შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები(თავი 12)


23-12-2016, 21:32
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 991

ძველი თბილისი, ჩუმი და თავის მოგონებებში ჩაფლული. ღამის ბინდი და ცაზე მოკაიფე ყვითელი ვარსკვლავლავები. ლამპიონებით განათრბული ქუჩები და ჩანახატები. გარშემო ვიყურები და ტროტუარზე ფრთხლიად ვჯდები. პატარაობიდან ასეთი ჩვევა მაქვს, რაც ბევრს ძალიან უცნაურად მიაჩნიათ. ზოგს კი საერთოდ გონიათ რომ ამას ძალით ვაკეთებ. "ძალით" ვიქცევი უცნაურად, "ძალით" ვცდილობ ვიყო ის ვინც ვარ და "ძალით" არ ვარ მათი სამყაროს ნაწილი.
ჩანახატების რვეულს ფრთხილად ვშლი. ფანქრით გაკეთებული დაუსრულებელი ნახატები თვალებს მჭრის და წარსულს მახსენებს. ყველაზე ხშირად ნიკას ჩანახატი მაქვს. ზოგ ნახატში ის ზურგით დგას, ზოგშიც კი სახე იმდენად გადღაბნილია რომ ვერ გაარჩევ. ვუყურებ ჩემ მიერ შესრულებულ შავ-თეთრ ნახატებს და ტირილი მინდება. მინდება ვიტირო ჩემი სისულელის გამო. იმის გამო რომ ხალხს ვენდე და იმის გამო რომ ჩემი თავი მეცოდება. ეს ყველაფერი კი მისი ბრალია. მაგრამ, არა მარტო მისი...
-მარუს.-გიგის ხმა ფიქრებიდან მაფხიზლებს და მაიძულებს მაღლა ავიხედო და მის მწვანე, მომღიმარ თვალებს შევეჩეხო.- როგორ ხარ?
-კარგად შენ?- ვუღიმი და მის უკან სხვებისკენ ვაპარებ თვალს. ისინიც ჩვენკენ ნელ-ნელა მოდიან და მათი სახეებიც იკვეთება. -ბიჭები სად არიან? - ვეკითხები მას მერე რაც ვხვდები რომ არც გოჩა, არც ლუკა და არც ალექსი არ ჩანან.
-იმალებიან. - იღიმის და წარბებს მაღლა წევს. ეს და ამისი "კაი" ბიჭობა. ერთ დღეს ოთხივეს მართლა დაიჭერენ ოღონდ არა "ძაღლები" არამედ სხვა "კაი" ბიჭები და ცემით მოკლავენ.
-ვითომ დაიჭირეს? - ვეკითხები და სახიდან ფერი უქრება. ასე უკვე მერამდენედ აკეთებენ. იმელებიან, მერე ვიღაც წერს რომ ვითომ დაიჭირეს და ამით თავი მაგრებად მოაქვს. - ისე მაგარი ის კი არაა ვისაც დაიჭერენ, არამედ ისნვისაც ვერ დაიჭერენ.- ვაგრძელებ ლაპარაკს და ვცდილობ მის გამომეტყველებაზე არ გამეცინოს.
-გიგი!- ჩემთვის ზედმეტად ნაცნობი ხმა მყუდრო სიჩუმეს არღვევს და გვიახლოვდება. - ეს ვინ- აღარ ამთავრებს რადგან მამჩნევს. მაგრამ არც იმას აღიარებს რომ მიცნობს.
-ხო, ბოდიში.- გიგი თავზე ხელს ნერვიულად იკიდებს და იღიმის. - ბიჭებო ეს მარია. - იძახის და ღიმილი უფართოვდება. -მარი, ეს აკაა. - აკაზე მიმითითებს და ვუღიმი. აკა აქედან ყველაზე მეტად მიყვარს. - საბა. - საბას ვუყურებ და ვცდლობ მის გამოშტერებულ სახეზე არ გავიცინო. -ეს კჯ გიო. - გიოს ერთდროულად რამდენიმე ემოცია აქვს სახეზე აღბეჭდილი. -ნიკას კიდე იცნობ. - ნიკა თავს მიქნევს, მაგრამ მე ვაიგნორებ.
-დღეს ვნახავ?- ვითომ არაფერი ისე ვაგრძელებ გიისთან ლაპარაკს.
-გარეთ არ გამოვლენ. - გიგი იღიმის როცა ხვდება ვინებზეც ვეკითხები.- მოგენატრა?
- არააა.- ვიღიმი და ჩემ ჩანახატების რვეულს ვუბრუნდები. - აუ მერე ლუკას უთხარი მომწეროს რა. - ვეუბნენი ისე რომ მაღლა არ ვიხედები. ვცდილობ ესენი დავხატო, შუაში კი ჩემი თავი.
-ვაიმე დავრეკავ.- გიგი ხვდება რასაც ვაკეთებ და არ ინძრევა, სხვები კი ისე არიან ჩვენი საუბრის მოსმენით გატაცებულნი რომ მათვის 'არ გაინძრეთ'- ის თქმა არ მჭირდება.


გ ი გ ი

მარის უცნაურობაზე მეღიმება. ის ყოველთვის უცნაური და განსხვავებული იყო. ზუსტად ამიტომაც იყო მასთან ურთიერთობა და მეგობრობა საინტერესო. ლუკას ვურეკავ და ვცდილობ არ ვიმოძრაო რომ მარიმ ჩანახატის დასრულება მოასწროს.
-ჰოუ.- ლუკას ხრიწიანი ხმა მესმის ტელეფონიდან და ვიღიმი.- მოხდა რამე?
-გამო შე***მა გარეთ.- ვეუბნები იმით დარწმუნებული რომ თავის საქმეში გართული მარი ვერ გაიგებს. -მარია და ბიჭების ნახვა მინდაო.
-აუუუ- ლუკა წუწუნს იწყებს.- არ უთხარი?
-კი.- თვალებს ვატრიალებ, იმის და მიუხედავად რომ ვერ ხედავს.- არაუშავსო, გამოდით თქვე***ემისებო გარეთ.
-კაი კაი.- ლუკას ბუზღუნი მესმის, მაგრამ ვიცი რომ იღიმის.
ტელეფონს ვთიშავ და მარის ვუყურებ, რომელიც თავისი ნამუშევრით ტკბება. მე კი მისი ყურებით. ადრე იყო დრო როცა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა უკვე ვიცი რომ ის ჩემთვის დასავით არის. და ვიცი რომ ყველას მოკლავ ვინც მას გულს ატკენს.
-მოდიან.- ვეუნები და მის გახარებულ და კმაყოფილ სახეზე მეღიმება.


ნ ი კ ა

ვინ ჯანდაბაა ლუკა?! ან რატომ უნდა მარის მისი ნახვა ასე ძალიან?!! ბიჭებისკენ ვიყურები და მათ სახეზეც იგივე გაკვირვებას ვამჩმევ. გიოსაც კი ეტყობა რომ ამ ყველაფრის შესახებ პირველად ესმის. მარი... რამდენ საიდუმლოს მალავ კიდევ მაგ შენი მოჩვემებითი ღიმილის უკან?
-რომელზე უნდა წახვიდე?- გიგი ეკითხება და მარის მომლოდინე სახი უყურებს.- გბიანობამდე თუ დარჩები გაცივდები და თან არ არის ღამე აქ ყოფნა სასურველი.
-არ ვიცი.- მარი ჩუმი ხმით იძახის, თითქოს არ უნდა რომ ჩვენ გავუოთ მისი პასუხი. - დღეს უნდა მომაკითხონ და როცა დავრეკავ მაშინ.
გიგი თავს უქნევს, მისი პასუხი აკმაყოფილებს. მაგრამ მე ვერ ვხვდები. ვინ უნდა მოაკითხოს? ან რატომ ჩურჩულებს? რას მალავს?
-მარი ხო?- საბა ეკითხება და გვერდზე უჯდება. ვერ ვხვდები რას აპირებს. მარისაც უკვირს საბას საქციელი, მაგრამ გაკვირვებას მალევე იშორებს სახიდან. მისი გაკვირვება კი შეუმჩნეველი იყო ყველასგან ჩემ გარდა.
-ხო.- მარი ყინულივით ცივი ხმით პასუხობს და აკვირდება.
-რას ხატავდი?- პასუხს არც ელოდება ისე იღებს მის რვეულს და ფეხტზე ხტება და ჩვენკენ მოდის. მარი ხმას არ იღებს, ჩუმად დგება ფეხზე და მოდის ჩვენკენ.
-დააბრუნე.- ძალიან მშვიდი ხმით იძახის და გამყინავ მზერას გვაგებებს.
-ლამაზად ხატავ.- საბა ნახატებს თვალს აშორებს და მარის უყურებს. მარი რვეულს ხელიდან სტაცებს და გიგისთან მიდის. უკან უდგება, თითქოს მას ჩვენგან დასაცავად იყენებს.

ს ა ბ ა

მისი ნახატები თვალისმომჭრელია. არ ვიცოდი ხატვა თუ შეეძლო. როცა მარი გიგის უკან დგება, მინდება გიგი გბერდზე ვისროლო და მარის ჩავეხუტო.მინდება რომ მარი დავცვა და არავის არ მივცწ მისი წყენინების უფლება.
-ბიჭები მალე მოვლენ?- ისე კითხულობს მარი, თითქოს ჩვენ ვერც გვამჩმევდეს.- სახლში მინდა...
-ლუკას რომ დავურეკე გამოვალთო.- გიგი გამამხნევებლად უღიმის და მარიც თავს უქნევს. ისევ ვიღაც ლუკა, ვინაა? არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ მარის დასავით შეყვარება მოვასწარი და ახლა უკვე აღარ მემეტება გულის ტკივილისთვის, გატეხვისთვის ან რამე მასეთისთვის. და მზად ვარ ნებისმიერი მოვკლა ვინც მას რამეს აწყენინებს.

ლ უ კ ა

როცა გიგიმ დამირეკა ვიფიქრე რომ რამე მოხდა, მაგრამ როცა მიზეზი მითხრა გამიხარდა. წუწუნის მიუხედავად გიგის პირველი იტყვიდან ვიცოდი რომ გარეთ გავიდოდით. გზას ჩუმად მივუყვებით მე გოჩა და ალექსი. როცა მარის და გიგის ვხედავთ მათთან კიდევ სხვებს ვამჩმევთ და ნაბიჯებს ვუჩქარებთ. როცა ახლოს მივდივარ აკას, გიოს, საბას და ნიკას ვამჩმევ და ვმშვიდდები. გიგის მეგობრები ჩვენი მეგობრები არიან.
- ბანზაიიი. - მარი ჩვენკენ მორბის და სამივეს ერთად გვეხუტება.
-დაბალოო- ალექსი მარიზე ორი თავით მაღალია და მუდამ სიმაღლეზე დასცინის.
-ჟირაფოო- სამაგიეროდ არც მარი არ რჩება ვალში.
-წუწუნ.- ნერვების თამაშს გოჩაც იწყებს.
- გოჩექს.- მარი ენას უყოფს და ალექს და გოჩას ეხუტება. გოჩას სინამდვილეში გიორგი ქვია, მაგრამ რადგან მარიმ აიტეხა სახელი არ მომწომსო გოჩას ეძახდა, ამიტომ ეს სახელი შერჩა.
-მარუს.- მარისთან მივდივარ და ვეხუტები ზურგიდან. ისიც იღიმის და ჩემკენ ტრიალდება რომ ჩამეხუტოს.
-ლუკაა.- იძახის ჭყიპინა ხმით და თან იცინის.
მის მომწვანო მოყავისფრო თვალებს ვუყურებ და მეღიმება. მარი საუკეთესოს იმსახურებს. საუკეთესოს, როცა მას ყველაზე ცუდი მოწონს. რატომღაც იმ ბიჭის სახელს და გვარს არ მეუბნება, მაგრამ სხვა ყველაფერს ყვება. ბიჭს კი "ვამპირი" დავარქვით. იმ დროს მარი ბინდს კითხულობდა და ვამპირების გარდა ვერაფერზე ვერ ფიქრობდა. იმ ბიჭის გარეგნობაც მითხრა, მაგრამ ზედმეტად გაურკვრვლად.
'ცისფერი, დანისლული თვალები აქვს, რომლებიც სინათლის ორ მოკაიფე სხივს მაგონებს სიბნელეში. მისი ყავისფერი აჩეჩილი თმის ყურებაც კი კარგ ხასიათზე მხდის და მისი ღიმილისთვის კი ყველაფრის გაკეთება შეიძლება'
ეს მისი სიტყვები იყო, მაშინ როცა თავის "ვამპირს" მიხასიათრბდა. და როგორც მისი ისტორიები მეუბნებიან მისი "ვამპირი" უკანასკნელი ნაძ*რალაა დედამიწის ზურგზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent