შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 6


18-12-2016, 23:23
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 086

Why aren't you here? i want you, because you are my home. you were my home, you are my home and you will be my home. please, come back and kiss me hard.

სარკესთან იდგა და საკუთარ გამოსახულებას უყურებდა. ვარდისფერი კაბა ეცვა, საშინლად იდეალური და ასევე საშინლად იდეალური პუანტები. თმები მაღლა აიწია, მაკიაჟი გაუკეთეს და ვერ ცნობდა საკუთარ გამოსახულებას.
_ შეძლებ, ხომ იცი? _ ხმა აუკანკალდა. იმდენად აიგნორებდა ფეხის ტკივილს, უკვე ასმაგად გრძნობდა. უმეორებდა საკუთარ თავს, რომ შეძლებდა და შეძლებდა და შეძლებდა. რომ ახლა ბერლინში იყო და შეცდომების დაშვება ყველაფრის დასასრულს ნიშნავდა.
_ ნინაკა, გამოდიხარ _ ეძახიან. უკანასკნელად უყურებს სარკეში საკუთარ თავს, თმებს, რომელსაც გასწორება არ სჭირდება, ნერვიულად ისწორებს და სცენაზე გასვლის წინ ძალიან ღრმად სუნთქავს.

შეუძლებელია გადმოსცე შეგრძნებები სიტყვებით. ცერებზე დადგება, მაღლა იწევა და ტრიალებს. ისევ და ისევ. მიწაზე ფეხს არ ადგამს, ჰაერში ფარფატებს და უწონადობის გრძნობა ყელში აწვება. ვერც კი გრძნობს იმ ტკივილს, რომელიც არ ტოვებს და ცეკვის დროს მთელი არსებით ისრუტავს სცენას. ცერებზე აწევა და ტრიალი. არ მობეზრდება არასდროს ის აპკოდისმენტებიც, ის მქუხარე ხალხიც, რომელსაც კარგად არც კი ესმით რა ნახეს ახლა. რომლებიც ვერც კი ხვდებიან, ამ წამს რას უყურეს და მხოლოდ გარედან უყურებენ ამას. ამბობენ რომ ლამაზია ცეკვა და წარმოდგენა არ აქვთ, რომ ახლა, სცენაზე იცეკვა გოგომ, რომლის ცეკვაც უფრო თავგანწირვა იყო.

ოთახში რომ შევიდა, კარებიც ვეღარ მოხურა, ისე ჩაიკეცა ძირს. ვერ დადიოდა, აუტანელი, მტანჯველი ტკივილი ღრღნიდა და თანდათან თვალებიც ცრემლებით ევსებოდა. ფეხს ხელი მოკიდა და კივილი დაიწყო, ისე აეწვა. მალე უკვე ტიროდა და დახმარებასაც ვერ ითხოვდა. არ უნდოდა ასე დაენახათ. წესიერად ვერც იმას იაზრებდა, იქვე, სცენაზე როგორ არ წაიქცა და საერთოდ როგორ იცეკვა შეცდომის გარეშე.
ისე უნდა ახლა ლუკას ნახვა... სჭირდება, ძალიან სჭირდება მისი გვერდით დგომა და ლამის იღრიალოს. ტელეფონიც კი მაგიდაზეა და უბრალოდ არ შეუძლია რომ ვინმესთან დარეკოს.
_ ძალიან მაგარი გოგო ხარ, როცა ცეკვავ _ ზუკას ხმა ესმის. ოდნავ ჩახლეწილი ხმა და იქვე სიგარეტის სუნიც უწვავს ცხვირს.
_ ნინაკა, რა გჭირს? _ მაშინვე მასთან იმუხლება. გოგონა ვერ ხვდება, საიდან გაჩნდა აქ, ან ახლა რა ხდება, წესიერად ვერც კი ათვალიერებს და მაშინვე სახეზე იფარებს ხელებს. ძალიან რცხვენია, რომ ტირის და ვერ ჩერდება.
_ მისმინე, გტკივა რამე? _ უკვე მზრუნველი გაუხდა ხმის ტემბრი.
_ ფეხი მტკივა _ კნავის. ზუკა ძალით აღებინებს ხელებს სახიდან და მერე ხელში იტაცებს.
_ აღარ იტირო ახლა, ორ წუთში არ გეტკინება _ ისეთ დაპირებას ჰგავს, პატარა ბავშვებს რომ ამშვიდებენ. სიცილის თავიც არ აქვს.
_ ზუკა ტელეფონი დევს და წამოიღე _ უთქმელად იგდებს ჯიბეში ნინაკას ტელეფონს და გოგონა უკანა გასასვლელიდან შეუმჩნევლად გაყავს.

საავადმყოფოში არიან. ნინაკა ახლა აღარ ტირის, ზუკა მასთან ახლოს ზის და დაძაბული ელოდება ექიმს.
_ აი, დავეცი, ხომ ხედავ _ ეღიმება ნინაკას.
_ რას გულისხმობ.
_ იცი, რასაც. უბრალოდ იმას ვერ ვეგუები, რომ ჩემი ბრალია.
_ დამშვიდდი
_ მშვიდად ვარ _ ახლაც ეღიმება და კარებს უყურებს _ აი ნახე, ახლა შემოვა ექიმი და მეტყვის, რომ...
_ გეყოფა ნინაკა _ ხმას უწევს ზუკა _ რა უბედურებაა ეს თვითგვრემა, სულელი გოგო ხარ?
_ კი, ვარ
_ და საიდან მოიტანე?
_ რით დავიწყო? იმით, რომ წინ არ ვიყურები და გზაზე წავიქეცი? თუ იმით რომ ექიმის მითითებები არ გავითვალისწინე და ვარჯიშების გაკეთება დამავიწყდა? თუ იმით, რომ მეორედაც არ გავითვალისწინე და მაინც ის გავაკეთე რაც მე მინდოდა და არა ის, რაც საჭირო იყო? _ ყვირის გოგონაც და ხმაში სასოწარკვეთა ეპარება
_ ეგ ცვლის რამეს?
_ იცი ხანდახან ბევრი რამე ცვლის ბევრ რამეს
_ და შენ გჯერა იმის, რომ ყველაფერი იმის ბრალია, ქვას რომ ფეხი წამოკარი?
_ სადღაც ალბათ შენიც _ გაიცინა
_ ასე ყველაფერზე შეიძლება დაფიქრება და ყველა ადამიანის დადანაშაულებაც _ ეცინება ზუკასაც
_ წადი შენ, მადლობა დიდი...
_ ახლა დაგტოვო, ხომ?
_ მე კარგად ვარ _ საკუთარი სიტვების აფსურდულობამ წაუჭირა ყელში _ უბრალოდ ტელეფონი მომეცი ჩემი...
წინა დღეს ჩაწერილ ლუკას ნომერზე გადარეკა. ისედაც ათასი გამოტოვებული ზარი დახვდა, ზოგიც ლუკასგან, ზოგიც მარგოსგან. ლუკამ მაშიმვე უპასუხა.
_ გასახდელში რომ შემოგაკითხე აღარ დამხვდი _ მაშინვე გაიგო მისი ასე საყვარელი ხმა.
_ საავადმყოფოში ვარ
_ ღადაობ
_ მოდი რა, გთხოვ...
_ მისმინე, რომელში?
_ ყველაზე ახლოს რომელიცაა, იქ ვარ. პირველივე შესახვევში ოპერის დარბაზიდან
_ მივხვდი, მოვდივარ. აი მანქანაში ვარ ახლა, უბრალოდ დამელოდე
_ ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ გავიქცევი _ მწარედ ეცინება. მოიცა, საკუთარ თავს დასცინის?
ზუკას უყურებს, რომელიც სიგარეტს ეწევა და საკუთარი თავი სძულს.
_ მას დაურეკე?
_ ვის მას, ზუკა?
_ აი იმ ტიპს, სულ რომ მანქნით დაყავხარ და სულ რომ შენთან ერთადაა
_ შენ რა იცი?
_ მე დამიჯერე, უამრავი რაღაც ვიცი _ მისკენ ბრუნდება და სიგარეტს აქრობს
_ ხოდა ძალიან კარგი
_ იცნობ მაინც მაგ ტიპს?
_ იმაზე კარგად მაინც, ვიდრე შენ..
_ გინდა საერთოდ წავალ. სულ წავალ, ვერც ვხვდები რატომ ვარ აქ
_ ზუკა, რეებზე მელაპარაკები? ცხოვრება დამენგრა, ხვდები მაინც? _ ტირილს იწყებს ისევ, იმიტომ რომ ერთად მოაწვა ყველაფერი და თავს საზიზღრად გრძნობს.
_ ეგ არ გამართლებს _ კარებს რომ იხურავს, ნინაკა უკვე ბღავის. თავდახრილი საკუთარ დანგრეულ კარიერასაც გლოვობს. უამრავი ისეთი ბალერინაა, ვისაც ტრავმის გამო საერთოდ ყველაფერზე უთქვამს უარი. ვერ გააგრძელებს იმიტომ, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს და არ არის ეგ მარტივი. მარტივი არ არის, ძლივს ნასწავლი ტექნიკა ახალად შეისწავლო. იმიტომ კი არა, რომ დაგავიწყდა, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ შენს წინ სამასი საფეხურია. შენ ძალიან დიდი წვალებით ადიხარ სამასივეს და უცებ ვარდები. ყველაფერი გტკივა და იძულებული ხარ, ახალად ახვიდე კიბეზე. პირველი საფეხურიდან იწყებ, სხვაგვარად პირდაპირ სამასს ვერ ახლავ.

_ არაუშავს ნინაკა, აქ ვარ, მშვიდად _ ლუკაზე მიხუტებული იყო. ლუკა თმებზე ეფერებოდა და განუწყვეტლივ ეჩურჩულებოდა, რომ კარგად იქნებოდა ყველაფერი
_ როგორ დავუშვი? ოდნავ მაინც რომ დავფიქრებულიყავი... _ სლუკუნებს და სახეს მალავს
_ შენი ბრალი არ არის დამიჯერე. ასეთი ჩავარდნები აქვთ ამ სფეროში
_ და მე არ მინდოდა მქონოდა! გესმის? უფლებაც კი არ მქონდა
_ ეგოისტურად მოიქეცი
_ ზუსტადაც. ერთ პარტიაზე ვერ ვთქვი უარი და სამაგიეროდ მომავალი გავიფუჭე
_ ნუ ფიქრობ რა მაგაზე _ თავზე აკოცა და ნიკაპი ჩამოადო _ შენ ხომ ძლიერი ხარ. აქაჩავ ეგრევე
_ ოცნებას ვერ ავისრულებთ _ ეღიმება
_ გინდა დაგპირდე, რომ აუცილებლად ავისრულებთ?
_ ტყუილებს ვერ ვიტან
_ არც გატყუებ, ნინაკა. ოდესმე მომიტყუებია?
_ არა
_ ხოდა, აუცილებლად იცეკვებ შენ შავ გედს და მე აუცილებლად გიყურებ
_ მჯერა შენი _ დაიჩურჩულა და თვალები დახუჭა.
_ იცი, სცენაზე პეპელას ჰგავდი. ძალიან ჰგავდი და პირველი, რაც მაშინ ვინატრე ის იყო, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა არ გქონოდათ ერთნაირი.

______

რაც არის ეს არის. ახლა ყველაზე მაგარი ამბები იწყება და იცოდეთ, ტყუილად არცერთ პერსონაჟს არ შემოგასაღებთ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან მომწონსსსს, ერთი სული მაქ შემდეგს როდის დადებ!!!!

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ისევ მაოცებ
სულ მაოცებ
ყოველთვის
როგორ ახერხებ უბრალოდ ამდენი ადამიანის მოწამვლას შენი მიმზიდველი შხამით?
შხამით რომელიც მე ძალიან მიყვარს
მდაა
საინტერრსოა რახდებაა

 


№3 სტუმარი Gordano Bruno

ჰმ ინტრიგა საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent