სიმპათიური სტუმარი
ესეც მეოთხე. ველოდები შეფასებებს <3 შვიდ საათზე გავდიოდით. ანაკლიისკენ წასვლა გადავწყვიტეთ ამიტომ არ ვჩქარობდით. ექვსე გავიღვიძე. ნახევარ საათში გავებზადე და შვიდს თხუთმეტი აკლდა მარისთან რომ ჩავედი. ანის და ლუკას გარდა ყველა აქ იყო. – დილა მშვიდობისა – რა დილა მშვიდობისა, შუა ღამე მშვიდობისა უფროა – მითხრა ნამძინარევი ხმით მარიამ. – აბა, ვინ ხართ თანახმა ეს გოგო გამოვაფხიზლო? – თქვა რეზიმ და ცივი წყლით სავსე ჭიქა აიღო. – არ გაბედო – წივილი მორთო მარიამ რეზი რომ გაეკიდა ჭიქით. – კაი გაჩერდით, შვიდი შესრულდა, მოვეწყოთ და გავუაროთ ანას და ლუკას. (გიორგი) – რა სერიოზული მყავხარ მოკლედ რა– ლოყაზე აკოცა მარიამ გიორგის. ვგიჟდებოდი ამ ორზე. ორი სხვადახვა თაობა იყო, მაგრამ მაინც საუკეთესო მეგობრები. – გადანაწილება რომ შევცვალოთ არა? ამათ რა აიტანს მთელი ორი საათი?– თქვა და ჩემზე და მარიაზე მიუთითა გაბრომ. – აუ, ძაან არ შემიწუხდე რაა (მარია) გაბრომ მხოლოდ გაგვიღიმა. საოცარი ღიმილი ჰქონდა. რომ იღიმოდა ლოყა ეჩხვლიტებოდა. წარმოვიდგინე როგორ ვკოცნიდი ჩაჩხვლეტილ ადგილს და სიამოვნებისგან გამბურძგლა. „ რაზე ფიქრობ სესილი! 24 საათის წინ ამ ბიჭს იდიოტს და ყეყეჩს უწოდებდი და ახლა რა შეიცვალა? არც არაფერი! „ ლუკას და ანის გავუარეთ და გზას გავუდექით. მანქანებში განლაგება ისე იყო როგორც წინა საღამოს შევთანხმდით. საჭესთან რეზი იჯდა, მის გვერდით გაბრო, უკან კი მე და მარია. მე და მარიამ თავიდან წამოვუძინეთ, მაგრამ ხმამაღლა აწეულმა „ Душа бандита „– მ ორივე გაგვაღვიძა. – აუ რა არის ეს, რა დამპლები ხართ, ძილი მაინც გვაცადეთ. – გაიღვიძეთ მძინარე მზეთუნახავებო! (გაბრო) დღეს ამ ბიჭს რატო ვერ ვცნობ?! – რეზი შენ ძმაკაცს უთხარი მოკეტოს და ტვინს ნუ ბურღავს. გაბრომ მხოლოდ ჩაიცინა. – აუ ვიმღეროოოთ. (მარია) – რომელი მომღერალი მე მნახე გაფიცებ. – კაი რა გამხიარულდი სეს. (რეზი) – უფრო აუწიეთ მუსიკაას. რეზისაც ამის მეტი რა უნდოდა, ბოლო ხმაზე აუწია სიმღერას. მე და მარიაც ავყევით ტექსტს, რეზიც შემოგვიერთდა. გაბრო მხოლოდ იცინოდა ჩვენს „ყროყინზე“. Мои дороги везде. Я парень сам по себе. Не стар и не молодой, и следую за судьбой. Наверно такая карма. Прости меня, милая мама - Прости, прости! ... ყველა მანქანიდან ჩვენ გვიყურებდნენ. ფეხებზე გვეკიდა ყველა, ჩვენ ჩვენსას ვუბერავდით. არ გავჩერებულად სანამ სიმღერა არ დასრულა. დასრულებისთანავე ყველას ისტერიკული სიცილი აგვიტყდა. ბოლოს ისევ გაბრო დამშვიდდა. – კაი ბიჭო გზას უყურე. (გაბრო) – ე, ბიჭო როდიდან გეშინია სიჩქარის? (რეზი) გაბროს მხოლოდ გაეცინა. უკნიდანაც რა ლამაზად ჩანდა მისი სიცილი! „ გიჟი ხარ სესილი. გიჟი! „ რეზის ტელეფონი განათდა, ლევანი რეკავდა. გაბრომ სპიკერზე დააყენა. – გაუფრინეთ ? – ლევანის სიცილნარევი ხმა და ანის კისკისი მოგვესმა. – ჩვენ კარგად ვართ აქ, და თქვენ რას შვრებით? ჟღურტულებთ გვრიტები? – მესმის (ანი) – ოჰ, კაი ერთი, არ ვიცოდი. ყველას სიცილი აგვიტყდა. – არა აშკარად არ იყო კაი იდეა თქვენი ერთად წამოსვლა, ოთხი გიჯი შეხვდა ერთმანეთს. (ლუკა) – შენი იდეა იყო ლუკიტოო... (მარია) – ჯერ ერთიდა სამი გიჟი ვართ, ერთი უჟმურიც აქაა. – ვთქვი და გაბროსკენ გადავატრიალე თვალები. – ჩავალთ ჩვენ ამ მანქანიდან – მითხრა სიცილნარევი ხმით და სჩვენებელი თითი ამიფრიალა. არა აშკარად სხვა გაბროა ეს! – არ დაიმხოთ ქუჩები და ჭკვიანად (გიორგი) ეს თხვა გიორგიმ და მაშინვე გააქროლა რეზიმ და წინ გადაუსწრო. – რა ვთქვი ბიჭო მე! შეანელე სვლა თორე მოგაბრუნებთ უკან! (გიორგი) – კაი ჰო! აჰა. – თქვა და სვლა შეანელა. გიორგის მანქანამ ისევ გადაგვისწრო. მალე ჩავედით ანაკლიაში. ჯერ ზღვაზე გასასვლელად ადრე იყო, ამიტომ კაფეში შევედით. შოკოლადის ნამცხვარი და ცივი ყავა შევუკვეთეთ და დავსხედით. ერთი საათი კაფეში ვიყურყუტეთ, მერე კი ზღვაზე გასვლა დავაპირეთ. გოგოებმა ტანსაცმელი საპირფარეშოსი შევიტანეთ და გამოვიცვალეთ. შავი კუპალნიკები ჩავიცვი და თხელი, ყავისფერი მოსასხამი გადავიცვი. – ო, რა გოგოები მოდიაან – წამოიძახა რეზიმ და მხარზე ხელი გადამიდო. ზღვისკენ გავწიეთ. გავირუჯეთ, ვიცურავეთ, წყალბურთიც ვითამაშეთ. ისე ვიცინოდით და ვმხიარულობდით რომ მთელი სანაპირო ჩვენ შემოგვყურებდა. – აუ რეზ. მანქანის გასაღები მომე, რა. ტელე დამეცალა და დავტენი, თან დავიღალე და ცოტას დავისვენებ. – დაიჭი! გასაღები დავიჭირე და მანქანისკენ წავედი. ტელე შევაერთე და და თვალები დავხუჭე. მანქანის კარები დაკეტილი მქონდა. მინაზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა, გავიხედე და გაბრო დამნათოდა ზემოდან.ბუზღუნით გავსწორდი და კარები გავუღე. – ყოველთვის შენ როგორ უნდა მაღვიძებდე – ვუთხარი და ისევ დასაძინებლად მოვემზადე. – კაი რა გასწორდი, ვილაპარაკოთ. – აუ, რა ვილაპარაკოთ, დამაძინე რა. – მიდი, მიდი, აღიმართე. გავსწორდი და უკმაყოფილოდ შევხედე. მივხვდი რომ ცოტა ხანიც ისევ ვერ მოვშორდებოდი მის თვალებს ამიტომ სწრაფად მოვაშორე მზერა და ზღვას გავხედე. დავინახე როგორ დარბოდნენ ანი და ლევანი, გამეღიმა. – საყვარელი წყვილია– საუბარი წამოიწყო გაბრომ. – კი , ძალიან– გაღიმებულმა ვუპასუხე, ისე რომ მათთვის თვალი არ მომიშორებია. – გინდა გავისეირნოთ? – მანქანით? – ხო – რეზი არ გვიწყენს? – არა დავურეკავ და ვეტყვი. ტელე აიღო და რეზის დაურეკა. – ბიჭო მე და სესილი მანქანით გავისეირნებთ. – მისი მხრიდან ჩემი სახელი კიდევ ერთხელ მესიამოვნა. – ... – ხო „ჩვენი ადგილი“ მინდა ვანახო. – ... – კაი წავედით ჩვენ. ტელე გათიშა და უკანა სავარძელზე მიაგდო. – „ჩვენი ადგილი“ ?– ინტერესით სავსე თვალები მივაპყრე გაბროს. – ხო, ეს ადგილი მხოლოდ მე, რეზიმ და ლევანმა ვიცით. ნუ, შეიძლება კიდევ იციან მაგრამ ჩვენ ასეთს არავის არ ვიცნობთ. არავისთვის არ გვიჩვენებია ეს ადგილი. შენ პირველი ხარ. – საინტერესოა. – წავიდეთ? – წავიდეთ. როგორც კი ვთქვი მანქანა ადგილს მოსწყვიტა და სწრაფად გააქროლა თითქმის ცარიელ ტრასაზე. – იმედია სიჩქარის არ გეშინია? – არა პირიქით, მსიამოვნებს ადრენალინი. – კარგიი... ამის გაგონებაზე უფრო უმატა სიჩქარეს. მსიამოვნებდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ადრენალინი ასე არასოდეს მომწონებია. თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ამ ერთმა წვრლინმანმაც კი გამაბედნიერა, „ ბედნიერება წვრილმანებშიაო“ ნათქვამია. სანამ მე ფიქრებში ვიყავი, იმ ადგილს უფრო მეტად მივუაახოვდით. მანქანა ნელნელა შეანელა.გარეთ რომ გავიხედე, მხოლოდ ხეები და მცენარეები იყო. არცერთი შენობა.თითქოსდა აქ ადამიანი არასდროს ყოფილაო. უფრო ზევით გადავინაცვლეთ. მანქანა რომ გააჩერა წინ გავიხედე. ულამაზესი ხედი იყო. ანაკლიის ხედი და უსასრული ზღვა. თვალები გამიფართოვდა. – გადავიდეთ– მითხრა გაბრომ. მე მხოლოდ თავი დავუქნიე. მანქანიდან გადავედი. არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბიჭს ბოლომდე ვენდობოდი. სხვა რომ ყოფილიყო არა მგონია ასე შორს გავყოლოდი. – ულამაზესია!– წინ წავედი. კლდე იყო. ბოლომდე გავედი. ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და სუფთა ჰაერით კვება დავიწყე.ქარი თმას და კაბას მიფრიალებდა. გაბროს მზერას ვგრძნობდი და ზურგი მეწოდა მაგრამ არ ვიმჩნებდი. უბრალოდ გაღიმებული ვიდექი. გაბროს მოახლოება ვიგრძენი. ხელები ჩამოვუშვი, თვალები გავახილე და სივრცეს გავხედე. გაბრო გვერდზე დამიდგა. – მოგეწონა აქაურობა? – ძალიან! – მივუგე აღტაცებულმა. – მიხარია.– უბრალოდ გავუღიმე. – გაბრო – გისმენ – რატომ მაჩვენე ეს ადგილი? შენ თქვი რომ აქამდე არცერთს არავისთვის გიჩვენებიათ ეს ადგილი. რატომ მე? – უბრალოდ ასე მომინდა – ეს ვიცი, მე მაინტერესებს რატომ მოგინდა. – უბრალოდ გაიღიმა. და ლოყა ჩაეჩხვლიტა. უცბად შემოტრიალდა და მეც მისკენ შემომატრიალა. თვალებში ჩამხედა. მისი თვალები... ოჰ... ლამისაა ჩავიძირო მის თვალებში. ღრმა, სევდიანი და ამავდროულად მხიარული. ზოგჯერ მუქდება, ზოგჯერ კი ისევ ნაცრისფერია. – ბიჭები ერთმანეთს დავპირდით რომ აქ მხოლოდ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს მოვიყვანდ... – წინადადება არ იყო დასრულებული რომ ჩემმა ტელეფონი მანქანაში აწკრიალდა. მივხვდი რომ დედა იქნებოდა ამიტომ საჩქაროდ მანქანისკენ გავიქეცი და ყურმილი ავირე. – ‘ ხო დე. ‘ – ‘ სად ხართ დე?’ – ‘სანაპიროზე. – გაბროს ეშმაკური მზერა დავიჭირე და ვანიშნე რომ ჩუმად ყოფილიყო– მე მანქანაში ვარ, ტელე დამეცალა და დასატენად ჩავრთე. ‘ – ‘ მარტო ხარ?’ – ‘ ხო, ნუ გეშინია მანქანის კარები დაკეტილია ‘ – ‘კაი დე, ჭკვიანად’ – ‘კაი დე წავედი მარია მეძახის’ – ‘კარგად დე’ ტელე გავთიშე და გაბროსკენ შევბრუნდი. უკვე მოახლოებულიყო. – არ მომწონს მშობლებს რომ ატყუებ. – რა მეთქვა, ოთხი დღის გაცნობილ ბიჭთან ანაკლიის ხედს გავყურებ– თქო? – ჩემი მაინმუნი გოგო! – შენი? – წარბები მაღლა ავწიე. – წავედით– შუბლზე მაკოცა და მანქანისკენ წავიდა. მისი ტუჩების სიმხურვალეს რამოდენიმე წამი ისე ვგრძნობდი. მალევე გამოვფხიზლდი და მანქანაში ჩავჯექი.როგორც მოვედით, იგივე სიჩქარით მივდიოდით. საოცარი იყო. მართლა, ბედნიერი ვიყავი. თან მომხდარზე ვფიქრობდი. – გაბრო – გისმენ – მადლობა – რისთვის? – ეს ადგილი რომ მაჩვენე. მართლა ძაან ლამაზი იყო.–გაბროს ჩაეცინა. – არაფრის– მხრები აიჩეჩა და ისევ გზას გახედა. მალევე მივაღწიეთ ჩვენებთან. ყველანი ერთად ნაყინის საჭმელად წავედით. ბევრი ვიცინეთ. ვინ ვის უსმევნა ნაყინს ცხვირზე, ვინ–ვის. რეზიმ ერთი კარგად მომითხუპნა სახე. ყველა მე დამცინოდა, მხოლოდ გაბრომ გამომიწონდა ცხვირსახოცი ღიმილით. არ მე დავრჩი რეზის ვალში. ორი წუთის მერე როცა ყველას დავიწყებული ჰქონდა ეს შემთხვევა მივეპარე და მთელი ნაყინი სახეზე მივათხლიშე. ყველას ისტერიკული სიცილი წასკდა, გარდა რეზისა რომელიც დაბღვერილი შემომყურებდა. ამაზე ცალკე მოვრთეთ სიცილი. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, უფრო და უფრო ვგიჟობდით. – ე, მარია რაღაც დაგვავიწყდა! – რაა? (მარია) – ჩვენი სურვილი! – ეეე. რა კაი რაღაც მოვიფიქრეე– ერთმანეთს ეშმაკურად გადავხედეთ და ბიჭემისკენ გავემართეთ. – ბიჭებოო! (მარია) – რას ყვირიხარ გოგო! (გიორგი) – ო მოიცა რა! ე. გაბრო, რეზი , ნუ მოკლედ ყველამ შემომხედეთ ეხლა რაღაც უნდა გაცნობოთ. (მარია) – აბა! ბრძანეთ დიდო ბრძენო!– სასაცილოდ აიქნია ხელი ლუკამ. მარია დაეჯღანა და გააგრძელა. – მოკლედ, ვიღაცეებს ერთი სურვილის ასრულება დაავიწყდათ. (მარია) – აუუუ... (რეზი) – რა აუ! მოკლედ, ახლა გახვალთ თქვენ ორი და თითო– თითოზე თითო გამვლელ გოგოს აუხსნით სიყვარულს. – რა ? გოგო გაგიჯდი? (რეზი) – არა! საღ ჭკუაზე ვარ. – რაღაც არ გეტყობა(გაბრო) – ნუ ლაყბობთ! მიდი დროზე აასრულეთ სურვილი.(მარია) – ჰე, ხომ დაგვითმეთ, ახლა სურვილიც აგვისრულეთ. – წავედით ძმაო, თორე არ მოგვეშვებიან.(გაბრო) – პირველი რეზი იქნება! (მარია) – კარგი (რეზი)– ეს თქვა და ერთი ქერა გოგოსკენ წავიდა. ყველანი დავიშალეთ და სხვადასხვა მხრიდა შემოვუარეთ რომ გაგვეგო ლაპარაკი. მივიდა და საუბარი დაუწყო. ნუ მოკლედ რომ ვთქვათ სიყვარული აუხსნა. მხოლოდ დაჩოქება აკლდა. გოგო გაშტერებული უყურებდა. ყველანი ვფხუკუნებდით ჩუმად. ბოლოს გოგომ „უკაცრავადო“ და მოგვშორდა. – რაო თეთრი რაში გაკლიაო? – რეზიმ წარბშეკრულმა გადმომხედა. – გაბროს ჯერია!(მარია) – წავედი– ერთი შავგვრემანი გოგოსკენ წავიდა. არა, ვაღიარებ გემოვნება ჰქონია. მივიდა დაუჩოქა და სიყვარული აუხსნა. ის გოგოც ვიღაც გიჯი ყოფილა. ააყენა, მიესალმა და უთხრა გამიხარდება შენთან ურთიერთობა, გაბროც არ დაიბნა და ტელეფონის ნომერი გამოართვა, დაგირეკავო. შემდეგ კი ჩვენსკენ გაჯგიმული წამოვიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც არ მესიმოვნა მათი ქცევა, შეიძლება ითქვას რომ გული დამწყდა. მაგრამ არ ვიცი რატომ. – ე ბიჭო შენ რაები გცოდნია ეე. არა, კი ვიცოდი რომ ბაბნიკი იყავი მარა ასე ადვილად თუ გამოგივიდოდა არ მეგონა. (ლუკა) ბაბნიკი?.. რა ბაბნიკი?.. არადა საერთოდ არ გავს მასეთს... – კაი გავუდგეთ ახლა გზას. (გიორგი) იგივე თანმიმდევრობით ჩავსხედით მანქანებში და სახლისკენ გზას გავუდექით. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ დავიძინე. მომხდარზე ვფიქრობდი. გაბროს ასეთ გარდასახვაზე, მის სიტყვებზე. „ მოიცა... რა თქვაა?.. დედა სანამ დარეკავდა რა თქვა?..“ – საყვარელი ადამიანი... – ჩუმად ამოვილუღლუღე და გაბროს გავხედე სარკეში. მიღიმოდა, მე კი გაშტერებული ვუყურებდი და გონს ვერ მოვდიოდი. გაბრომ მზერა მომაშორა და ფანჯარაში გაღიმებულმა გაიხედა. მეც შევეცადე დამეძინა და დამეძინა კიდეც, ისე როგორც არასდროს. როგორია? ვეცადე დიდი დამედო. უკვე სემესტრის ბოლოა ამიტომ ერთ ორი დღე შეიძლება ვერ დავდო. ბოდიში წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.