შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 9


20-12-2016, 01:07
ავტორი katiusha
ნანახია 4 227

სოფო ამას არ ელოდა და საშინლად დაიბნა. ჯერ გაუძალიანდა და ბიჭისგან თავის დაღწევა სცადა , მაგრამ მერე კოცნაში აჰყვა და დაძაბულობამ გადაუარა. აღარც კი ეგონა რომ ოდესმე ასეთ სიამოვნებას ისევ თუ მიიღებდა.ისევ თუ იგრძნობდა მუცელში პეპლებს. გულის აჩქრებას და მუხლებში ძალის გამოცლას. ბიჭს ძლიერად აეკრო მკერდზე და ხელები კისერზე მოხვია. მაშინ ჩათვალა რომ ეს ინსტიქტურად დაემართა, მაგრამ გულის სიღრმეში კარგად იცოდა რასაც უქადდა, საკუთარ თავს ჯერ არ უტყდებოდა. დაჯერება უჭირდა რომ მის ცხოვრებას შეიძლებოდა აზრი მისცემოდა და ერთფეროვნება დასრულებულიყო.
-მოიცა, რას აკეთებ?-ძალა მოიკრიბა და შეაჩერა ვნებამორეული ბიჭი. ხელები გაუშვა და მას მოშორდა
-თავი ვეღარ შევიკავე. ბოდიში. გაეღიმა ბექაურს.
-რა გაცინებს?-გაუკვირდა სოფოს
-შენი ბავშვურობა. შენ გულუბრყვილო სახეზე მეცინება, თითქოს პირველად მოხდა ეს შენს ცხოვრებაში ან რამე დააშავე.
-ნუ მიწვევ ბექაურო ერთხელ გაგაფრთხილე უკვე, -გაუბრაზდა გოგო და თითი დაუტრიალა ცხვირწინ, მაგრამ ბიჭმა დაუჭირა და გვერდით გააწევინა.
-შენ კიდევ შეეშვი მუქარებს და დატკბი ცხოვრებით.
-ეგ ადვილი არაა და არც ცხოვრება მაძლევს ამის საშუალებას.
-იქნებ შენ თვითონ არ გინდა და მაგიტომ?
-ეს როგორ?
-როგორ და რაღაცამ ან ვიღაცამ შენში ისე მოკლა სიცოცხლის წყირვილი, ბედნიერების სურვილი და ისე დაგაკომპლექსა რომ გგონია კარგი აღარაფერი გელოდება და არავის ენდომები, მაგრამ ასე არაა და შენც კარგად იცი. ეს შენ თვითონ დაუშავე შენ თავს ყველაფერი და სხვაზე გადაბრალება არ ღირს. შენ უნდა იპოვო შენს თავში ძალა რომ თავი მაღლა ასწიო და ბედნიერი იყო.
-შენ მე მაგას ახლა სერიოზულად მეუბნები?-გაოცებული იდგა სოფო?-ჩემზე რამე გაიგე და მიმალავ?
-რამე გაქვს დასამალი?
-რაღაცეები კი. ისევე როგორც შენ და ისევე როგორც ყველა ადამიანს.
ბექაური ერთხანს გაჩუმდა. ქვის ლოდზე ჩამოჯდა. სოფოც გვერდით მიუჯდა.
-მისმინე პატარა საიდუმლოებები ყველას გვაქვს და არის ისეთი რაღაცეებიც რასაც საკუთარი თავის გარდა ალბათ სხვებს ვერ მოვუყვებით, მაგრამ ის რაც შენზე გავიგე ტყუილი არ იქნება.
-და შენც დაიჯერე ხომ?-ეწყინა სოფოს
-მე ხომ არ მითხვამს რა გავიგე ან რა დავიჯერე?
-რა მნიშვნელობა აქვს.
-აქვს. იმიტომ რომ არ შეიძლება მოჩვენებითი იყოს ის რომ ასეთი ლამაზი, ჭკვიანი, ყოჩაღი და შრომისმოყვარე ხარ. ხალხს უანგაროდ რომ ეხმარები. შენი შემოსავლების ნაწილს გაჭირვებულებს ურიგებ და მათ ოჯახებს ეხმარები. ხალხი ასე ლაპარაკობს და მათ მფარველ ანგელოზად გთვლიან. ეს ტყუილი არ იქნება.კარგად იცი მე საკმარისი გავლენა და ნაცნობები მყავს რომ შენზე ინფორმაცია მოვიპოვო და ყველაფერი გავიგო, მაგრამ მე შენგან მინდა მოვისმინო. ეს შენი ცხოვრებაა და შენ უნდა გადაწყვიტო ვის უთხრა და ვის არა.
-აა ეს გაიგე მხოლოდ?თითქოს გულზე მოეშვა სოფოს.
-დიახ ეს გავიგე და ვეჭვობ რომ შენ რაღაც ტრაგედია გადაიტანე და აქ ამიტომ ხარ. პრობლემებს გამოექეცი?
-პრობლემებს არა ხალხს. ვეღარ გავუძელი მათ ბოროტ და გესლიან ენებს.
-მერე ეგ რომ საქმეს არ შველის არ იცი?პირიქით უნდა დარჩენილიყავი და მათთვის თვალი გაგესწორებინა, თავი მაღლა აგეწია და დაპირისპირებოდი მათ.
-ხო როგორც ჩანს ძალა არ მეყო მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, თან საკუთარ ოჯახს ვერ დავუპირისპირდებოდი..
-სოფო მე არ დაგაძალებ შენ ყველაფერი მომიყევი თქო, არც იმას გეტყვი რა იყო სწორი და არასწორი. ეს შენი გადასაწყვეტია როდის იქნებ ამის დრო, შენ თვითონ მიხვდები როდის უნდა მითხრა ყველაფერი, მაგრამ მანამდე მოდი უბრალოდ ერთმანეთი კარგად გავიცნოთ და ვცადოთ რა გამოვა.
-შენ მართლა გინდა ეს?
-კი თან ძალიან მინდა რომ გამოვიდეს. არც შენ ხარ პატარა და არც მე რომ ამას ვერ ვხვდებოდეთ, ჩვენს შორის რაღაცამ გაიღვიძა და ეს რაღაც ძალიან კარგის დასაწყისია.
-ანუ ჩვენს შორის რა ხდება?
-ის რაც ქალსა და კაცს შორის ხდება როცა ერთმანეთი მოსწონთ. ეს შენთვის უცხოა და გაუგებარი?
-არა მაგრამ ჩემში დიდი ხნის უკან მოკვდა გრძნობები.
-მოკვდა, მაგრამ ახლა ისევ იღვიძებს და თავიდან იბადება და ნუ ხარ მოწყენილი გაიღიმე რააა.
სოფოს გაეცინა ისეთი სასაცილო სახე მიიღო რეზომ.
-კარგი მხოლოდ შენთვის გავიღიმებ
-რაო?ეს რა მომესმაო?-თვალები გაუფართოვდა ბიჭს
-გავიხუმრე ხო რა იყო?უკან დაიხია სოფომ
-ესეგი გაიხუმრე ხომ?-
გოგომ თავი დაუქნია
-რატომ აირჩიე მაიცდამაინც აქაურობა?ხომ შეგეძლო ნებისმიერი სხვა ადგილი აგერჩია?თან იმასაც კარგად ვხვდები რომ საკმაოდ განათლებული და წარმატებული ექიმი იქნებოდი.ყველაფერი მიატოვე და აქ ჩამოხვედი.რატომ აქ?
-რავიცი. წარმოშობით აქედან იყვნენ ჩემი წინაპრები და სისხლმა ალბათ თავის გაიტანა. პირველად აქ სტუდენტობის დროს ჩამოვედი და გავგიჟდი ისე მოვიხიბლე მისი სილამაზით, სულ მინდოდა აქ დაბრუნება,მერეც მაგრამ ვეღარ მოვახერხე. მერე როცა ფაქტის წინაშე აღმვჩნდი და წასვლა გადავწყვიტე აქეთ გამომიწია გულმა და მას გამოვყევი. თავიდან ძალიან გამიჭირდა . მერე ნელ-ნელა მივეჩვიე და ასე მოვედი აქამდე
-ანუ ჩემამდე.-გაეხუმრე რეზო
-მე კი არა, შენ მოხვედი ჩემამდე. -არ ჩამორჩა ისიც
-სულ ასე რატომ მეკამათები?
-იმიტომ,-უპასუხა. წამოდგა და წასასვლელად მოემზადა
-დაისჯები. წეღანაც გადარჩი დასჯას. ჩაეცინა მას
-როგორ?
-კოცნით.
-დღეს ერთი კოცნა იკმარე ბექაურო. ეგეც ბევრია შენთვის დოინჯ შემოყრილი დაუდგა წინ. -ადექი ახლა წავიდეთ.
ბიჭმა ხარბად ააყოლა თვალი მის სწორ ფეხებს და ლამაზ ტანს. ბოლოს სახეზე მიაჩერდა და მზერა გაუსწორა.
-მონადირესავით მიყურებ?
-საოცარი ხარ. შენი ყველაფერი მიზიდავს. იდეალური ხარ.
-არ გინდა ესეთი სიტყვეიბი მექალთანევ. შენ გგონია მე არ ვიცი შენზე რაღაცეები?რომ ქალებს ერთმანეთზე მიყოლებით იცვლი და ერთობი მათთან
-ეგ ადრე იყო თან შენ გგონია მეც ვერ შევამჩნიე რაღაცეები?განა ვერ შევამჩნიე რომ ასე ჩემთვის გამოეწყვე, მაკიაჟიც წაგისვამს....
-ოჰ რა დაკვირვებულია თქვენი აღმატებულება. ირონია გაურია სოფომ
-ძალიან, აბა ისე როგორ შეგამჩნევდი.
-ადექი წავიდეთ. ხელი მოჰკიდა სოფომ და მისი ძალით წამოყენება სცადა. მოულოდნელად ბიჭმა ხელში აიტაცა და მდინარისკენ გაქანდა
-ძალიან ჩამოცხა და გაგრილება არ გვაწყენდა.
-დამსვი არა რეზო. არ გინდა რაა, ხელებს მსუბუქად ურტყავდა ბეჭებზე და ფართხალებდა მაგრამ მალე მასთან ერთად წყალში აღმოჩნდა .-ხელი არ გამიშვა გეხვეწები, ცურვა არ ვიცი. ხელები კისერზე შემოხვია და ძლიერად მიეხუტა სხეულზე
-ნელა არ დამახრჩო. აქამდე არ უნდა გეთქვა?-გაეცინა ბიჭს
-დამაცადე?ველურივით მომვარდი და გამომაქციე. შეშინებული ლაპარაკობდა სოფო და უფროდაუფრო ფითრდებოდა.
-ასეთი დახვედრა უნდა რაა. დღეს სულ მეხუტები და არ მშორდები.
-საკუთარ თავში ძალიან ნუ ხარ დარწმუნებული და ნაპირისკენ წავიდეთ. შეუღრინა მან
ბიჭმა ხელი წელზე მოხვია და გამოცურა.
-ეს რა არის?სულ დამასველე?ასე როგორ წავიდე სახლში?-აწუწუნდა სოფო.
-რაო ცხენი არ გიკადრებს? ხუმრობას განაგრძობდა ბექაური
-სულ ასეთი მხიარული ხარ?
-ხო აბა რაა. თვითონ ვიქმნი განწყობას და დადებითი ემოციებით ვიმუხტები, მითუმეტეს შენს გვერდით პატარ ბავშვივით ვხდები ამხელა კაცი.
-ხო მართლა პატარა ბიჭივით იქცევი.
-რა ვქნა გადარეული ვარ შენზე,- ხელი გაშალა რეზომ და გაუცინა....

სოფომ ჯერ ცხენი შეუშვა ეზოში, მერე კი თვითონ შევიდა. მაგრამ კარში შეჩერდა და რეზოსკენ მოტრიალდა.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის.
-არაფერს. ამისთვის ერთ კოცნას მგონი ვიმსახურებ. ბიჭმა ლოყა მიუშვირა და თითით ანიშნა რომ მაკოცეო. სოფოს გაეცინა
-ვერ ეღირსები.
-ესეგი არა ხომ?
-არა. თავი გაუქნია გოგომ
-კარგი დავიმახსვრებ. მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა ჩემთან შეხვედრა გაქვს ვალად?
-არა არ დამვიწყებია.
-მაშინ ეხლა სახლში შედი, გამოიცვალე არ გაცივდე, მოგვიანებით კი დაგირეკავ და შევთანხმდეთ სად და როდის შევხვდეთ.
-კარგი. სოფომ თვალი ჩაუკრა და ბედნიერი გაუყვა ეზოს. თან უკან იყურებოდა თითქოს ამოწმებდა ბიჭი იქ იყო თუ არა. ბექაურიც მანამდე გაჩერდა იქ სანამ სოფო თვალს არ მოეფარა.
გოგომ ბედნიერმა მიიხურა საძინებილს კარი და სველი ტანსაცმლით წამოწვა საწოლზე. გაბრწყინებული ჰქონდა თვალები და ცაში დაფრინავდა.
-ეს რა არის ღმერთო?ნუთუ ბედნიერებამ ისევ მომაკითხა?ნუთუ ჩემთვის ისევ გაიღო სიყვარულის კარი. მოუნდა ვინმესთვის ეს სიხარული გაეზიარებინა, მაგრამ ისეთი ვერავინ აღმოაჩინა გვერდით. უცებ ტელფონს დასწვდა დიდი ხნის უკან გაუქმებული ფეისბუქის პროფილში შევიდა. სასურველი სახელი და გვარი ჩაწერა ძებნაში და მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა. ო როგორ ნატრობდა ახლა რომ ისიც საიტზე ყოფილიყო. რამდნეიმე წამში დასტური მიიღო და შეტყობინება გაუგზავნა.მაშინვე გაისმა ზარი. აკანკალებულმა გაუსვა ეკრანს ხელი და უპასუხა.
-შენ უნამოსო გოგო ხარ რომ ასე დამივიწყე და შენი ცხოვრებიდან მეც ამოშალე. გაისმა მისი საყვედურის ხმა
-მაპატიე. დაიკნავლა სოფომ
-როგორ წახვედი?სად წახვედი?მე მაინც როგორ არ მითხარი?
-ვეღარ გავუძელი ყველას საყვედურებს. ჭორებს, ცუდ დამოკიდებულებას ჩემს მიმართ. მეგონა რომ შენც დამკარგავდი და ადრე თუ გვიან შენც მიმატოვებდი.
-როგორ გეგონა ეგ?მე და შენ ერთად რამდენი რამე გადავიტანეთ სოფო?როგორ იფიქრე რომ მეც ზურგს შეგაქცევდი.
-არ ვიცი თამო, მაშინ ძალიან ვიყავი დაბნეული.
-იცი რამდენი გეძებე?იცი შენზე რამდენი ვინერვიულე?მაგრამ შენს გზა-კვალს ვერ მოვაგენი. იქნებ ახლა მაინც მითხრა სად ხარ?
-ყაზბეგში ვარ. გახსოვს მაშინ უნივერსიტეტიდან რომ ჩამოვედით?სწორედ იქ ვარ?
-ეგ როგორ ვერ ვიფიქრე. შენ ხომ სულ მაგ ადგილზე ლაპარაკობდი ამდენი წელი?-საკუთარ თავზე გაბრაზდა თამო.-როგორ ვერ ვიფიქრე რომ სწორედ მანდ წახვიდოდი.
-შენ სად ხარ თამო?
-მე თბილსში ვარ. ერთი კვირაა რაც დავბრუნდი.
-თამო ჩამო ჩემთან არ მოგენატრე?არ გინდა ჩემი ნახვა?იცი რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი?
-ვაიმე მეგობარო ჩამოვალ აბა რას ვიზავ. ამდენი წელი ველოდი შენს ნახვას და ახლა რას ვიზავ. საქმეებს მოვაგვარებ და მალევე წამოვალ.ერთი სული მაქვს როდის გნახავ მეგობარო.
-მეც ჩემო ძვირფასო.
-რა ხმა გაქვს?რა აღფრთოვანებული მელაპარაკები?-ეჭვით ჰკითხა თამუნამ
-თამოოო ბედნიერი ვარ. იცი აქ ადამიანი გავიცანი, ვინც ცხოვრება სხვანაირად დამანახა.
-არ არსებობს. როგორ მიხარია მეგობარო.-იკივლა მან.-ყველაფერი უნდა მომიყვე. ვეღარ ვითმენ
-მოსაყოლი ბევრია. ჩამოდი აქ და მერე ყველაფერს გეტყვი.
-ჩამოვალ აბა რას ვიზავ. რა გამაძლებინებს აქ როცა ვიცი სადაც ხარ. დროებით მეგობარო....
სოფო მეგობარს დაემშვიდობა სააბაზანოში შევიდა. წყალი გადაივლო. გამოიცვალა და ისევ საწოლზე წამოწვა. მობილური ამოიღო და ფოტოების დათვალიერება დაიწყო. რეზოს დანახვაზე სახეზე ღიმილი ეფინებოდა... დრო როგორ გაეპარა ვერ გაიგო. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა მოხუცი შემოვიდა
-შეიძლება ვილაპარაკოთ. დარცხვენილმა და შეწუხებული სახით ჰკითხა ქალმა.
-მოდი ბებო მოდი. სოფომ ტელეფონი გვერდით გადადო და მოსასმენად მოემზადა.
-მთელი დღე გელოდებოდი როდის დაბრუნდებოდი. ბოდიში მინდა მოგიხადო. ასე არ უნდა მეთქვა.
-არაუშავს დაივიწყე კარგი?-გაუღიმა გოგომ
-არა დამაცადე. ვიცი მეც რთული ხასიათი მაქვს და ხანდახან იმაზე ბევრს ვლაპარაკობ ვიდრე უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარ.არ მინდოდა რომ ასე გამოსულიყო. სხვანაირად ვფიქრობდი და სხვანაირად გამომივიდა ნათქვამი.
-დაივიწყე კარგი ბეე?გაუღიმა გოგომ და მოეხვია.
-უიიმეეე შენ რა გახარებული ხარ გადარაეულო, რამე მოხდა?ასე რამ გაგახარა?
-ბებო ჩემი მეგობარი უნდა ჩამოვიდეს სტუმრად და ძალიან მიხარია
-შენი მეგობარი?შენ რომ არასოდეს გიხსენებია შენი მეგობრები?შენ ხომ თქვი მათ უარი თქვეს ჩემზეო?
-ხო, მაგრამ ყველას არ უთქვამს უარი. ზოგს მე გამოვექცი რადგან მეგონა რომ დრო გავიდოდა და ისინიც მიმატოვებდნენ,მაგრამ ახლა ვხვდები რომ შევცდი.
-ხოდა ახლა დროა რომ მომზადება დავიწყოთ და შეცდომები გამოვაწოროთ.
-ხვალიდან დავიწყოთ, ახლა საქმე მაქვს უნდა დავრეკო.
-კარგი დაგტოვებ გვიანია უკვე. ძილნებისა,უთხრა სა ოთახიდან გავიდა. გოგო კომფორტულად მოეწყო საწოლში და ბექაურის ზარს მოუთმენლად დაელოდა. ისიც მალე გაისმა. დიდხანს საუბრობდნენ. ბოლოს სოფოს ჩაეძინა.
-ტკბილად იძინე ჩემო პატარა,- ჩაილაპარაკა რეზომ და მანაც ძილს მისცა თავი....

*********************

დილით ადრიანად მიაკითხა დათამ მეგობარს ნომერში. შეცვლილი ეჩვენა.აბაზანაში შხაპს იღებდა და ღიღინებდა.
-ჰეი დიდხანს უნდა იღიღინო მანდ ლუჩანო პავაროტო?-შესძახა მან
-მოხვედი უკვე დათა?-ონკანი გადაკეტა და ტანის გამშრალებას შეუდგა..-მალე გამოვალ
-მშვიდობა გაქვს?
-კი რატომ მეკითხები?
-ასეთი არასოდეს მინახიხარ და იმიტომ, როგორც ვხვდები იმ გოგოსთან ყველაფერი კარგად მიდის
-კი და იმაზე კარგად ვიდრე წარმოვიდგენდი.
-ასეთი აღფრთოვანებული არასოდეს მნახიხარ. გატყობ მართლა ბედნიერი ხარ
-ძალიან. აი შენც რომ შეხვდები იმ ერთადერთს ნახავ ჩემზე მეტად აჭიკჭიკდები,- გაეცინა რეზოს და ჰალსტუხი შეიკრა.
მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქისკენ გამოემართნენ. თავს საუბრით ირთობდნენ. ბექაური მოუთენდლობას შეეპყრო ერთი სული ჰქონდა რომ ეს ყველაფერი დაემთავრებინა და საღამოს სოფოს შეხვედროდა. ახალი წამოსულები იყვენენ როცა ქალაქის გასასვლელში მანქანა შენიშნეს. ძრავას ბოლი ასდიოდა. პატრონი კი არ ჩანდა.
-მოიცა გაჩერდი.-ანიშნა დათამ რეზოს. მანაც სვლა შეანელა, მანქანა გზიდან გადაიყვანა და გაჩერდა. გადავიდნენ.
-დამეხმარეთ გთხოვთ.-მოესმათ მანქანიდან და მალე იქიდან გოგო გადმოვიდა. რეზოს მისთვის ყურადღება არ მიუქცია, მაშინვე მანქანას მიახლოვდა. დათა კი მის დანახვაზე გაშრა და ნაბიჯიც ვერ გადადგა.
-ეშველება რამე?-ჰკითხა გოგომ რეზოს და გვერდით ამოუდგა
-არ ვიცი, არაფერი მესმის. აი ჩემს მეგობარს დავუძახებ, მან უფრო იცის. -დათა რას გაშეშებულხარ? მოდი აქ დაგვეხმარე. გასძახა მეგობარს
-ჰო ჰო მოვდივარ, ჩაიბურდღუნა მან და ძრავში ჩაძვრა. ცოტა ხანს იჩხერკედელავა და მერე თქვა
-წყალი გაქვთ მანქანაში გოგონა?
-დიახ მაქვს. გოგო გამოცოცხლდა,მანქანას შემოუარა და გაუჩინარდა, რამდენიმე წამში გამოჩნდა, ხელში პატარა ბოთლი ეჭირა და დათას უღიმოდა.- აი აიღე
-ეს რა არის?-გაუკვირდა მას
-წყალი.
-შენი აზრით ეგ საკმარისია?-გაცინა მას
-მე რა ვიცი? რომ ვიცოდე დახმარებას თქვენ არ გთხოვდით. ეწყინა გოგოს.
-მე მოვიტან წყალს, ჩვენ გვაქვს მანქანაში. ჩაერთო რეზო, რომელიც მათ კინკლაობას გვერდიდან უყურებდა და ჩუმად ეცინებოდა.
-აი ეს რატომ არის აქ ასე?-ანიშნა გოგომ დათას, რომელიც მანქანის ბღავში მთლიანად იყო ჩამძვრალი.
-აბა რა?-ჰკითხა ისე რომ თავი არც აუწეია.
-აი ეს ჯოხი.-თქვა გოგომ და გამოსწია, რასაც დათას ყვირილი და ბექაურის გულიანი სიცილი მოჰყა.
-ნორმალური ხარ შენ?-უყვირა გოგოს და თავზე ხელი მოისვა. სახურავი თავზე დაეცა პირდაპირ.
-არ ვიცოდი-.შეწუხდა გოგო,-ძალიან გეტკინა?
-მეტკინა კი არა დავისვარე კიდეც. ახლა რა ვქნა შეხვედრაზე როგორ წავიდე?-აწუწუნდა დათა და რეზოს წყალი გამოართვა.
-დათა მოდი შენ დარჩი. გოგოს მიეხმარე და მე წავალ მარტო მოვაგვარებ ყველაფერს უშენოდ. ისე უცებ ჩახტა რეზო თავის მანქანაში რომ პასუხის გაცემა არ დააცადა და როცა მან ამ ყველაფრის გააზრება მოასწრო უკვე მოსახვევში უჩინარდებოდა.
-ამის დედაც.. შეიგინა ბიჭმა.-დამაცადე რას გიზავ შენ.
-ნუ იმუქრები და დროზე დამეხმარე თუ შეგიძლია.
-ცოტა ზრდილობიანად მელაპარაკე თუ შეიძლება
-ასეთი უხასიათო ნუ ხარ ძალიან გთხოვ.
-მორჩი ლაპარაკს და ჩაჯექი მანქანაში. ნახე თუ დაიქება.
გოგო სწარფად ჩაჯდა და გასაღები გადაატრილა, ძრავი ძნელად, მაგრამ მაინც ამუშავდა. ასე ჩართული დატოვა და მანქანიდან ისევ გადმოვიდა.
-მოდი ხელებს დაგაბანინებ. უთხრა მან და ბოთლი მოიმარჯვა რომ წყალი დაესხა.
-დიდად მადლობელი დაგრჩებით.
-არ გინდათ ასეთი ლაპარაკი მისტერ ირონია. ჩემთან მითუმეტეს. -არ ჩამორჩა გოგოც
-შენ ნუ მასწავლი როგორ უნდა ვილაპარაკო. თითი აუქნია ცხვირწინ
-ვერც შენ.-ხელი აუკრა გოგომ და ჰალსტუხზე მსუბუქად დაქაჩა.-აი ეს ზედმეტია შენთვის.
-ჩამულობასაც რომ მიწუნებს,- ჩაილაპარაკა დათამ.
-მოკლედ არ გინდა ეს ირონია დ მოჩვენებითი ნაგლობა. თორემ აქ დაგტოვებ. ხომ არ გავიწყდება რომ შენმა მეგობრმა მიგატოვა,შენ კი სხვა გზა არ გაქვს ჩემი მანქანით უნდა იმგზავრო. გაუცინა გოგომ
-ხოდა ჩემს მეგობარს მოვკლავ როცა დაბრუნდება შენთან რომ დამტოვა და სხვა გზა არ მაქვს რომ შენთან ერთად მომიწევს წამოსვლა.იმედია სადმე არ გადამჩეხავ და მანქანის ტარება მაინც იცი ნორმალურად.
-ჯერ ერთი შენ კი არა თქვენ. და მეორეც ბევრს ლაპარაკობთ ძალიან. გოგო მანქანაში ჩაჯდა.-აბა დიდხანს იდგებით მანდ თუ ჩაჯდები და წავიდეთ?
დათა ბურტყუნით ჩაჯდა მანქანაში და ტელეფონი ამოიღო. რეზოს დაურეკა. მან არ უპასუხა. უარესად გაბრაზდა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. გოგომ მუსიკა ჩართო დაბალ ხმაზე. ნაზი წყნარი მელოდია გაისმა სალონში. არც ერთი ხმას არ იღებდა ჯერ. დათამ ჩუმად გააპარა თვალი გოგოსკენ.ახლა შეამჩნია რომ ის ზალიან ლამაზი იყო. გრძელი შავი თმა ჰქონდა, წელამდე სწვდებოდა. სწორი თხელი ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები და ფერმკრთალი სახე. ნუშის ფორმის თვალის ჭრილიდან თაფლისფერი თვალები იმზირებოდა. მოკლე ცისფერი სარაფანი ეცვა საიდანაც შიშველი მუხლისთავები მოუჩანდა.
-დიდხანს უნდა მათვალიერო?-ჰკითხა გოგომ ისე რომ არც გაუხედია მისკენ.
-არ გათვალიერებ. უპასუხა და გვერდით გაიხედა.
-კი როგორ არა. ვგრძნობ შენს დაჟინებულ მზერას. მოდი ერთმანეთი გავიცნოთ .მე თამუნა ვარ.
-დათა-.უპასუხა მან
-სასაიმოვნოა დათა.-ხაზგასმით წარმოსთქვა გოგომ
-სად მიდიხარ?
-ყაზბეგში მეგობართან.
-ვისთან?რა ჰქვია შენ მეგობარს? შეიძლება ვიცნობ.
-არ გეცოდინება აქაური არ არის
-შენ მაინც მითხარი იქნებ სახლიც ვიცოდე.
-მივაგნებ როგორმე უშენოდაც. უპასახა.სად მიგიყვანო?
-სადმე გააჩერე და როგორმე მივალ სახლამდე.
-გთხოვ. მეც ხომ უნდა დაგეხმარო სანაცვლოდ.
-პირდაპირ იარე და ქუჩის ბოლოს გააჩერე.-უპასუხა დათამ
რამდენიმე წუთში თამუნამ მანქანა სასტუმროს წინ გააჩერა.
-აი მოვედით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.-გაუღიმა გოგომ
-არ არის საჭირო.-მოლბა ბიჭი
-იმედია კიდევ შევხვდებით.
-აუცილებლად. დათამ ეშმაკურად ჩაიცინა და პერანგის ღილების შეხსნა აიწყო.
-რას აკეთებ?-შეშინდა გოგო და შერცხვა.თვალი აარიდა ბიჭის დაკუნთულ და შიშველ სხეულს.-არანორმალური ხარ.
-ვიცი. ამიტომ მოგიწევს სანაცვლოდ შენ ეს პერანგი გარეცხო და უკან დამიბრუნო. ამისთანას მეორეს ვერ იშოვი ფულიანი მამიკოს გოგო ძალიანაც რომ მოინდომო. დაცინვით უთხრა დათამ. კალთაში დასვრილი პერანგი ჩაუგდო და თვითონ მანქანიდან გადავიდა.
-იდიოტო. არც კი გქონდეს მაგის იმედი. თვალი ჩაუკრა თამუნამ და გაბმული სიგნალით დატოვა იქაურობა.დათას პერანგი გვერდით სავარძელზე მოისროლა დ მობილური ამოიღო სოფოსთან დასარეკად.

"გოგოებმა ერთმანეთი რომ დაინახეს ჯერ იკივლეს და მერე ძლიერად მოეხვივნენ.
ცოტა ხანს ასე იყვნენ, მერე კი ერთამენთს მოშორდნენ.
-გილოცავ ჩემო ლამაზო. მრავალს დაესწარი. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.
-მადლობა თააამ. ასეთ სიუპრიზს არ ველოდი ნამდვილად.ეს ჩემი საუკეთესო დაბადების დღეა. თქვა სოფომ და ცრემლები წამოუვიდა.
-აბა ეხლა ეგეთები არ იყოს.-თამუნამ ცრემლი მოსწმინდა და დანარჩენებს დაუთმო ასპარეზი რომ დაბადების დღე მიელოცათ.
დღეს სოფოს ოცდამეოთხე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ერთი კვირით ადრე გადაწყვიტეს რომ სიუპრიზი გაეკეთებინათ და ზაზაც დაეპატიჟათ. ბოლოსდაბოლოს მათაც ხომ უნდა გაეცნოთ მეგობრის სატრფო. სოფოს მთელი დღე არც ერთი ულოცავდა ვითომ დაავიწყდათ დღევანდელი დღე. გოგო ნაწყენი იყო არც ზაზას მიულოცია დს ძალიან უკვირდა. საღამოს ძმამ დაურეკა გამოგივლი და გავყევი ერთ ადგილზეო. უგუნებოდ იყო. მაგრამ უარი ვერ უთხრა. როცა რესტორნის წინ გაჩერდა მანქანა, მიხვდა რაც ხდებოდა და ბედნიერმა გააღო კარი. ..
ყველა აქ იყო. მას ელოდნენ. საუკეთესო დაბადების დღე იყო. მხოლოდ ზაზა არ ჩანდა.
-ეტყობა დააგვიანდება, არ იდარდო შენ. მოვა.- დაამშვიდა თამუნამ .-სუფრას მივუსხდეთ ეხლა და გაიღიმე, ულამაზესი ხარ.
მთელი საღამო ელოდა სოფო ზაზას მაგრამ ის არ მოვიდა. არც დაურეკა. არც კი მიულოცა. გაბრაზდა. ყველაზე ძალიან ის ეწყინა რომ მეგობრების წინ შეარცხვინა. ყველა მას კითხულობდა მას კი პასუხი არ ჰქონდა კითხვაზე სად იყო ის?
-მორჩა დღეს ზაზა აღარ ახსენოთ არ ვაპატიებ არასოდეს ამას. ახლა კი ვიმხიარულოთ და გავერთოთ. სოფომ დალევა დიწყო. თამუნამ მისი შეჩერება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. გოგო შეთვრა და თავს ძლივს აკონტროლებდა. ბვრი იცეკვა. ბევრი იმხიარულა მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო. შიგნიდან ყველაფერი სტკიოდა.უდუღდა და უნდოდა ამოეხეთა. უკვე თორმეტი სრულდებოდა როცა ზაზას ზარის ხმა გაისმა.
-აღარასოდეს გაბედო და არასოდეს აღარ დამირეკო. დამივიწყე.ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა.-უყვირა სოფომ და ტელეფონი გათიშა... ტუალეტში გავარდა. თამუნა უკან გაჰყვა.
-ის იყო?
-ხოო..თქვა და ცრემლებმაც იწყეს დენა.
-მომისმინე. დამშვიდდი და გაიღიმე. დღეს ცრემლი არ დამანახო. თამუნამ ცრემლი მოსწინდა და მოეხვია.-ჯანდაბაშიც წასულა ის ვინც ჩვენ არ გვაფასებს და არ ვუყვარვართ. ჩვენ შენს გვერდით ვართ. თავი ხელში აიყვანე და ახლა დავბრუნდეთ დარბაზში. სტუმრები ნელ-ნელ მიდიან.
-ჩამეხუტე გეხვეწები და აღარასოდეს გამიშვა ხელი. არ მომცე უფლება რომ ვიტირო და დეპრესია დამემართოს. შესჩივლა სოფომ
-მე სულ შენს გვერდით ვიქნები.- მოეხვია თამუნა.....:""


სოფო მანქანში ჩახტა თამუნას ზარის შემდეგ და მასთან შესახვედრად გაიქცა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს ,მით უფრი იწელებოდა დრო. გზა არადა აღარ გაილია. უკვე ქალქში ჩამოვიდა როცა მეგობრის მანქანა შენიშნა. გზიდან გადააყენა და სწრაფად გადმოხტა. ისიც ასევე მოიქცა და დიდი ხნის მონატრებული მეგობრები ერთმანეთისკენ გაიქცნენ. ძლიერად ჩაეხუტნენ და ატირდნენ. ყველაფერს ერთად ტიროდნენ მონატრებას. ამდენი წელს ერთმანეთის გარეშე გატარებულს. ერთად გადატანილ ათას დარდს თუ ბედნიერ დღეს...
-ჩემო გოგო. როგორ შეცვლილხარ. ნამდვილი მთიელი სოფლელი გოგო დამდგარხარ. აბა კარგად შემოგხედო. გაეხუმრა თამუნა და მეგობარს ირგვლივ შემოუარა.
-შენ კიდევ ნამდვილი ქალბატონი. ხომ არ შეგვცალეს გერმანელებმა?
-გეკადრება. მე ისევ ის გადარეული გოგო ვარ რაც ვიყავი. წლებმა ვერაფერი დამაკლო და ვერც შემცვალა. აი შენ კი შეცვლილხარ, ბევრად კარგად გამოიყურები ვიდრე ადრე იყავი.
-მართლა?
-მართლა მართლა. სასწაული გოგო ხარ.
-ჩაჯექი მანქანში და წავიდეთ. ჩემს მანქანს აქ დავტოვებ, მერე ამოვიყვან.
სოფო გვედრით მიუჯდა სავარძელში მამაკაცის პერანგი რომ დაინახა გაუკვირდა და მეგობარს მიაჩერდა.
-ერთი იდიოტისაა. რა გაკვირვებული მიყურებ?მეც არ ვიცნობ, რამდენიმე საათის უკან გავიცანი.
-მერე აქ რა უნდა?ისე ხარ მამაკაცს მონატრებული რომ პერანგი პირადაპირ მანქანში გახადე.-გაეხუმრა სოფო
-მომკლავს შენი იუმორი. ახლა ის ძველი სოფო ხარ. გაეცინა თამუნას
-ხო აბა.- თავი გაააქნია მან.
-ჩემი გაჭირვება არ მეყოფა? ოცდაცხრა წელია მამაკაცის სითბოს ვერ ვეღირსე და ეს როგორ მტკივნეულ ადგილზე მაჭერს ფეხს.
-საწყალი. დაემანჭა სოფო-აი იქ გააჩერე. იმ სახლთან.
-გოგო ეს ყველაფერი შენია?
-ესეც და ბევრი რამეც. საკუთარი ხელით მაქვს ყველაფერი გაკეთებული.
-შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი.
-არაა
-ნამდვილი ბიზნესლედი ხარ, ოღონდ სოფლელი და გუჩის სუნამოს მაგივრად ძროხების სუნი აგდის. გააბრაზა თამუნამ
-ხოდა სახლში ადგილი არ მაქვს და მიგაწვენ შენ იმ ძროხების გვერდით. არ დაუთმო სოფომ
-ფუუუფ. საზიზღარო.
-შენ გამომიწვიე.
-კარგი ხო. გეყო. მშია და დაღლილი ვარ და მიშველე რამე. აქ დასასვენებლად და მონატრებული მეგობრის სანახავად ჩამოვედი და შემარგე.
-ვინ გიშლის. გადმოდი მანქანიდან ოღონდ ფრთხილად . სანამ სოფომ სათმელი დაასრულა თამუნას კივილმა იქაურობამ გააყრუა. ორივე ფეხით იდგა ძროხის ფუნაში და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს სახრჩობელაზე აჰყავდათ. სოფო სულს ვერ იქვმდა მის დანახვაზე ისე იცინოდა.....



№1 სტუმარი makukuna

ვახ, ახალი წყვილი გამოჩნდა? heart_eyes

 


№2  offline წევრი tamuna.s

ამაღამ დადე რა გთხოვ heart_eyes

 


№3  offline წევრი katiusha

ხო რა ვიცი მგონი ასე ჯობდა. ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო სიახლე შემოვიტანე :)

დღეს ახალი თავი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent