ჩემი სიცოცხლე ნაწილი (1)
ძვირფასო დღიურო ყოველთვის მიკვირდა როდესაც ბავშვები,თინეიჯერები,მოზარდები და ასაკიანები ლაპარაკობდნენ დღიურების არსებობაზე ეს იდეა არასოდეს მომწონდა და ყოველთვის ვამბობდი ,,თუ რაიმე პრობლემა არსებობს ის დღიურში კი არ უნდა დაწერო,არამედ შენს ყველაზე სანდო და საყვარელ ადამიანს უნდა მოუყვე, რადგან მასზე კარგ რჩევას ვერავინ მოგცემს თუნდაც დღიური, ის უსოლოა შენ მარტო შენს განცდებს სიხარულს იმედებს ფიქრებს წერ მაგრამ ის ვერაფერს გპასუხობს ვერ გაიზიარებს იმასაც რასაც შენ გრძნობ“ მაგრამ ყველა იმას ამბობდა ,,არსებობს ისეთი რაღაცეები რასაც ხალხი ვერ გაიგებს და გაგამტყუნებს“ ეხლა მეც ამ აზრს ვეთანხმები. ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები ,როცა მაგრად წვიმს, შენ უამრავ მოსიარულე, მჯდომარე ან მდგომარე ხალხის გარშემო შუა ქუჩაში დგახარ ყვირიხარ მთელი ხმით დახმარებას ითხოვ მაგრამ ირგვლივ შენი ხმა არავის ესმის და ვერავინ გხედავს ან უბრალოდ ვრ გიგებენ. პატარობიდან ვცდილობდი მეც მეცადა დღიურის დაწერა მაგრამ არ გამომდიოდა როცა წერას ვიწყებდი და ჩემს გულისტკივილს ვწერდი ვფიქრობდი რომ სულელი ვიყავი დროს ტყუილად ვხარჯავდი და უაზროდ ვჯღაპნიდი შემდეგ ამ პურცხლებს ნაკუწებას ვაქცევდი და ვყრიდი, შემდეგ კი უბრალოდ საყვარელ ადამიანებს ვუყვებოდი ბევრ რჩევას ვიგებდი ზოგი მამტყუნებდა ზოგი მამარტლებდა ზოგი მსჯიდა და ა.შ. ახლა უკვე საკმაოდ გავიზარდე და მივხვდი რომ დღიურის არსებობა არ არის ცუდი აზრი ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვალა იყო ბევრი ხალხი ზოგი კარგი ზოგი კი ცუდი ბევრჯერ მეტკინა გული ბევრჯერაც გამიხარდა ზოგი მიგებდა ზოგი ვერ მიგებდა საბოლოო ჯამში ამ წუთას ვერავინ გამიგებს ეხლა რასაც ვგრძნობ ბევრჯერ მიტქვამს და გამომიხატავს თუმცა ამის გამო დავიტუქსე უბრალოდ ეხლა ჩემი გულის ტკივილი ვერავინ გაიგო და მივხვდი რომ სრულიად მარტო აღმოვჩნდი ჩემს თავთან, გულთან, სულთან და გონებასთან, ჩემი არავის ესმის ეხლა ზუსტად რომ წვიმაში ვდგავარ და შველას ვითხოვ ჩემი თავი საშინელებათა ფილმში მგონია მსხვერპლის როლში თითქოს მომდევენ მახრჩობენ მე კი თავის გადასარჩენად ვიბრძვი ეხლა ჩემს გულში სიცივეა თითქოს გული გამეყინა და მის გასათბობად არავინ მოდის არავინ მეუბნება ,,არ ინერვიულო მე შენს გვერდით ვარ და ყველაფერი კარგად იქნება“ ამ სიტყვებს ველი მაგრამ არსაიდან მესმის. ჩემთვის ეხლა წყვიდია სიბნელეში ვარ და მინდა ამ სიბნელედან ვინმემ გამომიყვანოს. არვიცი ხანდახან მგონია ზედმეტი მომდის და ჩემს თავს ჩემთვითონ ვაგდებ ამ დღეში მაგრამ კარგად რომ ვუფიქრდები მასეა. ჩემს გარშემო არავინ არის ვერავის ვხედავ ბრაზი მერევა და ეგოისტი ვხდები, სიკვდილზე ვოცნებობ ხოლმე გამოსავალს რომ ვერ ვპოულობ სიკვდილზე ვიწყებ ფიქრს მგონია რომ მოვკვდები იქ უკეთესად ვიქნები დავისვენებ ჩემს ხმას იქ მაინც გაიგებენ და ყველა პრობლემა ამით გადაიჭრება, მაგრამ სიკვდილისაც მეშინია არავინ მყავს ვინც ჩემს კუბოს აწევს მოვა ჩემს საფლავზე დამიტირებს ყვავილებს მომიტანს და გამიხსენებს კარგად,მეშინია სიბნელეში არ მოვხვდე სიკვდილის მერე და ამაზე მეტად გავიყინო. ვიცი საყვარელი ადამიანები ცოტახანს დამიტირებენ მაგრამ მალე დავავიწყდები ყველა გააგრძელებს გზას, ყველას აქვს თავის ცხოვრება. ხანდახან ჩემი სიკვდილი სხვების დასასჯელათ მინდა რადგან დაინახონ ვინ და როგორი დააჯარგეს მინდა ჩემი სიკვდილით ჭკუა ვასწავლო მაგრამ ისიც მაშინებს რომ ვერ ისწავლონ ჭკუა. სიმართლე რომ ვთქვა არც მე არვარ ,,მამა აბრამის ბატკანი“ მეც მაქვს მინუსები და პლიუსები მაგრამ არ ვიმსახურებ იმ ხალხისგან ისეთ მოქცევას როგორც მექცევიან მე ჩემი მთელი გული დავანახე მათ და ვცდილობ ყველა გავახარო,გავაბედნიერო,გავაღიმო,სიცოცხლის ხალისი მოვცე,მოვეფერო,ჩემი სიყვარული და პატივისცემა გავცე იმათზე ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ამ ყველაფერ ვაკეთებ მაგრამ ვერავინ ხედავს მინდა ის სითბო მეც ვიგრძნო მაგრამ ვერ ვგრძნობ სითბოს და სიყვარულის მაგივრად სიცივეს ვგრძნობ თავი ყველგან ზედმეტი მგონია.ყველასთვის კარგი მინდა მაგრამ პირიქით ცუდი გამომდის და მათვის ცუდი გამოვდივარ. დამავიწყდა ყველაზე ბედნიერი როდის ვიყავი და გულიანად როდის გავიცინე, სახეზე ყალბი ღიმილი მეტყობა უკვე ჩემს ყალბ ღიმილში სევდა შეინიშნება შიძლება ფიზიკურად ვიცინი მაგრამ ჩემს გულს და სულს არ ეცინება. ალბათ ეხლა ფიქრობ 20 წლის გოგოს რა შეემთხვა ასეთი რომ ვერავინ უგებსო მე ამ წუთას ჩემს თავსაც ვერ ვუგებ ხან მინდა სიკვდილი ხან არა, ალბათ უკვე მიხვდებოდი რატომ მინდება ხანდახან სიკვდილი მაგრამ არ გაინტერესებს რატომ ვარ დღეს ცოცხალი? იმიტომ რომ მომავალზე ვფიქრობ მგონია რომ განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა, მყავს გვერძე საყვარელი ადამიანი ჩემი ერთადერთი სიყვარული,მაგრამ ხანდახან ისიც ვერ მიგებს დღემდე ყველაფერს მას ვუყვებოდი ჩემს გულისტკივილს მწუხარებას ბედნიერებას და ა.შ. ჩემი სიყვარული ნიკა მიგებს ყველაფერში მე რო ვბრაზობ ისიც ბრაზობს, მე რო გული მტკივა მასაც სტკივა, მე რომ თავს ზედმეტად ვგრძნობ ისიც ხვდება რომ ზოგზოგიერთისთვის მართლაც ზედმეტი ვარ ამ ყველაფერს ვაფასებ მასში მაგრამ ერთ რამეს ვერ ვიგებ არასოდეს უთქვამს ,,თეო ყველაფერი კარგად იქნება მე შენს გვერძე ვარ, დაგიცავ მე შენი საყრდენი ვარ“ ამ სიტყვების მაგივრად ისიც ისე ბრაზობს ჩემთან ერთად თითქოს ის უარესად მაქეზებსო და უფრო ცეცხლზე ნავთს მისხავს, არმინდა უმადური ვიყო და ნიკას გვერდში დგომას ვერ ვხედავდე ვხედავ მაგრამ მე იმის სიბრაზე არმინდა მე გამხნევება მინდა და არა იმის თქმა რომ ,,რას იზავ შენი ოჯახია შენები არიან და უნდა აიტანო“ მუდამ ეს სიტყვები მესმის არასოდეს უთქვამს ,,არ ინერვიულო შენს გვერდით ვარ ყველაფერი მოგვარდება და კარგად იქნება“. ყველაზე მეტად ის მაგიჟებს რომ ყველაზე მეტად გულს ჩემი ოჯახი მტკენს ოჯახში ვერავინ მიგებს. მხიარული როცა ვარ მეუბნებიან ,,რა არის სასაცილო“ მოწყენილი ვარ ,,ვინ გაგაბრაზადა და გაწყენინა“ ჩვეულებრივ ვარ და ,,რას ჩამოგტირის სახე’’ უკვე აღარ ვიცი როგორ ვიყო სახლში, ჩემი ხასიათის ცვლილებებს კი ნიკას აბრალებენ როცა ამ დროს ნიკა არაფერ შუაშია, პირიქით მასთან თავს მშვიდად ვგრძნობ, ძლიერად,მხნედ , მხიარულად, როცა თვალებში მიყურებს მისგან იმდენ სითბოს , სიყვარულს, ერთგულებას, დაფასებას და სიტკბოს ვხედავ ასეთი რამე არასოდეს მინახავს მისი თვალები ჩემთვის ყველაფერია. მისი თბილი ჩახუტება და კოცნა კი ყველაფერ მავიწყებთ მის მკლავებში ყველაპერი მავიწყდება ჩემთვის მთლი სამყარო ჩერდება ყველაფერზე ფიქრს ვწყვეტ და თავი საოცარ სიზმარში მგონია, უფროსწორად სამოთხეში მგონია, ნიკა ჩემთვის ყველაფერია ის ჩემს გარშემო ბრუნავს და ყველაფერ მავიწყებს მისგან დიდ ენერგიას ვიღებ, ბედნიერების ენერგიას, ვმხიარულდები,ვცანცარებ, ვიცინი და ის ვხდები რაც ვარ, მთელი გულით ვეხუტები და ვკოცნი ის ისეთი თბილი და ტკბილია, თითქოს მას მივეჯაჭვე, მაგნიტივით ვართ ერთმანეთს მივეწეპეთ და ვერავინ გვაშორებს თუმცა ორჯერ დავშორდით მაგრამ ჩვენი სიყვარული იმდენად და იმაზე ძლიერია ერთმანეთი მაინც მივიზიდეთ ჩვენი სიყვარული უკვდავი და მარადიულია იშვიათია ასეთი სიყვარული და არმინდა არასოდეს დამრთავდეს ერთადერთი ძალაა ნიკა ვინც მამშვიდებს და ცხოვრების გაგრძელების ხალისს მაძლევს, როცა თავს ყველაზე უბედურად და ზედმეტ ტვირთად ვგრძნობ ვიწყებ ჩემზე და ნიკაზე ფიქრს თუ რამდენი რამე გამოვიარეთ ჩვენ და ჩვენმა სიყვარულმა ამ სამი წის მანძილზე და კიდევ რამდენი რამე გველის წინს კარგი თუ ცუდი, მაგრამ მე ყოველთვის კარგით ვიწყებ ფიქრს თუნდაც იმით რომ მე და ნიკას ოჯახის შექმნა გვინდა მომავალში და როგორი იქნება ჩვენი ოჯახი როგორ დავოჯახდებით როგორ ოჯახს შევქმნით მინდა თბილი, ტკბილი, ერთგული, სიყვარულით აღსავსე, ბედნიერი და ნდობით სავსე ოჯახი, არმინდა სიმდიდრე და ქონება მინდა ერთი პატარა სახლი თუნდაც ქოხი ოღონდ ბედნიერები ვიყოთ ჭირშიც და ლხინშიც მინდა ყველაფერი ერთად გამოვიაროთ და ჩვენი სიყვარული უფრო გავაძლიერო, განვამტკიცო და ყველას დავანახო თუ რა ძალა აქვს ნამდვილ სიყვარულს. მინდა გვყვავდეს შვილები შემდეგ ვიწყებ იმაზე ფიქრს თუ როგორი შეიძლება ჩვენი შვილები იყვნენ მინდა ნიკასნაირი ლამაზი წაბლისფერი თვალები ქონდეს აპრეხილი და დიდი წამწამებით, ასევე მინდა ნიკასნაირი პატარა კურნოსა ცხვირი ჰქონდეს და მისნაირი შავგვრიმანი იყოს არმინდა დედიკოსნაირი ავადმყოფურად თეთრი იყოს ყველაზე მეტად მინდა რომ ჩემნაირი ფერის თმა ჰქონდეს ოდნავ ქერა წაბლისფერიც რომ გადაჰკრავდეს მინდა ჩემნაირი უცნაური ფერის თმა ქონდეს და ჩემსავით არც პუტკუნა და არც ძალიან გამხდარი იყოს. მინდა ნიკასნაირი თბილი მზერა ჰოქნდეს და ჩვენსავით თბილი იყოს წარმატებული,ბედნიერი,ჯამრტელი ,სიცოცხლით და სიყვარულით სავსე შვილები მყავდეს მინდა სამსახურიდან დაბრუნებულ ნიკას სახლში ვხვდებოდე ღიმილით ჩვენს პატარა შვილებთან ერთად და შემოსვლისას ვეხუტებოდეთ და ვკოცნიდეთ სადმე სასეინოდ ან სალაშქროდ წავიდეთ მინდა ვიზრუნო ჩემს საყვარელ ადამიანებზე. ამ ყველაფერზე ფიქრი მიხალისებს ცხოვრებას და მაძლევს ძალას რომ სიცოცხლე გავნაგრძო. რამდენიმე დღე შეიძლება ამ ფიქრებმა გამიტაცოს და ბედნიერად ვიგრძნო თავი მაგრამ ჩემს ოჯახში ისევ რაღაც აირევა და ისევ ისეთ რამეს მეტყვიან რომ პირდაპირ გულში დანას ჩამარჭობენ თუმცა ხანდახან მაგაზე მწარეა ის სიტყვები რასაც ამბობენ და როგორც მე მტკენენ გულს. არვიცი შეიძლება მე მიმაჩნია მასე და ზედმეტად გამომდის და ზედმეტად ვფიქრობ ცუდად მაგრამ არა როგორც იტყვიან ,,სიმართლე მწარეა“. ალბათ ისიც დაგაინტერესდა რა ხდება ჩემს ოჯახში და რატო მგონია თავი ზედმეტი და რატომ ვფიქრობ სიკვდილზე უბრალოდ არვიცი ეს ყველაფერი საიდან დავიწყო ან როგორ მოვყვე.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.