შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 12


26-12-2016, 16:18
ავტორი katiusha
ნანახია 3 979

12
ჯერ უყურებდნენ როგორ კინკლაობდნენ თამუნა და დათა. მერე რომ მიხვდნენ რომ მათ შორის ზავი დაიდო იქაურობა დატოვეს და გარეთ გავიდნენ. ქუჩას მიუყვებოდნენ სეირნობით. თავიდან ორივე დუმდა. თითქოს საუბრის დაწყებას ვერც ერთი ბედავდა. ორივე ხვდებოდა რომ რაღაც სერიოზულისკენ მიდიოდა უკვე მათი ურთიერთობა და სოფოს თუ იმის ეშინოდა რომ სიმართლეს ვეტყვი და დავკარგავი. რეზოს იმის ეშინოდა სიჩქარით არ დაეკარგა გოგო და არ დაეფთხო. მისი ნდობის მოპოვება ხომ ძვირი დაუჯდა. მართალია მათ შორის კიდევ იყო ბარიერი, რასაც იმით ხსნიდა რომ წარსულში რაღაც ისეთი გადახდა რომ ნდობა დაეკარგა მამაკაცების და ადამიანების მიმართ.
-რეზი სადმე ჩამოვსხდეთ, თორემ ვეღარ მოვდივარ. დღეს თამუნამ ძალიან დამღალა. -თქვა სოფომ
-მოდი იქ ჩამოვსხდეთ. დღეს თავისუფალია უსაქმურებისგან სოფლის ბირჟა.-ჩაეცინა რეზოს.
გზა გადაკვეთეს და სპეციალურად გაკეთებულ სკამზე ჩამოსხდნენ რომელიც უსაქმურებს გაეკეთებინათ და აქ იკრიბებოდნენ.
-მგონი გადავრჩით რადგან არც ერთი არ გვირეკავს.
-ალბათ ერთმანეთს გაუგეს. დარწმუნებული ვარ დათას დანახვისთანავე მოეწონა შენი მეგობარი, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა.ისე ისიც კარგი კერკეტი კაკალი ჩანს.
-ხო საშინელი და აუტანელია. ხანდახან მისი მოკვლა მინდება,მაგრამ ასე ადვილად ვერ გავიმეტებ.ის ერთადერთი ადამიანია,რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არასოდეს მივუტოვებივარ
-კარგ მეგობარს არაფერი ჯობს. მეგობარი ხომ გაჭირვების დროს იცნობა. აი მაგალითად მე და დათაც დიდი ხანია ვმეგობრობთ. სტუდენტობიდან და ისიც ყოველთვის გვერდით მედგა, როცა მჭირდებოდა და რთული პერიოდი მქონდა.
-ხო, მეც სწორედ მაშინ დავინახე ყველას სახე, როცა ცხოვრების სირთულეებს პირისპირ შევეჯახე. სოფო გაჩუმდა და მოიწყინა. ფიქრებში წავიდა. მაგრამ რეზომ არ მისცა ამის საშუალება.
-არ მოიწყინო რაა გთხოვ. არ გიხდება სახეზე სევდა. შენს თვალებში ვარსკვლავები ქრება, აღარ ანათებს. რეზომ ნიკაპში მოკიდა ხელი,სახე აუწია და თვალებში ჩააცქერდა.
-სამაგიეროდ ნახე ცაზე რამდენი ვარსკვლავი ანათებს.-ჩაეღიმა სოფოს და სახე გვერდით გასწია რომ მისი სიახლოვით გამოწვეული დაბნეულობა არ შეემჩნია.
-ისინი სხვაა და შენ სხვა ხარ. განსხვავებული.
არა რეზო ცდები, არ ვარ არაფრით განსხვავებული. მე მეშინია შენთან ყოფნის.მე მომავლის მეშინია..
-რატომ?რატომ გეშინია?ნუთუ მანიაკს ვგავარ?-გაეცინა მას
-შენ ვერ გაიგე. მე მეშინია რომ ისევ შემიყვარდე და მერე შენც რომ მიმატოვო. იმედგაცრუების მეშინია. იცი ყველაზე ცუდი რა არის?იმ ადამინის მიმართ რომელიც გიყვარდა ერთ დროს სიგიჟემდე ახლა რომ აღარაფერს გრძნობ. არანაირი გრძნობა რომ არ შეგრჩება,სიძულვილიც კი. მხოლოდ სულში სიცარიელე.აღარ მინდა რომ ეს ისევ განვიცადო და გადავიტანო.
-მერე რატომ ფიქრობ რომ მეც წავალ და ჩვენ შორის არაფერი არ გამოვა?
-ვიცი .. რომ გაიგებ ყველაფერს.. ჩემს წარსულს... ასე არ შემიძლია ვერ მოგატყუებ, ვიცი რომ უნდა მოგიყვე ყველაფერი შენ იმსახურებ ამას რომ გაიგო სიმართლე...
-მე ერთხელ უკვე გითხარი არ დაგაძალებ რამის თქმას. ეს შენ თვითონ მიხვდები როდის მოვა ამის დრო.
-ვიცი..
ისევ სიჩუმე...ისევ ორივე დუმდა....
-ვიცი რომ ერთმანთზე თითქმის არაფერი არ ვიცით. არც შენ არ იცი ჩემზე არაფერი. გინდა ჯერ მე მოგიყვაბი ჩემს შესახებ და მერე შენ. ოღონდ როცა მზად იქნები. ხომ გითხარი არაფერს არ გაძალებ.
-კარგი.
-მაგრამ საიდან დავიწყო ან რა გითხრა არ ვიცი.
-საიდანაც შენ გინდა,-ჩაეღიმა სოფოს.
-კარგი პირველ რიგში იმას გეტყვი რომ ოცდათხუთმეტი წლის უკან დავიბადე. ბექაურების სანატრელი ვაჟი ვარ და ძალიან მათამამებდნენ. ფუფუნებში ვიზრდებოდი. ამიტომ ცოტა გათამამებული და გატუტუცებული ბავშვი ვიყავი.-ჩაეღიმა რეზოს. -ძალიან ცელქი და სისხლს ვუშრობდი ყველას. მხოლოდ მამის მეშინოდა. უფრო სწორად კი არ მეშინოდა მერიდებოდა. ის ისეთი იყო და ისე დამანახებდა ყველაფერს რომ მაშინვე ვგრძნობდი ჩემი დანაშაულის სიმძიმეს და მერე ბოდიშსაც მისი ხათრით ვიხდიდი.
-მოკლედ დიდი ონავარი ბავშვი ყოფილხარ.-ჩაეცინა სოფოსაც.
-ხოო.. მაგრამ როცა გავიზარდე მერე მეც არ დამინდო ბედისწერამ... ცხოვრებამ ..რა ვიცი რაც გინდა ის დაარქვი..
-რატომ რა მოხდა?
-შემიყვარდა.. სამწუხაროდ ცუდად დასრულდა ის ყველაფერი. ისეთი სათუთი იყო, ისეთი ნაზი. ისეთი ფაქიზი ხანდახან მეგონა რომ ამქვეყნიური არ იყო და მასთან შეხებისაც კი მეშინოდა. თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო და მეშინოდა არ დამტვრეულიყო, არადა ხანდახან ისე ვიყავი სიყვარულისგან გაგიჟებული მინდოდა გულში მაგრად ჩამეკრა და მოვხვეოდი. აი აქ რეზოს ხმაში თითქოს სინანული გაკრთა, სხვანაირად დაილაპარაკა. სოფომ ეს იგრძნო და საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა რომ ვიღაც გოგოზე იეჭვიანა.
-მერე რა მოხდა?როგორ დასრულდა თქვენი სიყვარული?
-სიკვდილმა წამართვა მისი თავი. სიმსივნე აღმოაჩნდა და მალევე დაიღუპა. ვერაფერი ვერ გავაკეთე, ფულიც მქონდა და იმის საშუალებაც რომ საუკეთესო ექიმებთან ემკურნალა, მაგრამ არაფერი ეშველა.
-ძალიან სამწუხარო ამბავია. მესმის შენი. იცი რაღაცას გეტყვი. ადამიანის სიკდილთან შეგუება უფრო ადვილია ვიდრე მის ღალატთან და იმის ყურება რომ ის სხვასთან ბედნიერია.
-აჰაა. ესეგი გიღალატეს. რაღაც მაინც წამოგცდა.
-ხოო.-ოდნავ გასაგონი ხმით თქვა სოფომ, მაგრამ ბიჭმა მაინც გაიგონა.
-ვერ ვხვდები როგორ არ შეუძლიათ ამ ხალხს საყვარელი ადამიანების დაფასება. ამაზე ძალიან ვბრაზდები.
-მერე როგორ გადაიტანე ეგ ამბავი?
-მერე სასმელს მივეძალე. მას შემდეგ აღარავინ მყვარებია. ქალებს ვიცვლიდი, მხოლოდ გართობაზე მეჭირა თვალი. დავიწყე კაზინოებში სიარული. ფულის ფლანგვა. და ასე შემდეგ. ძალიან ცუდი პერიოდი იყო... დათა ვახსნე წეღან და კარგი მეგობარი, ჰოდა სწორედ ის დამიდგა გვერდით და დამეხმარა ამ ყველაფრის გადატანაში.მერე მამაჩემის კომპანიაში დავიწყე მუშაობა და ასე გავხდი დროთა განმავლობაში მისი მმართველი. მისი სახეჩ დრომ ნელ-ნელა წაშალა. გააქრო მოლოდ ჩრდილიღა დამრჩა მეხსიერებაში
-ესეგი არც შენთვის ყოფილა უცხო დეპესია და ცუდი პერიოდი. საყვარელი ადამიანის დაკარგვით გაოწვეული ტკივილი.
-არა.-თავი გააქნია ბიჭმა.
-რეზო წეღან შენ იმ გოგოზე აღფრთოვანებით ლაპარაკობდი. ამბობდი რომ ისეთი სათუთი და ფაქიზი იყო და წმინდაო. ამაში რას გულისხმობდი?
-რავიცი ყველაფერს. მაგალითად იმას რომ სულიც წმინდა ჰქონდა და სხეულიც.
სოფოს უსიამოვნოდ შეიშმუშნა.არ ესიმოავნა მისი ეს ნათქვამი. იქნებ სწორედ ახლა იყო ამის დრო?იქნებ სწორედ ახლა უნდა ეთქა სიმართლე?-ფიქრობდა გულში.-ხო ახლა ვეტყვი.
-რეზიი რაღაც უნდა გკითხო და გულწრფელად მიპასუხე კარგი?
-კარგი.
-ოდესმე მოიყვან ისეთ გოგოს ცოლად ან ოდესმე თუ შეგიყვარდება ვინც ერთხელ უკვე იყო გათხოვილი ან ვისაც წარსულში მამაკაცთან არაკანონერად ცხოვრობდა. ანუ ბოიფრენდი ჰყავდა?-ძლივს მოაბა სათქმელს თავი სოფომ.
რეზო გაჩუმდა. ჩაფიქდა. სოფო გულისფანცქალით ელოდა ის პასუხს.ბიჭი დუმდა. ალბათ ფიქრობდა და აანალიზებდა მის ნათქვამს. ალბათ ხვდებოდა სოფოს რისი თქმაც უნდოდა დ რატომაც იხევდა უკან.
-იცი სოფო მე მხვდები რომ შენ რაღაც ასეთი დაგემართა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თემაზე ჩემი აზრი არ დაგაინტერსებდა. მე ერთს გეტყვი. გააჩნია გოგოს. ყველას ეტყობა ეს რატომ დაემართა ან როგორი წარსული ჰქონდა. ვერ განსჯი მას რადგან არ იცი ორი ადამიანის ურთიერთობაში ვინ იყო დამნაშავე.თუ ერთხელ არ გაუმართლა არ ნიშნავს იმას რომ არ აქვს უფლება მეორედ უარი თქვას ოჯახის შექმნაზე. ბედნიერებისთვის ყველამ უნდა იბრძოლოს ყველა იმსახურებს ამას. ხოლო რაც შეეხება ბოიფრენდობას ესეც დღეს აღარავის უკვირს. ოცდამეერთე საუკუნეა და ჩვეულებრივი ამბავია. ასე ერთი შეხედვიღ, ზედაპირულად ვერ განსაზღვრავ ადამიანს ხელი ჰკრა თუ გვერდით გყვავდეს. სხვა არ უნდა განსაჯო იმისთვის რაც შეიძლება ხვალ ნებისმიერს გადახდეს თავს. რაც სეეხება ჩემს აზრს შენთან დაკავშირებთ,მთავარი ისაა რაც ნებისმიერ ქალიშვილ ან არაქალიშვილ გოგოში არ დამინახავს ეს შენში დავინახე. შენი სული დავინახე ვინ ხარ და როგორი ხარ.
სოფოს რაღაცნაირად გულზე მოეშვა მაგრამ მაინც იყო ერთი რამ რაც ალბათ ესეც უნდა ეთქვა.
-ანუ შენ უკვე მიხვდი რაც დამემართა ხომ?
-კი დაახლოებით ვხვდები და ამის არ შეგეშინდეს. არც მე ვარ პატარა და არც შენ.მე შენში დავინახე დიდი ტკივილი და დიდი მწუხარება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლის გაგრძელების სურვილი და მე მინდა რომ ამ თვალებში ანთებული სხივი მე მეკუთვნოდეს.
-რეზოოო კიდევ არის რაღაც და ესეც უნდა იცოდე....
-მოდი რადგან დღეს გულახდილობის საღამო გვაქვს ყველაფერი გავარკვოთ კარგი?
-კარგი.-დაეთანხმა სოფო.-რეზო მე შეიძლება ვეღასოდეს გავხდე დედა. ყოველშემთხვევაში სმი წლის უკან ასეთი დიაგნოზი დამისვეს. მაშინ ორსულად ვიყავი. ბავშვი დამეღუპა. ვერ შევძელი მისი გაფრთხილება. ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ვერ გავუფრთხილდი რეზო ვერ შვძელი მისი დაცვა. სოფომ ვეღარ შეიკვა თავი და ატირდა. ბიჭი დაიბნა. გაოგნებული იყო ამ ყველაფრით. ახლა კარგად ესმოდა მისი ახლა ხვდებოდა რა რთული იქნებოდა მისთვის ეს ყველაფერი. გოგომ ვერც კი გაიაზრა როგორ მოხვია ხელები და ჩაეხუტა. დაიბნა მაგრამ მანაც გაშალა ხელები და გულში ჩაიკრა.
-დამშვიდდი კარგი დამშვიდდი გთხოვ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა,ყველაფერს შევძლებთ ერთად. ჩვენ შვილიც გვეყოლება და სერთოდ ჩვენ ვიქნებით ის წყვილი ვისზეც ყველა ილაპარაკებს რომ მათმა სიყვარულმა ყველაფერს გაუძლოო.-უთხრა რეზომ და მის ტუჩებს დაეწაფა....
**********************

სამსახურში ჩვეულებრივად გააგრძელა სიარული. ზაზასაც შეხვდა რამდენჯერმე. თუმცა თვალი აარიდა, ბიჭს თითქოს დალაპარაკება უნდოდა. მაგრამ ის ახლოს არ იკარებდა. უკვე საბოლოოდ აღარ უნდოდა დაეკარგა თავმოყვარეობა და შეხვეწნოდა. მაგრამ ერთ დღესაც ვეღარ გაუძლო. როცა სამსახურში მიაკითხა მიმღებში იდგა და პაციენტს ელაპარაკებოდა. უხსნიდა როგორ გაფრთხილებოდა თავს რომ ბავშვის დაკარგვის საფრთხე აერიდებინათ. ზაზა რომ შეამჩნია დაიბნამ მაგრამ თავი ხელში აიყვანა და საუბარი განაგრძო. მერე დაემშვიდობა, მშვიდად მოტრიალდა და კაბინეტისკენ წავიდა.
-მოიცადე ვილაპარაკოთ
-არ მაქვს შენთან საქმე და არც სალაპარაკო. მობრუნდა და გზა გააგრძელა. შენ ხომ აღარ გიყვარვარ? ხომ მორჩა ყველაფერი?
-არაა ასე.მოდი ვილპარაკოთ
-კარგი წამოდი ჩემს კაბინეტში და გავერკვეთ. დღეს უნდა დავასრულოთ ყველაფერი
სოფომ კარი დახურა და სამუშაო მაგიდასთან მივიდა. სავარძელში მოთავსდა და ანიშნა მის წინ ჩამომჯდარიყო.
-აბა გისმენ. მითხარი რომ ყველაფერი ტყუილი იყო. აღარ გიყვარვარ?
-არაფერი არ იყო ტყუილი. დამიჯერე მართლა მიყვარდი.
-მართალი ხარ გიყვარდი.რთულია იმასთან შეგუება რომ წარსულში უნდა ვილაპარაკოთ ამიერიდან, მაგრამ ფაქტია და ამასთან შეგუება მომიწევს. რატომ მივედით აქამდე?ან როგორ?
-არ ვიცი სოფ. მართლა ვერ ვხვდები.
-მე ვიცი ზაზა. არ გიყვარდი, უბრალოდ მოგწონდი. მერე ამ მოწონებამ გაგიარა და გადაწყვიტე შეყვარებული კაცის როლი გეთმაშა. მაგრამ დიდხანს ვერ შეძელი როგორც ჩანს.-ირონია გაურია სოფომ ხმაში. ცრემლებს ძლივს იკავებდა.
-არ ვიცი მართლა ვერ ვუძებნი ახსნას ამ ყველაფერს. გეფიცები მეც დაბნეული ვარ. სიტყვებს ვერ ვპულობ.
-მე გეტყვი. სოფო ადგა და ფანჯარასთან მივიდა. რომ წამოსული ცრემლები შეეკავებინა. -შენ ჩემი საწოლში შეტყუება გინდოდა და გამოგივიდა კიდეც. შენი რომ გაისწორე მერე მოგბეზრდი და სხვას დაუწყე ძებნა. დარწმუნებული ვარ უკვე გყავს კიდეც შერჩეული. კანდიდატი.
ზაზა ჩუმად იყო. სოფო მოტრილდა და თვალებში მიაჩერდა. თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს.ზაზაც წამოდგა და მიაუახლოვდა. ისეთი სახე ჰქონდა თითქოს დანაშაულზე დაიჭირეს . სოფომ ვეღარ გაუძლო და ბოლო ხმაზე აღრიალდა. უყვარდა, ძალაინ უყვარდა. არ შეძლო ასე მარტივად დაეთმო ბიჭი სხვისთვის . მაგრამ არც ნამუსი აძლევა იმის საშუალებას რომ შეხვეწნოდა.ტიროდა,ბოლო ხაზე ღრიალებდა. კანკალმაც აიტანა. ათასი ფიქრი აერია ერთამანეთში. ვეღარ ფიქრობდა რა იქნებოდა მომავალში მის გარეშე...
-როგორ ვიფიქრე რომ ამჯერად ბებდიერი ვიქნებოდი. როდის ვყოფილვარ ბედნიერი რომ ახლა გამმართლებოდა. ბუტბუტებდა უაზოდ.
ზაზა იდგა და უყურებდა. ვეღარ გაძლო და იატაკზე დაეშვა. ხელები ფეხებს შემო ჭდო და მოიკუნტა, თავით დაეყრდნო მუხლებს და ისევ ხმამაღლა ტიროდა. როგორც იქნა მიახლოვდა ბიჭი. წამოაყენა და ჩაეხუტა. ცოტა ხანს ასე იყვნენ,მერე კი ხელი გაუშვა. მისმა სიტყვებმა ელავასავით გააპო ოთახი.
-წავედი. ჩემი ჭასვლის დროა. მაპატიე.
-უკანასკნელად მაკოცე.გთხოვ.-სთხოვა სოფომ.
ზაზა მიაუხლოვდა.ცრემლი მოსწმინდადა მაგრად ჩაეხუტა. მერე აკოცა. თავზე ხელი გადაუსვა. მობრუნდა და ოთახის კარი გაიხურა. მარტო დარჩა საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან ერთად. საკუთარ ტკივილთან მარტო."
*************
ბოდიში პატარ თავია მაგრამ სულ არაფერს ეს ჯობდა :)



№1 სტუმარი makukuna

ორ თავს ერთად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. ვაიმე, როგორ მოწმონს რეზო, მომწონს კი არადა მიყვარს. როგორი ონავარი ბავშვი ყოფილა და როგორი სიყვარული ცოდნია. კარგი ადამიანია ძალიან და მშურს მე სოფოსი heart_eyes.

 


№2  offline წევრი katiusha

სოფოც კარგი ადამიანია ძალიან ნელ-ნელა ამას დაინახავთ :) რეზოოო?მე რეალურ ცხოვრებაში ვიცნობ ასეთ ადამიანს და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ის არსებობს :)

 


№3  offline წევრი tamuna.s

დღეს დადებ ახალ თავს?

 


№4  offline წევრი katiusha

სავარაუდოდ კი. დღეს თუ არა ხვალ აუციელებლად იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent