შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა.(დასასრული)


18-12-2016, 15:46
ავტორი Supreme
ნანახია 3 978

  პარიზი...სიყვარული და მე მარტო. ახლა არავინ მყავს გვერდით. მხოლოდ მე და ნახატები ვგრძნობთ ერთმანეთს და ვატარებთ დროს ერთად. საქართველოში 5 წელი არ ვყოფილვარ, აქედან ლუკასთან მხოლოდ 1 წელი და ცოტა მეტი ვურთიერთობდი, მერე ყველაფერი ნელ-ნელა დადუმდა, მიიმალა და ჩაიკარგა დროის დაუნდობელ სვლაში. ამბობენ რომ ნამდვილ სიყვარულს დრო და მანძილი ვერაფერს აკლებსო, მაგრამ ასე არაა. ვერავინ იტყვის, რომ ლუკა არ მიყვარდა, ან ახლა არ მიყვარს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც მე პარიზში წამოვედი. თითქოს არაფერი უნდა მომხდარიყო. ჩემი და ლუკას ურთიერთობა უსასრულოდ მიმაჩნდა. ყველა ვცდებით...
-ნინა, მზად ხართ? დღეს დიდი დღეა.-სტუდიაში ჩემი დამხმარე და პირადი მრჩეველი შემოვიდა.
-დიახ.-გავუღიმე.
-პირველი სერიოზული ჩვენებაა თქვენთვის.
-მზად ვარ.-გამბედაობა მოვიკრიბე და სკამიდან წამოვდექი.
  დღეს ჩემი პირველი სერიოზული ჩვენებაა. აქამდე მხოლოდ ვიწრო წრეში მიშვებდნენ, სანამ ჩემი სახელი არ დავიმკვიდრე და ერთ-ერთ წარმატებულ დიზაინერს არ მოვაწონე თავი. მიზნის მიღწევა მარტივი არაა, მაგრამ უფრო ძნელია შეინარჩუნო ის, რასაც მიაღწიე.
-ლუკა-
-თამაშისთვის მზად ხარ?-ანრიმ მხარზე დამადო ხელი.
-აბა რა.-გავიღიმე და გამბედაობა მოვიკრიბე.
-წარმატებები!-ხმამაღლა დაიყვირა მთელმა გუნდმა და მეც შემართებით ვიყავი.
  ახლა უკვე ნაკრებში ვარ. მთავარია სათადარიგოებში არა და მერე იქნებ გუნდის კაპიტნობასაც მივაღწიო.
  დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მე ნინა ბოლოჯერ ვნახე. 5 წელი? ჰო, სადღაც ეგრე. რა უცნაურია ცხოვრება. გოგო, რომლისთვისაც სიცოცხლესაც კი დავთმობდი, ამდენი ხანია აღარ მინახავს და არ შევხებივარ. უბრალო შეხება მენატრება. მისი სხეულის სითბო, მისი ყველაფერი. არ მილაპარაკია, თითქმის 4 წელი. ციფრი პატარაა, მაგრამ რამხელა დროს იტევს, რამდენ სიახლეს...ყველაფერი წაიღო აუტანელმა დრომ...ჩვენი ურთიერთობაც და ჩვენც. აღარ ვართ ერთად. არა, არც დავშორებულვართ, არც გვიჩხუბია, უბრალოდ დრომ გაგვყარა სხვადასხვა ბოლოებში და როდის შეგყვრის კიდევ, არ ვიცი. მაინც, რა არის სიყვარული? ნინამ მასწავლა, უფრო სწორედ, ერთმანეთს ვასწავლეთ. ნინამ მაგრძნობინა, რომ არსებობს გრძნობა "სიყვარული". გართობა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა, სერიოზულმა ურთიერთობამ კი ტკივილი მოიტანა. გაუსაძლისი. ძალიან მტკიოდა გული, როცა ვუშვებდი. ვერ ვიტანდი იმ მომენტს, როცა გადამწყვეტი თამაშის დროს ტრიბუნებისკენ ვიხედებოდი და ჩემს საყვარელ ადამიანს ვერ ვხედავდი. ყველაფერი აუტანლობისკენ შეიცვალა, მაგრამ ნელ-ნელა გაქრა. სიყვარული? ისევ მიყვარს, მართლა, უზომოდ, მაგრამ რაღაცამ გვიბიძგა იმისკენ, რომ ერთმანეთი "დაგვევიწყებინა".
-10 წუთიც.-დაიყვირა ვიღაცამ და ფიქრებიდან გამოვერკვიე.
-ნინა-
  ცოტა ვნერვიულობდი. დღეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი დაესწრებოდა ამ ჩვენებას და მეც თავი უნდა გამომეჩინა. ეს კოლექცია ჩემი ბილეთია უფრო ფართო, ღია მომავლისკენ. მგონი ცოტა კარიერისტი გავხდი, რადგან ვგრძნობ, რომ ლუკასთან განშორებით გადატანილი ტკივილი ამ წარმატებამ გაანელა. ისევ მიყვარს...მართლა, უბრალოდ ვეღარ ვართ ერთად. რა საშინელებაა, არა? და რა უცნაურია.
-ლუკა-
-წარმატებები.-გამოსაცვლელში ტატა შემოვიდა და მომეხუტა.
-მადლობა.-გავუღიმე, თუმცა არც ისე თბილად.
-შეგიძლია ერთხელ მაინც სხვა თვალით შემომხედო?
-არა.
-ძალიან გთხოვ.
-ახლა ამაზე საუბრის დრო არაა.
-არასდროს გცალია ჩემთვის.
-როცა მეცლება, გეტყვი.
-დაგავიწყდება.-მოიღუშა.
-სხვა დროს ვილაპარაკოთ-მეთქი.-ცოტა უხეშად გამომივიდა მისი მოშორება.
 -კარგი.-თავი ჩახარა და გასახდელიდან გასვლის წინ, ერთხელ კიდევ შემოგვიბრუნდა.-წარმატებები ბიჭებო.
  ტატა, უზომოდ საყვარელია, ძალიან კეთილი და თბილი. ამტანი. იმდენჯერ ვატკინე გული 2 წლის განმავლობაში, მიკვირს, ამდენი ხანი როგორ ვერ გადავუყვარდი. მხოლოდ ერთადერთი კოცნა გვაკავშირებს. ისიც ნასვამი ვიყავი, რადგან ნინას მონატრება მკლავდა. როგორ არ მინდა ასე ვტკენდე ადამიანებს გულს, არადა ადრე მეკიდა. უბრალოდ ვერთობოდი, ახლა ვეღარ, მაგრამ მაინც გამომდის სხვების გულის გატეხა. რა ვქნა, არ შემიძლია გავიხედო სხვისკენ, როცა ვიცი, შეიძლება მალე ნინა ვნახო. რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო, მაინც წარსულისკენ ვიხედები. ისევ შემომაწვა მომატრება და დამამძიმა, თითქოს ათასი ლოდი ამკიდესო და ეს ზეწოლა უფრო და უფრო მატულობს. ვერ ვემშვიდობები იმას, რაც დრომ უკვე გააქრო, რაზეც მანძილმა მიმითითა, რომ შორია, რაც ერთმა უპასუხო წერილმა ჩამიწვა გულში.
-ნინა-
  ვერ ვემშვიდობები ძველ სიყვარულს, რომელიც ახლებურად ფეთქავს ჩემში,მაგრამ ვერ ვწერ. რატომღაც ხელები არ მემორჩილებიან. უფრო სწორედ, ახლა მეც აღარ ვცდილობ დავიმორჩილო. გაგვყარა დრომ ერთმანეთისგან, დაგვაშორა მანძილმა.
-იწყება.-დამხმარემ გაბრწყინებული სახე შემომანათა.
  გული ხმამაღლა მიცემს. ეს ნაზი კოლექციაა და ამ ტანისამოსში ჩემი ტკივილი ჩავაქსოვე, თან მივაყოლე განუზომელად დიდი სიყვარული. ისეთია, წარსულს რომ მაგონებს. პირველი კოცნა, ჩახუტება, სისულელეები, ვნება, ტკივილი, არეულობა, გაუგებრობა, დაშორების მცდელობა, თავისუფლება. აქ ყველაფერი იყო, რასაც მე ვგრძნობდი, რაც მინდოდა რომ ყველას ეგრძნო. მინდოდა ყველას გაეგო, რომ მე ასეთი ისტორია მაქვს.
  სულ რაღაც 5 წელი და ამდენი რაღაც.
-როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურები.-უკნიდან მომეპარა ტეო და ჩუმად ჩამჩურჩულა.
-მადლობა.-ცივად ვუპასუხე.
  ვხვდები, რომ სიყვარულს ვეღარ გავცემ. ჩემი ყველა გრძნობა უკვე ლუკას ვაჩუქე.
-როგორც ყოველთვის, მე არაფერი.-გამიღიმა.
-ბოდიში.
-მიღებულია.-ჩაიცინა და მხარზე დამადო ხელი.-წარსული ასე მარტივად არ ქრება...
-ლუკა-
  თამაში დასრულდა. ჩვენი გამარჯვებით. ტატა მელოდებოდა. გამოვიცვალე თუ არა, "ამეკიდა".
-სადმე წამიყვანე.
-მაპატიე, დაღლილი ვარ.
-არ გინდა წარსულს დაემშვიდობო?-ცოტა გაბრაზდა.
-არ ვაპირებ.
-მთელი ცხოვრება იმ ერთ გოგოზე იქნები შეყვარებული? ჰო ხედავ, რა მარტივად დაგივიწყა.
-არ დავვიწყებივარ, უბრალოდ დიდი ხანია არ გვისაუბრია.
-იგივეა, რაც დავიწყება.
-ძალიანც ცდები.
-არ მგონია. უბრალოდ შენ ხარ სულელი, რომ გგონია, მალე ჩამოვა და ისევ ერთად ვიქნებითო.
-ეგრეც იქნება.
-რომ არ იყოს?
-მაშინ არაუშავს.
-მთელი ცხოვრება მარტო იქნები?
-თუ არ გადამიყვარდა, კი.
-არანორმალური ხარ.
-შეიძლება, მაგრამ თუ მართლა გიყვარვარ, უნდა ხვდებოდე, რას ვგრძნობ.
  გაჩუმდა...თავი ჩახარა...ისევ ამომხედა.
-ვხვდები...-თვალები ცრემლებით აევსო.-ვხვდები და გული მტკივა, რადგან ვიცი, რომ არ ხარ ბედნიერი. არ მინდა ასე იყო და ამიტომ ვცდილობ შენს გულში შემოჭრას.-ატირდა, მაგრამ მალევე გაჩერდა, თავი შეიკავა.
-ვერ მოახერხებ. მაპატიე, მაგრამ ვერ...
-დარწმუნებული ხარ?
-კი...
-სანდრო-
  ტელეფონი ამოვიღე და ნანკას დავურეკე.
-მალე ჩამოხვალ? 20 წუთია გელოდები.
-ხო, ხო, მაცადე, არაფერი მოგივა.
-კინოში მივდივართ, წვეულებაზე კი არა.
-გოგო ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს.
  სადარბაზოდან უზომოდ მომხიბვლელი ნანკა გამოვიდა და ნაზად მაკოცა.
-ულამაზესი ხარ.
-ვიცი.-ჩაიღიმა.-წავედით?
  თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ხელი მომკიდა. გამხდარა, დახვეწილი და თბილი.
  ჰო, ახლა უკვე დეკემბერია და ეს სითბო ძალიან მსიამოვნებს.
  რომანტიკა ფილმში, რომანტიკა ცხოვრებაში. ჩემთან ყველაფერი კარგადაა. მიკვირს კიდეც, ადრე ნანკასთან მარტო გართობით და ღამე სიარულით რატომ ვიყავი, როცა ასეთი მშვენიერი ადამიანი ყოფილა. შანსი აუცილებელია. ეს შანსი ნინასთან არ მქონია და რატომღაც მიხარია. ალბათ, ასე იყო საჭირო, რომ უმაგრესი მეგობრები გავხდარიყავით, მართალია, ამდენი ხანი არ მინახავს. არც ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც კარგია. ყველაფერი ძალიან კარგადაა.
  ფილმის მერე, ნანკასთან ავედი. საახალწლო განწყობით, დიდი სიყვარულით სავსე საღამოა და საოცრება, თოვს...
  თბილი ჯემპრები, კომფორტული სავარძელი, ცხელი შოკოლადი და უთავბოლო საუბარი...მე და ნანკა...
-ნიკა-
-ტასო, ფრთხილად, არ დასვარო, თორემ დედა გაბრაზდება.-ქერა ხუჭუჭა თმაზე ხელი გადავუსვი.
-კარგი, მამა.-გამიღიმა.
-მოვედი.-სამზარეულოში თამო შემოვიდა.
-როგორც იქნა.-გავიცინე და ჩავეხუტე.
-დეე, ახალი წელი მალე მოვა?
-უკვე ვეღარც ითმენ?-თამოს ჩაეცინა.
-ვერ. საჩუქარი მინდა...წელს კარგი გოგო ვიყავი.
-ხოდა თოვლის ბაბუაც კარგ საჩუქარს მოგიტანს.-გავუღიმე.-დაუწერე უკვე წერილი?
-კი.-გაიცინა.
-მანახე, ხო უნდა გავუგზავნოთ.
-აჰამ.-გაგვიღიმა და ჩამეხუტა.-დეე...
-ჰო, ტასუნა, გისმენ...
-შენ და მამას ხო გიყვართ ერთმანეთი?
-რა თქმა უნდა.-თამოს გაეღიმა და მომეხუტა.
-ხო არასდროს დაშორდებით?
-რაზე ფიქრობ.-ორივეს გაგვეცინა.
  ჰო, ჩემს ცხოვრებაში ასეთი ამბები დატრიალდა. მამობა მე ვიკისრე, ერთად ვართ და თბილი ოჯახი გვყავს. ბედნიერი...
  ტასო დავაძინეთ და სასტუმრო ოთახში, თბილ სავარძელში მოვკალათდით. თამოს ვეხუტებოდი და ნაზად ვეფერებოდი თმაზე.
-არასდროს მეგონა, თუ ასეთი რაღაც მოხდებოდა.-ჩაეცინა.
-არც მე.
-რა კარგია.-შემობრუნდა და მაკოცა.
  გარეთ თოვს...ბარდნის...ასეთი სასიამოვნო ზამთარი დიდი ხანია არ ყოფილა. ბედნიერი ზამთარი...
-ლუკა-
  თამაშიდან დავბრუნდი და ჩემს სახლში დაღლილი მივეთრიე. იმდენად გახურებული ვიყავი, ზამთრის სიცივეს და თოვლის სისველეს არ შევუწუხებივარ,პირიქით, რაღაც სასიამოვნო გრძნობაც კი დამიტოვა გულში, მაგრამ, ამასთან ერთად, სიცარიელეც ვიგრძენი. სიცარიელე და მარტოობა. ლოგინზე უსულოდ დავეგდე და თვალები დავხუჭე. სულ ერთი წამით ნინას შეხება ვიგრძენი, თითქოს აქ იყო. დაფეთებული წამოვხტი და მისი ძებნა დავიწყე, მერე გამახსენდა, რომ აქ არაა და მივხვდი, უბრალოდ მომეჩვენა. რატომ არ მივწერე? მეც არ ვიცი. ალბათ, გავიაზრე, რომ ეს უფრო მტკენდა გულს. როგორ მინდა აქ იყოს და ჩავეხუტო, რაღაც საოცარი სურვილი მკლავს. ფანჯრისკენ გავაპარე თვალი. ბარდნის...
  წამოვდექი და გარეთ გავიხედე. ყველაფერი თეთრში იყო. ახლა ჩემი ფანჯრიდან სტადიონი და სკვერი არ ჩანს, სადაც ძალიან ხშირად ვხვდებოდი ჩემს უკარებას. ახლა სხვა ადგილია...ძველი საცხოვრებელიც წარსულს მივაბარე.
  10 დეკემბერს, 2 კვირით ნიუ-იორკში წავედით, მაგრამ ფიქრი დავიწყე იქ გადასვლაზე საცხოვრებლად...
  თამაში, ვარჯიში, თამაში...ძილი...
-ნინა-
  11 დეკემბერს უკვე თბილისში ვიყავი. ამდენი ხნის მერე ჩემი ქვეყნის ნახვა რაღაც საოცარი შვება იყო. თოვდა. რა საოცრებაა, აქ თოვლი...
  ყველა თბილად შემხვდა...ყველას თბილად შევხვდი და მაშინვე ტკივილი ვიგრძენი. ძმისშვილებთან ვერთობოდი, მაგრამ გულმა ვეღარ მოითმინა, ისე რომ ბარგიც არ ამომილაგებია, გარეთ გავაჭერი და ნაცნობი გზით სტადიონისკენ წავედი. ყველაფერი იგივე იყო, უბრალოდ თოვლიანი. ლუკას სადარბაზო დავინახე თუ არა, გავიქეცი. ვეღარ ვითმენდი. უნდა მენახა...
  ჩქარა ავირბინე კიბეები და კარებზე დავრეკე თუ არა ზარი, ვიღაც შუახნის ქალმა გამიღო.
-არაფრის ყიდვა არ მინდა.-ცოტა გამიბრაზდა.
-გამყიდველს ვგავარ?-ჩამეცინა.
-უკაცრავად, იმდენი ვიღაც დადის, ეს იყიდე, ეს იყიდეო, უკვე ყველაზე ვბრაზდები.-გამიღიმა.
-მესმის.-ღილითვე ვუპასუხე.-უკაცრავად, ლუკა სახლშია?
-ლუკა? მაღალი ბიჭი, ახალგაზრდა...
-დიახ, ეგ.
-არა, აქ აღარ ცხოვრობს. ეს ბინა მე ვიყიდე.
-რა?-გულში რაღაც ჩამიწყდა.-და სად გადავიდა?
-მე რა ვიცი, შვილო.
-კარგით, გმადლობთ და უკაცრავად.
-კარგად.-კარები მომიხურა.
  სადაა? სად წავიდა? გადავიდა? რატომ? რატომ არ დამელოდა? სად ვეძებო? ტელეფონი...ჩქარა ავკრიფე მისი ნომერი და დარეკვა ვცადე, მაგრამ ნომერი არ არსებობსო. შეუძლებელია...ნიკა...მასთან დავრეკე.
-გისმენთ?-პატარა ბავშვის ხმა იყო.
-ნიკას დაუძახე, თუ შეიძლება.
-მამაა.-ყვირილი გავიგე ტელეფონში.
  მამა? აქ რა ხდება?
-გისმენთ.-ვიცანი ძველი მეგობრის ხმა.
-ნიკა...
-ნინა? შენ ხარ?
-კი, როგორ ხარ?
-კარგად, შენ? როგორ გამიხარდა, როდის ჩამოხვედი?
-დღეს...
-ბედი არ გინდა?-ჩაეცინა.
-რა?
-ლუკა გუშინ გაფრინდა...
-რა? სად?
-ნიუ-იორკში.
-რა? საცხოვრებლად?
-სათამაშოდ, მაგრამ შეიძლება იქ დარჩეს.
-რა?-ხმა ჩამიწყდა.-კარგი...
-გნახავ ამ დღეებში.
-ჰო, მეც მინდა შენი ნახვა.
  ასე მოვრჩით საუბარს. საქარველოში ჩამოსულს თურმე არაერთი ახალი ამბავი მელოდა. სანდრო და ნანკა, ნიკა და თამო, ლუკა ნიუ-იორკში. რა ხდება საერთოდ, რა ბედის ირონიაა. აქამდე სად ვიყავი...
  2 კვირა გავიდა...
-დე, მაღაზიაში ჩავდივარ, რამე წამოგიყოლო?
-არა, ნი, მადლობა.-გამიღიმა.
  ქურთუკი მოვიცვი და კიბეები ჩქარა ჩავირბინე. სადარბაზოს კარებთან კი შევჩერდი. ისევ ბარდნიდა. ამ ყველაფერმა სევდიან განწყობაზე დამაყენა, რატომ მეც არ ვიცი. ნელა გავუყევი გზას. ძველი, ნაცნობი ქუჩებით დავდიოდი. სტადიონი, სკვერი, ზოომაღაზია...რა უცნაურია...ყველაფერი თითქოს იგივეა, მაგრამ თან ძალიან შეცვლილი...
  ყველაფერი ვიყიდე, რაც მჭირდებოდა და მაღაზიის კარები შევაღე. თავჩახრილი ვიღაცას ნაზად გავედე.
-უკაცრავად...-ჩავილაპარაკე და ცრემლები მომადგა.
  რაღაც ნაცნობი სუნი იყო...
-ლუკა-
  რა ნაცნობი სუნი იყო...ნაცნობი შეხება...თავი უკან გამოვაბრუნე და ადგილზე გავშეშდი.
-ნინა...-ჩავიჩურჩულე ჩემთვის.-ნინა...-ხმას მოვუმატე.-უკარება!-დავუძახე.
  გოგონა შემობრუნდა. უკარება...ნინა...ჩემი ნინა...
-ნინა-
  ლუკა...
***
  თოვდა...ბარდნიდა...ციოდა, მაგრამ ამავდროულად საოცარი სითბო იღვრებოდა ადამიანების გულებში...
  დრო, მანძილი...არაფერს ცვლიან, როცა გიყვარს...

ესეც ასე, უნამუსო სუპრემემ დაასრულა მორიგი მოთხრობა. მახსოვს, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ჩემს წინა მოთხრობას, როცა ტრაგიკული დასასრული დავწერე, აი ახლა, როცა მეც შეყვარებული ვარ, დავწერე ისეთი დასასრული, რომელიც, იმედი მაქვს, გაგაღიმებთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობდით. იმედია მალე დავბრუნდები ახალი მოთხრობით, თუ, რა თქმა უნდა, თქვენც გექნებათ ამის სურვილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ცოტა ადრეა, მაგრამ უკვე საახალწლო განწყობაზე თუ ხართ, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგი იყო ძალიან დიდი მადლობა იმ ბედნიერი წუთებისთVის რომელიც ამ მოთხრობის კითხვისას გავატარე, ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი და ვგრძნობდი იმას რასაც პერსონაჟები გრძნობდნენ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. წავიკითხავ შენს შემდეგ და წინა მოთხრობებს აუცილებლად იმიტომ რომ მომწონხარ როგორც მწერალი. წარმატებებს გისურვებ!!!!!!

 


№2  offline წევრი Supreme

nawkas12345
კარგი იყო ძალიან დიდი მადლობა იმ ბედნიერი წუთებისთVის რომელიც ამ მოთხრობის კითხვისას გავატარე, ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი და ვგრძნობდი იმას რასაც პერსონაჟები გრძნობდნენ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. წავიკითხავ შენს შემდეგ და წინა მოთხრობებს აუცილებლად იმიტომ რომ მომწონხარ როგორც მწერალი. წარმატებებს გისურვებ!!!!!!

უღრმესი მადლობა საყვარელო ამ თბილი კომენტარისთვის. ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3 მადლობა რომ ბოლომდე დარჩი <3

 


№3 სტუმარი eto

auu cota kide gagegrdzelebia kargi tavi oyo mec gilocav damxeg axal wels saicari iyo <3333

 


№4  offline წევრი Supreme

eto
auu cota kide gagegrdzelebia kargi tavi oyo mec gilocav damxeg axal wels saicari iyo <3333

მეც ვფიქრობდი გავაგრძელო თუ დავასრულო-მეთქი და ბოლოს დასრულება გადავწყვიტე, რადგან ვიცი, მერე უაზროდ და ბანალურად დავწერდი, ან უბრალოდ აღარ იქნებოდა საინტერესო. სწორედ ამიტომ, აქ გავჩერდი. ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე და მიხარია რომ მოგეწონა <3 მადლობა <3

 


№5  offline მოდერი Kira

Axla wavikitxe momewona dasasruli ubralod imdeni ram gadaitanes martlac mouxda happy endi warmatebebi avtor
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№6  offline წევრი Supreme

Kira
Axla wavikitxe momewona dasasruli ubralod imdeni ram gadaitanes martlac mouxda happy endi warmatebebi avtor

მადლობა დიდი <3 ძალიან გამიხარდა, რომ წაიკითხე და მოგეწონა <3 მართლაც დაიმსახურეს ჰეფი ენდი^^:დ <3 ასევე წარმატებები^^ <3

 


№7 სტუმარი hippo

ssigijemdee miyvars es istoriaa me

 


№8  offline წევრი Supreme

hippo
ssigijemdee miyvars es istoriaa me

ძალიან მიხარია❤ დიდი მადლობა❤

 


№9  offline წევრი Laliashvili009

Dzaliaaan dzaliaaan momewona es istoriaaa ❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა საინტერესო იყო კარგი დასასრული ჰქონდა წარმატებები ????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent