შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეოთხე თავი)

20-12-2016, 18:24
ავტორი murachashvili
ნანახია 2 833

მეოთხე თავი
ბაკურიანში ჩასულები ოთხ-ოთხად გადანაწილდნენ მათთვის გამოყოფილ ნომრებში. ლიკა, მარიამი, ირმა და კიდევ ერთი ჯგუფის წევრი გოგონა, სახელად სოფო მესამე სართულზე არსებულ საერთო, ორ ოთახიან ნომერში შევიდნენ. გოგონაც მარიამის მსგავსად სიმღერაზე დადიოდა. იმდენად მოეწონა პედაგოგი, რომ მისი კლასელი გიგაც აიყოლია და ბავშვები აგერ უკვე მესამე წელია ჯფუფში ერთ-ერთ წამყვან მომღერლებად ითვლებოდნენ.
ასაკით ჩვენი ნაცნობი სამეულის ტოლნი, ყველასგან სიცელქითა და ცოდვა გამხელილი სჯობს, მავნებლობითაც გამოირჩეოდნენ, თითქოს ერთმანეთი მიიზიდეს, საკმაოდ მალევე შეეთვისნენ მუდამ მხიარულსა და მოუსვენარ მეგობრებს. ერთობლივი გასვლების დროს განუყრელ ჯგუფად ქცეულნი სამეულის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ ავანტიურაში უსიტყვოდ იღებდნენ მონაწილეობას და არც ონავრობაში ჩამორჩებოდნენ მათ.
ცხადია ყველაზე ცელქების გვერდით ყოლა დანარჩენი ჯგუფის გაკონტროლებაშიც ეხმარებოდა ირმას, სწორედ ამ მოსაზრებით სოფო მისივე ნომერში დაიტოვა. აი, გიგასთან მიმართებით კი ცოტა არ იყოს დაძაბული იყო პედაგოგი, ყოველ წუთში თუ არა, ალბათ ათ წუთში ერთხელ მაინც კითხულობდა სად იმყოფებოდა ჯგუფის ყველაზე მოუსვენარი წევრი.
ლიკას და ირმას ბავშვების ქცევის ასახსნელად საკუთარი თეორია ჰქონდათ შემუშავებული: - რამდენად მშვიდი და წყნარიც არ უნდა იყოს, ბავშვი - ბავშვია, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი, უნდა ყურადღება, მიისწრაფვის ლიდერობისკენ. ხუთი ასეთი გამორჩეული ინდივიდი კი აუღებელი ციხე-სიმაგრეა!....
ალბათ, აზრი არ აქვს ჯგუფის დანარჩენ წევრებზე საუბარს, მათი ისტორიების განხილვა საკმაოდ შორს წაგვიყვანს და არც მე შეგაწყენთ თავს. ვიდრე გოგონებები ამობარგებით იყვნენ დაკავებულნი, ვაჟები ინსტრუმენტებიანად უკვე მიმღებში ჩასულიყვნენ, მთელ სასტუმროში უკვე ისმოდა მათი სიმღერა.
- იმედია, სიმღერების გამო სასტუმროდამ გასახლება არ მოგვიწევს... - სიცილს ვერ იკავებდა ირმა.
- მასწ.., მიმღებში ახალგაზრდა, მოკლე კაბიანი, ადმინისტრატორები სხედან და... - ჭინკები უხტოდა სოფის.
- და?!... - შვილის ხმაში გამკრთალი ეჭვიანობა არ გამოჰპარვია ლიკას.
- თავს აწონებენ ჩვენი ბიჭები... - სოფის წამოწყებული წინადადება დაასრულად ირმამ.
მარიამის აპილპილებული, სასურველზე მეტად აჭარხლებული სახის დანახვაზე ერთმანეთს ეშმაკურად გადახედეს ქალებმა.
- ნუ გეშინია, შენი პრინცი ასე იოლად ვერ დაგთმობს, ეგ ყველაფერი გიგას ოინები იქნება!...
- ვისაც უნდა იმას გაეპრანჭოს, მე რა?!... - ხელოვნური უდარდელობით მეგობარს გახედა მარიამმა, თითქოს მისგან ელოდა ხსნას, თუმცა ქალების საუბარში ჩარევა აზრადაც არ მოსვლია სოფის.
დედის მრავალმნიშვნელოვანი, ღიმილის დანახვაზე, ისევ გაცხარდა გოგონა:- არასწორად ფიქრობ, სულაც არ!...
- მე ხომ არაფერი მითქვამს?! - დანებების ნიშნად ხელები აწია ლიკამ - კითხვაც არ დამისვამს, შენით იმართლებ თავს!...
- ისედაც ყველაფერი სახეზე გაწერიათ! - ლიკას აჰყვა ირმაც.
- მასწ.. დედას გეფიცებით, მართლა არაფერი ხდება! - თვალები ცრემლებით აევსო მარიამს.
- არ გრცხვენია?! ერთი დედა გყევარ და იმასაც ტყუილზე დასაფიცებლად მიმეტებ?! - მეტიჩარა, ნაწყენი სახით მოწრუპა ტუჩები ლიკამ.
- სულ ასე იცი. წინასწარ გამოიტან დასკვნებს. საბას არაფერი უთქვამს და... - ხმა გაებზარა გოგონას.
- კაცმა რომ გკითხოს არაფერი ხდებაო, არადა მის ხსენებაზე ფერი გეკარგება! - ირმამ თვალი ჩაუკრა ლიკას.
- აუ, კარგით, რაა მას.. თქვენ მაინც დამიჯერეთ! - ამჯერად მართლა ვეღარ შეიკავა ცრემლები მარიამმა.
- ჩვენს ხუმრობებზე ასე თუ იტირე, კვირის ბოლომდე დასიებული თვალებით ივლი!- შვილის ცრემლებმა იმდენად შეძრა, რომ ლიკაც ატირდა.
- დალაგებული არ ხარ, შენ რაღა გატირებს?! - დაბნეული უმზერდა სოფოს ირმა.
- აუ, მასწ... რა საყვარლები არიან! - სლუკუნ - სლუკუნით ძლივს მოუყარა სასურველ სიტყვებს თავი სოფომ.
თითქოს სატირალ მიზეზს ეძებდნენო, გულამოსკვნილები ტიროდნენ სამივე.
- ღმერთო შენ მიშველე! შენ აბაზანაში შედი! - სწრაფად შეაგდო მარიამი ირმამ - შენ -საძინებელში - ამჯერად სოფის ჯერი დადგა - შენ კი - დარჩი ჩემთან!
საკუთარ თავზე თვითონაც კი ბრაზდებოდა ლიკა, მაგრამ რათ გინდა?! ვერა და ვერ დამშვიდდა.
- ჩვილიც კი, ტირილს იწყებდა თუ არა, მეც მაშინვე ცრემლები მომდიოდა თვალებიდან! - თითქოს ბოდიშებს უხდიდა ირმას ლიკა.
- სამკურნალო ხარ... - ისევ ეცინებოდა ირმას - ზოგჯერ მგონია, რომ მარიამს მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე შენ...
- არცაა გამორიცხული, - ხელის გულებით იწმენდდა ცრემლებს ლიკა - თექვსმეტი წლის ვიყავი, თითქმის მისი ასაკის, როცა გავთხოვდი. მისი არ იყოს, მეც ბრმად მჯეროდა ერთად-ერთი ჭეშმარიტი სიყვარულის. რომ მკითხო, რომელი იყო ჩემთვის ბედნიერი დღე, დაუფიქრებლად გეტყვი, ჩემი ქორწილი. მის თვალებში დანახული საკუთარი ანარეკლი. ვასხივებდი, ვანათებდი სიყვარულს. ისიც თითქმის ჩემი ასაკის იყო, სულ რაღაც თვეებით დიდი.
მაფრთხილებდნენ, მეხვეწებოდნენ მშობლები, არ გავთხოვილიყავი, მაგრამ ვინ დაუჯერა? გგონიათ ბიჭი არ მოსწონდათ? არა, მიზეზი ჩვენი მცირეწლოვანება იყო.
იმ წუთებში გვეგონა მთელი სამყარო გვიპირისპირდებოდა, მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რა იყო სიყვარული, ჩვენს ერთად-ერთსა და წრფელ გრძნობას დაცვა და გადარჩენა სჭირდებოდა და გადავარჩინეთ კიდევაც, მისი შემოთავაზება, გავიპაროთო და ჩემი დაუფიქრებელი, დიახ - ერთი იყო.
გგონია ვნანობ?! არა. წარსულში დაბრუნების საშუალება რომ მქონდეს, არც კი დავფიქრდები, ისევ ასე მოვიქცევი, ჩემი სიყვარულის გამო ისევ ყველაფერს დავთმობ.
ჩემი მშობლები სწრაფად შეგვირიგდნენ, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი მის ოჯახზე.
- ეს ურთიერობა დიდხანს არ გაგრძელდებაო! - თითქოს წინასწარ იცოდნენ ჩვენი პატარა ოჯახის დასასრულის შესახებ.
ჩვიდმეტისას მარიამი უკვე მყავდა. ბავშვი ფაქტიურად დედაჩემმა გაზარდა. მე მხოლოდ სათამაშოდ თუ მანდობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ზრდასრული ქალივით ვიქცეოდი, ახლანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ჩემს შვილს ლამაზ თოჯინად უფრო აღვიქვამდი, მომწონდა მისი განებივრება, მისთვის ნაირ-ნაირი კაბების ყიდვა, გამოვპრანჭავდი და ვსეირნობდით დედა-შვილი.
არ იფიქრო თითქოს ვერ ვიაზრებდი, რომ ოჯახი მყავდა. ვიაზრებდი კიდევაც და ზედმეტადაც განვიცდიდი, ყველაფერში ჩემს მშობლებზე რომ ვიყავით დამოკიდებულები. გგონია, რამეს გვამადლიდნენ?! არა, მაგრამ ხომ არსებობს ზღვარი? ხომ არ შეიძლებოდა ყველა წვრილმანისთვის მშობლებისთვის მეთხოვა ფული?
ვერ ვიტყვი, რომ მეუღლეს არ ვუყვარდი, ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებ, მარიამზე ხომ აბოდებდა. ორივენი ვსწავლობდით, თითქმის მთელი დღე გასულები ვიყავით, დილით მივდიოდით - ბავშვს ეძინა, ღამით მოვდიოდი - ისევ ეძინა, ფაქტიურად მარიამს ვერც ვხედავდით. ოდნავ თავისუფალი დრო თუ მქონდა ვცდილობდი დაკარგული ამენაზღაურებინა და შვილისთვის დამეთმო. მას კი, არ ესმოდა. ქმარი იყო, მისი წილი ყურადღება ჭირდებოდა და ითხოვდა კიდეც. ალბათ ნორმალური ამბავი იყო, ჩვიდმეტი წლის ბიჭს ისევ სდომოდა გართობა, კლუბები, მეგობრებში სიარული. სიმართლე რომ გითხრა, ამაზე არც მე ვიტყოდი უარს. მაგრამ შვილს სახლში მარტოს ხომ ვერ დავტოვებდი, საბედნიეროდ ამდენი კი მესმოდა. - ირონიულად გაეღიმა ლიკას - ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ მის გაუთავებელ მეგობრებში სიარულს, შედეგად ჩემი და მარიამის შინ მარტო ჯდომა მოჰყვებოდა.
ვეგოისტობდი, ვეჭვიანობდი. მინდოდა ისიც ჩემტან ყოფილიყო. მის თითოეულ წასვლას ხმამაღლა ვაპროტესტებდი, თუმცა სიტყვა, პროტესტი კიდევ მსუბუქი ნათქვამია. ჩვენი თითოეული კამათი ერთმანეთის შეურაცყოფითა, გინებითა და კარის მოჯახუნებით სრულდებოდა.
შემდეგ იყო, დაუსრულებელი ბოდიშები და ლოდინი, როდის დალაგდებოდა ყველაფერი.
ერთ დღეს კი უბრალოდ აღმოვაჩინე, რომ დავიღალე, აღარც ენერგია მქონდა. ნელ-ნელა გავცივდი კიდევაც, ჩვენმა მგზნებარე სიყვარულმაც ფერი დაკარგა. ცალმხრივად ხომ არაფერი ხდება? ჩემი ქცევის პროპორციულად იცვლებოდა ისიც. ერთმანეთზე შეყვარებული ცოლ-ქმრის ნაცვლად მოჩხუბარ, ამ მეზობლებს დავემსგავსეთ. სალაპარაკოც კი გამოგველია. დამიჯერებ? ზოგჯერ ვუმზერდი და მეგონა წინ სრულიად უცხო ადამიანი მეჯდა.
მისი წასვლა არც გამიპროტესტებია და თუ დამიჯერებ პირიქით თავისუფლების შეგრძნებაც კი დამიბრუნდა. მისი მთელი ცხოვრება მადლიერი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ მარიამი მაჩუქა. ის დღემდე ჩემი სისუსტეა.
იმაზე სწრაფად გაიზარდა ვიდრე წარმოვიდგენდი. თითქოს ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ გვერდით თინეიჯერი შვილი მიდგას. ოღონდ ცოდვა გამხელილი სჯობს, მგონი ბოლომდე ვერ აღმიქვამს დედად.
ახლა ვუმზერ გაზრდილსა და შეყვარებულს და მეშინია. მეშინია, რომ ჩემს შეცდომებს გაიმეორებს!
- თავადვე არ თქვი, რომ საშუალება რომ მქონდეს საკუთარ სიყვარულს ისევ დავიცავდიო?! - ხუმრობა ნარევი ტონით ჰკითხა ირმამ.
- თქმით კი ვთქვი, მაგრამ საკუთარი შვილისთვის ასეთ ცხოვრებას მაინც არ ვისურვებდი. ვხედავ რომ უყვარს, იმ ბიჭის თვალებში ანთებულ ცეცხლსაც ვამჩნევ და შიშით გული მისკდება... - ცრემლებს ისევ ვერ იკავებდა ლიკა.
- რა სულელი ხარ, დე.... - უკვე დამშვიდებულმა, გაკრეჭილმა მარიამმა გამოყო თავი აბაზანიდან, აშკარა იყო, კარგად ესმოდა ლიკას სიტყვები.
კურტუმის ქნევით მიუახლოვდა ფანჯარასთან მდგომ დედას და უკნიდან მოეხვია.
- ჩემ გათხოვებამდე ამდენი თუ ინერვიულე, გაჭაღარავდები! - ღრმად შეისუნთქა დედის თმის სურნელი.
- ჭკვიანია შენი შვილი, დაუფიქრებლად არ მოქცევა... - თვალი ჩაუკრა სევდიანად მომღიმარ ლიკას ირმამ.
ალბათ, კიდევ დიდხანს ისაუბრებდნენ, კარებზე კაკუნი რომ არ გაეგონათ. გოტარებით ხელდამშვენებული ტატო, საბა და გიგა მისაღებში სიმაღლის მიხედვით შემოლაგდნენ. ერთი კი შეავლეს ეჭვით თვალი ერთმანეთს ჩახუტებულ დედა-შვილს, მაგრამ კითხვის დასმა ვერ გაბედეს.
- ირმა, მასწ... დღეს რა გეგმები გვაქვს? - ანცი ღიმილით იკითხა საბამ.
- არიების შესრულება უკვე დაასრულეთ?! - საყვედურნარევი ხმით ჰკითხა ხელმძღვანელმა.
- გიგას ვეხმარებოდით... - ყურებამდე იკრიჭებოდა საბა.
- მერე, რაო ადმინისტრატორმა, კარგი ბიჭი ხარო?! - სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკა.
- ზედაც არ შემომხედა... - ღრენით ჩაიდუდუნა ვაჟმა.
- ღირსი ხარ! - საძინებდილად ნიშნის მოგებით გამოსძახა სოფიმ.
- აუ, მასწ... რა დროს ადმინისტრატორია, იქნებ სადმე გავიდეთ?
- თქვენ ისეთი მაგრები ხართ, უკვე მოიფიქრებდით სად მივდივართ! - ბავშვების თვალებში მოხტუნავე ჭინკებმა აშკარად გამოუკეთა განწყობა ლიკას, აღარაფერი ეტყობოდა წუთების წინანდელი სევდის.
- თქვენი იმედი გვქონდა! - იმედით შემოხედეს ბიჭებმა.
- ნეტა რატომ არ მიკვირს? - ეშმნაკურად უცინოდა თვალები მარიამს.
- რადგან ჩემი... მაშინ წავიდეთ სასრიალოდ, შემდეგ ვნახოთ როგორ დავიღლებით, იქნებ ბურნებითა და კვადროებითაც ვისეირნოთ, ქალბატონო, შენ მაგ ეტაპს გამოტოვებ! - ადგილზე მოხტუნავე ქალიშვილს მკაცრად გადახედა ლიკამ, მაგრამ როგორც კი დაინახა, შვილის მოღრუბლული სახე, ხმამაღლა აკისკისდა - კარგი, არ გამოტოვებ, ოღონდ ამჯერად მე ვიქნები მძღოლი და იცოდე, ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე! - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი - დანარჩენი კი შემდეგ მოვიფიქროთ.
- ვინც თხილამურებზე დგომა არ ვიცით? - ჭინკები უხტოდა თვალებში გიგას.
- ვინც თხილამურები არ ვიცით, ციგები ვიქირავოთ და...
- კისერი ისე ვიტეხოთ! - ტატოს დაუსრულებელი ფრაზა ამჯერად სოფომ დაასრულა.
- რადგან ასე კარგად დაგეგმეთ, თქვენ, ხუთნი ლიკასთან იქნებით, მე კი -პატარებს მივხედავ!
- მშვენიერია! - სიხარულით დაეთანხმნენ ირმას ბავშვები.
- ჰე, თქვენ კიდევ აქ ხართ?! თხუთმეტ წუთში კომბინიზონებითა და წყალგაუმტარი შარვლებით ვიკრიფებით ჰოლში! - სწრაფად მიაბრძანა ოთახიდან ბიჭები ლიკამ.

№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

auu ra kargii iyooo. tirilis scenaze movjvdi sicilit ro warnovidgi\e. giga da sofo ukve momwonannnn. moutbenlad velodebi shemdegs. saocari dadebiti auravaqvs am motxrobas. aba shen ici!!!!

№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
auu ra kargii iyooo. tirilis scenaze movjvdi sicilit ro warnovidgi\e. giga da sofo ukve momwonannnn. moutbenlad velodebi shemdegs. saocari dadebiti auravaqvs am motxrobas. aba shen ici!!!!

heart_eyes smile მეგონა ეს თავი ბოლო იქნებოდა, მაგრამ არ გამომივდა, ფინალი სულ ოდნავ გადავწიე smile

№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია რომ გადაწიე,რადგან ძალიან მსიამოვნებს მისი კითხვა
--------------------
ლანა

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

elle...
გუშინ დილის შემდეგ შენს ისტორიებს ვკითხულობ.
ვერ მოვშორდი.:)
ერთს მოვრჩებოდი და
მეთქი მორჩა, საქმეებს მივხედავ, მაგრამ არ გამომივიდა.
არ გამომივიდა და უზომოდ მიხარია ასე რომ მოხდა.
ყველა ისტორიაზე დაკომენტარება ვერ მოვახერხე, სამწუხაროდ.
და აქ გეტყვი მოკლე სათქმელს(თუ მოკლედ გამომივა).
ასეთი დახვეწილი, გამართული, ყველანაირად ჩამოყალიბებული ისტორიები დიდი ხანია არ წამიკითხავს.
იმ პატარა სიაში ხარ ჩემი საყვარელი მწერლების, სიგიჟემდე რომ მომწონს.
საშინლად მიხარია რომ აღმოგაჩინე.
ამ ისტორიით, სხვათაშორის.
თითოეული წინაზე მეტად დახვეწილია და ეს რომ იცოდე რამაგარი რამეა.:)
ახლა ამ ისტორიის დამთავრებას ველოდები, ერთიანი წაკითხვით მიღებული სიამოვნება რომ არ მოვიკლო.
2 დღეა უკვე შენი ისტორიებით ვცხოვრობ.:დდ
როგორ მინდა ამასაც მალე მორჩე, უცებ რომ წავიკითხო.:)
წარმატებები, საყვარელო
და
ჩემი სახით კიდევ ერთი ერთგული მკითხველი გყავს.:)
❤️❤️❤️

ალბათ ბამიჭირდება იმ ემოციების გადმოცემა, შენი კომენტარის კითხივსას, რომ განვიცადე, ძალიან გამიხარდა და მსიამოვნებს იმის მოსმენა, რომ "თითოეული წინაზე მეტად დახვეწილია". მინდა მჯეროდეს, რომ ეს მართლა სიმართლეა smile რაც შეეხება ამ ისტორიას, სავარაუდოდ მაქსიმუმ ორ თავში დასრულდება. ყოველ შემთხევვაში ჯერ-ჯერობით ასე ვფიქრობ smile დიდი მადლობა, რომ წაიკითხე ჩემი "ნაჯღაბნი" heart_eyes ძალაინ გამახარე შენი სიტყვებით kissing_heart heart_eyes

La-Na
კარგია რომ გადაწიე,რადგან ძალიან მსიამოვნებს მისი კითხვა

მგონი ითხოვდა ეს ისტორია ცოტა ლიკას პერსონაჟის გაშლას smile თან მინდა დავასრულო და თან არც მემეტება, თუმცა ვიდრე მეც კი მომბეზრებია, ჯობს დროულად დასრულდეს, ჰა, ჰა, მაქსისმუმ ორი ტავი, თუ ვიყოჩარებ, რაშიც ეჭვი მეპარება, ალაბთ ერთიც (ოღონდ ცოტა მოზრდილი) smile

№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

elle...
murachashvili
elle...
გუშინ დილის შემდეგ შენს ისტორიებს ვკითხულობ.
ვერ მოვშორდი.:)
ერთს მოვრჩებოდი და
მეთქი მორჩა, საქმეებს მივხედავ, მაგრამ არ გამომივიდა.
არ გამომივიდა და უზომოდ მიხარია ასე რომ მოხდა.
ყველა ისტორიაზე დაკომენტარება ვერ მოვახერხე, სამწუხაროდ.
და აქ გეტყვი მოკლე სათქმელს(თუ მოკლედ გამომივა).
ასეთი დახვეწილი, გამართული, ყველანაირად ჩამოყალიბებული ისტორიები დიდი ხანია არ წამიკითხავს.
იმ პატარა სიაში ხარ ჩემი საყვარელი მწერლების, სიგიჟემდე რომ მომწონს.
საშინლად მიხარია რომ აღმოგაჩინე.
ამ ისტორიით, სხვათაშორის.
თითოეული წინაზე მეტად დახვეწილია და ეს რომ იცოდე რამაგარი რამეა.:)
ახლა ამ ისტორიის დამთავრებას ველოდები, ერთიანი წაკითხვით მიღებული სიამოვნება რომ არ მოვიკლო.
2 დღეა უკვე შენი ისტორიებით ვცხოვრობ.:დდ
როგორ მინდა ამასაც მალე მორჩე, უცებ რომ წავიკითხო.:)
წარმატებები, საყვარელო
და
ჩემი სახით კიდევ ერთი ერთგული მკითხველი გყავს.:)
❤️❤️❤️

ალბათ ბამიჭირდება იმ ემოციების გადმოცემა, შენი კომენტარის კითხივსას, რომ განვიცადე, ძალიან გამიხარდა და მსიამოვნებს იმის მოსმენა, რომ "თითოეული წინაზე მეტად დახვეწილია". მინდა მჯეროდეს, რომ ეს მართლა სიმართლეა smile რაც შეეხება ამ ისტორიას, სავარაუდოდ მაქსიმუმ ორ თავში დასრულდება. ყოველ შემთხევვაში ჯერ-ჯერობით ასე ვფიქრობ smile დიდი მადლობა, რომ წაიკითხე ჩემი "ნაჯღაბნი" heart_eyes ძალაინ გამახარე შენი სიტყვებით kissing_heart heart_eyes

არ იფიქრო ამით ძველ ისტორიებს რამეს ვუწუნებ-რა სისულელეა.
სულ თავიდან დაწყებული ყველაფერი ძალიან მაგრად გაქვს.
”ნაჯღაპნს” კიდევ ვერაფრით ვუწოდებ შენს შემოქმედებას.
ყველა სიტყვაში ზედმეტად შენეულს ვგრძნობ და სულ რომ არ ვიცოდე ავტორი, შენს ხელწერას უკვე ყველგან ვიცნობ.
❤️❤️❤️

სადაცაა სიხარულისგან გავსკდები smile ასეთ სიტყვებს ხშირად თუ მამიმეორებ დავიჯერებ და ალბათ თავშიც ამივარდება heart_eyes ხელწერის რა გითხრა? რასაც გვრძნობ, იმას ვწერ, ვიღაცისთვის ზედმეტად რეალურს, ვიღაცისთვის - ბანალურს, ჩემთვის კი ზედმეტად ჩემეულს, ცოტა შელამაზებულს, შეცვლილი სახელებითა და ზოგჯერ ჩემთვის სასურველი დასასრულებით. შენ კი საოცრება ხარ, ასეთი მძიმე დღის შემდეგ ასე რომ გამახარე heart_eyes

№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

murachashvili
nawkas12345
auu ra kargii iyooo. tirilis scenaze movjvdi sicilit ro warnovidgi\e. giga da sofo ukve momwonannnn. moutbenlad velodebi shemdegs. saocari dadebiti auravaqvs am motxrobas. aba shen ici!!!!

heart_eyes smile მეგონა ეს თავი ბოლო იქნებოდა, მაგრამ არ გამომივდა, ფინალი სულ ოდნავ გადავწიე smile

აუ არა რაა კიედ დაწერე რა აჯერ ადრეა და ასე მალე არ დაასრულო.ისე ძაან მომწონსსსს არ მინდა რო დამთავრდესსს!!!!!!!!!!!!!!

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უნდა დაიჯერო, საყვარელო.^^
სიმართლეა და იმიტომ.^^
წარმატებები შენ და ველი ამ ისტორიის დასასრულს.❤️❤️❤️❤️

დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ heart_eyes ვეცდები იმედი არ გაგიცრუვო

nawkas12345
murachashvili
nawkas12345
auu ra kargii iyooo. tirilis scenaze movjvdi sicilit ro warnovidgi\e. giga da sofo ukve momwonannnn. moutbenlad velodebi shemdegs. saocari dadebiti auravaqvs am motxrobas. aba shen ici!!!!

heart_eyes smile მეგონა ეს თავი ბოლო იქნებოდა, მაგრამ არ გამომივდა, ფინალი სულ ოდნავ გადავწიე smile

აუ არა რაა კიედ დაწერე რა აჯერ ადრეა და ასე მალე არ დაასრულო.ისე ძაან მომწონსსსს არ მინდა რო დამთავრდესსს!!!!!!!!!!!!!!

smile მალე არ დასრულდება, წინ კიდევ საკმაოდ ბევრი რამ გელის

№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვკითხულობ შენს ისტორიებს და საკუთარ თავს ვეკითხები როგორ შეიძლება ასეთ მხიარულ და ბავშვურ ისტორიაშიც კი ცხოვრებისეული და რეალური მომენტები ისე იდეალურად იყოს შერწყმული ერთმანეთში?!
ძალიან მაგარი ხარ და მე ეს სამეგობრო მიყვარს ძალიან... ისეთი ბავშვები არიან მომავლის იმედს რომ გაგიჩენენ და ყველაფერს დადებითი მხრიდან რომ გაჩვენებენ...
ძალიან მაგარი მწერალი ხარ და შემდეგი თავი არ დაგვიგვიანო რა...

ხო და ბოლოს მალე არ დაამთავრო რა... ეს მეგობრები იმსახურებენ დიდ ისტორიას...

№9 სტუმარი გვანცა))

როგორ მომწონს ეს ისტორია,მომწონს კი არაა უკვეე მიყვარს❤
თბილი და სასიამოვნო წასაკითხიაა❤
როგრც შენი ყველაა ისტორიაა❤
წარმაატებებიი ანნა❤

№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Mtlianobashi magari istoriaa mara es tavi ragaca..... ravi.... ver vixslisesavit ariyo wina tavebisavit "tbili"

№11  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

იმ დონეზეე კარგად წერ რომ შენი ისტორიის კითხვის დროს იმდენი ემოციაა იყრის თავს ჩემში ვერ გეტყვი ♡♡♡თითქოს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება !ძალიან კარგად წერ ადრეც მითქვია შენთვის შენი წინა ისტორიეებითაც ისეთი მოხიბლულიი ვიყავი ჩემთვის ერთერთი საუკეთესო მწერალი ხარ ♡ისე სუფთაად ისე ლაღად და გულით წერ შენ თითვეულ სიტყვაშიც კი ჩანს როგორ გულიდანაა წამოსული და მართლაც როგორ შენეულიაა .ვითომ უბრალოო მაგრამ ამ უბრალოებასთან ერთად ძალიან უცხო ორიგინალურიი და საუკეთესო ისტორიები გამოგდიის ♡♡კარგი ხარ ასე გააგრძელეე წერისთვის ხარ დაბადებული რასაც ქვია ♡♡♡

№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ვკითხულობ შენს ისტორიებს და საკუთარ თავს ვეკითხები როგორ შეიძლება ასეთ მხიარულ და ბავშვურ ისტორიაშიც კი ცხოვრებისეული და რეალური მომენტები ისე იდეალურად იყოს შერწყმული ერთმანეთში?!
ძალიან მაგარი ხარ და მე ეს სამეგობრო მიყვარს ძალიან... ისეთი ბავშვები არიან მომავლის იმედს რომ გაგიჩენენ და ყველაფერს დადებითი მხრიდან რომ გაჩვენებენ...
ძალიან მაგარი მწერალი ხარ და შემდეგი თავი არ დაგვიგვიანო რა...

ხო და ბოლოს მალე არ დაამთავრო რა... ეს მეგობრები იმსახურებენ დიდ ისტორიას...

როგორც ყოველთვის, მანებივრებ შენი სიტყვებით heart_eyes რაც შეეხება დასასრულს, მგონია ეს ისტორია ახალ წელს უნდა დასრულდეს, ჯერ - ჯერობით ჩანაფიქრში ასე მაქვს. უნდა იყოს სახალისო, თბილი და რომანტიო. heart_eyes ვნახოთ, მგონი მეც მომწონს ჩემი პერსონაჟები. იმედია შეველევი მათ smile

გვანცა))
როგორ მომწონს ეს ისტორია,მომწონს კი არაა უკვეე მიყვარს❤
თბილი და სასიამოვნო წასაკითხიაა❤
როგრც შენი ყველაა ისტორიაა❤
წარმაატებებიი ანნა❤

გმადლობ ჩემო ძვირფასო, თქვენი სიტყვები ჩდემთვის დიდი სტიმულია, იმედია ამ განწყობას ბოლომდე შევინარჩუნებთ heart_eyes

ანი ანი
Mtlianobashi magari istoriaa mara es tavi ragaca..... ravi.... ver vixslisesavit ariyo wina tavebisavit "tbili"

ეს თავი ხალისზე არ იყო გათვლილი, უბრალოდ ცოტა მეტად უნდა გაოჩენილიყო ლიკა, ეს იყო და ეს, ხალისი და გართობა კი ჯერ კიდევ წინაა smile heart_eyes

[quote=ნიტა♡♡]იმ დონეზეე კარგად წერ რომ შენი ისტორიის კითხვის დროს იმდენი ემოციაა იყრის თავს ჩემში ვერ გეტყვი ♡♡♡თითქოს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება !ძალიან კარგად წერ ადრეც მითქვია შენთვის შენი წინა ისტორიეებითაც ისეთი მოხიბლულიი ვიყავი ჩემთვის ერთერთი საუკეთესო მწერალი ხარ ♡ისე სუფთაად ისე ლაღად და გულით წერ შენ თითვეულ სიტყვაშიც კი ჩანს როგორ გულიდანაა წამოსული და მართლაც როგორ შენეულიაა .ვითომ უბრალოო მაგრამ ამ უბრალოებასთან ერთად ძალიან უცხო ორიგინალურიი და საუკეთესო ისტორიები გამოგდიის ♡♡კარგი ხარ ასე გააგრძელეე წერისთვის ხარ დაბადებული რასაც ქვია ♡♡♡

ნიტა, ნიტა, ნიტა heart_eyes უღრმესი მადლობა ამ სითბოსთვის. მწერლობისა რა გითხრა, მაგრამ ამ ისტორიების შექმნა თუნდაც თქვენი კომეტარების გამო ღირდა heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent