყავი თეატრში ძალიან დამაინტერესა შენთან ერთდ ყოფნამ
-მონტესის მოჩვენება არ არსებობს ლიდია
-ჰო ვიცი ეს ვიღაც დარტყმულია,-ლიდიამ ზუსტად აღწერა დამიანე
-კარგი ეს საჯინიბოა ეს ჩემი ცხენია,-ლიდას ცხენი უფრო პონი იყო მაგრამ ოდნავ მაღალი
-ის ვისაი?-საჯინიბოს გარეთ დავინახე შავი ცხენი რომელიც შემოღობილში თავის ნებაზე დარბოდა
-ეს კლარას ფაშატია სული მიმდის ისე მინდა ეგ ცხენი მაგრამ უარს მეუბნება ჩუქებაზე და იმაზეც უარს ამბობს რომ გახედნონ
-მოიცადე არარის გახედნილი?
-არა ერთხელ სცადეს და ეს ცუდად დამთავრდა მაგრამ მამა ამბობს რომ ძალიან ჯიშიანი ცხენია და არ უნდა გაყიდვა
-იქნებ კლარამ გახედნოს,-ლიდას რეაქციიდ ნივხდი რომ სისულელე ვთქვი
-კლარას მხოლოდ მამაკაცების გახედნა ეხერხება
-ის ძალიან ლამაზია,- სწორედ ამ დროს კლარა გამოვიდა ჩემს დასთან და დანარჩენ თვისი ოჯახის წერებთნ ერთად და მან და კრისტინამ გეზი ჩვენსკენ აიღო
-მოგწონს?-მკითხა ნიშნის მოგებით
-შესანიშნავია
-მე კი მგონია რომ ცხენის ჭენება ველური ქალების საქმეა თუმცა შენ ხომ აჭენებ ხოლმე ცხენს,-მისმა საუბრის სტილმა და საქციელმა ისე გამაღიზიანა ვუთხარი
-ჰო შეიძლება მე ველური ვარ მაგრამ ყველაზე ვერ მოისმენ ჭორს რომ მონტესის მოჩვენების რჩეულია,-კლარა გაფითრდა კრისტინამ კი უცნაურად შემომხედა მან არაფერი იცოდა მოჩვენების შესახებ
-ხო მე გამიგია რომ მონტესის მოჩვენებასაც მსგავსი ცხენი ჰყავს
-დია ასეა
-მაშინ ალბათ მისი რჩეული შეძლებს მის გახედნას,-მე უკან მივიხედე და დავინახე რომ ჩვენკენ ზედმეტად ბევრი ხალხი იყურებოდა მაგრამ მაინც ავხტი ღობეზე და დამიანეს მეთოდით სტვენით მოვიხმე ცხენი. კრისტინა უხერხულად იღიმებოდა
-ნელი,-ყვეიროდა დედა და ყველამ ღობესთან გადმოინაცვლა
გემუდარები არ მიღლატო ვუთხრი ჩემს თავს და ცხენის ფაფარს მოვეჭდე მაგრამ ფეხი ამიცდა და ლამის დავეცი. მეორე ჯერზე მოვახეხე ცხენზე დავმჯდარიყავი და ნელა მოვუჭრე ფერდებზე ის დაფრთხა და ხან წინა და ხან უკანა ფეხებზე დაიწყო შედგომა და მეც მიწაზე დავეცი. თავიდან არ ამომდიოდა კლარას თვითკმაყოფილი ღიმილი და თან ტკივილისაგან ვიმანჭებოდი რადგან ცხენი წიხლეს მირტყავდა
-კარგად ხართ?-ვიღაცამ ცხენის ფლოქვებისაგან დამიხსნა და სასწრაფოდ წამიყვანა ღობისაკენ
-თქვენი აზრით?
-ღირსი იყავით კლარა თითქმის ყოველთვის მართალია
-ახლავე დამსვით მიწაზე თავადაც შემიძლია სიარული და არ მინდა ხელით მიგყავდეთ და თან დამცინოდეთ
-მე სიმართლეს მოგახსენებთ,-გვერდები ძალიან მტკიოდა მაგრამ ამ თავკერძა ვიღცას რომელიც სადღციდან გამოხტა უფლებას არ მივცემდი ჩემთვის დაეცინა
-მონტესს საშინელი გემოვნება ჰქონია,-დაისისინა კლარამა და თვალი გამომაყოა როცა ლორენასთნ ერთდ წავედი გამოსაცვლელად
მთელი საღამო ჩემს ოთხშ დავყავი და არც ვახშმად ჩვსულვარ თავის ტკივილი მოვიმიზეზ და ჩემსავით ეულად დარჩენილი ლორენაც შევიკედლე.
საშინელი ორი კვირა გავატარე ამ სახლშ კლარა ყოველ წამს მახსენებდა ჩემს მარცხს და ლეონიც რომელიც მათი ახლო ნათესავის მეგობარი და კლარას რჩეული აღმოჩნდა ნერვებს მიშლიდა.
მე ჩმსას არ ვიშლიდი და ღამღმობით მაინც დავდიოდი ცხენის გასახედნად უფრო სწორად რომ ვთქვა დავდიოდი რომ ცხენს ჩემით ეთამაშ. ამ დღეების მანძილზე არაფერი იყო ისეთი საინტერესო რომ მოყოლად ღირდეს მაგრამ ეს მაინც მოხდა.
ერთხელ როცა ყველა სამეჯლისო საყიდლებზე იყო მამაკაცები კი სანადიროდ დაბორიალებდნენ მე მამაჩემის სამოსში გამოვეწყვე და ისევ ღობეს მივაშურე ეს ცხენი აკვიატებად მექცა და მინდოდა მომერჯოლებინა ამჯერად რატომღაც მჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ცხენს დავუსტვინე და ზედ შემოვხტი ტრიუმფს თითქმის მივაღწეი და გამრჯვების ყიჟინისათვის ვემზადებოდი რომ ისევ ძირს მოვადინე ტყაპანი და მზის შუქზე ცხენის ახალთახალმა ნალმა გაიბრწყინა რომელიც ჩემი სახისკენ მოიწევდა, მე თვალები დავხუჭე და შევყვირე მაგრამ მოულოდნელად რაღც მძმე დამეცა ზემოდან და სუნთქვა შემეკრა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუჰ როგორი დაძაბულბააააა
ერთი სული მაქ Aშემდეგი როდის იქნება ძაან მაინტერედებს

 


№2  offline წევრი ki si

nawkas12345
აუჰ როგორი დაძაბულბააააა
ერთი სული მაქ Aშემდეგი როდის იქნება ძაან მაინტერედებს

ძალიან მიხარია რომ დაგაინტერესა. kissing_heart მადლობა რომ კითხულოოობ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent