შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (14)


17-12-2016, 22:19
ავტორი casas
ნანახია 2 365

-დემეტრე დაბრუნდა–გიჟივით შევარდა თეკო ანოსთან და ერთი ამოსუნთქვით მიაყარა.
–ვინ დემეტრე?–გაოცებულმა ჰკითხა ანომ და წყალი მიაწოდა სული მოითქვიო
–დემეტრე ბაბლუანი,ნენეს დემეტრე–ოდნავ დამშვიდებულმა უპასუხა და სკამზე ჩამოჯდა.
–არ არსებოოოობ–იყვირა ანომ და ჭიქა ხელიდან გაუვარდა
–თვალებს არ ვუჯერებდი,რომ დავინახე–თავი გააქნია თეკომ
–სად ნახე?–უცებ ჰკითხა ანომ
–დღეს ხომ იცი ინვესტორები რომ უნდა ჩამოსულიყვნენ და აეროპორტში ველოდებოდი.ვიღაც ტიპი დავინახე შორიდან.ზურგით იდგა და ტელეფონზე ლაარაკობდა.მომეწონა კარგი აღნაგობა ჰქონდა.საქმე მაინც არაფერი არ მქონდა იმათ ჩამოსვლამდე და დაკვირვება ვაწარმოე.ტელეფონზე საუბარი რომ დაამთავრა და შემობრუნდა ყბა კინაღამ ჩამომივარდა.საერთოდ არ ველოდი დემეტრე თუ იქნებოდა.იმხელა ხმაზე შევიცხადე მთელმა აეროპორტმა გამომხედა.იმანაც გამოიხედა და წიგნი ავიფარე სახეზე,არ მინდოდა დავენახე.ერთი საათი გაშტერებული ვუყურებდი.ვერ დავიჯეერე მართლა ის იყო თუ არა.გონს რომ მოვედი ცუდათ ყოფნა მოვიმიზეზე და მაშინვე შენთან გამოვვარდდი–მოყოლა დაასრულა და ერთი ჭიქა წყალი დააცალა
–რა უნდა ვქნათ,ნენეს როგორ დავუმალოთ?–შეშფოთებულმა წამოიყვირა ანომ და ფეხზე წამოხტა
–რა უნდა დაუმალოთ ნენეს?–მხიარულად შემოვიდა ოთახში აკო და ცოლს ლოყაზე აკოცა
–დემეტრე ჩამოვიდა–ყველანაირი შესავლის გარეშე აჯახა ანომ და დემეტრეს რეაქციას დაელოდა
–დემეტრე??–გამომეტყველება უცებ გაეყინა აკოს და თვალები გაუშტერდა.ძალიან არ ესიამოვნა მოსმენილი სიახლე.ისე ატკინა მეგობრის უპასუხისმგებლობამ,რომ მასზე გული ძალიან გაუტყდა.ჯერ მარტო ნენეს ასე დატანჯას არ აპატიებდა დემეტრეს და მერე ასე უთქმელად ადგომას და წასვლას.
–ნენეს მდგომარეობაში ნერვიულობა კატასტროფის ფასი იქნება ახლა.არადა რამდენხანს დავუმალავთ–თავისი წუხილი გამოთქვა თეკომ და წყვილს შეხედა მომლოდინე თვალებით
–სანამდეც შევძლებთ იქამდე დავმალავთ–თავისი აზრი გამოთქვა აკომ და გოგონებთან ერთად შექმნილ ვითარებაზე დაფიქრდა.

*****
–რაღაც ეს ბოლო დღეებია გული სხვანაირად მიცემს და ვერ გავიგე რა მჭირს–თავისი გასაჭირი გაუზიარა ნენემ მეგობრებს და ვაშლი ჩაკბიჩა
–სხვანაირად რას ქვია?–ჩაეძია თეკო და ანოს გახედა
–აი თითქოს რაღაცას ველოდები,თან კარგს და თან ცუდს–ჩაფიქრდა და ისე უპასუხა
–გული სხვანაირად დაგიწყებს ძგერას ბავშვი გყავს მუცელში და–სიტუაციის განმუხტვა სცადა ანომ და თავის მუცელს მოეფერა
–ოო,ბავშვი მუცელში 5 თვეა მყავს უკვე–სიცილით უპასუხა და ბალიში გაუქანა ანოს
–ნენე რაღაცას გკითხავ და არ ინერვიულო რა.უბრალოდ მაინტერესებს–შემპარავი ხმით დაიწყო თეკომ და ანოს გადახა,რომელიც მიმხვდარიყო რისი თქმა უნდოდა და თვალებს უბრიალებდა.
–მკითხე–მხრები აიჩეჩა წერეთელმა და მოსასმენად მოემზადა
–დემეტრე რომ დაბრუნდეს რას იზამ?–უცებ მიახალა და პირდაპირ თვალებში ჩახედა.
–რატომ მეკითხები?–ურეაქციოდ ჰკითხა ნენემ,თითქოს მის სიყვარულზე კი არა,უბრალო გამვლელზე ეკითხებოდნენ
–ისე ვფიქრობდი და რამდენხანს დარჩება უცხო ქვეყანაში,ოდესმე ხომ დაბრუნდება.თბილისი კიდევ პატარაა.სადმე აუცილებლად შეხვდებით და რას იზამ...მითუმეტეს შვილს ელოდები მისგან–გულწრფელად აუხსნა რაც აინტერესებდა და მის პასუხს დაელოდა
–დემეტრე როგორც მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში მეხსიერება რომ დამიბრუნდა მაშინ მოკვდა..თქვენ ალბათ ვერც წარმოიდგინეთ მე რას ვგრძნობდი.როგორი მძიმე გადასატანი იყო ჩემთვის მომხდარი.მითუმეტეს როცა ორსულად ვიყავი და ზედმეტი ნერვიულობა ბავშვისთვის საზიანო იყო.არ იცით რამდენი ღამე გამითენებია ტირილში,რომ არა ბავშვი ალბათ ახლა ცოცხალიც არ ვიქნებოდი.მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში იმის ძალა რომ ეს ტკივილი საერთოდ გამექრო და დამევიწყებინა.დემეტრეს შეძულებაც არ მინდოდა..ამიტომ თავს მასზე ფიქრი ავუკრძალე.არც მიზეზების ძებნა დამიწყია და არც მისი გამართლება.ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდის შემდეგ...თორე თავიდან ყველა მხრიდან ვუდგებოდი სიტუაციას,ყველანაირად ვცდილობდი გამოსავალი მეპოვნა.არ გამოვიდა,ამან უფრო მატკინა.ამიტომ ვისწავლე როგორ ვებრძოლო.თითქოს რაღაც ღილაკს დავაჭირე ხელი და ჩემი გრძნობები ერთიანად წავშალე.თავს ვერ დავდებ რომ მისი დანახვისას გული არ მეტკინება და ყველაფერი არ გამახსენდება,მაგრამ იმის ძალან ნამდვილად შემწევს თავაწულმა ჩავუარო გვერდით ისე,რომ მასთან ჩახუტება არ მომინდეს.რაც შეეხება ბავშვს.გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია,არც მიფიქრია იმაზე დემეტრე ოდესმე თუ გამოჩნდება..მაგას ფაქტის წინაშე თუ დავდგები ოდესმე მერე გადავწყვეტ გავუუმხილო თუ არა.თუმცა ამ გადმოსახედიდან ჩემგან ერთი სიტყვის თქმის ღირსიც არ არის–დაასრულა ნენემ ისე,რომ წარბიც კი არ შეუხრია.ნამდვილად ის თქვა რასაც ფიქრობდა.
–არ მეგონა ასეთი ძლიერი თუ იყავი–ცრემლი მოიწმინდა ანომ და მეგობარს ჩაეხუტა
–სრულიად გეთანხმები იმაში რაც თქვი.დემეტრე შენს ცხოვრებაში დამთავრდა..დაიხურა ეგ გვერდი და ახლა დროა მხოლოდ მომავალზე და შვილზე იფიქრო.უკვე აღარ მეშინია დემეტრეს ნახვის შემთხვევაში შენი რეაქციის.ვიცი თავს ამაყად დაიჭერ და ზედაც არ შეხედავ,ვამაყობ შენით,როგორც ქალით და როგორც დედით–გაუღიმა თეკომ და ლოყაზე მოეფერა
–ჩემი სიძლიერე თქვენ ხართ,ჩემი საუკეთესო მეგობრები–ხელი მოხვია ორივეს და მაგრად ჩაიხუტა.

*****
ერთი კვირა ისე გავიდა,დემეტრეზე სიტყვა არავის დასცდენია.ცდილობდნენ ყველანაირად დაემალათ ნენესთვის მისი ჩამოსვლის ამბავი,რაც კარგადაც გამოსდიოდათ,მიუხედავად ნენეს სიტყვებისა,მაინც იცოდენენ სადღაც გულის სიღრმეში ნენეს მდგომარეობას მისი დანახვა შეცვლიდა,სულ სხვანაირს გახდიდა ვითარებას.ამიტომ ერჩივნათ ისე ყოფილიყო ყველაფერი როგორც იყო.მთელ დღეებს ერთად ატრებდნენ.ხან ნენესთან იყვენ და ხანს ანოსთან.წერეთელი უკვე 5 თვის ორსული იყო.თუმცა ისეთი პატარა და საყვარელი მუცელი ჰქონდა საერთოდ არ ეტყობოდა.ანოც იბერებოდა.რამდენიმე კვირით იყო მხოლოდ ნენეზე უფროსი.უხაროდათ ჩვენი შვილები ერთი ტოლები იქნებია და ჩვენსავით დამეგობრდებიანო.ანოს გოგო ყავდა,ნენეს კიდევ ბიჭი.ყველაფერს წინასწარ გეგმავდნენ,რომელ ბაღში მიიყვანდნენ ბავშვებს,მერე რომელ სკოლაში,სად ივლიდნენ დასასვენებლად...
ყველაფერი ჩვეულ ტემპში მიდიოდა სანამ ერთ დღეს აკოს ტელეფონზე ნაცნობი ნომერი არ დაფიქსირდა.თვალებგაფართოებული უყურებდა ნომერს და ვერ იჯერებდა,როგორ ბედავდა დარეკვას,ყველაფრის მერე რაც გააკეთა.თანაც ახლა,როცა თითქმის ყველას დაავიწყდა,მისი არსებობა რომ ამოშალეს მეხსიერებიდან.ზუსტად ახლა გამოჩნდა.კარგა ხან ფიქრობდა აეღო თუ არა,რამდენჯერმე გათიშვა დააპირა,მაგრამ გულმა არ უქნა და საბოლოდ მწვანე ღილაკზე თითის დაჭერით გადაწვეტილება მიიღო
–აკოო–ტელეფონი ყურზე მიდებისთანავე დემეტრეს სევდიანი ხმა გაისმა.ძალიან შეცვლილი მოეჩვენა ბაბლუანი.ამ ერთი სიტყვითაც მიხვდა "მეგობრის" მდგომარეობას
–გისმენ–თავი შორს დაიჭირა აკომ და ცივად უპასუხა..უნდოდა მიეხვედრებინა დანაშაულს,იმას რაც ჩაიდინა
–აკო როგორ ხარ?–თბილი ხმით მოიკითხა
–კარგად დემეტრე მადლობა–ძალიან უნდოდა ეკითხა შენ როგორ ხარო,მაგრამ თავი შეიკავა,პირზე მომდგარი სიტყვები უკან დააბრუნა
–ჩამოვედი მეგობარო–მისი ნათვამი მეგობარო რომ გაიგონა უნდოდა დაეყვირა ჩემი მეგობარი არ ხარო,მეგობრები ერთმანეთს ეგრე არ შორდებანო,მეგობრები ერთმანეთს ისეთ უხერხულში არ აგდებენ,როგორც შენ ჩამაგდეო და მეგობრობა მე სხვანაირად მესმისო,მაგრამ არ უნდოდა ტელეფონით ამ ამბების გარჩება.კიდევ მოიკრიბა მთელი ძალა და ისევ შეიკავა თავი.
–ვიცი,თბილისში არაფერი არ იმალება–ცივად უპასუხა და მიახვედრა საერთოდ არ გამხარებიაო
–შენი ნახვა მინდა,არა მარტო შენი არა..ყველასი ჩ... შენი სამეგობროსი–უნდოდა ეთქვა ჩემი სამეგობროო,მაგრამ ვერ გაბედა,ვეღარ უწოდა "ჩემი"
–არ ვიცი,არამგონია შენი ნახვა მოისურვონ–მართლა არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა სხვებს დემეტრეს შემოთავაზებაზე,ამიტომ იმათ მაგივრად წინასწარ ვერაფერს ეტოდა
–გთხოვ აკო,აუცილებლად უნდა გნახოთ ყველა ერთად–კიდევ ერთხელ გაისმა მისი მუდარანარევი ხმა
–წინასწარ ვერაფერს შეგპირდები,მაგრამ ვცდი–პირობა მისცა აწ უკვე ყოფილ "მეგობრად" წოდებულს და ტელეფონი გათიშა.რამდენიმე წუთი სრულ აგონიაში იყო და გააზრება უჭირდა რაც მოხდა იმის.პირველი თვალწინ ნენეს ტკივილით სავსე თვალები წარმოუდგა,მერე დანარჩენების რეაქციები დემეს წასვლასთან დაკავშირებით.საბოლოოდ კარგად გაიზრა ბაბლუანის თხოვნა და სიმწრით გადააქნია თავი.წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდ ეთქვა ეს ყველაფერი ანოსთვის და დანარჩენებისთვის და მერე დეემეტრესთან შეხედრაზე როგორ დაეთანხმებინა.იქნებ და ბაბლუანს რისი თქმა უნდოდა..მართალია აღარ ენდობოდა დიდათ და არც მისი სჯეროდა,მაგრამ რახან დარეკა და შეხვედრა ითხოვა,ესეიგი რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.კი იცის რომ დიდი შეცდომა დაუშვა და მის საქციელს ლოგიკური გამართლება არ ექნება,მაგრამ მაინც მოუსმენს და გაიგებს.მერე ან საბოლოოდ დაივიწყებს მეგობრობას ან....
რამდენი დღე დაბნეული დადიოდა.ცდილობდა შესაფერი სიტუაცია და გარემო შეერჩია.

****
რამდენიმე დღე იყო გასული დემეტრეს ზარიდან და აკოს აფორიაქებიდან.მთელი დღეები სულ განვლილ საუბარზე ფიქრობდა და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა მოქცეულიყო.ყველაფერი დროს მიანდო.
საღამო ხანი იყო გიჟივით რომ შემოცვივდნენ ანოსთან თეკო და სანდრო და კარებიდან ტკბილელულის და ფულის სროლა დაიწყეს
–რა ხდება რამ გადაგრიათ?–შეშინებული გავარდა ჰოლში ანო
–ანოოოოო,დაკალი გოჭი..უნდა ვიქეიფოთ–სიტყვებს ძლივს აბამდა სანდრინიო ერთმანეთს და თეკოზე ჩამოკიდებული ხელებს აქეთ–იქით აქნევდა
–დღეს ხომ ბარბარობაა და აიჩემა აკოსთან ერთად უნდა დავლიოო–სიტუაციის ახსნა სცადა თეკომ
–ოხ სანდრო როგორ შემაშინე,მოდით მოდით–სიცილით წამოარტყა ანომ თავში ხელი და სამზარეულოსკენ წავიდა
–აკო სადაა??–იკითხა სანდრომ და სწორედ მაშინ შემოვიდა აკოც.
–ეს რა სტუმრები გვყოლია,ნენე არ არის?–გაკვირვებულმა იკითხა და ოთახს თვალი მოავლო
–არა რაღაც შეუძლოთ იყო და დავისვენებ ცოტასო–უთხრა თეკომ დაფეხზე წამოდგა მოსახმარებლად.წამში დატრიალდნენ გოგონები და სახელთხელოდ გაშალეს სუფრა.მერე თვითონაც მიუჯდნენ საყვარელ მამაკაცებს გვერდით და ტკბილად და მშვიდად დაიწყეს საღამოს გატარება.ათასი საინტერესო ისტორია გაიხსენე,ბევრი იციინეს და იმხიარულეს.რამდენიმე ჭიქაც დალიეს და კარგად შეჟუჟუნდნენ.
–დემემ დამირეკა–სასმელმა მაინც თავისი გააკეთა და ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა აკომ გაბედა და თქვა რაც უნდოდა
–მომესმა ხო?–თვალები სასაცილოდ მოჭუტა ანომ და ქმარს დააკვირდა
–რამდენიმე დღის წინ დემეტრემ დამირეკა და თქვენი ნახვა უნდა–ერთიანად მიაყარა სათქმელი და გარშემომყოფებს მოატარა მზერა.ყველას სახეზე გაოცება იკითხებოდა.იცოდა აკომ როგორ საშინლადაც ბრაზობდნენ ბაბლუანზე და საერთოდ არ ელოდა უკეთეს რეაქციას.პირიქით,რაღაც საშინელის მოლოდინში იყო.
გონს პირველი თეკო მოეგო და ერთიანად ამოუშვა ამდენი ხნის მანძილზე დაგროვებული ბრაზი.საშინლად ლანძღა ბაბლუანი და ათასი საშინელი სიტყვა წარმოთქვა მისი მისამართით.თეკომ რომ გული მოიოხა ახლა ჯერი ანოზე მიდგა.არც მან დააკლო ქმრის ძმაკაცს და საოცარი სიტყვებით შეამკო.საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ რაზე უნდა ესაუბრათ ბაბლუანზე და ან თვითონ რატომ უნდოდა რაიმე აეხსნა.
–სად და როდის უნდა შეხვედრა–გოგოების ყვირილში ძლივს გაიგონეს სანდროს სევდით და ბრაზით სავსე ხმა და ინსტიქტურად ყველამ მისკენ გაიხედა.არ ჯეროდათ რომ ეს სიტყვები სანდრომ თქვა.იცოდნენ მისი დამოკიდებულება,იცოდნენ როგორ ძლივს იკავებდა თავს ნენეს ცრემლიან თვალებს რომ უყურებდა,იცოდნენ რად დაუჯდა იმ ყველაფრის გადატანა რაც მოხდა.სწორედ ამიტომ არ ელოდნენ სანდროსგან მსგავს
–აუცილებლად წავალთ და გავიგებთ რამ შეაწუხა თვით დემეტრე ბაბლუანი–ჩურჩულით თქვა და სასმელი ბოლომდე გადაცალა.



№1  offline წევრი davinna

Dzalian momwons es istoria da agar daagviano ase.! Velodebi shemdegs

 


№2 სტუმარი Uhuu

Auuu momcoins dzalian daa ese nu agvianeeb raaa

 


№3 სტუმარი lizazu

დიდება შენს გამოჩენას. open_mouth ასე დაკარგვა როგორ შეიძლება, როცა ამდენი ადამიანი მოუთმენლად ელის ახალ თავს, ახალი მთვარესავით გამოჩნდები გვიწყალობებ პატარა ტავს და ისევ დაიკარგები. ასე როგორ შეიძლება. მაპატიე მაგრამ თუ დრო არ გაქვს მაშინ დაასრულე და მერე დაიწყე თავებად დადება, ან სრულად დადე, თორე მართლა დავიტანჯეთ. rage

 


№4  offline წევრი ანაკო

ჰალილუია თქვენს გამოჩენას კარგიბიყო ძალიან აღარდაიგვიანო ხოლმე

 


№5 სტუმარი nino

Au male dawere ka movkvdi lodinit

 


№6  offline წევრი casas

ვიცი რომ ცუდათ ვიქცევი და ბოდიშს გიხდით ძალინ დიდს :( :( არ ვიცი რა ვქნა,ვერ ვწერ მალე.დროც არ მაქვს და როცა მაქვს იმ დროს ვერ მეწერება. :(
მადლობას გიხდით ლოდინისთვის <3
2 თავიც და დავამთავრებ
დიდ თავს დავდებ შემდეგში

 


№7  offline წევრი tamuna.s

როდის დადებ ერთი თვის მერე თუ უფრო გვიან? angry

 


№8  offline წევრი casas

tamuna lobjaidze
როდის დადებ ერთი თვის მერე თუ უფრო გვიან? angry

არ დავდებ ერთი თვის შემდეგ.ამ კვირაში იქნება აუცილებლად disappointed

 


№9  offline წევრი Kiki )))

Gogoniii momenatrnenn me eseniii tan dzaliannn... shenc momenatreee :( rogorr sheidzleba asee monatreba tavis ? male dade ra axali taviii torem vegar vitmen ukvee tan ra adgilas gamiwyvitaa... gelodebii mee am afancqvalebuli gulitt .. dzalian dzalian magari gogoxar shen .. chemi marwyvixarr nutelashi amovlebulii da chemiii gulixar shenn ... male dade ra gtxovv da movitxov iyos dzaliann didiii tavi ... kiar gtxovv movitxov. ai ase .

 


№10 სტუმარი Uhuu

Sad xar aqamdeee??☹️☹️☹️☹️☹️

 


№11 სტუმარი ლიკლიკაძე

სად ხარ აქამდეე?

 


№12  offline წევრი tamuna.s

ვიღაც შეგვპირდა რომ მალე დადებდა მაგრამ.... confused

 


№13 სტუმარი Mako

Ratom agar agrzeleb?

 


№14 სტუმარი Mako

Gagrzelebas agar apirebt?tu asea zalian cudi,vgulshematkivrobdi am istorias.ru ar agrzelebt agec gvitxarit agar davelodebit

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მოუწესრიგებელია საიტი ამ მხრივ ამ შეწყვეტილი ისტორიებით,ჩემი აზრით უნდა იშლებოდეს

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკო

ცუდია რომ არ დაასრულეთ ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent