შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 6


17-12-2016, 11:28
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 190

Dance first. Think later. It's the natural order.

უზარმაზარ ოთახში ყველგან სარკეები იდგა. მაღლა რომ აგეხედა, იქაც საკუთარ გამოსახულებას დაინახავდი. სარკეები და ბოძები, რომელსაც ბალერინების თითები ეჭიდებოდნენ და წონასწორობას იცავდნენ.
ნინაკა იდგა და მარჯვენა ხელი ფეხის თითთან ჰქონდა, ფეხი კი სიმაღლეზე გაშლილი. თავს ისე ზოგავდა, როგორც შეეძლო. ფეხში რაღაც მსუბუქ ჩხვლეტას გრძნობდა, თუმცა ცდილობდა დაეიგნორებინა. ახლა მთელი ყურადღება ვარჯიშზე უნდა გადაეტანა და იმ პარტიაზე, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა. ჩავარდნას არ და ვერ დაუშვებდა. არ ჰქონდა უფლება უბრალოდ...
_ უფრო მოინდომეთ, უფრო _ ისმის მამაკაცის მაღალი, ბრძანებითი ხმა. მთელი ვარჯიშია ამას ყვირის, თუმცა თავადაც არ იცის, რატომ.
აღარ შეეძლო. ერთი საათია არც კი მჯდარა. ფეხი ჩამოუშვა და იატაკს რომ შეეხო, შვება იგრძნო. კარებისკენ წავიდა, მერე თავისი ოთახიც შეაღო და გაეცინა. სავარძელში, საგრიმიოროსთან ლუკა იჯდა და თავისთვის უცნობ კოსმეტიკას ატრიალებდა ხელში.
_ დაღლილი სახე გაქვს
_ მკვდარი ვარ თითქმის, გავიწურე რა _ ჩანთიდან წყალი ამოიღო და მოიყუდა.
_ დღესაც და მორჩა ნინაკა, ხვალ შედეგს უჩვენებ
_ აუცილებლად. დამპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნება _ არც თვითონ იცოდა, რატომ ითხოვდა ამდენს ბიჭისგან და ლუკამ საერთოდ არ იცოდა. ვერც კი ხვდებოდა ნინაკას ნერვიულობის მიზეზს, რადგან კარის ღრიჭოდან უყურებდა როგორ გადიოდა რეპეტიციებს და როგორ ახლოს იყო იდეალურობასთან.
_ ძაან სასაცილოა ისე _ გაეღიმა ლუკას _ წარმოდგენა არ მქონდა ბალეტზე. იმასაც კი ვფიქრობრი, რა მასწონთ ან რა ღლით, დროის კარგვაა თქო...
_ თავს გაგიტეხავ _ გაიცინა და ჩამოჯდა.
_ დამასრულებინებ? _ წარბი აუწია ბიჭმა _ და რაც შენთან ერთად დავდივარ რეპეტიციებზე, თითქოს გიყურებ და არ გიცნობ.
_ შენ ისედაც არ მიცნობ ლუკა
_ რა იცი?
_ შეუძლებელია სამ დღეში ადამიანი გაიცნო
_ ჩემთვის არ არსებობს შეუძლებელი
_ იდიოტი ხარ? _ იცინის ისევ _ გეუბნები, ოდნავადაც არ მიცნობ მეთქი
_ აი ნახავ, თუ არ გიცნობ _ არ უთმობს ლუკა. მუქი ფერის ტუჩის კონტურს თავს ხსნის და უცნაურად უყურებს.
_ გინდა წაგისვა? _ მაშინვე წარმოიდგენს კონტურიან ლუკას და გადაბჟირებამდე იცინის.
_ მოდი დაჯექი _ პუფს აჩოჩებს მის წინ და ძალით სვამს ნინაკას _ როგორ ამბობენ? თვალები დახუჭე და ტუჩები გამოწიე.
ნინაკა ძალიან ცდილობს, სიცილი შეიკავოს. ბიჭი ფანქარს ტუჩზე უთხაპნის, ჯერ ზედა, მერე ქვედა ტუჩზე და ნინაკას ძაკით ახედებს სარკეში.
_ ხომ ლამაზი ხარ? _ ერთად იწყებენ სიცილს და ძლივს ჩერდებიან, სული რომ მოითქვან.
_________

თორმეტია საათი. ბერლინს მაინც არ ძინავს. ეს ქალაქი არასდროს იღლება, თუმცა აქ მაინც არ არის ისეთი სიტუაცია, როგორიც ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში ან თუნდაც ლონდონში. ნინაკა პარიზზე ოცნებობს. ისე არა, როგორც ყველა გოგო და ყველა ქალი. ამბობს, თუ გედის პარტიას შევასრულებ, მხოლოდ პარიზშიო. იქ სხვანაირ "მუღამს უჭერს".
ტელეფონს იღებს და ლუკას ურეკავს.
_ დავასრულე და თუ გცალია, გამომიარე რა _ ძალიან დაღლილი ხმა ჰქონდა. არ ეცალა ლუკას, მაგრამ არ შეუმჩნევია.
_ დამელოდე, გარეთ სიცივეა და არ გამოხვიდე, გაცივდები _ ნინაკას თანხმობის შემდეგ ტელეფონს უთიშავს და მოდის. იმ დღეს გამოფიტული იყო ნინაკა, ფეხიც აუტანლად ტკიოდა. ისე ტკიოდა, რომ კივილი უნდოდა და ეგონა, გამუდმებით რაღაცას უჩხვლიტავდნენ. იქვე ჩამოჯდა, სიარულის არც ძალა ჰქონდა, არც სურვილი. ელოდებოდა და თვითონაც არ იცოდა, ლუკას რატომ დაურეკა. ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი მანქნიანი ნაცნობი ყავს ამ ქალაქში. სიცილის თავი რომ ჰქონოდა, გაეცინებოდა.
_ ფერი რატომ არ გადევს? _ ესმის მისი ხმა. სუსტად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა, მაგრამ შებარბაცდა.
_ დაიღალე _ თვითონვე პასუხობს თავის შეკითხვას და მხარზე ხელს ხვევს. მანქანამდე მიყავს, თვითონვე ეხმარება დაჯდომაშიც და ღვედსაც ლუკა უკეთებს. მერე საჭესთან ჯდება და უკვე ნაცნობი მისამართისკენ მიყავს მანქანა.
_ ბოდიში რომ მოგაცდინე _ ხმას იღებს ნინაკა.
_ დარტყმული ხარ
_ რატომ?
_ აბა რა ბოდიში გოგო? _ უკვირს. ნინაკას გულწრფელად ეცინება მის დაძახებულ "გოგო"-ზე. ასეთი ინტონაციით მხოლოდ ლუკას შეუძლია.
ხმა აღარ ამოუღიათ. ისეთი დაღლილი იყო ნინაკა, უბრალოდ ვერ ახერხებდა საუბარს და ლუკას სურვილი არ ჰქონდა, უარესად გადაეღალა.
_ მადლობა, არ დაგივიწყებ _ სიცილით მოიშორა ღვედი და კარების გასაღებად გაიწია.
_ რეებს ბაზრობ? რა ლაპარაკია ნინაკა, დავიმსახურე? _ წყინს ლუკას, თუმცა გოგონა ვერ აცნობიერებს.
_ მაპატიე, მართლა ძალიან დაღლილი ვარ _ ბუტბუტებს და თავის თავზე ეშლება ნერვები.
_ კაი არაუშავს. გნახავ ხვალ.
_ ხვალ არაფრისთვის არ მეცლება
_ დილას შვიდზე მიდიხარ ხომ აქედან?
_ ლუკა, არ გინდა რა, ჩემს გამო გაიღვიძო?
_ ანუ შვიდზე _ იცინის _ კაი რა ნინაკა, ზედ მიფრინავ და როგორმე თავს დაგამახსოვრებ
_ მაინც დამამახსოვრდები _ ხმა უტყდება, თვითონაც არ იცის რატომ და მანქნიდან გადადის.

მეორე დილა თითქმის არ ცოცხლობდა ნინაკა. მარგო ეხვეწა, სკაიპში დაურეკე შენებსო, მაგრამ ნინაკა ვერც კი უსმენდა. არ უძინია, არადა ყველაზე მეტად ახლა ძილი სჭირდებოდა. ხუთზე წამოდგა და მზადება დაიწყო. ოთახში ფეხის ტერფი გაავარჯიშა, რა არ გააკეთა, ტკივილი რომ გამქრალიყო. ახლა ექიმს ვერ დაურეკავდა, აზრი არ ჰქონდა უბრალოდ. საქართველოს და გერმანიის დროები დიდად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. იცოდა, რომ კაცი არც კი უპასუხებდა, თუმცა სასოწარკვეთამ თავისი ქნა და ვაიბერზე დაუწყო რეკვა. აუფეთქა ტელეფონი მანამ, სანამ მისი ნამძინარევი ხმა არ გაიგო.
_ გისმენთ, ვის ველაპარაკები?
_ ნინაკა ვარ...
_ არ დამიხედავს ტელეფონისთვის. ნინაკა რამ შეგაწუხა? _ უკვე საქმიანი, მზრუნველი ხმით განაგრძო.
_ მტკივა, ახლა დილის ხუთი საათია. ნუ, ღამის ჯანდაბას და რვაზე ჩემი პარტია უნდა შევასრულო. კოჭში მწიწკნის რაღაც, საშინლად
_ ხელით მასაჟები რომ გაიკეთო, სცადე. დამშვიდდი. ეცადე რომ ფეხი არ გადაღალო..
_ გადავღალე უკვე _ ყვირილისგან თავი ძლივს შეიკავა _ მისმინე, რა გავაკეთო ის მითხარი, რომ ტკივილი განელდეს.
_ ნინაკა, თუ რვაზეც იგივე ტკივილი შეგაწუხებს, სცენაზე არ გახვიდე _ ბომბივით იყო მისი სიტყვები. ნინაკამ სიმწრით გააქნია თავი.
_ არა, არ მესმის, არ შემიძლია. აუცილებლად უნდა გავიდე!
_ ვიცი რა შეიძლება მოყვეს შენს თავგანწირვას! დამიჯერე, არ უნდა.. _ აღარ დაელოდა. ტელეფონი გათიშა, საწოლზე მოისროლა და პირზე ხელი აიფარა ქვითინის ჩასახჩობად.
"ისე არ მტკივა, რომ ვერ შევძლო..."_ ძალიან ბევრჯერ გაუმეორა საკუთარ თავს. წამოდგა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ისე შევიდა სააბაზანოში. წყალი გადაივლო, მერე ტანზე ჩაიცვა და სუნამო მიიპკურა. აპათიაში გადასდიოდა. სკაიპში ელენე ურეკავდა, თუმცა ნინაკამ იცოდა და ვერ შეძლო ეპასუხა. დარწმუნებული იყო, ელენე აუცილებლად გადააფიქრინებდა გამოსვლას, რადგან ამ დილას დაურეკა ანუ ექიმმა უკვე ამცნო.
კარადადიდან მარგოს ნაჩუქარი პუანტები გამოიღო და პატარა ჩანთა მოიკიდა ზურგზე.

დაბლა რომ ჩავიდა, ლუკას მანქნის დანახვაზე გაეღიმა. პირველად ალბათ და მთელი დღის განმავლობაში უკანასკნელადაც.
_ არც გძინებია? _ გადმოხედა და მანქანა დაძრა.
_ არაუშავს... როგორ ხარ?
_ კიდევ გტკივა?
_ არა ლუკა, არა _ თითქმის უყვირა და მაშინვე ინანა.
_ ხმადაბლა ნათქვამსაც გავიგებდი, ყრუ არ ვარ _ სიმშვიდეს აუტანლად ინარჩუნებდა.
_ მე, მაპატიე, ძალიან ცუდად ვარ, მაპატიე რა _ მიხვდა, რომ უყვირა ბიჭს, რომელიც შვიდ საათზე მოვიდა მის სახლთან. რომელიც მთელი დღეებია მანქნით ემსახურება, მის გამო საქმეებზე უარს ამბობს და ნინაკა საოცრად უმადურის როლში გამოვიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au momwons. Mainteresebs ra moxdeba. Luka dzaan sayvareliaaa. Momwons txrobis stili. Velodebi shemdegs

 


№2  offline წევრი yviteli minioni

ძალიან მაგარია ^^ უბრალოდ ერთს ვერ ვხვდები თავიდან რა მიზნით გამოაჩინე ზუკა ?

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

რა საყვარელია ლუკა
ნინაკაც
მომწონს ყველაფერი მე
გააგრძელე აუცილებლად ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent