შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლის სხივი...(7)


22-12-2016, 00:12
ავტორი Helio
ნანახია 1 574

ორი დღე ისე გავიდა საერთოდ არაფერი გაეგო იკას ნინასგან.ხან სალოს მიუჯდა როცა ტელეფონზე ლაპარაკობდა იმ
იმედით,რომ ნინა იქნებოდა,ხან ნინოს მიუჯდა ნინას მშობლებზე ჩამოაგდო ლაპარაკი რა კარგი ოჯახია,კიდე დავპატიჟოთო.რო აგარ იცოდა რა ექნა ბიჭებს მიწერა ბარში შემხვდითო.
-"რაიყო რა სახე გაქ "
სიცილით მივიდა სანდრო იკასთან და გვერდზე მიუჯდა.
-"რავი ბიჭო მოვიწყინე სახლში"
ვითომც არაფერი ისე უთხრა იკამ ბიჭებს.
-"აუ რა მოიწყინე ბიჭო ხო არ ღადაობ ნახე რა გოგოები არიან ,იფ იფ"
დაიწყო ისევ სანდრომ მეგობრის გამხნევება.
-" რეებს ბაზრობ საერთოდ ,ხომ იცი რომ ბარში გაცნობილ გოგოებს არასდრის არ ვხვდები"
-"აბა ნაშებში წავიდეთ? თუ რა ვქნათ შენ რო მოხვიდე ხასიათზე რა პატარა ბიჭივით ჩამოგტირის სახე რა იყო"დემეტრე წამოენთო ძმაკაცს.

-"ნაშებში მერე წავიდეთ,ეხლა დავლიოთ"თქვა იკამნდა სახე გადააქნია.
ორი ჭიქა ვისკის შემდეგ იკა ,რომ ხასითზე მოვიდა სანდროს "გაუნათდა" გონება.-"ბიჭო facebook-ზე დაამატე შენ კიდე ვაა"
-"რა facebook , 10წლის შემდეგ არ მქონი მსგავსი სისულელეები,ჯერ რა გოიმობაა რა არის,მერე დროის მახეა,საერთოდ რა მიზნით გაქვთ ეგ ყ***ბა ვერ ვხვდები"
-"რატო უნდა გვინდოდეს ,გოგოები და რამე რაა"
გაეცინა გეგას და მის თანამოაზრე სანდროს გადახედა.ორ წუთიანი დუმილის შემდეგ იკამ წამოიძახა
-"კაი ამის დედაც ამ ერთხელ მანახე აბა რა ფოტოები უდევს "
ჩაეღიმა იკას ,ბიჭები კი სიცილისგან კვდებოდნენ.
-"მოდი მოდი ,იკუნააა"
ძლივს სუნთქავდა გეგა.
-"დემეტრე შენ მაინც რა გაცინებს"ჩაიბღვირა იკამ დ ძმაკაცს გადახედა.
-"კაი რა მაცადე "
სიცილს არ წყვეტდა დემეტრე.
-"აჰა აიღე" მიაწოდა ტელეფონი სანდრომ .-" შენი ნინა ყიფიანი, ქართული შრიფტით რომ უწერია,აი ეგ არის"
იკამ ტელეფონი გამოართვა და დიდი ინტერესით დაიწყო ფოტოების თვალიერება.თუმცა ,მალევე აწია თავი.
-"ბიჭო რა არი სამი ფოტოუდევს სუულ?"
სასოწარკვეთილი იკა ისეთი საყვარელი იყო, რომ ბიჭებმა ისევ სიცილი დაიწყეს.
-"აუუუ რაიყო თქვენ სულ გამოყ***დით?!"
-"კაიკაი ვსიო, დაბლოკილი აქვს ,მომე დავიმატებ და მერე გაჩვენებ დანარჩენ ფოტოებს "
გაუღიმა აწითლებულმა გეგამ.
-"კაი ხი და ის სამი ფოტი whatsapp-ში გამომიგზავნე რა და ეხლა ტომელიმე გაიცინებთ და მაგრა ვიჩხუბებთ"
თქვა და თვითონაც გაეცინა ,მეტე ბიჭები გაჩუმდნენ ,ცდილობნენ რომ არ გაცინებოდათ,თუმცა ბოლოს მაინც გაეცინათ მერე იკაც აყვა და ოთხივე ბოლო ხმაზე ხარხარებდა.

* * * *
ნინა მათემატიკის მასწავლებელთან იყო თორნიკემ რომ დაურეკა.უთხრა ქვემოთ გელოდები მე წაგიყვანო.გაუკვირდა ნინას , თოკოსთან ნაჩხუბარი იყო ,არ ელოდა მის ამდაგვარ საქციელს.
გაკვეთიკი როცა დამთავრდა გარეთ გავიდა და მანქანაში მჯდომ თორნიკეს ეჭვის თვალით შეხედა.
-"ჰე გოგო დაჯდები თუ წავიდე , რას მათვალიერებ პირველად მხედავ??"
ფანჯარა ჩამოწია და დაუძახა ძმამ ნინას.ნინაც ცოცხლად წავიდა მანქანისკენ,ჯერ კარები გამოაღო ფრთხილად დახედა მის ადგილს, მერე ეწვის თვალით შეხედა ძმას და მის სახეზე ბრაზი რომ ამოიკითხა სხარტად დაუჯდა გვედზე.
-"რითი დავიმსახურე შენი პატიება?"
-"ნინა არ მიპატიებია და კარგად იცი რატომაც"
გაბრაზებულმა გადმოხედა თოკომ დას .
-"რაიყო კიდე გტკივა?"
ჩაეღიმა ნინას და თან ცალი თვალი გააპარა ძმისკენ.
-"გოგო შენ რა გინდა გამაგებინე სულ გუნდა რო გამაგიჟო? ხო მტკივა, უგრძნობი კი არ ვარ." ხმას აუწია იკამ.
-"ამისთვის ომაკითხე რომ მეჩხუბოო??"
უკვე ნინაც გაკაპასდა.
-"არა , დედამ მთხოვა ნინა მოიყვანე თავისით გვიან მოვაო ,სტუმრები გვყავს"
-" ვაიმეე ესეთი ვინ არის შენ ხახაში რომ ჩამაგდო ღვიძლი შვილი"
დაიწუწუნა ნინამ და სახე დაჭყანა.
-"ნუ ყვირიხარ! ის ოჯახია წინა კვირას,იმ ინციდენტის დღეს ,რომ იყავით"
აი ეს რომ თქვა თორნიკემ , ნინას სახეზე თეთრი ფერი დაედო,მერე აწითლდა ,სულ დადუმდა.
ერთ ორ წუთში სარკე ამოიღო ჩანთიდან და სახეს დააკვირდა,როცა დაწყნარდა გაეღიმა მოსალოდნელ შეხვედრაზე ჩაფიქრებულს.

ნინა მანქანიდან ზანტად გადმოვიდა, საყვარლად დაიგრიხებოდა,მერე თავის თავზე გაეცინა და გასწორდა. სახე დააყენა და სახლის კარები შეაღო,მისაღები ოთახიდან ხმა გამოდიოდა. პირდაპირ შეაჭრა ,მერე გაჩერდა ყალბად გაიღიმა და გულში გაიფიქრა "მეღადავებით?!"


იკა სახლში შევიდა , სამზარეულოსკენ აიღო გეზი და 15 წუთი საქმით დაკავდა. დედამისის ხმა რომ ვერ გაიგო , სალომეს დაუწყო ძებნა, ისიც რომ ვერ იპოვა,ლაშასთან გავიდა.
-"მამა , ისინი სად არიან?"
ჭიქით ხელში დაჰყურებდა სავარძელში მჯდომარე მამას იკა.
-" მაკასთან არიან წასულები"
არც აუხედია გაზეთიდან ისე უპასუხა შვილს.
-"ვ...ვინ მაკასთან? "
ენა დაება იკას მოსალოდნელი პასუხის მოლოდინში.
-"ყიფიანების ოჯახში , რა იყო რა გჭირს შენ "
ამჯერად ამოხედა შვილს,რომელიც გაშტერებული იდგა და
მამას თვალს არ აცილებდა.
-"მეღადავებიიით???"



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

hahaha kai iyoooo. bolo mainc magari iyo raaa. kaia momwons dzalian ase gaagrdzele!!!

 


№2 სტუმარი D.A

Dzaaan magari iyo magrad vixalise dzalian momwons es istoria

 


№3  offline წევრი Helio

მადლობა დიდი❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent