თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა.(29)
რადგან ლუკას დილით ადრე ვარჯიში ჰქონდა, მასთან აღარ დავრჩი და სახლში წამოვედი. არ ვიცი რატომ დავთანმხდი, არ ვიცი რატომ მოვატყუე, უბრალოდ ვერ შევძელი მეთქვა. ვერ შევძელი, რადგან ვიცოდი, ბოლო თამაშზე ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა...მაგრამ, მე რა ვქნა? უნდა წავიდე...ჩემი მომავალია, მაგრამ...რა უაზროდ მოვიქეცი. ყველაზე დიდი უაზრობა გავაკეთე, ყველაზე დიდი საშინელება. ასე როგორ მოვატყუე? რატომ ვერ ვუთხარი? უბრალოდ უნდა...უნდა ამომეღო ხმა...იდიოტი ვარ, ნამდვილი იდიოტი... ლოგინზე დავეგდე და უაზროდ დავუწყე ჭერს ყურება. ვერ ვიძინებდი. რამდენი ვიფიქრე, ვიწრიალე...საბოლოოდ ცხვრების თვლაც კი დავიწყე და ამასობაში დამათენდა. ტელეფონი ავიღე და ლუკას ნომერი ავკრიფე, მაგრამ ვერ დავრეკე. ცრემლები წამომივიდა. გაუჩერებლად ვტიროდი. რა მემართება, როგორ ვიქცევი...საშინელება ვარ. სანდროს დავურეკე. -გისმენთ.-მივხვდი რომ ეძინა. -ყველაზე იდიოტი ვარ.-ისევ ვტიროდი. -ნინა?-ხმა გამოუცოცხლდა.-რა მოხდა? რა გჭირს? -ლუკა... -რამე გითხრა? გაწყენინა? -არა, მე...მე დავაშავე... -ნინა, ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა. ნუ მანერვიულებ. -შეიძლება შენთან ამოვიდე? -კი, კი, მოდი, თუ გინდა საერთოდ მე გამოვალ. -არა, არ მინდა გარეთ ყოფნა. ძლივს დავწყნარდი და სანდროსკენ წავედი. ახლა რჩევა მჭირდებოდა, რამე გზა უნდა მეპოვა, რომ ლუკასთვის სიმართლე მეთქვა...მაგრამ დასასრულს ერთს ვხედავდი, ალბათ საშინლად მეჩხუბებოდა და ღირსიც ვიქნებოდი...მაგრამ მაინც...რამენაირად უნდა ვუთხრა... -სანდრო- როცა ატირებული ნინას ხმა გავიგე, ჭკუიდან შევიშალე. ყველაზე საშინელი რაღაცები გავიფიქრე. ან ნორმალური რა უნდა მეფიქრა, როცა ასე დამელაპარაკა. სასწრაფოდ წამოვდექი ლოგინიდან და მაისური ჩავიცვი. მალე მოვიდა. კარები გავაღე თუ არა, მაგრად ჩამეხუტა. -ძალიან დებილი ვარ. -რა გააკეთე ასეთი? ნუ მაშინებ. ოთახში შევიყვანე და წყალი დავალევინე დასაწყნარებლად. -ნინა- ნელ-ნელა დავმშვიდდი და ყველაფერი მოვუყევი. სანდრომ მძიმედ ამოისუნთქა და გვერდზე მომიჯდა. -ძალიან მინდა შენი დაწყნარება, მაგრამ თვითონაც კარგად ხვდები, როგორ მოიქეცი. -ხო, ვიცი. ვიცი და ვიაზრებ. რჩევა მჭირდება, როგორ გამოვასწორო. -როგორ უნდა გამოასწორო აბა დაფიქრდი შენით? უნდა უთხრა. კი არ იწუწუნო იმაზე, რომ სულელივით მოიქეცი, უნდა ადგე და უთხრა. -დღესვე ვეტყვი. -შეიძლება ძალიან გეჩხუბოს. -ვიცი. -მაგრამ ტყუილს, ჩხუბი ჯობია. -ვიცი. -ხოდა თუ ყველაფერი იცი, მოეშვი ბღავილს და იმოქმედე. -ახლა ვარჯიშზეა, მერე მომიწევს დალაპარაკება. -როცა არ უნდა იყოს, მთავარია უთხრა. -პირდაპირ? -არა, ირიბად!-გამიბრაზდა.-რატომ იქცევი პატარა ბავშვივით, რომელიც ვერ ხვდება? -არ ვიცი. -ნერვებს ნუ მიშლი და იმოქმედე. -ვეღარ ვითმენ. ვარჯიშზე დავადგები. სანამ რამე ვუთხარი, წამოხტა და სახლიდან ჩქარა გავარდა. -ნინა- გამბედაობა მოვიკრიბე და ლუკას სავარჯიშო დარბაზიზსკენ ჩქარი და მტკიცე ნაბიჯით წავედი. ვიცი, რომ გაბრაზდებოდა, მაგრამ ტყუილს მართლა ეს ჯობია. დარბაზის კარები გავაღე და თამაშში გართულ ლუკას მივაშტერდი. ღრმად ჩავისუნთქე და შევედი. -ლუკა- ძალიან დიდხანს ვვარჯიშობდით. ისე დავიღალე, მეგონა სახლში ცოცხალი ვეღარ მივაღწევდი. გაუჩერებლად ვთამაშობთ, ერთი მეორის მიყოლებით ვტენი ბურთებს და ყველანაირად ვცდილობ, ჩემს გუნდს გამარჯვება მოვუპოვო. ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა თამაშობ, როცა სისხლში გაქვს გამჯდარი ეს ყველაფერი და გრძნობ, რომ შენია და მუდამ შენი უნდა იყოს. კალათბურთი ჩემთვის მარტო გართობა არაა, მთელი ბავშვობა ვთამაშობდი და ვოცნებობდი, მეტისთვის მიმეღწია, ახლა კიდე ამის შანსი მაქვს და არ დავნებდები, არასდროს, არავითარ შემთხვევაში. მორიგი ბურთი ჩავაგდე კალათში და უცებ ჩემთვის ნაცნობ ფიგურას მოვკარი თვალი. გავჩერდი და მივაშტერდი ჩემს საყვარელ ნინას. ჩამეღიმა და გამიხარდა მისი დანახვა, თუმცა ამავდროულად შევამჩნიე, რომ ჩემი უკარება უხასიათოდ იყო. -2 წუთი შესვენება!-წამოვიძახე ხმამაღლა, როგორც გუნდის კაპიტანს შეშვენის და ნინასკენ გავემართე. ოფლიანი ვიყავი და ვიცი, რომ შეიძლება იქვე მოვეკალი, მაგრამ მაინც ვაკოცე, ნაზად. ჩაეღიმა, მაგრამ თვალების სევდიანი გამომეტყველება არსად გამქრალა. -რა გჭირს?-გაკვირვებით ვკითხე, თან თმა ნაზად გადავუწიე. -მაპატიე. -რა გაპატიო?-გაუგებრობაში აღმოვჩნდი. -შენს თამაშზე ვერ მოვალ. -და მაგის გამო გაქვს ეგეთი სახე?-ჩამეცინა, მეგონა უარესი იყო... არ შევმცდარვარ. -არა, მაგის გამო არა. -აბა რა მოხდა? მითხარი ნორმალურად.-ცოტა შემეშინდა. -7-ში მივფრინავ. გული გამიჩერდა. მართლა არ ვიცი რატომ იმოქმედა ნინას სიტყვებმა ასე,მაგრამ ვიგრძენი როგორ გამეყინა გახურებული სხეული და ცხელი ოფლი გამიცივდა. -სად?-ხმაჩაწყვეტილმა ძლივს ამოვილუღლუღე. -პარიზში. -რატომ?-ტონი გამიცივდა. -სამხატვრო აკადემიაში მიმიღეს. -და ამას ახლა რატომ მეუბნები? -არ ვიცი. -ვიგულისხმე, ასე გვიან რატომ-მეთქი. -არ ვიცი. -მადლობა. -ლუკა...მართლა არ მინდოდა. -მადლობა-მეთქი, რომ ახლა მაინც მითხარი.-სუსტად გავუღიმე. -რა? -უბრალოდ წარმატებული თამაში მისურვე და მშვიდი გულით გაფრინდი. -მაგრამ... -რა მაგრამ? ძალიან გინდოდა გავბრაზებულიყავი?-გამეცინა, მართალია გულში რაღაც ჩამწყდა. -მე მეგონა... -შემცდარხარ. მინდა რომ წარმატებული იყო, ამიტომ არ გაკავებ და არც გეჩხუბები, უბრალოდ, როცა დაბრუნდები, მინდა წარმატებული დიზაინერის შეყვარებული ვიყო. -მე წარმატებული კალათბურთელის.-ჩაეღიმა. -პირობა?-ნეკი გავუწოდე. -პირობა.-ნეკი ჩამომართვა. ასე მეგონა ბავშვები ვიყავით. მე და ნიკა ვდებდით ხოლმე ასე პირობებს... გუნდმა დამიძახა და თამაში განვაგრძე, ნინა კი იქვე ჩამოჯდა და ვარჯიშის ბოლომდე ვგრძნობდი, რომ თვალს არ მაშორებდა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ძალიან მარტივად შევეგუე ამ ტყუილს და ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემთვის ჩემი და ნინას სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩხუბი და სიმართლის მტკიცება. მთავარია მითხრა და სხვა ყველაფერს ავიტან. მერე რა, რომ მეტკინა გული. მერე რა, რომ მართლა ძნელია ასეთი რაღაცის მოსმენა. როცა შევხვდებით, უკვე ჩვენს სფეროებში წარმატებულები ვიქნებით და მაშინ მოვიყვან ცოლად. შეცდომას ყველა უშვებს, მთავარია აღიაროს და ეს ჩემთვის საკმარისია. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ რომ ასეც უნდა მომხდარიყო. მეც და ნინაც დროებით ჩვენს არჩეულ გზას გავყვებით და დამოუკიდებლობას მივაღწევთ. იმ დამოუკიდებლობას, რასაც ზრდასრულად ქცევა ნიშნავს. ანუ, როცა ჩვენ შეგვეძლება საკუთარი თავის იმედად ყოფნა. ჯერ ადრეა...მართლა ადრეა და მერე, ყველაფერი დაეწყობა, მე ამის მჯერა... 7 სექტემბერი. გადამწყვეტი თამაში... -ნინა- თბილისის აეროპორტი და ერთი ბილეთი პარიზამდე... -ლუკა- გახურება, ვარჯიში, გამხნევება... -ნინა- დაღლა, რეისის ლოდინი, სევდა... -ლუკა- გამარჯვების მოლოდინი... -ნინა- გაფრენის მოლოდინი... -ლუკა- წარმატება და ჩემი ნათელი მომავალი... -ნინა- წარმატება და ჩემი ნათელი მომავალი... -ლუკა- ჩემი და ნინას... -ნინა- ჩემი და ლუკას... *** ჩვენი მომავალი... -ნინა- სამწუხაროდ... -ლუკა- დრო, მანძილი, მონატრება... -ნინა- ცხოვრება, არევა, შეცვლა... -ლუკა- ყველაფერს თავისი შედეგი აქვს... -ნინა- არაფერი რჩება იგივე... -ლუკა- ყველაფერი... -ნინა- წარმავალია... უნამუსო სუპრემე დავბრუნდი:დ მაპატიეთ, ვინც კითხულობდით. აბიტურიენტი ვარ უკვე, დიდი გოგო გავიზარდე და საერთოდ მივივიწყე აქაურობა, მაგრამ დავბრუნდი მაინც:დ ნამუსმა შემაწუხა. ხოოდა, იმედია ისევ დაუბრუნდებით ამ მოთხრობას:დ სიყვარულით, უნამუსო სუპრემე :3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.