შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გიჟების წესებით V


22-12-2016, 07:04
ავტორი Anonimka95
ნანახია 1 834



[i]იმდენად დამაბნია მისი ხმის გაგონებამ რომ ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ ვუსმენდი მის ხმას.
- ნინი ამოიღე ხმა.
- რატომ მირეკავ?
- არ შეიძლება თანამშრომელი მოვიკითხო?
- აჰ კაი. - გავბრაზდი და გავუთიშე. მაგრამ რაღაცნაირად გამიხარდა მისი ხმის გაგონება. სწრაფად გადავივლე წყალი და გავემზადე სასახურში წასასვლელად.
მთელი გზა დაძაბული ვიყავი თემოს გამო. თვალს არ მაშორებდა და არც ჩუმდებოდა. მიყვებოდა კოლეჯზე იმ ამბებს რომლის მთავარი გმირიც მე ვიყავი და ვერ ვხვდებოდი მიზანს თუ რატომ ყვებოდა ამ ყველაფერს. როგორც იქნა მივაღწიე და გიჟივით გადმოვხტი ტაქსიდან. პირდაპირ საპირფარეშოში შევედი. სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. ერთხანს ვუყურებდი ჩემ თავს. შემდეგ ცივი წყალი შევისხი სახეზე. თმები ცხენის კუდივით ავიწიე, ჩანთა ზურგზე მოვიგდე და უკან გამოვტრიალდი. ბარში შევედი ყველა თავის საქმეს აკეთებდა. დილა იყო ამ დროს იშვიათადაა შეკვეთები. ამიტომ ბარის სრული დალაგება გადავწყვიტე. ეს საუკეთესო საშუალებაა ფიქრს მოეშვა. და დრო გაიყვანო. ყოველემთხვევაში ჩემთვის ასეა. ყურსასმენები გავიკეთე, სიმღერები ჩავრთე და საქმეს შევუდექი.
მაგრამ ხომ იცით თუ ერთი დაიწყე ფიქრი, ისე გადაგაგდებს სხვა სამყაროში რომ აზრზე ვერ მოხვალ. ხოდა მეც ასე მომდიოდა და ამ ბოლო დროს ძალიან ხშირადაც. ავირჩიე პროფესია რომელიც აზრადაც კი არ მომივიდოდა ოდესმე. გოგო რომელიც ლონდონში ოქსფორდში სწავლაზე ვოცნებობდი და იმდენად ახლოს ვიყავი ჩემს ოცნებასთან რომ შეხებაც კი შემეძლო. მაგრამ ერთი ხელის მოსმით ჩავყარე წყალში ჩემი ამდენი წლის შრომა. ამდენი ღამის თენება. გოგო რომელიც ჟურნალისტობას ოცნებობდა რადგან ამ ქვეყნად წერა ყველაფერს ერჩივნა... აღმოჩნდა რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც ყოფილა. რომელიც გაიძულებს დაკარგო ყველაფერი და ნულიდან დაიწყო... და ახლა ის რომ გოგო ვარ ხანდახან ეგეც კი მავიწყდება. ვმუშაობ აქ. იდიოტი კმაყოფილი გოგო ვარ და მაკმაყოფილებს ის რაც მაქ და ვცდილობ ოდნავ მეტი გავაკეთო. დავათრევ აქეთ-იქეთ ლიმონათების შეკვრებს. და დრო რო მოვიგო. ორ ორი ცალი შეკვრაც კი შემაქვს ბარში ერთდროულად,. არასოდეს მეგონა თუ ოდესმე 40კილოს ხელში ავწევდი, მაგრამ თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. 40კილო ჯერ კიდევ დასაწყისია . ხოდა ამ 40 კილოიანი შეკვრების გახსნაც დავიწყე და მაცივრებში შელაგება. დავიღალე. ძლივს მოვრჩი ყველაფერს. თუმცა კმაყოფილი ვიყავი რომ ყველაფერი დავალაგე და ყავის გასაკეთებლად წავედი. ამ დროს ბარზე ხელის დარტყმა დავინახე. ნაუშნიკი უცბად მოვიცალე და ვხედავ ის დგას ბართან.
- არ გესმის შენ?
- რა გინდა?
- შენი ღიმილი - ირონიით გამოსცრა კბილებში. მეც გავუღრიჭე.
- აჰა შენ ღიმილი. ახლა დაიკარგე აქედან.
- ყავა გამიკეთე
- არა
- გოგო ნუ მიშლი ნერვებს შენ
- ჩემი ჰობია ბოდიში - გავხედე და ნაგლად გავუღიმე. ჩემი ყავა გავაკეთე და სიგარეტის მოსაწევად ვაპირებდი გასვლას რომ ბარის მაგიდიდან წამებში ჩემ წინ დაიხატა.
- სად მიდიხარ.
- ყავის დასალევად- სახე დავმანჭე გაოცებისგან
- ჩემს ნერვებზე თამაშობ
- ხომ გითხარი ასეთი ჰობი მაქვსთქო. რას გადამეკიდე. გადადი მეორე ბარში და გაგიკეთებენ ყავას. ნუ ბარმენები თუ არა მიმტანი გოგოები რომელბიც ბუზებივით გეხვევიან.
- ჰაჰა ეჭვიანობ?
- შენზე? როგორ გამაცინე. ასე ცუდად ნუ ხუმრობ
- ესეიგი არ გამიკეთებ ყავას.
- ვიმღერო? no no no nooo - წავიმღერე ღიმილით. ის კი გაკვირვებული მიყურებდა. მერე დაფიქრდასავით, სადღაც გაიხედა. მერე ისევ მომიტრიალდა.
- გამიკეთებ. თხოვნის გარეშე გამიკეთებ იცოდე..
- ვნახოთ. - ჯიუტად გავაქნიე თავი, გვერდი ავუქციე და გარეთ გავედი.
სამზარეულოს შესასვლელთან ერთი დიდი მაგიდა და სკამები დგას სადაც ,,სტაფი'' ისვენებს. ზოგი ჭამს, ზოგი ეწევა , ზოგიც ყავას შეექცევა, ზოგიერთი კი ახალ ჭორებს განიხილავს. სამზარეულოსკენ ზურგით დავჯექი. აქედან ნახევარი, თითქმის ნახევარი ეზო და კუპეები ჩანდა. ამ დროს ისიც გამოჩნდა, პოდნოსით შეკვეთა მიჰქონდა კუპეში. მე კი ვუყურებდი როგორ დარბოდა წინ და უკან და ცხელ ყავას ვსვავდი. მერე შემეცოდა მთელი დღე მუშაობდა მე კი სიჯიუტის გამო ერთი ჭიქა ყავა ვერ გავიმეტე მისთვის. მარა მალევე გადამიარა როცა მისი სიტყვები გამახსენდა ,, თხოვნის გარეშე გამიკეთებ " .

როგორც იქნა ხალხი მოდიოდა და დარბაზიც ნელ-ნელა ივსებოდა. მუშაობა გაცხარდა. იმდენი ხალხი იყო რომ შეკვეთებს ძლივს ვასწრებდი. თან ჩეკებს ვიღებდი და თან ფულს. ძალიან დამღლელია. და სანერვიულოც. რადგან ბარში კასა არ გვქონდა. მხოლოდ რაღაც პატარ რკინის ჩემოდანი რომელიც ნებისმიერს შეეძლო აეღო და წაეღო, კამერებიც არ იყო წესიერად დამონტაჟებული. ამიტომ ბარის უფროსის რჩევით ფული ჯიბით უნდა მეტარებინა. და ცოტა არ იყოს სიგიჟეა. ჯიბეში ხანდახან ორასი ათასიც კი მდებია და ნერვიულობისგან ვკანკალებდი ხოლმე.
20 წუთით მეორე ბარმენმა შემცვალა და დასასვენებლად გავედი. ერთი ღერი და ცხელი ყავა გავიყოლე. მარტო მინდოდა ყოფნა და რესტორნის მარცხენა მხარეს წავედი. დიდი ნაცრისფერი ჭიშკარია რომელსაც დილით აღებენ მხოლოდ როცა მანქანებს ტვირთი მოაქვთ. საღამოს კი აქ ბნელა და არავინ დადის.. ბარდიულზე ჩამოვჯექი. ჩეკ უკან პატარა ბაღივითაა. ადგილი რომელიც რესტორანს ჯერ არ აუთვისებია ასე ვთქვათ. ბაღის უკან კი რამდენიმე ოთახი. ორი ოთახი ,,სტაფის'' განკარგულებაშია. გამოსაცვლელად, მოსაცდელად ან დასასვენებლად. ქალების და კაცების. მე კი იქ არასოდეს შევდივარ არ ვიცი რატომ. თანამშრომელი გოგოები აქ გამოპრანჭულები მოდიან და მერე ამ ოთახში იცვლიან. საღამოს კი ისევ გამოპრანჭულები გამოდიან. მე კი პირდაპირ სამუშაო ფორმით მოვდივარ.. ამის და მიუხედავად დიდი გუდა-ჩანთით დავდივარ. საინტერესოა რათ მინდა თუ ყველაფერი რაც მჭირდება უკვე მაქვს? შიგნით ერთი ჟაკეტი მიდევს. დედას ნაჩუქარი. პატარა მაკიაჟის ჩანთა რომელსაც იშვიათად ვხმარობ. საფულე, ტელეფონის დამტენი და დღიური. მთელი ჩემი ბარგი. სასაცილოაა. საათს დავხედე რომ არ დამეგვიანა. თერთმეთის ნახევარი იყო. 10 რო დააკლდებოდა უნდა შევსულიყავი. სიგარეტს მოვუკიდე და რამდენიმე ყლუპი ლატე მოვსვი. რაც აქ დავიწყე მუშაობა და რაც ყავების მომზადება ვისწავლე ცოტა თავს ვანებივრებდი და საყვარელ ყავებსაც ვიკეთებდი. დავჩერებოდი ჩემს ფეხებთან მიწას და არ ვიცი ვფიქრობდი თუ არა ისევ. მარჯვნივ გავიხედე. ვუყურებდი ხალხს რომელიც აქ ყოველსაღამოს დადიოდა გასართობად. უცხო გრძნობაა ჩემთვის. ირეოდნენ ეზოში. ერთმანეთს რაღაცას უხსნიდნენ, უყვებოდნენ. ამ დროს კი ისიც გამოჩნდა. ისევ აქეთ-იქეთ დარბოდა. სახე წაშლოდა უკვე. ისევ ძირს დავიხედე და კიდევ ერთი ნაფაზიც დავარტყი. სიგარეტს დავხედე, გამეცინა. არასოდეს ვეწეოდი ადრე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ეს ხომ ხმას გამიფუჭებდა და ვეღარ ვიმღერებდი. ახლა კი რა? ჯანდაბას. დაწყევლოს ეშმაკმა ყველა ოცნება. ეს რეალობაა. აღარ მიკეთია ვარდისფერი სათვალე. რომელიც ყველაფრის მიუხედავად ძალით მეჭირა და როცა კი რეალობას ვეჩეხებოდი უფრო მეტად ვუჭერდი ხელს და ამდენ ბრძოლაში გაიბზარა. ათასი ბზარი და ომის კვალი დაედო და ბოლოს დაიმსხვრა კიდეც. ბოლოს იქამდე მივედი რომ ყველაფერზე ავიღე ხელი. ვაკეთებდი ყველაფერს ცუდს რაც კი შემეძლო. მაგრამ ამით რა? ვის ვნებ? ჩემ თავს ვავნე ყველაზე მეტად. თორე ის რის მიღწევასაც ამით ვცდილობდი ჩემი ბავშური ჭკუით სისულელე იყო. ის ადამიანები თბილად არიან ახლა სახლებში თავიანთ საყვარელ ხალხთან ერთად. მე კი აქ ვიყინები. ჩემს საკუთარ მშობლებზე ვსაუბრობ ახლა :) მათ ყველაფერი გააკეთეს საკუთარი ბედნიერებისთვი და ის რომ მე და ჩემი ძმა ვარსებობდი მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ როცა ერთმანეთისთვის უნდოდათ რომ ეტკინათ.
ამ ფიქრებში ვიყავი როცა ვიღაცამ თვალებზე ხელი ამაფარა. გავჩუმდი ხელებზე ხელი წავავლე. ვცადე გამეგო ვინ იყო. უცხო ხელები... ხმასაც არ იღებდა. ორი წუთი ასე ვიყავით. გამოიცანი მეუბნება აშკარად ხმა-შეცვლილი. ისევ ჩუმად ვარ.
- ყავა გამიკეთე? - მკითხა და მივხვდი რომ ის იყო. გამეღიმა.
- არა. - მკვახედ ვუპასუხე მეც.
- გამიკეთებ ვიცი.
- არა არ გაგიკეთებ.
- რატო ხარ ასეთი ჯიუტი?
- შენც ხო ჯიუტი ხარ?
- ჰმმ. დიახ პატარა ქალბატონო. მე ხომ მორიელი ვარ. მორიელი. - სიცილით მიპასუხა და თვალებში შემომხედა.
- მაშინ არ ყოფილა შენი ბედი.
- რატომ ვითომ?
- არც მე ვარ უწყინარი არსება.
- ....
- ლომი
- რა?
- მე ლომი ვარ -- გავუღიმე და მაშინვე წავედი.

უკვე ტაქსში ვიჯექი და სახლში მივდიოდი. ძალიან ნელა მიდიოდა და ეს ჩემ ნერვებზე ძალიან მოქმედებდა. საშინელ ხასიათზე ვიყავი და ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და შხაპი მიმეღო. ჩემ საწოლში შევმძვრალიყავი და დამეძინა. ამ დროს მესიჯი მომდის ტელეფონზე ,, მიშველე''. გული ამოვარდნას მქონდა არც სახელი ვიცოდი მისი და არც ის თუ სად ცხოვრობდა. რა სულელი ვარ ღმერთო. ბეიჯზე რატომ არასოდეს შევხედე. თუმცა ბეიჯი თითქმის არ ეკეთა ხოლმე. მხოლოდ ის ვიცოდი რომ სან-ზონაში ცხოვრობდა, ტაქსის მძღოლს ვთხოვე სასწრაფოდ წავეყვანე იქ. ამ დროს კი გიჟივით ვურეკავდი და სმსებს ვწერდი. მხოლოდ ერთი მესიჯი მომივიდა სადაც დაახლოებით მიხსნიდა სად იყო. მძღოლს ფული გადავუხადე და მანქანიდან ელვის სისწრაფით გადმოვხტი. როგორც ის მწერდა რაღაც სკოლის ეზოში შევედი. ბოლომდე გავიარე გზა და ქვით ნაშენებ გასასვლელს მივადექი. რომლის მეშვეობით რაღაც პატარა ბილიკზე მოვხვდი, სტადიონის გვერდით. ბოლომდე გავედი და გზაზეც გადავედი. წინ კი პატარა მოედანივით იყო კორპუსებს შორის. სკამებით და შუაში წყლის დასალევი შადრევანით. დავდექი და თვალებ გიჟივით აქეთ იქეთ ვაცეცებდი. უცბად მასაც მოვკარი თვალი , ერთ-ერთ სკამზე იჯდა და თავი მაგიდაზე ედო. წინ კი ლუდის ბოთლი ედგა. ახლოს მივედი და გვერდით დავუჯექი.
- რა მოხდა?
- შეგეშინდა?
- ხუმრობ? მიშველეო მწერ და აქ ლუდის ბოთლით მხვდები და მეკითხები შემეშინდა თუ არა?
- მიპასუხე
- კი
- ამაყენებ?
- რა მოხდა?
ამაყენე გთხოვ ნასვამი ვარ.
- უსამართლობაა.
- მე რომ ნასვამი ვარ თუ შენ რო ხარ ფხიზელი?
- მე შენი სახელიც არ ვიცი
- ლუკა
- კარგი წამო სახლამდე მიგიყვან ლუკა და წავალ მეც გვიანია ძაან. - სახლამდე მივყევი თითქმის. და ისიც ბარბაცით წავიდა. ვიდექი ერთ ადგილზე და ველოდებოდი როდის მოეფარებოდა გზას. მეც გამოვტრიალდი და იმავე გზით წავედი უკან რომ არ დავკარგულიყავი. ტაქსი გავაჩერე და დავურეკე რომ გამეგო მივიდა თუ არა.
- ნი
- რაიყო?
- რაღაცას გკითხავ და მიპასუხე და არ დამცინო
- კაი გისმენ
- მითხარი როგორ გავაკეთო პოპკორნი? - სიცილი ვერ შევიკავე ამ კითხვაზე. იმდენად სერიოზული ხმით დაიწყო საუბარი რომ არ ველოდებოდი. ავუხსენი როგორც გაეკეთებინა და დავემშვიდობე.

* * *
დღეს სხვანაირად დასრულდა სამუშაო დღე თითქოს. არ მინდოდა წამოსვლა ამიტომ მენეჯერს დავუცადე და თანამშრომლებთან ერთად გადავწყვიტე წასვლა. როგორც ვვარაუდობდი ტაქსში ერთად მოვხვდით. ჩემ გვერდით დაჯდა და ხელი ხელზე დამადო.
- რას უსმენ? - პასუხს არ დაველოდე და ყურსასმენი გამოვგლიჯე
- თავხედო - გამიცინა.
სახლში ავედი და მისმა ზარმაც არ დააყოვნა.
- გისმენ
- რაღაც უნდა გითხრა.
- რამე მოხდა?
- კი საშინელება.
- რა?
- იცი გუშინ ომი მქონდა
- რა ომი
- აი პოპკორნს ვებრძოდი კოვზით და ქვაბის თავსახურით- იმხელაზე გამეცინა თეო ოთახიდან გამოძვრა
- თავი არ დაახურე რო ჩაყარე? - სიცილით ვეკითხებოდი
- არა შენ არ გითქვამს.
- მე მეგონა ეგ მაინც იცოდი - იმდენად მეცინებოდა რომ ვეღარ ვჩერდებოდი.
- კარგია რომ გაგამხიარულე მაგრამ მოდი და დამეხმარე ახლა გავაკეთო პოპკორნი. და დანაშაულსაც გამოისყიდი.
- ახლა? გაგიჟდი?
- დიახ ახლა. ჩვენ ხომ გიჟები ვართ... მოხვალ? ხმა შეეცვალა უცბად.
- ხვალ ვმუშაობ.
- ერთად წავიდეთ
- კარგი წყალს გადავივლებ და მოვალ. მაგრამ გზა არ მახსოვს .
- დამირეკე და დაგხვდები.

წყალი გადავივლე, ჩანთა ავიღე და თეოს გავძახე რომ მივდიოდი
- სად მიდიხარ გოგო?
- მოგიყვები ხვალ კაი?
- აუუუ როგორ იცი ხოლმე კაი. არაფერი დააშავო იცოდე.
- კარგი დედიკუნა - გავუცინე თეოს

გზაში დავურეკე და ისიც როგორც შემპირდა დაბლა დამხვდა
- მოვედი



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

me dzaan momwons es motxroba. velode bi shemdegs!!!

 


№2  offline წევრი Mtirala

Ra tkbili tavia momwons gaagrdzele
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline წევრი Anonimka95

nawkas12345
me dzaan momwons es motxroba. velode bi shemdegs!!!

მადლობა ჩემო კარგო. აუცილებლად გავაგრძელებ

Mtirala
Ra tkbili tavia momwons gaagrdzele

გაიხარე. ძალიან მიხარია რომ მოგწონთ

 


№4  offline წევრი davinna

Auuu :D :D morielia :D mevar morieli da chemi shekvarebuli lomi

 


№5  offline წევრი Anonimka95

davinna
Auuu :D :D morielia :D mevar morieli da chemi shekvarebuli lomi

რთული წყვილია ჩემო კარგო. მაგრამ თუ ორივე დათმობს და ერთმანერთის გარდა სხვის აზრს არ მოუსმენს ერთად იქნებიან. ამის იმედი მაქვს. წარმატებები თქვენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent