შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინდიანი. (3)


17-12-2016, 13:47
ავტორი daiana
ნანახია 1 374

ავირიე.
ვერ გავიგე რა ხდება.
მისი დანახვისას გული სად გარბის ვერ ვხვდები.ყველაფერი მერევა თავში და ვერ ვხვდები რა გავაკეთო.საერთოდ არ ვიცნობ,არ ვიცი როგორია,რა უყვარს,რა აინტერესებს .. შეიძლება მიყვარდეს? - არა!
მომწონს,მაგრამ ..
ჯანდაბა,ვეტ ვხვდები რა ხდება.
...
ლიზამ იცოდა ყველაფერი და ძალიანაც მოსწონდა ის აზრი რომ შეილება მე და იოანეს რაიმე გვქონოდა.ანდრეა იცნობდა იოანეს და მარწმუნებდა რომ ცუდი ბიჭი არ იყო.
-ნენე,ვერ ვხვდები რა გინდა - ლიზა მესამე თვეში იყო და ხასიათი ყოველ წამს ეცვლებოდა.
-ლიზა შენ რა გინდა? - გამეცინა.ხმა არ ამომიღია და რას მერჩოდა ვერ ვხვდებოდი.
-აუ,შოკოლადი მინდა - ტუჩები დაბრიცა და საწოლზე გადაწვა,თან ისეთი თვალებით მიყურებდა იძულებული გამხადა მარკეტში ჩავსულიყავი.
-აი,გამოძვრეს ეგ ბავშვი,შენ უნდა გცემო,ჩემი გამწარებისთვის - კიბეებზე ბურტყუნით ჩავედი.მარკეტში ხომ ნერვები მომეშალა,რომელი შოკოლადი უნდოდა ვერ გადაწყვიტა და ტელეფონში ხან ერთს მიკიოდა ეს მინდაო,ხან მეორეს.სალაროსთან იმხელა რიგი იყო ალბათ რომ ავბრუნდებოდი უკან,ლიზას შოკოლადის ჭამის სურვილი აღარ ექნებდა.
დაჟინებული მზერა.
ყველგან შემიძლია ვიგრძნო რომ მიყირებენ.ახლაც .. თავი ნელა გავაბრუნე უკან,მაგრამ საეჭვოდ არავინ ყოფილა.მემგონი მოჩვენებები დამეწყო და აუცილებლად ფსიქოლოგთან ვიზიტს ვსაჭიროებდი.
-სიცივეში ერთი სვიტერით სიარული არ შეიძლება,პატარავ - შეშინებულმა შევიკივლე და უკან სწრაფად გავბრუნდი.
შავი როლინგი ეცვა,ყელიანი.თვალები ჩაშავებოდა,ტუჩები გალურჯებული ქონდა.გრძელი თითებით მანქანის გასაღები და სელპაკის შეკვრა ეკავა. აჰა,გაციებულია ბიჭი.
-ყვავი ყვავს ეუბნებოდა,შე შავო - ჩავიბურტყუნე და ისევ წინ გავბრუნდი.შოკოლადის შეკვრა მოლარეს მივაწოდე.
-11 და 20 მომაწოდეთ - მოლარემ ხელი გამომიწოდა,მეც საფულე გავხსენი უცებ.
-მე გადავიხდი - ბარათი მიაწოდა და მისი ნავაჭროც თან მიაყოლა.
-არა - ოცლარიანი გავუწოდე დაბნეულ გოგონას.
ისეთი თვალებით ჩამომხედა,დედას ვფიცავარ შემეშინდა.აკანკალებული ხელი უკან დავაბრუნე.მარკეტი ერთად დავტოვეთ.
ვერ ვისვენებდი.ვერ ვეგუებოდი იმ აზრს,რომ ის,ასე დაუკითხავად იჭრებოდა ჩემს ცხოვრებაში.
-საერთოდ არაფრის თქმა არ გინდა? - თვითონ დამისვა კითხვა.ძალიან კარგი,ანუ თვითონაც აწუხებს რაღაც.
-კი,ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა .. ყველაფრის ახსნას ვითხოვ! მიზეზების გარეშე - სწრაფად ჩავირთე.
-მაინც რა?
-ყველაფერი .. არც კი გიცნობ - რაღაცის სათქმელად პირი დააღო,მაგრამ სწრაფად გავაწყვეტინე - სახელის ცოდნა საერდოთ არ ნიშნავს არაფერს.
-იოანე მეტრეველი,23 წლის,მაქ ჩემი ბიზნესი,მყავს პატარა ძმა,დედა,მამა,ბებია,ბაბუა,ბიძაშვილები,მამიდაშვილები,ბიძია,ბიცოლა - მივხვდი უკვე როგორ მატყუებდა.
-სულ ასეთი დებილი ხარ თუ დღეგამოშვებით?
-ნენე ახლა თუ მოგკიდე ხელი .. მყავს ორი მეგობარი,ცოტნე და ლაშა,ცოტნეს საცოლე ყავს,ლაშა მარტო დადის,მეზიზღება ცანცარა ხალხი,მიყვარს ქერა,გრძელფეხება,სუსტი,ლამაზი,რუსული იერის მქონე გოგონები - ჩემს ფეხებს დავხედე,გრძელი ფეხები ნაღდად არ მქონდა არც ქერა ვიყავი,არც ზედმეტად სუსტი,რუსი ხომ საერთოდ .. ცხადია მიჩნდება კითხვა,რა ჯანდაბა უნდა ჩემგან?
-შენი გემოვნება და ოჯახი არ მაინტერესებს .. რა გინდა ჩემგან? რატომ ხარ იქ,სადაც მე ვარ? სახლში შემოჭრის სცენა რას ნიშნავდა? ან მარკეტში შენი თავგამოდება? არც კი მიცნობ,სახელი იცი,სხვა? არაფერი - გაცხარებული ავკაპასდი.იმიტომ კი არა რომ იოანეს საქციელები მაწუხებდა,იმიტომ რომ მის გემოვნებას არ ვერგებოდი და ამას ასე თავისუფლად,შემოვლით მეუბნებოდა.
-ნენე ფარულავა,დედა იტალიაშია,აქ მამასთან ცხოვრობ,არ გყავს და-ძმა,ორი მეგობარი გყავს ლიზა და ანდრეა,სწავლობ და ძალიან გეშინია სიყვარულის - გაციებულს ხმა შეცვლილი ქონდა და კიდევ უფრო მომწონდა.მოიცა,რაო?
-საიდან მოიტანე?
-ნენე არ გინდა .. - გაჩერდა,ბინასთან ვიყავით უკვე - ნუ გეშინია ჩემი - ხელი წამოიღო ჩემსკენ და სწრაფად გავიწიე - ნენე!
-არა! არ გაქვს უფლება ასე შემორბინო ჩემს ცხოვრებაში და გაქრე მერე.არ მოგცემ უფლებას ჩვეულებრივი გოგოსავით და შენს თბილ ხელებს არ ჩავადნები - სახე წამში შეეცვალა.გაციებისგან ისედაც არ იყო კარგად,მაგრამ ჩემმა სიტყვებმა აშკარად იმოქმედა.
-ნენე იმას ნუ იტყვი რაც არ იცი ..
-იოანე,შენთვის უცნაური არ არის შენივე საქციელი? საერთოდ რატომ გამოჩნდი? რა გინდა? ვერ გიგებ შენ,ვერა .. - ისტერიკებში ჩავვარდებოდი,მალე უნდა გავცლოდი ტერიტორიას.
-უნდა წავიდე და დიდად დამავალებ ჩემს ცხოვრებაში თუ აღარ გამოჩნდები.
-მარკეტი გადაიტანეს სხვაგან? - ლიზა კარებში ცომის საბრტყელებელით დამხვდა.შოკოლადის პარკი ხელში შევაჩეჩე და ხმის ამოუღებლად გავაჭერი ოთახში.
-იოანე შემხვდა .. ყველაზე ამოუცნობი ვინმეა .. არ ვიცი,ამრია - ლიზას გავხედე სახე მოემანჭა - ლიზა,კარგად ხარ? - სწრაფად მივვარდი და ჩაკეცილს თავი დავუჭირე - ლიზა .. ლიზაააა,რა გავაკეთო?
-ნენე ანდრეას დაურეკე .. მშობიარობა ჯერ არ უნდა დამეწყოს,ადრეა ჯერ,გესმის? - ღრმად სუნთქავდა და მუცელზე ხელს გაამეტებით იჭერდა.
-ლიზა .. გონება არ დაკარგო .. - სასწრაფოში და ანდრეასთან ერთად ვრეკავდი.
..
სავადმყოფო.
მოლოდინი.
დაძაბულობა.
შიში.
სტრესი.
..
-ანდრო .. გინდა რამეს ამოგიტან - გაყინული იყო ერთიანად,თვალებსაც არ ახამხამებდა.
-არა .. წადი შენ,დაისვენე ..
-ქვევით ჩავალ,ყავას ამოვიტან ...
კაფეტერიაში თავისუფალი ადგილი დავიკავე,ერთ ჭიქა ყავასთან ერთად.თავი ხელებზე ჩამოვდე,თვალები დავხუჭე და ყველაზე კარგი რამ წარმოვიდგინე.
ლიზას დაკარგვა არ შეიძლებოდა.
ერთადერთი იყო,რომელმაც გამიგო,ლიზას ვერ გავუშვებდი.მისი სახე რომ მახსენდება,გული მიჩერდება ..
-კარგად იქნება,ნუ გეშინია - მისი ხმის გაგონება,ჯოჯოხეთში ანგელოზის გამოჩენას გავდა.იმდენად მჭირდებოდა გვერდით ვინმე,ვისთვისაც ტკივილის ახსნა არ მომიწევდა .. იოანე ნამდვილად ასეთი იყო.
-ვერ გადავიტან .. - თავი არ ამიწევია.მხრებზე ხელების მომხვია,თავი მის ყელში მომათავსებინა.
დედა გამახსენდა.
მასთან ვიყავი ასე ტკბილად.
ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია და თვალებში ცრემლებად ჩამიდგა.
-იტირე .. ნუ გცხვენია .. ჩემი ნუ გცხვენია - ისეთი ხმით მითხრა,ამეტირა.
ვტიროდი მის ყელში თავ ჩარგული და არ მადარდება არაფერი.
-ლიზა არ უნდა წავიდეს .. მის გარეშე ვერ ვიქნები,ვერ ანდრო ვერ იქნება .. ლიზა ჩვენი ნაწილია,ხომ ხვდებო? - თავი წამოვწიე და ნაღვლიან თვალებში ჩავხედე - არ წავა,ხო? ლიზა ვერ დაგვტოვებს,ხო? - მისგან ვითხოვდი პასუხს.
-ლიზა არ წავა - შუბლზე მომაკრო გაყინული ტუჩები - ლიზა ძლიერი გოგოა - თმებზე მეფერებოდა,ალბათ ჩამეძინებოდა კიდეც,ანდროს ხმა რომ არა.
-ნენე .. იო - ორივე უკან გავბრუნდით,განადგურებული იყო.
-ანდრო - იოანე წამოდგა და მასთან მივიდა,მე ვერ გავბედე,მოსალოდნელი კატასტროფა მაშინებდა.ჩაწითლებული თვალები ცრემლით აევსო,სასოწარკვეთას ასხივებდა მისი გამოხედვა.
-ვერ გადაარჩინეს ..
უძვლო მასასავით ჩამოვცურდი სკამიდან.ცივი იატაკი არ მაწუხებდა,ვერ ვგრძნობდი.
სული გამეყინა.
არაამქვეყნიურ ხმას გამოვცემდი.
იოანე სულ ტყუილად ცდილობდა გავეჩერებინე,ხელებს ვერ მიკავებდა.მეთლახს გამწარებული ვურტყამდი მუჭებს,ვყვიროდი,ვკიოდი,ვტიროდი,ყველაფერს ვაკეთებდი.
-ხომ მითხარი არ წავაო? - იოანეს მივუბრუნდი ყვირილით - ხომ მითხარი არ წავაო,წავიდა! დამტოვა ..
გავითიშე.
###
გილოცავთ დღევანდელ დღეს!
მრავალ დაესწარით!
...
ბოდიში დაგვიანებისთვის.



№1 სტუმარი Mariami

Vaimee rogor dros gawkvite male dade dzalian dzalian gtxov

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სათაურში წერტილი არ იწერება

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე როგორ მეტკინა ლიზა და იმედია იოანეს მართლა შეუყვარდება და გულს არ ატკენს ამ გოგოს
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent