ახალი ცხვორება
.....და აი გამოჩნდა სვანეთის ბუნება, თითქოს მთები მოკრძალებული თავის დახრით ესალმებოდნენ სტუმარს და უკვე იცოდნენ, რომ ყველაფერიი შეიცვლებოდა და არაფერი იქნებოდა ძველებურად, თითქოს ეს სტუმარიი ახალ იმედებს, და ახალ სამყაროს პირდებოდა ხალხს, რომელთა ცხოვრებაც დუნედ მიედინებოდა უკვე წლებია. როგორც კი მანქანიდან ფეხი ჩამოდგა და მთების შეურყვნელ მიწას ფეხი დაადგა ემილიამ იგრძნო რომ ჰაერი აქ განსხვავებული იყო, გრძნობდა რომ სუნთქვა დაიწყო და უცებ შვება იგრძნო, თითქოს სხეული განთავისუფლდა, სიმსუბუქე იგრძნო, პირველად ამდენი ხნის შემდეგ. აქ გაცვლითი პროგრამით იყო, მოხალისედ, უცხოენების მასწავლებლად. უყვარდა როდესაც ხალხს დროებით ცხოვრებისეულ ტკივილს და გასაჭირს ავიწყებდა. ის ამისთვის იყო დაბადებული. თუმცა კი ჯერ ვერ ხვდებოდა ასეთ ადგილას, ვის სჭირდებოდა ინგლისური. ხალხიი დიდიხანია რაც ელოდა , დიდიხანია მითქმა იყო ახალი სტუმრის შესახებ, ამ ადგილას ხომ სტუმარი არ ჰყოლიათ უკვე წლებია, ამიტომ დიდი სიხარულით შეხვდნენ ახალმოსულს, მითუმეტეს, როდესაც თვალი შეავლეს მის ქერა აბრეშუმის თმას , დიდ ცისფერ თვალებსა და ლამაზ დიდი ტუჩებს, რომელსაც წინ სასაცილოდ გამობზიკავდა, როცა რაიმეთი უკმაყოფილო იყო. ხალხის სიყვარული კი ერთი ღიმილით დაიმსახურა, ემილიასაც უკვირდა, როგორ შეეძლო ასეთი ბენდიერი ღიმილით გაეღიმა ხალხისთვის, რომლებსაც არც კი იცნობდა. წინ ერთი მოხუცი ქალი გამოვიდა, რომელსაც უკვე მოესწრო ემილიას სილამაზის შეფასება, გაუღიმა და ჩაეხუტა. - როგორ იმგზავრე შვილო, რამდენიხანია გელოდებით? -მანქანა გაგვიფუჭდა და დროებით გაჩერება მოგვიწია.- ცქრიალა ხმით გამოეპასუხა ემა. - შემოდით სახლში, მოშიებულები იქნებით, ახლა უკვე ჩვენ მოგხედავთ, შეხედე ერთი როგორი გამხდარია, აქ ისე მოგივლით რომ ცივი ნიავიც არ მოგაკარებთ. - სოფლის დედაკაცებს კი უკვე შეფასებული ჰქონდათ მისი სილამაზე, თუმცა კი ყველა აღიარებდა რომ ძალიან ლამაზი იყო, მაინც გულში ჰქონდათ, რომ ქალაქელი ლამაზი გოგო კარგს არაფერს მოუტანდათ. თუმცა მათ ჯერ არ იცოდნენ რომ ემა ყველას არ გავდა რომ მის გულში, იმხელა ტკივილი იყო ვერვაინ შეძლებდა მის ამოვსებას. ვერავინ შეძლებდა მისი სილამაზის დაბრუნებას, იმას რასაც ისინი უყურებდნენ მხოლოდ ნახევარიღა იყო დარჩენილი. ნატკენი და დაცარიელებული ლამაზიი გოგო, რომელმა წლების შემდეგ პირველად ჩაისუნთქა ჰაერი და მიხვდა რომ ცოცხალი იყო. თავი 1. საოცრებაა როგორ მარტივად ცვლიან ადამიანებს, საოცარიაა როგორ მოქმედებს ბუნება ადამიანზე. ბუნება და წიგნები, ორი ერთნაირად მოქმედი სულის წამალი. უკვე ერთი კვირა გავიდა რაც ფილტვები ჰაერით ევსებოდა ემას, და უხაროდა , უხაროდა, რადგან გრძნობდა , კვლავ გრძნობდა, რომ ცოცხალი იყო. გრძნობდა და უცებ ისევ შეეშინდა რომ შეიძლებოდა კიდევ ვინმეს მოეკლა. შეეშინდა რომ ისევ წაართმევდნენ ამ სიცოცხლეს. თუმცა ამაზე ფიქრისთვის ახლა დრო არ ჰქონდა, გაკვეთილი ჰქონდა ასახსნელი ბავშვებისთვის,, რომლებიც თავლებში შესციცინებდნენ და მის თმებსს თვალს არ აშორებდნენ. მთელი სოფელი მის სილამაზეზე ლაპარაკობდა და ყველა მუდმივად ერთ კითხვას სვამდა: ასეთ გოგოს აქ რა უნდოდა? ყველა გუმანით გრძნობდა რომ რაღაც საშინელი შემთხვეოდა, რამაც გაქცევა აიძულა ყველასგან და ყველაფრისგან, თუმცა ისევე როგორც ემა, ესეც პატარა ამოცანად რჩებოდა, რადგან მიუხედავად ემას სითბოსა და ყურადღებისა, მუდმივად ახერხებდა ადამაინებთან დისტაცია დაეცვა. მწარე გამოცდილებით იცოდა, რომ ეს აუცილებელი იყო. თუმცა ხვდებოდა რომ ამ ხალხთან ეს მეტისმეტად აბსურდული იყო. აქ ყველამ ყველაფერი იცოდა. აქ ხალხს საიდუმლოები არ ჰქოდნათ. აქ ყველა ბენდიერი იყო და ყველამ იცოდა როგორ შეენარჩნებინათ ეს ბედნეირება. მხოლოდ ერთი ადამიანის ყურადღება ვერ მიიპყრო ემამ და ეს უცნაურადაც ეჩვენებოდა, რადგან იცოდა რომ ლამაზი იყო, ამით თავი დიდად არასდროს მოჰქონდა, თუცმა მართლა ვერ ხვდებოდა ეს უცნაური ადამიანი, რატომ არ უყურებდა ზედაც კი. როგორც კი სადმე წააწყდებოდა მაშინვე ზიზღიტი თავს აარიდებდა, სანადირო თოფს მხარზე გადაიგდებდა და გზას გააგრძელებდა. სასწაული იყო ხალხის თავისუფალი ცხოვრების სტილი. თითქოს არსად არ ეჩქარებოდათ, თითქოს აქ წლებიც კი არ გადიდოდაა, თიტქოს აქ მარიდისობა იყო და ხალხმა ეს იცოდა. ისინი არ ჩქარობდნენ, ცდილობდნენ ცხოვრება ისეთი შვენიერი მიეღოთ როგორიც ის მუდმივად წარმოდეგნიათ. ყოველ კვირას ეკლესიაში დადიდოდნენ და ღმერთს მადლობას სწირავდნენ რომ ჰქონდათ ყველაფერი, რომ სხვა არც სჭირდებოდათ. თუმცა ემა ვერ ხვდებდოა რა იყო ყველაფერი რაც მათ ჰქოდნათ. ის ფიქრობდა რომ მუდმივი კმაყოფილება კარგს არაფერს მოიტანდა. თუმცა ცდილობდა აქაური ხალხსი ტრადიციებსა და შეგნებაში ცხვირი არ ჩაეყო , ამიტომ მუდმივად ხან სკოლაში მიდიოდა ხანაც ბუნებაში სეირნობდა და დოსტოევსკის „ძმებ კარამაზოვებს“ უკვე მესამედ კითხულობდა. ისე გადიდოდა ხოლმე ფიქრსა და კითხავში დრო რომ ვერასდროს ახერხებდა ბოლომდე გაეაზრებინა დოესტოევსკის ღმერთი და ეშმაკი. ინგლისური ლიტერატურით ტვინარეულს ეშმაკი სასიამოვნო ტიპად ჰყავდა წარმოდგენილი და ამიტომაც ვერ ხვდებოდა რატომ უდნა შეშინებოდა მისი. პირიქით მას უფრო ღმერთის ეშინოდა, რადგან ბავშობიდან შემორჩენილს ღრმად სწამდა რომ ღმერთმა მისი გულის ნაწილში გადადმალული საიდუმლოც კი იცოდა, ამიტომ ეშინოდა და უსამართობადაც კი ეჩვენებოდა, პიქრობდა რომ არ ჰქონდ აუფლება ღმერთს ვინემს საიდმულო სცოდნოდა. ადამიანს მუდმივად ისეთი უაზრო ფიქრები მოსდის ხოლმე თავში, მუთუმეტეს მისნაირი შეშლილი სამყაროს პატრონს, რომლის შიგნითაც მუდმიავდ ქაოსი დაეხეტებოდა. ამიტომაც ეშინოდა ღერთის და მუდმივად ცდილობდა ფიქრები ეკონტროლებინა. ერთადერთი რის დროსაც მუდმივად თავისუფლდებოდა ბორკილებისგან, წერა იყო. წერდა გაუთავებლად, წერდა ყველაფერს და ყველასთვის. ადამიანებთან ლაპარაკს წერა ერჩია. წერდა ისე თითქოს აუცილებლად წაიკითახვდა ადრესატი, თუმცა კი ხშირ შემტხევვაში ისე წერდა ადრესატის ვინაობა თვითოანც არ იცოდა. და აი ასე გადიდოდა დღეები, თვეები და მალე ერთი წელიც შესრულდებოდა, რაც ამ ლამაზ მთებს შეაფარა თავი ტკივილის დასაამებლად. რომ ერთხელაც შუა გზაში გაუწვიმდა სეირნობის დროს. „ნორვეგიული ტყის“ კითხვამ ისე გაიტაცა რომ ძალიან შორს აღოჩნდა სახლიდან. ერთადერთი სახლი რაც ტყესთან ახლოს იყო ალექსანდრეს სახლი იყო. იმ კაცის რომელსაც დიდად გულზე არასდროს ეხატებოდა, და არც არასდროს გაუცნია. სოფლის მოსახლეობა აქებდა, ყველას ძალიან უყვარდა თუმცა დიდად შეხება არავის ჰქონია. მხოლოდ ყური ჰქონდა მოკრული ემას რომ ალექსანდრემაც მთებს მიაშურა ტკივილის დასაამებლად და ისიც ისევე იმალებდოა აქ . ხალხთან კონტაქტს ერიდებოდა და მუდმივად თავის უეჩეულო სამყაროში ცხოვრებით კმაყოფილი ხალხს თავის დაკვირთ ესალმებოდა . თუმცა ამდენი ფიქრის დრო არ ჰქოდნა, თავის თავს არ დაეძებდა სყავარელი წიგნი უსველდებოდა, ამიტომაც დაუფიქრებლად გაიქცა სახლისკენ , სადაც არც იცოდა მიიღებდნენ თუ არაა. კარზე მორიდებულად რამდენჯერმე დააკაკუნა . ნამძინარევმა ალექსანდრემ კარები გააღო და როდესაც სიზმრებისგან გამოერკვა და თვალებიც წესიერად გაახილა, სახე მოეღრიცა, ასე იდგებოდნენ კარგახანს ემას ზრდილობა რომ არ დაევიწყბინა და ძალით არ შევარდნოდა სახლში: -მოიცა , აქ რას აკეთებ, ასე შორს , ჩემს სახლში. -უბრალოდ მე სეირნობის დროს გამიწვიმდა , არ ვიცოდიიი რა გამეკეთებინა, ისე შეგიძლია უფრო ზრდილობიანი იყო -რა საჭიროა ზედმეტი ფორმალობა -სტუმრებს ასე არ ღებულობენ -დაუპატიჟებელ სტუმრებს ღებულობენ -არ მემსის ასე რატომ იქცევი. ჩვენ ხომ ერთმანეთს არც ვიცნობთ. მე ემილია ვარ, შეგიძლია ემა დამიძახო. - მე ჩვეულებრივად ვიქცევი, ეს შენ იქცევი უცნაურად, სახლში შემომივარდი და კდიევ ჩემგან ითხოვ ზრდილობას. -დამიჯერე სხვა გზა რომ მქონდეს არ შეგაწუხებდი. ზურგშექცეული იჯდა ემა და ვერ ხვდებოდა რით დაიმსახურა ასეთი ზიზღი, ადმაიანისგან რომელსაც პირველად ესაუბრებოდა. თუმცა ფიქრებში გართულს ოთახის დათვალიერებაც არ გამოპარვია, ძალიან მყუდრო ხის ქოხი, ქალის ხელს მოკლებული, თუმცა საკმაოდ მოვლილი და ლამაზი. ბუხარში ცეცხლი ენთო და ირგვლივ ისეთ სითბოს გრძნობდა რომ მალე დამშვიდდა, თითქოს იქ იყო სადაც უდნა ყოფილიყო. შინაგანად გრძნობდა რომ აქ, ამ პატარ ხის ქოხში ტკივილი არ იყო. და ამ უხეშ მაგრამ სიმპატიურ არსებას მისი ტკენა აზრდააც არ ჰქონდა. უცებ ალექსანდრესთან ერთი უცნაური შეხვედრა გაახსენდა, ეს ის დღე იყო სკოლიდან დაღლილი რომ ბრუნდებოდა ფეხით, მაშინ შორიდან დაინახა ცხენით მომავალი და მიხვდა რომ ის იქნებოდა, თვითონაც არ იცოდა, მაგრამ რაღაც ხდებოდა მის სხეულში როდესაც მის სიახლოვეს გრძნობდა, მაშინ რაღაცნაირი მუდარის თვალებით უყურებდა ალექსანდრე,თითქოს სთხოვდა რომ წასულიყოო და გაცლოდა იქაურობას. თიტქოს ემასთვის თავისუფლების ჩუქება სურდა ამით. ასეც მოხდა , ახლა ამ თბილ ოთახში ემა ბოლომდე თავისუფალი იყო და მას ააღარ ადარდებდა რას იტყოდა ღმერთი მისი დაუოკებელი ფიქრების გამო, უცებ კი მისი შეხება იგრძნო მკლავზე, ძალიან თბილი და ნაზი ხელის, და გაიფიქრა რომ უნდოდა მთელი ცხოვრება ამ ხელს ჩაჭიდებულს გაეტარებინა. როდესაც შემობრუნდა, ალექსანდრეს სახეზე აღარ იკითებოდა აღარც ბრაზი და აღარც სევდა. უბრალოდ სასიამოვნოდ იღიმოდა. - ბოდიში ჩემი უხეშობისთვის, არც ვიცი რა მემართება როცა ჩემს ახლოს ხარ, მუდმივად მიდნა რომ შენგან გავიქცე - ჩემი გეშინია? - არ ვიცი , ალბათ მეშინია.- ჩაიცინა მან და ემა მიხვდა რომ ვეღარასდროს შეძლებდა ამ სიცილის დავიწყებას. - მე პირიქით ვარ, რაც უფრო მეტად ცდილობ ჩემგან გაქცევას იმდენად ახლოს მიდნა შენთან. - ეს უაზრობაა, არც კი ვიცნობთ ერთამენთ - მე ვიცნობ ჩემს თავს. - ემა ზედმეტად მიუახლოვდა და ნაზად შეახო ხელი ლოყაზე, თუმცა ის გველნაკბენივით გახტა უკან. -გაჩერდი ამას ნუ აკეთებ. შეგიძლია დარჩე აქ სანამ წვიმა გადაღებს, მერე კი ცხენით წაგიყვან სახლში. - ხო მაგრამ წვიმის გადაღებამდე დროა , თან არამგონოა მალე გადაიღოს - უბრალდო იჯექი აქ კარგი? შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ - საუბარს რატომ გაურბიხარ ? იმიტომ რომ შენი თავი არ გასცე? - იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლებს საუბრობს ადამიანი ჩემთვის მით უფრო მიმზიდველია- მკაცრი სახით შეხედა ემას და მიხვდა რომ გული ატკინა მისმა უხეშობამ. - მაპატიე, - უკვე მეორედ მიხდი ბოდიშს, - და ალბატ კიდევევ ბევრჯერ მოგიხდი - არ მესმის შენი - არც მე მესმის საკუთარი თავის ემა, აქ იმიტომ ვარ რომ ხალხთან ურთიერთობა მომბეზრდა, რადგან ეს უაზრო დიალოგები არაფრის მომცემია დაცარიელი სიტყვებია, რადგან ადამიანებთან ლაპარაკს , წიგნებთან დროის გატარება მირჩევნია, ან ნადირობა, ან თუნდაც ნებისმიერი კლასიკის მოსმენა, მაგრამ აარა ადამიანის გესმის? სწორედ ამიტომ გავრბივარ შენგან , შენ მუდმივად ცდილობ ჩემტან ახლოს მოსვლას, მაშნაც კი როცა არ ვსაუბრობდით თავლებით მუდმივად მესაუბებოდი. და კიდევ იმიტომ რომ მუდმივად მინდდოა შეგხებოდი თმაზე, უბრალდო შეგხებოდი და შენი თმის სუნი მეგრძნო, შენი სუნი რომელიც კილომეტრების მანძილზეც კი იგრძნობოდა. მუდმივად ვგრძნობდი შენი თხელი კანის სურნელს, მუდმივად ვგღძნობდი როგორ იკავებდი სუნტქვას როდესაც გვერდით ჩაგივლიდი, თითქოს გეშინოდა არ გაგეცა საკუთარი ტავი. ვხედავდი როგორ გეშინოდა შენც, ვხედავდი როგორ იყავი დაცარიელებული ტკივილისგან და თავს გარიდებდი, რადგან მეც შენს მდგომარეობაშ ვიყავიდა ვერასდროს შევძლებდი შენს სევსევაბს, ორი სიცარიელე , კიდევ უფრო დიდი სიცარიელეს წარმოქმნის, შენ კდიევ შევსება გჭირდება - მზად ვარ სიცარიელისთვის, შესავსებად კი არავის დახმარება არ მჭირდება. თუ სიცარიელეში თავს მშვიდად ვიგრძნო დაე ვიყო ცაიელი, რომელსაც შენი ხელის სითბო შეავსებს - შენ არ ეგსმის ? ნუთუ არ გესმის? თუ შენი ბენდიერება სხვაზე იქნება დამოკიდებული შენ თავისუფალი ვერასდროს იქნები -გაღიზიანებული ლაპარაკობდა ალექსანდრე - როგორ არ გესმის, რომ ბედნიერება არ მჭრდება, რომ ბედნეირებისთვის არ ვარ აქ, რომ მივხვდი ბენდიერება წამებია, რომელიც მიდის და მოგონებად რჩება, მე სიმშივიდეს ვირჩევ, იმ სიმშვდიეს რომელსაც შენთან ვგრძნობ. და ეს ბენდნიერებაზე მეტია. - მე შენთან მშვიდად ვერ ვიქნები ემილია, მუდმივად შემეშინდება შენი დაკარგვის - მე არსად წავალ ალექსანდრე- მე შენ აგირჩიე , არა სიყვარულისთვის, არა ბენდიერებისთვის, არა სიხარულისთვის არამედ ცხოვრბეისთვის. - ემილია, შენ მე არ გჭირდები. - შენ ვერ გადაწყვეტ ვინ მჭირდება მე. მე უნდა გავაკეთო არჩევანი. მე შენთან მთელი ერთი წლის მანძილზე თვალებით ვლაპარაკობდი და მხოლოდ მას შემდეგ მიხვდვი რომ ჩემი იყავი რაც ამ სახლში ფეხი შემოვდგი . - ემა ზოგიერთ ადამიანს ძალიან გასაგებად ესმით შინაგანი ხმის, და ცხოვრობენ ისე, როგორც ის მათ კარნახობს. ასეთი ადამიანები ან ჭკუიდან იშლებიან ან ლეგენდები ხდებიან.. - და რას გეუბნება შინაგანი ხმა? - რომ ჩემგან შორს უნდა იყო , - მაშინ ჭკუიდან შეიშლები , ლეგენდა კი ვერასდროს გახდები - მე ღმერთს ვეძებ ემა. იმისთვის რომ გავიგო რატომ წამართვა ცოლი და შვილი, მე ის უდნა ვიპოვო რომ ვკითხო. მე პასუხები მჭირდება და აარა შენ. - იქნებ შენი პასუხები მე ვარ - შენ ჩემსავით ეძებ პასუხებს. - არა ალექსანდრე , მე დავმარცხდი , დავმარცხდი კითხების დასმაშიც კი, მას შემდეგ რაც მიხვდვი რომ ღმერთი ყველა კითხვაზე პასუხს არ მოგვცემს, ის ნელ ნელა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გვპასუხობს ამ შეკითხვებზე, თუ დაჯდები ოთხ კედელში გამომწყდეული და მუდმივად იმას შეეკითხები ღმერთს რატომ წაგართვა ცოლ- შვილი , პასუხს დამიჯერე არ მოგცემს. - ემილიას მთელი სხეული უთრთოდა, აი თურმე რას გამოქცევია ალეექსანდრე, თურმე რატომ შეუფარებია თავი ამ სივრცისთვის, სადაც მარტოობა იყო. - ალესანდრე, შენ ისინი ღმერთმა წაგარტვა , შენ იცოდი რომ მათ უყვარდი ალექსანდრე. იცოდი რომ მათ სიგიჯებდე უყვარდი. რომ ისინი შენთვის ცხოვრებას გაიღებდნენ, და გაიღეს კიდეც. მე კიდევ უბრალოდ მიმატოვა. აი ასე ადგა და მიმატოვა. მე ვერ შევეკითხები ღმერთს, რატომ ? იმიტომ რომ ღმერთს არ წაურთმევია ის, არც კი ვიცი ვინ წმაართვა. აი ასე უბრალოდ, სიყვარულის მორევიდან უცებ განათხოვარ ქალად ვიქეცი და ვერც ვერასვის მოვთხოვ პასუხს, საკუთარი თავის გარდა. რადგან ის რაც ხდება ხდება იმსითვის რომ ვიპოვოთ ჯერ არ დასმული კითხვის პასუხები. ადამიანები არ ვართ ზედმეტად ჭკვიანები ი და ხშირად არასწორ დროს ვსვამტამთ კითხავს, იქ სადაც პასუხი არ არის. უნდა გადაწყვიტოო , უნდა გააკეთო არჩევანი. თუ გინდა ღმერთი იპოვო უნდა ეძებო, მაგრამ არაა ამ ოთახში გამოკეტილმა, არამედ შენს თავში. გაიგე ალექსანდრე გაიგე რომ ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია. რომ მე შემიძლია ვიყო შენი ღმერთი. - ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია ? - კი და მე მინდა შენს გვედრით ჩვენი სამყარო შევქმნა. იქ სადაც ტკივილი არ იქნება, იქ სადაც შენი შეხება მთელი ცხოვრება იქნება ჩემთვის. იქ სადაც დრო არ იარსებბეს, და ვიქნებით სამოთხეში ადამი და ევა, ხალხისგან შორს, და არასდროს გავსინჯავს ბოროტების ნაყოფს და ჩვენ არასდრს დავკარგავთ სამოთხეს, ახლად ნაპოვნს. - ემა, მე შენ სიმშვიდე მაჩუქე. - მისი ხელები ნაზად ეფერობოდა ქალის გამჭვირვალე კანს , საიდანაც ემოციებისგან და ბენდიერებისგან დაბერილი ძარღვები ამოხეთვას ლამობდა. ძლიერი იყო სურვილი დამორჩილებისა , მაგრამ ალექსანდრე მას როგორც სხეულს ისე არ უყურებდა, იმდენად უყვარდა მისი სული რომ მხოლოდ სხეული კი არაა სულიც სჭირდებოდა. როდესაც ემილიამ ტუჩები სასაცილოდ გადმოაბრუნა, ალექსანდრემ თავი დაკარგა და მორიდებულად ჩასჩურჩულა . - შენ მე მაგიჟებ ემა. უნდა გაკოცო, ერთი წელია შენი ტუჩების სითბოს ვგრძნობ ჩემსაზე და ვერასდროს გავბედე შეგხებოდი, რადგან შენ არ იყავი უბრალო ქალი, რომელსაც დავიმორჩილებდი და მის სხეულს ვნებების დასაცლელად გამოვიყენებდი. შენი ტუჩები ვნებებს ვერ დამიცხრობს, ვერც შენი სხეული იზამს ამას, ამას მხოლოდ შნეი სული თუ მოახერხებს და ისიც მხოლოდ მაშინ როდესაც ამას შენ იტყვი. - და შემდეგ იყო სიჩუმე, და ამ მყუდროებას მხოლოდ გარეთ წვიმა და ოთახში ცეცხლის ტკაცუნი ახშობდა. ორივეს სხეული თავისუფალი იყო, როგორც მათი სულები. ისინი აღარიყვნენ ამ სამყაროსთვის. ისინი თავიანთი სამყაროსთვის იყვნენ , ღმერთი იქ იყო სადაც ისინი გრძნობდნენ მის აუცილებელ ყოფნას. მათი სხეული ისე თრთოდა და ეკროდა ერთმანეთს თითქოს, დასაბამიდანვე ასე იყვნენ შექმნილი. ისინი იყვნენ ამ სამყაროდან მოსულები სულ სხვა სამყაროსთვის. გარეთ კი იყო ტკივილი, მწუხარება, ბოროტება , შური, მარტოობა, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერარ ბედავდა ამ პაატარა ქოხის კარების შეღებას რადგან იქ იყო ღმერთი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.