მონტესის მოჩვენება (3)
გაბრაზებულმა ავიარე კიბეები და ჩემს ოთხში ჩავიკეტე. არ ვიცი შიშსაგან იყო თუ ბრაზისაგან მაგრამ ფეხები არ მეორჩილებოდა. კიდევ ვნახე ოთახში ვარდი და წერილი რომელიც შავი ლენტით იყო შეკრული იქაურობა მოვათვალიერე და სასწრაფოდ გავხსენი. „მაპატიეთ ჩემი თავხედობა მის მეიერ ვიმსახურებ თქვენს რისხვას და უმორჩილესად გთხოვთ ქალაქგარეთ შემხვდეთ ხვალ დღის 5საათზე დ.მ“ გაუგონერი თავხებობაა წამოვიკივლე და წერილი საჩქაროდ დავწვი -ნელი,-გავიგონე და შეშინებულმა მოვიხედე -რამოხდა კრისტინა?-დავიბენი -სტუმრები გკითხულობენ იქნებ დაგვდო პატივი და ჩამოხვიდე -ხო ახლავე,-კრისტინა ბრაზობდა ჩემზე და ამის ღირსი ვიყავი მაგრამ არ დავმალავ რომ მაინც მწყინდა ასე ცივად რომ მექცეოდა. ვარდი სხვებთან ერთად დავდე იქვე თრაოზე და ქვევით ჩვედი -ნელი მეგონა ჩემი ნახვა გენდომებოდა -საიდან მოიტანე რომ არ მინდა ჯონი?-საყვედურით შევხედე მაშინ სად იყო როცა ვიღაც უცხო კაცი ჩემი ნერვებით თამაშობდა და მაშტნებდა? ხო რათქმაუნდა კეროლთნ ცეკვავდა -მაშ რატომ მარიდებ თავს? -სულაც არა. ჯონი ერთი რაღაც უნდა გკითხო და გემუდარები სიმართლე მითხარი კარგი? -რათქმაუნდა გისმენ -ახლა მე რომ შენ ყოვლისშემძლე ფუნჯი მოგცე რას შცვლიდი ჩემს გარეგნობაში?-ჯერ კიდევ მტკივნეულად მიკაწრავდა სულს პორტრეტი რომელიც ვიპოვე და რომელზეც მონტესმა ჩემი სახე ახლებურად გამოკვეთა. -მე არ ვიცი ხატვა ნელი,-ჯონი მხოლოდ ამით შემოიფარგლა და მე მკაფიოდ დავინახე განსხვავება იმ უცნობ კასა და ჯონის შორის -კიდევ უნდა გთხოვო რაღაც -გისმენ -მინდა ხვალ ეს სახლი კარგად დავათვალიერო გთხოვ დამეხმაროთ -კი მაგრამ იქნებ ეს სხვა დროს გაგვეკეთებია მინდოდა ხვალ გაგვესირნა -კარგი ოღონდ გთხოვ ჯონი სამზე მოდი და არ მომცე უფლება სადმე წავიდე შებინდებამდე კარგი? -კი მაგრამ ნელი -არა არაფერი არ მკითხო უბრალოდ დამპირდი -კარგი,-მითხრა გაოცებით ჯონიმ და თვალი ამრიდა მე არ ვიყავი დარწმუნებული რომ თავს შევიკავებდი და მონტესის თუ ვინ ჯანდაბაც იყო სანახავად არ წავიდოდი ასე რომ მჭირდებოდა გვერდით ვინმე ვინც არ გამიშვებდა, ჯონი კი საუკეთესო ვარიანტი იყო რადგან მას შეეძლო დავემორჩილებინე აუცილებლობის შემთხვევაშ და ბევრ კითხვასაც არ სვამდა. დილის 6-ზე გავიღვიძე და სახლის დასათვალიერებლად გავწიე. გადავწყვიტე მონტესების სახლი ძირფესვიანად დამეთვლიერებინა და რაკი ყველა საცხოვრებელი ოთახი მანამდე დავათვალიერე ძირფესვიანად ახლა სხვენში ავედი. იქ ჯერ კიდევ ბნელოდა ასე რომ სანთლით შევიარაღდი, სხვენი იმდენად პატარა აღმოჩნდა რომ სული შმეხუთა და სასწრაფოდ გამოვედი ვგონებ ამ ოთახს სხვენი მხომოდ იმიტომ ერქვა რომ სახლისათვის ის აუცილებლად მიაჩნდა სახლის პატრონს. სხვენში განცდილი მარცხის გამო სანთელი ჩავქრე და სარდაფისაკენ დავეშვი. თუ ამ სახლს სხვენი თაგვების შესაფარებლად ჰქონდა სარდაფი ნამდვილად იყო დიდი და განიერი აქ მოწყობილი იყო ერგავრი შესანახი ოთახი მაგრამ კარგად დათვალიერების შემდეგ მაინც აღმოვაჩინე კარი რომელიც გასაღების გარეშე იღბოდა თუმცა შიგნით ბნელოდა და ამიტომ სამზარეულოში შევიპარე რომ სანთელი ისე ამეღო ადგილობრივ მოსამსახურეს სერ მალკონს არეფერი გაეგო. სანთლი ავიღე და უცნაურ დერეფანს გავყევი იქაურობისთვის ობობებს ქსელი არ დაეზოგათ და მეც სახიდან მოვიწმინდე არაქნეს ნაშრომი რომელიც ალბათ მიჯავრდებოდა (არაქნე-ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ქალღმერთმა ათენამ დასაჯა და ობობად გადააქცია) დერეფანს ბოლო არ უჩანდა და მეც ალბათ ნახევარი კილომეტრი მაინც გავიარე სანამ დერეფნის ბოლოში დიდი რკინის კარი არ ვიპოვე რომელიც ვერაფრით გავაღე. მაშინვე მოვბრუნდი უკან და კედელზე კიდევ ერთ ნახატს წავაწყდი ნახატზე ასე 30 წლის კაცი იყო გამოსახული ის არ ჰგავდა არავის ვინც მე აქამდე მენახა. ეს კაცი იყო საკმაოდ მაღალი და სანდომიანი თვალები შავი ჰქონდა და შავი თმაც ალბათ თავს უკავ შეკრული იდგა წელში გამართული და იყო მის თალებში რაღაც ამოუხსნელი. მე არავინ მეგულებოდა ასეთი და მივხვდი შმეძლო საათობით მეცქირა მისთვის მერე კი გამახსენდა რომ სხვენშიც სწორედ ასეთი პორტრეტი ვნახე და უფრო ძლიერად მომინდა ამ კარის გაღება შემოვბრუნდი და გიქეცი. -მისტერ მალკოლნ,-კაცი როგორც ყოველთვის ბუზღუნებდა და გარეთ აპირებდა წასვლას მაგრამ შევაჩერე,-დილა მშვიდობის სერ,-უცნაურად ამათვალიერა სუნთქვა ჯერ კიდევ არ მქონდა აღდგენილი -დღის 10 საათი დილა აღარაა მის. რა გნებავთ? -სარდაფში კარი ვიპოვე კარის ბოლოში კი კიდევ ერთ კარია რომელიც ვერ გავაღე გასაღები თქვენ გაქვთ? -არა გაჩუმდით,-კაცი სასწრაფოდ გავიდა გარეთ და კარი გაიხურა მე არ დავნებდი და გავეკიდე -მისტერ მალკოლნ რამოხდა -ეს მისი საპყრობილეა შეეშვით მის ძებნას -ვისი სერ დამიანე მონტესის? ისაა გამოსახული კედლზე? -დიახ ისაა ის ავი სული ჯოჯოხეთშიც კი არ მიიღეს და ახლა დედამიწაზე დახეტიალებს. შეეშვით მას მის,-ყურებზე აიფარა ხელი და გაიქცა მე ისევ მივდევდი -მისტერ მალკოლნ მიამბეთ მასზე გთხოვთ. თორემ მამას ყველაფერს ვუამბობ გამქრალ ღვინის ბოთლებზე,-ვუთხარი ნიშნის მოგებით და ჩვენი მსახურთუფროსი დავლოცე რომელმაც ლუსისთნ დაიჩივლა ამოის შესახებ -ჯანდაბას ღვინო,-ცოტახანი შეჩერდა და გააანალიზა -კარგი მოგიყვებით,-დიწყო მისტიურად თუმცა ეს საჭრო არ იყო რადგან მე წინა ღმით ვიცეკვე კიდევაც დამიანე მონტესის მოჩვენებასთნ და ამის გარდა ის მე ვარედებს მიგზავნიდა ხოლმე,-ის კუნაპეტ ღამეს დაიბადა და მის დაბადებასთნ ერთდ ჩვენ ჩემი ქალბატონი დავკარგეთ. ოოჰ, მის თქვენ რომ ერთხელ მაინც გენახათ მისი ღამესავით შავი თვალები ახლა ასე არ მოითხოვდით მისი ამბის მოყოლას და მეც არ დამტანჯავდით ასე ამ ამბის გახსენებით -მისტერ მალკოლნ განაგრძეთ -დამიანე მონტესი ყველაზე ბოროტი სულია სამყაროში მან ჩემი ბატონი და მისი მოახლეები ბოლოსთვის შემოინახა, რა იცოდა საბრალო ბავშვმა რომ დედამისის სიკვდილშ თავად იყო დამნაშავე. ყველაფრის მიუხედავად ჩემი ბატონი მას დიდი სიყვარულით ზრდიდა მაგრამ ერთ დღეს მე მაშინ ბაზარში გახლდით პროდუქტის მოსატანად, სახლშ რომ დავბრუნდი დავინახე რომ სახლს შავი ოხშივარი ასდიოდა დამიანე სახლის სახურავზე იდგა და საზარელი ხმით იცინოდა. ბოლოს თავადაც გადმოხტა მაგრამ მე არ დამინახავს როგორ დაეშვა მიწაზე. სახლი ჩაიფერფლა და ყველა იმედი განადგურდა ჩემი ბატონი, ჩემი საწყალი ბატონი დაიღუპა. ის ავსული მას შემდეგ აქ დაძრწის და ადამიანებ ძილს უფრთხობს. იმ ბებერი ჯადოქრი სიტყვებმა კიდევ უფრო მომანდომა მეტი გამეგო მონტესზე და ამის დასაიგნორებლად ჯონის სახლისაკენ გავემართე -ნელი ჯერ არ გელოდი,-საჯინიბოში იყო -ჰო ჯერ არც მე ვაპირებდი მოსვლას ჯონი რაღაც უნდა გკითხო,-მაინც ვერ ვითმენდი -რამოხდა? -მონტესების სახლში სარდაფში რაღაც კარი აღმოვაჩინე თუმცა გასაღბი ვერ ვიპოვე. შენ გაქვს? -წამომყევი,-გარემო მოათვალიერა და სახლისაკენ წამიყვანა, როგორც ჩანს არ უნდოდა იქ მყოფთ ამის შესახებ რამე მოესმინა,-ჩაი დავლიოთ და მოგიყვები რაც ვიცი მაგ სახლის შსახებ -არ მინდა ჩაი გისმენ,-ჩაიფრუტუნა და დაჯდა -მოკლედ მე რომ ეგ სახლი ვიყიდე ახალი აღდგენილი იყო და საკმაოდ იაფადაც ჩავიგდე ხელში. საქმე კი იმაშია რომ მაგ ადგილის ყველას ეშინია ამბობენ 10 წლის წინ სასხლში ხანძარი გაჩნდა და მთელი ოჯახი ცეცხლმა შთანთქა. ის მითიც აჩრდილთან დაკავშირებით მაქედან გაჩნდა. მოკლედ მე ეგ სახლი ვინმე ანტონიო მონტესისაგან შვიძინე საწყალი იმდენად იყო შეშინებული რომ მთხოვა სანამ აქედან წასვლა მომიწევს შენს სახლში დავრჩებიო -როგორი იყო ეგ კაცი? -მაღალი, ცისფერ თვალ ა კაცი იყო ოდნავ ღია ფერის თმით და კეთილი სახით,-მემგონი პარანოია მჭირდა - რომელი საათია?-რაც დრო გადიოდა მით უფრო ძლიერად მინდოა ტყეში წასვლა -2საათი და 25წუთია. ნელი გეყოფა ამ ამბავზე ფიქრი თორემ ტუჩები აღარ შეგრჩება,-ტუჩბის ჭამას მოვეშვი და ჯონის ვკითხე თუ იყო სადმე ოთახი სადაც მოსვენებას შვძლებდი. ის თავიდან ალმაცერად მიმზერდა და მის ნერვიულობასაც ვგრძნბიდ მაგრამ ოთახამდე მაინც მიმაცილა და მითხრა რამდენი ხანიც მოგესურვვება იძინეო. თვალები ჩემი ნების საწინაამდეგოდ მეხუჭებოდა ეს ალბად იმის ნიშანი იყო უნდა მივმხვდარიყავი და ხელი ამეღო ტყეში წასვლაზე ამიტომ სურვილს დავყევი და თვალები დავხუჭე თუმცა იატაკზე ვიჯექი და იქვე მიმეძინა არანაირი სურვილი არ გამჩენია საწოლზე ასვლისა. რომ გავიღვიძე თავი უცნაურად ვიგრძენი გქონიათ ოდესმე შეგრძნება თიითქოს სრულიად მარტო ხართ? ეს შეგრძნება ჩემს მუცელში იბადება ხომლე და ისე მომიცვამს რომ არაფრის სურვილი აღარ მაქვს. სწორედ ეს გრძნობა დამეუფლა ახლა როცა საწოლზ გავოღვიძე მაგრამ ამჯერად მაგივრად იმისა რომ იქვე დავრჩენილიყავი სადაც ვიყავი სასწრაფოდ გავიქეცი შენობიდან და თავლიდან სადაც ჯონი იყო შეკაზმული ცხენი გავიტაცე. მთელი ძალით დავარტყი მათრახი ცხენიც უკანა ფეხებზე შედგა და გაიქცა მე არვიცოდი სად მივყავდი ცხენს მაგრამ როცა ქალაქი გავიარე იმას კი მივხვდი რომ შარში ვიყავი და რადგან ლანძღვა მაინც მელოდა სადავეები ხელში ავიღე და და უფრო სწრაფად გავაჭენე. ვიცოდი უკან ჯონი რომ მომზდევდა მაგრამ აფექტის მდგომარეობაშ ვიყავი და როცა ეს მჭირდა ყველაფერს ვაკეთებდი რომ ვნებათაღელვა დამეცხრო გულშ რომ მქონდა. თუმცა როგორც ყოველთვის გონს მოვეგე მუცელში სინანულის გრძნობისაგან ღონე წამერთვა და ცხენმა მიწაზე გადმომისროლა. თავი დავარტყვი მაგრამ მაინც ავდექი და ჯონს რომელიც ცხენიდან გადმოხტა წინ ავესვეტე. -ნელი რას აკეთებ შენი აზრით?-დაიღრიალა მან და საყვედურით შემომხედა -მაპატიე,-ამოვიბლუკუნე,-შენი ცხენი გამექცა -ოოჰ, ნელი რა გაპატია? წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა გადავიტანე სანამ დაგეწეოდი?-ხელები მოიქნიე და მათელი ძალით მიმიკრა გულზე. -წამოდი სახლშ წაგიყვან,-ცხენზე შემომსვა და თვითონ წინ წარუძღვა. მე გათიშული ვიყავი თუმცა მამაჩემის ძლიერდაგ წნულმა სილამ სასწრაფოდ მომიყვანა გონს -სერ,-დაიყვირა ჯონიმ -არა ყველაფერი რიგზეა,-დავიჭირე მე მისი ძარღვებ დაჭიმული ხელი -ნელი ადი შენს ოთახში შენ კი ჯონი არ მიწყინო მაგრამ ჩემი ქალიშვილისაგან თავი შორს დაიჭირე. ჩვენ რათქმაუნადა ორივემ შევასრულეთ მამაჩემის ბრძანება და მე ოთახისაკენ გავემართე -ნელი ახლავე მითხარი რახდება შენს თავს,-ლუსი ისე ბრაძობდა ჩემზე რომ ახლა უეკვე ვეღარ დავუსხლტებოდი და ყველაფერი ვუამბე იმის გარდა რომ ჩენს სახლში მოჩვენება ცხოვრობდა. როგორც ჩანს ის მიხვდა რომ მართლა მიჭირდა და ღამით ჩემთან დარჩა რისი წყალობითაც მე მშვიდი ღამე გავატარე. შიში და საოცარი დაუცველობა ეს იყო ის ორი გრძნობა რომელიც იმ წუთს გულში მქონდა არეული ერთმანეთში და გულს მიწვავდა. ჰო მემეშინოდა დამიანე მონტესის. რატომ? არვიცი სიმართლე რომ ვთქვა მე მონტესის კი არა იმის მეშინოდა რომ თუ კაცი რომელსაც მე ვიცნობდი ნამდვილად იყო დამიანე მონტესი ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ბოროტი როგორსაც აღწერდნენ. რომ გავიღვიძე ლუსი საწოლთან მეჯდა და ფიქრებში წასული დამყურებდა ვერ გაიგო რომ თვალები გავახილე ამიტომ ხელზე ხელი დავადე. ის შეცბა -უკვე გაიღვიძე? -როგორც ხედავ,-მხრები ავიჩეჩე -როგორ ხარ? -მგონი კარგად. ლუსი ხდება რამე? -ჯონ გაიარმა წერილი გამოგიგზავნა,-ფურცელი მომაწოდა რომელზეც ცოტახნის წინ თვითონ თამაშობდა -ლუსი შენ რა არ გეძინა? წადი ძვირფასო დაისვენე საწოლს მე მივხედავ -კარგი ნელი მაგრამ მართლა კარგად ხარ? -ჰო, დღისით არაფერი არ მიჭირს წადი,-თავი დამიქნია და გავიდა საწოლი დავალაგე. შევეცადე არაფერზე არ მეფიქრა და ჩავიცვი. ოთახიდან ვაპირებდი წასვლას, როცა ჯონის წერილი გამახსენდა და სასწრაფოდ გავშალე „ნელი მინდა რომ ტყეში მოხვიდე იქ სადაც ჩემი ცხენი გაგაექცა გთხოვ მოდი. გემუდარები მე მთელი დღით დაგელოდები“ უცნაური იყო მისი წერილი უფრო საყვარელი ადამიანისათვის გაგზავნილ ბარათს ჰგავდა და არა მეგობრისთვის ჯონის კი ასეთი რამეები არ სჩვევია. გავიფიქრე რაღაც ხდება მის თავს მეთქი და სასწრაფოდ ჩავედი ქვედა სართულზე. ჩემს ბედად მშობლები და კრისტინა კეროლთან იყვნენ მეც თავლიდან ჯონის ნათხოვარი ცხენი გამოვიყვანე რომელიც ისე მიბობღავდა ალბათ ერთი საათი მაინც მოვანდომე დათქმულ ადგილზე მისვლას. გარეთ არავინ ჩანდა ასე რომ ტყეში შევედი და ჯონის დავუძახე. -მშვენიერი მის მეიერი,-კინაღამ გრძნობა დავკარგე -თქვენ? როგორ ბედავთ -გეყოფათ ნელი გულს მირევს ეს თვაზიანობა -ჰო ეჭვი არ მეპარება -მის ნელი თქვენ ცუდი შეხედულება გაქვთ ჩემზე მაგრამ მე არავარ ცუდი ადამიანი -არა? მაშ რას მივაწერო გუშინ მამაჩემის საქციელი? -თქვენს დანაშაულს,-სიბრაზისაგან აენთო და ეს ნიღბის გარედანაც შევნიშნე,-ვერავინ გაბედავს ჩემი ნების წინააღმდეგ წასვლას -მართლა სერ? მე არავერ მაგ სიაში და იცით რატომ? მე ვიცი რომ თქვენ ისეთივე ადამიანი ხართ როგორიც მე და არა მოჩვენება -ეს ჯერ კიდევ გასარკვევია -მე მივდივარ აქედან -ვერსადაც ვერ წახვალთ,-დაიღრიალა -ვინ შემაჩერებს?-წარბები ავწიე და ისეთი გამომწვევი სახე მივიღე რომ ალბათ ღირსი ვიყავი. ხელი ისე ძლიერად დამიჭირა რომ სუნთქვა შემეკრა -მე შეგაჩერებთ ნელი ყოველთვის შეგაჩერებთ როცა ჩემგან წასვლას გადაწყვეტთ -არამგონია,-ჩავიქირქილე და გავიქეცი მაგრამ ალბათ მიხვდით იმდენად მოხერხებული ვარ რომ დავეცი და ეკლებში გადავფრინდი მან გადაიხარხარა მაგრამ როცა წამომაყენა მაინც დავინახე ღელვა რომელიც თვალებში ჰქონდა -აბა ნახეთ რას დაემსგავსეთ მის მეიერ,-ჩემს დასისხლიანებულ ცისფერ კაბას დავხედე -სერ გამიშვით ისედაც მიჭირს თავის კინტროლი,-ბრაზით ხმა მიკანაკალებდა და ერთიანად ვცმუკავდი უაზრო ღელვისაგან -მის მეიერ თქვენ ისეთი სასაცილო ხართ როცა ბრაზობთ -სასცილო რა არის მაშინ ნახავთ როცა მაგ ნიღაბს ჩამოგგლეჯთ და ფეხქვეშ გავთელავ -ველური, ველური სული. სწორედ ეს მომწონს თქვენში -იცით სერ უგუნურებაა ველურ ქალთან შესახვედრად წახვიდეთ და დაშნა ასე თვალნათლივ დადოთ,-რა სისულელეა ვინ დადის ახლა დაშნით. აგვიფიქრე მაგრამ მაინც გამიხარდა რომ ცხენის ფერდზე დაშნა ეკიდა რომელიც ამოვაძვრინე და მოვუქნიე -ზენობია ბრძოლაშ გამარჯვებას ცდილობს?-იკითხა და გვერდზე გახტა -ჰო ზუსტად,-კიდევ ერთხელ მოვიქნიე დაშნა და ამჯერად ხელი გავუჭერი მან ამოიკვნესა მაგრამ მერე გაიცინა -მის მეიერ მეჩვენება თუ მართლა შეშლილი ხართ? -არა სერ მე მართლა კბილებით დავიცავ თავს თუ ეს გახდება საჭირო,- მე არ ვიყავი კარგი მოფარიკავე მაგრამ მაინც მეორეჯერაც გავუჭერი ხელი და ამჯერად სისხლმა უფრო მეტი რაოდენობით დაიწყო დენა. -საკმარისია,-მოქნეული დაშნა ხელით დაიჭირა და წამართვა -მაპატიე დაგჭერი,-ამოვიბლუკუნე და იქვე დავჯექი რატომღაც წასვლა აღარ მომინდა -არაუშავს,-სახელო აიწია. გულის სიღრმეში გავამაყდი რომ ასე კარგად ვიქნევდი დაშნას და ჩემმიერ მიყენებული ჭრილობები ასეთი ღრმა იყო -დაგეხმარები,-ხელი გამომიწოდა და მომაშტერდა როგორ მოვახიე დედაჩემის ნაყიდ ძვირფას კაბას ნაჯერი და სისხლის წმენდა დავიწყე -მადლობა,-თქვა როცა საქმეს მოვრჩი და სისხლიანი ხელები კაბაზე შევიმშრალე -ფეთხუმი ვარ არა? -უფრო ველური,-გამიღიმა -ჰო ალბათ. კარგი ახლა თქვენის ნებართვით წავალ -მოიცადეთ ჩემი ცხენი წაიყვანეთ ეგ ჯაგლაგი ზეგამდე ვერ მიგიყვანთ სახლში,-უარი განავაცხადე მაგრამ მაინც გაიტანა თვისი და მოსასხამი მოიხსნა რომ ჩემთვის მოეცა -დაგჭირდება ჭორიკნებით სავსე ქალაქი უნდა გაიარო ცხენი უბრალოდ გამოუშვი რაც შეეხება გაიარის „ძვირფას ბედაურს“ საღმოს თვად მოვიყვან. ახლა კი წადით,-ცხენს ხელი დაჰკრა და ის სწრაფად გაიქცა სახლისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.