შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ცუდი ბიჭები (15)


24-12-2016, 21:16
ავტორი gonegirl
ნანახია 11 671

ბოლო თავი დაიდება ორშაბათს

-------------------------------------------------------------
ლიკა

კალენდარზე 26 დეკემბერს ვნიშნავ
-ვაიმე ხუთ დღეში ახალი წელია კატოო-ვწივი და ჩანთას ვიღებ
-ახალი ამბავი ლიკუნა! ჩავიცვი მე უკვე-მესმის საძინებლიდან
-მეეც
ორ წამში ბუბუთი ხელში მოაბიჯებს
-არ დაიმხო სახლი ჩვენს მოსვლამდე-თითს უქნევს მსოფლიოში ყველაზე ცელქ არსებას და ჩემზე გადმოდის-აბა დავლაშქროთ მაღაზიები გიჟო?
-დავლაშქროთ-თითს მაღლა ვწევ და გასასვლელისკენ მივემართებით.
სანამ გაჩერებისკენ მიმავალი კატო საყიდლების უსასრულო სიას მაცნობს მაინც ვერ ვწყვეტ ტაბუ დადებულ თემაზე ფიქრს,არაა მორჩა გუშინდელს შემდეგ დაკეტილი პირი უნდა მოვაღო
-კატო,მართლა შორდებით?-ხელს მკლავზე ვკიდებ
-ლიკუნა ხო აგიხსენი გუშინ და დავხურეთ ეგ თემა-თვალებს მიბრიალებს
-რა ამიხსენი შემოგლიჯინდი სახლში და ხვალ ვშორდებითო ეგაა ახსნა?
-უიმე კაი ჰო რა გაინტერესებს-ხელებს იქნევს,თავში შეკითხვების მთელი ტომეული მიტრიალებს
-ყველაფერი! პირველ რიგში მიზეზი!
-ვიჩხუბეთ-მიჭრის მოკლედ
-უიმე კატო ოთხი თვეა დღეში ათჯერ ჩხუბობთ მარა არ დაშორებულხართ
-ხოდა ოთხი თვეა ყოველდღე რომ ერთად დავდივართ და ერთი ნორმალური პაემანიც არ გამოგვივიდა მაგიტომაც ვშორდებით-ტუჩებს პრუწავს
-კაი რა სულ სადღაც ბოდიალობდით,აი გუშინწინ კინოში არ იყავით?
-ოჰ კაი გამახსენე,კი ბატონო თეატრში ვბრძანდებოდით ხოდა ამ დეგენერატმა რო ატეხა ხარხარი რომეოს მონოლოგზე მერე ამის ყროყინზე მე დავიწყე კისკისი და კინაღამ გამოგვყარეს-მაყრის სულმოუთქმელად და ხელებს აფრიალებს
-ო კაი რა კატო ეგ ერთი არაფერს წყვეტს-ცხვირს ვიბზუებ
-ჰაჰ კაი,ფეხბურთზე რო წავედით ხომ გახსოვს
-მერე?
-მერე მობილურში ვიყავი ჩამძვრალი,იმ ვირმა მომატყუა ჩვენებმა გაიტანესო ხოდა რო წამოვფრინდი კივილ-წივილით ნახევარი სტადიონი პირდაღებული მიყურებდა!
სიცილს ვერ ვიკავებ
-ჯერ სად ხარ-თითს დემონსტრაციულად წევს-ნუ პატარა კატოს შური ხომ უნდა ეძიებინა,ხოდა მეორე დღეს თათბირზე შევაჭერი ნასკების ფრიალით,ნახე ბაჩუკი ლილოში რა გიყიდე თქო
-მერე გოგო?
-მერე გოგო ყბაჩამოვარდნილი მიყურებდა კოსტუმიანი ხალხი,რა ვიცოდი მამამისიც იქ თუ იქნებოდა-კისკისებს
-მაგის მერე ერთი თვეა გასული კატო და ისევ ერთად იყავით-თმებს ვუჩეჩავ
-გუშინ კიდე ვიჩხუბეთ,მოკლედ მოსიარულე სტიქიური უბედურებები ვართ და მორჩა-ბოლო სიტყვებს ნაღვლიანად ამბობს. ჯანდაბა რა ჭირს ამ ხალხს? არა ეს საუბარი არ მაკმაყოფილებს! ისევ პირს ვაღებ რომ კატოს მობილურის წკრიალი მესმის,ღრმად ისუნთქავს და პასუხობს
-ხო ბაჩუკი....არა შვიდზე.....ხო წითელი ვარდები მინდა... შენთვის ჯობია 50 ცალი იყოს... კაი...კაი არ დააგვიანო-გათიშვის ღილაკს აჭერს და მეც ვირთვები
-და თუ დაშორდით დღეს რატო ხვდები?
-ლიკუნა თავი სიაიეის დაკითხვაზე მგონია-ლოყებს ბერავს
-მიპასუხე კატო!
-უიმე,მოკლედ გადავწყვიტეთ ბოლო დღეს მაინც მოვიქცეთ ადამიანურად და ნორმალურ პაემანზე წავიდეთ,მერე კი დავშორდებით-ფრუტუნებს
-მარტო თქვენ თუ მოიფიქრებდით მაგას-თავს ვაქნევ,თვალებს ატრიალებს და საახალწლო სათამაშოების სექციისკენ მიმათრევს.
გატენილი ცელოფნებით კიბეზე კმაყოფილები მივაბჯებთ,გასაღებს გაჭირვებით ვიღებ ჩანთიდან და საკეტს ვწევ.
-ჰუჰ,ახლავე რძიან ყავას ვაკეთებ- ცელოფნებს ძირს დებს კატო
-ჰო მიდი ეგ თუ გამაცოცხლებს ახლა-ვკვნესი
-ნახე რა ვიყიდე-ქირქილით იღებს ბომბოჩკების მთელ შეკვრას-ლამარა მეორე ყურითაც უნდა დავაყრუო-ხითხითებს და ჩანთას კიდებს.
-კატო ფხაჭუნის ხმა გესმის?-თვალებს ვაცეცებ
-ოხ ბუბუუუ!-წივის და სამზარეულოსკენ მიაბიჯებს. პუფში მოწყვეტით ვეშვები და ტელევიზორს ვრთავ.
-კატო ჩქარა „მარტო სახლში 2“ იწყება-ვწივი და ფილმს ხმას ვუწევ
-მოვრბივარ ლიკუნაა-ჭიქებით ხელში გვერდით მისკუპდება კატო. მთელი აჟიოტაჟით ველოდებით როდის დაეყრება ბუმბულები მაზუთში ამოსვრილ მძარცველებს და ვაცნობიერებ რომ ასაკთან ერთად ჭკუა გრამითაც არ მოგვმატებია,სანატრელი მომენტიც დგება,კატოს კისკისის და კარზე ზარის ხმა ერთდროულად მესმის
-მე გავაღებ-ფეხზე ვხტები და კარისკენ გავრბივარ,არ არსებობს!
-სიურპრიზიი-გიგანტური ნაძვის ხით შემოსვლას ცდილობს ჩემი ხალებიანი
-ეს რა არის-სიხარულისგან ვწივი
-მე და ბაჩიმ ავარჩიეთ,სად დავდგა?-ანთებული თვალებით მიყურებს,ხტუნვა-ხტუნვით მისაღებისკენ ვუშვერ ხელს
-კატო მოდიიი-საკუთარი აღფრთოვანებული ხმა ჩამესმის
-რა ხდება ნატოში შევედით?-თმების სწორებით მოფლარტუნებს კატერინა და აყუდებულ ნაძვის ხესთან ჩერდება
-სუპერში იყიდეთ არა?-ოდნავ იღიმის
-როგორ მიხვდი?-მისკენ ბრუნდება ლევანი
-ამას წინათ ჩავუარეთ მე და შენმა ძმაკაცმა-მხრებს იჩეჩავს კატო
-ახლა გასაგებია რატომ დამიწუნა ვაჟბატონმა ნახევარი მაღაზია-თავს გაბადრული იქნევს ჩემი ხალებიანი
-კაი წავალ მე ჩავიცვამ,მომაკითხავს მალე-საათზე იყურება და საძინებლისკენ მიკაკუნებს კატო.
ლევანს ყავას ვუსხამ და სამზარეულოს სავარძელზე მის გვერდით ვსკუპდები,მარცხენა ხელს მხარზე მხვევს
-პირველი ახალი წელი ერთად-თვალს მიკრავს
-ყველაზე მაგარი ახალი წელი იქნება-ტაშს ვუკრავ-სხვებიც ხო ამოვლენ?
-ჯაბა,დათო და ნინი უეჭველი ამოვლენ,თამუნა ორჭოფობს მაგრამ ამოვა ვიცი,ხო აი ბაჩიზე ვერაფერს გეტყვი-ქვედა ტუჩს იკვნეტს
-აუ ეგ და კატო-ჰაერს ღრმად ვისუნთქავ
-არ ინერვიულო ვერ გაძლებენ ეგენი დიდხანს უერთმანეთოდ-უფრო მაგრად მიკრავს და ყავას წრუპავს
-ასე გგონია?-თითებს ერთმანეთში ვხლართავ
-კაი რა ცხოვრება,იმან თუ თმა არ მოქაჩა და ამან ცოცხი არ ესროლა ამათი დღე დღე არაა ხოიცი-ხითხითებს და მუხლზე დასკუპულ ბუბუს ეფერება,ოდნავ ვმშვიდდები
-აბა დღეს რას ვშვებით?-თავს მისკენ ვაბრუნებ
-ნაძვის ხის მორთვაზე რა აზრის ხარ?-წარბებს მითამაშებს.


კატერინა

სარკეში კიდევ ერთხელ ვუყურებ საკუთარ თავს,კაი გეყო კატო პრანჭვა ბოლო პაემანზე ხომ არ მიდიხარ? აჰ,ხო კაი მიდიხარ. საწოლზე ვითხლაშები და თვალებს ვხუჭავ,ფილმის კადრივით გარბის ის ღამე საიდანაც ყველაფერი დაიწყო
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და პირს ვაღებ-ჩამეხუტე იდიოტო!
ისევ ჩამუქებული თვალებით მიყურებს,ნაბიჯს დგამს და თავის ქნევით მიახლოვდება
-გამაგებინე,რა გინდა კატო?-მარჯვენა ხელით ყბაზე ფრთხილად მეხება. რა ჯანდაბა ვუთხრა ახლა? ვდგავარ გაშტერებული უკანასკნელი იდიოტივით და ბუნდოვნად ჩამესმის მისამღერი „Cause you only need the light when its burning low, Only miss the sun when it starts to snow, Only know you love her when you let her go“,მხრებზე ხელების შემოხვევას ვგრძნობ,სახეს კი თმებში რგავს, ისევ ის სურნელი აქვს რაც გუშინ,თვალებს ვხუჭავ და მის რიტმულ სუნთქვას სიმღერასთან ერთად განაბული ვუსმენ,ჯანდაბა ახლა კი ვხვდები რაც გჭირს კატო!...
-ბაჩი მოვიდა!-ფიქრებიდან გამოვყავარ ლიკას ხმას,საწოლიდან დენდარტყმულივით ვხტები და თმებს ვისწორებ. ოჰ მობრძანებულა სრულიად ხმელეთის მპყრობელი
-ერთხელ მაინც დამამახსოვრე თავი რომ არ მალოდინო-წინ მესვეტება მისი უმაღლესობა
-ერთი დღეც ამიტანე და ხვალიდან აღარ მოგიწევს ლოდინი-ენას ვუყოფ,სახე ეცვლება
-დღეს ნორმალური წყვილივით ვიქცევით-ხელს მიწვდის
-მახსოვს-ხელზე ვეჭიდები.
მანქანის კარს მიღებს,ოჰ გულმა არ დაგვარტყას ამდენი ჯენტლმენობისგან. ღვედს ვიკრავ და ისიც საჭესთან სკუპდება
-სად მივდივართ ბაჩუკი?-თავს მისი უმძღოლესობისკენ ვაბრუნებ
-ნახავ პატარავ-საჩვენებელ თითს ცხვირზე მადებს
-შეთანხმებულები რომ არ ვიყოთ მიგამტვრევდი მაგ თითს-ვბუტბუტებ.
-დღეს არანაირი ველურობები-მახსენებს და მანქანას ძრავს. ჰო დღეს ჩვეულებრივი წყვილი ვართ,ვიმეორებ გონებაში:არანაირი ფეხის დადებები,კევის სკამზე დაწებებები და საჭმელში მარილის ჩაყრები! არც იფიქრო კატო! არა ტვინო არც ბოროტი ხუმრობები არ შეიძლება! მორჩა მე და ჩემმა გონებამ ნიზიბინის ზავი დავდეთ.
მთაწმინდის გზას მივუყვებით,მაღალი შენობის წინ აჩერებს,ღამის განათებაზე გარკვევით ვკითხულობ“რესტორანი ფუნიკულიორი“,ოჰ ნაკლები არ ვიკადროთ, ოფიციანტი მეორე სართულზე მიგვიძღვება,ვერანდის მომიჯნავე მინის კედელთან ფუმფულა სკამში ვჯდები და წინ გადაშლილ თბილისის პანორამას გავყურებ
-მოგწონს?-აზრზე მოვყავარ ნაცნობ ხმას
-კიი-მასზე გადამაქვს მზერა.
-ლაუნჯ ბარშიც ასე წყნარად რომ ყოფილიყავი იქაც მოგეწონებოდა-ქირქილებს და მენიუს მაწვდის
-იქ შენ მომატყუე არაყზე წყალიაო-თვალებს ვუწვრილებ
-და მაგიტომ გადამასხი ის არაყი არა?-თავს აქნევს
-აღარ აქვს მნიშვნელობა,ხვალიდან ყოფილი გერქმევა-ტუჩებს ვპრუწავ
-რო მოგენატრები არ გავიგონო მერე ბაჩუკი დამიბრუნდიო-თითს მიშვერს.
-ოცნება უფასო გაქვს ბაჩუკი-თვალს ვუკრავ,მიმტანი ნამცხვრებს და რაღაც უცნაურ კერძებს გვიწყობს,შამპანურით ჭიქებს ნახევრამდე გვივსებს და ღიმილით გვტოვებს.
-იმ ახალ წელს გაუმარჯოს შენი წიკვინის გარეშე რომ გავატარებ-ჭიქას ხელში იღებს სადღეგრძელოების მამა
-იმ ახალ წელს გაუმარჯოს შენი ჭიხვინის გარეშე რომ გავატარებ-ვუჭახუნებ.
ცოცხალი მუსიკის დაკვრას იწყებენ და სოლიდურად ჩაცმული შავგვრემანი ქალი ქათამაძის „იებს“ მღერის
-წამო ვიცეკვოთ-ხელს მიწვდის მისტერ „ამ ახალ წელს შენს გარეშე გავატარებ“ და მისტერ „ვინ უკეთესად გაატარებს მაგასაც ვნახავთ“. ჰო როგორც ვიცი დალაგებული წყვილები ამ დროს ცეკვავენ,ხელს ვჭიდებ და სხვებს ვუერთდებით. წელზე მის თითებს ვგრძნობ,ხელებს კისერზე ვხვევ,თვალებში მიყურებს,სუსტ განათებას რთავენ და ჩვენც ნელა ვუწყობთ ფეხს. უფრო ახლოს იწევა და ლოყას თმებზე მადებს,ყელთან ვეკრობი,ღმერთო რა ნეტარებაა!
გაღებული კარიდან გარეთ მივაბიჯებ,ჰუჰ არაა სულაც არ მსიამოვნებს სიცივე. მისი რაშისკენ უხმოდ მივდივართ,კარს მიღებს,ვგრძნობ როგორ მახვევს მხრებზე მოსაცმელს,კაი კატო დღეს საკმარისი ფეთქვები გამოტოვა შენმა გულმა. თბილ სალონში ვიტრუნები. მანქანას ძრავს,მინიდან გზას მიშტერებული ვაგდივარ და ფიქრები მოლეკულებივით ირევა თავში,ჯანდაბა ახლა ნუ მოგინდება დონალდ ტრამპივით ცანცარი კატო.
-ენა მიგეყინა თუ რატო გაჩუმდი?-აზრზე მოვყავარ ნაცნობ ხმას,ვუბღვერ და ხელი მაგნიტოფონისკენ მიმაქვს. ეკრანზე დიდი ასოებით ეწერება Позови Меня С Собой,ჯანდაბა კიდე ეს მინდოდა?
-შენ მარჯანჯაც გექნება სადმე გადამალული-ვეჭყანები და მუსიკას ხმას ვუწევ,გამოწეულ ხელზე თბილ შეხებას ვგრძნობ,თითებს ჩემს თითებში ხლართავს
-შეყვარებულები ასე იქცევიან-გზიდან თვალის მოუშორებლად აცხადებს მეფეთ მეფე ბაჩუკი,ხელს ვადუნებ და მის მოსაცმელში ჩაფლული საზურგეს ვეყრდნობი. რა გემართება კატო? ამას Homie-ს выпускной მოყვება, ხელს გაუზრებლად ვუჭერ. შიგადაშიგ თავს ჩემსკენ აბრუნებს მაგრამ ხმას არ ვიღებთ,კორპუსთან მისვლამდე საქარე მინას მიჩერებული გაუნძრევლად ვზივარ და მის სუნთქვას ვუსმენ. ამუხრუჭებს,მთელ ძალას ვიკრებ და პირს ვაღებ
-აბა მოვსულვართ უკვე-იდეაში საკუთარი მხიარულად ნათქვამი გაბზარულ ბგერებად ჩამესმის. გადავდივარ და ველოდები
-ამ დროს რას აკეთებენ ნორმალური წყვილები?-ცხვირწინ ასვეტებული ნაძალადევად იღიმება
-ნორმალურ წყვილებს დასაშორებელი პაემნები არ აქვთ ხოლმე ბაჩუკი-თავს ვაქნევ,ახლა უკვე ნამდვილად ეღიმება
-თუ ბანალურობაა ბოლომდე ბანალურობა იყოს,ბოლო საჩუქარი სახლში გელოდება-თითს ზემოთკენ იშვერს
-იმედია კედლებზე ფლომასტერით გულები არ მიმიჯღაბნე-ვეჯღანები
-მოდი აქ-იცინის და ხელზე მქაჩავს,მკერდზე ვეკრობი,ცხელ ტუჩებს შუბლზე მაწებებს და მაჯიდან ხელები მხრებზე გადააქვს,თითებს წელზე ვხვევ.
-მიყვარხარ-ჩურჩულებს ლოყაზე თავმოდებული და თმაზე მეფერება,ჯანდაბა!
-მეც-ჩურჩულითვე ვპასუხობ. ჰო ეს ნამდვილად დამშვიდობება იყო. უბრალოდ მიტრიალდი და წადი კატო,თვალებში შეხედვა არც გაბედო,უბრალოდ მიტრიალდი და წადი! წელიდან ხელებს ნელა ვაშორებ,სადარბაზოსკენ თავჩახრილი ვბრუნდები და ნაბიჯებს არეულად ვადგამ. ზურგს უკან სანთებელას ანთების ხმა მესმის,არ მიიხედო კატო! ისუნთქე და არ მიიხედო! რეტდასხმულივით ვაჭერ ზარის ღილაკს და ვცდილობ სახე გავასწორო
-კატო მოხვედი?-მეგებება თვალებგაფართოებული ლიკა
-კი-ვხრიალებ და ვცდილობ გავიცინო
-დაშორდით?-მეკითხება წარბებშეკრული საცოდავი თვალებით. თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ.
-ნახე რა გამოგიგზავნა-მისაღებისკენ მიმათრევს,მაგიდაზე დადებულ ვარდების თაიგულს თვალს ვავლებ,ჰაჰ ეს ვის გაახსენდა,უნებლიედ მეღიმება
-გადავთვლი და ორმოცდაათს ერთი ღერიც რომ აკლდეს ვერ გადამირჩება-თითს ხითხითით ვწევ
-ბარათიც ნახე-დასჯილი ბავშვივით მიმითითებს ლიკუნა
-უხ წაიკითხე ხო უკვე-ვბურდღულებ და ბარათს ხელში ვიღებ
-არ მინდოდა, წამეკითხინა-თავს იმართლებს და ჩემს რეაქციას ელოდება.
ფურცელს დავყურებ „ძალიანაც ნუ გაგიხარდება ველურო,სასაფლაოდან მოვიპარე“ აწერია ოროსანი ბავშვის კალიგრაფიით,მაიმუნი ბოლომდე მაიმუნი დარჩება! მეორე მხარეს ვაბრუნებ,ჰაჰ ლექსია? შექსპირის სონეტი მიაწერა თუ დათოს წაართვა დღიური?
-იამანიძისაა-მეხმარება ლიკუნა,ოჰ ერთი სილვიო ბერლუსკონიმ იცის ვინაა იამანიძე და მეორე მე. ვნახოთ ერთი რით უნდა გამაოცოს ბიჭმა,თავს ვაქნევ და კითხვას ვიწყებ
„ფურცელზე ჩანიშნულ შენს კოცნებს ვასწორებ:
-სწორია
-შეცდომა
-შეცდომა
-შეცდომა.
მგონია ამინდის პროგნოზებს ვეცნობი
და თურმე ამინდი პროგნოზი მეცნობა
გეძახი....შორია,რამდენი ვიარე!
ქუჩები იხდიან სევდას და გპატიობ კოცნებით დაჭრილი უკოცნელ იარებს
ვჩურჩულებ
-ადიოს
-ადიოს
-ადიოს
კაბების მეჯლისის დასაწყის-სტაკატო
სუნთქავ და დამთავრდა პირველი არია.
სახლიდან გარბიხარ ამინდთან მღალატობ
-ქარია!
-ფრიალებ!
-ფრიალებ!
-ქარია!
ფურცელზე ჩანიშნულ შენს კოცნებს-ღმერთებო! ვასწორებ
-სწორია
-სწორია
-სწორია
ნაბიჯებს ვუჩქარებ შარას და ვმერყეობ
რადგანაც მანძილი შენამდე შორია“

ჯანდაბა



№1  offline წევრი Ana Imnadze

აუ,კარგი რა... ამათი დაშორება იქნებოდა? ((

 


№2  offline მოდერი gonegirl

ახლა გავგიჟდები,2 სურათი მედო და არც ერთი არ ჩანს tired_face
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№3 სტუმარი Guest ანი

ბოლო იყო რაღაც სასწაული ^.^

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

auuuuu ra sevdiani iyoo mxiarultan ertadddddd!!!! magariaaa

 


№5  offline წევრი MariamLecter

ვაიმეე არ მჯერა რო მალე მორჩება ჯარგი რაა :( და ბოლოს კიდე რა იყო ლამის ვიტირე მართლაა არ მინდა დაშორდნენ.

 


№6 სტუმარი ani

აუ სად გააჩერე ... მაგარი თავი იყო

 


№7  offline წევრი დიანა23

ვაიმე შენ ეხლა ჩემი სიკვდილი გინდა smile ? ორშაბათამდე მოვკვდები , დამინდეე disappointed_relieved disappointed_relieved smile

 


№8  offline წევრი eto-elene

ეს რა იყო? შოკი მივიღე არ ველოდი ბაჩი და კატოს დაშორება მაგრამ ვიცი და ესე მგონია ეგენი ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებენ და მალევე შერიგდებიან :) :) მოკლედ მაგარი ხარ წარმატებები :* :* ♡♡♡

 


№9  offline წევრი trisi

Ara ara ar damtavrdes usasrulod iyos ar damtavrdeeeees :((((
--------------------
Painter

 


№10  offline მოდერი Eleniko13

დამპალი ვინმე ხარ:)
რატო მატირებ?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№11 სტუმარი Guest Sofi

Es rom daamtavro mere ra vqna

 


№12 სტუმარი Guest Ketu

აუ ახლა ამის დრო იყო??

 


№13  offline წევრი marqetele

შემიწირავ შენ მე ერთხელაც იქნებაა იმედიმაქვს არ დააშორებ :D ორი ერთმანეთზე ჯიუტი ადამიანი @ მოატეხე ბოლოსდაბოლოს კატერინას რქები . :D არ მეყოო. რა მოიცდის ახალ თავამდე ((( <3

 


№14 სტუმარი Guest Ketu

Koms bolomde ar debs,tu me michvenebs mase ver vxvdebi.....mokled magari gogo xar da ici sad unda dasva mzime da sad wertili....yochag vafren shenze

 


№15 სტუმარი Guest Sofi

რაც ამის კითხვა დავიწყე სხვას ვეღარაფერს ვკითხულობ :( <3

 


№16  offline წევრი Mtirala

Ara ara ar damtavrdes tavs movklav exla rac sheexeba bachukis da katos mati yvelaferi maxsovs mati gacnoba ar damaviwydeba roca ertmaneti wyalshi abanaves da mati kinklaobebi mati pirveli kocna mati pirveli siyvarulis axsna da araferi ar damavieydeba miyvars es gijebi da ra vqna? Xalebiani da lika chemebi arian magram bachi da kato mainc giji wyvilia da bolos kinagam vitire kinagam ki ara vitire miyvarxar ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№17  offline წევრი სალი-სალი

გულო იფეთქეე.. ბოლო მომენტში კინაღამ მოვკვდიიი.. ესენი რომ ერთად არ დარჩნენ თავს არ ვიცოცხლებ ჩემი სიკვდილი შენს ნამუსზე იყოს :P შეუდარებელი ხარ ტკბილოო უმაგრესი თავი იყო <3

 


№18 სტუმარი Uhuu

Auuuuu mikvaaars es istoriaaaa❤️❤️❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი isterichka123

ორიგინალები საუკეთესები კარგები ძან მმეწონა

 


№20  offline ადმინი მწარე

ვაიიი რამოითმენს
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№21  offline მოდერი gonegirl

ბავშვებოო heart_eyes heart_eyes მადლობა ყველას kissing_closed_eyes kissing_closed_eyes სათითაოდ სპეციალურად არ გპასუხობთ თორე ისეთი მაიმუნები ხართ დამაცდენინებთ რამეს smile რაც შეეხება დასასრულს პირველივე თავიდან სიტყვა-სიტყვით ვიცოდი როგორ დავასწულებდი და სამწუხაროდ შეცვლას არ ექვემდებარება no_mouth დანარჩენს ორშაბათს გაიგებთ kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22  offline მოდერი bibo

კარგი ხარ ტკბილი მურაბა რო ვგიჟდები ვაფრენ შენზე იცი არ მახასიათებს ეს მწარე კომენტარები და ერთს გეტყვი კი კაია სახალისოა მაგრამ დაიღალე ამდენი კუკუ დამალაობანით ამდენი ირი აქლემით უკვე ჟარგონული სიტყვებით ამდენი ქიშპობით მინდა ტკბილი ისტორია აი ისეთი ჩასაკოკლოზინებელი ვერ ვკითხულობ სუ რაღაც რაღაცის გამო ჩხბს სუ ერთმანეთან კინკლაობას ცუდად არ მიღო დროა უკვე წავიდეს ისტორია წინ და მივიდეთ ბედნიერებამდე ალუბალო ცუდი არაფერი მითქვამს მე მსურს უკვე იტორის წაკითხვა და არა ასეთი სუ რაღაცის გამოკამათი ველი შემდეგ თავს თუ არადა პრასწები აქ ვწყვეტ კითხვას რადგან მოსაბეზრებელია ბოდიში შწმდეგ ისტორიაში დაგიბრუნდები მარწყვის გუნდავ ალუჩის კურკავ და ატმის ბუსუსო მიყვარხარ სასტიკად ტკბილო გოგოვ

 


№23  offline მოდერი gonegirl

bibo
კარგი ხარ ტკბილი მურაბა რო ვგიჟდები ვაფრენ შენზე იცი არ მახასიათებს ეს მწარე კომენტარები და ერთს გეტყვი კი კაია სახალისოა მაგრამ დაიღალე ამდენი კუკუ დამალაობანით ამდენი ირი აქლემით უკვე ჟარგონული სიტყვებით ამდენი ქიშპობით მინდა ტკბილი ისტორია აი ისეთი ჩასაკოკლოზინებელი ვერ ვკითხულობ სუ რაღაც რაღაცის გამო ჩხბს სუ ერთმანეთან კინკლაობას ცუდად არ მიღო დროა უკვე წავიდეს ისტორია წინ და მივიდეთ ბედნიერებამდე ალუბალო ცუდი არაფერი მითქვამს მე მსურს უკვე იტორის წაკითხვა და არა ასეთი სუ რაღაცის გამოკამათი ველი შემდეგ თავს თუ არადა პრასწები აქ ვწყვეტ კითხვას რადგან მოსაბეზრებელია ბოდიში შწმდეგ ისტორიაში დაგიბრუნდები მარწყვის გუნდავ ალუჩის კურკავ და ატმის ბუსუსო მიყვარხარ სასტიკად ტკბილო გოგოვ

არა საყვარელო რაუნდა მეწყინოს blush ჰო ერთი თავიღა დარჩა და ზუსტად ვიცი მაინც ვერ მოითმენ და წაიკითხავ (ჰაჰ რა დამპალი ვარ laughing ) მოკლედ ვერ დაგპირდები მოგეწონება თუ არა,ვნახოთ bowtie
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№24 სტუმარი Guest Ketu

აუ ესენი თუ ერთად არ დარჩენ აბა მარტო ღადაობა შეგვრჩეს?? აუ არ გამოვა მაგი

აუ ესენი თუ ერთად არ დარჩენ აბა მარტო ღადაობა შეგვრჩეს?? აუ არ გამოვა მაგი

ნერვი ამეშალა კომს არ დებს ბოლომდე

მოკლედ ჩასაყლაპი ხარ და ამას რომ დაამთავრებ...

 


№25 სტუმარი Guest მარიამი

ვუაიმეე რამაგარია ეს ისტორია და შენ ხო უმაგრესი ხარრ ველოდები ორშაბათს რო მალე წავიკითხო იცოდე ესენი არ დააშორო რა თორე გავგიჯდები ძაან მაგარი ხარ მართლა უმაგრესი <3 <3

 


№26  offline მოდერი gonegirl

Guest Ketu
აუ ესენი თუ ერთად არ დარჩენ აბა მარტო ღადაობა შეგვრჩეს?? აუ არ გამოვა მაგი

აუ ესენი თუ ერთად არ დარჩენ აბა მარტო ღადაობა შეგვრჩეს?? აუ არ გამოვა მაგი

ნერვი ამეშალა კომს არ დებს ბოლომდე

მოკლედ ჩასაყლაპი ხარ და ამას რომ დაამთავრებ...

Guest მარიამი
ვუაიმეე რამაგარია ეს ისტორია და შენ ხო უმაგრესი ხარრ ველოდები ორშაბათს რო მალე წავიკითხო იცოდე ესენი არ დააშორო რა თორე გავგიჯდები ძაან მაგარი ხარ მართლა უმაგრესი <3 <3

შოკოლადებოოო kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№27 სტუმარი qeti

ვაიმე გული heart_eyes heart_eyes აუ ცუდია რო დაშორდნენ sleepy sleepy heart_eyes heart_eyes აუ კატო რა მაგარი ტიპია smiley smiley ნეტა შერიგდენ heart_eyes heart_eyes მალე დადე რაა heart_eyes heart_eyes ნეტა ისევ შერიგდენ heart_eyes ძაან მაგარი ისტორიაა heart_eyes

 


№28  offline წევრი დიანა23

მალე დადებ ? ყოველ 5 წთში ვამოწმებ გაქვს თუ არა დადებული :D

 


№29  offline მოდერი gonegirl

დიანა23
მალე დადებ ? ყოველ 5 წთში ვამოწმებ გაქვს თუ არა დადებული :D

კი საყვარელო უკვე ნახევარი სათია, მაგრამ ჯერ ადმინებმა უნდა გადახედონ და გამოაქვეყნებენ ალბათ მალე :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№30 სტუმარი lile

მაგარი იყო მსგავსები წამიკითხავსაგრ ეს მაინც რაღაც სხვანაირინთანამედროვე და საოცარი იუმორო... მუ კატერინა ფანტასტიკაა...ყველაზე მაგარი პერსონაჟი და ამას რომ ბაჩუკის ნაირი პერსონაჟი არ შეხვედროდა გაფუჭდებოდა...მოკლედ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ველოდები გაგრძელებას ან რამე მსგავს..მადლობა და გისურვებ რომ ყოველთვის ასეთი ინტერესი გამოგეწვიოს ხალხში შენი შემოქმედებით წარმატებები...

ფინალი ასეთი უნდა ქონოდა რა თქმა უნდა...გვინდა გაგრძელება... ამათი ოჯახური ცხოვრება იქნება საოცრება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent