ჩვენმა შვილმა დაგვტოვა! ერთ დღეს დამტოვეთ ორივემ...(სრულად)
ტესტზე მეორე მკრთალი ხაზიც გამოჩნდა! ჩემი გულის ცემის სიხშირემაც იმატა, რამდენიმე წუთით ტესტით ხელში გაქვავებული ვიდექი. ჩემს სახეზე მრავალი ემოცია იკითხებოდა, სიხარულის, ბედნიერების, გაოცების და კიდევ ათასი რამ...ფოტო გადავუღე და სასწრაფოდ ჩემს საყვარელ ადამიანს გადავუგზავნე, რადგან ის იმ მომენტში ჩემს ვერდით არ იყო. მახოვს 23-ნოემბერი, გიორგობა იყო...როდესაც ტესტი გავიკეთე დაახლოვებით 2-კვირის ვიქნებოდი. სიტყვებით ვერ ავღწერ იმ ბედნიერებას რაც ასეთი უმნიშვნელო მკრთალი ხაზის დანახვამ მომანიჭა. ბედნიერებაა როდესაც გრძნობ რომ შენს სხეულში კიდევ სხვა არსებაც ცხოვრობს, ბედნიერებაა როდესაც აცნობიერებ რომ ის პაწაწინა წერტილი ისეთი ადამიანისგანაა, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. ჰოო, ზუსტად ის პატარა წერტილი ხდება დღითი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი არსება შენი და შენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში. 3-კვირის ვიყავი, როდესაც ექიმთან მივედით მე და ლუკა კონსულტაციაზე, ანალიზები ავიღე, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად იყო, ეხოს გაკეთება 2-კვირის შემდეგ დავგეგმეთ... თითქოს ექიმის დასტურს ველოდით მე და ჩემი ბიჭი, რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავით. კლინიკიდან ბედნიერები გამოვედით ორივე, ეს ჩვენთვის პირველი შვილი იყო და სულ სხვანაირად გვიხაროდა. ლუკამ გააცნობიერა რომ რამდენიმე თვეში მამა გახდებოდა, მეც გავაცნობიერე რომ მალე დედიკო გავხდებოდი. ლუკა ისეთი ყურადღებიანი გახდა, ვეუბნებოდი -ჩემი მეორე ექიმი ხარ თქო. სულ მითითებებს მაძლევდა რა მეჭამა, რა დამელია, არ უნდოდა ხშირად გავსულიყავი სახლიდან, სულ მეჩხუბებოდა თბილად ჩამეცვა, ღამე მალე დამეძინა, მთელი დღის განმავლობაში წიგნი წამეკითხა ან რაიმე წყნარი მუსიკისთვის მომესმინა, მოკლედ როგორც აღმოჩნდა მან ჩემზე მეტი იცოდა ორსულობის შესახებ. ბედნიერებაა როდესაც ასე გიფრთხილდება საყვარელი ადამიანი, როდესაც ასე ზრუნავს შენზე და თავის პაწიაზე, მისი თვალებიდან გამომდინარე ვხვდებოდი და ვგრძნობდი როგორ უხაროდა, როგორი ბედნიერი იყო. პირველი ბიჭი გვინდოდა, ორივე ერთად ვგეგმავდით ყველაფერს...თითქოს ჩვენი ურთიერთობა ჩვენმა ერთმა წერტილმა, ჩვენმა შვილმა უფრო გაამთლიანა, ვგრძნობდი რომ მეტად გაგვაერთიანა, ჩვენი სიყვარული უფრო გაძლიერდა. ჩვენს არსებობას და ჩვენს ცხოვრებას დიდი სტიმული მისცა მისმა არსებობამ. ერთ დღეს ზედმეტი მგზავრობა და სიარული მომიწია, საღამოს შევამჩნიე სისხლი....ძალიან შემეშინდა და ჩემს ექიმს დავურეკე, ავუხსენი მდგომარეობა, მან დამამშვიდა, იცის ხოლმე გადაღლამ ნუ გეშინიაო. მეც დავმშვიდდი, მალე ეხოც უნდა გადამეღო და გავიგებდი მდგომარეობას. გადიოდა დღეები, ვგრძნობდი როგორ მეცვლებოდა ხასიათები, იმდენი ემოცია მქონდა დაგროვილი აღარ ვიცოდი სად წამეღო, ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი. ყავა შემძულდა, რაც ჩემთვის სასწაული იყო, რადგან ჩემი დღე ყავით იწყებოდა და სრულდებოდა..შემიყვარდა ისეთი საჭმელები, რომლებსაც აქამდე არ ვჭამდი. სულ მეძინებოდა, სულ რაღაც მინდოდა, ხან მშიოდა ხან არა...სასწაული ხდებოდა ჩემში.. და აიი გათენდა ბედნიერი დღე, უკვე 5-კვირის ვიყავი, მე და ჩემი ბიჭი ეხოზე წავედით, დღეს ჩვენი პატარის გულისცემა უნდა გაგვეგო. მე ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი, გვერდით მყავდა ჩემი ერთადერთი სიყვარული, რომელიც მთელი გულით მიყვარდა და კიდევ ჩემს სხეულში მყავდა მისი ნაწილი, ჩვენი შვილი რომელიც უფრო მეტად გვაერთიანებდა მე და ჩემს სიყვარულს. ჩემი დაქალებიც მოუთმენლად ელოდნენ ჩემს შეტყობინებას. შევედით ეხოზე, დავწექი, ავიწიე მაისური, ექიმმა მუცელზე სითხე წამისვა, აიი გამოჩნდა კომპიუტერის დიდ ეკრანზე ჩემი სხეული, ველოდი როდის მეტყოდა ჩემი პატარა წერტილის არსებობის შესახებ, ველოდი როდის მომასმენინებდა გულის ცემას, ლუკაც გვერდით მყავდა, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და ისიც გაფართოვებული თვალებით აკვირდებოდა კომპიუტერის ეკრანს, ორივე ველოდით ჩვენი სიყვარულის ნაყოფის დანახვას თუმცა.........ისეთი რამ გვითხრა ექიმმა რასაც ვერ წარმოვიდგენდით, მან გვითხრა რომ ორსულობა აღარ იყო, გვითხრა რომ ჩვენმა პატარამ დაგვტოვა! ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო, დავიშალე, გავქვავდი, თვალთ დამიბნელდა, სხეულში სიმძიმე ვიგრძენი, ტკივილი ერთიანად მომედო მთელს სხეულში, ვიწექი უემოციოდ, უაზროდ, იმ წამებში ექიმის სიტყვები ეკლებივით მესობოდა, ყოველი მისი სიტყვა ჩემთვის ტკივილი იყო....წამოვდექი, მაისური ჩამოვიწიე, ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და ეხოს ოთახიდან ფეხის თრევით გამოვედი. ისეთი განადგურებული ვიყავი ლუკას არსებობაც კი დამავიწყდა, რამდენიმე წუთს არავინ და არაფერი აღარ მახსოვდა....კლინიკის გასასვლელამდე ასე უემოციოდ გავედი, სახე შეშლილი მქონდა, იმ მომენტში სამყარო ჩამომენგრა თავზე. მანქანამდე სანამ მივედით გავჩერდი, ლუკას ჩავეხუტე და ასე უხმოდ ვიყავით ცოტახანს გაჩერებულები, შემდეგ გზა განვაგრძეთ. სახლამდე ისე მივედით ხმას ვერცერთი ვერ ვიღებდით, სახლში ასვლის შემდეგ სიჩუმე ლუკას ტელეფონის ხმამ დაარღვია. -ლუკა რას შვრები ძმა? -რავი გიო, არაფერს......კლინიკიდან დავბრუნდით ახლახანს, ნიას ბავშვი მოსცილდა და მაგარი ცუდ „პონტში“ ვართ.. -„ღადაობ “? ვაა ცუდია ძალიან, მეწყინა....გამაგრდით, ყველაფერი კარგად იქნება. -გაიხარე „ბრატ“ მადლობა, გინდოდა რამე თუ „პროსტა“ დამირეკე? -ბიჭო ვიცი ახლა ამის დრო არ არის, მარა სამსახურში „უეჭველი“ საქმეა და შენი გამოსვლაა საჭირო. თუ შეძლებ გამოდი აუცილებლად. -თუ „იმენა უეჭველია“ გამოვალ აუცილებლად. -კაი ძმა, მიდი აბა გელოდებით. მეც ეხლა მივედი. ლუკა დამემშვიდობა და წავიდა, ცოტახანში ჩემთან გოგოები ამოვიდნენ. არ მინდოდა შემემჩნია რაიმე, რადგან ჩემი ორსულობის შესახებ ჩემმა სამმა დაქალმა და ლუკას რამოდენიმე ძმაკაცმა იცოდნენ, არ გვინდოდა თავიდან ბევრს გაეგო...შესაბამისად გოგოებს არაფერი ვაგრძნობინე, ყალბი ღიმილი და სიცილი არ მომიშორებია სახიდან. ლუკამ დაიგვიანა, მესიჯებს კი მწერდა და მეკითხებოდა როგორ ვიყავი, თუმცა ასეც არ უნდა დაეგვიანა. 11-ის ნახევარი იქნებოდა რომ დავურეკე. -ლუკა რას შვრები? -არაფერს რავიცი, შენ რას შვრები? -სახლში ვარ, გოგოები აქამდე ჩემთან იყვნენ და ახლა მიდიან. შენ სად ხარ, რა ხმაური ისმის? -გამოვედი მე სამსახურიდან..... -მაგას ისედაც მივხვდი, სად ხარ თქო? -რა მნიშვნელობა აქვს სად ვარ, მალე მოვალ. -ლუკა ნუ მაგიჟებ, რას ჰქვია რა მნიშვნელობა აქვს? სად ხარ, ან რამდენ ხანში მოხვალ? -კაი წავედი, 1-საათში სახლში ვიქნები. -ასე ცივად მიპასუხა და გამითიშა, მალე გოგოებიც გავაცილე. ლუკას არ დაუგვიანია, ზუსტად 1-საათში ამოვიდა სახლში. კარი გავაღე თუ არა, სასმლის სუნი მომივიდა. -შენ რა საქეიფოდ იყავი? -კი, ვიყავი და დავლიე ცოტა... -შენ ნორმალური ხარ? მე სამსახურში მგონიხარ, შენ კი თურმე საქეიფოდ ბრძანდებოდი... -წავედი მე ვიძინებ, ძალიან გთხოვ არაფერი აღარ მითხრა ნია, არ მინდა დღეს ერთმანეთს ვაწყენინოთ, ორივესთვის მძიმე დღე იყო... -ლუკამ საროჩკა მისაღებში გაიხადა და იქვე იატაკზე მიაგდო, შემდეგ ქამარი შეიხსნა და ჩვენი ოთახისკენ წავიდა. -ლუკა რას ჰქვია დღეს არაფერი გითხრა? მე დღეს მტკივა, მე ახლა მინდა შენს ვერდით ყოფნა...მთელი დღე რაც გასული იყავი სულ შენზე ვფიქრობდი, სულ შენთან მინდოდა, მე სამსახურში მეგონე და შენ კი..... -ლუკამ შარვალიც გაიხადა, სინათლე გათიშა, უსიტყვოდ გაშალა საწოლი და დაწვა. -გეფიცები არ დაგაძინებ დღეს სანამ კითხვებზე პასუხებს არ გამცემ... -სხვა დროს ვილაპარაკოთ ნია, მოდი დაწექი შენც დავიძინოთ. -მე მის ასეთ რეაქციებზე უფრო გავბრაზდი, თვალთ დამიბნელდა, მინდოდა რაიმე ისეთი მეთქვა რომ გული მასაც ჩემსავით სტკენოდა. -იცი რაა? შენ საერთოდ არ გქონია რეაქციები....ალბათ გაგიხარდა კიდევაც ბავშვი რომ აღარ გვყავს....სხვაგვარად ვერ იქნებოდა, მე ასე მიჭირდა, შენ კი ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ წახვედი, შენ რა ადამიანი ხარ, მე დღეს პირში ლუკმა არ გადამსვლია, შენ კი სახლში სასმლით გაჟღენთილი მოხვედი. გეტყობა როგორ განიცდი დღევანდელ ამბავს, ალბათ ეხოზე რომ დადებითი ეთქვათ და პატარას არ დავეტოვებინე მომაშორებდი კიდევაც, შენ ხომ ზოგადად ცხობრებაში პასუხისმგებლობის გეშინოდა და გაურბოდი ადრეც და ახლაც ასე იქნებოდა.... -ლუკა მისმენდა, დამასრულებინა სათქმელი, შემდეგ ხელის ერთი მოსმით მოიშორა გადასაფარებელი და საწოლიდან ღრიალით წამოდგა. -შენ, შენ ეგ სიტყვები რანაირად ამოუშვი პირიდან? შენ გოგო, როგორ გგონია ჩვენს პირველ შვილს მოგაშორებდი? ეგ როგორ იფიქრე შენ სულ გააფრინე ხომ? საიდან გამომდინარე მითხარი ეგ სიტყვები ამიხსენი, ამიხსენი თორემ ახლა ისე ვარ რომ რაღაც ისეთს გეტყვი ძალიან გაწყენინებ.... -მე საწოლზე ვიჟექი და ვკანკალებდი, ლუკა პირველად ვნახე ასეთი აგრესიული, თვალებიდან ნაპერწლკლებს ყრიდა, ყვიროდა არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ მე არ მქონდა პასუხი, არ ვიცოდი მის შეკითხვაზე რა უნდა მეპასუხა. -მეე...მეე იმიტომ გითხარი ეგ სიტყვები რომ ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ წასვლის მაგივრად შეგეძლო სახლში მოსულიყავი, იცოდი მე აქ რა მდგომარეობაში ვიყავი და შენ რესტორანში იჯექი... -და მაგის გამო გადაწყვიტე რომ მე ჩვენი შვილის ამბავი „“ ხომ? შენ ვაფშე იცი რის გამო დავლიე? იმიტომ რომ მე კაცი ვარ, არის რაღაცები რასაც შენ ვერ გაიგებ, შენ კი არა, ზოგადად ქალები ვერ გაიგებთ....შენ იტირებ, დაქალს მოუყვები და ოდნავ მაინც მოგეშვება გულზე, მე რა მექნა? ზუსტად იმიტომ დავლიე, მაგრამ შენ თურმე გულში რაები გქონია, ჩემზე რაებს ფიქრობდი და არ ვიცოდი. -ვეცადე ლუკას დამშვიდებას, მაგრამ ვიცოდი არაფერი გამომივიდოდა. -ლუკა ძალიან ცუდად ვარ, ძალიან განვიცადე დღევანდელი დღე და ეგ სიტყვებიც შემთხვევით წამომცდა... -იცი რას გეტყვი? შენ ხარ ერთი ეგოისტი გოგო, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, შენ მე არ გიყვარვარ, შენ ჩემი სიყვარული სიძულვილში გადაგდის. 23-ნოემბრის შემდეგ რაც გავიგე რომ ორსულად იყავი იმ დღის შემდეგ დღემდე შენთვის არაფერი მომიკვლია, ყურადღება მოკითხვა, მოფერება და კიდევ ბევრი რამ....შენ კი რა სიტყვები მითხარი გოგო, საკუთარ შვილზე მითხარი ალბათ მომაშორებდი კიდეცო, შენ „ვაფშე იდი ნახუი“ ამის შემდეგ შენ რა უნდა გელაპარაკო... - ლუკა ამდენი წლების მანძილზე პირველად ვნახე ასეთი გაბრაზებული, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მან ანდენი წლის მანძილზე პირველად მითხრა ასეთი საშინელი სიტყვები, თვალებში ვუყურებდი, ვხედავდი როგორ მოსდიოდა ცრემლემბი, როგორ ზიზღით მიყურებდა, აიი ისეთი თვალებით მიყურებდა მოკვლის უფლება რომ მიეცათ აუცილებლად მომკლავდა. ნერვიულობისგან მთელი სხეული მიკანკალებდა, სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს რომ რაიმე მეთქვა, ბოლოს ადგა ტუალეტში გავიდა, გავედი მეც მისაღებში და გავიგე მისი ტირილის ხმა, ცოტახანში გამოვიდა, ის არც თუ ისე ხშირად ეწეოდა, დივანზე ჩამოჯდა და სიგარეტს გაუკიდა. გვერდით მივუჯექი, მთელი სხეული მიკანკალებდა, ძლივს მოვაბი სათქმელს თავი. -ლუკა მაპატიე, ძალიან ცუდად ვარ მთელი დღეა, საშინლად გაღიზიანებული ვიყავი და ზედმეტები მომივიდა, ბოდიში. -მას ხმა არ ამოუღია, არც კი შეიმჩნია ჩემი სიტყვები, მოწევა გააგრძელა. -ლუკა მომაწევინე რაა... -სიგარეტი არასოდეს მქონდა მოწეული, ტუჩებთანაც კი არ მქონია მიტანილი, ლუკასაც არ მოსწონდა და არასოდეს მომცემდა მოწევის უფლებას. -შენ დღეს სულ „გაუბერე“ ხომ? რა სიგარეტი მოგაწევინო გოგო რაებს მეუბნები? საკუთარ თავზე ხელი არ ამაღებინო, ახლა მარტო იმის სურვილი მაქვს რომ ხელით შეგეხო, ეგ რომ გავაკეთო მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებ, ამიტომ გთხოვ რაა საერთოდ დღეს ხმა აღარ გამცე, ხომ ხედავ რაც მეტს ლაპარაკობ მით უფრო ვტკენთ ერთმანეთს გულს. გაჩუნდი, შედი ოთახში და დაიძინე, მე აქ დავწვები. -ამ სიტყვებზე უფრო გავმწარდი, ყველაზე მეტად დღეს მასთან ერთად ყოფნა და მისი ჩახუტება მინდოდა. -რაა? მე მარტო იქ არ დავიძინებ, მოწიე და ერთად შევიდეთ. ბოდიში უკვე მოგიხადე, არ ვიცი ეგ სიტყვები რატომ გითხარი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვეღარ გავაკონტროლე თავი. -იცი რა ნია? შენ ეგ გულში გქონდა და ხმამაღლა აღიარე....შენ თუ მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვს ჩემზე, არ მესმის აქამდე ჩემს გვერდით რატომ იყავი? მარა შენთან ლაპარაკს აზრი აღარ აქვს გესმის? წამოდი ახლა დავიძინოთ, მეც შენთან ერთად დავწვები.... -სიგარეტი ჩააქრო და ოთახისკენ წავიდა, მე სამზარეულოში შევედი წყალი დავლიე და წავედი მეც დასაძინებლად. ლუკას გვერდით მივუწექი, ჩავეხუტე და დავხუჭე თვალები...ვერც ერთი ვერ ვიძინებდით, თუმცა ორივეს თვალები გვეხუჭა, ხმას არ ვიღებდით. ვერ გავიგე როდის ჩამეძინა, დილით კი „ბუდელნიკის“ ხმამ გაგვაღვიძა. ლუკა სამსახურში მიდიოდა, 10-ის ნახევარი იყო რომ ავდექით... -ნია შენ მე ისეთი სიტყვები მითხარი გუშინ, აწი მე შენს გვერდით ყოფნას ვეღარ შევძლებ, დროებით მაინც.....მოდი უბრალოდ დრო მივცეთ ერთმანეთს, შენც დაწყნარდები, მეც დავწყნარდები, თუმცა ვიცი წყენა არასოდეს გამივლის...ეგ სიტყვები სულ თავში მიტრიალებს, არ ვიცი საერთოდ შევძლებ თუ არა ოდესმე პატიებას. მე რაღაც პერიოდი სხვაგან გადავალ საცხოვრებლად, ან შენ გადადი შენს მშობლებთან... -მე უსიტყვოდ ვიდექი გაყინული, ვგრძნობდი რომ აღარ მქონდა მისი გაჩერების უფლება, მე მას ვაწყენინე, მე მას ისეთი რაღაცები ვუთხარი, რისი თქმის უფლებაც არ მქონდა, ამიტომ არ გამიჩერებია. -მე ჩემებთან გადავალ ლუკა, ამ სახლში მარტო ვერ გავჩერდები... -როგორც გინდა, დღეს გადახვალ თუ? -კი დღეს, შუადღმდე მოვაგვარებ ყველაფერს... -კარგი, როცა გადახვალ დამირეკე, თუ რაიმე დაგჭირდება ექიმთან გამოყოლა ან ფული ან მსგავსი რამ დამირეკე, ისე აღარ შეიწუხო თავი, არც მომწერო და არც დამირეკო. -კაი, აღარც ვაპირებ, რადგან აღარ მაქვს შენთან არანაირი უფლება. -ლუკა კარიდან გავიდა, არც კი მაკოცა, უბრაალოდ ცივად დამემშვიდობა. -კარგად ნია, თავს გაუფრთხილდი. -მშვიდობით ლუკა. კარი დავკეტე, ჩემი ნივთები მოვაგროვე, ტაქსი გამოვიძახე და წავედი. გაყინული ვიჯექი, ფანჯრიდან ვუყურებდი სიცივისაგან გაყინულ ადამიანებს, ზოგს ბედნიერი სახე ჰქონდა, ზოგს გაბრაზებული, ზოგი უაზროდ იცინოდა...მე კი ტირილი მინდოდა და ცრემლებიც აღარ მომდიოდა, ჩემი ცხოვრება ერთ დღეში დაინგრა. ერთ დღეს დავკარგე ორი ადამიანი, ერთი ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილი და მეორე ჩემი სიყვარული, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. მე იმ დღიდან მკვდარი ვიყავი, ჩემს სიცოცხლეს ლუკას გარეშე აზრი აღარ ჰქონდა, ვიცოდი რომ ის აღარ დამიბრუნდებოდაა, ვიცოდი კი არა, დარწმუნებული ვიყავი..... იცით ორივეს დაკარგვაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, ალბათ თავს ისე ვერ ვუფრთხილდებოდი როგორც საჭირო იყო და პატარაც მაგიტომ დავკარგე. ლუკა კი ჩემი დაუფიქრებელი სიტყვების გამო წავიდა....ჰოო მე ორივემ მამა-შვილმა ერთ დღეს დამტოვეს, ეს დღე ჩემთვის ყველაზე მტკივნეული დღე იყო....იმ დღის შემდეგ მე საკუთარ თავს დავტირი, ჩემთვის ცხოვრება დასრულდა, მე აღარ ვიცი ჩემი სიყვარული დამიბრუნდება თუ არა, თუმცა მე მის დაბრუნებას ყოველ დღე ველოდები............................ დიდი ხანია არაფერი აღარ დამიწერია, მაგრამ რაღაც ისეთის დაწერა მომინდა სადაც მსგავსი ისტორია იქნებოდა ასახული....არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა, ველი თქვენგან კომენტარებს, კრიტიკას და ა.შ.... პ.ს თქვენი მაშო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.