შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 8)


18-12-2016, 00:38
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 810

არ ვიცი რა გავაკეთო. მინდა რომ გავიქცე, მაგრამ სად? უბრალოდ ძალიან დავიბენი. ვიცი რომ სიმართლე იცის, ვიცი ყველაფერი. ვიცი რომ გიო თქვა. მაგრამ რატო? ეს კითხვა არ მასვენებს... რატომ უთხრა? რა გავუკეთე ისეთი რომ უთხრა? მინდა რომ პასუხები გავიგო, მაგრამ ვიცი რომ არავინ არ მეტყვის სიმართლეს. მეშინია. ძალიან მეშინია. არ მინდა, არ მინდა რომ გული მატკინონ.
-შეიძლება?- გვერდზე უპასუხოდ მიჯდება და მის მზერას ვგრძნობ. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ხმა არ ამოვიღო. -ბოდიში.
-ბოდიში?- ვიმეორებ მის სიტყვას და გაკვირვებული ვუყურებ.-რატომ? რისთვის მიხდი ბოდიშს? -ვცდილობ გულის ტკენა არ შევიმჩნიო.-არფერი არ გაგიკეთებია. თან ჩვენ მეგობრებიც კი არ ვართ, ამიტომ სიმართლე თუ გინდა შენზე არც ვბრაზობ.-ტყუილი. რამდენ ტყუილს ვიძახი ურცხვად? მე მწყინს, გულიც მტკივა, მაგრამ ამას ვერ შევიმჩნევ. -უბრალოდ, გიოზე ვბრაზობ. მე მას ვენდე.-ხმის ტემბრს ნელ-ნელა ვადაბლებ და ჩურჩულზე გადავდივარ. -მას ყველაფერი ვუთხარი. თითქმის ყველაფერი.-ვასწორებ ჩემ ნათქვამს.- მე აღარ მომწომხარ. ალბათ, უფრო გატაცება იყო ვიდრე მოწონება. -ვიძახი ჩუმად. მის სევდიან გამოხედვას ვიჭერ, მაგრამ ვაიგნორებ. -უბრალოდ, ამის თქმა ვერ მოვასწარი გიოსთვის, თორე მაგასაც გეტყოდა და ამხელა ამბავი არ ატყდებოდა. უბრალოდ ამის თქმის შესაძლებლობა არ მომეცა.
თავს მიქნევს, ალბათ ოცნებობს ამის შესაძლებლობა ყოფილიყო. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ზედმეტად დიდხანს ვიბრმავებდი თავს, აღარ მინდა ასე გავაგრძელო. აღარ მინდა მათთან კონტაქტი მქომდეს.

ნ ი კ ა
მარის ვუყურებ და ვხვდები რომ ჩემში რაღაც იცვლება. არ მინდა მისი დაკარგვა, მაგრამ ვიცი რომ ვერ შევინარჩუნებ. ყველაზე სასაცილო კი ისაა რომ მე ის არც მომწონს. ჩემი გული ეკაკოს ეკუთვნის, თან უკვე დიდიხანია. ამიტომ არ ვიცი ასე რატო ვარ მარისთან დაკავშირებით.
-შენი წასვლის დროა.- მეუბნბა ცივი ხმით და თავს ვუქნევ. ვდგები და მივდივარ. მინდა დავრჩე მაგრამ ვერც ვრჩები.
-გიყვარს?-საბასთან რომ მივდივარ ეს პირველია რასაც მეკითხება. მე თავს უარის ნიშნად ვაქმევ და მის გვერდზე ვჯდები. -დარწმუნებული ხარ?
-კი.- ვპასუხობ უყოყმანოდ. - რატომ მეკითხები?
-უბრალოდ, მასე ჩანს. შენი საქციელიდან და იმიდანაც თუ როგორც განიცდი. - საბა ჩუმი ხმით მეუბნება. -იქნებ ეკაკო არაა ის ვიმც გიყვარს?
-ეკაკოა.- ვეუბნები და ვიღიმი.- თან მალე ერთად ვიქნებით. უბრალოდ, ალბათ პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და ამიტომაც. არ მეგონა ასე თუ შემოტრიალდებოდა ყველაფერი. -საბაზე მეტად უფრო ჩემ თავს ვარწმუნებ. მე ეკაკო მიყვარს, ადამიანი, რომელეც მალე ჩემი შეყვარებული იქნება.

ს ა ბ ა
ნიკას ვუყურებ და ვერ ვხვდები რა ჭირს. ვიცი რომ მარის მიმართ რაღაც გრძნობები გააჩნია, მაგრამ ამის აღიარება თვითონაც არ უნდა. ვერ ვხვდები რატომ უარყოფს?
რაც შეეხება ეკაკოს კი, ის ძალიან, ძალიან არ მომწონს და ბოლომდე არც მემეტება ნიკასთვის. ვიცი რომ ნიკა გაცილებით მეტს იმსახურებს, მაგრამ არც ეკაკოა ცუდი. უბრალოდ ნიკას არ უყვარს. არ მინდა ის გოგოც გამოიყენოს და მარის, გოგოს რომლის მიმართაც გრძნობები აქვს, გული გაუტეხოს. მინდა რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ, მაგრამ ის მაინც ჯიუტად დგას და გაიძახის რომ ეკაკო უყვარს. არადა ორივემ ვიცით რომ მასე არაა.
'სადამდე მიგიყვანს შენი სისულელე, ნიკა?'

გ ი ო
არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო. არ მინდოდა რომ მარის ასე მოვქცეულიყავი. არ მინდა რომ ის დავკარგო.
-კარგად ხარ?- აკა მხარზე ხელს მადებს და გამამხნევებლად მიღიმის.- ცადე დაელაპარაკო.
-გივიკოს არ შეურიგდა.- ვახსემებ და თვალს ვარიდებ. მარი და გივიკო საუკეთესო მეგობრები იყვნენ და უფრო ნაკლებად ცუდ რაღაცის გამო იჩხუბეს, მაგრამ კიდე არ შერიგებულან. მეეჭვება მე შემირიგდეს. თან იმის მერე რაც გავუკეთე. - გივიკოსგან განსხვავებით მე მისი ყველაზე დიდი საიდუმლო ვთქვი. ხმას საერთოდ აღარ გამცემს.
-შენ ცადე. რა იცი რა ხდება?- აკა ჩემ დაწყნარებას ცდილობს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამას უკვე აზრი აღარ აქვს. მე ჩევფლავდი როგორც მეგობარი. მაგრამ ასე თუ ისე ბოდიში მაინც მოსახდელი მაქვს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Kargi iyo gansakutrebit pirveli epizodi. Ici ase bevrs rom ayoleb ar daibne da ar agerios ragaceebi jobia ert tavs ertqvas nika da sul iman moyves mere meores es da ase shemdeg

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent