შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 1)


4-12-2016, 20:44
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 636

1.
სცენასთან ჩუმად ვზივარ და ანას ველაპარაკები. მის დიდ ყავისფერ თვალებს ვაკვირდები და თავი ისე მომაქვს თითქოს ვუსმენ. ისიც ენერგიულად აგრძელებს რაღაცის მოყოლას გაგაზე, მის შეყვარებულზე. მზერა ანიდან, თეთრ, გაცრეცილ კედლებზე გადამაქვს, შემდეგ კი გარემოს ვაკვირდები. ბუფეტში ვართ და სცენასთან ვზივართ. ჩვენთან ახლოს ლუკა და სანდრო ლაპარაკობენ და რაღაცაზე ბოლო ხმაზე იციანიან. მათაც ვარიდებ თვალს და მისკენ ვიყურები. ადამიანისკენ, რომლის გამო მუდამ დეპრესიაში ვარ, ადამიანისკენ, რომლის დანახვაც ჩემთვის უბედნიერესი რამაა. ნიკა ჯაყელი. მის დანახვაზე უნებურად მეღიმება და ვწითლდები.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მესალმებოდა და მელაპარაკებოდა, მაგრამ მერე ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, ის გაცივდა და სულაც რომ დამჯახებოდა ისე ახლოს ჩაევლო, თვალებში ჩაეხედა, გამარჯობას მაინც არ კადრულობდა. ახლაც მასეა, ის გაცივდა და მე კიდე არ ვიცი რა ვქნა.
-მარიი!-ანა ხელებს იქნევს ჩემი სახის წინ და მისკენ ვიყურები. გაბრაზებული სახით მიყურებს და ცდილობს არ გაეცინოს. -დორბლები მოიწმინდე. -მეუბნება სიცილნარევი ხმით და მეც მეღიმება, პასუხად კი მხოლოდ ვეჯღანები.
-რა იყო? კიდე აშტერდებოდი? -სანდრო ჩემ გვერდზე ჯდება და იცინის. მის სიცილზე რამენიმე ადამიანი ჩვენკენ იხედება, მე კიდე სანდროს მუჯლუგუნს ვურტყავ რომ გაჩუმდეს.
-მოკეტე ადამიანო! -ვიძახი აღშფოთებული და ანასკენ ვიყურები, რომ თავისი ძმაკაცი როგორმე გააჩუმოს.
-მარ. -ანა დათაფლული ხმით იწყებს და მიღიმის. -აბა დაფიქრდი, რა ჩვენი ბრალია შენ თუ ის შეგიყვარდა? -იძახის თუ არა მასაც ხარხარი უტყდება.
-არ მევასებით. -ვიბღვირები და გვერდზე ვიყურები. პირველი რასაც ჩემი მზერა აწყდება მისი ლურჯი, უძირო, დანისლული თვალებია, შემდეგ კი მისი მუდამ აჩეჩილი მუქი ყავისფერი თმა. ყველა ყოველთვის იმას მეკითხება თუ რამ შემაყვარა ნიკა ჯაყელი. ადამიანი, რომელიც უსაზიზღრესია, უნაგლესია და რომელიც არც მაინცდამაინც სიმპათიურია. მაგრამ ამაზე პასუხი არასოდეს არ მქონია. მე ის უბრალოდ მიყვარს. მიყვარს და მორჩა.
-კაი, კაი, რა გჭირს? -სანდრო ხელს მხვევს და მეხუტება. -უბრალოდ, არაა სასიამოვნო ასე მოწყენილი რომ ხარ, ვიღაც იდიოტის გამო. -თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ის მართალია და მისი მესმის. უკვე რამდენი ხანია რაც ასე ვარ მისი და მისი მეგობრების გამო.
ყველაფერი კი გივიკოთი დაიწყო. ის ანის შეყვარებული და ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, რომელმაც გამაცნო მთელი თავისი საძმაკაცო. შემდეგ ისე მოხდა რომ გიცვიკო და ანა დაშორდნენ, ერთი წლის შემდეგ კი ჩვენც ვჩხუბეთ და მეგობრობას სამუდამო წერტილი დაესვა.
შემდეგ კი უკვე გიო გავიცანი, მათი კიდევ ერთ ძმაკაცი, რომელიც სულაც არ არის „ცუდი“ ბიჭი. კი ეგეც მათ სასტავშია, მაგრამ თავი არ გონია მასეთი, არც ნარცისია და შედარებით ნაკლებათ ნაგლია. და ყველაზე მთავარი გიომ იცის. რატომღაც მას ვანდე საიდუმლო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და სასიკვდილოც თუ არასწორმა ადამიანმა გაიგო.
-მარი! -ანი უკვე გაბრაზებული ხმით მეუბნება და მიბღვირის. -ისევ ითიშები.
-ხო, ხო კარგი. -ვიძახი გაღიზიანებული და სანდროს ვუყურებ. -რა გინდოდა? -სანდრო წარბებს მაღლა წევს და მიღიმის. -ჩემზე კარგად მგონი მარტო ანა გიცნობს, ხოდა ამოღერღე რა მოხდა.
-არაფერი. -უცოდველი კრავივით მეუბნება სადნრო და იღიმის. ახლა კი ზუსტად ვიცი რომ ამ დებილმა რაღაც დააშავა. -უბრალოდ მოვიწყინე, არაფერი არ ხდება. თან შენც ძაან მოწყენილი ხარ.
-აუ წავიდეთ რა აქედან. -ფეხზე ვხტები და ანის ხელზე ვქაჩავ. მეტი აღარ შემიძლია ვუყურო, როგორ ხვევს ნიკა ხელს ყოველ წამს სხვადასხვა გოგოს და ელაპარაკება, როგორ იცინის მეგობრებთან ერთად და მე არც კი მესალმება.
-რა მოხდა? -გაკვირვებული ანა მიყურებს და ცდილობს, ჩემი უეცარი ცხვილების მიზეზი გაარკვიოს.
-არაფერი, პროსტა ეზოში მინდა. -ვიძახი გაბადრული სახით და კარისკენ ვიყურები. -წამოდი რა, აღარ მინდა აქ, ეზოში გავიდეთ სანამ ზარი დაირეკება. -ანი თავს მიქნევს და მომყვება.
როგორც კი ბუფეტიდან გამოვდივართ, ვწყნარდები და გულიც გამაებით აღარ მიცემს. ანას მადლიერი თვალებით ვუყურებ და ეზოში, ზამთრის სიცივეში მივათრევ.
როგორც ი გარეთ გავდივართ, პირველი რაც სახეში გვხვდება სუსხიანი ქარია, რომელიც ძვალში მატანს და კანკალს მაწყებინებს.
ანი ნიშნის მოგებით მიწყებს ყურებას და მეც ვცდილობ რომ სიცივე არ შევიმჩნიო. ყველასგან განსხვავები მე სეზონის გიჟი ვარ და სულაც არ ვაპირებ ეზოში კურტკით სიარულს.
-არ გცივა? -ლიზა ჩმე გვერდზე ჩნდება და გაკვირვებული მიყურებს. ლიზა ჩემი მეორე საუკეთესო მეგობარია და ანისგან განსხვავებით სიცივეშ ვეცოდები ხოლმე.
-ნოუპ. -ლიზას ვეკრიჭები შემდეგ კი ანას თვალებ მოჭუტული ვაშტერდები. -მოვიწყინეე. -წუწუნ ვიწყებ და ვიღიმი. როგორც კი ნიკა ჩემი დანახვის არეალიდან ქრება, იმწამსვე ისევ მხიარული და ბედნიერი ადამიანი ვხდები.
-რა გინდა რომ გავაკეთოთ? -ლიზა ბედნიერი სახით მეკითხება და მეც ვუღიმი, რა შემიძლია ბოროტად.
-რა მოიფიქრე? -ანა შეშინებული ხმით კითხულობს და ჯერ მე მიყურებს შემდეგ ლიზას. -კაი, ვასწორებ ჩემ ნათქვამს, რა მოიფიქრეთ?
-არაფერი. -ერთდროულად ვპასუხობთ მე და ლიზა და სიცილს ვიწყებთ.
-ეჭვი მაქვს ძალიან არ მომეწონება. -ანა ყრუ ხმით იძახის და ჩვენგან რაც შეიძლება შორს დგება.


________________________________
ვიცი რომ არ არის კარგი, მაგრამ ვცდილობ რომ რაც შეიძლება კარგი იყოს.
პ.ს ვიცი რომ სასტიკად არ გამომდის :დ



№1  offline წევრი M^d G1rl

ჯერჯერობიით შემდეგ თავს ველოდები. ძაან პატარა თავი იყო და არმინდა წინასწარ რამის დაწერა. წარმატებები და არდააგვიანო❤

 


№2  offline წევრი Imagination

სულ თავიდან რომ დავიწყე კითხვა მომეწონა და მეგონა ბოლომდე ასე იქნებოდა მაგრამ იყო მომენტები მომწონდა მომენტები არა ვერ ვიტყვი რომ ცუდია უბრალოდ უნდა დახვეწო.ერთს გირჩევ სანამ გამოაქვეყნებ ბევრჯერ წაიკითხე და შესწორებებს შენ თვითონაც შეიტან.იდეაში რაც გავქს კარგია. აბა შენ იცი წარმატებებს გისურვებ ❤

 


№3  offline წევრი isterichka123

kai gagrdzele

 


№4  offline წევრი მარტოხელა

მე მომწონს <3 ერთგული მკითხველი ვარ ამ მოთხრობისაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent