შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (თავი პირველი)


13-12-2016, 23:45
ავტორი murachashvili
ნანახია 4 878

თამაში მუსიკის წესებით
(თავი პირველი)
დეკემბრის სუსხიანი საღამო იდგა თბილისში. ვერ გაიგებდი როგორი ამინდი იყო, თან წვიმდა, თან თოვდა, ყველა სიკეთესთან ერთად ქარიც ქროდა. სახლიდან გამოსულ, 16-17 წლის, ბეჭებზე გიტარა მოკიდებულ ვაჟს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, აშკარად ამინდის შეუფერებლად ეცვა. ინანა დედას რომ არ დაუჯერა და თავზე ქუდი არ დაიფარა. ჯემპრის გაწელილი საყელო ჩვეულებისამებრ ისევ ცხვირზე აიწია, მკლავები ხელთათმანების ნაცვლად დაბლა დაქაჩა (ჩამოძაძღა). თხელი ჯინსის ქურთუკი ხელებით შემოიჭირა სხეულზე და სადარბაზოდან გარეთ გავარდა. ზამთრის სუსხმა ტანისამოსში უსიამოვნოდ გაატანა, გააჟრჟოლა, თავი კიდევ უფრო ღრმად ჩარგო საყელოში და სირბილით დაუყვა დოლიძიდან ზოოპარკისკენ მიმავალ დაღმართს. არ ეჩქარებოდა, მაგრამ სიცივისგან დასამალად მაინც გარბოდა. ერთი სული ჰქონდა დროულად მისულიყო ფილარმონიამდე. იქიდან კი რაღა რჩებოდა?
ალბათ, ნახევარი საათი მაინც გავიდა. გათოშილი ვაჟი ორმოცდამეთერთმეტე სკოლასთან შეჩერდა. მეორე სართულზე, მარჯვენა კუთხეში არსებული ფანჯრიდან მკრთალი სინათლე გამოდიოდა.
- უკვე მოსულან! -კმაყოფილმა ემოცია ვერ დამალა.
ერთი ძლიერად კიდევ დაიზუზუნა ქარმა, ცივი ფიფქები ისევ სახეზე მიაყარა, თუმცა ინსტრუმენტების ხმის გაგონებაზე სიცივეც დაავიწყდა და მყისვე შევარდა შენობაში. შესასვლელშივე ფეხების ბაკუნით ჩამოიბერტყა თოვლი, პირველ სართულზეც კი ისმოდა ზემოდან წამოსული ფანდურისა და გიტარის ხმა. ბავშვები უკვე მღეროდნენ. ერთი კი შეავლო იქვე დაკიდებულ სარკეში თვალი საკუთარ გამოსახულებას. თითებით ეცადა სველი, ჯიუტი თმის გასწორებას, თუმცა უშედეგოდ. გრუზა შავი თმა წყლისგან ორმაგად დაჰხვეოდა და ყინვისგან სასაცილოდ გაფშეკოდა, სწრაფად აირბინა კიბეები, გაიხადა ქურთუკი და ოვალურად მსხდომ გიტარისტებს შეუერთდა.
გვერდულად გამოხედა საშუალო ასაკის, დაბალმა, გამხდარმა ქალმა. თუმცა არაფერი უთქვამს. ხელით ანიშნა, სიმღერა დაეწყო. სინქრონში, ერთდროულად უკრავდა ათი გიტარა. ისეთ ხმას გამოსცემდნენ ინსტრუმენტები იფიქრებდით ერთ, ცოცხალ არსებად ქცეულიყვნენ. ვაჟმა ერთი ღრმა ჩაისუნთქა და ამღერდა კიდეც:
- ხევსურის ქალაო, შენა ხარ ერთადერთი...
ხელმძღვანელმა ამჯერად წინ მჯდომ ერთ-ერთ გოგონას ანიშნა:
- ჩვენ შორის ჩამდგარა უფალი, ქრისტე ღმერთი....- აჰყვა წკრიალა პირველით წინ მჯდომი, თხუთმეტიოდე წლის, გაჩხინკული, კიკინებიანი გოგონა.
აშკარად არ ელოდნენ, უნებურად დაკვრაც კი შეწყვიტეს მუსიკოსებმა და გაოცებულებმა, ინტერესით შეხედეს ქალიშვილს. როგორც წესი, გოგონა მხოლოდ უკრავდა, მიუხედავად პედაგოგის მრავალგზის თხოვნისა, სიმღერისგან თავს იკავებდა. ამჯერად კი ტრადიცია დაარღვია.... თითქოს მასაც კი ეხამუშა საკუთარი ხმის ჟღერადობა, მზერა მაშინვე მოარიდა მეწყვილეს და თავი დახარა, უხერხულად იშმუშნებოდა, თითქოს არ ელოდა მეგობრებისგან ასეთ რეაქციას.
- კარგია, არაჩვეულებრივია! როცა ინდომებთ, ყველაფერს ახერხებთ! - არ დაიგვიანა ხელმძღვანელის ხმამაც - მარიამ, საკუთარ კომპლექსებს თუ დასძლევ, არაჩვეულებრივი დუეტი გამოგივათ! - პედაგოგისგან შეფასების გაგონებაზე, გოგონა გაწითლდა და ისევ მორცხვად დახარა თავი.
- შენ რას ფიქრობ, საბა? - ამჯერად ჩვენთვის ნაცნობ ვაჟს მიმართა ქალმა.
- რავი, მას...მომწონს...
აშკარად ვაჟის დასტურს ელოდნენ, ბავშვებიც აჰყვნენ: - ძალიან კარგი იყო, მას... ძალიან ლამაზი!...
- მარიამ, გვქონდეს შენი იმედი? - დაძაბული მისჩერებოდა ქალიშვილს პედაგოგი.
- რომ ვერ შევძლო? - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას.
- რას ჰქვია, ვერ შეძლო?! ჩვენ აქ არ ვართ?! დაგეხმარებით! - ემოციებისგან წამოხტა საბა.
- რეპერტუარსაც გავახალისებთ. მხოლოდ ბიჭები ხომ არ ვიმღერებთ? - საბას აჰყვა გვერდით მჯდომი, გამხდარი, თხელი აგებულების, ცისფერთვალება ტატოც.
- იქნებ არ ღირს?! - გოგონა აშკარად ისევ ყოყმანობდა.
- ამას რას ვეკითხებით?! ხმა აქვს და იმღერებს, აბა რას იზამს? - უცებ გადაუწყვიტა საბამ და ისე დაუბრიალა თვალები გოგონას, რომ შეწინააღმდეგების სურვილი საბოლოოდ დაეკარგა.
- ამ გადარეულებს მიგაბარებ და ისე აგამღერებენ, მგონი გაჩუმებას გეხვეწებოდეთ... - თვალი ჩაუკრა პედაგოგმა მარიამს.
- აბა, საშობაო სიმღერა! - მორიგი სიმღერა დაიწყეს ბავშვებმა.
რეპეტიცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, ვერც კი შენიშნეს ისე სწრაფად გავიდა დრო.
- მოკლედ. მშობლები გააფრთხილეთ - რეპეტიციის დასრულებისთანავე ბავშვებს მიმართა ხელმძღვანელმა - 25 დეკემბერს ბაკურიანში მივდივართ, ერთი კვირით, ახალ წელს იქვე შევხვდებით, ადმინისტრაციის თხოვნით 31 დეკემბერს სასტუმროს მუსიკალურ გაფორმებასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, საახალწლო კონცერტზეც მივიღებთ მონაწილეობას და თბილისში ბედობას დავბრუნდებით.
პედაგოგის სიტყვებს საკმაოდ დიდი აურზაური მოჰყვა, ვიღაცას გაუხარდა, ვიღაცას - პირიქით, სხვა გეგმები ჰქონდა და ბაკურიანი ხელს უშლიდა.
- ვინ როგორ დაგეგმავთ არ ვიცი, მაგრამ თქვენ სამნი, - საბას, ტატოს და მარიამს მიმართა პედაგოგმა - უსიკვდილოდ იქ უნდა იყოთ.
- მას, ღირებულება? რამდენი უნდა გადავიხადოთ? - გაუბედავად იკითხა გოგონამ.
- ერთი კაცი 350 ლარი.
- ეეე, რა იაფია... - სიხარულით თვალები გაუბრწყნდა საბას, თუმცა სიტყვები პირზე შეაშრა, როცა ტატოს დაბღვერილი სახე დაინახა.
- მას, მე ალბათ, ვერ წამოვალ... - ფრთხილად შეაპარა ბიჭმა.
-გამორიცხულია, ტატო... სამი სოლო გაქვს, ორ დუეტში შენ და საბა ხართ, რამდენიმე სიმღერაში მარიამიც მოგემატებათ, ხვდები რამხელა პრობლემებს შემიქმნი დარჩენით?!
- მესმის, მას, მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, ტატო, ახლა რომ დამაღალატო იცოდე არასოდეს გაპატიებ! - თითის ქნევით დაემუქრა მასწავლებელი.

უკვე კარგად ბნელოდა, როცა გაკვეთილიდან გამოსული ბავშვები ხმაურით დაიშალნენ. ქარი ჩამდგარიყო, აღარც წვიმდა. ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე თეთრად ბარდნიდა. ავტობუსის გაჩერებაზე იდგა ჩვენი სამეული. მოთმინებით იცდიდნენ მეგობრები.
- რა ლამაზია! - სუნთქვა შეკრული ემოციებს ვეღარ მალავდა მარიამი, ვინ იცის მერამდენედ უღებდა გადათეთრებული ქუჩას მობილურით ფოტოებს.
- აშკარად გეტყობა, რომ არ გცივა! - ხელებს ისრესდა და გათბობის მიზნით ადგილზე აბაკუნებდა ფეხებს საბა.
- ამხელა პალტოში რომ შესცივდეს, სირცხვილიცაა! - სიცილით გახედა ტატომ სავარუდოდ სამი ზომით დიდ პალტოში გამოწყობილ მარიამს, გოგონას ყელზე დიდი, სხვადასხვა ფერში გაწყობილი, ზოლიანი, შარფიც შემოეხვია და თავზე მოკლე პანამის მსგავსი, თექის წითელი შლაპაც დაეფარებინა. სასაცილოდ გაფშეკვოდა თოვლისგან გაყინული ნაწნავები.
- რა, ცუდია? არ მიხდება?! - ხმაში წყენა შეეპარა მარიამს.
- რატომაც არა? ტიპიური პეპი ხარ!.. - სიცილს ვერ იკავებდა ტატო.
- ოღონდ პეპისგან განსხვავებით ზედმეტად მორცხვი. - არ ჩამორჩა მეგობარს საბაც.
- მგონი აღარ მოდის ავტობუსი... - აშკარად თემის შეცვლა სცადა მარიამმა.
- არადა, გავიყინე!... - უკვე აძაგძაგებდა საბას.
- შე საცოდავო, სულ ჩემი სათრევი როგორ უნდა იყო?! - სიცილით მოიხადა ტატომ საკუთარი ქუდი და თავზე ჩამოაფხატა მეგობარს, თავად კი ქურთუკის „კაპიუშონი“ წამოიხურა.
- ისეთი ფერი გაქვს, მგონი არც ეს შარფი გაწყენს! - მარიამმაც მიბაძა ტატოს, თითისწვერებზე აიწია და მისი ზოლებიანი შარფიც შემოახვია საბას, სულ ოდნავ შეეხო ვაჟს სახეზე, მაგრამ ესეცკი საკმარისი აღმოჩნდა, ვისღა ახსოვდა ზამთარი და სიცივე.
-ესეც ასე, ბაშვი გათბა! - ეშმაკურად იცონოდა ტატო.
- ისე დიდხანს თუ გავჩერდებით, მგონი გაყინვა მართლა არ აგვცდება, იქნებ ფეხით?!... - გაუბედავად იკითხა მარიამმა.
- ისედაც ფეხით მოვედი, უკან ამ გზას რა გაივლის! -ხელოვნურად აჯიჯღინდა საბა - იქნებ მეტრო?
- კი, კი, აქედან რუსთაველამდე სულ რაღაც ორი ნაბიჯია... - მაშინვე დაეთანხმა მარიამიც.
- თან ნაძვის ხესაც ვნახავთ, იქნებ საახალწლო სოფელშიც შევიაროთ?!... - საეჭვოდ უციმციმებდა თვალები საბას.
ერთი კი გახედა გვერდულად მეგობრებს ტატომ, მხოლოდ საბა რომ ყოფილიყო, ალბათ ხმამაღლა გააპროტესტებდა, მაგრამ მარიამის სიხარულით აფახუნებული თვალების დანახვაზე, უარი ვეღარ უთხრა. გოგონა ბიჭებმა შუაში ჩაიყენეს და ნელი ნაბიჯით მეტროსკენ მიმავალ გზას დაუყვნენ.
პატარა ბავშვივით ყველა ვიტრინასთან ჩერდებოდა მარიამი და ფოტოებს იღებდა.
- მობიტელის ნაძვის ხე, ჯეოსელის ნაძვის ხე, რა იყო მარიამ მობილურებს უკეთებ რეკლამას?! - სიცილს ვეღარ იკავებდა ფოტოგრაფიით დაკავებული საბა.
თუმცა გოგონა პოზიციებს მაინც არ სთმობდა, იმდენი ქნა ბიჭებიც კი აიყოლია და რამდენიმე ერთობლივი სელფიც გადაიღეს.
ლამპიონების ქვეშ იდგა მარიამი, თავზე ათოვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ხელებგაშლილი, ბედნიერი ტრიალებდა.
- ლამაზია, ხომ? - აღტაცებული მისჩერებოდა საბა ქალიშვილს.
- მეჩვენება, თუ ეს გოგო ზედმეტად გიზიდავს? - ჩუმად ჰკითხა ტატომ.
- გეჩვენება! - ღრენით მოუჭრა ვაჟმა.
- ვითომ?! - ეჭვით გახედა მეგობარს.
- კი. - ისეთი ტონით უპასუხა, რომ შემდგომი კითხვის დასმის სურვილიც დაეკარგა.
- კარგი გოგოა, ოღონდ ერთი ნაკლი აქვს, როგორმე უნდა ავამღეროთ! - თვალი ჩაუკრა ტატომ საბას.
- ეგ ნაკლი გამოსწორებადია... სიზმრად ვნახე, გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა! - მარიამის შემხედვარემ ბავშვობის დროინდელი სიმღერა წამოიწყო საბამ.
- თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კამფეტები ცვიოდა... - მაშინვე აჰყვა მეგობარს ტატოც.
- აბა, რა ერთი შენი სახე დაგენახა, სულ კანფეტებისგან გციოდა!... - მხიარულად აკისკისდა მარიამი.
- ეეე, კარგი რა... - მაშინვე შეკრა შუბლი საბამ - აგვყევი მიდი!...
თითქოს მის სიტყვებს ელოდაო, ისევ ბიჭებს ჩაუდგა შუაში და წკრიალა ხმით, გაუბედავად აჰყვა:
- ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები,
კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები....
ბიჭებმა კმაყოფილებმა გადახედეს ერთმანეთს და მისამღერზე თავადაც აჰყვნენ გოგონას:
- გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად, კანფეტები ცვიოდა.
მისამღერის დასრულება და შემთხვევითი გამვლელების ტაშიც ერთი იყო. ერთმანეთს ღიმილით გადახედეს, რევერანსით მადლობა გადაუხადეს შემოსწრებულ მაყურებელს და ისევ სიცილით გააგრძელეს მეტროსკენ მიმავალი გზა.
- ირმამ თუ დაგვინახა ასე ქუჩა-ქუჩა რომ ვმღერივართ, კარგ დროსაც გაგვატარებინებს! - ხელმძღვანელის გაბრაზებული სახის წარმოდგენაზე ისევ აფხუკუნდა საბა.
- აბა, ქალი სოლო კონცერტისთვის გვამზადებს და ჩვენ... ისე, ვერაფრით ვხვდები, ასეთი ხმის პატრონი სიმღერაზე უარს როგორ ამბობ? - ინტერესით ჩაეკითხა ტატო მარიამს.
- როგორც ირმა ამბობს, ჩემი კომპლექსია, ზედმეტი ყურადღება არ მიყვარს. ასე, მეგობრებში... - საკუთარ სიტყვებზევე გაწითლდა მარიამი.
- ანუ, ხალხი გაბნევს? - გაოცებულმა დახედა წონასწორობის შესანარჩუნებლად მკლავზე ჩამოკონწიალებულ ქალიშვილს საბამ.
- არა, უბრალოდ, ალბათ დრო მჭირდება, ცოტა დრო...
- აი, დრო კი ნამდვილად არ გაქვთ, მე თუ ვერ წამოვალ, სოლისტობა თქვენ ორს მოგიწევთ! - გულდაწყვეტილმა აღნიშნა ტატომ.
- კაი, ტო... ეგ როგორ? მართლა არ წამოხვალ? - გულწრფელად შეწუხდა საბა.
- ასე გამოდის, ჩემებს ისედაც საკმაოდ პრობლები აქვთ, ბაკურიანისთვის დამატებით თანხას ვეღარ მოვთხოვ...
- ანუ წამოსვლას ფინანსების გამო ვერ ახერხებ?! - თითქოს პრობლემის დაზუსტებას სურსო, განმეორებით ჩაეკითხა ბიჭი.
- ასე, გამოდის... - მეგობრების ჩაფიქრებულ, დაჟინებულ მზერას ვეღარ გაუძლო ტატომ და თვალი აარიდა.
- თანხა რომ ვიშოვოთ, წამოხვალ? - ამჯერად მარიამმა ჰკითხა.
- ასე, იოლია?! დედაჩემი ლამის ოცდაოთხი საათი მუშაობს და ხელფასი სულ სამასი ლარი აქვს. რა ნამუსით მოვთხოვო, ეგ თანხა ბაკურიანისთვის მომეცი მეთქი?!
- თუ ჩვენით ვიშოვით? მშობლებს თუ არაფერს გამოვართმევთ? - ისევ ჩაეკითხა გოგონა.
- რაღაც საეჭვოდ კითხულობ, რამე მოიფიქრე? - მის ეშმაკურად აციმციმებულ თვალებს ზედმეტად კარგად იცნობდა საბა.
- რომ ვიმღეროთ? მაგალითად მეტროში, ან მიწისქვეშა გადასასვლელში...
- ხუმრობ?! - გაოცებულებმა ჯერ საბას შეხედა ტატომ და შემდეგ ისევ შუაში მდგომ მარიამს.
- ამბობ კომპლექსი მაქვს, ვერ ვიმღერებო და მეტროში აპირებ დაკვრას? - ტატოზე ნაკლებად არც საბას უკვირდა.
- მე თუ არა, თქვენ ხომ იმღერებთ? მე დავუკრავ, რას ვკარგავთ?! იქნებ გვეცადა? - მუდარით უმზერდა მარიამი ბიჭებს.
ქალიშვილის იდეა ჭკუაში ჩაუჯდა საბასაც: - ამდენი ფიქრი აღარ გვჭირდება. ჩვენი რა მიდის? ვიმღერებთ, თუ საჭირო იქნება მთელი დღე ვიმღერებთ, მარიამი თუ არა, მე და შენ მაინც და წასასვლელ ფულსაც მოვაგროვებთ!
- რავიცი, აბა... - აშკარად ისევ ყოყმანობდა ტატო, თუმცა უნდა ეღიარებინა, რომ მეგობრების თვალებში დანახული გულწრფელი დახმარების სურვილი უკვე ახარებდა და აბედნიერებდა.



№1  offline წევრი jeronimo

yochag :-*:-*:-*:**

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

jeronimo
yochag :-*:-*:-*:**

გმადლობ heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰოო ... რაღაც უცხო და სასიამოვნოა... ერთი თხოვნა მაქ სასიყვარულო სამკუთხედი არ იყოს გემუდარები..

დანარჩენი ძალიან მომეწონა სასიამოვნოა ესია მალე დადებ ხოლმე ^-^-

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ანი ანი
ჰოო ... რაღაც უცხო და სასიამოვნოა... ერთი თხოვნა მაქ სასიყვარულო სამკუთხედი არ იყოს გემუდარები..

დანარჩენი ძალიან მომეწონა სასიამოვნოა ესია მალე დადებ ხოლმე ^-^-


მიხარია შენი კომენტარი, ვნახოთ რა გამოვა. ისტორია დიდი არ იქნება, მაქსიმუმ 3-4 თავიანი. წესით უნდა გამოვიდეს მსუბუქი, ზედმეტი ნერვიულობისა და ფორიაქი გარეშე (თავისთავად არ იქნება სამკუთხედებიც, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასე ვფიქრობ smile მინდა იყოს მეგობრობასა და წრფელ, სუფთა ურთიერთობებზე, ისეთი ახალ წელს რომ მოუხდება. აი, შეფასებას კი თქვენ მოგანდობთ.

 


№5  offline წევრი Tay194

ძალიან კარგია <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ანა როგორი გამიხარდი...
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და აქაც კი ვიგრძენი მათი სპეტაკი, წრფელო გრძნობების გემო...

ძალიან მიხარია საახალწლო განწყობის ისტორიას რომ წერ...
დარწმუნებულო ვარ ძალიან ლამაზ გრძნობებს გვაჩუქებ...
ეს სამი უკვე მიყვარს თავიანთი გულწრფელობით, ერთმანეთის დახმარების სურვილით, და ახლა იმ მეოთხეს გამოჩენას ველი ქარბუქივით რომ დაატყდება თავს ზოგ-ზოგიერთს... მოკლედ მოუთმენლად ველი ახალ თავს...

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Dark_AngeL ♥
ძალიან კარგია <3

უღრმესი მადლობა <3

უცნობი ქ
ანა როგორი გამიხარდი...
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და აქაც კი ვიგრძენი მათი სპეტაკი, წრფელო გრძნობების გემო...

ძალიან მიხარია საახალწლო განწყობის ისტორიას რომ წერ...
დარწმუნებულო ვარ ძალიან ლამაზ გრძნობებს გვაჩუქებ...
ეს სამი უკვე მიყვარს თავიანთი გულწრფელობით, ერთმანეთის დახმარების სურვილით, და ახლა იმ მეოთხეს გამოჩენას ველი ქარბუქივით რომ დაატყდება თავს ზოგ-ზოგიერთს... მოკლედ მოუთმენლად ველი ახალ თავს...

დილის დაწყება შენი კომანტარით უკვე კარგია heart_eyes არც კი იცით მე როგორ მიხარია, ვნახოთ როგორი იქნება ახალი ისტორია, მისი "ბედნიერი" გმირებით, იმედია ღირსეულად დაიმსახურებს თქვენს სიმპატიებს heart_eyes smile

 


№8 სტუმარი Shore shore

ra kargi da sasiamovno casakitxia sulmoutkmelad veli axal tavs

 


№9  offline წევრი პიკალი

შენი ისტორიები ყოველთვის მომწონდა. ყველანაირ ფანტასტიკას მოკლებული ისტორიები გაქვს , რაც ძალიან მხიბლავს... ესეც ძალიან კარგია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ... ძალიან კარგი ხარ<3

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Shore shore
ra kargi da sasiamovno casakitxia sulmoutkmelad veli axal tavs

პიკალი
შენი ისტორიები ყოველთვის მომწონდა. ყველანაირ ფანტასტიკას მოკლებული ისტორიები გაქვს , რაც ძალიან მხიბლავს... ესეც ძალიან კარგია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ... ძალიან კარგი ხარ<3

უზომოდ მიხარია ისევ რომ გახსოვართ და კითხულობთ, ვნახოთ რა გამოვა heart_eyes kissing_heart

 


№11  offline წევრი isterichka123

va dzalian magaria gaagrdzele

 


№12  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Me momewona sasiamovno wasakitxi iyi. Tan dzalian miyvars simgera da dzalian visiamovne kargi tavi igo. Vfiqrob ar gvawyens iaeti motxrobis wakitxva ronelic wrfel da sufta grdznobebze iqneba ase rom warmatebebi da velodebi shemdega

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

isterichka123
va dzalian magaria gaagrdzele

kissing_heart kissing_heart kissing_heart

nawkas12345
Me momewona sasiamovno wasakitxi iyi. Tan dzalian miyvars simgera da dzalian visiamovne kargi tavi igo. Vfiqrob ar gvawyens iaeti motxrobis wakitxva ronelic wrfel da sufta grdznobebze iqneba ase rom warmatebebi da velodebi shemdega


სიმღერა მეც ძალიან მიყვარს, მგონი ჩემს ისტორიაში მოცემული სიტუაცია ყველა თინეიჯერისთვის საკმაოდ ნაცნობი და ახლობელია heart_eyes smile

 


№14 სტუმარი გვანცა))

აუ რა კარგიაა❤
ახალი წელი მოდის დაა ეს ისტორიაც შეეფერებაა❤
განსხვავებული და თბილიაა
წარმატებებიი

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გვანცა))
აუ რა კარგიაა❤
ახალი წელი მოდის დაა ეს ისტორიაც შეეფერებაა❤
განსხვავებული და თბილიაა
წარმატებებიი

იმედია ამ დადებით განწყობას ბოლომდე შევინარჩუნებთ heart_eyes

 


№16 სტუმარი Anoni

იმის მტკიცებას აღარ დავიწყებ რო მაგარი ხარ მხოლოდ ის მაინტერესებს შემდეგ თავს როდის დადევ ვიცი ასე თქმა რთულია მაგრამ მაინც დაახლოვენით :) :)

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Anoni
იმის მტკიცებას აღარ დავიწყებ რო მაგარი ხარ მხოლოდ ის მაინტერესებს შემდეგ თავს როდის დადევ ვიცი ასე თქმა რთულია მაგრამ მაინც დაახლოვენით :) :)


დიდი მადლობა შექებისთვის, რაც შეეხება ახალ თავს სავარაუდოდ ზეგ იქნება smile

 


№18  offline წევრი OnlyGirl

რაღაც თბილი და განსხვავებულია <3

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

OnlyGirl
რაღაც თბილი და განსხვავებულია <3

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№20  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მომეწონა ისტორია.ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის დადებ.ჩემო გემრიელო არ დააგვიანო რა.გამიხარდა შენი ისტორია რომ დავინახე
--------------------
ლანა

 


№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ძალიან მომეწონა ისტორია.ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის დადებ.ჩემო გემრიელო არ დააგვიანო რა.გამიხარდა შენი ისტორია რომ დავინახე


სასიამოვნოა შენი გამოჩენა heart_eyes ვეცდები არ დავაგვიანო smile

 


№22  offline მოდერი sopiko

უჰ, როგორ მომეწონ დასაწყისი!
ზამთარი არა, მაგრამ ახალი წლის სითბო და სიყვარული ვიგრძენი heart_eyes დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისეთი რაღაც იქნება, წინასაახალწლო განწყობას რომ შემიქმნის და ვინ იცის, იქნებ ''ვირტუალური მეგობარიც'' შემიცვლოს... რა ვიცი :დ
ვიცი, რომ იმედებს არ გამიცრუებ, მაგრამ რომ თქვი, რამდენიმე თავი იქნებაო, ცოტა მეწყინა...
როგორ მოგატყუო, რომ გელოდი, მაგრამ ასე მოულოდნელად რომ გამახარე, ამისთვის დიდი მადლობა ^_^
პ.ს. ''ერთადერთი'' ერთად იწერება და როცა კუთვნილებითი ნაცვალსახელები ადგილის გამომხატველ სიტყვებს უდგას წინ (მაგ: შორის, წინ, უკან) ''ს'' არ უნდა. ეს ისე, თუ მექანიკური არ იყო...

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
უჰ, როგორ მომეწონ დასაწყისი!
ზამთარი არა, მაგრამ ახალი წლის სითბო და სიყვარული ვიგრძენი heart_eyes დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისეთი რაღაც იქნება, წინასაახალწლო განწყობას რომ შემიქმნის და ვინ იცის, იქნებ ''ვირტუალური მეგობარიც'' შემიცვლოს... რა ვიცი :დ
ვიცი, რომ იმედებს არ გამიცრუებ, მაგრამ რომ თქვი, რამდენიმე თავი იქნებაო, ცოტა მეწყინა...
როგორ მოგატყუო, რომ გელოდი, მაგრამ ასე მოულოდნელად რომ გამახარე, ამისთვის დიდი მადლობა ^_^
პ.ს. ''ერთადერთი'' ერთად იწერება და როცა კუთვნილებითი ნაცვალსახელები ადგილის გამომხატველ სიტყვებს უდგას წინ (მაგ: შორის, წინ, უკან) ''ს'' არ უნდა. ეს ისე, თუ მექანიკური არ იყო...


აი, რა სარგებლობა მოაქვს კარგ მკითხველს heart_eyes smile რაც შეეხება "ვირტუალურ მეგობარს" ეგ ისტორია ჩემთვის ზედმეტად ძვირფასია და ნამდვილად არ მინდა ამ ისტორიამ შეგიცვალოს. smile

 


№24 სტუმარი Anoni

murachashvili
La-Na
ძალიან მომეწონა ისტორია.ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის დადებ.ჩემო გემრიელო არ დააგვიანო რა.გამიხარდა შენი ისტორია რომ დავინახე


სასიამოვნოა შენი გამოჩენა heart_eyes ვეცდები არ დავაგვიანო smile


ველი მოითმენლად

 


№25  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Anoni
murachashvili
La-Na
ძალიან მომეწონა ისტორია.ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის დადებ.ჩემო გემრიელო არ დააგვიანო რა.გამიხარდა შენი ისტორია რომ დავინახე


სასიამოვნოა შენი გამოჩენა heart_eyes ვეცდები არ დავაგვიანო smile


ველი მოითმენლად

უკვე დაიდო მეორე თავი smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent