შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ცუდი ბიჭები (14)


22-12-2016, 22:05
ავტორი gonegirl
ნანახია 11 628

ლიკა
-გაიღვიძეთ-ჩამესმის ყრუდ,ხმა არ წყდება,უფრო და უფრო ახლოსაა. რაიყო დაგვბომბა ვინმემ? გონებაში თავისით ლაგდება ფაქტები,მთა,კარვები,დალევა
-ადექით გოგოებო თორე შტურმით შემოვალ-უკვე ახლოს ვარჩევ ჯაბას ხმას
-უკუთვლას ვიწყებთ! ხუთი ოთხი საააამი...-ეს უკვე დათო უნდა იყოს
-გვღვიძავს-საცოდავი ამოკნავლება მესმის,ნინია. თვალებს ვისრეს და გაღიმებული ვტრიალდები კატოს გასაღვიძებლად
-კატ....-აჰ ღვიძავს უკვე-კატო რატო წევხარ გაშტერებული?
-ა? ჰა? რა თქვი?-თვალებს უაზროდ აცეცებს
-თვალები გრაფი დრაკულასავით გაქვს ჩაწითლებული-თითით ანიშნებს ნინი
-ცუდი სიზმარი გესიზმრა გოგო?-თავზე ვადგები. რეაქცია ნოლი-ვაიმე რა გჭირს კატო?
-ხო ცუდი სიზმარი მესიზმრა,გავიდეთ სანამ დაგვირბიეს ჯვაროსნებმა სამეფო-გაკრეჭილი ხელს მავლებს,ჰო ეს უკვე ჩემი კატოა. ელვა შესაკრავს ვხსნი და თავს გარეთ ვყოფ.
-კაი კაი თუ გვეცით პატივი-დაგვჩხავის დარაჯივით ხელებგადაჯვარედინებული ჯაბა
-გავდივართ უკვე?-წელში სწორდება თამუნა
-მოდით გოგოებოო-მესმის ლევანის ხმა,იქეთ ვიყურები,აგიზგიზებულ კოცონთან რაღაცას ფაციფუცობს ჯაბასთან ერთად
-სიურპრიზიიიიიი,საუზმე მოგიმზადეთ-ბიჭებისკენ ვაცივით მიაბიჯებს ჯაბა და ჩვენც ცხვრებივით მივყვებით
-უიმე საყვარლები-ტაშს უკრავს კატო. ხელს ვხვევ,ჰეჰ რა სუნია?
-რა სუნამო დაისხი?-თავი მოსაცმელთან მიმაქვს
-არ დამისხამს გოგო არაფერი ალბათ ყვავილების სუნია-ტუჩებს პრუწავს
-კატო რა უნდა შემოდგომაზე მთაში ყვავილებს?
-უიმე ლიკუნა ნუ ხარ ინტრიგანი-თვალებს ატრიალებს.
დაბალი გასაშლელი მაგიდის გარშემო პირდაპირ პლედებით ვცუცქდებით,აი ეს მესმის სიურპრიზი
-ამდენი რამე როდის მოასწარით?-შემწვარ სოსისებს იღებს აღფრთოვანებული ნინი
-სანამ თქვენ ხვრინავდით-ხითხითებს ჯაბა და ჩანთიდან თონის პურებს იღებს.
-ესეც ჩემი შემოქმედება!-შემომცინის შემწვარი კარტოფილით სავსე ტაფით ლევანი,ჩემი სუპერმენი ხარ შენ კიარადა კარტოფილმენი.
-მომეცი სიძე ვნახო ერთი თუ შემოიშვები სახლში-ხელებს იშვერს კატო,ჩემი ხალებიანიც სიხარულით აწვდის და გვერდით მისკუპდება,მორჩა აღარ მინდა არც უნივერსიტეტი არც სახლი აქ დავრჩეთ სამუდამოდ.
-ბაჩი სად არი?-გვიერთდება თამუნა,უი მართლა სად არის
-თავი მტკივაო თავის კარავშია-გვამცნობს დათო
-ბედოვლათი,ალბათ მზარეულობა დაეზარა-კისკისებს ნინი
-არა ეგ მწვადები მაგან შეწვა-იცავს ჯაბა-ალბათ მოწამლა და თვითონ არ უნდა რომ ჭამოს-აყოლებს მხიარულად.
-მეც მაჭამეე-იდაყვს მკრავს ლევანი. ძეხვს ვიღებს და მერცხლის ბარტყივით დაღებული პირისკენ მიმაქვს.
-წავალ მე ბაჩის დავხედავ-ფეხზე ხტება ჯაბა-ჰო საწვავი არ დამავიწყდეს-ბარკალს ხელს ავლებს და კარვებისკენ მიჩანჩალებს.
-დღეს სად მივდივართ?-ჩემს ხალებიანს კიდევ ერთ ლუკმას ვაწვდი.
-ჯერ უკან დავბრუნდებით მანქანებთან და მერე ტბებზე წავალთ,საღამოსთვის კოტეჯი ვიქირავეთ,ვათენებთ მოკლედ-მიკარკლავს აჟიტირებული და შემდეგი ლუკმისთვის პირს აღებს
-ანუ კარვები ფაფუ?
-დამიჯერე ისიც მოგეწონება-თვალს მიკრავს.
-მოვიყვანე გაქცეული პატარძალი-ხელების შლით მოაბიჯებს ჯაბა და მიწას მიჩერებული ონიანიც უკან მოყვება. ლევანი უცნაურად იშმუშნება.
-ლიკუნა წავალ მე ჩვენს ბარგს ჩავალაგებ-მაყრის კატო და ადგილს წყდება,მოიცა რა ბარგს? თავს ვაბრუნებ რომ ვუთხრა არაფერი არაა ჩასალაგებელი თქო,უიმე გამქრალა უკვე.
სანამ ბიჭები კარვებს კეცავენ ყველაფერს ჩანთებში ვტენით.
-მორჩა მზად ვართ-ვყვირი მხიარულად
-ჩვენც ვამთავრებთ!-ბანს მაძლევს დათო. ლევანი ჩვენს ჩანთასაც იკიდებს,მეორეს კი უხმოდ იღებს ბაჩი.
-წავედით აბა-ტყის ბილიკისკენ მიგვიძღვება ჯაბა. მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურ ხალებიანს ხელს ვკიდებ,თითებს ჩემს თითებში ხლართავს და გზას მივუყვებით. ფოთლების შრაშუნიც მთავრდება,საცალფეხო გზაზე ლევანის ფეხდაფეხ მივაბიჯებ,თავს ისევ ატრიალებს და მიყურებს
-უიმე ნუ გეშინია თუ ჩავვარდი გაიგონებ ხმას-ვკისკისებ
-ბატო-თავს აქნევს-ჰე გადავალ ახლა და დაგიჭერ-წინ მიდის და ნაპრალზე ხტუნავს,კიდესთან ვჩერდები,მანიშნებს გადმოხტიო
-სამ დათვლაზე...ერთი..ორიიი....სამიი-გამოშვერილ ხელებს მაგებებს,ჰო წინააღდეგი არ ვარ ამ ილეთის კიდევ ერთხელ გამეორების,ორჯერ იყოს კაცო არაა პრობლემა.
-უიმე კატო სადაა?-უკან ვიყურები,ჯერ არ ჩანს
-მგონი ნინის უკან მოდის-მეუბნება ჯაბა,ბაჩი და თამუნაც გვიერთდებიან,სხვებს ველოდებით,აი დათოც გამოჩნდა
-ის არ გადმოსულა?-მესმის ონიანის ხმა ზურგს უკან
-არა-ხმადაბლა პასუხობს ლევანი,რა აჩურჩულებთ? ახორხოცებული დათო და ჯაბა გამოქანებულ ნინის იჭერენ და ისიც კივილს წყვეტს, უცებ ბაჩი ოხვრით მივლის გვერდს და მეორე მხარეს ბრუნდება,უნებლიედ მეცინება,ის როგორაა ისტორია მეორდებაო ხო? გაკრეჭილ ლევანს ვუყურებ,ხელს მხარზე მხვევს და მიკრავს.
-ახლა იწყება მძაფრსიუჟეტიანი ბლოქბასტერი-ვხითხითებ და კატოს აწივლებას ველოდები. აი კატერინაც,დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს როგორ ესვეტება ონიანი ცხვირწინ,მარტო მის ზურგს ვხედავ,ჰაჰ იწყება! ხელს კიდებს ბრუნდება და ორ წამში ჩვენს მხარეს არიან,მოიცა კივილი? სადაა კივილი?
-ამათ რა ჭირთ დღეს?-თვალებგაფართოებული ვუბრუნდები ლევანს
-რა უნდა ჭირდეთ,ხომ არ უჩხუბით არა-მხრებს იჩეჩავს
-მეც მაგას გეუბნები,როდის იყო ესენი ერთმანეთს არ ჭამდნენ?
ონიანი უსიტყვოდ სვამს კატოს ძირს და ზედ არც უყურებს ისე მოემართება ჩვენსკენ,რა ხდება მეორედ მოსვლაა? ბაჩი სწრაფად გვივლის წინ
-მოიცა სუნამოს სუნი იგრძენი?-ჩემს ხალებიანს ვკრავ თავისუფალ ხელს
-ხო ბაჩის ასხია,რაიყო?-ცნობსმოყვარე მზერას მაგებებს. ვაიმე რაიყო კიარა ახლა რო ჩავირთვები ვერ გამომრთავს ენერგო პრო ჯორჯია. ლევანს ხელს ვუშვებ და კატერინასკენ მივემართები
-რა იყო ლიკუნა?-ტუჩს იკვნეტს კატო
-სალაპარაკო გვაქვს-თავით ბიჭებისკენ ვანიშნებ
-კაი ჩამოვრჩეთ ცოტა-თვალებს ატრიალებს კატო. თასმის შეკვრას ვიმიზეზებ და დანარჩენებს წინ ვუშვებ,ჰო საკმარისი მანძილია.
-ახლავე მითხარი რა ხდება-ვქოთქოთებ
-ის კრიზისზე მეკითხები?-წარბებს უცოდველად კრავს,თვალს თვალში ვუყრი
-აბა ღაზას სექტორზე?-წამწამებს უაზროდ ახამხამებს
-კატო!
-უიმე კაი ხო,წუხელ იმ ვირმა გამაღვიძა
-რაა?
-ვაიმე ლიკუნა ყრუ ლამარასავით ნუ მამეორებინებ ცხრაჯერ!
-კაი ხო გააგრძელე
-მერე მომაღლო მდელო როა იქ ვიჯექით ჰოდა
-ჰოდა?
-ჰოდა ჯერ გიყვარვარო მითხრა და მერე მეცო...
-რა მეცო?
-ვაიმე მეც ვუყურე სასოწარკვეთილი დიასახლისების ბოლო სერიასო,რას მეტყოდა ლიკუნა,მეც მიყვარხარო!-ხელებს აფრიალებს კატო. ახლა ყბბა ჩამომივარდება!
-გოგო არ უნდა გეთქვა მერე?-აზრზე მოვდივარ
-ჭორიკანა თამუნასთან ერთად მეთქვა ადამიანო თუ სუფრასთან მეყვირა?-ფრუტუნებს
-ხო კაი მერე რა მოხდა? დაწვრილებით მომიყევი იცოდე
-სიკვდილი! ვიჯექით უხმოდ ხელჩაკიდებულები ორი წყალწაღებული და რომ დაგვათენდა წამოვჩანჩალდით მერე
-და ვსო?
-არა ბოლოს მკითხა არაფერი არ გაქვს სათქმელიო
-რა უპასუხე-სუნთქვა მეკვრება
-რას ვუპასუხებდი,არა თქო!
-და ეწყინა?-მივდივარ მთავარ თემამდე
-არ ვიცი,დღეს გეგონება უსიტყვო შეთანხმება დავდეთ, ხმისარამოღებანას,ვითომ არაფერი მომხდრობანას,პირველი არ დალაპარაკობანას და გუშინდელი ღამე დავიწყობანას ვთამაშობთ-კულულს გაბრაზებული იწევს კატო. კარგი ახლა ჩემმა პატარა საყვარელმა ტვინმა ყველაფერი უნდა გადახარშოს.
-ვაიმე შენ და ბაჩუკი ქალო-უნებლიედ სიცილი მივარდება
-უიმე ლიკუნა რა გაცუნდრუკებს დეპრესიებშია შენი დაქალი-თავში ხმაურით მხვდება კატოს გამოქანებული ხელი.

კატერინა

ფოტოების თვალიერებაში გართულ ლიკუნას თვალს ვწყვეტ და მანქანიდან ვხტები,უჰ მეღირსა! არ მოვკვდი მინას მიშტერებული? ბრედ პიტის პლაკატი მაინც იყოს ზედ გაკრული.
-რა მაგარია ნახე-კოტეჯისკენ ხელს იშვერს გაბადრული ლიკა. მდინარის წინ აყუდებულ ხის შენობას ვავლებ თვალს,დედაა აბუდაბის პრინცისგან იქირავეს კიმარა?
-აბა გოგოებო ოთახები აარჩიეთ!-გასცემს ბრძანებას დათო
-შევაჭრათ?-წარბებს ვათამაშებ
-შევაჭრათ-მეთანხმება ლიკა და ჩანთებაკიდებულ ჯაბას ფეხდაფეხ მივდევთ. დარბაზიდან მაღლა კიბეებზე ავრბივართ
-გადაწყდა კატო ეს ჩვენი ოთახიაა!-წივის ლიკუნა რომელიღაც კუთხიდან,კარს ვაღებ,ფართხალით მანიშნებს მოდიო
-ვაიმე თავი არ წეიქციო ლიკუნა-ვკისკისებ და ფუმფულა საწოლზე პირქვე ვეგდები
-ჩამოდით,სუფრას ვშლით-მესმის ნაცნობი ხმა,დენდარტყმულივით ვწევ თავს,კარში მდგარ მის უდიდებულესობას პირდაპირ თვალებში ვეჩეხები,უემოციოდ ბრუნდება და მიდის. ვაიმე იდიოტი ნივიჟუ ჩაურტყას მისნაირ პინგვინებს,ლიკა თვალებგაფართოებული მიყურებს
-არაფერი არ მითხრა ლიკუნა-თითს გამაფრთხილებლად ვწევ,ვატყობ სიცილს ძლივს იკავებს,ხელს მჭიდებს და მისაღებისკენ მივექანებით
-ყველაფერი ამოალაგეთ მე ღვინოს ჩამოვასხამ!-ჭკუაზე არაა ჯაბა. ცელოფნების გახსნას ვიწყებ. ნახევარ საათში გზაში ნაყიდი ხაჭაპურებით დაწყებული კიტრის მწნილით დამთავრებული ყველაფერი გვაქვს სუფრაზე. ლიკა და ლევანი სტაჟიანი ცოლ-ქმარივით განაგებენ რა სად დავდოთ,დათო კოკა-კოლებს ამატებს,მორჩა მზადაა! სხვებთან ერთად სკამზე მოწყვეტით ვჯდები. ჯაბა ჭიქებს ღვინით გვივსებს,მისი უთქმელესობა უსაიდუმლესობა და უხეპრეესობა ჩემს საპირისპირო მხარეს დასკუპულ თამუნას უჯდება გვერდით,თვალს თვალში მიყრის,ჯანდაბა ახლავე სხვა მხარეს გაიხედე კატო!
-არ მინდა ახლა მარჩიელობა მე ვარ აქ თამადა და დავიწყეთ-ამაყად გვიცხადებს ჯაბა,კარგი ბიჭი ხარ,ახლა ნამდვილად მჭირდება დალევა,ტვინის ის საზიზღარი პატარა ნაწილი უნდა გავთიშო უნებართვოდ რომ ტლიკინებს!
ყველა სადღეგრძელოს მერე ცეკვის დრო დგება, ამჯერად დათო The Chainsmoker-Closer რთავს,ნინი ხელზე მექაჩება,არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი სევდიანი ერთი ადგილი ავწიო.
-მომდევნოზე წამოვალ რა ნინი-მუდარით სავსე მზერას ვტყორცნი
-უუხ კაი-მებუზღუნება და სხვებისკენ მიდის.
-კატო კარგად ხარ?-სრული სერიოზულობით მეკითხება ლიკა
-კი გოგო წადი იცეკვე-თავით მისკენ წამოსული ლევანისკენ ვანიშნებ
-უშენოდ არ წავალ-მოჭრის მოკლედ
-შემდეგზე ვიცეკვემ,მართლა გადასარევად ვარ-შევცინი
-მაკოცე მაშინ-ლოყას მიშვერს,ყბის ჩამოგდებამდე ვკოცნი და ვუშვებ.სცენის მეფეზე გადამაქვს მზერა,მესამე სიმღერაც არ გაგვიმაზავს ისევ ქერასთან ცეკვავს. უხხ რა გემართება კატო? მორჩა არ გაინტერესებს! კაი ხო ოდნავ გაინტერესებს, ჯანდაბა თუ გაპატიო! ტელეფონს ვიღებ და კონტაქტების ჩიჩქვნას ვიწყებ,ვასო არა,დათო-არა,არა და არა! თორნიკე.....ჰაჰ თორნიკე! აი რატომ უნდა გყავდეს თუნდაც ერთი ყურადღებიანი ჯგუფელი. გეგმას სახელად „დავარეკვინოთ კურსელს“ ქვესახელწოდებით „ვიძიოთ შური მაგ გაუთლელ ვირზე,გაქუცულ ოპოსუმზე და თანამდებობისთვის შეუფერებელ ზღარბზე“ გახსნილად ვაცხადებ! მუსიკაც მთავრდება,კაი კაი თუ მაღირსეთ. უკვე სკამებზე სხდებიან,თორნიკეს ნომერს ვკლიკავ და მესიჯს ვწერ „თოკო გადმომირეკე თუ გცალია“,მიდი კატო დააჭირე გაგზავნის ღილაკს! მორჩა,საბედისწერო მოძრაობასაც ვაკეთებ საჩვენებელი თითით. მობილურს თეფშის გვერდით დასანახ ადგილას ვდებ,ჯანდაბა და საერთოდაც ხვალ რომ ნახოს წერილი? ან სადმე იყოს წასული? კაი ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში,ლევანი ჭიქებს პირამდე გვივსებს და ისევ ლიკუნასთან ჯდება
-მოდი ახლა მომავალ თაობას გაუმარჯოს!-ფეხზე დგება მოხოდილი ჯაბა და სათქმელის გასაგრძელებლად პირს აღებს რომ ჩემი მობილურის ზარი მკაფიოდ ჩამესმის. მაშინვე ხელში ვიღებ,ისაა! მიდი კატო ახლა გჭირდება მთელი ბოლივუდური სამსახიობო ოსტატობა!
-ბოდიში-ვუღიმი ჯაბას და ლიკასკენ ვბრუნდები-თორნიკეა!-ვეუბნები რაც შეიძლება მხიარულად და არც ისე ხმამაღლა რომ ყვირილი გამომივიდეს მაგრამ არც ისე ხმადაბლა რომ მოპირდაპირე მხარეს მჯდომმა ოტელომ ვერ გაიგონოს. ვიკრიჭები და აწკრიალებული ტელეფონით აივანზე გასვლამდე მხოლოდ წამის მეასედში ვაწყდები მისი უმაღლესობის ჩამუქებულ თვალებს,რაო დაგვემხო აშენებული შურისძიების კოშკები თავზე? ეცეკვოს ახლა ციალას ძროხასავით დაპრუწულ თამუნას! გაუზრდელი ზაქი! აივანზე გავდივარ და მიღების ღილაკს ვაჭერს,ჯანდაბა კი დავარეკვინე მარა რა ოხრობა ვუთხრა ახლა? კაი გზაში მოვიფიქრებ
-ალო
-გამარჯობა კატო,შენი მესიჯი ვნახე
-ხო თორნიკე,როგორა ხარ?-ვიწყებ ტრადიციული ფრაზით
-კარგად,შენ?-მესმის მხიარული ხმა
-მეც,ისა გელოვანის ლექციის კონსპექტები მინდოდა და მაგიტო შეგაწუხე-ირგვლივ ცეერუს აგენტივით ვიყურები და ხმადაბლა ვამბობ
-კი გამოგიგზავნი რა პრობლემაა
-კაი მადლობა დიდი,კარგად აბა-ვაყრი,ღმერთო რა სირცხვილია!
-სხვა რაშვები,ხომ არაფერი გინდოდა მეტი?-აგრძელებს საუბარს,უიმე თორნიკე ოქრო ხარ მარა ახლა ვერ გეჭორავები.
-არა არა,მადლობა
-კარგი,შეხვედრამდე კატო
-შეხვედრამდე-ყურმილს ვკიდებ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,მოიცა ეს გამარჯვების სურნელი არ იყო? ჰაჰ. ოთახისკენ ამაყად მივაბიჯებ,ორი ანთებული თვალი სკამამდე მზერით მიმაცილებს,ძალიანაც კარგი,ეგრე მოგიხდება,ვირო!
-რაო თორნიკემ-შემომცინის ომახიანი ლიკუნა და მაგიდის ქვეშ ხელს ხელზე მიჭერს რაც ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ „მიგიხვდი დაო და გეხმარების“ ნიშნავს,ვაიმე ჩემი გოგო ხარ შენ
-მოგიყვები მერე-ვკისკისებ და შემოცურებულ ხელზე საპასუხოდ ვუჭერ.
უკვე ამერია კიდევ ოთხი სადღეგრძელო დაილია თუ ხუთი,ცოტ-ცოტას ვწრუპავ,აღარაა დათრობის საჭიროება. უკმაყოფილოდ ტუჩებმოკუმული თამუნა ისევ წინ მიზის,რაო დავკარგეთ ცეკვის პარტნიორი? ვეღარ ვიტყლარწებით საღეჭი რეზინივით? მუსიკა მთავრდება და ქანცგაწყვეტილი ლევანი და ლიკა ხითხითით გვიბრუნდებიან,უიმე გვრიტები.
-გავიჭვარტლეთ ბაჩი-ხარხარებს დათო და მის უმაღლესობას მომდევნო მოკიდებულ სიგარეტზე მიანიშნებს. ნახევარ საათში უკვე მეხუთეა თუ მეექვსე? რაიყო მსოფლიო რეკორდს ამყარებს?
-ახლა კი ყველაზე ყველაზე მაგარი სადღეგრძელოს დროა-ზეზე იჭრება ჯაბა და ხელს დემონსტრაციულად წევს-ღამით რომ არ გვაძინებს,დღისით სიცოცხლეს რომ გვიხალისებს,ანგარიშზე მესიჯები ნულამდე რომ დაყავს და მობილურზე საათობით რომ გვალაპარაკებს აი იმ გრძნობას გაუმარჯოს მეგობრებო! სიყვარულს გაუმარჯოს!-ჭიქას მაღლა სწევს. ბუნდოვნად ჩამესმის შეძახილები გაუმარჯოსო,ინსტიქტურად მისკენ ვიყურები ვისკენაც ამ წამს არ უნდა ვიყურებოდე,ჩემსკენ მომზირალ თვალებს ვეჩეხები. ვაიმე გულო დაწყნარდი თუ შეიძლება! მზერა სასწრაფოდ გადამაქვს თეფშზე,უიმე კატო თუ გინდა მთლად იატაკის ლურსმანს უყურე მთელი საათი ოღონდ იქეთ აღარ გაიხედო. გულო დაოკდი თქო თორე გაბაგუნებ მე შენ! ლევანი ლიკუნას ხვევს ხელს და ჭიქაზე უჭახუნებს.
-სიყვარულს გაუმარჯოს-ომახიანად გვიცხადებს დათო და ჭიქას ბოლომდე ცლის
-გაუმარჯოს-წრიპინებს ნინი და ყლუპს სვამს
-გაუმარჯოს-მესმის ნაცნობი ხმა და ინსტიქტურად ისევ თეფშზე დახატულ ყვავილს ვუშტერებ თვალს.
-კატო გიყურებს-ჯაშუშივით რაც შეიძლება ხმადაბლა ჩამჩურჩულებს ლიკა სანამ თამუნა რაღაც ლექსს წარმოთქვამს დაკარგულ შეყვარებულებზე თუ რაღაც მსგავსზე. ქერაც ამთავრებს და ტაშს ვუკრავთ,ნუ სიტყვაც არ გამიგია რა თქვა მაგრამ არაუშავს.
-შესაფერისი მუსიკის დროა-თამადობას და დიჯეობას ერთდროულად ითავსებს ჯაბა,დინამიკებს ასწორებს და ლიკას საყვარელი Let Her Go იწყება. დათო ნინის ეტუზება,ლევანი კი ლიკუნას ავლებს ხელს.მოღალატე თვალები ისევ აკრძალული სახისკენ იყურებიან,ჰო აკრძალულ სახესაც მოუხედავს ჩვენსკენ. მორჩა უნდა გავიდე. სკამს ვწევ და აივნისკენ მივაბიჯებ,ცოტაც კატო ცოტაც გაუძელი! მოაჯირთან მისული ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,მისამღერი მემსის,ცას ვაშტერდები,რა გემართება კატო?
-რაო მოვიწყინეთ?-უკვე ჟრუანტელი გამდის ამ ხმის გაგონებაზე,ნერწვს მძიმედ ვყლაპავ,არ მიიხედო კატო!
-ოჰ ამოიდგი ენა?-შეძლებისდაგვარად მტკიცედ ვამბობ
-როცა მინდა მაშინ ვილაპარაკებ-არანაკლებ მტკიცე პასუხს ვიღებ,ჯანდაბა კიდე აქეთ იჯგიმება ხო
-რაც გინდა ის გიქნია-ვბრუნდები და წარბს ვწევ
-შენ არ შეგეკითხები-თვალებს ავიწროებს
-ორი წლის ბავშვივით მოაზროვნე მამიკოს ბიჭი ხარ!-კბილებში ვცრი
-შენ კი ერთი გატუტუცებული თავხედი გოგო-ზემოდან დამყურებს. ჯანდაბა ახლა გავსკდები. მარჯვენა ხელს ვშლი და მთელი ძალით ვაწნავ სილას. ხმით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ მწარედ უნდა გამერტყა,მორჩა უნდა წავიდე! გვერდს ვუვლი,მაჯაში მძლიერად მქაჩავს და სანამ აზრზე მოვალ მოაჯირს ვარ მიკრული. წინ მიდგას,შიგნიდან ისევ მუსიკის ხმა მესმის
-ახლა რას იზამ აქედან გადამაგდებ თუ კიდე დაგრჩა რამე სათქმელი-საკუთარი აკანკალებული ხმა უცხოდ ჩამესმის.ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს და თავს აქნევს. მაჯაზე შეშვებას და სინდისის ქენჯვნას ერთდროულად ვგრძნობ,კარისკენ ბრუნდება.
-ბაჩი-თავისით ამოდიან ბგერები,ჯანდაბა რას ვაკეთებ? ჩემსკენ ბრუნდება და გაჩუმებული მიყურებს,ჯანდაბა რასაც არ უნდა აკეთებდე გაჩერება გვიანია კატო,ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და პირს ვაღებ-ჩამეხუტე იდიოტო!



№1 სტუმარი Guest Mancho

ველოდები როდის დაასრულებ რომ ერთდროულად წავილითხო სრულად და
გთხოოვ მაალე დაასრულე ❤

 


№2 სტუმარი Guest nita

bolo iko dzaan magari :-)

 


№3 სტუმარი Elene

ვუიმეე შემდეგი თავი მალე დადე რაა ძაან საყვარლები არიან , ყოჩაღ კატო! მაგარი ხარ!!!

 


№4 სტუმარი Lana

Vaime ramagariaaa...xvalve dade raaa

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

au ra sayvarlebiii ariannnnn. gavgijdi. velodebodi xutshabats amis gulistis. magari iyoo dzaaann. cemi xalebianiiiii. ufrodaufro momwons katos da bachis wyvilii. aba ahen ici rogor karg shemdeg 5avs dadeb!!!!!

 


№6  offline წევრი დიანა23

ვაიმე კინაღამ ვიტირე disappointed ძაან მაგარი იყო გთხოვ მალე დადე 15-ე თავი თორე გამისკდება გული ლოდინისგან smile <3

 


№7  offline წევრი შამხათი

ვაიმე, რა კარგი იყო, მიყვარს მე ესენი

 


№8 სტუმარი Guest Sofi

Ramdeni xania velodebi, dzalian magaria ❤❤❤

 


№9  offline წევრი eto-elene

ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო შოკი რასაც ქვია :* საოცრება ხარ ესე გაგრძელე :* :* წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს ♡♡

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჩემი დიდი თხოვნაა ზუსტად ამ მომენტიდან გაგრძელდეს კატოს მონაყოლით გთხოოოოოვ რა :(

 


№11  offline წევრი neilo

რა საყვარელია კატო...

 


№12 სტუმარი Guest თამარი

რატომ წყვიტავ სულ ამ დროს ხოლმე? ახლა ვიცი სხვანაირად გააგრძელებ სხვა ადგილიდან და ამას არ გააგრძელებ. (( მომწონს და წარმატებები ❤ საუკეთესოა❤❤

 


№13  offline მოდერი gonegirl

Guest Mancho
ველოდები როდის დაასრულებ რომ ერთდროულად წავილითხო სრულად და
გთხოოვ მაალე დაასრულე ❤

2 თავიღა დარჩა )
Guest nita
bolo iko dzaan magari :-)

Elene
ვუიმეე შემდეგი თავი მალე დადე რაა ძაან საყვარლები არიან , ყოჩაღ კატო! მაგარი ხარ!!!

Lana
Vaime ramagariaaa...xvalve dade raaa

ბავშვებო kissing_closed_eyes ზეგ დაიდება აუცილებლად
nawkas12345
au ra sayvarlebiii ariannnnn. gavgijdi. velodebodi xutshabats amis gulistis. magari iyoo dzaaann. cemi xalebianiiiii. ufrodaufro momwons katos da bachis wyvilii. aba ahen ici rogor karg shemdeg 5avs dadeb!!!!!

kissing_closed_eyes kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
დიანა23
ვაიმე კინაღამ ვიტირე disappointed ძაან მაგარი იყო გთხოვ მალე დადე 15-ე თავი თორე გამისკდება გული ლოდინისგან smile <3

შამხათი
ვაიმე, რა კარგი იყო, მიყვარს მე ესენი

Guest Sofi
Ramdeni xania velodebi, dzalian magaria ❤❤❤

eto-elene
ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო შოკი რასაც ქვია :* საოცრება ხარ ესე გაგრძელე :* :* წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს ♡♡

მადლობებიიი kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
ანი ანი
ჩემი დიდი თხოვნაა ზუსტად ამ მომენტიდან გაგრძელდეს კატოს მონაყოლით გთხოოოოოვ რა :(

Guest თამარი
რატომ წყვიტავ სულ ამ დროს ხოლმე? ახლა ვიცი სხვანაირად გააგრძელებ სხვა ადგილიდან და ამას არ გააგრძელებ. (( მომწონს და წარმატებები ❤ საუკეთესოა❤❤

დროში ნახტომი იქნება მაგრამ ამ სცენის გაგრძელებას აუცილებლად ნახავთ kissing_closed_eyes
neilo
რა საყვარელია კატო...

heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№14  offline წევრი isterichka123

ai ai dzan magaria mara nu agvianeb dzan gtxov

 


№15 სტუმარი ლეა

აბსოლუტურად შოკისმომგვრელი გოგო ხარ თურმე შენ და აქამდე არ
ვიცოდი :)

 


№16  offline წევრი MariamLecter

ვაიმეეე ეს წყვილი მომიღებს ბოლოს და კიდე შენ :დ სულ კარგ მომენტებში როგორ წყვიტავ !! უხ რა უხ !!!

 


№17 სტუმარი niniiiiii

ძალიან კარგი იყო! მალე არ დაასრულო და ეცადე, რომ ოდნავ გაზარდო თავები :(( სასწაულია აი სასწაულიიიიიი

 


№18  offline ადმინი მწარე

ვაააიჰ სასწაული თავი იყოო ეს
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№19 სტუმარი Shore shore

Zalian magaria da zalian vxalisob mexmareba gantvirtvashi yochag

 


№20 სტუმარი Guest Ketu

ამ ისტორიის თავიდან წაკითხვა მინდა მაგრამ ვერ ვპოულობ პირველ თავებს.... რატოოომ??? :-(

 


№21 სტუმარი Guest Anamaria

Rac sheileba male dade shemdegi

მალე დადე რა დზაან გტხოვ

 


№22  offline წევრი marqetele

როგორც ყოველთვის ძალიანნ კარგი იყო <3 არმინდა დასრულდეს ჯერ ((( <3

 


№23 სტუმარი Tako...^^

ვგიჟდებიი <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

 


№24  offline წევრი სალი-სალი

ვაიმე ახლა გული მბუთქავსს ეს რა სოცრება იყო გავაფრინე <3 შოკი პიკი პანიკა ხარ <3

 


№25 სტუმარი qeti

ვაიმე რა მაგარი წყვილია heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ვაბოდებ კატოზე laughing heart_eyes გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი heart_eyes

 


№26 სტუმარი Guest მარიამი

ვუაიმე ძაან მაგარი ხარ მალე დადე რა მოუთმენლად გელოდები ♥♥♥ კატო და ბაჩი მაგრები არიან ♥♥♥

 


№27  offline მოდერი gonegirl

isterichka123
ai ai dzan magaria mara nu agvianeb dzan gtxov

ლეა
აბსოლუტურად შოკისმომგვრელი გოგო ხარ თურმე შენ და აქამდე არ
ვიცოდი :)

niniiiiii
ძალიან კარგი იყო! მალე არ დაასრულო და ეცადე, რომ ოდნავ გაზარდო თავები :(( სასწაულია აი სასწაულიიიიიი

Mware
ვაააიჰ სასწაული თავი იყოო ეს

მადლობა საყვარლებოოო kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
Shore shore
Zalian magaria da zalian vxalisob mexmareba gantvirtvashi yochag

heart_eyes heart_eyes
Guest Ketu
ამ ისტორიის თავიდან წაკითხვა მინდა მაგრამ ვერ ვპოულობ პირველ თავებს.... რატოოომ??? :-(

ჩემს პროფილზე გადადი,მერე სიახლეებში შედი და იპოვი ყველას
Guest Anamaria
Rac sheileba male dade shemdegi

მალე დადე რა დზაან გტხოვ

კი ხვალ იქნება
marqetele
როგორც ყოველთვის ძალიანნ კარგი იყო <3 არმინდა დასრულდეს ჯერ ((( <3

საკვარელო kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
Tako...^^
ვგიჟდებიი <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

სალი-სალი
ვაიმე ახლა გული მბუთქავსს ეს რა სოცრება იყო გავაფრინე <3 შოკი პიკი პანიკა ხარ <3

smile kissing_heart kissing_heart heart_eyes
qeti
ვაიმე რა მაგარი წყვილია heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ვაბოდებ კატოზე laughing heart_eyes გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი heart_eyes

ვეცდები kissing_closed_eyes heart_eyes
Guest მარიამი
ვუაიმე ძაან მაგარი ხარ მალე დადე რა მოუთმენლად გელოდები ♥♥♥ კატო და ბაჩი მაგრები არიან ♥♥♥

heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№28  offline წევრი Mtirala

Gvian vakomentareb magram ra vqna miyvars bachuki tu vafren? Ar vici tqven gadawyvitet da mokled es istoria gulamde mwvdeba tbilia da mxiaruli warmatebebi ❤❤❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№29 სტუმარი Guest Ketu

Vnaxe vnaxeeeee....... au umagresiaaaa.... katosnair laqalsac visurvebdi bizashvilsac,deidashvilsac da ai sul ro tan myavdes ra...

Kargi xar zalian ukargesi..... madloba rom saertod wer...... mokled yvelaze kargi istoriaa rac ki wamikitxavs N1......

 


№30  offline მოდერი gonegirl

Mtirala
Gvian vakomentareb magram ra vqna miyvars bachuki tu vafren? Ar vici tqven gadawyvitet da mokled es istoria gulamde mwvdeba tbilia da mxiaruli warmatebebi ❤❤❤❤❤

მადლობა დიიიდი kissing_closed_eyes
Guest Ketu
Vnaxe vnaxeeeee....... au umagresiaaaa.... katosnair laqalsac visurvebdi bizashvilsac,deidashvilsac da ai sul ro tan myavdes ra...

Kargi xar zalian ukargesi..... madloba rom saertod wer...... mokled yvelaze kargi istoriaa rac ki wamikitxavs N1......

მადლობა საყვარელო blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent