შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მესამე თავი)


17-12-2016, 20:54
ავტორი murachashvili
ნანახია 2 946

თამაში მუსიკის წესებით
მესამე თავი

- საბოლოოდ გაგიჟდი ხომ?! რა გინდოდა გოგო, იმ ქუჩის ბავშვებთან? რა შოუ დადგით ამ შუაღამისას? - გაავებული უყვიროდა ჩვენთვის ნაცნობ, შავ თმიან გოგონას ავტომობილის საჭესთან მჯდომი მამაკაცი.
- არ გესმის, შენ არაფერიც არ გესმის! - ცრემლებისგან ხმა გაბზარვოდა ქალიშვილს.
- მე ხომ?!... გიტარა და ჩქარი ტაში გიშველის?!...- ირონიულად გახედა სარკიდან უკან მჯდომს.
- მამა, გთხოვ, ხომ შევთანხმდით? მუსიკას თავი დავანებე, უკვე ვემზადები, კიდევ რას ითხოვ ჩემგან?!
- კიდევ?... მხოლოდ იმას, რომ ამ წყეული ინსტრუმენტის არსებობაც კი დაივიწყო, ამოშალო შენი ცხოვრებიდან, სწორედ ისე, როგორც... - წინადადებას აღარ ასრულებს, თუმცა შვილის თვალებში ჩაგუბებული ტკივილით ისედაც ხვდება, რომ სათქმელს მიუხვდა.
გულის სიღრმეში ალბათ, ხვდებოდა, რომ შეუძლებელს ითხოვდა შვილისგან, განა თავად შეძლო?! დაივიწყა? უნდოდა თუ არა, მაინც უნდა ეღიარებინა, რომ დღემდე ვერ მოინელა. მუსიკა შეეცილა, მან წაართვა, მის გამო დაკარგული ერთად-ერთი სიყვარული მოუშუშებელ ჭრილობად დარჩენილიყო, ისევე მძაფრად ტკიოდა, როგორც მაშინ, ორი წლის წინ. გგონიათ უღალატა? არა, არც სხვა მამაკაცის გამო მიუტოვებია. მათი შვილის მსგავსად მასაც სიმღერა უყვარდა, გონება ეკეტებოდა, წინა საახალწლოდ დაგეგმილ რეპეტიციაზე აგვიანდებოდა, ფილარმონიაში ანსამბლის წევრები ელოდნენ, მეუღლეს აღარ დაელოდა და ტაქსი გამოიძახა.
ასეთ დასასრულს წინასწარ არავინ გეგმავს, რომ სცოდნოდა არც წავიდოდა, არც მძინარე ქალიშვილს დატოვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ დაუგეგმავს და ალბათ არც უნდოდა, მოსახდენი მაინც მოხდა, ავტო-საგზაო შემთხვევამ წამში დაასრულა ყველაფერი. ალბათ, არც ის ტაქსის მძღოლი გეგმავდა ახალი წლის ღამეს საავადმყოფოს მოსაცდელში დგომას, იქნებ მასაც ელოდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ...
იმ დღეს შეიძულა მუსიკაც, სიმღერაც და ყველაფერი რაც ხელოვნებასთან ასოცირდებოდა გიორგიმ. მაშინ აუკრძალა ერთად-ერთ ქალიშვილს გიტარაზე დაკვრა. დაივიწყა საკუთარი ოცნება, ერთ დღეს დიდ სცენაზე ამღერებული ენახა ანი. წუთების წინ საკუთარი შვილის თვალებში აკიაფებული სხივი კი ისევ წარსულისკენ ექაჩებოდა. გოგონამ მამის დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა, ავტომობილის ფანჯრიდან უმზერდა დათოვლილ თეთრად გადაპენტილ ქალაქს. როგორ უნდოდა მისი ცხოვრებაც ასეთივე სუფთა ყოფილიყო. ყელში მოწოლილი ბოღმა ახრჩობდა, ჯიუტად ჩამოგორებული ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა.
მისი ცრემლების დანახვაც გულს სტკენდა კაცს, მაგრამ პოზიციების დათმობას მაინც არ აპირებდა, საჭეს ნერვიულად უჭერდა ხელს, კბილს - კბილზე აჭერდა, რომ როგორმე საკუთარი გაღიზიანება დაემალა.
ცხოვრებაში არაფერი აკლდა ანის, მაგრამ ახლა იმ, უდარდელი სამი მეგობრის, მათი ხალისისა და თავისუფლების პირველად შურდა.
- როგორც დაგპირდი, არდადეგებზე ბაკურიანში წავალთ... - საუბრის თემის შეცვლა სცადა გიორგიმ. ეგონა გაახარებდა შვილს, თუმცა მის სახეზე სასურველი ემოცია მაინც ვერ შენიშნა - ახალ წელს იქ შევხვდებით, მეგობრებთან ერთად და ბედობას დავბრუნდებით...
დილით რომ ეთქვა ეს სიტყვები, ალბათ სიხარულის ყიჟინასაც შემოსძახებდა ანი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მშრალი, კარგიათი შემოიფარგლა, ეს იყო და ეს.
ავტომობილი ვერაზე, ერთ-ერთ კერძო, ორსართულიან სახლის ეზოსთან გააჩერა თუ არა მამაკაცმა, მაშინვე გადავიდა გოგონა, მამას ერთხელაც კი არ გამოხედა, უსიტყვოდ შევიდა ოთახში და მაშინვე დაწვა.

ბაკურიანში წასასვლელად წინასწარ დაბარებული ავტობუსი ჩვეულებისამებრ სკოლის წინ ელოდა ბავშვებს. ნელ-ნელა იკრიბებოდნენ წამსვლელები. მარიამი ამჯერადაც დედასთან ერთად მიდიოდა. ძლივს ამოღო ტაქსის მძღოლმა გატენილი საკმაოდ მოზრდილი ჩანთა ავტომობილიდან.
- ლიკა დეიდა, მოგეხმარებით! - მყისვე მათთან გაჩნდა საბა. თუმცა ჩანთის აწევა აშკარად გაუჭირდა ვაჟს და ტატოც მიეშველა მეგობარს.
- რა არის ამდენი ამ ჩანთაში?! - შვებით ამოისუნთქეს, როცა როგორც იქნა ავტობუსის საბარგულში შეაგდეს და ავტობუსშიც ავიდნენ.
- არ იცით დედაჩემის ამბავი?! მოსიარული აფთიაქია, ნახევარი ჩანთა წამლებითა და მალამოებით გაავსო, რა იცი ვის დასჭირდესო!... - ეშმაკურად იცინოდა მარიამი.
- რომ გკითხოთ არ გჭირდებათ, ვინ იყო შარშან მთელი კვირა არტახით გადაკრული ფეხით?! - სიცილით გამოხედა ქალმა წინა წლის მარცხის გახსენებაზე სახე აწითლებულ საბას - შეთხვევით ხდება ყოველთვის, წინასწარ არავინ გეგმავს, ამიტომ ჯობია პირველადი დახმარების საშუალებებიც მომარაგებული გვქონდეს!
- აბა, რა ლიკა დეიდა, განსაკუთრებით, როცა ეს, ორი თარსი ერთადა არიან! - სიცილით გახედა ტატომ უხერხულად აწურულ მარიამსა და საბას.
- ეეე, ერთად-ერთხელ, ისიც შემთხვევით, ლიკა დეიდა, უბრალოდ ბურანი გადაგვიბრუნდა და... - ვინ იცის მერამდენედ უწევდა საბას ახსნა.
მარიამი ისევ ანცი თვალებით უმზერდა მათ, ისე უდარდელად იცინოდა, თითქოს ბურნის ამბავი მას სულაც არ ეხებოდა.
არადა, მშვენივრად ახსოვდათ სამივეს. წინა წელს, სასტუმროდან ვითომ ციგურებზე სასრიალოდ წავიდნენ, ყოველ შემთხვევაში პედაგოგი და ლიკა ასე ფიქრობდნენ. სინამდვილეში კი ბურნებითა და კვადროციკლებით აპირებდნენ შეჯიბრს. ბურნის იდეა სწორედაც რომ, მარიამს ეკუთვნოდა. რადგან მარიამმა ტარება არ იცოდა, საბამ ჯენლტმენობის გამოვლენა მოინდომა. თან ცოდვა გამხელილიც სჯობს, გოგონასთვის თავის მოწონების კიდევ ერთი საშუალება ეძლეოდა, ბურანზე თავად დაჯდა და მარიამიც უკან მოისვა.
ერთი წრე მშვიდად დაარტყეს მოედანს. აი, მეორეზე წრეზე... უკან მჯდომ მარიამს საჭესთან არსებული ერთ-ერთი, წითელი ფერის ღილაკის მნიშვნელობის გაგება მოუნდა. ვიდრე ვაჟი რამის თქმას მოასწრებდა, ფეხზე წამოიმართა, წინ გადმოიწია და ხელიც დააჭირა ღილაკს.
ერთად-ერთი რაც მაშინ საბამ გაიაზრა, ის იყო, რომ მართვის სისტემის ბლოკირების გამო, საკმაოდ სწრაფად მიმავალი ბურანი გაჩერდებოდა, რაც ფეხზე მდგომ მარიამს მინიმუმ ყირა-ყირა გადავარდნას უქადდა. საჭეს ხელი უშვა ვაჟმა და ორივე ხელით გოგონას წაეპოტინა, თუმცა უშედეგოდ, წონასწორობა დაკარგეს, გვერდულად გადახრილი ბავშვები თავადაც გადაცვივდნენ და ყველა სიკეთესთან ერთად ბურანიც გადაიყოლეს. თოვლში დაცემისგან არც არაფერი დაუშავდებოდათ, თუმცა გადაბრუნებული ბურანი საბას ფეხზე დაეცა.
რა თქმა უნდა ვაჟს ერთხელაც კი არ დასცდენია ბურნის გადაბრუნების რეალური მიზეზი, მათი გაპარვის იდეაც და შემდგომი მარცხიც საკუთარ თავზე აიღო და დაზიანებული ბურნის ღირებულებაც სრულად გადაიხადა.
ლიკას სახეზე ფერი აღარ ედო, როცა სასტუმროში მარიამი შუბლზე საკმაოდ დიდი კოპით დაბრუნდა. თუმცა გოგონას ვინღა ჩიოდა, საბას ფეხი გასიებოდა, ჩალურჯებოდა და სიარულიც უჭირდა. საბედნიეროდ მხოლოდ ნაღრძობი აღმოჩნდა.
სასტუმროს ექიმი ეუბნებოდა, რომ კოჭის არეში ფეხის გადაბრუნება საკმაოდ საშიში იყო და თუ თაბაშირით არ დააფიქსირებინებდა, შეიძლება საოპერაციოც გამხდარიყო. არადა, მეორე დღეს მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, ვაჟს სცენაზე გაფშეკილი ფეხით ჯდომის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა, თავი გაიგიჟა და ექიმს თაბაშირი არ დააგებინა.
სწორედ მაშინ მოევლინა ლიკა მხსნელად. იმ საღამოს კვერცხის ცილისა და ფქვილისგან გამზადებული არტახის სახვევი დაადო, მართალია მყრალი სუნი ჰქონდა, მაგრამ ამას ვინღა ჩიოდა. მეორე დღეს კუნთების დაჭიმვის საწინააღმდეგო მალამო წაუსვა და „ჟგუტით“ მყარად დაუფიქსირა ფეხი, ისე რომ შარვალში არც კი ეტყობოდა, თუ ფეხზე სახვევი ედო. ასე ერთი კვირა დაჟგუტული ფეხით იარა საბამ და ფეხის ტკივილმაც გაუარა.
ერთად-ერთი, რაც მაშინ შვებას ჰგვრიდა საბას მარიამი იყო. გოგონა ცრემლებით სავსე თვალებით ცდილობდა, როგორმე დედას დაჰხმარებოდა და ვაჟისთვის არ თუ სახარბიელო მდგომარეობა, როგორმე შეემსუბუქებინა.
ახლა? უმზერდა საბა გვერდით მჯდომ მარიამის თვალებში აკიაფებულ ჭინკებს და ხვდებოდა, რომ გოგონას გართობასთან დაკავშირებით აუცილებლად ექნებოდა შემუშავებული ახალი გეგმა. თითქოს ფიქრებს მიუხვდა ლიკა, ღიმილით გამოხედა უკან მჯდომ სამეულს და ნახევრად ხუმრობით, გამაფრთხილებლად გამოუცხადა:
- იმედია, სასტუმროს არ გადაწვავთ, დანარჩენს კიდევ არაუშავს, როგორმე მოვუვლით!
წინ მიიწევდა ავტობუსი, ლიკა ირმასთან საუბრობდა, ბავშვები ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად მღეროდნენ. რეპერტუარში ქართულენოვანი სიმღერები რომ შემოაკლდათ ინგლისურზე გადავიდნენ, შემდეგ რუსულზე, შემდეგ ისევ ხელახლა დაატრიალეს ქართული სიმღერები.
- სულ ცოტაც და აქვე ავცეკვდები! - მათი შემხედვარე სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკა.
- შენი ჭირიმე, ეგ არ უთხრა! - სწრაფად შიცხადა ირმამ -ტეხილებით დაუვლიან დავლურს!....
ავტობუსმა ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით გადაუხვია, დათოვლილი ნაძვები თავმომწონედ ხვდებოდნენ სტუმრებს. როგორც იქნა შევიდნენ ბაკურიანში. ავტობუსი სასტუმრო „თბილისთან“ გაჩერდა და მგზავრობაც დასრულდა.
ხმაურით ჩამოიშალენ ბავშვები, თბილად შეფუთულები, ბარგით დატვირთულნი სასტუმროს მიმღებში შელაგდნენ და მოთმინებით ელოდნენ მათთვის გამოყოფილ ნომრებში ასვლას.



№1 სტუმარი გვანცა))

აუუ როგორ მომწონს
რა თბილი თავი იყო❤
არ მინდა მალე დამთავრდესს❤:((

 


№2 სტუმარი Natia

Burania da ara borani.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Natia
Burania da ara borani.

დიდი მადლობა შესწორებისთვის

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მე ძალიან მსიამოვნებს ამის კითხვა მომწონს პერსონაჟები ძალიან თილები არიან და მეც ვისურვებდი საეთი მეგობრების ყოლას დიდი სიამოვნებით. ძალია ვერთობი ამის კითხვით და ამისთVის მადლობა. ველოდები შემდეგს

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გვანცა))
აუუ როგორ მომწონს
რა თბილი თავი იყო❤
არ მინდა მალე დამთავრდესს❤:((


ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მალე დამთავრების რა გითხრა და ალბათ, დროულად კი დამტავრდება heart_eyes kissing_heart

nawkas12345
მე ძალიან მსიამოვნებს ამის კითხვა მომწონს პერსონაჟები ძალიან თილები არიან და მეც ვისურვებდი საეთი მეგობრების ყოლას დიდი სიამოვნებით. ძალია ვერთობი ამის კითხვით და ამისთVის მადლობა. ველოდები შემდეგს

სიმართლე გითხრათ ამ ისტორიის წერისას, მეც საკმაოდ ვერთობი.ისევ ბავშვობაში ვბრუნდები, მეც მათი ასაკის ვხდები smile თითქოს მოგონებები ისევ ცოცხლებიან, აღმოვაჩინე რომ საკმაოდ მომნატრებია ასეთი სიტუაცია.

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორც ყოველთვის შენი ისტორიაა განსხვავებულიი ორიგინალურიი და ძალიან ემოციურიი გრძნობით დატვირთულია ხოლმეე..შენი გვარი რომ წავიკითხეე ვიცოდი რომ რაღაც საოცარო მელოდა..ყოჩაღ ძალიან კარგი იყო ავივსე ემოციებით და სითბოთი რაღაც საოცარი გრძნობით წერ ♡♡♡

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
როგორც ყოველთვის შენი ისტორიაა განსხვავებულიი ორიგინალურიი და ძალიან ემოციურიი გრძნობით დატვირთულია ხოლმეე..შენი გვარი რომ წავიკითხეე ვიცოდი რომ რაღაც საოცარო მელოდა..ყოჩაღ ძალიან კარგი იყო ავივსე ემოციებით და სითბოთი რაღაც საოცარი გრძნობით წერ ♡♡♡

მადლობა ჩემო თბილო და საყვარელო, საოცარის რა გითხრა, უბრალოდ იმას ვწერ რასაც ვფიქრობ და თუ მოგწონს, ორმაგად მიხარია heart_eyes

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემო ტკბილო და ნიჭიერო , მართლაც რომ საოცრებებს წერ .ცოტა რომ გაზარდო არ იქნება ცუდი.რავქნა შენი ისტორია არასდროს არ მყოფნის. გელოდები გულით.

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
ჩემო ტკბილო და ნიჭიერო , მართლაც რომ საოცრებებს წერ .ცოტა რომ გაზარდო არ იქნება ცუდი.რავქნა შენი ისტორია არასდროს არ მყოფნის. გელოდები გულით.


ველოდი შენიშვას თავის სიმცირისგამო smile ამ ეტაპიდან ახალი ეპიზოდი იწყება, ვნახოთ რამდენად მოვასწრებ, იქნებ ფინალური თავიც გამოვიდეს heart_eyes smile თუმცა ნელ--ნელა იდეები მემატება და რამდენად გავუძლებ ცდუნებას არც ეს ვიცი, მოკლედ ცოტა გაორება დამემართა smile

 


№10 სტუმარი ემი

ანის და მისი ოჯახის ამბები ისე აღწერე, ცრემლები ვერ შევიკავე... ბაკურიანში გააგრძელებენ იმედია ურთიერთობას და მამაც შეცვლის თავის გადაწყვეტილებას. აქ ყველაფერს იმდენად დადებითად ანვითარებ, რომ ლოგიკურად სხვანაირი დასასრულის მოლოდინი არც გვაქვს... blush

ჩემი აზრით ზუსტად ისეთი ისტორიაა, საშობაო განწყობას რომ შეეფერება, საშობაო ზღაპარს...თბილია, კეთილია, დადებითია და იმედიანია heart_eyes

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
ანის და მისი ოჯახის ამბები ისე აღწერე, ცრემლები ვერ შევიკავე... ბაკურიანში გააგრძელებენ იმედია ურთიერთობას და მამაც შეცვლის თავის გადაწყვეტილებას. აქ ყველაფერს იმდენად დადებითად ანვითარებ, რომ ლოგიკურად სხვანაირი დასასრულის მოლოდინი არც გვაქვს... blush

ჩემი აზრით ზუსტად ისეთი ისტორიაა, საშობაო განწყობას რომ შეეფერება, საშობაო ზღაპარს...თბილია, კეთილია, დადებითია და იმედიანია heart_eyes

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ფაქტია, რომ ეს დასაწყისი ერთ ლამაზ დასასრულსაც ითხოს, ძალიან მინდა რომ ბედნიერი და თბილი ისტორია გამოციდეს, თუმცა პატარ-პატარა სენტიმენტებს გვერდი მაინც ვერ ავუარე heart_eyes smile

 


№12  offline წევრი teddy))

გული მიგრძნობს შავთმიანი გოგონა ბაკურიანში ამათ შეხვდება... ძალიან მომწონს! ძალიან კარგი ბავშვები არიან, უზომოდ... ლიკა, ხომ ძალიან მიყვარს (გულმა მიგრძნო ვინც იქნებოდა) ❤️

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

teddy))
გული მიგრძნობს შავთმიანი გოგონა ბაკურიანში ამათ შეხვდება... ძალიან მომწონს! ძალიან კარგი ბავშვები არიან, უზომოდ... ლიკა, ხომ ძალიან მიყვარს (გულმა მიგრძნო ვინც იქნებოდა) ❤️


ჩვენი ისტორიის კულმინაციურ ადგილზემდეც მივედით, არ დაგიმალავ ლიკა მეც საკმაოდ მომწონს smile heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent