შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი შეჯახება თავი 5


27-12-2016, 21:35
ავტორი lina777
ნანახია 1 856

5 თავი
მე და ლიზიკო დილიდან თოვლში ვთამაშობდით, თოვლის ბაბუც გავაკეთეთ სტაფილოს ცხვირით და თავზე ნათელას ძველი ჯამი ჩამოვაცვით.
-ქეთა შემოდით გაცივდებით!
-თოვლის კარგი დეაკო შემოვდივართ თოვლის ბაბუს ბოლო შტრიხად ცოცხს ვაჭერინებთ და სახლში სირბილით შევრბივართ
გათოშილები შესასვლელში ფეხებს ვიფერთხავთ და მისაღებში ბუხართან ვსხდებით.
-არა რა გადამირია შვილი მეუბნება იკა
-სამაგიეროდ გაიხედე როგორი თოვლის ბაბუ გავაკეთეთ?
-სიძე შენი ხელის სათხოვნელად რომოგვადგეს შენი გაკეთებული თოვლის ბაბუ ვაჩვენოთ?
-არა, რატო გოზინაყსაც გავაკეთებ, ვეუბნები და ვეკრიჭები
-დედა ეშველება ამ ბოვშვს რამე? შეშფოთებული კითხულობს ნათელა, ვინ წაგიყვანს ბებია შენ?
-ვინ წამიყვანს და ვისაც ჩემთან ერთად თოვლის ბაბუის გაკეთების სურვილი ექნება
ამდროს ჩემი ტელწფონი რეკავს და ოთახში ავდივარ.
-ჰო ლიკუნა
-სადახარ გოგო მთელი დღეა გირეკავ
-თოვლ მოვიდაა! თოვლის ბაბუს ვჟეთენდით, ჩავყვირი მხიარულად
-ვაიმე რამაგარია, ამაღამ ჩამოვდივართ მე და ლუკა, ჰო და თუ უხერხული არიქნება თავისი ძმაკაციც.
რატომღაც მათე მახსენდება, მაგრამ ის რომიყოს ხომ მეტყოდა
-რასამბობ, რაპრობლემაა
-ტელევიზორიც მოგვაქვს და კიდევ რამე ხომარ გჭირდებათ?
-არა არაფერი
-კარგი საღამოს მანდ ვიქნებით
-მალე მოდი თოვლში უნდა ჩაგახრჩო
-მაგასაც ვნახავთ. კარგი წავედი ლუკა მელოდება. ტელეფონს ვთიშავ და ისევ ბუხართან ჩავდივარ.
-ნათელა სადარის ჩვენი ნაძვსხე?
-უი ეგ კიარ მახსოვდა ბებია, წამოი საკუჭნაოშიმაქ შენახული. ნაძვის ხის ხსენებაზე ლიზიკოსაც ენთება თვალები. ნაძვისხე გამოგვაქვს, ლეპტოპში საახალწლო სიმღერას ვრთავთ და მორთვას ვიწყებთ, ნაძვისხის მორთვაში ყველა იღებს მონაწილეობას და ბოლო ვარსკვლავს ლიზიკო ამაგრებს იკას დახმარებით. ამასობაში მოსაღამოვდა. ბუხართან მდგარ სავარძელში ჩავეშვი და ისე მოვითენთე თვალები მეხუჭება. და რაღაც გრძნობა მოსვენებას არ მაძლევს, ისევ მათე მახსენდება მგონი მენატრება. უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად თავს ვაქნევ და უფრო კარგად ვკალათდები სავარძელში.
-კარგად ხარ? ხოარ გაცივდი?მეკითხება ოთახში შემოსული ჩემი და.
-არვიცი მეძინება.
-მაღლა ადი წამოწექი, ჩაისაც ამოგიტან.
-დეა!
-გისმენ
-ხვალ სასაფლაოზე წავიდეთ რა
-კარგი ხვალ წავიდეთ ახლა ადი დაწექი, საღამოს სტუმრებიც მოვლენ.
-იკა სადარის?
-ბაბუას გაყვა სახურავის გადმოსათოვლად
-უკვე ამდენი ითოვა? მანქანა ამოვა?
-კი გადაიღო უკვე.
ოთახში ავდივარ საწოლში ვწვები, დეას ჩაი ამოაქვს და ცხელი სითხე ისე მსიამოვნებს მაშინვე მეძინება. ძილიდან მანქანის სიგნალის ხმას გამოვყავარ, საწოლიდან ვდგები, ფანჯარაში ვიხედები და ეზოში მანქანიდან გადმოსულ ლიკუნას ვხედავ. სწრაფად ჩავდვარ ძირს და გარეთ გავრბივარ ლიკუნას მთელი ძალით ვახტები ზედ და ორივე თოვლში ვვარდებით.
-მომენატრე შე გიჟო!
-ხომ გითხარი თოვლს დაგახვედრებთქვა
-დაქალის გარდა არავინ გახსოვს ჰო?
-რასამბობ სიძევ შენს თავს რადამავიწყებს ხელს ვუწვდი და მასაც ჩვენს გვერდით ვაგდებ თოვლში.
-დედა ბებია შემოიყვანე ეს ხალხი სახლში რავა შეიძლება ასე არგეიყინოთ, ქოთქოთებს ნათელა და ერთმანეთს ვეხმარებით წამოდგომაში.
-ჰო მართლა ქეთა, საჩუქარი ჩამოგიტანეთ მეუბნება ლუკა ღიმილით
-ვაახ სიძე აღარ ხუმრობს მაჩვენე აბა?
-უკანა სავარძელზეა, შენთვითონ ნახე. მეც მეტი რამინდა მანქანისკენ გავრბივარ უკანა კარს მთელი ძალით ვგლეჯ, და თვალები მიფართოვდება როცა მძინარე მათეს ვაწყდები, რომელიც ხმაურზე იშმუშნება და არანაკლებ გაოცებული მიყურებს.
-ქეთა? ისევ მესიზმრები? ბურდღუნებს თავისთვის.
-ესეიგი სიზმარშიც მემხედავ? უკვე მხიარული ხმით ვეკითხები და ვცდილობ მისი ნახვით გამოწვეული სიხარული ირონიით დავფარო.
-ჯანდაბა სადვარ? მანქანიდან გადმოდის და ფეხებს თოვლზე დგამს. ცივი თოვლის შეხებაზე უკმაყოფილოდ იშმუშნება.გარემოს თვალს ავლებს და ლუკას მკვლელი მზერით უყურებს. რაღაცის თქმას აპირებს რომ თოვლზე ფეხი უცურდება, ხელის შეშველებას ვცდილობ მაგრამ არაფერი გამომდის და თოვლში ისე ვარდება მეც ზედ მიყოლებს. მისი გახშირებული სუნთქვა სახეზე მეფრქვევა და გული ლამისაა საგულედან ამოფრინდეს.
-ქეთა კარგად ხართ? ყველა ჩვენთან ჩნდება და შეშფოთებული სახეებით გვიყურებენ.
-ასე კარგად ჯერარ ვყოფილვარ. ძლივს გასაგონად ვამბობ მაგრამ მათეს ღიმილზე ვატყობ რომ გაიგო.
-ვიცი რომ მოხერხებულად წევხარ, მაგრამ ისეთი მძიმე ხარ, თუარადგები ვეღარ ვისუნთქებ.ისევ ირონიული ღიმილით მეუბნება და მეც მაშინვე ფეხზე ვხტები და ტანსაცმლის ფერთხვას ვიწყებ.
-გაიცანით ესენი ჩემი მეგობრწბი არიან ვამბობ დაბნეული და ოჯახის წევრებს ვაცნობ. ლიკა, ლუკა და მათე ლუკას მეგობარი.
-შემოდით ბებია სიცივეა, დაღლილები იქნებით, ამბობს ნათელა და ყველანი სახლში შევდივართ. ბუხართან ვთავსდებით და ლიკუნას მკვლელ მზერას არვაშორებ. ნათელა მაგიდის გაწყობას იწყებს, მეც ამას ვიმოზეზებ და ლიკუნა სამზარეულოში შემყავს.
-დაიწყე! მეუბნება და სახეზე ხელებს იფარებს.
-რატომ არმითხარი ისიც თუმოდიოდა?
სიურპრიზის მოწყობა მინდოდა, სხვათაშორის არც მათემ არიცოდა შენთან რომ მოვდიოდით.
-ჯანდაბა ახლა რავქნა
-რაუნდა ქნა დატკბი, ყველაზე მაგარი ახალი წელი გექნება.
-ხო მაგაში ეჭვიც არ მეპარება.კბილებში ვცრი და ხელში თეფშებს ვაჩეჩებ, მაგიდის გაწყობას ვიწყებთ, და მათეს დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, რომელიც ლიზიოკოს ეთამაშება და ყოველ გასვლაზე თვალს მაყოლებს. ბაბუას ძალიან გაუხარდა ახალი ტელევიზორი, ყველა სუფრასთან ვსხდებით ბაბუას თავისი სანაქებო ღვინო გამოაქვს და სტუმრებიც უქებენ. ბიჭები სმას იწყებენ, მათე უარს ამბობს და ისევ მბურღავს თავისი მზერით. ჯერი ჩემს სადღეგრძელოზე დგება და ბაბუაც დიდი სიყვარულით მლოცავს
-შენი სიძის ნახვას რავა არ მევესწრები ბაბუა?
-ვინმეიყვანს ამას ბოვშის ტვინიაქ, თოვლის ბაბუის მეტი არაფრის კეთება არიცის. ისევ ქოთქოთებს ნათელა.
-ახლა კიდე ნუდაიწყებ ბებო. ვეპასუხები და მათეს სიცილზე უკვე ნერვები მეშლება.
ჯერი ოთახებში განაწილებაზე დგება ლიკა ჩემთან წვება. ბიჭები ერთ ოთახში. ყველა თავის ოთახშ მიდის მე და ლიკა ვრჩებით და მაგიდის ალაგრბას ვიწყებთ, ლიკას ვატყობ რომ ძალან დაიღალა დასაძინებლად ვუშვებ და ჭურჭლის რეცხვას ვიწყებ, რეცხვაში გართული წელზე ხელის შეხება მაფხიზლებს, შიშისგან თეფში ხელიდან მივარდება უკან ვბრუნდები და მათეს ვაწყდები,
-გაგიჟდი? გული გამისკდა!
-ჩემს შეხებაზე კრნჩხვებში ვარდები?
-საიდან მოგაქ, მოჩვენებები დაგეწყო
-დავიჯერო არ მოგენატრე?
-რატომ უნდა მომნატრებოდი? ვეუბმები და ისევ ზურგს ვაქცევ, ის კი ჩემს ყელთან ჩურჩულებს
-მე მომენატრე!
-ქალების რიცხვი შემოგაკლდა?
-არ მორჩები?
-იმას ვერ მოვრჩები რაც საერთოდ არ დაწყებულა.
-ვიცი ხვდები რომ შენს მიმართ გულგრილი არვარ. და არც სულერთი არხარ ჩემთვის,არგიყურებ ისე როგორც რიგით ქალს.
-არაფერიც არვიცი. მსგავსი რამ არგითქვამს
-აუცილებლად უნდა გითხრა? დავიჯერო ვერ ამჩნევ?
-მე არაფერს მეკითხები?
-მგონი არარის კითხვა საჭირო, გრძნობებს ისედაც ვერ მალავ. მეუბნება და სახე უფრო ახლოს მოაქვს, მეც დაბნეული კიდევ უფრო ვდუნდები და კოცნის მოლოდინში თვალებს ვხუჭავ, მაგრამ ყურთან ისევ მისი ხმა მესმის.
-ტკბილი ძილი ქალბატონო ქეთა! უცებ მშორდება და სამზარეულოდან ისე გადის ადგილზე გაშეშებულს მტოვებს.

დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, ესეც პატარაა და მაპატიეთ



№1  offline წევრი isterichka123

kai gagrdzele

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Awi agar daagviano ra titqmis damaviwyda ukve ase rom male dade xolme warmatebebi da miyvars es istoria
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი anuki15

ძალიან კარგია მართლა, გააგრძელე და აღარ დააგიანოოო heart_eyes

 


№4 სტუმარი Tako...^^

Imdeni xani malodine damaviwyda ras vkitxulobdi .... :dd male dade raaa .... momwons dzalian .. agar daagviano !!! <3

 


№5 სტუმარი Guest ketu

აუ........... რა კარგად წერ და რა კარგია ისტორიაც და რა ცუდია, რომ დააგვიანე იცი? smirk და რომ დავინახე კივილი მინდოდა....შემდეგი როდის იქნებაააა???

 


№6  offline წევრი anastasia.vardo

მალე დადე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent