შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარხარ თავი 1...2...3...


25-12-2016, 02:20
ავტორი Viktoria
ნანახია 1 745

დილით ჩემმა დამ გამაღვიძა,როგორც ყოველთვის,ავდექი ხალათი მოვიცვი სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი.
- ყავას დალევ ძილისგუდავ? - მიღიმის
- არც კი ვიცი როდის ჩამეძინა, იქნებ ყავამ მაინც გამომაფხიზლოს
- წყალს ადუღებს და ფინჯანში ყავას მიყრის, ცოტა ხნის შემდეგ ფინჯანს მაწოდებს
- ნიი, იცი რა ვიფიქრე? იქნებ ნამცხვარი გამოვაცხოთ, ძალიან მინდა ტკბილი რატომღაც
- გამოვაცხოთ თუ გამოგიცხო? გამიღიმა ჩემმა დამ ... მოიცა დავფიქრდე, კარგი შენს საყვარელ ნამცხვარს გავაკეთებ.
გახარებული მივარდი ყელზე ჩამოვეკიდე, ჩავკოცნე და საძინებლისაკენ გავეშურე, მეძინებოდა, მაგრამ უამრავი რამ მქონდა გასაკეთებელი, ამიტომ პირდაპირ სააბაზანოში შევედი, დუშკაბინას მივაშურე და მდუღარე წყლის ქვეშ დავდექი. ვგიჟდები წყალზე გამოვედი აბაზანიდან , პირსახოცი მოვიდე და ოთახში სიარულს მოვყევი. სანამ თავს მოვიწესრიგებ გაგაცნობთ ჩემს თავს.
- მე ანი მეფარიძე ვარ, 23 წლის მყავს და ნია მართალია მასზე 5 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში როლები შევცვალეთ ხშირად მეუბნება რომ პატარა ბავშვივით ვარ, ვუბრაზდები, მაგრამ გულში მას ვეთანხმები. დედიკო სოფო და ჩემი ძმა გიორგი იტალიაში არიან, ფინანსურად ისინი ამარაგებენ ოჯახს, როდესაც მამაზე ვიწყებ საუბარს გული მტკივა, მართლაც რომ კარგი ადამიანი იყო, მენატრება ის დრო. უკვე 7 წელია მამა რაც გარდაიცვალა თავს ვეუბნები და ვაიმედებ რომ მოკვდა, მაგრამ სინამდვილე ისაა რომ მოკლეს, არასწორი ოპერაცია, ექიმის შეცდომა და ასე ოჯახის დაობლება, როცა ამაზე ვფიქრობ ვბრაზდები მინდა მის მკვლელთან მისვლა ჩხუბი, მაგრამ ბოლოს ისევ ჩემს სამყაროს მივმართავ. სამყაროს სადაც მხოლოდ სიმშვიდე და კარგი მოგონებებია გამეფებული. სარკის წინ ვიყავი, როდესაც შევამჩნიე თვალზე ცრემლი თავი მოვიწესრიგე და მისაღებში დავბრუნდი.
- ანი უკვე მიდიხარ?
- კი ნიაკო იცოდე დღეს გვიან მოვალ ბიბლიოთეკიდან ნათიასთან ვაპირებ წასვლას
- მომიკითხე სუყველა
- აუცილებლად
კარი გავიხურე, კიბეები ჩავირბინე და გზას გავუყევი. მიყვარს ფეხით სიარული ამ დროს უამრავ რამეზე ვფიქრობ, ბიბლიოთეკაში შევდივარ წიგნს ვაბარებ და ახალი წიგნის მოლოდინში მაგიდასთან ვჯდები, ვგიჟდები წიგნებზე, შემიძლია მთელი ცხოვრება კითხვაში გავატარო.ცოტა უცნაურიც ვარ, ხშირად ვფიქრობ რომ მთლად დალაგებულიც არა ვარ, რომ ვთქვა მეგობრებით გარემოცული ვართქო ტყვილი იქნება , სამად-სამი მეგობარი მყავს, ერთი ჩემი დაიკო ნიაა, მეორე ჩემი დაქალი ნათია, ხოლო მესამე წიგნები, რომლებიც არასოდეს არ მტოვებენ მარტო.
სამეგობრო წრეში ადრე ბიჭებიც იყვნენ, ყოველთვის ვიკრიბებოდით, მაგრამ დროთა განმავლობაში დავიშალეთ. ეხლა მხოლოდ პრაზნიკებზე ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, ცოტას მათზეც გეტყვით. კონსტანტინე ობოლაძე ჩემს ძმასთან ერთად იტალიაში წავიდა, შოთიკო ტურძილაძემ თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა და ქალაქ თბილისში გადავიდა, გიორგი გეგუჩაძეც თბილისშია ანუშკისთან ერთად და დღე-დღეზე პატარა დათას ელოდებიან.აქ მხოლოდ ლაშა შანიძეა ნათიას ძმა ისეთი საყვარელია, არასოდეს გაძლევს მოწყენის უფლებას. ხშირად ამბობს რომ მე მგავს უარვყოფ მაგრამ კარგად თუ ჩავუფიქრდები მართალია ისიც ჩემსავით შეშლილია.
კარში ნაცნობ მზერას მოვკარი თვალი და პირადობით გავემართე დახლთან, როგორც იქნა ხელთ ჩავიგდე "ელიფ შაფაქის - სიყვარულის 40 წესი" და კითხვას შევუდექი, რამოდენიმე საათის შემდეგ ბიბლიოთეკა დავტოვე და ნათიას სახლისაკენ გავეშურე.


............................
როგორც იქნა მივედი ნათიას სახლთან, ეს სახლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია,უამრავი მოგონება მაკავშირებს მასთან ჩვენი ბავშვობა,ცელქობა და ა.შ.
კარზე დავაკაკუნე,კარი მალევე გამიღო ისე გამიხარდა მისი ნახვა რომ კარშივე ვეცი და ყელზე ჩამოვეკიდე,ასე ვიყავით ცოტა ხნით შემდეგ კი მისაღებ ოთახში შევედით მდივანზე ჩამოვჯექით და საუბარიც გავაბით.
-სხვა რა ხდება შენსკენ? ლაშიკო სად არის? იცი როგორ მომენატრეთ?
-რავი ვართ რა ისეთი არც არაფერი ლაშა ხომ იცი ხან სად არის და ხან სად გუშინ სახლშიც არ მოსულა ვერ გავიგე სად დადის, თითქმის ყველა მის მეგობარს დავუკავშირდი, მაგრამ არცერთთან არ იყო,რომ მოვა აუცილებლად გავარკვევ სად დაბოდიალობს ცოტა მკაცრად თუ არ მივხედე არ ვიცი რა მოხდება. საუბარი კარის გაღებამ შეგვაწყვეტინა მისაღებ ოთახში ლაშა და ვიღაც უცნობი შემოვიდა, ნათია სიახრულით მისკენ გაიქცა და ყელზე ჩამოეკიდა.
-როგორ ხარ ჩემო დაიკო?
-ლაშუ მე კარგად და შენ?
-მშვენივრად მაგრამ შენ სულ დამივიწყე
-შენც საერთოდ აღარ მნახულობ
-მოდი ერთი ჩაგეხუტო.
მომიახლოვდა ჩამიკრა გულში და როგორც ყოველთვის მისი საფირმო კბენით დამიმშვენა კისერი.
-ნათი! ჩვენ მაღაზიაში ჩავალთ რაღაცეებს ვიყიდით და ჩავუჯდეთ ჩვენებურად.
-კარგი, მიდი ჩვენც დავტრიალდებით.
-ხო მაგრამ ნათ მე დიდი ხნით ვერ გავჩერდები.
-მაგას ჩვენ გადავწყვიტავთ ჩაიცინა ლაშამ და უცნობთან ერთად დატოვა ოთახი. 15 წუთის შემდეგ ამოვიდნენ სავსე პარკებით.ყველანი დავტრიალდით სამზარეულოში და ყველა იმას ვაკეთებდით რისი კეთებაც ვიცოდით.მე თითქმის თავისუფალი ვიყავი ხშირად მეჩხუბება ჩემი და რომ რაღაცის კეთება მაინც ვისწავლო, რა ვქნა არ გამომდის, მაგრამ პრინციპში თუ კიდევ არ ვცდი როგორ გავიგებ სიმართლეს. ჩემთვის ვიჯექი და ვუცქერდი მათ, უცნობს ვუცქერდი ისეთი საყვარელი იყო და ისე კარგად ფლობდა კულინარიას, რომ მისი შემშურდა, შემამჩნია რომ ვუცქერდი ჩაეღიმა ირონიულად მე კი სახე რატომღაც გამიწითლდა. ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ არ ვკითხე ვინ იყო, როცა ნათია მარტო ჩავიგდე ხელთ, მაგრამ არც მაგისთვის გვეცალა იმ დროს .დიდი მონდომებით სუფრა გავშალეთ და ჩავუჯექით ჩვენებურად მივირთვით ვიცინეთ ვხედავდი რომ უცნობი მიცქერდა, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებდა.
--- უცნობი---
როგორც კი მისაღებში შევედი, თვალი მომჭრა სულ არ შეცვლილა ისეთივეა როგორიც მაშინ იყო,როდესაც ერთად ვთამაშობდით, როდესაც ვსეირნობდით,მისი სახე ყოველთვის ასეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო მის ბაგეს კი თვალს ვერ ვაშორებდი,მინდოდა რომ ძლიერად მეკოცნა მისთვის ჭკუიდან მშლიდა ის ფაქტი რო მას საერთოდ არ ვაინტერესებდი, ის ხომ ერთადერთი იყო ვინც უარით გამისტუმრა.არა ასე არ იქნება მე მაინც ჩემსას მივაღწევ.სამზარეულოში შევედით და როგორც უკვე ვიცოდი არაფერი არ გააკეთა,ისევ არაფრის კეთება არ იცის. ჩამეღიმა მის მზერას რომ მოვკარი თვალი ირონიულად ჩავიღიმე ისე მიცქერდა აშკარად ვერ მიცნო თორემ როგორც ყოველთვის თავს გაქცევით უშველიდა.
-მოდი ჯოკერი ვითამაშოთ გაიღიმა ლაშამ და ყველას მუდარით გადმოგვხედა
-ნათიამ პასტა-ფურცელი მომაწოდა
-შენ დაწერე გთხოვ.
-კარგი რა პრობლემაა...
-მოიცა კარტი რომ არ ვიცი სად არის გავალ მოვძებნი.
ლაშამ ოთახი დატოვა,ცოტა ხნის შემდეგ მისი ყვირილი გავიგონეთ,ყვიროდა და ვგრძნობდით რომ აქეთ-იქით ბოლთას სცემდა.
-ნათია ამოდი და მომეხმარე... გთხოვ ბოლო სიტყვა რბილად მოაყოლა
-მოიცა ახლავეს მიდი რა შენ უთხარი თუ რა უნდა დაწეროს, ბოლო როგორც ყოველთვის ლაშა იქნება ხომ იცი არ დათმობს ეს ჩვევა წესად ექცა უკვე.ჩაიღიმა და ოთახი დატოვა,რამოდენიმე წამის შემდეგ უცნობიც ალაპარაკდა.
-თუ ლაშა არის ბოლო, მაშინ პირველი ნათიაა,შემდეგ შენ. ჩემი სახელი ჩავწერე და მივუბრუნდი მას .
-ანა მე ანი მქვია
თითქოს ჩემი ხმა არც გაუგონია ისევ ჩაიღიმა და კარნახი გააგრძელა.შემდეგ ნიკა გაიცინა და გადმომხედა მე.
-მე ნიკა მქვია
და ისევ დამასაჩუქრა მისი ღიმილით.
--- ანი---
როცა მისი სახელი გავიგონე ძარღვებში სისხლი გამეყინა,ნუთუ ისაა, არა ოღონდ ის არა,მხოლოდ ეს გავიფიქრე, მონდოდა რომ სადმე გავპარულიყავი როგორც მაშინ, გამახსენდა პატარა რომ ჩავირბენდი კიბეებს და გავრბოდი მას გავურბოდი, გამეღიმა.
-როგორ ხარ ანი, რას შვები?სიმართლე რომ გითხრა არც შეცვლილხარ ისევ ისეთი ხარ როგორიც იყავი.
-კა-კარგად,ცოტა წავიბლუკუნე, ჩაიღიმა, აი შენ კი შეცვლილხარ თან ძალიან.
-ხო ვიცი, რომ ეხლა უფრო მიმზიდველი გავხდი,იმედია ესე მაინც მოგხიბლავ.
-არა ნიკუშ ხომ იცი რომ არანაირი შანსი არა გაქვს
-ვიცი რომ შანსი არა მაქვს რადგან შენ იმდენად გეშინია ჩემი, რომ გამირბიხარ, სულ გამირბოდი და დარწმუნებული ვარ რომ ახლაც გამეპარები.
-შენ გგონია რომ მე შენი მეშინია ? გადავიკისკისე რადგან, ვცდილობდი მწარე რეალობა არ შემემჩნია.
-შენც მშვენივრად იცი პასუხი.ჩაიღიმა.
რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ოთახში ნათია შემოვიდა მას ლაშაც მოჰყვა.
-იცით კარტი ვერ ვიპოვეთ მაღაზიაში ჩავირბენ და მალევე ამოვალ კარისაკენ აპირებდა გარბენას ლაშა მაგრამ მე შევაჩერე.
-ლაშ, მოიცა სხვა დროს ვითამაშოთ გთხოვ გვიანია უკვე თან ნიაკოც მარტო არის სახლში ცოდოა.
-ნიაკოც წამოგეყვანა მერე ეგოისტო გამებღვირა ლაშა და გადმომხედა, შემატყო რომ მეწყინა მისი ქმედება, მომიახლოვდა და მომეხვია.
-კარგი ანი რა იყო, ხომ იცი როგორიც ვარ, ამ ერთხელ გაგიშვებ სახლში, მაგრამ შემდეგ რომ იცი თავიდან ვერ მომიცილებ.
ისევ აპირებდა კბენას მივუხვდი და თავი გვერდზე გავწიე.
-ნუ გეშინია ახლა მეორე მხარეს გიკბენ.
მასთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა ნათიას ეღიმებოდა ჩვენზე ნიკა კი უბრალოდ ერთ წერტილს უცქერდა.
-ტაქსს,გამოვიძახებ კარგი?
-კარგი ნათ.
მეც მას გავყევი და ჩავეხუტე სანამ ტელეფონთან მივიდოდით ნიკამ შეგვაჩერა.
-ტაქსში რატომ რეკავ?მანქანით ვარ მე წაგიყვან. თუკი რათქმაუნდა ისევ არ გამექცევი, შენ ხომ ჩემი გეშინია.
ლაშას და ნათიას ჩვენზე გაეცინათ,ცოტა ვიწყინე კარგი ლაშამ არა, მაგრამ ნათიმ მაინც ხომ იცოდა რატომაც გავურბოდი,მაგრამ როცა მას შევხედე მეც გამიხარდა, გამეცინა ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო.კვლავ წამომიტივტივდა, ჩვენი გათენებული ღამეები ჭორავი,კისკისი მომენატრა ის დრო ძალიან მომენატრა ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამომაფხიზლა.
-რას იზამ თანახმა ხარ თუ ისევ გაიქცევი მშიშარა.
-იცი რა მე შენი სულაც არ მეშინია, ასე რომ მშიშარას ნუ მეძახი გაიგე, კარგი წამოვალ თანახმა ვარ.
მეგობრებს დავემშვიდობე და სახლიდან გავედი ნიკამ კარი გამიღო და ასე აღმოვჩნდი მის მერსედესში.

.............................


ორივენი ჩუმად ვიყავით, ნიკამ სიჩუმის დასარღვევად სიმღერები ჩართო.ჩაირთო ჩემთვის კარგად ნაცნობი სიმღერა " Come Closer" ჩამეღიმა, მანაც გაიღიმა სიმღერას ვუსმენდი და ხმას არ ვიღებდი,მაგრამ როცა შევამჩნიე რომ სახლისაკენ არ მივდიოდით შემეშინდა და გავბედე საუბრის დაწყება.
- ნიკა, სად მივდივართ? მე აქეთ არ ვცხოვრობ.
- შეგეშინდა მშიშარა, ჩაიღიმა მანქანაში საწვავი მალე გათავდება ამიტომ ვიფიქრე აქვე ბენზინგასამართ სადგურზე ავავსებდი ასე რომ ნუ გეშინია.
- სულაც არ მეშინია, თან შენთან ერთად რისი უნდა მეშინოდეს
-გეთანხმები ჩემთან რატომ უნდა შეგეშინდეს მაგრამ შენ ჩემი რატომღაც გეშინია.
- შენი ჩავიკისკისე ნუ სულელობ,დაიმახსოვრე მე შენი სულაც არ მეშინია ვთქვი დამარცვლით
- პასუხი შენც იცი და მოვრჩეთ თორემ მთელი ღამე ასე მოგვიწევს კამათი.
სახლისაკენ წამოვედით მხოლოდ სიმღერები ისმოდა სალონში ჩვენ ორივენი ჩუმად ვიყავით და საკუთარ ფიქრებს დავტრიალებდით.ნიკამ მანქანა გააჩერა თავიდან ვერ მივხვდი რატომ მაგრამ როდესაც ფანჯრიდან გავიხედე საკუთარი ბინა ვიცანი ასე მალე როგორ მოვედი გამიკვირდა, მადლობა გადავუხადე და კარის გაღება დავაპირე.
-ვერ გააღებ მე ჩაგიკეტე.
-ნიკა ნუ ბავშვობ,გააღე გვიანია უკვე.
- ხო ვიცი, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა გავაკეთო.
- "გავაკეთო" - შემაშინა ამ სიტყვამ ნეტავ რა ჯანდაბას აპირებს გავიფიქრე ჩემთვის ის ნაზად მიახლოვდებოდა ფანჯრის მინას მივეტმასნე " ოღონდ არ მაკოცოს, ოღონდ არ მაკოცოს " გულში ვეხვერწებოდი უფალს. ისე ახლოს იყო ჩემთან რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი, ტანზე დამბურძგლა,შემეშინდა მას ეს არ გამოჰპარვია.
- ნუ გეშინია მშიშარა, უბრალოდ ჩემს სიმართლეში დავრწმუნდი და ლოყაზე ნაზად მიჩქმიტა ამან უფრო გამაბრაზა და დავუყვირე რომ კარი გაეღო შემომხედა გაიღიმა და კარი გამიღო, სანამ გადავიდოდი მისკენ თვალი გამექცა განა წუხდა არა ის მაინც იღიმოდა და მატკბობდა მისი ღიმილით. კიბეები ავირბინე სახლში საკუთარი გასაღებით შევედი ნიას გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ ნიაკომ აქეთ მომიწყო სიურპრიზი.
- ანი ნახე თათია, გოგა და თაკო გვესტუმრენ.
მეც მათკენ გავეშურე გადავეხვიე და ჩავკოცნე სუყველა. თათია და გოგა გელაძეები ჩემი ბიძაშვილები არიან,თაკო გოგას მეუღლეა,ვისაუბრეთ და ახალი ამბავიც მახარეს თაკო მესამე თვეშია როგორ მიხარია მალე მამიდა გავხდები.კარზე კაკუნმა მაიძულა სასტუმრო ოთახის დატოვება და კარის გაღება.კარში გავშეშდი კართან ბლიაძე და გიორგაძე დავინახე.
-ბლიაძე...
-მეფარიძე, როგორ ხარ?
-მშვენივრად
-შეიძლება ანუშკი?
-პრივეტ იკუშ, როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ ანუშკი?
-მშვენივრად მობრძანდით.
სტუმრები სასტუმრო ოთახში შევიპატიჟე
-შენთვის კიდევ ერთი ახალი ამბავი მაქვს წამოიწყო თათიამ.
-მაგრამ სჯობს დაჯდე მეფარიძე, რა იცი რა ხდება.
-შენ დამიმშვიდდი ბლიაძე.
-ანი იცი ამ თვის ბოლოს მე ქორწილი მაქვს.
-რა, ღმერთო ჩემო თათ, როგორ მიხარია, გილოცავ ჩავეხუტე და ასე მყავდა ათი წუთის განმავლობაში.
-აბა, მითხარი ვინ შეაბი, ვინაა ჩვენი სიძე?
-მას ირაკლი ჰქვია.
-შენ არ გეკითხები ბლიაძე.
-ხოდა უნდა შემეკითხო იცი
-კარგი აღარ გეყოფათ ორივეს გაგვიწყრა თათია.
- ხო კარგი კარგი დამშვიდდი ძვირფასო.
-" ძვირფასო"- ამ სიტყვებმა ჩამაფიქრა, ღმერთო ნუთუ ის ხდება რასაც ვფიქრობ?
- ანუკი თათია და ირაკლი დაქორწინებას აპირებდნენ მე და ნიაკო კი მეჯვარეები ვართ.
- თათია შენ ბლიაძეს მიყვები ცოლად?
- ხო მე მომყვება, მეფარიძე მე.
- ვაა, გილოცავთ ბლიაძე იცოდე...
- მადლობა მეფარიძე ვიცი.
სტუმრები გავისტუმრე და ჩემს საძინებელში ავედი შხაპი მივიღე, პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინზე წამოვწექი. ჩემი ლეპტოპი ჩავრთე და სასწრაფოდ სკაიპით დავუკავშირდი ნათიას.
- გაიგე ახალი ამბავი?
- კი გავიგე, შენ ვინ გითხრა?
- თათიამ ქორწილში აუცილებლად მოდითო.
- ოჰო, კარგია შენ მაინც გაატარებ კარგ დროს.
- კარგი რა ნუ სულელობ.
- არ ვსულელობ ხომ იცი ჩემი და ბლიაძის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
- კარგი რა ამოიგდე ეგ სისულელე თავიდან.
- ჰო კარგი, სხვა თემაზე გადავიდეთ, სხვა რა ხდება როგორ გყავს ჯაში?
- არის რა, ახლაც ერთმანეთს ვწერთ, ვგიჟდები ისე მომწონს.
- ძალიან მიხარია ლაშუ როგორაა?
- ახალი მოსული არის სახლში, თავის ოთახშია.
- ანი მისმინე შენ და ნიკამ რა ქენით?
- არც არაფერი სახლამდე მიმიყვანა, როგორც ყოველთვის ახლაც მშიშარას მეძახის.
- კარგი რა ანი შენი ბრალიცაა, რას გაურბოდი?
- ნუთუ არ იცი, ხომ იცი, რომ მისი მეშინია ვიცი არაფერს არ დამიშავებს, იმის მეშინია, რომ მომეწონება, მასზე ვიფიქრებ, შემიყვარდება ამიტომ გავურბოდი და ამიტომაც გავურბივარ თან ისეთი სიმპატიური გამხდარა.
- ჰო, მაგრამ მაინც ხომ იცი, რომ თავის პოზიციას არ დათმობს, ხომ იცი თავს არ დაზოგავს.
- ხომ იცი, რომ მეც მაქსიმალურად შევეწინააღმდეგები.
- სასაცილოები კი ხართ, ბავშვებივით იქცევით.
- შესაძლოა კარგი ნათ, ეხლა გავთიშავ გიორგი რეკავს.
- კარგი მომიკითხე სოფიკო დეიდა და გიოც.
- კარგი გკოცნი ბევრს... მიყვარხარ.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და გიორგის გადავურეკე.
- როგორ ხარ პატარა?
- კარგად გიო დედიკო როგორ არის?
-მშვენივრად, ეხლა უფროსთანაა, ჩამოსვლა უნდა ქორწილისთვის, მაგრამ არა მგონია, რომ მოხერხდეს.
- კარგი აზრია, თუ ჩამოხვალთ გამიხარდება ძალიან.
- არა კი ვიცოდი, რომ თათია შენსავით სულელი იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ბლიაძესავით კარგ ბიჭს შეაბამდა.
- კარგს ხო? არც მე არ მეგონა.
ცოტა ვიჭორავეთ დედა და გიო ქორწილზე ჩამოსვლას სამწუხაროდ ვერ ახერხებენ. ლეპტოპი გამოვრთე და ფიქრს მივეცი თავი.
თათია და ბლიაძე არა როგორ არ მიხარია მათი ბედნიერება, მაგრამ ბლიაძე რატო ვაა, განა ბიჭები დაილია გოგას ქორწილში შეწვხვდით ერთმანეთს, სამწუხაროდ ყველაფერი კამათით დავამთავრეთ.
მეორე დღეს ყველაფერი მოვაგვარეთ. არა რა, რა პატარაა ეს ქვეყანა, ბლიაძე აი ვინ გახდება ჩემი სიძე არც მეტი არც ნაკლები ირაკლი ბლიაძე. ეხლა ოცი ივლისია თვის ბოლოს ქორწილი ექნებათ ნეტა რა უნდა ჩავიცვა, კარგი რამეს მოვიფიქრებ ნათის ვთხოვ და მომეხმარება. ბალიშზე თავი დავდე და დაძინება ვცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე ისევ ლეპტოპი ჩვართე და ფეისბუქზე შევედი, საინტერესო არც არაფერი იყო თუ იმას არ ჩავთვლით, რომ რამოდენიმე ადამიანი დამატებას მიგზავნიდა, ჩამონათვალს ჩამოვყევი და მათში ნიკა შანიძე აღმოვაჩინე, გამეცინა დავამატო თუ არ დავამატო ჩავფიქრდი მასზე და ასე ფიქრებში ჩამეძინა.
ნიკა:
მთელი ღამე ვერ მოვისვენე, სახლში მივედი თუ არა ლეპტოპი ავიღე და ფეისბუქზე შევედი, სასწრაფოდ მოვძებნე ვისაც ვეძებდი, ვუცქერდი მას და ვცდილობდი თითოეული მისი ფოტოს დამახსოვრებას, ბევრი ფიქრიც არ დამჭირდა მეგობრობა გავუგზავნე, ვხედავდი საიტზე ციმციმებდა, უეჭველი ნახავდა, რომ მეგობრობა გავუგზავნე, მაგრამ რატო არ მამატებდა ვერ გავიგე, ბოლოს ისევ ასეთი ხერხით ვცადე მასთან გასაუბრება.
- ნუთუ ისე გეშინია ჩემი, რომ მეგობრობაზე უარს მეუბნები? ჩაღიმების სმაილი დავწერე და მესიჯი გავიგზავნე.
- ამან უნდა გაჭრას.
ლეპტოპი გამოვრთე და დავწექი, ვფიქრობდი არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.

იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი Mtirala

Au dzalian kargia cota gaugebrad wer magram umetesoba gavige ase rom warmatebebi da gaagrdzele
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline წევრი Viktoria

Mtirala
Au dzalian kargia cota gaugebrad wer magram umetesoba gavige ase rom warmatebebi da gaagrdzele

Mixaria Tu mogewonaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent