"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 11)
ჩემი სამაჯური დავკარგე. ვერ ვხვდები ეს როგორ მოხდა. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ერთადერთია რაც ჩემი საუკეთესო მეგობრისგან დამრჩა. ნატა ახლა ამერიკაშია და დროში განსხვავების გამო ხშირად ვერ ვეკონტაქტები. სანამ წავიდოდა ერთმანეთს სამაჯურები ვუყიდეთ და მე მისი ნაჩუქარი დავკარგე. დღეს უკან დაბრუნებას და მის უკეთესად მოძებნას ვაპირებ. იმედია ვიპოვი. მის დაკარგვას ვერ გადავიტან. -მარი. - ანა მიღიმის და მეც ვუღიმი პასუხად. - რას შვები? რატო ხარ ისევ მარტო? -რავი.- ისევ მაღიზიანებს ანა. მაღიზიანებს ის ფაქტი რომ მათ არაფერი არ ესმით.- მოხდა რამე? - ბოლო დროს არც ანა და არც ლიზა აღარ მოდიან ხოლმე ჩემთან თუ რამე სასწრაფო საქმე არ აქვთ. -ნიკა გეძახის. - მეუბნება და თვალს მიკრავს.- რაღაცის დაბრუნება მინდაო. - თავს ვუქმევ და უკან მივყვები. აზრი არ აქვს შეწინააღმდეგებას, რადგან ახლა თუ არ წავალ მაშინ თვითონ მოვა. მირჩევნია მალე მოვიშორო თავიდან რომ შემდეგ წყნარად მოვახერხო სამაჯურის მოძებნა. **** მომღიმარი სახით, ბოროტი თვალებით და ხელში ვერცხლისფერო ნივთის ტრიალით მიყურებს. მასთან ახლოს მივდივარ და თან ვცდილობ გავარკვიო ხელში რა უჭერია. -რა გინდა? - ვეკითხები უკმეხი ხმით და თვალს ვარიდებ. მაგრამ ის წინ მოდის და ცხვირ წინ ჩემ ვერცხლისფერ სამაჯურს მიტრიალებს. ვაკვირდები, ისაა. იგივე გილის ფორმის, რკინის, ნაჩხაპნიანი სამაჯურია. - სად იპოვე? - ვეკითხები გაოცებული ხმით და სამაჯურისკენ ხელი მიმაქვს მაგრამ ის სამაჯურს უკან წევს. -გუშიმ დაგივარდა. - მეუბნება და სამაჯურს კიდევ უფრო შორს წევს. - ჯადოსნური სიტყვა მითხარი და მოგცემ. - მეუბნება ბოროტი ღიმილით. ვიჯღანები ამას არაფერს არ ვთხოვ კოდევ ასი წელი, მაგრამ სამაჯური... -გთხოვ დამიბრუნე და მადლობა რომ იპოვე. - ვეუბნები კნავილით და მისუსტებული ხმით. როცა ამას ვიძახი მგონია და დარწმუნებული ვარ რომ დამიბრუნებს, მაგრამ ნურას უკაცრავად, მისი ღიმილი ფართოვდება. - შენ არასწორად გაიგე. -ჩამჩურჩულებს ყურში. - მინდა მითხრა რომ გიყვარვარ და გსურს რომ ჩემი იყო. - იძახის ხმადაბლა და იღიმის. გაკვირვებული და აწითლებული სახით ვუყურებ. ვერ ვხვდები რატომ უნდა რომ ეს ვთქვა, ვერ ვხვდები რა დავუშავე რომ ასე მექცევა. -მე...მე... - ვწითლდები და ენა მებმევა. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. - მე მიყვარხარ. - ვუძახი და სამაჯურს ხელიდან ვსტაცებ. ნ ი კ ა -მე...მე...- წითლდება და ენა ებმევა. ეტყობა რომ სიტყვებს თავს ძლივს უყრის. თვალებში ვუყურებ, მაგრამ ის თვალს მარიდებს. -მე მიყვარხარ. - იძახის და სამაჯურს ხელიდან მგლეჯს. ვუყურებ როგორ მიდის ჩემგან შორს და გული ტკივილით მევსება. მინდა რომ ის სიტყვები რაც მითხრა ნამდვილი იყოს, მინდა რომ ამას მართლა გულისხმობდეს. -ნიკა. - საბა ხელს მხარზე მირტყამს და ფიქრებიდან მაფხიზლებს. - კარგად ხარ? მოხდა რამე? - თავს ვაქნევ და ყურადღებას აღარ ვაქცევ. -ნიკა დაელაპარაკე.- მეუბნება საბა და მისკენ გახედვას მაიძულებს.- დაელაპარაკე, გიყვარს. -მე ეკაკო მიყვარს. - ვპასუხობ ჯიუტად, და პირველად ცხოვრებაში ჩემ ნათქვამში ეჭვი მეპარება. მიყვარს კი მე ეკაკო? ან რა არის სიყვარული? რატომ მტკივა როცა მარის სხვებთან ერთად ვხედავ? რატომ ვეჭვიანობ მარიზე როცა ის თავის მეგობრებს ელპარაკება? იქნებ საბა მართალია? -ისე გიყვარს შენ ეკაკო, როგორც ბუზს უყვარს ნათურა. - მპასუხობს საბა და მისკენ აწეული წარბით ვიხედები. - შენ ის გხიბლავს როგორც ბუზს ნათურა, მაგრამ ახლოს მიხვალ და მოგკლავს. თავს ისე ვუქნებ წესიერად ვერ ვხვდები რას იძახის. -მარი მეტს იმსახურებს.- ამატებს გაბრაზებული ხმით და ტრიალდება ისე რომ უკან ერთხელაც არ იხდება. ს ა ბ ა ნიკაზე ნერვები მეშლება. მას გრძნობების ისე ეშინია, ნამდვილ სიყვარულზე ამბობს უარს. შეიძლება ეკაკოზე ასეთი რეაქცია არ მქონოდა სიმართლე რომ არ მცოდნოდა. უბრალოდ ნიკა ეკაკოსთვის აღარ მემეტება, მარი კოდევ მეტს, გაცილებით მეტს იმსახურებს. +++++მოგონება+++++ ანდრეას და ეკაკოს შორიდან ვუყურებ. ისინი ვერ მამჩნევენ ისე არიან ხვევნა-კოცნაში გართულები. მე კიდევ ვდგავარ და ვაკვირდები, გოგოს რომელიც ცოტაც და ნიკას შეყვარებული გახდება როგორ უძვრება პირში ადამიანს რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვუტანთ. ვტრიალდები და ისე მივდივარ რომ მათ ჩემი ყოფნის შესახეჰ არც ვაგებინებ. ++++მოგონების დასასრული++++ ამ ამბის შემდეგ ნიკას სულ ვცდილობ გავაგებინო თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მას ჩემი მოსმენაც არ უნდა. რამდენჯერაც ამ თემაზე ლაპარაკი დავუწყე, იმდენჯერ გამაჩერა და მითხრა ამბების მოგონებისთვის თავი დამენებებინა. მას ეკაკო ძალიან უყვარს. ან გონია რომ უყვარს. ვაღიარებ რომ ლამაზია, და ზუსტად მისი სილამაზე იზიდავს ანდრეასაც და ნიკასაც. მ ა რ ი იმ მახინჯმა ბავშვმა მაინც მაიძულა იმ სიტყვების თქმა, რომლებისაც ძალიან მეშინოდა. მაგრამ, იმის და მიუხედავას რომ ძალიან ვბრაზობ მაინ ც ძალიან მრცხვენია. ისევ მასზე ვფიქრობ, იმის და მიუხედავად რომ ახლა ფანჯრიდან ვიყურები და თბილისისნძველ ქუჩებში მივდიბარ მაინც ისევ ნიკაზე ვფიქრობ. და ძველი ნაგებობები ფიქრების გაფანტვაში ოდნავადაც არ მეხმარება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.