შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთი (4)


20-12-2016, 19:21
ავტორი Frigga
ნანახია 2 489

სავარაუდოდ ამ ბარათს კითხულობ. ელენა არ ვაპირებ შენთვის რამის ახსნას ეს წერილი უბრალოდ დავწერე არ ვიცი რატომ. შენ არ ხარ ჩემი ღირსი, შენ ძალიან ეჭვიანი წუწუნა გოგო ხარ და ჩემთვის ყოველთვის ტვირთი იყავი. ახლა ვზივარ და ვსვამ და მყოფნის გამბედაობა გითხრა ის რასაც ვფიქრობ შენზე, ასე თამამად პირველად ცხოვრებაში... უკვე ვეღარ ვითვლი ეს მერამდენე თაბახია, მაგრამ უნდა გითხრა შემეშვი, თვი დამანებე და გაერთე მაგ შენს შავგრემან მოტობაიკერ ვითომ მაგარტიპთან ერთად. კარგად იყავი ძალიან დიდ გულაობას გისურვებ.
ხელები გამიცივდა, გავშეშდი, ცუდად ვიყავი, ჩავიკეხე და განადგურებული ვეღარ ვინძრეოდი. ძლივს ავიღე ძირს დავარდნილი ფაილი და იქვე მაგიდის ქვეშ შევაცურე რომ ალექსს არ ენახა. დავღალე უკვე ჩემი პრობლემებით. შემდეგ დავუძხე.
- ალექსსს, ალექსს გთხოვ დამეხმარე. ვტიროდი და საშინელი სიცარიელის გრძნობა ბოლოს მიღებდა.
- ჰოუუ.. რააა? ახლად გაღვიძებული ალექსი სიტუაციაში გარკვევას სცდილობდა.
- შემოსასვლელში ვარ დამეხმარე. გავძახე გამათბობელთან ალექსს. და წამოდგომა ვცადე. მაგრამ უშედეგოდ.
- მაცადე მოვდივარ. ალექსი სწრაფათ ადგა ფეხზე და მოვიდა ჩემთან.
- დამეხმარე გთხოვ. წავიქეცი და ვეღარ ვინძრევი. ალექსმა გემრიელად ჩაიხარხარა და მითხრა.
- ჩემი ბუნჩულა პატალა ბავშვი როგორ მიყვარხარ მეგობარო. ადექი წამოდი.
- ვერ ვდგები ალექს გესმის? ცუდად დავეცი.
- ყველაფერი გასაგებია. ალექსმა ფრთხილად ამიყვანა ხელში, მიმიყვანა გამათბობლის პატარა იატაკზე გაკეთებულ მოსასვენებელთან სადაც მე და ალქსს გვეძინა, ნელნელა დამიშვა ძირს. მერე თვითონაც მომიწვა და ისევ ძილი გააგრძელა. მე რა დამაძინებდა. კერ კიდევ ვერ ვიჯერებდი ფაქტს რომ მას შეეძლო ასეთი რამის გაფიქრებაც კი ჩემზე, მოწერას აღარც კი ვახსენებ. ან რრითი დავიმსახურე მისგან ეს მოფყრობა? გადავბრუნდი ალექსისკენ და თავი მკლავზე დავადე. ალექსმა მკლავებში მომიქცია და ჩამეძინა. მთელი საღამო გვეძინა, რომ გავიღვიძეთ ღამის ორი საათი იყო. ალექსს შევთავაზე გასეინება მაგრამ მან არ მოისურვა. სახლიდან გავედი, თბილი ჰაერი სახეზე სასიამოვნოდ მეცემოდა. მივდიოდი ნელნელა ქუჩაში, კარგი თბილი საღამო იყო, ნეტავ ალექსიც წამოსულიყო მეთქი ერთი მომენტი ვიფიქრე მაგრამ შემდეგ იმასაც მივხვდი რო საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არ მაწყენდა.
ჩემი ქუჩისა და მეორე ქუჩის დამაკავშირებელ გრძელ ხიდს მივუახლოვდი. დიდი შუშის ლამაზი ხიდი, აქ ჩემმა მოგონებებმა თავი იჩინა ჩემს ცხოვრებაში. წარმოვიდგინე ის მომენტები როა მე და მაიკლი ამ ხიდზე ხელი-ხელ ჩაკიდებულები დავდიოდით და ვუყურებდით ამ მდინარეს, ამ მდნარემ ყველაფერი იცის ჩვენზე. ამ მდინარეს ლაპარაკი რომ შეეძლოს ალბათ ჩემთან ერთად ისაუბრებდა განუწყვეტლივ. იქვე ხიდის გვერდით სკამზე დავჯექი და ყურსასმენები გავიკეთე. ისევ ჩავრთე მოცარტი და დავიწყე უაზრო ფიქრების ლაგება. ყველაფერზე ვფიქრობდი როგორც მჩვევია ხოლმე.
მაიკლზე, ალექსზე, დედაზე, მამას გარდაცვალებაზე, სკოლის პერიოდზე ჩემსა და ალექსის ერთად გატარებულ ბავშვობაზე...
მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა ვიგრძენი რომ ყურებში მუსიკა აღარ მესმოდა. ნელა წამოვდექი სკამიდან და ნელი ნაბიჯით წამოვედი სახლისკენ.
ნუთუ ასე მალე დამივიწყა? მისთვის არაფერს ნიშნავდა ის წლები რააც ერთად გავატარეთ? ის მოგონებები რომელიც მათან მაკავშირებს ჩემში ისევ ცოცხლობს, ნუთუ მას ასე ადვილად შეეძლო დავიწყება?
ახლაც მახსოვს როგორ შევხვდით ერთმანეთს. ის საძმაკაცოსთან ერთად სკოლის დერეფანში იდგა. როცა გავიარე მისმა ერთმა ძმაკაცმა სიცილი ატეხა, მივედი და სახეში შემოვარტყი. მეორე დღეს ამ ძმაკაცმა გადაწყვიტა სამაგიერო გადაეხადა და ჩემს შესახებ ჭორების მოგონება დაიწყო, ვითომ მე მაიკლთან ვიყავი. რომ გავიგე ვეღარ მოვითმინე, გავედი სკოლის კალიდორში, ხელი წავავლე მაიკლს, ჩავიყვანე მეორე სართულზე და შევაგდე სამასწავლებლოში, :: ახლა გაიგებთ რომ ერთად არ ვართ?:: კარგადაც დავისაჯე ამის გამო მაგრამ ღირდა.
ფიქრში გართული სახლის კარს მივადექი, შევაღე და დედაჩემი დამხვდა კარებთან.
- სად დადიხარ? შენ ძალიან გაუტიე ამ ბოლო დროს.
- დედა მე...
- დაანებეთ ნინა დეიდა მე მივხედავ. გამოვიდა ოთახიდან ალექსი, ხელი მაგრად ჩამავლო ( დედაჩემის დასანახად) და ოთახში სწრაფი ნაბიჯით შემიყვანა.
- ჰაა როგორი იყო საკუთარ თავთან მარტო დარჩენა? იმედი მაქვს დაფიქრდი ყველაფერზე. ახლაკი მე უნდა წავიდე.
- მოიცადე ალექს გთხოვ დღეს აქ დარჩი..
შევაჩერე კარებში ალექსი. ალექსი გაკვირვებული მიყურებდა.
- ჰო რა იყო რა გაგიკვირდა? გთხოოვვ.
- მე? აქ? დედაშენი რას იფიქრებს? გაგიჟდი?
- დედაჩემმა რა უნდა იფიქროს ბავშვობიდან ერთად ვართ.
- მერე რაა?
ვკამათობთ კარებთან მდგომნი.
- კარგი თუ ასეა წადი..
გამოვბრუნდი და საწოლში ჩავხტი.
- კარგად. დამემშვიდობა ალექსი და ოთახის კარი გაიხურა. მესმოდა როგორ ემშვიდობებოდა ალექსი დედაჩემს. :: დაწყნარდით ნინა დეიდა მე მის გვერდით ვარ, ყველაფერში დავეხმარები:: და დედაჩემის მადლობა. კარის გახურვის ხმა.
დავხუჭე თვალები. სულ სამი წუთი იყო გასული რომ ჩემი ოთახის ფანჯარა გაიღო და ალექსი გადმოძვრა.
- გულმა მაინც არ გამიშვა.. გეგონა მარტო დაგტოვებდი? მართალია არ მინდოდა აქ დარჩენა რადგან ცუდად გამოდის მაგრამ შენი მარტო დათოვება არ შემეძლო.. გავუღიმე და საბანი გადავშალე. ალესი მოვიდა და ჩემთან იყო მთელი ღამით. ჩახუტებულებს გვეძინა. ასე მშვიდად არასდროს მიგვრძვნია თავი.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან მაგრად მომწონსსს. ალექსი მაგარი ვიგაცაა ჩემი ფავორიტი პერსონაჟიაა. ველოდები შემდეგსს....

 


№2  offline წევრი Frigga

nawkas12345
აუ ძაან მაგრად მომწონსსს. ალექსი მაგარი ვიგაცაა ჩემი ფავორიტი პერსონაჟიაა. ველოდები შემდეგსს....

დიდი მადლობა =) ნუ ალექსი მგონი ყველას შეუყვარდა =) ასეც მინდოდა smile heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

xoo dzaan sayvarelia!!!!

 


№4 სტუმარი Guest სოფია

ძაან მაგარია. მომწონს კარგად წერ =) kissing_heart შენს ამ ნაწარმოებს დიდი სიამოვნებით არაერთხელ წავიკითხავ. თუმცა რაღაც შეცდომბია მაგრამ იდეალურია. smile innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent