ყველაფერი ისევ შენთვის
ეს ისტორია არის მაშას და ირაკლის შესახებ. მათ ერთმანეთი სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს და სიგიჟემდეგ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ისინი დაშოდნენ. მაშა ამის მერე კი ფეხმძიმედ დარჩა. კოტეს და მაშას ერთმანეთის გარდა არავინ ყავდათ, მათი მშობლები მოხუცები იყვნენ და სოფელში ცხოვრობდნენ. კოტეს უკვე ყავდა ოჯახი, ულამაზესი ცოლი რომელსაც ევა ერქვა და ვაჟი. ბავშვს ლუკა დაარქვეს, ის 2წლის იყო. ევა და მაშა ერთმანეთს ძალიან კარგად უგებდნენ და დაქალობდნენ კიდეც. მაშას უნივერსიტეტი დამთავრებული არ ჰქონდა, მხოლოდ პირველი სამი წელი ისწავლა და მერე დაანება თავი, ახლა კი უბრალოდ მუშაობდა. *** -მაშ! მაშკა! იცოდე თუ არ ჩამოხვალ ჩამოგათრევ-უყვიროდა ქეთა დაქალს. ერთად უნდა წასულიყვნენ ძველი მეგობრების დასახვედრად-მაშა სამამდე ვითვლი!! ცოტახანში მაშას ძმა გამოვიდა ოთახიდან. -მაშა პარასკევი საღამოა და ვიღაც გეხვეწება რომ გარეთ გახვიდე?? მაშა? ხმას გაგვცემ?-ბოლოს კოტეს შეეშინდა რამე ხო არ დაემართაო და ზევით ავიდა-მაშ, კარს ვაღებ, გესმის?-კოტემ ნელა გაარო კარი და დაინახა მაშა რომელიც იატაკზე ეგდო უგონოდ. -მაშ!მაშა-ანჯღევდა კოტე მაშას, როგორც იქნა გამოფხიზლდა-მაშ რა მოგივიდა? კარგად ხარ? -კი, კარგად ვ..არ. უბრალოდ არ მიჭამია მთელი დღე-ნელა წამოიწია მაშა-მართლა კარგად ვარ კოტე, არ ინერვიულო-გადაეხვია მაშა ძმას და ნელა ადგა. -დარწმუნებული ხარ?-ოთახში ქეთა შემოვიდა და მაშას წამოდგომაში დაეხმარა. -კი, კი. კოტე გადი ორი წუთი გამოვიცვლი და წავალ-კოტემ გადაკოცნა მაშა და გავიდა ოთახიდან. -მაშ, ესე აღარ შეილება უნდა უთხრა ირაკლის. -ვერ ვეტყვი, დავშორდით გახსოვს? არ მინდა ბავშვის გამო შემირიგდეს-მაშამ ტანსაცმლის მოზომება დაიწყო. -და სუსტად რომ ხარ? ექიმთან არ წავიდეთ? უკვე 4კვირაა ესე ხარ. დროა ჩაგწერო. მაშა, ჯერ 21წლის ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქ, ესე ცუდ რამეს დაიმართებ. ხვალვე ჩაგწერ ჩემ გინეკოლოგთან!-ქეთამ ტვინი გაუხვრიტა მაშას თავისი უაზრო ლაქლაქით. -კარგი, გავიგე. როგორ გგონია იქ იქნება? ერთი თვეა არ მინახავს, თუ უფრო მეტი. -მემგონი მანდ იქნება. მაშ, ტეხავს მიშკასთან რომ არ მივიდეთ თან მაგრა. ბევრჯერ დაგვპატიჟა და არ მივედით ეხლა უეჭველი უნდა მივიდეთ. -კარგი, კარგი. ჩვეულებრივ შავ კაბას ჩავიცმევ და წავედით. -რა შავ კაბას? დასაფლავებაზე ხო არ მიდიხარ? -აუ რა გინდა ქეთა, რაც მოხვედი ნერვებს მიშლი. მოკეტე რა!-გაეცინა მაშას. -ოჰ ეს შენი ჰორმონები! კაი მიდი მალე ჩაიცვი-ქეთამ კარი მიხურა და ცოტახანში მიშასთან წავიდნენ. მიშა და ქეთა გაუჩერებლად ლაქლაქებდნენ ერთმანეთთან, ხოლო მაშა კი ხესავით იყო და გაუნძრევლად იჯდა სკამზე. ცოტახანში ბიჭებიც მოვიდნენ. თემომ და ანდრომ გადაკოცნეს მაშა და მიშას მიუჯდნენ. ირაკლი მაშას წინ იდგა და ზემოდან უმზერდა. -მე არ მომესალმები?-წინ დაუდგა ირაკლი მაშას. -გამარჯობა-უხეშად უთხრა მაშამ ირაკლის და მიშკასთან განაგრძო საუბარი. -გაგიმარჯოს-ირაკლი ქეთას გვერდით დაჯდა. -აბა შევუკვეთოთ პიცა?-წამოიძახა ანდრომ. პიცის გაგონებაზე მაშა ტვალეტში გავარდა და აღებინა.ქეთა გაეკიდა და კარი ჩაკეტა. -მაშ, მაშ ამოისუნთქე. მოდი წყალი დალიე-ონკანი მოუშვა და წყალი დაალევინა. -ქეთა, არ შემილია. ვერ გავაჩენ ბავშვს-ცრემლები წამოუვიდა მაშას თვალებიდან. -არა, ნუ ფიქრობ ეგრე. აბორტი გამოსავალი ნამდვილად არ არის მაშ! ცხოვრებას დაიმახინჯებ და ბავშვსაც მოკლავ. -აბა რა ვქნა?-ბოლო ხმაზე ქვითინებდა მაშა. -მაშ კარგად ხარ?-კარზე აკაკუნებდა მიშკა. -კი, კარგად არი. გამოვალთ ეხლა -ქეთ, წავიდეთ რა-ევედრებოდა მაშა ქეთას. -წავალთ ოღონდ ნახევარი საათი მაინც დავრჩეთ თორე მართლა ტეხავს. -კარგი-ქეთამ მაშა წამოაყენა-მაკიაჟს რა ვუყო? სუ ჩამომეთხაპნა მიხვდებიან რო ვიტირე. -მოიცა მოვალ-ქეთა ტვალეტიდან გავიდა და მისაღებში შევიდა. -რა მოუვიდა?-იკითხა ანდრომ. -არაფერი, მოიწამლა-ქეთამ აიღო ჩანთა და ისევ ტვალეტში გავიდა. -გენიოსი ხარ ქეთ, ყველგან როგორ დაგაქ მაკიაჟი?-გაეცინა მაშას. -მოკეტე, დამაცადე თორე აითხაპნები-ქეთამ მაკიაჟი გაუსწორა და გამოვიდნენ ისევ მისაღებში. -მაშ, როგორ ხარ? -კარგად, მოვიწამლე. შეუკვეთეთ პი.. ცა. -აღარ გვინდა-გაეცინა ირაკლის. -ბოდიში თუ მადა დაგიკარგეთ-ნაწყენი ადგა მაშა და კარისკენ გაემართა. -დაჯდა!-დაიჭექა ირაკლის ხმამ ოთახში. -უკაცრავად?-შემობრუნდა მაშა-მე ძაღლს ვგავარ? დაგავიწყდა რომ შენი შეყვარებული აღარ ვარ?-გამომწვევად უთხრა მაშამ. -მაშიკო, დროზე ადგილზე თორე მიცნობ მე შენ-წამოხტა ირაკლი. მაშა თვითონაც ვერ მიხვდა ისე დაბრუნდა ადგილზე. -დაგვტოვეთ რა-სკამზე დაჯდა ირაკლი და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. -დაგტოვოოთ?-მიშა წამოენთო-კარგად დაფიქრდი სად ხარ ირაკლი ეს შენი სახლი არ არის. -ეს რა საკაიფო ტიპი გაჩითეთ, მიშკა ხო? ირაკლი და მიშა ერთმანეთთან კარგად არ მეგობრობდნენ, უბრალოდ მხოლოდ მას ჰქონდა მანქანა და ზუსტად ამის გამო იყო ის მიშკასთან. მან მიიყვანა ანდრო და თემო მიშკასთან. -მიშკა, ორ წუთს წაგართმევ. მაშასთან მინდა უბრალოდ საუბარი-გაუღიმა ირაკლიმ. ყველა გავიდა და ოთახში მარტო ირაკლი და მაშა დარჩნენ. -მაშა, რამდენი ხანია არ გვილაპარაკია ხო? -ეს პიცის გამო ატეხე? -არა, რა პიცა. - ირაკლი სცენების მოწყობას თუ დაიწყებ წინასწარ გაფრთხილებ არ მეშინია. -არ ვაპირებ არაფრის მოწყობას. მაშა, ვინმე გყავს? -კი. -მატყუარა. მაშა, აი წარმოიდგინე რა სისულელეზე ვიჩხუბეთ მაშინ ჰა? კაი ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ვიცი რო კიდე გიყვარვარ. -და რა მერე? გადაგიყვარებ რამდენი შენზე უკეთესი დადის ამ ქვეყნად-მისი გამწარება სცადა მაშამ. -გადამიყვარებ აბა შენ იცი. მაშა, როცა რაღაცას მიმალავ ხო იცი რო მაშინვე ვხვდები? როცა იტყუები სუ მარცხნივ და ქვევით იყურები აი ეხლა ზუსტად ეგრე აკეთებ-ოდნავ ქვემოთ ჩაწია თავი და თვალებში ჩახედა. -ირაკლი... რა გინდა?-დაიბნა მაშა. -შენთან ყოფნა მინდა მაშ, არასწორად მოვიქეცი მაშინ. შემირიგდი რა-ირაკლი ნელა წამოდგა და მაშასთან მივიდა, მაშა კი წამოხტა და უკან დაიხია. -არ გაბედო! სუ ესე აკეთებ, ამჯერად არ გამოგივა. ვერ დამაშტერებ ირაკლი. -მაშ, დაწყნარდი, არაფერს არ ვაპირებ. მოვა დრო და შენთითონ მოხვალ ჩემთან-ირაკლი ისევ ადგილს დაუბრუნდა. *** მეორე დღეს ქეთა და მაშა ექიმთან წავიდნენ. მაშა ნერვიულობისგან ცახცახებდა, ეშინოდა მაგრამ თვითონაც არ იცოდა რისი. ცოტახანში მაშას დაუძახეს და იგი ქეთასთან ერთად შიგნით შევიდა.ექიმმა მუცელზე ცივი გელი წაუსვა და დაიწყო ეხოსკოპიის გაკეთება. -მეოთხე კვირაზე ბევრს ვერაფერს დავინახავთ, ახლა ყალიბდება ყველაფერი. ფაქტიურად ბავშვი ამ პერიოდში იწყებს სიცოცხლისთვის ბრძოლას. ნელ-ნელა თვალების და ყურების ფორმაც გამოიკვეთება. ტოქსიკოზი გაქვთ. -კი, მაგრამ არც ისე ხშირად. -თქვენ ერთად ხართ?-გახედა ექიმმა. -არა, მე მისი დაქალი ვარ. ბავშვის მამამ არაფერი იცის-ისევ ლაქლაქი დაიწყო ქეთამ. -ქეთა!-გაუბრაზდა დაქალს მაშა. -კვებაზე ალბათ იცით ხომ ყველაფერი? მხოლოდ ჯანსაღი საკვები და არანაირი ქიმიკატები. მძიმის აწევა არ შეილება, ასევე გადაღლაც. ზედმეტად სუსტი და გამხდარი ხართ, ეცადეთ რომ ხშირად დაისვენოთ, თუ მუშაობთ კარგი იქნება თუ დაანებებთ თავს ცოტახნით მაინც.ყავა თქვენ შემთხვევაში სასურველია წნევის დასარეგულირებლად. თუ რაიმე გართულება იქნება მაშინვე დამირეკეთ. -მადლობა-ექიმმა მოწმინდა გელი მუცლიდან და მაშა და ქეთა ოთახიდან გავიდნენ. -მაშ, ირაკლის უნდა უთხრა. -ქეთა, ნუ დაიწყე. -შენ მოხედვა გჭირდება, კოტეს ცოლი ფეხმძიმედ არის შვილო ჩემო, ტყუპებით. ამათ პლიუს ლუკა, ბავშვი რო გაუჩნდება მაშინ რას იზამ? სამი ბავშვი რო დაიწყებს ღამით ტირილს მერე რა ჯანდაბას იზამ? -ქეთა, ტვინს ბურღავ. არ ვიცი რას ვიზამ, შეილება... არ ვიცი. არაფერი არ ვიცი, ალბათ ჩემ მშობლებთან წავალ სოფელში სანამ ბავშვი გაჩნდება და მერე ვნახოთ. -რა მერე ვნახოთ გოგო, ეს ბავშვია და არა საგანი, წინასწარ უნდა იცოდე როგორ მოუვლი. მაშ, უთხარი ირაკლის სანამ სხვისგან გაიგო. -არ ვეტყვი. -მალე მუცელი დაგეტყობა. -მაგიტო მივდივარ მშობლებთან. გთხოვ ქეთა არაფერი არ გააკეთო. -მაშ, უზარმაზარ შეცდომას უშვებ. აუცილებლად უნდა უთხრა ირაკლის, ბავშვი მამის გარეშე ვერ გაიზრდება. -ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.. საერთოდ არაფერს არ ვეტყვი ირაკლის!!! -შშ! ნუ ყვირიხარ. მაშა და ქეთა სახლში მივიდნენ. კარებში ლუკა და ევა შეეგებნენ. -ეე სახლში ხართ?-ხელში აიყვანა მაშამ ლუკა. -არაა-ქეთამ მაშას ლუკა გამოართვა, რის გამოც ბავშვმა ტირილი დაიწყო-ისა, მეც მომენატრა ჩემი ლუკიტო-გაიცინა ქეთამ და ბავშვი ძირს დასვა. ატირებული ბავშვი დედას მივარდა და კაბაზე დაუწყო ქაჩვა. ევამ ლუკა ხელში აიყვანა და მისაღებში გავიდა. ქეთა და მაშაც მას გაყვნენ. -ეეე, მოხვედით გოგოებო?-მიესალმა კოტე. -არაა. -ჩემი იაზვა მაშიკო. ლუკა ხედავ ვინ მოვიდა? მამიდა მოვიდა მა. ლუკა ისევ მაშას მივარდა, მაშა დაჯდა და ლუკა კალთაში ჩაისვა. -მაშ, იმ დღეს ირაკლი შემხვდა. სულ ჩამოვიდა?-კითხა ევამ. -არ ვიცი... ალბათ. რა მნიშვნელობა აქვს. -ისევ ერთად ხართ?-არ გაჩერდა ევა. -ევა, ბოლოს მოგკლავ-გაბრაზდა მაშა. -არ არიან ერთად-მაშას მაგივრად უპასუხა ქეთამ. -ევა მიდი რა ლუკა დააძინე-თხოვა კოტემ. -ვაიმე ერთხელ შენ რო დააძინო მოკვდები კოტე? -ღამე სუ მე ვაძინებ, თან მიხვდე ეხა მაშასთან მინდა ლაპარაკი და ქეთ შენც თუ გაყვები ცუდი არ იქნება. -მოვდივარ ევაა დაგეხმარები მეც-ქეთა და ევა ბავშვის ოთახში გავიდნენ. კოტემ სიგარეტი ჩააწვა საფერფლეში და მაშას გახედა. -რაო? -არაფერი, შემირიგდიო. -მერე? -რავი... არა მეთქი და წამოვედი. კოტე რაღაც უნდა გითხრა. -გისმენ? -კოტე, მეე... ირაკლისგან ვარ ფეხმძიმედ. -კაი ერთი. მერე? -იცოდი? -აბა? მეორეს ველოდებით, მაგას ადვილად მივხვდებოდი. ამ ბოლო დროს ძროხისავით იკვებებ, სულ დაღლილი და ნერვებმოშლილი დადიხარ. -ჯანდაბა... -და გეგონა ამას დამალავდი? რას აპირებ? -არ ვიცი. -მოგილოცო და მოგისამძიმრო? -ეგეც არ ვიცი-გაეცინა მაშას-ვერ დავიტოვებ. -რას ქვია ვერ დაიტოვებ? -ვერ ავღზრდი. ირაკლის სულ რომ ვუთხრა მაგდენი ფული არ აქვს რომ ბავშვისთვის იყიდოს რაღაცეები. მთელი ოჯახი მას აწევს, და, ძმა, დედა და მამაზე ლაპარაკი არ მაქ. -აბორტს იკეთებ? -არა... არ არსებობს. ალბათ.. გავაშვილებ? -არ ქნა, ცოდოა. რო მოგძებნოს? -არ მომძებნის, შესაბამის მშობლებს ავურჩევ, ისე რომ ვერც მიხვდება ნაშვილები რომაა. -შენი არჩევანია. -კიდე სეილება დედა და მამასთან წავიდე სოფელში, გავაჩინო ბავშვი, გავაშვილო და წამოვიდე. -მაშ, არასწორად იქცევი. -რატო? -ცოდოა ბავშვმა რა დააშავა? -ხო, მართლა რა დააშავა ბავშვმა რომ ირაკლისნაირ ოჯახში გაიზარდოს? -მაშა, ირაკლი ძაან კაი ადამიანია, კარგად ვიცნობ და ნუ ლაპარაკობ მაგაზე ეგრე. ეხლა დაბოღმილ კაპარჩხანას გავხარ. რამხელა გოგო ხარ უკვე ნორმალური გადაწყვეტილების მიღება უნდა შეგეძლოს. -და რა გავაკეთო? -ეგ შენი გადასაწყვეტია. -კოტე დამეხმარე. -ამაში ვერავინ დაგეხმარება. -მადლობა, ძმაც ამას ქვია. -მაშ, მე ფინანსებში ყველანაირად დაგეხმარები რასაც შევძლებ, გვერდში დაგიდგები მაგრამ გადაწყვეტილება შენი მისაღებია. -მაგარია! ძალიან მაგარია!დიდი მადლობა! -მაშა, გეყო იაზვობა და ჩუმად ევა ბავშვს აძინებს. -დამერხა. დამერხა ხო? -გააჩნია რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებ. მიდი დაისვენე, გაერთე რამე ქენი ოღონდ არ დალიო და მოგაფიქრდება. -ეგ სულ დამავიწყდა, მოწევა აღარ შეილება. -ხო, აბა რატო ჩავწვი სიგარეტი დებილო, შესუნთქვაც არ შეილება ამ ბოლის. ექიმთან იყავი? -ხო აბა? -რამდენი კვირისაა? -4, თითქმის 5. -მე უფრო ბევრი მეგონა. -შეილება არის კიდეც, 4-5იო რა მნიშვნელობა აქვს. -ხო რავი. -ევა მერამდენე თვეზეა? -მერვეში გადავიდა, ადრე ელოდებიან მაშინკა. -ბავშვი აღარ ააწევინო. -როდის აწია? -წეღან ლუკა, რო მოვედი. -უი, არ მიმიქცევია ყურადღება. მისმინე დაისვენე მე გავალ დავეხმარები, დაიღლება ფეხზე დგომით. მაშ აბა შენ იცი მე არ უნდა მოგიყვე მგონი როგორ ფეხმძიმობის დროს. -ვიცი, ვიცი. მადლობა კოტე-კოტემ შუბლზე აკოცა მაშას და ევასთან გავიდა. მაშამ ტელეფონზე მესიჯი მიიღო. ,,დროზე გამოდი შენ სახლთან ვარ’’-ირაკლი ,,მეტი საქმე არ მაქვს. ლუკას უნდა მივხედო’’ ,,ლუკას მშობელბიც მიხედავენ’’ მომინდომა ვაჟკაცმა. ნეტა რა უნდა ესეთი სიყვარული ხო არ უნდა ამიხსნას. ,,რა არის ესეთი საჩქარო რო ვერ მოიცდის’’ ,,მაშა მეთითონ ხო არ დაგეხმარო ცამოსვლაში?’’ ,,ცუდი არ იქნებოდა. ვღადაობ ჩამოვდივარ უიმე ხოო’’ ჯანდაბა ჩემზე ჯიტუი როგორ არის ეს ადამიანი. უცებ ჩავიცვი და ჩავედი ქვემოთ. სადარბოზსთან იდგნენ ეგ და ლეო. ლეო მაგის ბავშვობის მეგობარია. ირაკლი კედელს მიყუდებოდა და სიგარეტს ეწეოდა. ჩემ დანახვაზე რატომღაც გადააგდო, ეხლა ვიფიქრე აი სად დამერხა თქო. რომ მივბრუნებულიყავი გამომეკიდებოდა, სხვა გზა არ მქონდა და მაინც მივედი. -პრივეტ ლეო. -პრივეტ მაშ, მე ავალ დანარჩენებთან და მოდით მერე თქვენც-ლეომ დაგვტოვა ესე იგი რაღაც სერიოზული ხდება. რა ხდება ვინმე მოკვდა? რა სახეები აქვთ? -ირაკლი დიდხანს მალოდინებ?-უკვე მოთმინება ამომეწურა. -შენ რამდენი ხანი აპირებდი ბავშვის დამალვას ჩემგან?-ნელ-ნელა მომიახლოვდა და მეც ინსტიქტურად უკან გავიწიე. -ვინ გითხრა? -რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ შენ არ მითხარი და ვიღაც სხვამ მითხრა. -ან ქეთა ან კოტემ... რათქმაუნდა ქეთამ... დედა მოვკლავ ამ იდიოტ გოგოს. -ეხლა დიდხანს ილაქლაებ?-იმხელაზე დაიყვირა გული გამისკდა მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია-ჩემ ბავშვს არ დავთმობ. ჩემი შვილია და არა მარტო შენი. რას აპირებ? -დედაჩემთან გადასვლას და ბავშვის მარტო გაზრდას. -არ არსებობს. -უკაცრავად? -არ გაგატან ბავშვს, თუ გინდა გააჩინე დამიტოვე და თავში ქვა გიხლია. -გაიმეორე?!!!!-მორჩაა დაერხაა ამ გამოთაყვანებულს! ბავშვს ნამდვილად არ წამართმევს. -მოკლედ თუ გინდა მთელ თბილისს ჩამოუარე და ყოველ მეორეს გაეკიდე,ეგ მართლა მარა ჩემი სვილის წაყვანის უფლებას არ მოგცემ. დღესვე გადმოდიხარ ჩემთან და ჩემ მშობლებთან საცხოვრებლად სანამ ახალ ბინას არ ვიშოვი. -ირაკლი სიხარულო შენ სულ ხო არ გააუშტვინე? -მოკლედ მოდიხარ და მორჩა. მიდი ადი გელოდები-ჩემგან ოდნავ მოშორებით დადგა და მოწევა დაიწყო, თან ყოველ ორ წუთში ერთხელ მე მიყურებდა-კიბეებზეც მე აგიყვანოა? ბაზარი არაა-ჩემკენ წამოვიდა და მე უცებ უკან წავედი. -არ მოვდივარ არსად-ვეცადე უფრო თავდაჯერებულად გამომსვლოდა მაგრამ რაღაცნაირად მხოლოდ ბლუყუნი გაისმა. უცებ ისეთი თვალებით შემომხედა რომ ტელეფონს დავავლე ხელი ვიფიქრე დავურეკავ კოტეს და რამეს მიშველის თქო მარა ის ისევ ამას დაუჭერს მხარს. -მოკლედ მაშა ან შენ ახვალ ან მე ავალ და ჩავალაგებ შენ ნივთებს. -დღესვე ვერ წამოვალ. -კარგად წამოხვალ, ისე როგორც დაგიბარებია. -ვერ დავეტევი. -დაეტევი, ჩემი და საფრანგეთშია სასწავლებლად და მიუხედავად მაგისა კიდე ჩემ ოთახში წვები, ვაფშე ხვალ ცოლად მომყვები. -მოიცადე რააა?-ბოლო წვეთი იყო, ბოლო! ისე ახლოს მივედი რომ ლამის ვაკოცე, ხელი ჰაერში ავწიე და ის იყო უნდა გამერტყა რომ ხელი დამიკავა და ნელა ჩაწია ქვემოთ. -მაშა, დროზე ზემოთ-ბოლო სიტყვები ისე გამოცრა რომ მართლა შემეშინდა და ზევით ავედი. ბევრი ვეცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა, სამწუხაროდ ახლა დავმარცხდი მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ვნახოთ ვინ მოიგებს შემდეგზე. ავედი სახლში და უცებ შევვარდი ოთახში, ევა და კოტე გამომეკიდნენ. -რა ხდება გოგო?-გაკვირვებული შემოვიდა კოტე და მხარზე ხელი დამადო, ჩემ გაჩერებას ეცადა. -ირაკლიმ ბავშვზე გაიგო, ცოლობას მთხოვს და მის სახლში გადასვლას. ეხლა ქვემოთ მელოდება და არ წავა სანამ არ გავყვები. -მოიცადე ნელა. რაა?-ახლა ევამ დაიწყო სულელური კითხვების დასმა! ხალხო გეყოთ დავიღალე! -გინდა წასვლა?-მომაყარეს კითხვები რაა -არა. -გინდა დაველაპარაკო?-თვითონაც არ ჯერა რასაც მეკითხება, ეჰ კოტე ნეტა ლაპარაკი ჭრიდეს მაგასთან და მეტია არაფერი არ მინდა. -არა, არ მინდა. არაუშავს მხოლოდ 9თვე ამ 9თვის მერე ბავშვს ჩუმად წავიყვან და გადავიხვეწები. მანამდე კი მოვატყუებ რამეს. -მაშ... იტყვი რატომ დაშორდი ირაკლის?-ბოლო კითხვა დამისვა კოტემ. ეს საიდუმლო არავინ არ იცოდა ჩემ და ირაკლის გარდა. ქეთასთვისაც არ მქონდა ნათქვამი. არც ისეთი დიდი რამ მომხდარა მაგრამ... მოდი არ გვინდა ამაზე. უცებ დავავლე ჩანთას ხელი მარა კოტემ შემაჩერა ისევ, გამომართვა ჩანთა ჩამატანინა ქვევით და ირაკლისთან მივიდა. -ეხლა ჩემ დას ერთი თმის ღერიც ჩამოვარდება თავიდან და ყველაფერს დავივიწყებ და ისე ვიჩხუბებთ მე და შენ რომ...-სიტყვის დამთავრებაც არ დაამთავრა ირაკლიმ. -ნუ დარდობ კოტე, გეფიცები ცივ ნიავსაც არ მივაკარებ მაგას და ეგ მე არ მიმიკარებს. კოტე გადამეხვია მითხრა თუ რამე მოგინდება პირველი მე დამირეკეო, კიდე ერთი ორი რაღაც უთხრა ირაკლის და წავიდა. მეც გავყევი ამ იდიოტს სახლში. მისი მშობლები (ლადო და ირმა)თბილად დამხვდნენ რაც ძაალიან გამიკვირდა. ირმამ თურმე ყველაფერი იცოდა, საიდან მოასწრო ამან ესე მალე თქმა? მისი ძმა სახლში არ იყო, მაშინვე მის ოთახში შემიყვანა, ჩანთა საწოლზე დააგდო და კარი მიიხურა. -რა იყო უნდა მცემო?-ირონიით გადავხედე. -ისე საცემი კი ხარ. მოკლედ რაღაცა გავაიასნოთ დედაჩემს გონია რომ გიყვარვარ და ითამაშე საყვარელი ცოლის როლი თორე ყველაფერს ვფიცავარ ბავშვი რო დაიბადება ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას. -ესაა შენი სიყვარული ირაკლი? -სიყვარული მე უკვე შემოგთავაზე და შენ უარი მითხარი. -გაიხსენე რის გამო დავშორდით?!! გაიხსენე ირაკლი?!რამხელა ტკივილი მომაყენე, რამდენი რამ გადავყლაპე, აქ წამოგყევი, ისიყვარულოდ გათხოვებაზე დაგთანხმდი და.. -რა უსიყვარულოდ გათხოვება, ლუკა შეგილია დააბოლო ზღაპრებით მარა მე ვერ ადამაბოლებ. ორივემ კარგად ვიცით რომ გიყვარვარ და უბრალოდ მაგარი ჯიუტი რო ხარ მაგ პონტში არ გინდა აღიარო. -მე ვერ შეგირიგდები. -პრინციპების გამო... ქეთას ხო არ უსმინე ზედმეტად? -ქეთა კაკრას ისაა ვინც მოსაკლავი მყავს. -ქეთასთან მერე გაერკვიე ეხლა გამოდი და ივახშმე. -არ მშია. -რაა? -რაც გაიგე, არ მშია. -მაშა რატო ცდი ჩემ მოთმინებას? -არ მშია შე ველურო და დამანებე თავი-ისედაც სპორტულები მეცვა და მაშინვე საწოლში შევწექი-ტოქსიკოზი მაქვს, გადი. -დაგღუპავს ეგ სიჯიუტე და მეყოლე მერე კარგად. -დიდხანს აქ ვერ გამომკეტავ. ადრე თუ გვიან გავიქცევი. -მაგასაც ვნახავთ, ეს 9თვე აქ იქნები და მერე სადაც გაგიხარდება იქ წახვალ. -და ვისაც მინდა იმას გავყვები, გაგშორდები. -აი მაგას ვერ შეგპირდები სიხარულო-გამიღიმა ამ იდიოტმა და გავიდა ოთახიდან. როგორ ვერ ვიტან..თან მიყვარს მაგრამ ამ მომენტში სიძულვილს უფრო ვგრძნობ მის მიმართ. ვერ გამომკეტავს გალიაში, არა ამას ვერ გადავიტან. მოვკვდები. ცოტახანში ჩამეძინა, ვიფიქრე ჯერ 7ია და ერთი 12მდე გავიღვიძებ და მერე ამას რო ეძინება გავერთობი თქო, მაგრამ როცა გავიღვიძე ღამის 4საათი იყო. ირაკლის ჩემ გვერდით ეძინა, ფუ როგორ გაბედა პროსტა. ნელა ავდექი, ხალათი ამოვიღე ჩემოდნიდან, ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. მიუხედავად იმმისა რომ მისი მშობლები არ იყვნენ მდიდრები, მაინც მაგარი სახლი ჰქონდა. ყველაზე მაგრად მისი სამზარეულო მიყვარდა, იქ ერთი კედელი თითქმის მთლიანად შუშაში იყო და ულამაზესი ხედი იყო გადაშლილი. მთელი მთაწმინდა მოჩანდა იქიდან. უცებ ოთახში შუქი აინთო და რო გავტრიალდი ირაკლის ძმა შემრჩა ხელში. -გიორგი, გული გამიხეთქე. -ბოდიში, როგორ ხარ მაშ? -კარგად. ესე გვიან რატო არ გძინავს?-გიორგი 18წლის არის, თითქმის დაამთავრა სკოლა, ფორმალურად მაგრამ მთელი წლის განმალობაში რამდენჯერაც სახლიდან გამოვდივარ მეგობრებთან ერთად ბირჟაზე დგას. -იგივე კითხვას დაგისვამდი შენც. -მე ადრე ჩამეძინა და ეხლა გავიღვიძე. -რა გჭირს? -რა მჭირს? -რაღაცნაირ ხასიათზე ხარ. -რა ხასიათზე უნდა ვიყო იმის მერე რაც შენმა ძმამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა. -მაშ, გაუგე მაგასაც ბავშვი მისიც არის. -არ წავართმევ უბრალოდ აქ არ მინდა ცხოვრება და საერთოდ ქმარი არ მინდა. -ეგ ირაკლის უთხარი, კაი მაშ არ დაიღალო, მე წავალ დავწვები... ხო... ისა... არ თქვა რომელზე მოვედი რა. -კაი-მე კი არ ვიტყვი შე საცოდავო მარა წლის ბოლოს შენი დირექტორი იტყვის ყველაფერს და ატესტატი რომელიც არ გექნება. ეჰ... ოთახში დავბრუნდი და ფეისბუქზე შევედი. შემდეგ დავპოსტე ჩემ თაიმლაინზე ,,რა ცუდია როდესაც ისეთ ადამიანს კარგავ რომელსაც ბავშვობიდან იცნობ და ყველაფერი ერთად გაქვთ გამოვლილი და შემდეგ აღმოაჩენ რომ ის ისეთივე მატყუარა, თვალთმაქცი და ჭორიკანა ადამიანია როგორც დანარჩენები’’-მეზიზღება ესეთი ბანალური ტექსტების დაპოსტვა მაგრამ ქეთასთან ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მქონდა. გამოვრთე ტელეფონი და დავიძინე. ზუსტად 4საათში ირაკლის ფაჩუნმა გამაღვიძა. ამდგარი იყო უკვე ლოგინიდან და იცმევდა, ეტყობა სამსახურში მიდიოდა. მე დამეზარა ადგომა, დავეთხოვე უკვე და თვალები დავხუჭე ვითომ მეძინა. -დილა მშვიდობისა მზეო. -მძინავს. -როგორც გინდა. -სად მიდიხარ. -ქალებში. -ირაკლი. -სამსახურში სად უნდა მივდიოდე, რა ეჭვიანობ? -მდივანი გყავს? -არა. -მაშინ არა. -და რომ მყავდეს? -მახინჯი იქნება და მაინც არა. -იქნება და ლამაზია? -ხოდა ის მოიყვანე ცოლად მე რატო მოგყავარ. -ჯერ ფეხმძიმედ მარტო შენ ხარ. მაშა მემგონი გიყვარვარ ხო? -არა. დაჟე ჯერ? ანუ სხვებისგანაც გინდა ბავშვი? -არა. -კაი ვიძინებ. -არ მოუშალო დღეს ჩემებს ნერვები. -ჩემთან გავდივარ, სხვა ნივთებიც უნდა წამოვიღო და ევას დავეხმარო. მალე მეორე ბავშვი ეყოლება. -მალე ბავშვი შენ გეყოლება და ეგდე აქ, მოვალ მე შესვენებაზე და გაგიყვან მერე. -აუუ ინვალიდი კი არ ვარ. -ვიცი. ნუ მეწუწუნები და დაიძინე თუ იძინებ-ეს მითხრა და გაღიმებული გავიდა ოთხიდან. დამპალი. ფუ მეზიზღება. არა როგორ ბედავს ჩემთან ესე ლაპრაკს... კარგი წყნარად მაშა, რა ყველაფერზე ნერვიულობ, ან ის ეჭვიანობის სცენა რა იყო მაინც არ გიყვარს და მოკლედ დებილი ვარ. შევიბრუნე ძილი მარგამ ვინ დაგაცდის ესე 12ისკენ ირმა შემოვიდა ფოდნოსით ხელში. -აი შვილო საუზმე შენ,არ ადგე ლოგინიდან თუ გინდა. დედოფლისავით გვეყოლები-თავიდან მეგონა მეღადავებოდა მარა ისეთი თბილი ღიმილით შემომხედა რომ მესიამოვნა, მადლობა გადავუხადე და შემდეგ გავიდა. ეხლა კი მივხვდი რომ დრო იყო ჩემებისთვის დამერეკა და მეთქვა რომ ფეხმძიმედ ვარ. ხელში ავიღე ტელეფონი, ღრმად ჩავისუნთქე და დავრეკე. -დე? როგორ ხარ?-მაშინვე დედაჩემის თბილი ხმა ჩამესმა და დავწყნარდი. -კარგად დე შენ? -მეც. დედა როდის ჩამოხვალ? -არ ვიცი, ალბათ შაბათ-კვირას. -რას შვები რა არის ახალი? ცუდად ხომ არ ხარ? -რავი... დე ფეხმძიმედ ვარ. -რა გოგოო? -ხო... ირაკლისგან. -რა ქენი გოგო ეს? -დედა უკვე 21წლის ვარ და არ მინდა ეხლა ვიშვიში. -ცოლად ქე მაინც მიყვები?-გაგიჟდა დედაჩემი ესე მეგონა გული წაუვიდოდა. -მივყვები. -კიდე კაი, ვაიმე გული. რა გააკეთე ეს, აგეწყო ჯერ კარიერა. -ვაიმეე დაწყნარდი დედა, რა ვქნა ეხლა ბავშვი რაღა შუაშია, თუ ესე ინერვიულებდი საერთოდა რ გეტყოდი რა. -ვაიმე...-აგრძელებდა ვაი ვუის ძახილს, მიშველეთ რამეეე. -უნდა ჩამოვიდე, უნდა გავიცნოთ მაგის მშობლები სასწრაფოდ. -დედა ხო იცნობ უკვე ირმას და ლადოს? -საკმარისად არა რომ შვილი ვანდო! ხვალვე ჩამოვალ! -დედა კახეთიდან აქამდე დიდი გზაა იყავი მანდ. -ნუ მასწავლი შენ! როგორ ხარ ის მითხარი. -აუ რავი ტოქსიკოზი მაქვს მარა არც ისე ცუდი. მარა თავბრუ მეხვევა ხშირად. -ეგ ცუდია, ექიმმა რაო. -არაფერი უბრალოდ სუსტი ხარო. -მოგიკვდეს დედა შენ 1000წლის მერე. ჩამოვალ და მოგხედავ. -დედა, გაჩერდი არსად არ ჩამოხვალ, მანდ მისახედ გაქ ყველაფერი, გპირდები როგორც კი მოვახერხებ პირველი მე წამოვალ. -კაი, კაი ამაზე მერე ვილაპარაკოთ. დედა ირაკლის შეურიგდი? -არა, ჩემი ბავშვია და მაგიტო ჩემთან იცხოვრებ და ბავშვს ნორმალური ცხოვრება რო ჰქონდეს კარგი იქნება თუ ხელს მოვაწერთო, არანაირი ქორწილი და რაღაც. -დედაა... როგორ არ მინდოდა ესე ადრე რომ ოჯახი შეგექმნა. -დედა 21ის ვარ, არ ვარ ისეთი პატარა რომ ბავშვის გაზრდა ვერ შევძლო. -კაი დე, უნდა წავიდე ეხლა მამაშენი სამსახურში მიდის და უნდა გავუმზადო საუზმე. -კაი დე მიყვარხარ. -მეც-და გამითიშა, ძლივს. ეხლა ფოდნოსი ავიღე და საუზმის ჭამა დავიწყე, გვერდით სტაფილოს წვენი იდო და ფოდნოსზე წერილი. ხელნაწერს ეტყობოდა რომ ირაკლისი იყო ,,დალიე ეს წვენი თორე გეფიცები რომ მოვალ ძალით ჩაგასხამ’’ აბა კიი. ავდექი, წვენი ხელში ავიღე და აბაზანაში გავედი,(იქ ჩემი ოთახიდან შეილებოდა გასვლა, მე და ირაკლის ცალკე აბაზანა გვქონდა) და იქ ჩავასხი. შემდეგ ჩემი დედამთილი შემოვიდა ოთახში. -შვილო მე მივდივარ სამსახურში და ლადოც მიდის. სახლში არავინაა მარა სადილი გავაკეთე, გასაღები საკიდზე კიდია თუ წასვლა მოგინდება, გუშინ გააკეთა ირაკლიმ სპეციალურად შენთვის. ყველას აქვს სახლის გასაღები ეხლა შენც, თუ ვინმეს მოყვანა მოგინდება მაცივარში ნამცხვარიცაა. -დიდი მადლობა-ვუთხარი და გავიდა. რა კაი ქალია ეს... მოიცა... არ არსებობს... მარტო ვარ სახლში და მაქვს გასაღები... დავიჯერო ისეთი დებილია ირაკლი რომ კარი არ ჩაკეტა? გავიფიქრე ჩმთვის, წამოვდექი და გავედი ზალაში. უცებ ჩავიცვი და წასასვლელად მოვემზადე და უცებ გიორგის ხმა გავიგე. -მაშ შენ ხარ?-ნახევრად შიშველი გამოვიდა გიორგი, ქვევით პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და ტანზე არაფერი არ ეცვა. -გიორგი ჩაიცვი რამე-ეს დებილი ხო არაა, ჯერ ერთი სკოლაში რატო არ არის, სავარძელზე ხელების ფათური დავიწყე და მაიკა ვესროლე გიორგის, შემდეგ კი გამოვიხედე-სკოლაში რატო არ ხარ? -რა გამცემ?-ამ წუთას ზუსტად ირაკლის გავდა ოღონდ სკოლის წლებში, ისეთივე სარკასტული და სიმპატიური. -არ ვიცი, მე რო გავიქცე გამცემ? -სად გაიქცევი რო? -ამ სახლიდან შორს, დამღალა ირაკლიმ. -წადი. -კაი.. მადლობა.. -პროსტა არ მინდა რომ ირაკლი ბავშვს არ იცნობდეს, თუ სულ მიდიხარ როცა ბავშვი დაიბადება გააცანი მაინც. -ვეცდები-გავუღიმე და წავედი, დროზე სახლში უნდა მივსულიყავი რომ მომესწრო ნივთების წაღება და მანქანის გარაჟიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რომ ჩანთები 20კილომდე იყო და სიმძიმეს ვერ ავწევდი, გადავწყვიტე ტაქსი გამეჩერებინა, კიბეებზე ჩასვლისთვის სადღაც 20წუთი დამჭირდა. როგორც იქნა ჩავედი და ლოდინი დავიწყე ტაქსის. ცოტახანში ტაქსი დავინახე და სანამ ხელს დავუქნევდი იქამდე გაჩერდა ჩემთან და იქიდან ირაკლი გადმოვიდა. აი აქ დამერხა, რატომღაც ჩანთა ძირს დავაგდა და მთელი სისწრაფით გავიქეცი, მაგრამ რათ გინდა ზუსტად ორ წუთში დამეწია და ისე ჩამავლო მკლავში ხელი რომ კინაღამ ვიტირე ტკივილისგან. სანამ რამის თქმას მოვასწრებდი ჩანთასთან ერთად მიმათრევდა ისევ სახლში. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. -ირაკლი გამიშვი რა, გეხვეწები, გეფიცები ბავშვს გაგაცნობ ცუდს არაფერს ვიზამ. -ბავშვს გამაცნობ არა, ბავშვი ჩემიც არის-გაცეცხლებულმა მიპასუხა. -ირაკლი მტკივა-ცხარე ცრემლებით ვტიროდი, უცებ შემაგდო სახლში, შემდეგ ოთახში და კარი ისე მიაჯახუნა რომ ოთახი აზანზარდა. როგორც იქნა ხელი გამიშვა და უხეშად მიმაგდო საწოლზე-მოკლედ მეორეჯერ უბრალოდ გაბედავ სახლიდან ფეხის გადგმას და ყველაფერს ვფიცავარ მწარედ განანებ, გასაგებია?!!!-იმხელაზე დაიყვირა რომ გული გამისკდა. -გასაგებია-ძლივს ამოვღერღე და შემდეგ გავარდა ოთახიდან და ახლა ხელში გიორგი მოხვდა-შენ რატო არ ხარ სკოლაში? -აუ გადი დამანებე თავი რა-გიორგიმ მისი მოშორება სცადა მაგრამ ირაკლიმ ისეთი მზერა ტყორცნა რომ გიორგი გაჩერდა. -ეხლა დროზე სკოლაში შე გამ****ო სანამ ისე მიცემიხარ რომ გარეთ გასვლის შეგრცხვება!!! დროზე!!-ისე ძლიერად წამოარტყა თავში ირაკლიმ გიორგის რომ ის მაშინვე ოთახში შევიდა ჩანთა აიღო და ბუზღუნით წავიდა სკოლაში.ირაკლიმ სიგარეტი ამიოღო და მოწევა დაიწყო, ისეთი გაბარაზებული ჩანდა რომ შემეშინდა გასვლა, საწოლზე წამოვწექი და ტელეფონი ავიღე, ამ მომენტში მეგონა რომ ყველაფერი თავდაყირა იდგა. უცებ კარის ჭრაჭუნის ხმა გაისმა, გავიხედე და ირაკლი შედარებით დაწყნარებული იდგა 3ღერი მალბოროს მოწევის შემდეგ, უხერხულად იდგა კარებში მაგრამ ისევ ისეთივე სერიოზული სახით იყურებოდა. ფოდნოსი შემოიტანა და გვერდით დამიდო, ხელი რომ არ მოვკიდე ხელით ახლოს მომიწია. ისევ პირი არ დავაკარე და უფრო ახლოს მოწია. -არ მშია. -არ მიკითხავს-ჩუმად თქვა და გვერდით ჩამოჯდა. -არ მინდა. -ბავშვის გამო მაინც. -გამიშვი. -მერამდენეჯერ გიპასუხო ამ კითხვაზე გინდა ისევ ვიღრიალო? გევასება როცა გეჩხუბები გოგო მანიაკი ხარ? -არა-მოკლედ ვუპასუხე და როდესაც მივხვდი რომ მასთან ომს აზრი არ ჰქონდა გავჩუმდი, მაგრამ როგორც ვამბობ ომი ჯერ არ დამთავრებულა. -ჭამე, ბავშვის გამო მაინც. -ცოტახნის უკან ვისაუზმე, აღარ მინდა არაფერი. -თუ გინდა ვინმე მეგობარი მოიყვანე-ისევ უხერხულად მითხრა და მეორე მხარეს გაიხედა. -9თვის მერე ვნახავ. შენთან არ მოვიყვან არავის. -როგორც გინდა, ხოდა იჯექი აქ მარტო მთელი დღე-გავიდა და კარი გიჟივით მიიხურა და წავიდა. მეღირსა, ცოტახანი დავიძინებ თქო ვიფიქრე რადგან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვინ გაცდის ქეთამ დამირეკა. დიდხანს ვფიქრობდი ამეღო თუ არა... მოიცა მოვიფიქრე. -ხო ქეთ?-ისე ვუპასუხე ვითომც არაფერი. -ისა... მაშ როგორ ხარ? -კარგად, აუ იცი მე და ირაკლი შევრიგდით და ფეხმძიმობაზე ვუთხარი. -რა მართლა? რა მაგარია. -ხო ქეთ, არ მოხვალ დღეს? მაგასთან ვიკრიბებით, ირაკლი, მე, შენ, ანდრო და მიშკა. -თემო? -თემოს არ ცალია. -კაი... როდის? -საღამოს ესე 5ისთვის(ზამთარში ეს უკვე საღამოდ ითვლება) -ოქეიი. და გათიშა. მე განახებ შენ მაგ ოქეის როცა მოხვალ. როგორ გაბედა და ესეთი რამე გამიკეთა, ჩემი ნებართვის გარეშე უთხრა ირაკლიკს ყველაფერი და ეხლა ზუსტად მაგის გამო ვარ ჯოჯოხეთში. მიიღებს ეგ ჩემგან ყველაფერს. მთავარია საღამოს დაველოდო. მივწერე ანდროს და მიშკას, შემდეგ კი დავიძინე. აუ რა კაი სიზმრები მესიზმრებოდა სანამ ეს ველური არ შემოვიდა და გამაღვიძა, იმდენი იბრაგუნა ოთახში, საბანი როგორც კი გადამაფარა დამფრთხალი ქათამივით წამოვხტი. -რას აკეთებ? -შენი აზრით?-უხეშად მითხრა და ტანსაცმლის გამოცვლა დაიწყო. -დღეს მიშკა, ანდრო და ქეთა მოვა. -ქეთას შეურიგდი? -რა შენი საქმეა? -მოიყვანე მე რა. -ხოდა ძალიანაც კარგი. -კარგი. ესე იგი როცა ამასთან მინდა კამათი მაინც და მაინც მაშინ არ გამომდის, მოიცა, მოიცა. -შენც იყავი ჩვენთან ერთად გავერთობით. -ვნახოთ. -მადლობაა-ლოყაზე ვაკოცე ამ ველურს და გავედი ოთახიდან. საათს რომ დავხედე გული გამისკდა უკვე 5ის ნახევარი იყო, ცოტახანში მოვიდოდნენ. დროზე შევედი აბაზანაში გადავივლე, გამოვიცვალე ტანსაცმელი და ჯინაზე გამომწვევად ჩავიცვი. ამ შუა ზამთარში მოკლე შორტები და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაიკა, კეტები ამოვიცვი და გამოვედი აბაზანიდან. ირაკლიმ წამით შემავლო თვალი და გაიხედა. ჯანდაბა, ვერაფრით ვერ ავუშლი ნერვებს ჯერ დავიჯერო? არაუშავს კიდე 9თვე მაქვს წინ, ყველაფერს ვფიცავარ ჯოჯოხეთად გადავუქცევ ცხოვრებას. ცოტახანში მიშკა მოვიდა, მაშინვე მეორე მისაღებში შევიყვანე და კარი გამოვიხურე. -აბა რა სასწრაფო შეკრებაა?-გაიცინა მიშკამ და სიგარეტი ამოიღო-გინდა? -წეღან მოვწიე დაკიდე. სადაა ანდრია? -ცოტახანში მოვა, ქეთას გაუვლის და. -კაი ისეთ ამბებს გეტყვით გააფრენთ-თან თითზე დედაჩემის ბეჭედი მეკეთა, რომელიც ძალიან გავდა ნიშნობისას. უცებ გიორგი შემოვიდა ვიღაც მეგობართან ერთად. -მაპატიე გიო ვიღაც თუ მოგყავდა არ ვიცოდი. -ა დაიკიდე გარეთ გავალთ-ჩემ ტანსაცმელს რომ შეხედა რაღაც უხერხულში ჩავარდა. -შემო თუ გინდა. -არა იყოს-მიპასუხა დაბნეულმა და გავიდა. -ეს რა საცოდავი ბავშვი იყო ესე რო დაგაშტერდა, გინდა მივტყეპო? -არა, ირაკლის ძმაა. -ხო ისე მიკვირს ირაკლისთან რატომ ვიკრიბებით. -რატომ და რო მოვლენ ისინიც გეტყვი. და აი ისინიც, speak of the devil and it will appear ქეთიზეა ნათქვამი რა. გადავეხვიე და დაველოდე ირაკლის შემოსვლას. ეხლა რაღაცნაირად უნდა შემომეტყუებინა შიგნით, მაგრამ როგორ?... -რამე დასალევი გაქვთ?-მკითხა ანდრომ. -მემგონი ხო-წამოვდექი და ოთახიდან გავედი, სამზარეულოში იჯდა ირაკლი, ეწეოდა და თან ტელეფონში ვიღაცას წერდა. როგორც იქნა შემომხედა. -რას გავხარ გოგო რა გაცვია?-თვალები გადმოუცვივდა. -რა მაცვია?-ვითომ ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა. -ბარემ ეგეც გაგეხადა რაც გაქ ტანზე-ოჰ გაბრაზდა ბიჭი. -როგორც მინდა ისე ვივლი. -შენ ცოტა ხო არ უფრიკინებ, ბ**ი ხარ? იქ 2ბიჭი ზის წადი დროზე გამოიცვალე და რა არი ეს ყველაფერი გიჩანს! -რასაც მინდა იმას ჩავიცმევ. -ა დაჟე დაგეხმარო? თუ გინდა გამოგაცვლევინებ-ისე გაიღიმა რომ შემეშინდა. -ირაკლი დამანებე-უცებ ხელი დამავლო და ოთახში შემაგდო-დროზე გამოიცვალე. -რო არა? -რო არა ბოლოჯერ გეუბნები დაგეხმარები. -გადი და გამოვიცვლი. -აბაზანაში შედი. -ცხოველო!-ვუყვირე, შარვალი ავიღე და უცებ გამოვიცვალე, შემდეგ კარი გამიღო და ღიმილით გამომყვა მისაღებში. შევედით შიგნით და როგორც კი დავჯექი გადავწყვიტე გეგმა ამემუშავებინა. -მოკლედ, ირაკლიმ ცოლობა მთხოვა-უკნიდან ბეჭედი გამოვიღე და ყველას ცხვირწინ ავუფრიალე-და დავთანხმდი!!!-ირაკლის მივეხუტე და გავაგრძელე-და მალე ბავშვი გვეყოლება!!! ჩემი ცხოვრება-სახეზე ვეფერებოდი ირაკლის, ის კი გაშტერებული მიყურებდა, ისევე როგორც დანარჩენები. ქეთას სახეზე ფერი არ ედო, ცოტაც და ალბათ იტირებდა. კიდე კაი სინდისი მაინც აწუხებდა-რათქმაუნდა ჩემგან არ გაუგია ბავშვზე და ვიღაცამ უთხრა მაგრამ არ მეუბნება მაგას. ნეტა დამაჭერინა ის ნა*****ი ვინც ეს გააკეთა-აიი ვსოოო, ქეთას ცრემლები წამოუვიდა, ირაკლი გაცეცხლდა და უხერხულში ჩაავარდა ისევე როგორც მიშკა და ანდრია-დავლიოთ?-და სანამ ყველა უხერხულში იყო მე ჭიქებში ღვინო ჩამოვასხი. ქეთა კი ოთახიდან გავარდა და სახლიდანაც წავიდა. -მაშ, რატო მოექეცი ესე?-პირველი სიჩუმე მიშამ დაარღვია. -მან ხომ უთხრა ირაკლის ბავშვზე და. -და მაგიტო უნდა მოქცეულიყავი ეგრე? გააფრინე გოგო?-არ ცხრებოდა მიშკა. -გილოცავთ ალბათ-თქვა ისევ დაბნეულმა ანდრომ. -მიხვდე შე დებილო მოიტყუა ეს ყველაფერი რო ქეთისთვის აეშალა ნერვები-აუხსნა მიშკამ. აი რატო მიყვარს ეს ადამიანი ერთხელ ახსნაც არ არის საჭირო რომ რამე გაიგოს. -დამპლურად მოიქეცი-გამლანძღა მიშამ. -წესიერად ცოტა მიშიკო-საუბარში დამცველი ჩაერთო. -შენც გეკუთვნის კაი ლანძღვა, ეხლა დამტოვე-ვუთხარი ირაკლის. -არა, მოიცა ქეთა ჩვენ მოვიყვანეთ ესე გვიან მარტო ვერ წავა-ადგა მიშა. -აუ კაი მიშ არ გაგიტყდეს რა-ავდექი და ჩავეხუტე. -მაშ მე კი არა შენ უნდა გაგიტყდეს-დამარიგა როგორც დედაჩემმა, გადამკოცნა და გავიდა ოთახიდან, ანდრო კი შედარებით თბილად დამემშვიდობა. -ჯანდაბა, ჩაიშალა ჩემი სპექტაკლი-გაღიმებულმა გადავხედე ირაკლის და დოინჯი შემოვირტყი. -აუ როგორ გაკლიააა, აი იმენა დარტყმული ხარ-სრული სერიოზულობით მითხრა ირაკლიმ-რატო მოექეცი ეხლა ქეთას ეგრე. შემეცოდა. -ხოდა ის მოიყვანე ცოლად. შენ კიდე ვერ გაიგე რომ შენ კი არ მიქცევ ცხოვრებას ჯოჯოხეთად არამედ მე ჩემო ირაკლი, მე-ვუთხარი და გავედი მისაღებიდან. ცოტახანში ყველა სავახშმოდ დავჯექით მაგიდასთან, ესენი თავისთვის ლაპარაკობდნენ, ფულზე, სკოლაზე და ა.შ. -მაშა, სწავლას რას უპირებ?-მკითხა მამამთილმა :დ -არაფერს, მეტს აღარ ვაგრძელებ, სამსახური მქონდა, ივენთებს ვაწყობდი და მოსავლიანი სამსახური იყო. მერე ჩემმა სიყვარულმა მთხოვა ცოლობა, დავრჩი ფეხმძიმედ და დავანებე თავი-ღიმილით გადავხედე ირაკლის. -ხო ჩემო ცხოვრება-ირაკლიმაც გამიღიმა. ფუუ რას მაკეთებინებს. -დედა რა საყვარლები ხართ ერთად-არ მოგვეშვა ირმა. -ხო აბა-სულ დამავიწყდა რომ გიორგიმ იცის ჩვენ რომ ერთმანეთი არ გვიყვარს და ირაკლის მშობლებმა არა. -გიორგი-ისე გადახედა ირაკლიმ ძმას რომ მაშინვე ჩააგდებინა ხმა. როგორც იქნა ეს ვახშამიც დამთავრდა და ორივე ოთახში შევედით, ის ტელეფონში იყო და მე ჩემთვის ვწერდი რვეულში რაღაც მოთხრობებს. ირაკლის წამითაც არ შემოუხედავს ჩემთვის, ვერ ვხვდები რატომ არის ესეტი ცივი ჩემ მიმართ, ბოლოს ვიღაცამ დამირეკა, უცხო ნომერი იყო. -ალო? -მაშ, მე ვარ. თემო, ანგარიშზე გამითავდა და მეგობრის ნომრიდან გირეკავ. -ხო ჩემო ცხოვრება. -რას მეძახი გოგო?-გადაბჟირდა. -დაიკიდე. -კაი.. ეტყობა ვინმესტან ერთად ხარ... აა ირაკლია მანდ? -ხო. -კაი ჩემო სიყვარულო, შეიკრიბეთ დღეს? -აუ ხო, რა სცენები ჩავატარე მერე მოგიყვებიი. კაი წავედი მეჩქარებაა. -მიყვარხარ-სიცილს ძლივს იკავებდა თემო. -მეეც ძაან მიყვარხარ-და გავუთიშე. ირაკლიმ ნელა შემოატრილა თავი და მკვლელი მზერა მტყორცნა. -მოკლედ დღეს საკმარისად დამღალე-მოვიდა ხელში ამიყვანა საწოლზე დამაგდო და ტელეფონი წამართვა, მერე დარეკილებში შევიდა-თემო? სერიოზულად? -მეზიზღები. -კაი რა მაშ, ვიზე მაეჭვიანებ-მერე გვერდით მომიწვა და ჩემ მესიჯებში შევიდა-ხო გინდოდა რომ ნერვები ამშლოდა ეხლა მე აგიშლი შეენ-გამიღიმა, ხელი გადამხვია და კითხვა დაიწყო, წართმევა ვცადე მაგრამ მხოლოდ უკან გაწია და გაიცინა-უუუ ქეთასთან მესიჯები ,, აუ ქეთა არ მინდა დღეს იმ დებილი ირაკლის ნახვა და არსადაც არ მოვდივარ’’-ესე იგი მე დებილი ვარ... ჰაა! არ გიყვარვარ სიხარულო?-გადაბჟირდა და მესიჯების კითხვა გააგრძელა-,, ნეტა ირაკლის ნაირი სიმპატიური შეყვარებული მყავდეს და ხმა თუ ამოვიღო’’-უუ ქეთის ვევასები?-წარბები აათამაშა და ბოროტულად გაიღიმა. აბა ვნახოთ-,, სიმპატიური როგორც კვახი! დებილი ქათამი და ცარიელი ძვალი. უტვინო და უგულო.’’-უტვინო და უგულო? სერიოზულად? მაშა, გული რომ არ მქონდეს შეგიყვარებდი?-გაეცინა და მერე ერთი ბიჭის მესიჯებში შევიდა-მოიცა ვინაა ეს სანდრო?მაშა? -რა? -ვინაა სანდრო?! -ჩემი კურსელი. -რა მესიჯებს გწერს ეს რა არი? -არანაირს რა გინდა? ეგ ერთადერთია ვიზეც არ უნდა იეჭვიანო და სულ რო მომინდეს ვერ გაეჭვიანებ, დახლოებით შენნაირია ოღონდ კიდე უფრო ყველაფერზე ჭედავს, ერთი პერიოდი მევასებოდა მარა რო ძაან გაჭედა დავანებე თავი. -ესე იგი გევასები რადგან ჩემნაირებს ეძებ-ისევ ხითხითი დაიწყო და ლამის შემოვარტყი. -დამანებე რა. -კაი ხო მიდი დაიძინე. ირაკლის მივაშტერდი და ლოდინი დავიწყე, ის კი არ გადიოდა. როგორ ფიქრობდა მის წინ გამოვიცვლიდი? -რას აკეთებ? -უნდა გამოვიცვალო. -მერე? -მერე გადი-ისე უხეშად ვუთხარი რო მეთითონ გამიტყდა, ირაკლიმ ტელეფონი საწოლზე დატოვა და გავიდა. გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი გაყინული ვიყავი. ღამე ირაკლის ბოდვამ გამაღვიძა, სულ ოფლიანი იყო და სიცხე ჰქონდა. მაშინვე წამოვდექი და ხალათი შემოვიცვი. ჩუსტებში გავყავი ფეხები და ჩუმად გავედი სამზარეულოში, იქიდან თერმომეტრი წამოვიღე და ირაკლის ჩავუდე, ამაზე გაეღვიძა და დაფეთებულმა შემომხედა. -რას აკეთებ?-ძლივს წარმოთქვა. -სიცხე გაქვს, მემგონი. -გადაგედება, გავალ ოთახიდან. -არა, ეგდე სადაც ხარ. 10წუთში ამოვუღე თერმომეტრი და 38,4 ჰქონდა. დამწევი მივეცი და მთელი ღამე გავათენე მის გვერდით, თან პირბადე მქონდა აფარებული და ხელებზე ხელთათმანები მეკეთა. როგორც კი ჩამეძინებოდა ირაკლის სიცხე უწევდა, ამ დებილს ხო არ შეუძლია მის თავს მიხედოს და ალაბათ არც გაიზომავდა სიცხეს. ცოტახანში ჩამეძინა, მაგრამ იმდენს მივხვდი რომ ირაკლიმ საბანი გადამაფარა და უკნიდან მომეხვია, შემეცოდა და აღარც შევეწინააღმდეგე. დილას გაფართხალდა, ჩუმად ადგომა სცადა მაგრამ ისევ გამეღვიძა და მკვლელი მზერით გადავხედე. -ბატონო ირაკლი, მთელი ღამე რომ სიცხე გქონდათ ეხლა სამსახურში მიერეკები? -12საათია და დღეს შაბათია-საათი გაიკეთა ხელზე და შემობრუნდა. -ხო და სიცხე? -აღარ მაქვს, უკეთ ვარ მადლობა-ესე ჩვეულებრივად მელაპარაკება? და ღამე რო მომეკრო? დებილი!-მე ისევ დავიძინებ მაშინ. -იძინებ შენ?-მომიბრუნდა. -ხო-ეტყობოდა რომ რაღაცის კითხვა უნდოდა მაგრამ ისევ გავიდა. ღმერთო დავიჯერო უკვე აღარ ვუყვარვარ? სახლში მემგონი გიორგის გარდა არავინ იყო, ირაკლის მშობლები შაბათ-კვირასაც მუშაობდნენ. სამზარეულოში გავედი და ორივე ძმა საუზმობდა. ტელეფონზე ქეთამ დამირეკა. -ალო?-ისე უხეშად ვულაპარაკე რომ ორივემ გამომხედა. -მაშ... მოდი ვილაპარაკოთ. -ჰმმმ... მოდი ვიფიქრებ, არა. ჩათლახ ადამიანებს ვერ ველაპარაკები-ვუთხარი და გავუთიშე. -მაშ, სიტყვები-დაბრუნდა მისტერ სერიოზულობა და გაბრაზებულმა გამომხედა. -ხო, კაი. მე ჩავიცმევ და გავალ სადმე კაფეში. -არსადაც არ გახვალ-ისევ მეტლიკინება! -რატო? -იმიტო.. არ გენდობი. -აუ თუ გინდა ბრასლეტი მიმამაგრე ფეხზე მარა მე მალე გავგიჟდები აქ. -მე გაგიყვან. -ეხლა მარტო სიარულიც არ შემილია? -რატო მეკამათები დილიდან? არ შეილება ერთხელ წყნარად ვილაპარაკოთ? -კაი არსადაც არ გავალ. -მაშინ იჯექი აქ-გამიღიმა და საუზმეს მელოდება. -კაი რატო ექცევი ესე, გავიყვან მე ისედაც უნდა გავსულიყავი-ჩემი დახმარება სცადა გიორგიმ. -გიორგი ჩემ ცოლს მეთითონ მივხედავ. აბა შენ იცი გაეხვიე ისევ რამე შარში ამ დღეებში. -აჰა, ვეცდები-წამოდგა მაგიდიდან-მაშ, ვეცადე ეხლა დაგტოვებ ამ ტირანთან-მითხრა და გავიდა.მშიოდა და სხვა გზა არ მქონდა დავჯექი მაგიდასთან და ჭამა დავიწყე. ადგა და სტაფილოს წვენი დამიწურა,შემდეგ კი ჩემ წინ დადგა და დაჯდა. მე ზიზღით გადავ~ედე, მან კი ხელით მანიშნა დალიეო. მე ვიცოდი რომ ან მეთითონ დავლევდი ან ის ჩამასხამდა ძალით, ამიტომ აღარც შევეწინააღმდეგე და დავლიე. სახე დამემანჭა, რაზეც გაეცინა და საუზმობა გააგრძელა. მე უცებ ტოქსიკოზი დამეწყო და აბაზანაში გავვარდი, ირაკლი წამოხტა და გამომეკიდა, მე კიდე კარი ცხვირწინ მივუჯახუნე და ღებინება დამეწყო. ცოტახანში მთლიანად თეთრი გამოვედი და კარგი შესახედიც არ ვიყავი. -კარგად ხარ?-დაბნეულმა მკითხა -ისე რა-მერე სახეზე წყალი შევისხი და სამზარეულოში გავედი. -ექიმთან წავიდეთ? -არა, ნორმალურია ტოქსიკოზი ფეხმძიმე ქალისათვის. -რამე ხო არ გინდა? -არა, არაფერი. -კაი...-მერე ისევ მაგიდას მიუჯდა და ცოტახანში ვიღაცამ დაურეკა-ალო? -.... -კი. -.... -ბაზარი არაა, დღეს ხელს ვაწერთ მე და მაშა და მერე ჩემთან დააწექით. -.... -კაი, აბა თქვენ იცით-მერე გათიშა და მე შემომხედა-სულ დამავიწყდა რომ მეთქვა დღეს ხელს ვაწერთ-ამის გაგონებაზე ისევ ტოქსიკოზი დამეწყო და გავიქეცი აბაზანაში, ირაკლიმ კი გაკვირვებულმა შემომხედა. -შეგეძლო გეთქვა რომ არ გინდოდა უბრალოდ!!-დაიყვირა ნაწყენმა. მე ამის გაგონებაზე გადავბჟირდი. -შენ ვინმე ოდესმე არას გეუბნება? -შენ გარდა არავინ ჯერ. -ხოდა მე რო გეუბნები უცებ არ მისრულებდე რა. -აბა რა გინდა ცალ-ცალკე გავზარდოთ ბავშვი? ხან შენთან ხან ჩემთან? მემგონი ერთ კონტრაქტზე გთხოვ ხელის მოწერას და არანაირ მოვალეობას არ გაკისრებ. ბავშვი გავზარდოთ ერთად, ერთ სახლში და სხვა არაფერს არ გავალებ. -აუფ, ეხლა მადლობაც გადაგიხადო? -ეხლა ნერვებზე ხარ ათხრილი დაისვენებ და მიხვდები რო სწორს გეუბნები. -აბა რა... -მაშ, მიყვარხარ მარა უკვე მეც მწყინს რაღაც-რაღაცეები-თქვა და ნაწყენი გავიდა ოთახიდან. მივხვდი რო ცოტათი ზედმეტი მომივიდა... ღმერთო რა მალე ხდება ყველაფერი! ***ალბათ ეს მოთხრობა 3ნაწილიანი იქნება და ყველა ამხელა. თავიდან სრულად მინდოდა დამედო მაგრამ მივხვდი რომ ძალიან დიდი გამომივიდოდა და ამიტომ დავყოფ ნაწილებად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.